განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
330210018002512391
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N2ბ/42-19 7 მაისი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი – ქ---------------, თ------------–----;

 

მოწინააღმდეგე მხარე – ქ------- წ--------–-;

წარმომადგენელი - უჩა ქირია;

 

თავდაპირველი მოპასუხე - კ---–-----------------–------------–------------–---------------------------–---

 

დავის საგანი - წილის მესაკუთრედ ცნობა, წილის მესაკუთრედ რეგისტრაცია;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ქ------- წ--------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ცნობილ იქნა ქ------- წ--------–- (პ/ნ 0----------) კ---–-----------------–------------–------------–---------------------------–----- (ს/კ 2--------) 65% წილის მესაკუთრედ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ქ------- წ--------–- (პ/ნ 0----------) დაარეგისტრიროს კ---–-----------------–------------–------------–---------------------------–----- (ს/კ 2--------) 65% წილის მესაკუთრედ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. კს--–-----------------–------------–------------–---------------------------–--- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებულია ისანი-სამგორის სასამართლოს მიერ 2000 წლის 08 თებერვალს.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 19-20)

 

2.3. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, 2016 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით, კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად (დირექტორად) დაფიქსირებულია ზ------ დ----–--. საზოგადოების პარტნიორებს წარმოადგენენ „შ--------–------------------------–-----–-------“ - 35%-იანი წილი (კომანდიტი) და ზ------ დ----–-- - 65%-იანი წილი (კომპლემენტარი).

 

(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 19-20)

 

2.4. კ-------------------------------------–---------------------–------------–------------–---------------------------–----- წესდების თანახმად, საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებად დაფიქსირებული არიან კომანდიტი - შ------------------–-------------–------------–-------------------–----------------------------–--. საზოგადოების მართვის უფლებამოსილება გააჩნია კომპლემენტარს, კომანდიტი კი არ არის უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ხელმძღვანლოებაში. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შექმნილია კომანდიტისა და კომპლემენტარის შენატანებით, საიდანაც კომანდიტის წილი შეადგენს 35%, ხოლო კომპლემენტარის წილი 65%. წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება, სადაც ხმების რაოდენობა განისაზღვრება კაპიტალში წილის პროპორციულად ყოველ 10%-ზე ერთი ხმის ოდენობით. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორები. წესდების 3.6.4 პუნქტის მიხედვით, კომპლემენტარს უფლება აქვს გაასხვისოს, გაიტანოს ან გადასცეს მემკვიდრეობით თავისი წილი კაპიტალი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს კომანდიტის თანხმობა.

 

(მტკიცებულება: წესდება, ს.ფ. 90-106)

 

2.5. სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის შესახებ მოწმობის თანახმად, ქ------- დ----–--მ შეიცვალა გვარი და გახდა წ--------–-. რეგისტრაციის თარიღი: 2017 წლის 09 იანვარი.

 

(მტკიცებულება: მოწმობა, ს.ფ. 27)

 

2.6. 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ქ------- წ--------–- ცნობილ იქნა 2016 წლის 15 ნოემბერს გარდაცვლილი ზ------ დ----–--ს კანონისმიერ მემკვიდრედ, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - მეუღლე. ქ------- წ--------–-ა, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მთლიანი სამკვიდრო, მათ შორის რამდენიმე უძრავი ქონება და წილები კს--–-----------------–------------–------------–---------------------------–----ში 65%-ის და შპს მკურნალში“ 100%-ის ოდენობით.

 

(მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 28-33)

 

2.7. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2018 წლის 27 თებერვალს წარედგინა ქ------- წ--------–-ს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა კს--–-----------------–------------–------------–---------------------------–----ში ზ------ დ----–--ს

65%-იან წილზე მესაკუთრედ რეგისტრაცია.

 

(მტკიცებულება: განცხადება, ს.ფ. 70)

 

2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული წესდების 3.6.4 პუნქტის თანახმად, კომპლემენტარს არ ჰქონდა უფლება გაესხვისებინა, გაეტანა ან გაეცა მემკვიდრეობით თავისი წილი კაპიტალი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით კომანდიტის თანხმობის გარეშე. აღნიშნული თანხმობა კი მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ იყო.

 

(მტკიცებულება: გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ს.ფ. 72-73)

 

2.9. კ---–-----------------–------------–------------–---------------------------–-----

2018 წლის 26 მარტს გამართულ რიგგარეშე საერთო კრების ოქმის მიხედვით, კომანდიტის და 35%-იანი წილის მფლობელის მიერ არ იქნა გაცემული თანხმობა ქ------- წ--------–-ს საზოგადოებაში კომპლემენტარად მიღების შესახებ. ამავე კრების ოქმით დადგინდა საზოგადოების რეორგანიზაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად იგივე წილობრივი მონაწილეობით და დანიშნულ იქნა საზოგადოების დირექტორი. ასევე დამტკიცდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდება.

 

(მტკიცებულება: რიგგარეშე საერთო კრების ოქმი, ს.ფ. 38-47)

 

2.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მოთოხვნილი იყო სუბიექტის რეორგანიზაცია, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სააგენტოში არ იყო წარდგენილი პარტნიორთა კრების ოქმით საზოგადოების კომპლემენტარად ქ------- წ--------–-ს მიღების თაობაზე. კომანდიტის მიერ არ იქნა გაცხადებული თანხმობა, ხოლო რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქ------- წ-------–-ს მიერ და ვინაიდან ქ------- წ--------–- არ წარმოადგენდა საზოგადოების წევრს, არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება კომანდიტური საზოგადოების რეორგანიზაციის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით, განმცხადებელს დაევალა საზოგადოების რეგისტრირებული წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა.

 

(მტკიცებულება: გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ს.ფ. 74 75)

 

2.11. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 23 მარტს წარედგინა ქ------- წ--------–-ს საჩივარი, სააგენტოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოხდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება კომანდიტურ საზოგადოებაში ზ------ დ----–--ს 65%-იან წილზე ქ------- წ--------–-ს მესაკუთრედ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

(მტკიცებულება: საჩივარი, ს.ფ. 181-182)

 

2.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 აპრილისა და 21 მაისის გადაწყვეტილებებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადებში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები ცვლილების რეგისტრაციისა და სუბიექტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, შეწყდა წარმოებებზე რეგისტრაცია.

 

(მტკიცებულება: გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოებების შეწყვეტის შესახებ, ს.ფ. 180, 202)

 

2.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი სარეგისტრაციო წარმოებების შეჩერების შესახებ 2018 წლის 28 თებერვლისა და 16 აპრილის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

 

(მტკიცებულება: გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ს.ფ. 76-82)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.14. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილი ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

მემკვიდრეობის, ისევე როგორც საკუთრების უფლება, აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. მემკვიდრეობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას მიიღოს სამკვიდრო ქონება საკუთრებაში, კანონით ან ადერძით მემკვიდრეობის დროს. კანონით მემკვიდრეობისას ქონების მემკვიდრეებზე გადასხვლა ხორციელდება სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამსიად, თუკი მამკვიდრებლის მიერ არ მომხდარა ანდერძის შედგენა, ან თუ ანდერძი მოიცავს მხოლოდ სამკვიდრო ქონების ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

აღძრული სარჩელით მოსარჩელე, როგორც ზ------ დ----–--ს კანონისმიერი მემკვიდრე, მოითხოვს მისი მამკვიდრებლის საკუთრებად კომანდიტურ საზოგადოებაში რეგისტრირებულ წილზე მესაკუთრედ ცნობას. მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითებს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცული საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებაზე.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება - შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის - სრული პარტნიორები (კომპლემენტარები). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომანდიტური საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. საზოგადოების კაპიტალში წილები შეიძლება განაწილდეს მხოლოდ კომანდიტებს შორის, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პარტნიორის გარდაცვალებისას ყოველ მემკვიდრეს შეუძლია გახდეს საზოგადოების პარტნიორი, თუ ეს გათვალისწინებული საზოგადოების წესდებით, ან თუ ყველა პარტნიორი თანახმაა.

 

საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--“ წარმოადგენს კომანდიტურ საზოგადოებას, რომლის სრულ პარტნიორად (კომპლემენტარად) სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირებულია ზ------ დ----–--, რომელიც ასევე წარმოადგენს საზოგადოების 65%-იანი წილის მფლობელს. შეზღუდულ პარტნიორს (კომანდიტს) კი წარმოადგენს შ---------–------------------------–-----–-------- - 35%- იანი წილობრივი მონაწილეობით. ასევე დადგენილია, რომ ქ------- წ--------–- წარმოადგენს გარდაცვლილი ზ------ დ----–--ს კანონისმიერ მეკვიდრეს, რომელმაც კანონით დადგენილი წესით, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მამკვიდრებლის ქონება, მათ შორის კომანდიტურ საზოგადოება „–-----------------–-------------–------------–------- და ზ------ დ----–--“-ში არსებული 65%-იანი წილი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ქ------- წ--------–-ს განცხადებაზე, რომლითაც მხარე ითხოვდა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებას და ზ------ დ----–--ს წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადგენილ იქნა ხარვეზი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მიეთითა, რომ განმცხადებლის საზოგადოებაში კომპლემენტარად რეგისტრაციისათვის საჭირო იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომანდიტური საზოგადოების წესდების შესაბამისად კომანდიტის მიერ სათანადო წესით გაცემული თანხმობა. ვინაიდან, განმცხადებელს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა, განესაზღვრა ვადა დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ კს „–-----------------–-------------–------------–------- და ზ------ დ----–--“-ში ქ------- წ--------–-ს მამკვიდრებელი - ზ------ დ----–-- წარმოადგენდა როგორც საზოგადოების კომპლემენტარს, ასევე საკუთრების უფლებით ფლობდა საზოგადოების 65%-იან წილს, თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა. იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ და დაცულ უფლებას, მოსარჩელე უფლებამოსილია საკუთრებაში მიიღოს მისი მამკვიდრებლის ქონება, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ------- წ--------–-ს მოთხოვნა საზოგადოების 65%-იან წილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.15. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-51 ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოსარჩელე ითხოვს 65% წილზე მესაკუთრედ ცნობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მხრიდან უფლების შეზღუდვა მართლზომიერი უნდა იყოს და გამომდინარეობდეს ობიექტური აუცილებლობით, რაც მისი მხრიდან მისთვის მინიჭებული უფლებების კეთილსინდისიერად სარგებლობაში უნდა ვლინდებოდეს, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სწორედ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს, ნებისმიერი დავის განხილვისას სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოში დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელდა წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან სააგენტოს განმარტებით, არ იყო წარდგენილი სარეგისტრაციოდ საჭირო სათანადო დოკუმენტაცია. იმის გათვალისწინებით, რომ კომანდიტურ საზოგადოებაში წილზე საკუთრების უფლება ვლინდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და მოსარჩელე წარმოადგენს საზოგადოებაში რეგისტრირებული მამკვიდრებლის კანონისმიერ მემკვიდრეს, მისი მოთხოვნა სამეწარმეო რეესტრში წილზე მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ სამართლებრივად მართებულია.

 

„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის

შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის

2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს ხარვეზის დადგენის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა ისეთი ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, რომელიც არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან და შესაბამისად, არ არსებობდა რეგისტრაციის შეჩერების და შემდგომ რეგისტრაციის შეწყვეტის სამართლებრივი წინაპირობები. აღნიშნული კი წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების საფუძველს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არსებობს სადავო გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის ,,ე" და ,,ე"1 პუნქტებით გათვალისწინებული გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ამასთანავე, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი.

 

სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში არ გაითვალისწინა საქმეში დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

საზოგადოების კომპლემენტარი ზ------ დ----–-- საზოგადოების პარტნიორი იყო მისი პიროვნებიდან გამომდინარე, კერძოდ, იგი წესდების 3.1.2 პუნქტის გათვალისწინებით კომპლემენტარად შევიდა შემდეგი სტატუსით: ექიმი, ექსპერტი სამედიცინო და სოციალურ ექსპერტიზაში.

 

საზოგადოების წესდებით დეტალურად არის გაწერილი საზოგადოების ძირითადი ფუნქციები და მიზნები, კერძოდ, 6.1.1 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების ძირითადი მიზანია მიღებული ლიცენზიის ფარგლებში, მოსახლეობას გაუწიოს ხარისხიანი სამედიცინო დახმარება; 6.1.2 პუნქტის შესაბამისად კი, საზოგადოების ძირითადი მიზანია ასევე მიღებული ლიცენზიის ფარგლებში კერძო და იურიდიულ პირებს გაუწიოს ხარისხიანი საექსპერტო მომსახურება. საბოლოო ჯამში, საზოგადოების ყველა მიზანი და ყველა ფუნქცია ემსახურება სამკურნალო დახმარების კლინიკურ-დიაგნოსტიკური დახმარების, სამედიცინო რეაბილიტაციის და საქსპერტო კუთხით განახორციელოს და განავითაროს საქმიანობა. ყველა ეს მიზანი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კომპლემენტარი კონკრეტული მიზნით მისი პიროვნებიდან და პროფესიული ნიშნიდან გამომდინარე იქნა მიღებული კომანდიტურ საზოგადოებაში.

 

ზემოაღნიშნული გარემოებები, ასევე დაადასტურა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე ჩატარებულ ზეპირ მოსმენაზე გამოცხადებულმა კომანდიტის - შ-----------------–------------–------------–-------ს, წარმომადგენელმა. მან განმარტა, რომ ზ------ დ----–-- იყო პროფესიონალი და დაფასებული ექიმი, რომლის მიმართ გააჩნდათ ნდობა და იგი სწორედ აღნიშნული ნიშნით იყო საზოგადოების კომპლემენტარი.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება – შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები). ამდენად, კომანდიტური საზოგადოების არსი გულისხმობს იმას, რომ საზოგადოება უნდა შედგებოდეს სულ მცირე ერთი კომანდიტისა და ერთი კომპლემენტარისგან და საზოგადოების შესახებ რეგისტრირებული მონაცემები მაშინ შეიძლება ჩაითვალოს კანონშესაბამისად, თუ კომანდიტურ საზოგადოებას ჰყავს რეგისტრირებული როგორც კომანდიტი, ასევე კომპლემენტარი.

 

განსახილველ შემთხვევაში კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) რეგისტრირებული მონაცემები არასრულია, რადგან საზოგადოებას ჰყავს მხოლოდ რეგისტრირებული კომანდიტი, ხოლო კომპლემენტარის გარდაცვალების გამო, მას არ ჰყავს რეგისტრირებული და დანიშნული ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - კომპლემენტარი. ამდენად, იგი წარმოადგენს არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეის მდგომარეობით საზოგადოებას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადგენილი აქვს ხარვეზი, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს.

 

სასამართლო განხილვის ეტაპზე მოსარჩელე ცალსახად აფიქსირებდა პოზიციას, რომ მას სურდა მხოლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაცია 65 % წილზე და არა კომპლემენტარის სტატუსის მინიჭება. ამდენად, ცალსახაა, რომ მოსარჩელის მიზანია, მისთვის მხოლოდ ქონებრივი უფლების მინიჭება, რაც კომადიტური საზოგადოების ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია და განუყოფელია კომპლემენტარის სტატუსისგან. მსგავს შესაძლებლობას არ ითვალისწინებს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოების უგულებელყოფით, სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიღო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ ნაწილს და უგულებელყო ის სპეციალური კანონი, რომლითაც კომანდიტური საზოგადოების წევრების ურთიერთიერთობა რეგულირდება. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და გარანტირებულია, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებას. კერძოდ, საკუთრების უფლება შეიძლება კანონის ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში თავად პირმა, რომელიც წარმოადგენდა კონკრეტული მიზნით (სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი) შექმნილი კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარს, თავად შეიზღუდა თავი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ფარგლებში და საზოგადოების წესდებაშიც გამოხატა ნება, რომ აუცილებელი იყო კომანდიტის თანხმობა მემკვიდრეობით თავისი წილი კაპიტალის გასხვისებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული საზოგადოების წევრი - ზ------ დ----–-- თავისი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე წარმოადგენდა საზოგადოების წევრს და შეზღუდვაც სწორედ მათი მიზნებიდან გამომდინარე იქნა დაწესებული. განსახილველ შემთხვევაში კი საზოგადოების მიზანი იყო სამკურნალო ცენტრის ფუნქციონირება სამედიცინო და საექსპერტო პროფილით, აგრეთვე ექიმი და ექსპერტი გახლდათ კომპლემენტარი - ზ------ დ----–--.

 

კომანდიტური საზოგადოების ბუნებიდან და მეწარმეთა შესახებ კანონით დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც ასევე კანონისმიერი რეგულირებით აისახა წესდებაში, აღნიშნული დავის ასე ვიწრო ჭრილში მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ფარგლებში განხილვა არასწორია და ფორმალური მართლმსაჯულების განხორციელებას გულისხმობს. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაშიც კი მხარე ვერ აღწევს სამართლებრივ შედეგს, რადგან კომპლემენტარის სტატუსის გარეშე საზოგადოების წილზე მესაკუთრედ რეგისტრაციას მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურში ცვლილების რეგისტრაციას არ ექვემდებარება და იგი ასევე ვერ გახდება აღნიშნული სუბიექტისათვის მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის საფუძველი.

 

ამდენად, გამოდის რომ მოსარჩელეს გაუჩნდა უსაფუძვლო მოლოდინი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. რეალურად კი გადაწყვეტილება აღუსრულებელია იმ კუთხით, რომ სასამართლო მარეგისტრირებელ ორგანოს ავალებს იმ სახის რეგისიტრაციას, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. საბოლოო ჯამში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულებაზე უარის ტოლფასია.

 

ამასთან, იმ პირობებში, როდესაც, სადავო საკითხის ირგვლივ პარალელურად იხილებოდა სამი სასამართლო დავა და სადავოდ იყო გამხდარი მარეგისტრირებელი ორგანოს აქტებიც, ზემოაღნიშნული დასაბუთებით, სასამართლო კომპლექსურად არ მიუდგა საკითხის გადაწყვეტას, მარეგისტრირებელი ორგანოს არაერთი განმარტების მიუხედავად და არაერთგზის აღნიშნული პრობლემის დასმის მიუხედავად, არ განმარტა 65 % წილის მესაკუთრედ რეგისტრაციის დავალება გულისხმობდა თუ არა წილის მესაკუთრის კომპლემენტარად რეგისტრაციასაც.

 

ამასთან, სასამართლოს ყურადღებას გავამახვილებთ აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს აღნიშნულ დავაში მარეგისტრირებელ ორგანოსთან ერთად წარმოადგენდა კომანდიტური საზოგადოება, რომელსაც საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, ასევე სასამართლოს არ მოუსმენია თავად კომანდიტის პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით და არ უკითხავს მისთვის თუ რატომ იყო წინააღმდეგი საზოგადოების კომპლემენტარად მემკვიდრის მიღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, სადავო საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ შეეხებოდა კომანდიტის ინტერესებს.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებეზე:

 

მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) წესდების 3.6.4 პუნქტის თანახმად, კომპლემენტარს უფლება აქვს გაასხვისოს, გაიტანოს ან გადასცეს მემკვიდრეობით თავისი წილი კაპიტალი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს კომანდიტის თანხმობა.

 

2018 წლის 27 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტს №18022439 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქ------- წ--------–-ა და მოითხოვა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, პარტნიორისა და წილის ცვლილება სამკვიდრო მოწმობის (2018 წლის 26 თებერვალი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 180199834)) საფუძელზე.

 

წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურმა 2018 წლის 28 თებერვალს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №18022439/3 გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, არამატერიალური ქონების/წილის რეგისტრაცია, საზოგადოებაში კომპლემენტარად რეგისტრაციისგან დამოუკიდებლად შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, არ იყო წარდგენილი კომანდიტის თანხმობა წილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დაინტერესებულ პირს განემარტა, ასევე, რომ კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) დადგენილი ჰქონდა ხარვეზი, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს, ვინაიდან, არ იყო დანიშნული ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და არ იყო განსაზღვრული საზოგადოების ელექტრონული ფოსტა. შესაბამისად, დამატებით წარსადგენი იყო კანონმდებლობისა და საზოგადოების წესდების დაცვით შედგენილი და სათნადო წესით დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურმა 2018 წლის 3 აპრილს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №18022439/4 გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა, კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

 

ქ------- წ-------–-ს წარმომადგენელმა გ------- დ----–--მ 2018 წლის 13 აპრილს №18041492 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) რეორგანიზაცია.

 

დაინტერესებულმა პირმა №18041492 განცხადებასთან ერთად წარადგინა კრების ოქმი (დამოწმებული ნოტარიუს ნინო მათუაშვილის მიერ 2018 წლის 26 მარტს, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1803193000), შპს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ წესდება (დამოწმებული ნოტარიუს ნინო მათუაშვილის მიერ 2018 წლის 13 აპრილს, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 180394399), ზაირა ულიხანოვის თანხმობა დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, რწმუნებულება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

 

წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურმა 2018 წლის 16 აპრილს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №18041492/3 გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, საზოგადოების პარტნიორის (კომანდიტის) შ---------–------------------------–-----–--------- (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) წარმომადგენლების მიერ არ იქნა გაცემული თანხმობა კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) კომპლემენტარად ქ------- წ-------–-ს მიღების თაობაზე. მიუხედავად ამისა, ქ------- წ-------–-ს მიერ კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის, კერძოდ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის, წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრის, საზოგადოების დირექტორის დანიშვნისა და წესდების დამტკიცების თაობაზე. სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ეწინააღმდეგებოდა წესდების მოქმედ რედაქციას და გადაწყვეტილება რეორგანზიაციის თაობაზე მიღებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურმა 2018 წლის 21 მაისს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №18041492/4 გადაწყვეტილება, ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა, კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

 

მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) გარდაცვლილი კომპლემენტარის და 65% წილის მესაკუთრის ზ------ დ----–--ს (პირადი ნომერი 0----------) მემკვიდრეა ქ------- წ--------–- (პირადი ნომერი 0----------.

 

№18022439 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი განმარტებითი ხასიათის განცხადებითა და №18041492 განცხადებაზე წარდგენილი კრების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნას წარმოადგენს ქ------- წ-------–-ს, როგორც ზ------ დ----–--ს (პირადი ნომერი 0----------) მემკვიდრის კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) პარტნიორად (წილის მესაკუთრედ) მიღება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ 65% წილზე და არა კომპლემენტარის სტატუსის მინიჭება.

 

მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) წესდების 3.6.4 პუნქტის თანახმად, კომპლემენტარს უფლება აქვს გაასხვისოს, გაიტანოს ან გადასცეს მემკვიდრეობით თავისი წილი კაპიტალი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს კომანდიტის თანხმობა. შესაბამისად წესდების თანახმად, საზოგადოებაში კომპლემენტარის მემკვიდრედ მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ კომანდიტის თანხმობით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურში №18022439 განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი კომანდიტის/კომანდიტის წარმომადგენლის სათანადო წესით შედგენილი თანხმობა გარდაცვლილი კომპლემენტარის ნაცვლად მისი მემკვიდრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების მოქმედი წესდებიდან გამომდინარე, წარმოადგენს აუცილებელ პირობას. ამასთან, №18041492 განცხადებაზე წარდგენილ კრების ოქმში აღნიშნულია, რომ შ---------–------------------------–-----–--------- (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) წარმომადგენლები წინააღმდეგი იყვნენ კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) კომპლემენტარად ქ------- წ-------–-ს მიღებასთან დაკავშირებით.

 

18041492 განცხადებაზე წარდგენილი კრების ოქმის (დამოწმებული ნოტარიუს ნინო მათუაშვილის მიერ 2018 წლის 26 მარტს, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1803193000) მიხედვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ და დამტკიცდა წესდების ახალი რედაქცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ მიღებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რადგან ქ------- წ-------–-ს კომპლემენტარად მიღებასთან დაკავშირებით კომანდიტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა, ხოლო თავად კომანდიტის წარმომადგენელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი კომანდიტის თანხმობა კომპლემენტარის შეცვლასთან დაკავშირებით, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება კს „–---------–------------------------–-----–------- და ზ------ დ----–--ს“ დირექტორის არჩევა/დანიშვნის შესახებ და ელექტრონული ფოსტის მისამართის განსაზღვრის შესახებ. აქედან გამომდინარე, კომანდიტური საზოგადოების „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) რეგისტრირებული მონაცემები არ აკმაყოფილებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ კს--–-----------------–------------–------------–---------------------------–----ში ქ------- წ--------–-ს მამკვიდრებელი - ზ------ დ----–-- წარმოადგენდა როგორც საზოგადოების კომპლემენტარს, ასევე საკუთრების უფლებით ფლობდა საზოგადოების 65%-იან წილს, თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა. იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ და დაცულ უფლებას, მოსარჩელე უფლებამოსილია საკუთრებაში მიიღოს მისი მამკვიდრებლის ქონება, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ.

 

ზემოაღნიშნული განმარტება სრულიად ეწინააღმდეგება კომანდიტური საზოგადოების არსს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ემსჯელა კომპლემენტარის წილის საკუთრებაზე განცალკევებით. ის გარემოება, რაზეც სასამართლო მსჯელობდა ისედაც დადგენილი იყო სამკვიდრო მოწმობით. შესაბამისად, არქასწორია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ კომანდიტურ საზოგადოებაში წილზე საკუთრების უფლება ვლინდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და მოსარჩელე წარმოადგენს საზოგადოებაში რეგისტრირებული მამკვიდრებლის კანონისმიერ მემკვიდრეს, მისი მოთხოვნა სამეწარმეო რეესტრში წილზე მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ სამართლებრივად მართებულია. კომანდიტური საზოგადოების ბუნებიდან გამომდინარე, საზოგადოება უნდა შედგებოდეს სულ მცირე ერთი კომანდიტის და ერთი კომპლემენტარის მიერ, შესაბამისად წესდების თანახმად საზოგადოებაში შემოყვანილ უნდა იქნას კომპლემენტარის მემკვიდრე კომანდიტის თანხმობით და გადაწყვეტილება აღნიშნული ცვლილების განხორციელების თაობაზე მიღებული უნდა იქნას კომპლემენტარის მემკვიდრის მიერ.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოების კაპიტალში წილები შეიძლება განაწილდეს მხოლოდ კომანდიტებს შორის, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) წესდების 4.2.1 პუნქტის თანახმად, საზოგადოებაში წილები განაწილებულია კომპლემენტარს (65%) და კომანდიტს (35%) შორის.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის 5 (1) პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად, შემძენზე გადადის წილთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა, რაც თავის თავში მოიაზრებს შემძენის (კომპლემენტარის) მიერ კანონმდებლობითა და საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებას. შესაბამისად, არამატერიალური ქონების/წილის რეგისტრაცია საზოადოებაში კომპლემენტარად რეგისტრაციისგან დამოუკიდებლად შეუძლებელია.

 

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები) არ მონაწილეობენ საზოგადოების ხელმძღვანელობაში; მათ არ შეუძლიათ გამოვიდნენ ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში სრული პარტნიორების (კომპლემენტარების) მიერ განხორციელებული მოქმედების წინააღმდეგ. შეზღუდული პარტნიორები ხმის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

საზოგადოების მოქმედი წესდების 3.3, 3.5, 10.14 და 10.15 პუნქტების მიხედვით, საზოგადოების მართვას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთპიროვნულად ახორციელებს პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორი - კომპლემენტარი. კომანდიტი არ მონაწილეობს საზოგადოების ხელმძღვანელობაში. მას არ აქვს უფლება გამოვიდეს ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობის ფარგლებში კომპლემენტერის მიერ განხორციელებული მოქმედების წინააღმდეგ. საზოგადოების ოპერატიულ მართვას ახორციელებს კომპლემენტარი. კომანდიტს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ხელმძღვანელობაში. საზოგადოების დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს კომპლემენტარი.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტნიორის გარდაცვალებისას ყოველ მემკვიდრეს შეუძლია გახდეს საზოგადოების პარტნიორი, თუ ეს გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით, ან თუ ყველა პარტნიორი თანახმაა.

 

საზოგადოების წესდებით, კერძოდ, 3.6.4 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ კომპლემენტარს უფლება აქვს გაასხვისოს, გაიტანოს ან გადასცეს მემკვიდრეობით თავისი წილი კაპიტალი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს კომანდიტის თანხმობა.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელს და გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და პირად ნომერს.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია.

 

საზოგადოების წესდების 10.1 მუხლის თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. წესდების მე-15 მუხლში განსაზღვრულია კომპანიის რეორგანიზაციის წესები, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება. შესაბამისად, გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე მიღებული უნდა ყოფილიყო პარტნიორთა კრების მიერ (კომპლემენტარი და კომანდიტი), მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, კომლემენტარის მიღებაზე კომადიტმა უარი განაცხადა, ხოლო კომპანიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახილველ საკითხზე კომანდიტმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–53 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ამ კანონით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დადგენილ გადაწყვეტილებებს.

 

შესაბამისად, ცალსახაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. მიგვაჩნია, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა განსახილველ დავასთან დაკავშირებით, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 394–ე მუხლის „ე“ და „ე“ პრიმა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევები, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოყვა, ასევე გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის და საქმის მასალების შესწავლის, საქმის ზეპირი განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს განსახილველ საქმეზე საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით. მოცემულ საკითხზე მსჯელობა არ ცდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დანაწესს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

 

4.2. წარმოდგენილი სარჩელით, ქ------- წ--------–- მოითხოვს ცნობილ იქნეს კს „–------------------–-------------–------------–------- და ზ------ დ----–--“ 65% წილის მესაკუთრედ. დაევალოს საჯარო რეესტრს დაარეგისტრიროს კს-ს 65% წილის მესაკუთრედ.

 

სარჩელში მითითებულია, რომ ზ------ დ----–--ს გარდაცვალების შემდგომ მისი სამკვიდრო მიიღო ქ------- წ--------–-ა, საზოგადოების კომანდიტმა კი უარი განაცხადა მემკვიდრის კომპლემენტარად დაშვებაზე, რის გათვალისწინებითაც საზოგადოებას არ ყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ქ------- წ--------–-ა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საზოგადოებაში ზ------ დ----–--ს კუთვნილი 65%-იანი წილის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე, რაზედაც ეთქვა უარი. 2018 წლის 26 მარტს, გაიმართა საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრება, რომლითაც მოხდა საზოგადოების რეორგანიზაცია და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნა, დამტკიდა წესდება და მოხდა დირექტორის დანიშვნა. კრების ოქმი დადგენილი წესით წარედგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის შესახებ.

 

4.3. სააპელაციო პალატა საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 18.11.2016წ. ამონაწერით კომანდიტური საზოგადოება „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ პარტნიორები არიან - შ--------–------------------------–-----–------- 35% წლით, ზ------ დ----–-- 65 % წილით. კომპლემენტარი - ზ------ დ----–--, კომანდიტი - შ--------–------------------------–-----–------- (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-20)

 

- 26.02.2018წ. სამკვიდრო მოწმობით ქ------- წ--------–- ცნობილ იქნა 2016 წლის 15 ნოემბერს გარდაცვლილი ზ------ დ----–--ს კანონისმიერ მემკვიდრედ, პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - მეუღლე. ქ------- წ--------–-ა, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მთლიანი სამკვიდრო, მათ შორის რამდენიმე უძრავი ქონება და წილები კს--–-----------------–------------–------------–---------------------------–----ში 65%-ის და შპს მკურნალში“ 100%-ის ოდენობით (იხ. ტ.1, ს.ფ. 28-33)

 

- ქ------- წ--------–-ა 27.02.2018წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოითხოვა საზოგადოებაში ზ------ დ----–--ს 65%-იან წილზე მესაკუთრედ რეგისტრაცია (იხ. ტ.1, ს.ფ. 70)

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.02.2018წ. გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა. კერძოდ, განმცხადებელს დაევალა უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული საზოგადოების წესდებასთან და კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ცვლილებების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარმოდგენა (იხ. ტ.1, ს.ფ. 72-73)

 

- დადგენილია, რომ კს--–-----------------–------------–------------–---------------------------–--- რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართა 2018 წლის 26 მარტს კომანდიტმა და 35% წილის მფლობელმა არ განაცხადა თანხმობა ქ------- წ-------–-ს კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ კომპლემენტარობაზე. შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

 

კრებაზე ასევე, კენჭი ეყარა საკითხს საზოგადოების რეორგანიზაციისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა არ მიიღო შ--------–------------------------–-----–--------. საკითხს მხარი დაუჭირა ქ------- წ--------–-ა. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, პარტნიორთა წილები დარჩა უცვლელი, დაინიშნა დირექტორი და სახელი განისაზღვრა შპს--–-----------------–------------–------------–---------------------------–---. დამტკიცდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდება (იხ. ტ.1, ს.ფ. 38-47)

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.04.2018 წ. გადაწყვეტილებით, განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სუბიექტის რეორგანიზაცია, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, დაინტერესებულ პირს დაევალა საზოგადოების რეგისტრირებული წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, არსებული მდგომარეობით ქ------- წ--------–- არ წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორს, იგი მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილებები, პარტნიორთა საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე მიღებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ (იხ. ტ.1, ს.ფ. 74-75)

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 3.04.2018წ. გადაწყვეტილებით, ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, შეწყვეტილი იქნა სარეგისტრაციო წარმოება ქ------- წ-------–-ს განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია (იხ. ტ.1, ს.ფ. 202); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.05.2018 წ. გადაწყვეტილებით, ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, შეწყვეტილი იქნა სარეგისტრაციო წარმოება ქ------- წ-------–-ს განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სუბიექტის რეორგანიზაცია (იხ. ტ.1, ს.ფ. 180)

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი სარეგისტრაციო წარმოებების შეჩერების შესახებ 2018 წლის 28 თებერვლისა და 16 აპრილის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით (იხ. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ს.ფ. 76-82)

 

4.4. პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარდგენისას სასამართლოს მოვალეობაა საპროცესო წესების დაცვით (შეჯიბრებითობა, მტკიცების ტვირთის განაწილება და სხვა) დაადგინოს მატერიალური ნორმის შემადგენლობა _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები და ამ გზით გადაწყვიტოს დავა. რაც შეეხება საპროცესო ურთიერთობის მიზნებისათვის თანამონაწილეობის საკითხს, იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით რეგულირდება და ნორმის პირველი ნაწილით კანონმდებელი გვთავაზობს თანამონაწილეობის საფუძვლებს. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე თავად იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ და თავადვე განსაზღვრავს როგორც დავის საგანს, ასევე, მოპასუხეთა წრეს (სსსკ-ის მე-3 მუხლი). სასამართლოს, მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით, შეუძლია შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით (სსსკ-ის 85-ე მუხლი), ასევე, სავალდებულო თანამონაწილეობისას, შესთავაზოს მოსარჩელეს ყველა სავალდებულო თანამოპასუხის დასახელება და საქმეში ჩაბმა, მაგრამ თავისი ინიციატივით სასამართლო ვერ ჩააბამს მათ საქმეში. ასეთ დროს, თუ მოსარჩელე არ შეასრულებს სასამართლოს მითითებებს, სასამართლო უარს ეტყვის მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, თუ საზოგადოების კრედიტორების წინაშე ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება – შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის – სრული პარტნიორები (კომპლემენტარები). ამ მუხლის მესამე პუნქტის მეორე წინადადების მიხედვით, საზოგადოების კაპიტალში წილები შეიძლება განაწილდეს მხოლოდ კომანდიტებს შორის, თუ პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები) არ მონაწილეობენ საზოგადოების ხელმძღვანელობაში; მათ არ შეუძლიათ გამოვიდნენ ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში სრული პარტნიორების (კომპლემენტარების) მიერ განხორციელებული მოქმედების წინააღმდეგ. შეზღუდული პარტნიორები ხმის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ საზოგადოების წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარტნიორის გარდაცვალებისას ყოველ მემკვიდრეს შეუძლია გახდეს საზოგადოების პარტნიორი, თუ ეს გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით, ან თუ ყველა პარტნიორი თანახმაა.

 

კს „–------------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--“-ს წესდების 3.6.4. პუნქტის თანახმად, კომპლემენტარს უფლება აქვს გაასხვისოს, გაიტანოს ან გადასცეს მემკვიდრეობით თავისი წილი კაპიტალი სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს კომანდიტის თანხმობა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ ქ------- წ--------–-ა 27.02.2018წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოითხოვა საზოგადოებაში ზ------ დ----–--ს 65%-იან წილზე მესაკუთრედ რეგისტრაცია. ამასთან, იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების წესდების თანახმად, საზოგადოებაში მემკვიდრედ მიღება უნდა მომხდარიყო მხოლოდ კომანდიტის თანხმობით, ხოლო რამდენადაც ასეთი სახის თანხმობა დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარმოდგენილი მისი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

დადგენილია, ასევე, რომ კს--–-----------------–------------–------------–---------------------------–--- რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართა 2018 წლის 26 მარტს კომანდიტმა და 35% წილის მფლობელმა არ განაცხადა თანხმობა ქ------- წ-------–-ს კს „შ-----------------–------------–------------–------- და ზ------ დ----–--ს“ კომპლემენტარობაზე. ამდენად, მოსარჩელის მიერ მიზნის მიუღწევლობა ძირითადად განპირობებული იყო შ--------–------------------------–-----–-------ს მხრიდან თავისი უფლების რეალიზაციით.

 

შესაბამისად, რამდენადაც მოსარჩელის საზოგადოების პარტნიორად მიღების საკითხი პირდაპირ დამოკიდებულებაშია შ--------–------------------------–-----–-------ს ნებაზე, რაც საზოგადოების წესდების თანახმად ამ უკანასკნელის აღიარებული უფლებაა, ამდენად მოთხოვნის მთავარ ადრესატს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ შ--------–------------------------–-----–-------. მითითებულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სავალდებულო თანამონაწილეობასთან, ანუ იმ შემთხვევასთან, როდესაც მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შეუძლებელია საქმის განხილვა ამ ურთიერთობის ყველა სუბიექტის მონაწილეობის გარეშე.

 

ამასთან, მართალია პირველი ინსტანციის სასამართლო თავისი ინიციატივით საწარმოს პარტნიორს ვერ ჩააბამდა საქმეში მოპასუხედ, თუმცა იგი ვალდებული იყო შეეთავაზებინა მოსარჩელესათვის ყველა სავალდებულო თანამოპასუხის დასახელება და საქმეში ჩაბმა, ხოლო, თუ მოსარჩელე არ შეასრულებდა სასამართლოს მითითებებს, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა მის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა სავალდებულო თანამონაწილეობის საკითხი, რომელიც მოწესრიგებულია სსსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

4.5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის 51 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

სააპელაციო პალატა, ზოგადად იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან, ასევე ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ არამატერიალური ქონების/წილის რეგისტრაცია, კომპლემენტარის სტატუსის გარეშე, როგორც ამას მოითხოვს მოსარჩელე, შეუძლებელია საზოგადოებაში რეგისტრაციისაგან დამოუკიდებლად, ვინაიდან, შემძენზე წილთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა გადადის მხოლოდ წილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად და არამატერიალური ქონების/წილის რეგისტრაცია საზოგადოებაში კომპლემენტარად რეგისტრაციისაგან დამოუკიდებლად შეუძლებელია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, ასევე უნდა იმსჯელოს მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

 

4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

 

საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით კი, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე აღნიშნული დავის არსებითად განხილვის შემთხვევაში, მხარეები დაკარგავენ შესაძლებლობას ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული და შესწავლილი საქმის როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილ

 

გელა ქირია