განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.07.2019
საქმის ნომერი
330310014499181
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310014499181

საქმე №3ბ/2019-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ნ-----–-ა ჩ------–ი, ბ-----ს შ---------ო, ი----- ს--------–--ე, ი-----–ი ჯ-----ა, ე-–--ე ს-----------ე, ა-–---------ე ჩ-----–--ე, ე---------ე მ-----ე, ი-----–ი ბ-----------ა, ჯ---–----ა მ--–-------ი;

წარმომადგენელი - დ----- ჯ--–----ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობა;

წარმომადგენელი - მ---- ლ-----ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მ----ა;

წარმომადგენელი - გ------- ა---------ი;

 

მესამე პირი (ა.ს.კ 16.2.) - ლ-----ა ნ----–---–ი;

წარმომადგენელი - ა-–- კ---------ი;

 

მესამე პირი (ა.ს.კ 16.2.) - დ----- ც-------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №------- ოქმი №- დადგენილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 28 აპრილის №--- განკარგულება მოქალაქეების: ნ-----–-ა ჩ------–ის, ბ-----ს შ---------ოს, ი----- ს--------–--ის, ი-----–ი ჯ-----ას, ე-–--ე ს-----------ის, ა-–---------ე ჩ-----–--ის, ე---------ე მ-----ის, ი-----–ი ბ-----------ას, გ---- მ---------ისა და ჯ---–----ა მ--–-------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობას წერილობით ფორმით შესაგებელი წინამდებარე სარჩელზე არ წარუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარდგენილი წერილობითი პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

 

3.1. მესამე პირმა - ლ-----ა ნ----–---–მა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3.2. მესამე პირმა - დ----- ც-------ემ სასამართლო სხდომაზე სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ნ-----–-ა ჩ------–ის, ბ-----ს შ---------ოს, ი----- ს--------–--ის, ი-----–ი ჯ-----ას, ე-–--ე ს-----------ის, ა-–---------ე ჩ-----–--ის, ე---------ე მ-----ის, ი-----–ი ბ-----------ას, გ---- მ---------ისა და ჯ---–----ა მ--–-------ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 200 (ორასი) ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

5.1. 2004 წლის 08 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, თ----- კ-------–--ეს (გამყიდველი) და მეორეს მხრივ ლ-----ა ნ----–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თ----- კ-------–--ემ გაყიდა, ხოლო ლ-----ა ნ----–---–მა იყიდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ჭ------ის ქ--------, 95.76 კვ.მ. 5 000 (ხუთი ათას) ლარად (ტომი 1, ს.ფ. 23-26).

 

5.2. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №------- ოქმი №- დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა მოქალაქე ლ-----ა ნ----–---–ის განცხადება და ჭ------ის ქ---------ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული 95.76 კვ. მეტრი ფართობის ლიტერ ,,გ’’ შენობა-ნაგებობას და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთს თანდართული ნახაზის მიხედვით, მიენიჭა მისამართი ჭ------ის ქ--------ა. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ლ-----ა ნ----–---–ის საკუთრებაში არსებული ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება აღერიცხა ცალკე უფლების ობიექტად (ტომი 1, ს.ფ. 20).

 

5.3. 2005 წლის 28 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ჭ------ის ქ. №-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, ფართი: 341 კვ.მ. 2004 წლის 08 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №------- ოქმი №- დადგენილების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ-----ა ნ----–---–ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, ნაკვეთის წინა ნომერი 6--

 

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 04 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად კი, ქ. თბილისში, ჭ------ის ქ. №-------ში (ნაკვეთი 6----) / ქ. თბილისი, ჭ------ის ქ. №------ (ნაკვეთი 6----), მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა დ----- ც-------ის (170 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) და ლ-----ა ნ----–---–ის (171 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 341.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: №0---------------, №----------------. (ტომი 1, ს.ფ. 22; ტომი 2, ს.ფ. 212-213).

 

5.4. 2012 წლის 04 ივლისის უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ ლ-----ა ნ----–---–მა და მეორეს მხრივ დ----- ც-------ემ, როგორც თანამესაკუთრეებმა, შეადგინეს ხელშეკრულება მასზედ, რომ მომხდარიყო მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნა თანდართული სქემატური ნახაზების მიხედვით, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ჭ------ის ქ. №------ (ნაკვეთი 6----)/ქ. თბილისი, ჭ------ის ქ. №------ (ნაკვეთი 6----), მიწის დაზუსტებული ფართობი 341.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი №----------------, №0---------------. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთი ფართობით 178 კვ.მ. საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დ----- ც-------ის სახელზე, ხოლო მიწის ნაკვეთი ფართობით 163 კვ.მ. დარეგისტრირდა ლ-----ა ნ----–---–ის სახელზე.

 

შესაბამისად, 2012 წლის 09 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ჭ------ის ქ. №-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №----------------, საკუთრების უფლებით აღირიცხა დ----- ც-------ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 178.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: №0---------------.

 

2014 წლის 12 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად კი, ქ. თბილისში, ჭ------ის ქ. №-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №----------------, საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ-----ა ნ----–---–ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 163.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: №0--------------- (ტომი 1, ს.ფ. 197-198; ს.ფ. 200-201; ტომი 2, ს.ფ. 209- 211).

 

5.5. 2014 წლის 18 მარტს ნ-----–-ა ჩ------–მა, ბ-----ს შ---------ომ, ი----- ს--------–--ემ, ი-----–ი ჯ-----ამ, ე-–--ე ს-----------ემ, ა-–---------ე ჩ-----–--ემ, ე---------ე მ-----ემ, ი-----–ი ბ-----------ამ, გ---- მ---------მა და ჯ---–----ა მ--–-------მა №-------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №------- ოქმი №- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 აპრილის №--- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ნ-----–-ა ჩ------–ის, ბ-----ს შ---------ოს, ი----- ს--------–--ის, ი-----–ი ჯ-----ას, ე-–--ე ს-----------ის, ა-–---------ე ჩ-----–--ის, ე---------ე მ-----ის, ი-----–ი ბ-----------ას, გ---- მ---------ისა და ჯ---–----ა მ--–-------ის 2014 წლის 18 მარტის №-------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №------- ოქმი №- დადგენილება. (ტომი 1, ს.ფ 15-18; 150-151);

 

5.6. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 16 მაისის №------ ბრძანების თანახმად, დაკმაყოფილდა დ----- ც-------ის 2012 წლის 27 მარტის №-------- განცხადება და შეთანხმდა, ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ჭ------ის ქ. №-------ში (ნაკვ: 6----) მისი კუთვნილი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის პროექტი, გაიცა დემონტაჟის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ვადა კი განისაზღვრა 2012 წლის 22 მაისიდან 2012 წლის 22 ივნისის ჩათვლით.

 

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 იანვრის №------- ბრძანებით, დაკმაყოფილდა დ----- ც-------ის 2014 წლის 12 დეკემბრის №--------- განცხადება და შეთანხმდა ქ. თბილისში, ჭ------ის ქ. №-------ში (ნაკვ: 6----) მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2015 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 აპრილის ჩათვლით. ხოლო ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 15 მაისის №------- ბრძანებით, ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 იანვრის №------- ბრძანებაში, კერძოდ: ,,2016 წლის 1 აპრილის ჩათვლით’’, შეიცვალა ,,ნებართვა ძალაშია 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით’’ (ტომი 1, ს.ფ. 232-233; ტომი 3, ს.ფ. 32-34; ტომი 3, ს.ფ. 35-36).

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოსარჩელეების მოთხოვნა ქ. თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №------- ოქმი №- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა მესამე პირის კანონიერ ნდობაზე მითითებით. აღნიშნული ასევე გაზიარებული იქნა საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მესამე პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები, რის შედეგადაც წარმოეშვა კანონიერი ნდობა და სადავო აქტის ბათილად ცნობით მიადგება ზიანი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული აქტის გამოცემით ზიანი ასევე მიადგათ მოსარჩელეებსაც, თუმცა აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მოსარჩელეებისადმი მიყენებული ზიანის შეპირისპირების საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოს მოსაზრებით ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა (წერილობით ფორმით გამოცემული აქტი ურო მეტ ნდობას იმსახურებს, ვიდრე ზეპირი), აქტის გამოცემიდან გასული დრო, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელეების ისეთი კანონიერი უფლების ან ინტერესების დარღვევის შესახებ, რაც გადასწონიდა მესამე პირისათვის მისაყენებელ ზიანს, აღნიშნული კი პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, აქტის ბათილობაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საბოლოოდ, მესამე პირის სახელზე სადავო უძრავი ქონების საკუთრებად დარეგისტრირება განხორციელდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას 2014 წლის 28 აპრილის №--- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილშიც უსაფუძვლოდ მიიჩნია, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილზე, 185-ე და 201-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 28 აპრილის №--- განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

7. ნ-----–-ა ჩ------–ის, ბ-----ს შ---------ოს, ი----- ს--------–--ის, ი-----–ი ჯ-----ას, ე-–--ე ს-----------ის, ა-–---------ე ჩ-----–--ის, ე---------ე მ-----ის, ი-----–ი ბ-----------ას და ჯ---–----ა მ--–-------ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

7.1. ნ-----–-ა ჩ------–ის, ბ-----ს შ---------ოს, ი----- ს--------–--ის, ი-----–ი ჯ-----ას, ე-–--ე ს-----------ის, ა-–---------ე ჩ-----–--ის, ე---------ე მ-----ის, ი-----–ი ბ-----------ას და ჯ---–----ა მ--–-------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების განხილვა - გამოკვლევის შედეგად ნათლად და ცალსახად იქნა დადასტურებული სარჩელის საფუძვლიანობა და სადავო ადმინისტრაციულ -სამრთლებრივი აქტების უკანონობა, რაც წარმომადგენლის მოსაზრებით წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების უალტერნატივო საფუძველს.

 

წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკითხი ეხება ქ. თბილისში, ჭ------ის ქ. N------ში მდებარე უძრავ ქონებას (არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს), რომელიც ყოველთვის იყო მოსარჩელეთა და სხვა თანამფლობელთა, ამავე მისამართზე მცხოვრები პირების თანასაკუთრებაში და ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით, მისი მოცულობა შეადგენდა 2500 კვ.მ-ს, რომელშიც თითოეულ თანამფლობელს, თანახმად, მაშინდელი (სამოქალაქო კოდექსის) და ამჟამინდელი კანონმდებლობისა (მათ შორის, კანონით „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“) ეკუთვნის კანონიერი საკუთრების უფლება მათსავე ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართების პროპორციულად, ისევე, როგორც თვით ლ. ნ----–---–ს, რომელიც ასევე წარმოადგენდა ამ ქონების ერთ - ერთ თანამესაკუთრეს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ყოვლად უსაფუძვლოდ აღმოჩნდა მის სახელზე რეგისტრირებული ამ საერთო ქონების ბევრად მეტი ნაწილი, ვიდრე მისსავე ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართთან (შენობა-ნაგებობის) მიმართ საერთო საკუთრების ქონების კანონით გათვალისწინებული ფარდობითი მაჩვენებელია. ასევე, მიიჩნევს, რომ სწორედ უკანონო აქტის (რეგისტრაციის) საფუძველზე, ასევე დანარჩენ თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე იქნა გამიჯნული და გასხვისებული აღნიშნული მიწის ნაკვეთები, ხოლო, მისი ნაწილი ჯერ გაყიდული იქნა, შემდეგ კი გამოსყიდული ლ. ნ----–---–ის მიერვე, რაც წარმომადგენლის განმარტებით, მისი შეძენის კანონიერად მიჩნევისა და კეთილსინდისიერი შემძენის ფორმალური გარანტიის შესაქმნელად იყო გამიზნული.

 

წარმომადგენლის განმარტებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ აღნიშნულის ძირითად უფლებრივ საფუძვლად გამოყენებული იქნა მთაწმინდა -კრწანისის რაიონის გამგებლის სადაო დაუსაბუთებელი აქტი, რომლითაც დანარჩენი თანამფლობელების ნების საწინააღმდეგოდ და მის გაუთვალისწინებლად განხორციელდა დამისამართების შეცვლა, ისე, რომ ნაკვეთი ჯერ კიდევ არ იყო ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრირებული.

 

წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე, კერძოდ, საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემულ #------- წერილობით პასუხზე და მიიჩნევს, რომ მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობას არ ჩაუტარებია სადაო აქტში მითითებული 2005 წლის 28 ოქტომბრის სხდომა და ამ საკითხზე არ გამოცემულა N--- დადგენილება, რაც წარმომადგენლის განმარტებით, კიდევ უფრო ნათლად ადასტურებს მის უკანონობას. რაც შეეხება აქტში მითითებულ, 2004 წლის 8 მაისის სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას, წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ვერ გახდებოდა ამგვარი გადაწყვეტილებისა და ქონების ლ. ნ----–---–ისადმი მიკუთვნების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული დროისათვის მიწის ნაკვეთი მთლიანად (2500 კვ.მ.) ჯერ კიდევ თანამფლობელობის ობიექტად იყო აღრიცხული და თვით ამ ხელშეკრულებითაც, ამავე თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგომი მხოლოდ შენობა - ნაგებობის (95.76 კვ.მ.) გასხვისება და არა მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) გასხვისება განხორციელდა, რაც ავტომატურად ვერ წამოშობდა 341 კვ.,მ. მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საკუთრების უფლებას, რადგან აღნიშნული საერთო საკუთრების საგანს წარმოადგენდა და მასზე წილობრივი საკუთრების უფლების მოპოვება მხოლოდ ინდივიდუალური საკუთრების საგნის პროპორციულად შეიძლებოდა. ამდენად, წარმომადგენელს გაუგებრად მიაჩნია თუ საიდან და რა საფუძვლით მიეკუთვნა ლ. ნ----–---–ს თანამფლობელობაში არსებული ფართიდან 341 კვ, მ. მიწის ფართობი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აპელირებს სადავო ურთიერთობის დროს მოქმედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 323-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა სადაო 341 კვ.მ. ფართის პირველადი რეგისტრაცია უშუალოდ ლ. ნ----–---–ის სახელზე, რაც ნიშნავს, რომ მისი საკუთრების თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერი მანამდე არ არსებულა. შესაბამისად დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის N------, ოქმი #- დადგენილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, გამოცემულია მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების გადაცილებით, რომლითაც წარმომადგენლის განმარტებით უკანონოდ იქნა თანამოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული, 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილის (341 კვ.მ.) ფართზე უფლება განკარგული სხვა პირზე - ერთ-ერთ თანამესაკუთრე ლ-----ა ნ----–---–ზე, დანარჩენი თანამესაკუთრეების ნებართვისა და სათანადო თანხმობის გარეშე. აღნიშნულით კი წარმომადგენლის განმარტებით, დაირღვა როგორც იმ დროისათვის, ასევე შემდგომ მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი და გარანტირებული საკუთრების (წილობრივი თანასაკუთრების) უფლება და პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგათ მათ როგორც თანამესაკუთრეებს, შეილახა მათი უფლება და იურიდიული ინტერესი, უკანონოდ შეუმცირდათ საერთო წილობრივ საკუთრებაში არსებულ ხვედრით წილზე საკუთრების წილობრივი უფლება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორებს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნიათ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 28 აპრილის N--- განკარგულება, რომლითაც უარი ეთქვათ გამგეობის სადაო აქტის ბათილობაზე, არ ეთანხმებიან უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იმ მოტივაციას, რომ გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს და მიიჩნევენ, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ნორმა, არასწორად არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განმარტებული, რაც წარმომადგენლის განმარტებით, ასევე არასწორად იქნა გამოყენებული და განმარტებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მეორე ნაწილზე, ასევე მე-601 მუხლზე და განმარტავს, რომ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ კანონმდებელი დაინტერესებული პირის ცნებაში გულისხმობს ზედმიწევნით კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტისადმი და არა ისეთ შემთხვევას, როცა სწორედ დაინტერესებული პირის უშუალოდ უკანონო ინტერესითა და აქტიური მოქმედებით ხორციელდება უკანონო აქტის გამოცემა, რასაც წინამდებარე შემთხევვაში აქვს ადგილი. მისივე განმარტებით, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს აქტმა კიდევ უფრო უსუსური არგუმენტაციით გაამართლა ქვემდგომი ორგანოს უკანონო აქტი და მიიჩნევს, რომ ცალსახად სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

8.2. პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის კუთხით, ანუ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მისი გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა უკავშირდება მხოლოდდამხოლოდ პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილს.

 

პირველყოვლისა, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეზე 3ბ/2019-18 გ---- მ---------ის სააპელაციო საჩივრის ნაწილში, დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე (სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ეტაპი) შეჩერდა საქმის წარმოება გ---- მ---------ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ ნ-----–-ა ჩ------–ის, ბ-----ს შ---------ოს, ი----- ს--------–--ის, ი-----–ი ჯ-----ას, ე-–--ე ს-----------ის, ა-–---------ე ჩ-----–--ის, ე---------ე მ-----ის, ი-----–ი ბ-----------ას და ჯ---–----ა მ--–-------ის სააპელაციო საჩივარზე.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოსარჩელეების მოთხოვნა ქ. თბილისის მთაწმინდა -კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №------- ოქმი №- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა მესამე პირის კანონიერ ნდობაზე მითითებით.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მითითებული ნორმა დაუშვებლად მიიჩნევს აღმჭურველი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ამ აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობისას. პალატა განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლება არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებულმა მხარემ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. მისი ნდობა ამ ადმინისტრაციული აქტისადმი არის დაცვის ღირსი და აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამგვარი აქტის ბათილად ცნობას კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევის შემთხვევაში. ასევე, კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით სადავო არ არის ის გარემოება, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №------- ოქმი №- დადგენილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომლის თანახმადაც, დაკმაყოფილდა მოქალაქე ლ-----ა ნ----–---–ის განცხადება და ჭ------ის ქ---------ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული 95.76 კვ. მეტრი ფართობის ლიტერ ,,გ’’ შენობა - ნაგებობას და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთს თანდართული ნახაზის მიხედვით მიენიჭა მისამართი ჭ------ის ქ--------ა. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ლ-----ა ნ----–---–ის საკუთრებაში არსებული ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება აღერიცხა ცალკე უფლების ობიექტად. დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მითითებული შენობა - ნაგებობა წარმოადგენდა ლიტერ ,,გ“ ნაგებობას, რომელიც იყო ცალკე მდგომი და რომელიც ფაქტიურად გამიჯნული იყო საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთისაგან.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2005 წლის 28 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ჭ------ის ქ. №-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, ფართი: 341 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ-----ა ნ----–---–ის სახელზე, რომლის ნაწილიც (170 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) შემდგომ გასხვისდა არაერთხელ და საბოლოოდ მისი შემძენი გახდა დ----- ც-------ე. 2012 წლის 04 ივლისის უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულების თანახმად კი, აღიშნულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთი ფართობით 178 კვ.მ. საკადასტრო კოდით: №----------------, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დ----- ც-------ის სახელზე, ხოლო მიწის ნაკვეთი ფართობით 163 კვ.მ. საკადასტრო კოდით: №----------------, დარეგისტრირდა ლ-----ა ნ----–---–ის სახელზე.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 16 მაისის №------ ბრძანებაზე, რომლითაც შეთანხმდა, ქ. თბილისში, ჭ------ის ქ. №-------ში (ნაკვ: 6----) დ----- ც-------ის კუთვნილი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის პროექტი, გაიცა დემონტაჟის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ვადა კი განისაზღვრა 2012 წლის 22 მაისიდან 2012 წლის 22 ივნისის ჩათვლით. უფრო მეტიც, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 იანვრის №------- ბრძანებით ასევე შეთანხმდა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2015 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 აპრილის ჩათვლით. ხოლო ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 15 მაისის №------- ბრძანებით, ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 იანვრის №------- ბრძანებაში, კერძოდ: ,,2016 წლის 1 აპრილის ჩათვლით’’, შეიცვალა ,,ნებართვა ძალაშია 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით’’.

 

ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მესამე პირებმა განახორციელეს იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები, რის შედეგადაც წარმოეშვა კანონიერი ნდობა და სადავო აქტის ბათილად ცნობით ცალსახაა, რომ მიადგებათ ზიანი. ფაქტია, რომ მითითებული აქტის გამოცემით ზიანი ასევე მიადგათ მოსარჩელეებსაც, თუმცა აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მოსარჩელეებისადმი მიყენებული ზიანის შეპირისპირების საფუძველზე, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა (წერილობით ფორმით გამოცემული აქტი ურო მეტ ნდობას იმსახურებს, ვიდრე ზეპირი), აქტის გამოცემიდან გასული დრო, პალატა მიიჩნევს, რომ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელით და შემდგომ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელეების ისეთი კანონიერი უფლების ან ინტერესების დარღვევა, რაც გადასწონიდა მესამე პირისათვის მისაყენებელ ზიანს, აღნიშნული კი აქტის ბათილობაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საბოლოოდ, მესამე პირის სახელზე სადავო უძრავი ქონების საკუთრებად დარეგისტრირება განხორციელდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. იგი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტი - ქ. თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №------- ოქმი №- დადგენილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი არსებითი დარღვევა სახეზე არ არის; აქვე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე-3 პირთა ინტერესი გადასწონის მოსარჩელეთა ინტერესს.

 

პალატა განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ -ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც მან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, მისი ნდობა ამ აქტის მიმათ არის დაცვის ღირსი. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მესამე პირს ლ-----ა ნ----–---–ს ისევე როგორც მესამე პირს დ----- ც-------ეს, სადავო აქტის მიმართ აქვთ კანონიერი ნდობა, ვინაიდან ლ-----ა ნ----–---–მა სადავო აქტის მიმართ კანონიერი ნდობის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 28 დეკემბრის ამონაწერით ცალსახად დგინდება, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №------- ოქმი №- დადგენილებისა და 2004 წლის 08 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში, ჭ------ის ქ. №-------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, ფართი: 341 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ-----ა ნ----–---–ის სახელზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 04 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე ცალსახად დგინდება, რომ ქ. თბილისში, ჭ------ის ქ. №-------ში (ნაკვეთი 6----)/ქ. თბილისი, ჭ------ის ქ. №------ (ნაკვეთი 6----), მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №0---------------, თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა დ----- ც-------ის (170 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) და ლ-----ა ნ----–---–ის (171 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) სახელზე.

 

როგორც აღინიშნა, კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს სააპელაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელეთა უფლების იმგვარი შეზღუდვა, ისეთი კანონიერი უფლების ან ინტერესების დარღვევის თაობაზე, რაც გადასწონიდა მესამე პირისათვის მისაყენებელ ზიანს, ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება ძალაში დატოვებას იმ მნიშვნელოვანი საფუძვლის გამო, რომ როგორც ლ-----ა ნ----–---–ს, ასევე დ----- ც-------ე აქვთ კანონიერი ნდობა სადავო აქტის მიმართ.

 

პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ იმ მსჯელობას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ლ-----ა ნ----–---–ის მხრიდან უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტიც, რადგან გარდა იმისა, რომ ლ-----ა ნ----–---–ის მიერ გამგეობაში წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც ითხოვდა მის მიერ შეძენილი უძრავი ქონებისთვის დამოუკიდებელი მისამართის მინიჭებას და ცალკე უფლების ობიექტად აღრიცხვას, მისი მხრიდან სხვა რაიმე უკანონო ქმედების ჩადენა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. შესაბამისად, ის გარემოება, რომ გამგეობამ სადავო აქტით, ჭ------ის ქ---------ში მდებარე 95.76 კვ. მეტრი ფართობის ლიტერ ,,გ“ შენობა-ნაგებობას და მიწის ნაკვეთს თანდართული ნახაზის მიხედვით მიანიჭა მისამართი ჭ------ის ქ--------ა და საჯარო რეესტრს სთხოვა, ლ-----ა ნ----–---–ის საკუთრებაში არსებული ქონება აღერიცხა ცალკე უფლების ობიექტად, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ლ-----ა ნ----–---–ის უკანონო ქმედებად, რაც საფუძველს გამოაცლიდა სადავო აქტის მიმართ მისი კანონიერი ნდობის არსებობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ არ არსებობდა ნ-----–-ა ჩ------–ის, ბ-----ს შ---------ოს, ი----- ს--------–--ის, ი-----–ი ჯ-----ას, ე-–--ე ს-----------ის, ა-–---------ე ჩ-----–--ის, ე---------ე მ-----ის, ი-----–ი ბ-----------ას და ჯ---–----ა მ--–-------ის მოთხოვნის - ქ. თბილისის მთაწმინდა - კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 28 ოქტომბრის №-------- ოქმი №- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8.3. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნას - ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 28 აპრილის №--- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ-----–-ა ჩ------–ის, ბ-----ს შ---------ოს, ი----- ს--------–--ის, ი-----–ი ჯ-----ას, ე-–--ე ს-----------ის, ა-–---------ე ჩ-----–--ის, ე---------ე მ-----ის, ი-----–ი ბ-----------ას, გ---- მ---------ისა და ჯ---–----ა მ--–-------ის ადმინისტრაციული საჩივარი პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ამავე კოდექსის 185-ე მუხლზე რომლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, მართებულად მიიღო გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 28 აპრილის №--- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

8.4. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი 200 (ორასი) ლარის ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის ნაწილში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის საკითხზე მსჯელობისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძვლები.

 

პალატა განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარს; „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 100 ლარს. განსახილველი დავა წარმოადგენს სწორედ აღნიშნულ შემთხვევას - არაქონებრივ დავას სადავო აქტების რაოდენობის მიუხედავად.

 

მოცემულ ვითარებაში საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 14 მაისს N123 საგადახდო დავალება N1 დგინდება, რომ წარმომადგენლის დ----- ჯ--–----ის მიერ სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 200 ლარი. (სს ბანკი „რ-------–----; ბანკის კოდი T-------, სახაზინო კოდი 3--------, გადამხდელი დ----- ჯ--–----ე, პ/ნ 0---------- (ტომი I, ს.ფ 39-40).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 (ორასი) ლარიდან 100 (ასი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 100 (ასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტების ი. ჯ-----ას, ე. მ-----ის და სხვათა სააპელაციო საჩივარზე ნონა კორსანტიას მიერ 2018 წლის 9 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ტომი V, ს.ფ 31-32) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ-----–-ა ჩ------–ის, ბ-----ს შ---------ოს, ი----- ს--------–--ის, ი-----–ი ჯ-----ას, ე-–--ე ს-----------ის, ა-–---------ე ჩ-----–--ის, ე---------ე მ-----ის, ი-----–ი ბ-----------ას და ჯ---–----ა მ--–-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 200 (ორასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩათვლის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 200 (ორასი) ლარიდან 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 100 (ასი) ლარი დაუბრუნდეთ მოსარჩელეებს.

 

3. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.

 

4. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -