განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100118002467277
საქმე №1ბ/352-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მე-----–--------ს
ადვოკატების: შო---------–----------------–----------–-–---–-ს
მსჯავრდებულის: იმ-----–-------------ს
თარჯიმნების: ას--------–---------------------------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ იმ-----–-------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების შო---------–---------------–----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე იმ-----–-------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------------------ რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის №C--------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: აზ----------------------–----------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განაჩენით, იმ-----–------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ იმ-----–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აპრილიდან.
იმ-----–------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 აპრილს, დაახლეობით 01:40 საათზე, თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“, თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სს „ფ-----------ს“ თანამშრომლებს: კრ-------------–----ა და მა----------–---ს თავს დაესხა დანით შეიარაღებული იმ-----–-------------.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ იმ-----–-------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა შ-----------–---------------–----------–-–---–--- რომლებმაც მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა და იმ-----–-------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობს საქმეზე არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და არ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მოწმეების კ---------------–---------------------–---- მიერ მოწოდებული ჩვენებით ირკვევა, რომ მომხდარის დროს მათ შ-------------- მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად თითქოსდა განიცადეს სიცოცხლის მოსპობის შიში, რაც ცალსახად წინააღმდეგობაშია მათ მიერ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში განხორციელებულ ქმედებებთან. ყაჩაღობად ითვლება ისეთი შემთხვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვა სხეულის მსუბუქი დაზიანება, ან მას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის არავითარი ზიანი, მაგრამ მიყენების მომენტში ქმნიდა საშიშროებას დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მოცემულ შემთხვევაში კი, ასეთი დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის საშიშროების აღქმაზე არ მეტყველებს მომხდარი ფაქტის არცერთი ქმედება ან ქმედების შემადგენელი ელემენტი. სასამართლოში თავადვე განმარტა მა----------–---მ, რომ იმ მომენტში შიშის შეგრძნებები ნაკლებად ჰქონდა. ხოლო კრ-------------–---მ კატეგორიულად განუცხადა უარი თანხის მიცემაზე ბრალდებულს და წავიდა თო---------–-------ს დასაძახებლად, ნაცვლად იმისა, რომ ი------------ მიეცათ ფულადი თანხა და შეშინებულნი დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს. ამასთან, უმნიშვნელოვანესია თავად იარაღის ფორმა და ზომა. როგორც დაზარალებულები ამბობენ, შეამჩნიეს, რომ დანის პირი იყო უტარო და იგი ხელში ეკავა თავდამსხმელს. ამ შემთხვევაში დანის პირის ნახევარი იყო ი------- ხელში, რაც მის ზომას დემონსტრირების დროს ბევრად ამცირებდა და რაც თავისთავად ამ მოცემულობაში დაზარალებულთა მხრიდან საშიშროების აღქმის კრიტერიუმსაც ცალსახად გამორიცხავს. მით უმეტეს, რომ მოცემული დანის პირის მსგავს საგანს ტრასოლოგიური ექსპერტიზის ფარგლებშიც ვერ მიენიჭა ცივი იარაღის კატეგორია და შესაბამისად, მოცემული საგნით ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის საშიშროება გამორიცხულია.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მა----------–---მ განაცხადა, რომ იგი მუშაობს ქ-------–--–----------------------------ში მდებარე მაღაზიაში - „ი---–-“. 2018 წლის 24 აპრილს კრ-------------–----ა და თო---------–-----------ნ ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ღამის ცვლაში. დაახლოებით 01:00 საათიდან 02:00 საათამდე დროის ინტერვალში, მაღაზიაში შევიდა უცხო მამაკაცი, რომელსაც თავზე კაპიუშონი ეფარა, სახეზე რაღაც ჰქონდა აფარებული და მხოლოდ თვალები მოუჩანდა. მამაკაცის მაღაზიაში შესვლისას, მა----------–--- იყო დახლთან, ხოლო სალაროსთან იდგა კრ-------------–---, მესამე თანამშრომელი ამ დროს იმყოფებოდა საწყობში. მოწმის ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ ამ მამაკაცს სახე ჰქონდა თითქმის მთლიანად დაფარული, რის გამოც იგი მიუახლოვდა სალაროს. მამაკაცს ხელში ეკავა დანა და უშვერდა კრ-------------–----, თან სთხოვდა ფულის გადაცემას. მ-----------–---- სალაროსთან მისვლის შემდეგ კრ-------------–--- გამოვიდა იქიდან და წავიდა საწყობში მყოფი თო---------–-------ს დასაძახებლად, ხოლო თავად მა----------–--- დარჩა ადგილზე. უცხო მამაკაცმა რუსულ ენაზე რადენჯერმე უთხრა, რომ გაეხსნა სალარო და მიეცა მასში არსებული თანხა, თან უშვერდა დანას. დაზარალებული არ დაემორჩილა მის მოთხოვნას და რუსულადვე უპასუხა უარით. იმ-----–------------მა სცადა დაეჭირა იგი ტანსაცმლით, თუმცა თვითონ გაიწია და გამოვიდა სალაროდან, რის შემდეგაც იმ-----–------------- წავიდა გასასვლელი კარისკენ, სადაც იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მა----------–---მ დაადასტურა, რომ სალარო არის მაღაზიის შესასვლელში კართან ახლოს და გარეთ მყოფ პირებს თავისუფლად შეეძლოთ დაენახათ რა ხდებოდა სალაროსთან. თვითონ ვერავის დაურეკა საშველად, ვინაიდან შიშის გამო არ იცოდა რა მოემოქმედებინა. მას სიცოცხლის მოსპობის შიში გაუჩნდა, შესაძლოა მოეკლა კიდეც თავდამსხმელს. ვიანიდან ვერ წარმოედგინა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო, თავდაპირველად ვერ აღიქვა რა ხდებოდა, ვერ იაზრებს იმ მომენტში რატომ შევიდა სალაროსთან და რატომ დადგა მამაკაცის პირისპირ, რომელსაც დანა ეკავა ხელში. მას ჭირდა „პანიკური კანკალი“ და ვერ მშიდდებოდა მომხდარის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა კრ-------------–---მ განაცხადა, რომ იგი მუშაობს ქ-------–--–----------------------------ში მდებარე მარკეტში - „ი---–-“. 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათისთვის, მაღაზიაში იმყოფებოდა თავად დაზარალებული და მა----------–---, ხოლო მესამე თანამშრომელი - თ-----------–------- იმ დროისათვის საწყობში იყო. ამ დროს მაღაზიაში შევიდა მამაკაცი, რომელსაც სახე ჰქონდა დაფარული და თავზე კაპიუშონი ეფარა, მხოლოდ თვალები უჩანდა. მისი ჩაცმულობის გამო თავიდანვე უცნაურად მოეჩვენა დაზარალებულს ხსენებული პიროვნება. კრ-------------–--- იდგა სალაროსთან, როდესაც მას ბრალდებული მიუახლოვდა და რუსულ ენაზე უთხრა, გაეხსნა სალარო და გადაეცა მისთვის ფული. დაზარალებულს შეეშინდა და უკან დაიწია, ხოლო როდესაც უარი განუცხადა თანხის გადაცემაზე, თავდამსხმელმა ჯიბიდან ამოიღო დანის მსგავსი საგანი, რომელსაც იქნევდა და ისევ ითხოვდა ფულს. ამ დროს დაზარალებულს შეეშინდა და იგი ჩაანაცვლა მა----------–---მ, ხოლო თავად შევიდა საწყობში თო---------–-------ს დასაძახებლად. მოწმე უკან თ------------- ერთად დაბრუნდა, რა დროსაც დაინახა, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებული ჰყავდათ სამართალდამცავებს. კ----------------–---- დაადასტურა, რომ მაღაზიის კარი არის მინის და გარედან სალარო თავისუფლად ჩანს. თავდამსხმელის მხრიდან სიტყვიერ მუქარას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, როდესაც იგი დანას იქნევდა მისი მისამართით და ამასთანავე, გადაიწია მისკენ, აღნიშნული მუქარად აღიქვა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე თ-----------–-------მ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა მა----------–---მ და კრ-------------–---მ მისცეს საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. თითოეულმა მათგანმა თანმიმდევრულად და ურთიერთშესაბამისად მოახსენეს სასამართლოს, თუ როგორ შევიდა იმ-----–------------- სუპერმარკეტ „ი---––-“ 2018 წლის 24 აპრილს ღამის საათებში, რომელმაც დანის მსგავსი საგნის დემონსტრირებით ჯერ ერთს მოსთხოვა სალაროს გახსნა და თანხის გადაცემა, შემდეგ კი მეორეს. მოწმეებმა ნათლად დაადასტურეს, რომ იმ-----–------------ს ხელში ეკავა დანის მსგავსი საგანი, რომელსაც მათი მისამართით იქნევდა და ამასთანავე ითხოვდა თანხის მიცემას.
ასევე სრულიად დამაჯერებლად ისაუბრეს მა----------–---მ და კრ-------------–---მ თავდამსხმელის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაუფლებულ შიშზე. კერძოდ, კრ-------------–---მ დაადასტურა, რომ თავდამსხმელის მხრიდან სიტყვიერ მუქარას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, როდესაც იგი დანას იქნევდა მისი მისამართით და ამასთანავე, გადაიწია მისკენ, აღნიშნული მუქარად აღიქვა, შეეშინდა და გამოვიდა სალაროდან, რა დროსაც წავიდა თო---------–-------ს დასაძახებლად. რაც შეეხება მა----------–---ს, დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს მის ჩვენებას, თითქოს თავდასხმის მომენტში მას შიშის შეგრძნება არ ჰქონია. ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ შიშის გამო არ იცოდა,რა მოემოქმედებინა, შესაძლოა მოეკლა კიდეც თავდამსხმელს. ვინაიდან ვერ წარმოედგინა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო, თავდაპირველად ვერ აღიქვა რა ხდებოდა, არ შეუძლია ახსნას, თუ რატომ შევიდა სალაროსთან და რატომ დადგა მამაკაცის პირისპირ, რომელსაც დანა ეკავა ხელში, თუმცა შეეშინდა, მომდხარის გამო მას ჭირდა „პანიკური კანკალი“ და ვერ მშიდდებოდა.
დაცვის მხარე აპელირებს, რომ იმ-----–-------------ს განზრახვა არ მოიცავდა ყაჩაღობის ჩადენას და მას დანის მაგვარი ნივთი ხელში თავდასხმის განხორციელების მიზნით არ ჭერია. პალატის შეფასებით, აპელანტის აღნიშნული მსჯელობა არ მოდის შესაბამისობაში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ იმ-----–------------- სუპერმარკეტ „ი---–-ს“ თანამშრომლების წინაშე დანის დემონსტრირების პარალელურად ითხოვდა მათგან ფულადი თანხის გადაცემას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. თავდასხმაში თავის მხრივ იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის გამოყენების მუქარასთან. აღსანიშნავია, რომ ძალადობის მუქარა შესაძლებელია გამოიხატოს როგორც სიტყვიერად, ასევე ჟესტით ან კონკლუდენტური მოქმედებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში იმ-----–-------------ს მხრიდან ჰქონდა ადგილი. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმის მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ იმ-----–-------------ს ქმედებით შეშინებულმა მაღაზიის თანამშრომლებმა ძალადობის მუქარა აღიქვეს რეალურად. ასეთ ვითარებაში კი იმ-----–-------------ს ქმედებიდან გამომდინარე, სახეზეა ბრალად შერაცხული დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანი და მას მსჯავრი უნდა დაედოს სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება საგანს, რომელიც ხელში ეჭირა იმ-----–------------ს, 2018 წლის 16 მაისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი დანის პირი, არსებული მდგომარეობით არ წარმოადგენს ცივ იარაღს. ამავე დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტის დათვალიერება-გამოკვლევით დადგინდა, რომ წარმოდგენილ მდგომარეობაში იგი არ მოიცავს სრულყოფილ დამთავრებულ კონსტრუქციას, რაც გამოიხატება სახელურის ნაკლებობაში და წარმოადგენს დანის ძირითად კომპონენტს - სტანდარტული ქარხნული წესით დამზადებულ, დანის ლითონის პირს. ამდენად, დანიშნულებისამებრ, ფაქტობრივი მდგომარეობით გაუმართავია. დანის პირს გააჩნია ქუსლი, ყუა და ლესილი მხარე, რომელიც ყუასთან შეერთებისას წარმოქმნის წვეროს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტ-ტრასოლოგმა ლ------------------
ექსპერტის განმარტებით ,საგანს არ მიეცა ცივი იარაღის შეფასება მხოლოდ იმიტომ, რომ არ ჰქონდა სახელური და არ იყო დასრულებული კონსტრუქციის მქონე დანა. თუმცა ექსპერტიზის დასკვნიდან ნათლად დასტურდება, რომ იმ-----–-------------საგან ამოღებული საგანი არის დანის შემადგენელი ძირითადი ნაწილი, რომელსაც აქვს ლესილი მხარე, წვერო და თავისუფლადაა შესაძლებელი მისი გამოყენებით ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება.
დაზარალებულების - მ-----------–---- და კ---------------–---ს ჩვნებები იმ-----–-------------ს მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობის სხვადასხვა დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის თავდამსხმელის მხრიდან განხორციელებული მუქარის რეალურად აღქმის შესახებ განმარტებები, სრულ შესაბამისობაშია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული სამართალდამცავი ორაგნოს თანამშრომლების ჩვენებებთან, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ დაზარალებულთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ-----–----------------- განაცხადა, რომ 2018 წლის 24 აპრილის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პიზოციაზე. ხსენებულ დღეს ღამის საათებში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თავის თანამშრომლებთან - დ--------------–---–-------------------------–-------- ერთად. ისინი გადაადგილდებოდნენ ავტომანქანით. კ-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---–-ს“ ფილიალთან გავლისას, მინის კარის მიღმა შენიშნეს იქ მყოფი მამაკაცი, რომელსაც ეკეთა ნიღაბი, ხელში ეჭირა დანის მსგავსი მეტალის საგანი და მოლარე-ოპერატორის მიმართ იქცეოდა აგრესიულად. მათ მიიჩნიეს, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ ქმედებას, გააჩერეს ავტომანქანა და დაუყოვნებლივ გაემართნენ მაღაზიისაკენ. ამ დროს ბრალდებულიც წამოვიდა გასასვლელისკენ და გ---------------–---- კარში შეეჩეხა. იგი მაღაზიის შესასვლელთანვე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პირად ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა დანის პირის მაგვარი მეტალის ნივთი. მოწმემ დაადასტურა, რომ მოლარე-ოპერატორი გოგონა იყო ძალიან შეშინებული.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა დ--------------–---–--------------------–------------------------–---–---
გარდა აღნიშნულისა პირველი ინეტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს,რასაც დაცვის მხარეც არ უარყოფს.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია ცალსახად და დადასტურებულად იმის მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ იმ-----–-------------ს მიერ 2018 წლის 24 აპრილს, დაახლეობით 01:40 საათზე, თ---–--–-------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---––-“, თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თანამშრომლების - კ---------------–----- და მ-----------–---- მიმართ თავდასხმის განხორციელებას.
დაცვის მხარის მტკიცება კი იმასთან დაკავშირებით, რომ იმ-----–------------ს სურდა მხოლოდ თანხის დაუფლება და ჩადენილი დანაშულის ხერხი არ ყოფილა ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის განხორციელების მუქარა, საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული. დაცვის მხარის ვერსია ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ემსახურება მსჯავრდებულისათვის მოსალოდნელი მკაცრი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას.
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ უზრუნველყოფილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ იმ-----–------------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ იმ-----–-------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ იმ-----–-------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. იმ------–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ იმ-----–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აპრილიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ იმ-----–-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- იმ-----–-------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და ნაქსოვი ქუდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში და ანაწმენდები; იმ-----–-------------ს სუნისა და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- DVD-R დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სსიხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი