განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-366-2019 წელი
№080100118002785752
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
21 ივნისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხი-ლე ი---- ს-----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი---- ს-----–--ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქო-ნე, რეგისტრირებული ქ-------–------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ქ-------–----------------------–-----------------ში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგე-ნილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
ი---- ს-----–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯა-ხის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათ-ვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 ნოემბერს, ქუთაისში, ი---- ს-----–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს მ------ ს-----–--ეს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვ-ლიანი შიში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით ი---- ს-----–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- ხ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ივა-ნე ს-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნო-ბას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით და მისთვის სასჯელის დანიშვნას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მო-თხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ 2018 წლის 14 ნოემბრის განცხადებაში მ------- ს-----–--ემ მიუთითა მის მიმართ მამის – ი---- ს-----–--ის მიერ განხორციე-ლებული მუქარის შესახებ, რომელიც ჩაწერილი ჰქონდა დისკზე. აუდიოფაილი დათა-რიღებულია 2018 წლის 6 აგვისტოთი და მასში ისმის ორი პირის ხმა, რომელთაგან ერთ-ერთი არის მამაკაცი, რომელიც დათვალიერებაში მონაწილე მ------ ს-----–--ის განმარ-ტებით არის მამამისი – ი---- ს-----–--ე, ხოლო მეორე პირი ქალბატონის ხმა არის მ------ ს-----–--ის ხმა. ისინი კამათობენ, რომლის დროსაც ი---- ს-----–--ე მ------ ს------–--ეს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება ფიზიკური ანგარიშსწორებით. ჩანაწერის ხანგრძლივობაა 09:23 წუთი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ი---- ს-----–---ე შვილის, მ------ ს-----–--ის მიმართ გამოირჩევა აგრესიულობით და ემუქრება ფიზი-კური ანგარიშსწორებით. მეორე ჩანაწერი არის 2018 წლის 13 ნოემბრის ჩანაწერი და მას-ში ასახულია ი---- ს-----–--ის და მისი შვილის – მ------ ს-----–--ის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ი---- ს-----–--ე მას აგინებს დედის მისამართით და ემუქრე-ბა მოკვლით. აღნიშნული ჩანაწერის ხანგრძლივობაა 01:40 წუთი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ი---- ს-----–--ე აგინებს მ------ ს-----–--ეს და ემუქრება მოკვლით.
საპატრულო პოლიციის კამერის ჩანაწერის თანახმად ჩანაწერში ჩანს მ------ ს-----–---ის საუბარი საპატრულო პოლიციის თანამშრომელთან, რომელიც განმარტავს, რომ მის-მა მამამ ი---- ს-----–--ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა ი---- ს-----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–---- თ----------ემ, რომლებიც შესაგებ-ლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა მ------ ს-----–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ი---- ს-----–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგე-ნილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მიაჩნია, რომ არის უდანაშაულო და ით-ხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეებს სა-დავოდ არ გაუხდიათ არცერთი მტკიცებულება, დაზარალებულ მ------ ს-----–--ის ჩვე-ნების გარდა.
ბრალდების მხარის მიერ ი---- ს-----–--ის მიმართ ბრალის მადასტურებლად წარმოდ-გენილი მტკიცებულებებია 2018 წლის 6 აგვისტოთი დათარიღებული აუდიოფაილი, რომელიც გამოძიებას წარუდგინა მ------ ს-----–--ემ და მასში ისმის ორი მოკამათე ადა-მიანის ხმა. მ------ ს-----–--ის განმარტებით მასში ისმის თუ როგორ აგინებს და ემუქ-რება მამამისი ი---- ს-----–--ე. მეორე ჩანაწერი, დათარიღებული 2018 წლის 13 ნოემბ-რით, რომელზეც ასახულია თუ როგორ აგინებს და ემუქრება მოკვლით მამა – ი---- ს-----–--ე.
– საპატრულო პოლიციის კამერის ჩანაწერი, რომელშიც ასახულია მ------ ს-----–--ის საუბრის ჩანაწერი პოლიციის თანამშრომელთან.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულებები ადასტურებენ ი---- ს-----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული სიცოცხლის მოს-პობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსა-ხილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომ-ჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით ქმედების ჩადენით: სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების გა-ნადგურების მუქარით.
დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელე-ბა, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუციელებლი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწ-ვევა. თუ ასეთი შიში მას არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.
საკითხის გადაწყვეტისას გაუჩნდა თუ არა პირს მუქარის განხორციელების საფუძვლია-ნი შიში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს როგორც ობიექტური (მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოუკიდებულება დამ-ნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, პირის შეიარაღება მუქარის განხორციელებისას . . . ), ასევე სუბიექტური კრიტერიუმები. სუბიექტური კრიტერიუმი ნიშნავს იმას, რომ უნდა დადგინდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს ასეთი შიში. თუ იმას, ვისაც ემუქრებიან, ეს შიში არ გასჩენია, მუქარა საფუძვლიანი შიშის მომგვრელიც რომ იყოს, დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს. კონკრეტულ შემთხვევაში მ------ ს-----–--ემ ჩვენება არ მისცა სასამართლოს. ამდენად, შეუძლებელია დადგინდეს გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საუფძვლია-ნი შიში. აღნიშნულის დადგენის გარეშე კი შეუძლებელია ი---- ს-----–--ეს შეერაცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ამდენად, უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის აპელირება საქმეში არსებულ ვიდეოფაილებზე არსებულ ჩანაწერებზე, რომლებზეც სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით ისმის, თუ როგორ აგინებს და ემუქრება ი---- ს-----–--ე მოკვლით მ------ ს-----–--ეს. მხოლოდ მუქარა, თუკი არ დასტურდება რამდენად საფრ-თხედ აღიქვა მ------ ს-----–--ემ იგი, არ იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.
გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირე-ბანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასა-მართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმის დასადასტურებ-ლად, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს, ქუთაისში, ი---- ს-----–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს მ------ ს-----–--ეს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელე-ბის საფუძვლიანი შიში. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დო-ნეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ი---- ს-----–--ის მიმართ წარდგენილი ბრა-ლდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ი---- ს------–--ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი ი---- ს-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის გამამართლებელი განაჩენი ი---- ს-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ი---- ს-----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალ-დებაში.
ი---- ს-----–--ე მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხს-ნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მ------ ს-----–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ--------–------------------------ში (საკადასტრო კოდი 0------------------) დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
გამართლებულ ი---- ს-----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესა-ხებ უფლების თაობაზე.
ნივთიერი მტკიცებულება – საპატრულო პოლიციიდან მიღებული ვიდეოჩანაწერი CD დისკზე, აუდიო ჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili