განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210018002628282
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/384-19 13 მაისი 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - შპს „ჩ------ს რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ი“
წარმომადგენელი - ო-–-- გ-----–--ე, მ------ რ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე - დ------ გ--–-–---–ი, ა------------ე
წარმომადგენელი - მ--- ხ----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ;
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოპასუხე შპს „ჩ------ს რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ისათვის“ დ------ გ--–-–---–ისა და ა------------ის სასარგებლოდ 20425 ლარის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ------ გ--–-–---–ისა და ა------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ჩ------ს რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ს“ დ------ გ--–-–---–ისა და ა------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ჩ------ს რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----მა“ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, სათანადო კვლევისა და მონიტორინგის მასალების შესწავლაზე დაყრდნობით გაცემული აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია „------------" მიერ გაცემული დასკვნები, მათ შორის 2----–-–-----------–-- დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მ-------ეობს აფეთქებასაშიში ზონის გარეთ, მშენებარე N- გ-------------------–-------------–----------–----------–-----------. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 78 მეტი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან არის 88 მეტრი. საცხოვრებელი სახლი მ-------ეობს მოქმედების ზონის გარეთ, აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით მოსარჩელის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მ--- გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
4.2. ზიანის შეფასების შესახებ ს----------–--------–----------------–- ბ-------ს დასკვნა არ არის დასაბუთებელი და კატეგორიული, აგებულია ვარაუდზე, რის გამოც სასამართლოს მიერ იგი არ უნდა გაზიარებულიყო.
4.3. გარდა იმისა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანებაში მოპასუხეს არანაირი ბრალი არ მიუძღვის, სასამართლოს არ დაუდგენია, თუ რა საფუძვლით დააკისრა მოპასუხეს 10 000 ლარის გადახდა. არ არის დასაბუთებული, რატომ დაეკისრა მოპასუხეს ზუსტად ამ ოდენობის თანხა. დაუდგენელია, მოპასუხემ საერთოდ დააზიანა თუ არა მოსარჩელეთა ქონება და თუ დააზიანა - რა ნაწილი და რა ოდენობით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8. შპს „ჩ------ს რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ი“ ხ-–------------------------–----–----–- აწარმოებს სარ-------ო გვირაბის მშენებლობას, რა დროსაც გამოიყენება მიწისქვეშა აფეთქებები. დ------–--------------–--ის საცხოვრებელი სახლი მ-------ეობს ხ-–------------------------–----–----–-.
9. ხ-–------ მ----–----–-------- ს------–----–----–- მ-------ე უ-------------ე - 1--------- სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით - 6----------- - დარეგისტრირებულია მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლება.
10. სსიპ ლ----------------–-- ს----–-----------------–----------------------------–- ბ-------ს 2----–-–------------ #---------- დასკვნის მიხედვით, „ხ-–------ მ----–----–-------- ს------–----–----–- მ-------ე დ------ გ--–-–---–ისა და ა------------ის თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად დამაკმაყოფილებელია. კედლებზე ბზარების განვითარების არეალი და ხასიათი მიუთითებს იმაზე, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარ-------ო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად I ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ აუცილებელია დაკვირვება. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში უნდა გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ - ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). თუ ბზარების გახსნილობა არ მოიმატებს, მაშინ შენობაზე უნდა ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები დეფექტური აქტის საფუძველზე. ზარალის ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ დეფექტური აქტისა და აღდგენა-გაძლიერების პროექტის მიხედვით შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ.
11. ინდ. მეწარმე „---------------–----- მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, ხ-–------------------------–----–----–- მ-------ე მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე, სარ-------ო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ შეადგინა 20425,47 ლარი.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127 -1047 -2017 და საქმეზე Nას-189-189-2018 ).
13. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა იყო მოპასუხისათვის ზიანის სახით 20425,47 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის ქმედებების (აფეთქებების) შედეგად მოსარჩელის სახლი დაზიანდა. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა იმ ფაქტების მტკიცება, რომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლი მას ეკუთვნოდა; მოქმედებები, რის შედეგადაც ქონება დაზიანდა, მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ აფეთქებების წარმოებასთან. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. მოპასუხის პოზიციის თანახმად, სადავო უძრავი ქონების დაზიანებაში კომპანიის ბრალეულობა არ იკვეთება.
14. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები - სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ. №ას-1125-1389-09, 26 მარტი, 2010 წელი).
16. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვები დეტალურად გამოიკვლია, ისევე როგორც ამგვარი გამოკვლევის შესაძლებლობა მისცა პროცესის მონაწილე ყველა მხარეს და შეაფასა იგი მისი დამაჯერებლობის, ასევე - შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით.
პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც იმ პირის მიერ, ვისაც გააჩნია სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში, გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ექსპერტიზაში; იმ მასალებისა და აქტების მონაცემებს, რომლებიც საჭიროებენ ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის მიმართ დავალებას; გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებაში გამოყენებულ სამეცნიერო და კვლევითი მეთოდების მონაცემებს; იმ გარემოებებს, რომლის დადგენაც შეადგენს ექსპერტის საბოლოო მიზანს. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ - ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს, რასაც პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი კომპანია „------------"დასკვნა არ აკმაყოფილებს.
17. საქმეში წარმოდგენილი კომპანია „------------"დასკვნის შესწავლისა და ანალიზის შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ იგი სსიპ „ლ----------------–-- ეროვნული ბ-------ს მიერ მომზადებული“ დასკვნის გაქარწყლების ფაქტობრივ წინაპირობად არ გამოდგება, ვინაიდან „აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება კონკრეტულ სოფელში მ-------ე მ--- გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობება არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი (და არა თეორიული ან სამეცნიერო) ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და რაც მთავარია, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმო-მედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა;
18. კომპანია „------------" მიერ გაცემული დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი შეეხება ზოგადად სარ-------ო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად. დადგენილია, რომ გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე სადავო შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მოპასუხის მიერ მითითება მასზედ, რომ „დახრილი წერტილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და სახლს შორის არის 78 მეტი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან არის 88 მეტრი“, ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლ----------------–-- სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბ-------ს ცალსახა დასკვნას, რომ შენობაზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს მასზედ, რომ დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარ-------ო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის.
19. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კომპანია „------------“ 2----–-–-----------–-- დასკვნა, რომელსაც ემყარება მოპასუხის სააპელაციო საჩივარი საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც აპელანტის შედავებას აღნიშნულ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებლად აქცებს.
20. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსიპ ლ----------------–-- ს----–-----------------–----------------------------–- ბ-------ს 2----–-–------------ ექსპერტიზის დასკვნაში ნაგებობებზე დაზიანების მიყენების მიზეზად მითითებულია მოპასუხის მიერ ნაწარმოები მრავალჯერადი და სისტემატიური აფეთქებების შედეგად წარმოშობილი დინამიური დატვირთვები, რაც მოპასუხის მიერ უარყოფილი ვერ იქნა. ის გარემოება, რომ აფეთქებები წარმოებდა სისტემატიურად და მრავალჯერადად დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „------------"“დასკვნითაც.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ კომპანია „------------“ დასკვნის მიხედვით აფეთქებები წარმოებდა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში, ამასთან, მოსარჩელეთა სახლი არ მ-------ეობდა ზემოქმედების ზონაში და მას არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება, რადგან, როგორც დადასტურდა, აფეთქებებს ჰქონდა არა ერთჯერადი, არამედ სისტემატური - მრვალჯერადი ხასიათი, რამაც, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, გამოიწვია მოსარჩელის სახლის დაზიანება.
22. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელემ განახორციელა მის მიერ სარჩელში მითითებული სადავო გარემოებების მტკიცების ვალდებულება და შესაბამისი მტკიცებულებების – ექსპერტების დასკვნების წარდგენის გზით დაადასტურა მისთვის მიყენებული ზიანის არსებობა და მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანების ხარისხი. მოპასუხემ კი წარადგინა ზოგადი შინაარსის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ აქარწყლებს მოსარჩელეთა არგუმენტებს.
23. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 20 425 ლარი. სააპელაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად იზიარებს გასაჩივრებულის გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი გასაჩვრებული გადაწყვეტილებით მართებულად განისაზღვრა 10 000 ლარით. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტს, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საპირისპირო და საპირწონე მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ზიანის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რის გამოც მისი სააპელაციო შედავება ამ ნაწილშიც ვერ იქნება გაზიარებული დაუსაბუთებლობის გამო.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
24. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
25. სასამართლო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლისსასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე შპს „ჩ------ს რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ------ს რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. შპს „ჩ------ს რ-------ის 2--- ბ-------ს ჯ-----ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე