განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1249-19
N330310018002670745
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი--–-----–-ა
წარმომადგენელი - ი-----------ე
მესამე პირები - გ---------–--ა, ი-----–------–--ა
ი-----–------–--ას კანონიერი წარმომადგენელი - ი--–-----–-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ი--–-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N0-------- ბრძანება დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ი--–-----–-ას ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ი--–-----–-ა, ი-----–------–--ა და გ---------–--ა არიან იძულებით გადაადგილებულ პირები - დევნილები, რომელთა მიმართაც გაცემულია დევნილის მოწმობები. მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ა---------------–----–-------------------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ. ზ-----------------------------------------ა.
2012 წლის 27 თებერვალს გაცემული განქორწინების მოწმობის თანახმად, ი--–-----–-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ-----------–---სთან, 2012 წლის 20 თებერვლამდე.
ი--–-----–-ას და თ-----------–---ს ჰყავთ შვილები: გ---------–--ა (დაბადების თარიღი: 0---------წ.) და ი-----–------–--ა (დაბადების თარიღი: 1--------- წ.) (ს.ფ. 17-18; 20-22).
1.2.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. ზ--------–------------------------------------ში მდებარე 59.90 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 2012 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ-----------–---ს სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 11.06.2012; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 06.06.2012წ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. ზ--------–------------------------------------ში მდებარე 59.90 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, 2018 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ-----–-------------ას სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 03.07.2018; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 28.06.2018წ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 ოქტომბრის N4----- წერილით ირკვევა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, თ-----------–---ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით (ს.ფ. 29-33).
1.2.3. კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტის (დეპარტამენტის) 2015 წლის 1 აპრილის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ ზ--------–-----------------------ში მდებარე კორპუსებს (N1 და N2) დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნებათ მესამე (მძიმე კონსტრუქციული) ხარისხის დაზიანებები. მათი საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. რკინაბეტონისა და ხის კონსტრუქციების ფიზიკური ცვეთა აღემატება 60%-ს. ასეთ პირობებში, შენობის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარება ეკონომიურობის თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული. გარდა ამისა, არსებული ოთახების გეგმარებიდან გამომდინარე, მათი საცხოვრებელ ბინებად ფუნქციონირება მიზანშეწონილი არ არის. აქედან გამომდინარე, მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია მათი დროული გაყვანა (ს.ფ. 34).
1.2.4. 2017 წლის 25 სექტემბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ი--–-----–-ა და მისი ოჯახის წევრები: გ---------–--ა, ი-----–------–--ა (შვილები) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ზ------------------------ (ს--------–-----ა). სარეიტინგო ქულა - 56 300 (ქულის მინიჭების თარიღი 07.08.2017 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 08.07.2017 წელი) (ს.ფ. 113).
1.2.5. 2017 წლის 25 სექტემბერს, ი--–-----–-ამ (ოჯახის შემადგენლობა - გ---------------–ი გულუები (შვილები)) განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. განცხადებაში ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ზ------------------------ (ს--------–-----ა).
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ი--–-----–-ამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით ი--–-----–-ას ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს ზ------------------------ (ს--------–-----ა); განსახლების ადგილად ირჩევს ზ--------ს; მისი ოჯახის წევრები არიან შვილები: გ---------------–ი გულუები (დევნილები); ი--–-----–-ას ოჯახის სხვა წევრები/ახლო ნათესავები არიან ჯ-----–----------–-----------ები; ი--–-----–-ა დაავადებულია ფ-----------–-–-------------------------------------–--------------თ; ი--–-----–-ას ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 30001-57000 შორის მერყეობს; ი--–-----–-ას ოჯახის ამჟამინდელ საცხოვრებელს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (ყოფილი დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტი); ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არ აქვთ; ი--–-----–-ას საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.
ი--–-----–-ას განაცხადი საცხოვრებლის მიღების შესახებ შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: ოჯახის 18 წლამდე ასაკის 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 30001 – 57000 შორის სარეიტინგო ქულა - 2,50 ქულა; ჯამში 3,50 ქულა. მითითებულია, რომ ი--–-----–-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. განმცხადებლის ბებიას - პ---–-----------ას დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი, მისამართი: ზ--------ი, ბ--------------------------------. განმცხადებლის ყოფილ მეუღლეს - თ-----------–---ს საკუთრებაში გააჩნია ბინა მისამართზე: ზ--------ი, ჩ-------------------------------–------------ (59.90 კვ.მ.).
2018 წლის 2 თებერვალს ზ--------ში, ჭ-------------ში, სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს დახვდათ ი--–-----–-ა და ი-----–------–--ა, არ დახვდათ ჯ-----–----------ა და გ---------–--ა. აღწერის ფორმაში აღნიშნულია, რომ ოჯახს ფართი დაკავებული აქვს 2016 წლის მარტიდან. ი--–-----–-ას განცხადებით, დედა - ჯ-----–----------ა იმყოფება თბილისში, ექიმთან. ყოფილ მეუღლესთან თ-----------–---სთან (არადევნილი) განქორწინებულია 2012 წლიდან, თ-----------–--- ცხოვრობს ჩ-------–---ში, ამჟამად იმყოფება რ------ში. ი--–-----–-ას გარდაეცვალა მამა, დედმამიშვილი არ ჰყავს.
დამატებითი მოკვლევის მიზნით სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ი--–-----–-ას ყოფილი მეუღლის - თ-----------–---ს საკუთრებაში არსებულ სახლში: ზ--------ი, ჩ--------------------------–--------------------–-----------–----------. მისამართზე დახვდათ ი--–-----–-ა და გ---------–--ა. მათთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ ძირითადად ცხოვრობენ ზ--------–-----------------------ში (ს--------–-----ა), თუმცა არასაცხოვრებელი პირობების გამო, დროებით სარგებლობენ თ-----------–---ს ბინით. მათი განმარტებით, აღნიშნული ბინა არის თ-----------–---ს მეგობრის, რომლის გვარიც არ ახსოვთ, ის იმყოფება რ------------------–--ში. ბინა საჯარო რეესტრში აღიცხულია თ-----------–---ს სახელზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 5 ივნისს განხილულ იქნა ი--–-----–-ას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ი--–-----–-ას და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ ქ. ზ--------–----------------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ქ. ზ--------ი, ი-------------------–---------ა) ფაქტობრივად არცხოვრების და მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N0-------- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის N22 ოქმის შესაბამისად, ქ. ზ--------–----------------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ი--–-----–-ას, ზ--------ში, ჭ-------------ში (ს--------–-----ა) ფაქტობრივად არცხოვრებისა და მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის გამო (ს.ფ. 98-111; 113; 117-122; 133).
1.2.6. 2018 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დასტურდება, რომ ი--–-----–-ა და მისი ოჯახის წევრები (შვილები) გ---------–--ა, ი-----–------–--ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ზ------------------------ (ს--------–-----ა). სარეიტინგო ქულა - 1000 (ქულის მინიჭების თარიღი 18.05.2018 წელი, დეკლარაციის შევსების თარიღი: 18.04.2018 წელი) (ს.ფ. 113).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N0-------- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც ი--–-----–-ას ოჯახი (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართით.
1.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ი--–-----–-ას და მისი შვილების - გ---------–--ას და ი-----–------–--ას სტატუსი, კერძოდ, დადგენილია, რომ ისინი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. დევნილის მოწმობების თანახმად, ი--–-----–-ას, გ---------–--ას და ი-----–------–--ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ა---------------–----–-------------------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ. ზ-----------------------------------------ა. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
„დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ წესის შესაბამისად არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.
სასამართლომ განმარტა, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს, რომ აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით, დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი განსაზღვრავს ერთის მხრივ კრიტერიუმებს, ხოლო მეორეს მხრივ საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე: ზ-----------------------------------------ა, რომელსაც კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტის (დეპარტამენტის) 2015 წლის 1 აპრილის N0-------- დასკვნის თანახმად, დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (მძიმე კონსტრუქციული) ხარისხის დაზიანებები. შენობათა საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია; რკინაბეტონისა და ხის კონსტრუქციების ფიზიკური ცვეთა აღემატება 60%-ს. ასეთ პირობებში, შენობის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარება ეკონომიურობის თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული. გარდა ამისა, არსებული ოთახების გეგმარებიდან გამომდინარე, მათი საცხოვრებელ ბინებად ფუნქციონირება მიზანშეწონილი არ არის. აქედან გამომდინარე, მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი გახდა მათი დროული გაყვანა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ზ--------ში, ი----------------------ში (ს------) მდებარე ნგრევადი ობიექტიდან, კრიტერიუმების გარეშე ი--–-----–-ას განსახლება არ მომხდარა.
ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, ი--–-----–-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ოჯახის (განცხადებით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება მოითხოვა.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ი--–-----–-ამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით ი--–-----–-ას ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს ზ------------------------ (ს--------–-----ა); განსახლების ადგილად ირჩევს ზ--------ს; მისი ოჯახის წევრები არიან შვილები: გ---------------–ი გულუები (დევნილები); ი--–-----–-ა დაავადებულია ფ-----------–-–-------------------------------------–--------------თ; ი--–-----–-ას ოჯახი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 30001-57000 შორის მერყეობს; ი--–-----–-ას ოჯახის ამჟამინდელ საცხოვრებელს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი (ყოფილი დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტი).
ი--–-----–-ას განაცხადი საცხოვრებლის მიღების შესახებ შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: ოჯახის 18 წლამდე ასაკის 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი 30001 – 57000 შორის სარეიტინგო ქულა - 2,50 ქულა; ჯამში 3,50 ქულა. მითითებულია, რომ ი--–-----–-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. განმცხადებლის ყოფილ მეუღლეს - თ-----------–---ს საკუთრებაში გააჩნია ბინა მისამართზე: ზ--------ი, ჩ-------------------------------–------------ (59.90 კვ.მ.).
2018 წლის 2 თებერვალს ზ--------ში, ჭ-------------ში მონიტორინგის სამსახურის მიერ გადამოწმდა ი--–-----–-ას საცხოვრებელი პირობები. სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს დახვდათ ი--–-----–-ა და ი-----–------–--ა. აღწერის ფორმაში აღნიშნულია, რომ ოჯახს ფართი დაკავებული აქვს 2016 წლის მარტიდან. ყოფილ მეუღლესთან თ-----------–---სთან (არადევნილი) განქორწინებულია 2012 წლიდან, თ-----------–--- ცხოვრობს ჩ-------–---ში, ამჟამად იმყოფება რ------ში.
დამატებითი მოკვლევის მიზნით, სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ი--–-----–-ას მეუღლის - თ-----------–---ს საკუთრებაში არსებულ სახლში: ზ--------ი, ჩ--------------------------–--------------------–-----------–----------. მისამართზე დახვდათ ი--–-----–-ა და გ---------–--ა. მათთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ ძირითადად ცხოვრობენ ზ--------–-----------------------ში (ს--------–-----ა), თუმცა არასაცხოვრებელი პირობების გამო, დროებით სარგებლობენ თ-----------–---ს ბინით. მათი განმარტებით, აღნიშნული ბინა რეალურად არის თ-----------–---ს მეგობრის, რომლის გვარიც არ ახსოვთ, ის იმყოფება რ------------------–--ში, თუმცა ბინა საჯარო რეესტრში აღიცხულია თ-----------–---ს სახელზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2018 წლის 5 ივნისს განხილულ იქნა ი--–-----–-ას განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ი--–-----–-ას და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ ქ. ზ--------–----------------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ზ--------ში, ი----------------------ში (ს--------–-----ა) ფაქტობრივად არცხოვრების და განმცხადებლის მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N0-------- ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის N22 ოქმის შესაბამისად, ქ. ზ--------–----------------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ი--–-----–-ას, ზ--------ში, ჭ-------------ში (ს--------–-----ა) ფაქტობრივად არცხოვრებისა და მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის გამო.
სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“. აღნიშნული წესით დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის თანახმად, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენს: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე. №7 დანართის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების კომპონენტებს წარმოადგენს: თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით; ბ) ოჯახში 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრის არსებობა.
სასამართლოს განმარტებით, სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი კითხვარით, გადამოწმების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით დადასტურდა ის გარემოება, რომ ი--–-----–-ა 2012 წლიდან განქორწინებულია, განაცხადის წარდგენისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განხილვის დროს ჰყავდა 2 არასრულწლოვანი შვილი, ი--–-----–-ა და მისი ოჯახის წევრები - გ---------–--ა, ი-----–------–--ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართით: ზ------------------------ (ს--------–-----ა), (განაცხადის წარდგენის დროს სარეიტინგო ქულა - 56 300; 2018 წლის 18 აპრილიდან სარეიტინგო ქულა - 1000), ოჯახი საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ოჯახი რეგისტრირებულია ზ--------–-----------------------ში (ს--------–-----ა), რომელიც მიეკუთვნება ნგრევადი ობიექტების კატეგორიას და იქ ცხოვრება მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით მიზანშეუწონელია. არასაცხოვრებელი პირობების გამო, ი--–-----–-ას ოჯახი ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობს ქ. ზ--------ში, ს------------------ზე მდებარე სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (განაცხადის წარდგენისა და განხილვის დროს ყოფილი მეუღლის - თ-----------–---ს საკუთრებით, ხოლო ამჟამად, ნ-----–-------------ას საკუთრებით). სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ დევნილ ოჯახთან მიმართებით არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
1.3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის 0-------- ბრძანება ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
1.3.5. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 18 სექტემბრის N0-------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ი--–-----–-ას ოჯახი გრძელვადიანი განსახლების მიზნით უზრუნველყოფილ იქნება საცხოვრებელი ფართით.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება ძირითადად ემყარება სასამართლოს შეხედულებას, რომ დევნილი ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა არ გამორიცხავს უფლებას, ოჯახი განსახლებულ იქნას სახელმწიფოს მიერ, დადგენილი წესით. სასამართლო, მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე ადგენს, რომ ნივთი არ არის მოსარჩელის საკუთრება და აღნიშნულს მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ წინაპირობად, თუმცა, არ მსჯელობს და კრიტიკულად არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სააგენტოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის, იგივე ნივთი, საჯარო რეესტრის ამონაწერითვე ფაქტიურად ოჯახის საკუთრებად ფიქსირდებოდა. სასამართლო ასევე არ აფასებს, რამდენად რეალურად მოხდა ხსენებული საცხოვრებლის მესაკუთრის ფორმალური შეცვლა დავის მიმდინარეობის პერიოდში და რამდენად ასახავს რეალობას ქონებით სარგებლობაზე მოსარჩელის ხელმისაწვდომობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირმა ი--–-----–-ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. შევსებული განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 3,5 ქულით (1 ქულა - ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრები (მას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი); 2,5 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულა)). დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განხორციელდა აპლიკანტის მიერ სააპლიკაციო განაცხადში მითითებული სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შემოწმება. შემოწმების შედეგად, სააგენტომ მიიჩნია, რომ აპლიკანტის ოჯახს ხელი მიუწვდებოდა ალტერნატიულ საცხოვრებელზე, რომელიც ფაქტიურად ოჯახის საკუთრებაა და შეუზღუდავად შეუძლიათ ამ საცხოვრებლით სარგებლობა. 2018 წლის 2 თებერვალს, ზ--------ში, ჭ----------------ში (ს--------–-----ა) ი--–-----–-ას მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის თანამშრომლებს ი--–-----–-ა და მისი ოჯახის წევრები ხსენებულ მისამართზე არ დახვდათ. ის და მისი ვაჟიშვილი ი-----–------–--ა ადგილზე მოვიდნენ მას შემდეგ, როდესაც მეზობლები დაუკავშირდნენ მათ და აუწყეს, რომ მათთან შემოწმებაზე იმყოფებოდა მონიტორინგის ჯგუფი. მათ განამრტეს, რომ ხსენებული ფართი მოკავებული აქვთ 2016 წლის მარტიდან. აღნიშნული ინფორმაციის სისწორე დადასტურებულია მონიტორინგის აღწერის ოქმზე თავად ი--–-----–-ას ხელმოწერით. ი--–-----–-ას რეალური საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა მისამართზე: ზ--------ი, ჩ---------------------------. აღნიშნულ მისამართზე არსებული საცხოვრებელი, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებულია ი--–-----–-ას ყოფილი მეუღლის - თ-----------–---ს საკუთრებად. ხსენებულ საცხოვრებელში მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ თავად ი--–-----–-ა და ვაჟიშვილი გ---------–--ა. ი--–-----–-ას განმარტებით, ისინი ძირითადად ცხოვრობენ „ს--------–-----აში“ (მიუხედავად იმისა, რომ იქ არცერთხელ არ დახვდნენ მონიტორინგის სამსახურს), მაგრამ ვინაიდან იქ არ არის საჭირო საცხოვრებელი პირობები, ამიტომ სარგებლობენ ზ--------ში, ჩ-------------------–-------------------თ, რომელიც არის მისი მეგობრის - ნ----–-ს (გვარი ვერ გაიხსენა) საკუთრება (მცხოვრები რ------------------–--ში). ამასთან, ხსენებული საცხოვრებელი ბინა საჯარო რეესტრში გაფორმებულია მის მეუღლეზე - თ-----------–---ზე. აღნიშნული ინფორმაციის სისწორე დადასტურებულია მონიტორინგის აღწერის ოქმზე თავად ი--–-----–-ას ხელმოწერით. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ი--–-----–-ა ფაქტიურად არ ცხოვრობს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ზ--------ი, ჭ---------------, ს--------–-----ა), ამასთან, მოსარჩელის ოჯახს შეუზღუდავად მიუწვდება ხელი ალტერნატიულ საცხოვრებელზე - მეუღლის საკუთრებად რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინაზე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილება ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების შემდეგ ეტაპზე გადატანის თაობაზე, კანონიერი და დასაბუთებულია.
აპელანტი მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პრინციპები („იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულება, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანება), რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება მოხდეს შესაბამისი ეტაპების მიხედვით და პირველ რიგში დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ არანაირ ალტერნატიულ საცხოვრებელზე და ყველაზე გაუსაძლის პირობებში არიან, სრულად იქნა იგნორირებული გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით, ყოველგვარი ახსნის და დასაბუთების გარეშე. ამასთან, სასამართლო, გადაწყვეტილების ძირითად ფაქტობრივ გარემოებად იყენებს საჯარო რეესტრის ამონაწერს, რომლითაც საქმეზე არსებული დავის პერიოდში ოჯახის საკუთრებად რიცხული საცხოვრებელი ფორმალურად გასხვისდა გარეშე პირზე. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ამ პირს მოსარჩელე იხსენიებს, როგორც მეგობარს, თუმცა ვერ ასახელებს „მეგობრის“ გვარს. ამასთანავე, ვერ იქნა დასაბუთებული (ვერსიაც კი არ იყო შემოთავაზებული), ხსენებული უძრავი ნივთი რატომ იყო რეგისტრირებული მოსარჩელის ყოფილ მეუღლეზე, თუკი ის წარმოადგენდა გარეშე პირის საკუთრებას. თუ ქონება არ იყო ოჯახის საკუთრება, რატომ ცხოვრობდა მასში წლების განმავლობაში ოჯახი, რა იყო მოტივი „ნამდვილი მესაკუთრისათვის“, რომ საკუთარი საცხოვრებელი გააფორმა გარეშე პირებზე და მათვე დაუთმო ის უვადო, უსასყიდლო, უპირობო სარგებლობაში. ამ საკითხებისადმი მეტად ფორმალურმა დამოკიდებულებამ განაპირობა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 ელის 13 თებერვლის N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება განიხილება ბოლო ეტაპზე და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ანუ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სააგენტოს მიერ გამოყენებული მოქმედი ნორმა, რომელიც გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს, პირველ რიგში მოახდინოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ, რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე უფრო შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება. ცხადია, ეს ნორმა არაფრით არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ეს ვალდებულება ძალაში რჩება მათთან მიმართებითაც, ვისაც რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი და თავშესაფარი გააჩნია. აღნიშნულის ფონზე, რატომ სურს ან შეუძლია სასამართლოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით მოახდინოს მოქმედი ნორმატივის იგნორირება, დაუსაბუთებელია და აუხსნელია. მითუმეტეს, რომ აღნიშნული ნორმა სრულად შეესაბამება სამართლიანობის ძირითად პრინციპს - ვინაიდან სახელმწიფო ვერ ახერხებს მყისიერად დააკმაყოფილოს ყველა თავისი დევნილი ბენეფიციარი საცხოვრებლით, მათ შორის განსაზღვრავს ყველაზე უფრო მეტად მოწყვლად ჯგუფებს და მათი ეკონომიური შეჭირვებულობის ხარისხის მიხედვით, ახდენს ბენეფიტების განაწილებას. შესაბამისად, რატომ არის სასამართლოს მოსაზრება სწორი და დასაბუთებული - სახელმწიფოს დაავალოს, ბენეფიტებით პირველ რიგში დააკმაყოფილოს ისინი, ვისაც თავშესაფარი გააჩნია და არა ისინი, ვისაც არაფერი გააჩნია, სადავო გადაწყვეტილებით არანაირად არ არის ახსნილი.
აპელანტის განმარტებით, საცხოვრებლის მიღების მსურველი ოჯახის მიერ შევსებული აპლიკაციის შედეგად მიღებულ ქულათა რაოდენობა რაც უფრო მაღალია, მითუფრო შეჭირვებულია ოჯახი და მითუფრო ადრე ხდება მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილება (N320 ბრძანებით განსაზღვრული სტანდარტებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ოჯახს საბოლოო მონაცემებით დაუდგინდა 3,5 სარეიტინგო ქულა. მოსარჩელეს აპლიკაცია შევსებული ჰქონდა ზ--------ში, ბ--------------ზე არსებულ საცხოვრებელზე. ამასთან, აპლიკაციაში მითითებული ოჯახის წევრთა რაოდენობა იყო 3 (მოსარჩელე და მისი ორი არასრულწლოვანი შვილი). შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახი, მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილებულიყო 2 ოთახიანი საცხოვრებლით. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი N22), ბ--------------ზე 2 ოთახიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც მინიმუმ 6,5 და მეტი სარეიტინგო ქულა ჰქონდათ (განსახლების მსურველთა და ბინების რაოდენობის ურთიერთპროპორციიდან გამომდინარე). შესაბამისად, ი--–-----–-ას ოჯახი, სხვა რაიმე ხელშემშლელ გარემოებასაც რომ არ ჰქონოდა ადგილი, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დამაყოფილდებოდა საცხოვრებლით, არასაკმარისი ქულების გამო. ამ ძალიან არსებით და წონად გარემოებას სრულიად აუარა გვერდი სასამართლომ და არათუ მსჯელობას არ აქვს ადგილი გადაწყვეტილებაში ამის თაობაზე, არამედ სააგენტოს ამ პოზიციის არსებობის თაობაზე გადაწყვეტილებაში ნახსენებიც არაფერია, თითქოსდა ეს მოსაზრება არც არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაგებელში ნიშანდებით არის მითითებული და დასაბუთებული. სასამართლო ახდენს საკითხის მარეგულირებელი ძირითადი ნორმატიული აქტის სრულ იგნორირებას ისე, რომ ანგარიშს არ უწევს კანონმდებლობით დადგენილი, კონკრეტული საზოგადოებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი მთავარი ქცევის წესის საჭიროებას, დანიშნულებას და მნიშვნელობას.
აპელანტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 53-ე, 96-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება სამინისტროს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლა და გამოკვლევა (მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე ინფორმაცია და ასევე ოჯახის იმ წევრთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სხვა მისამართებზე ცხოვრობენ). შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც, უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული „წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ წესის შესაბამისად არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, ხოლო ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, განაცხადების დამუშავებას ახდენს დეპარტამენტი, რომელიც დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამის გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი შედეგის ამსახველ ოქმს წარუდგენს მინისტრს.
ზემოაღნიშნული „წესის“ 6.1 მუხლის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია, პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ N6 დანართით („საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და N7 დანართით („სოციალური კრიტერიუმი“) განსაზღვრულია კომპონენტები, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის თანახმად, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები მოიცავს განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებს, რაც რადიკალურად არ უნდა შეესაბამებოდეს მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია). აღნიშნული კრიტერიუმი მოიცავს ასევე ისეთ ოჯახის არსებობას, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე. №7 დანართის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების კომპონენტებს წარმოადგენს: ა) ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით და ბ) ოჯახში 2 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე ი--–-----–-ა და მისი შვილები - გ---------–--ა და ი-----–------–--ა არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა მიმართ გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. დევნილის მოწმობების მიხედვით, ი--–-----–-ას, გ---------–--ას და ი-----–------–--ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ა---------------–----–-------------------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ. ზ--------ი, ი---------------------, (ს------). საქმეში არსებული კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტის (დეპარტამენტის) 2015 წლის 1 აპრილის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მითითებულ, ქ. ზ--------ში, ი----------------------ში მდებარე შენობას (ს------ს), დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, აღენიშნება მესამე (მძიმე კონსტრუქციული) ხარისხის დაზიანებები; შენობათა საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია; რკინაბეტონისა და ხის კონსტრუქციების ფიზიკური ცვეთა აღემატება 60%-ს; ასეთ პირობებში, შენობის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარება ეკონომიურობის თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული; არსებული ოთახების გეგმარებიდან გამომდინარე, მათი საცხოვრებელ ბინებად ფუნქციონირება მიზანშეწონილი არ არის. აქედან გამომდინარე, მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი გახდა მათი დროული გაყვანა. დადგენილია, რომ მითითებულ მისამართზე მდებარე ნგრევადი ობიექტიდან, კრიტერიუმების გარეშე ი--–-----–-ას განსახლება არ მომხდარა.
25.09.2017წ. ი--–-----–-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება მოითხოვა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.06.2018წ. N22 ოქმით, ი--–-----–-ას და მისი ოჯახის წევრებს უარი ეთქვათ ქ. ზ--------–----------------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ზ--------ში, ი----------------------ში (ს--------–-----ა), ამასთანავე, მის მეუღლეს გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 18.09.2018წ. N0-------- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.06.2018წ. N22 ოქმის გათვალისწინებით, ი--–-----–-ას უარი ეთქვა ქ. ზ--------–----------------------ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე, კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დევნილ ოჯახთან მიმართებით არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დევნილ ოჯახს არ გააჩნდა საკმარის ქულათა რაოდენობა განსახლებისათვის და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ი--–-----–-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა უნდა განხორციელებულიყო არა ქულათა შესაბამისად, არამედ ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო, ვინაიდან ოჯახი ცხოვრობს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტის მდგომარეობა კი დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სადავო 2018 წლის 18 სექტემბრის N0-------- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე ი--–-----–-ას ოჯახი გრძელვადიანი განსახლების მიზნით უზრუნველყოფილ იქნება საცხოვრებელი ფართით.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აპელანტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი