განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/459-19
N330310018002689992
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - კავშირი „ი.ბ. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ი“
წარმომადგენელი - ვ-–------------------ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ--------–-----–-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კავშირ „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. 2012 წლის 21 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს მიერ გაიცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ი“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 47-48).
1.2.2. 2018 წლის 01 აგვისტოს „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავმჯდომარემ - შ--–-------–-------ამ №B-------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება, კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ისთვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონების მითითება მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანის წარედგინა „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ დამფუძნებელთა კრების მიერ 2000 წლის 1 სექტემბრის №- ოქმით დამტკიცებული წესდება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2001 წელს გაცემული რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 67-83).
1.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს „რეგისტრაციაზე/საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ“ №B-------- გადაწყვეტილებით „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ს“ უარი ეთქვა ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე (ს.ფ. 84).
1.2.4. 2018 წლის 23 აგვისტოს „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავმჯდომარემ - შ--–-------–-------ამ №4-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2018 წლის 01 აგვისტოს №B-------- გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა (85-108).
1.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №4----- გადაწყვეტილებით „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავმჯდომარეს შ--–-------–-------ას (პირადი ნომერი: 0----------) უარი ეთქვა 2018 წლის 23 აგვისტოს №4-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სუბიექტის უძრავი და მოძრავი ნივთების სარგებლობის შესახებ მონაცემების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია კანონით არ არის განსაზღვრული, ამონაწერში „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) უძრავი და მოძრავი ნივთების სარგებლობის შესახებ მონაცემების მითითება ვერ განხორციელდება (ს.ფ. 114-118).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №B---------- და 2018 წლის 25 სექტემბრის №4----- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
1.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „რ“ პუნქტის შესაბამისად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არის ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2012 წლის 21 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს მიერ გაიცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ი“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2018 წლის 01 აგვისტოს კავშირის - „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ი“ გამგეობის თავმჯდომარემ - შ--–-------–-------ამ №B-------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება, კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ისთვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონების მითითება მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს „რეგისტრაციაზე/საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ“ №B-------- გადაწყვეტილებით „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ს“ უარი ეთქვა ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე.
2018 წლის 23 აგვისტოს „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავმჯდომარემ - შ--–-------–-------ამ №4-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2018 წლის 01 აგვისტოს №B-------- გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №4----- გადაწყვეტილებით „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავმჯდომარეს შ--–-------–-------ას (პირადი ნომერი: 0----------) უარი ეთქვა 2018 წლის 23 აგვისტოს №4-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა ეხელმძღვანელა სუბიექტის რეგისტრაციის დროისთვის (2001წ.) მოქმედი კანონმდებლობით და ამონაწერში უნდა მიეთითებინა ინფორმაცია კავშირის მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების თაობაზე.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შინაარსი და ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებით დამტკიცებულ „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტოს) მიერ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც იგი ითხოვს კავშირის მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების თაობაზე ინფორმაციის მითითებას, გაცემულია 2012 წლის 21 ივნისს. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონშესაბამისად იხელმძღვანელა ამონაწერის გაცემისას მოქმედი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციულ და სამართლებრივი საფუძვლების მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.
სასამართლომ მოიხმო „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-7 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა რეგისტრაციის გაუქმებისა), რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი - შესაბამისი მოთხოვნისას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.
სასამართლომ ასევე მიუთითა „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს იმ მონაცემების ჩამონათვალს, რომელიც უნდა აისახოს ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან უნდა ასახავდეს: ა) ინფორმაციას განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების თარიღების, რეგისტრირებული უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ; ბ) ინფორმაციას სუბიექტის სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სუბიექტის რეგისტრაციის თარიღის, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების, იურიდიული მისამართის და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; გ) დამატებით ინფორმაციას სუბიექტის იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართისა და ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; დ) ინფორმაციას ამონაწერის მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებათა, მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ; ე) ინფორმაციას, ამონაწერის მომზადების მომენტისათვის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მონაცემების შესახებ. ამასთან, იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ასევე უნდა ასახავდეს: ა) ინფორმაციას ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ბ) ინფორმაციას რეორგანიზაციის ისტორიის შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ მისი არსებობის შემთხვევაში); გ) ინფორმაციას მმართველობითი ორგანოების შესახებ; დ) ინფორმაციას ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ; ე) ინფორმაციას პროკურისტის და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს რეგისტრირებული პარტნიორების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების, პარტნიორთა წილების, მათ წილებზე გირავნობის უფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების, პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების შესახებ; ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ; თ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშვნას, რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს პარტნიორებისა და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ყველა იმ მონაცემის ამომწურავ ჩამონათვალს, რაც უნდა აისახოს ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად, ინფორმაცია ა(ა)იპ „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების თაობაზე არ ექვემდებარებოდა ამონაწერში ასახვას.
სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლზე, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მითითებულია ყველა ის მონაცემი, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს და აღნიშნული მონაცემები შესაბამისობაშია სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩია, რომ ა(ა)იპ „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზი არ არსებობდა და მოსარჩელის მოთხოვნა ტექნიკური ხარვეზის გასწორების და ახალი ამონაწერის გაცემის თაობაზე იყო უსაფუძვლო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს „რეგისტრაციაზე/საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ“ №B-------- გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
1.3.4. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს „რეგისტრაციაზე/საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ“ №B-------- გადაწყვეტილება, სასამართლოს მოსაზრებით, ასევე კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №4----- გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
1.3.5. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №B---------- და 2018 წლის 25 სექტემბრის №4----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნები. 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ისეთი არგუმენტები და მოსაზრებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის, როგორც საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციასთან. საქმეს ერთვის ისეთი მტკიცებულება (2012 წლის 21 ივნისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან), რომელიც მხარეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ, უცნობია, როგორ მოხვდა იგი საქმის მასალებში. სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია არა მოსარჩელის და მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, არგუმენტების და მოსაზრებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, არამედ მხარეებისათვის გაურკვეველ, უცნობ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სასამართლომ მიუთითა 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერზე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, თუმცა აღნიშნული საქმეზე არც მხარეებს წარუდგენიათ და არც სასამართლოს გამოუთხოვია თავისი განჩინებით.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა არა 2012 წლის 21 ივნისის გაურკვეველი წარმომავლობის ამონაწერს, არამედ საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 28 აპრილს მომზადებულ და გაცემულ ამონაწერს, რომელშიც არ იყო ასახული ა--–------------–----–------------------------–-------------------ის მთელი კომპლექსი, უძრავ-მოძრავი ქონება და ის გარემოება, რომ ს----------------ი და მთელი კომპლექსი ისანი-სამგორის სასამართლოს 2001 წლის დადგენილებით სარგებლობის უფლებით გადაცემული იყო კავშირზე იმ მიზნით, რომ მოეხდინა განადგურების პირას არსებული "ს----------------ის" ხელახლა აღდგენა-რესტავრაცია და ჩაეყენებინა იგი ხალხის სამსახურში. 2018 წლის პირველ აგვისტოს "ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის" გამგეობის თავმჯდომარემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება, კერძოდ, მოთხოვნილი იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში უძრავ-მოძრავი ქონების დაფიქსირება, რომელიც ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, სარგებლობის უფლებით გადაცემული იყო "ი-------–--ის სახელობის ავლაბრის არალეგალურ ს----------------ზე“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე, რაც 2018 წლის 23 აგვისტოს გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის N4----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული მონაცემები განსაზღვრულია "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული "მეწარმეთა ინსტრუქციით", რომლის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის შესახებ მონაცემები არ რეგისტრირდება. აპელანტის განმარტებით, სასამართლო არ დაინტერესებულა, რამდენად იყო დაცული კანონის მოთხოვნა სადავო აქტების გამოცემის დროს, რამდენად კანონიერი იყო საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება იმ ფაქტობრივი გარემოებების სახეზე არსებობის პირობებში, როდესაც კავშირს მთელი კომპლექსის უძრავ-მოძრავი ქონება სარგებლობაში ჰქონოდა გადაცემული ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის დადგენილებით და რეგისტრირებული იყო სასამართლოს რეესტრში, უძრავ-მოძრავი ქონების მონაცემების და სარგებლობაში გადაცემის მიზნის დაფიქსირებით, ხელახალი რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა 2004–2009 წლებში, ასევე 2005 წლის 15 აპრილს რეგისტრირებულ იქნა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში, სარგებლობაში გადაცემის მიზნისა და უძრავ-მოძრავი ქონების დაფიქსირებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით თვითნებურად იქნა შეტანილი ცვლილება რეგისტრაციის მონაცემებში, ამოღებულ იქნა ამონაწერიდან 2001 წლიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე არსებული რეგისტრაციის მონაცემები, იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილ წესებს უკუქცევითი ძალა არ აქვს. საჯარო რეესტრს უფლება არ ჰქონდა, 1997 წლიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი კანონის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 30-33-ე მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული კავშირის რეგისტრაციის მონაცემებში შეეტანა ცვლილება და ამ ცვლილების შეტანისას, იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესებით ეხელმძღვანელა. მსგავსი რამ არც "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში და არც იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით არ ყოფილა გათვალისწინებული. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველა ეს საკითხი მსჯელობის მიღმა დატოვა. სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მოპასუხე მხარის ცრუ განმარტებები, მგაურკვეველი წარმოშობის მტკიცებულება - 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერი, რომელსაც სარჩელთან არავითარი კავშირი არ აქვს. მოსამართლემ იგი უფლებამოსილების გადამეტებით და ბოროტად გამოყენებით, უტყუარ მტკიცებულებად გამოიყენა მოსარჩელის საწინააღმდეგოდ. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში არ არის მითითებული, რომ 2012 წლის 21 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გასცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–---------------------ს" ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მასში მითითებული იყო ინფორმაცია კავშირის მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ. მსგავსი სახის დოკუმენტი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე თანდართულ მასალებში არ იძებნება. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს რაიმე სახით არც სასამართლო სხდომაზე განუცხადებია, შუამდგომლობა არ დაუყენებია სასამართლოს წინაშე, რომ 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერი დართულიყო საქმეზე, მტკიცებულების სახით. მოპასუხეს მთელი თავისი არგუმენტები და მოსაზრებები აგებული ჰქონდა იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაზე და ამ ინსტრუქციაზე დაყრდნობით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ კანონის თანახმად, რეესტრის ამონაწერში, კავშირის მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის მონაცემებში არ ფიქსირდება. საქალაქო სასამართლო ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წლის 21 ივნისს გასცა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მასში მითითებული იყო კავშირის მიზნები და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია, რაც არის სიცრუე, 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერს კავშირის მიერ წარმოდგენილ სარჩელთან და განსახილველ სადავო საკითხთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, თუმცა სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ეს გაურკვეველი წარმოშობის მტკიცებულება. ეს დოკუმენტი საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს მისი ასლი კანონით დადგენილი წესით არ გადასცემიათ, სასამართლოში არ წარმოუდგენიათ და მის შესახებ სხდომაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩნდება კითხვა: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ როგორ გასცა 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერი, გაურკვეველი პიროვნების რეგისტრირებულ მონაცემებში უძრავ-მოძრავი ქონების და მიზნების ასახვით, მაშინ, როცა კავშირ "ი-------–----------–----–------------------------–-------------------ის" მოსარგებლედ, 2001 წლიდან დღემდე, სასამართლოს და იუსტიციის სამინისტროს რეესტრში რეგისტრირებულია კავშირი და 2001-2009 წლებში გაცემულია რეგისტრაციის მოწმობა? საჯარო რეესტრმა თავისი გადაწყვეტილებით ორჯერ უთხრა მოსარჩელეს უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით რომ "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად, სუბიექტის უძრავი და მოძრავი ნივთების სარგებლობის შესახებ მონაცემების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია მითითებული კანონით არ არის განსაზღვრული. თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტება სიმართლეს შეეფერება, მაშინ იმავე კანონის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წლის 21 ივნისს როგორ გასცა ამონაწერი ვიღაც ბოროტმოქმედ თაღლითზე, უძრავ-მოძრავ ნივთებზე მითითებით? 2012 წლის 21 ივნისის მდგომარეობით იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ძალაში არ იყო? კანონი შეიცვალა?
აპელანტის მოსაზრებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, მისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანის დროს, როგორც წესი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა ეხელმძღვანელა სუბიექტის რეგისტრაციის დროისათვის, 2001-2009 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით, რეესტრის ამონაწერში მითითებული უნდა ყოფილიყო ინფორმაცია კავშირის მიზნებსა და მის სარგებლობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე. საჯარო რეესტრმა და სასამართლომ კანონის ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. აპელანტის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტები და არგუმენტები ცალსახად მეტყველებენ იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება 3-------- საქმეზე არის უკანონო, დაუსაბუთებელი, იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
მითითებული კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 01 აგვისტოს კავშირის „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავმჯდომარემ №B-------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. განმცხადებლის განმარტებით, საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 28 აპრილს მომზადებულ ამონაწერში მითითებული არ იყო ინფორმაცია უძრავ-მოძრავი ქონების „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ სარგებლობაში გადაცემის შესახებ. განმცხადებელმა მოითხოვა ახალი ამონაწერის გაცემა, რომელშიც დაფიქსირებული იქნებოდა, რომ ს----------------ის უძრავ-მოძრავი ქონება, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2001 წლიდან, სარგებლობის უფლებით გადაცემული იყო „კავშირზე“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №B-------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ მოთხოვნა ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე. განმცხადებელს განემარტა, რომ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები შეესაბამება სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს, ამდენად, ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდებოდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №4----- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არის ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან. 10.2 მუხლის თანახმად კი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2009წ. №241 ბრძანებით დამტკიცებულ „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციაზე“. აღნიშნული ინსტრუქციის 7.3 მუხლის თანახმად, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან უნდა ასახავდეს: ა) ინფორმაციას განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების თარიღების, რეგისტრირებული უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ; ბ) ინფორმაციას სუბიექტის სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სუბიექტის რეგისტრაციის თარიღის, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების, იურიდიული მისამართის და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; გ) დამატებით ინფორმაციას სუბიექტის იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართისა და ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; დ) ინფორმაციას ამონაწერის მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებათა, მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ; ე) ინფორმაციას, ამონაწერის მომზადების მომენტისათვის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მონაცემების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ასევე უნდა ასახავდეს: ა) ინფორმაციას ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ბ) ინფორმაციას რეორგანიზაციის ისტორიის შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ მისი არსებობის შემთხვევაში); გ) ინფორმაციას მმართველობითი ორგანოების შესახებ; დ) ინფორმაციას ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ; ე) ინფორმაციას პროკურისტის და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს რეგისტრირებული პარტნიორების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების, პარტნიორთა წილების, მათ წილებზე გირავნობის უფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების, პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების შესახებ; ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ; თ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშვნას, რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს პარტნიორებისა და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ რომ ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ყველა იმ მონაცემის ამომწურავ ჩამონათვალს, რაც უნდა აისახოს ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ამასთან, აღნიშნული მონაცემები არ მოიცავს ინფორმაციას იურიდიული პირის მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების თაობაზე. ამდენად, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციდან“ გამომდინარე, ინფორმაცია, მოსარჩელე იურიდიული პირის მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების თაობაზე, არ ექვემდებარებოდა ამონაწერში (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან) ასახვას. მოსარჩელის სახელზე 2012 წლის 21 ივნისის გაცემულ ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მითითებულია ყველა ის მონაცემი, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, შესაბამისად, მოთხოვნა ტექნიკური ხარვეზის გასწორებისა და ახალი ამონაწერის გაცემის თაობაზე, უსაფუძვლოა.
3.2.2. სააპელაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული მსჯელობა უკავშირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობას, სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან, თუმცა აპელანტი მიუთითებს, რომ რეალურად, მის ინტერესს წარმოადგენს საჯარო რეესტრიდან ამონაწერში (უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერში) ტექნიკური ხარვეზის გასწორება და სწორედ ამ მიზნით მიმართა საჯარო რეესტრს 2018 წლის 01 აგვისტოს, გარდა ამისა, აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ იგი 2012 წლის 21 ივნისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში ითხოვდა ხარვეზის გასწორებას. ამ თარიღის ამონაწერი საქმეს ერთვის, თუმცა გაურკვეველია მისი საქმეზე წარმდგენი, დოკუმენტი მხარეებს არ წარუდგენიათ სასამართლოსათვის და არც სასამართლოს გამოუთხოვია შესაბამისი ორგანოდან, საკუთარი ინიციატივით.
პალატა არ იზიარებს აპელანტის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 01 აგვისტოს საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა 2016 წლის 28 აპრილით დათარიღებულ ამონაწერში ტექნიკური ხარვეზის არსებობის შესახებ. საქმეზე წარმოდგენილია ამ თარიღის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო იდენტური თარიღის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის - უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის, არსებობა არ დადასტურდა, აპელანტს არ წარმოუდგენია 2016 წლის 28 აპრილის უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მიუხედავად სააპელაციო პალატის არაერთი მითითებისა. ამდენად, სააპელაციო პალატა გამორიცხავს საჯარო რეესტრში 2018 წლის 01 აგვისტოს წარდგენილი განცხადებით აპელანტის მიერ 2016 წლის 28 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერში - უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერში, ხარვეზის გასწორების შესახებ მოთხოვნის რეალურობას. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აპელანტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ჰქონდა და რაზეც მიუთითებდა სარჩელშიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზეც და სააპელაციო საჩივარშიც იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2016 წლის 28 აპრილის ამონაწერში ტექნიკური ხარვეზის შესწორება.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აპელანტისათვის გაურკვეველია საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 21 ივნისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერზე მითითების მიზეზი: სააპელაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 31 ოქტომბრის განცხადებით აპელანტმა საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის ეტაპზე თავად წარადგინა 2012 წლის 21 ივნისით დათარიღებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც შეიცავს ინფორმაციას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ამონაწერში დაფიქსირებული მონაცემები, ამავე იურიდიულ პირზე 28.04.2016წ. გაცემულ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში მითითებული მონაცემების იდენტურია. ამდენად, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლები სწორედ მის სახელზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში ტექნიკური ხარვეზის გასწორებას მოიცავს, ამასთანავე, როგორც 21.06.2012წ., ისე 28.04.2016წ. ამონაწერი გაცემულია მოსარჩელის სახელზე, იდენტური მონაცემებით. ამ პირობებში, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მსჯელობის განვითარება 21.06.2012წ. ამონაწერზე (რომელიც მხარემ სასამართლოში თავად წარმოადგინა) და არა 28.04.2016წ. ამონაწერზე (რომელზეც მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ 01.08.2018წ. განცხადებაში მიუთითა), არ სცდება დავის ფარგლებს, სასამართლოს დასკვნები სწორედ მოსარჩელის ინტერესში შემავალი სადავო საკითხიდან გამომდინარეობს, შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით.
ასევე უსაფუძვლოა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საქალაქო სასამართლოს განმარტებით 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მითითებული იქნა ინფორმაცია კავშირის მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ. საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ნათლად, გარკვევით და არაორაზროვნად მითითებულია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 21 ივნისს გაცემული იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც ცვლილების შეტანას - კავშირის მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის შეტანას, ითხოვდა კავშირი "ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ი". საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა კიდევფ ერთხელ მიუთითებს, რომ 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან წარდგენილი იქნა საქალაქო სასამართლოში თავად აპელანტის მიერ და ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია მისი მსჯელობა აღნიშნული ამონაწერის გაურკვეველი წარმომავლობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №B---------- და 2018 წლის 25 სექტემბრის №4----- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კავშირი „ი.ბ. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი