განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
330100119002891138
ინსტანცია
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002891138

საქმე № 1ბ/1052-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ივლისი, 2019 წ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა

 

ს----------–------------–----- პროკურატურის პროკურორის ი-----–- მ---–----–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ვ-----–- კ----–-ას მიმართ, დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: მ--------–--------------------–-------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-------------------------------------------------------–-- დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენით ვ-----–- კ----–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-----–- კ----–-ამ ჩაიდინა საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

შ-----------–------ (-------------- გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2010 წლის 29 ნოემბერს. 2014 წლის 7 ივლისიდან საწარმოს დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორია - ვ-----–- კ----–-ა. საწარმო ფაქტობრივად საქმიანობდა თ---–-------–------------------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე. საწარმოს ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ა-----მანქანის აკუმულატორებით ვაჭრობა.

 

2015 წლის მაისის პერიოდში შ-- „ო-----–---სსა“ და თურქულ კომპანია „ქ------- ი-–---- ს---- ვ------------ს“ შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, ამ უკანასკნელმა 2015 წლის ივნისის თვეში, შ-- „ო-----–---სს“ მიაწოდა 47 058 აშშ დოლარის ღირებულების ა-----მანქანის აკუმულატორები, მხარეთა შეთანხმებით, საქონლის საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა 47 000 აშშ დოლარი, ხოლო გადახდის ვადად ერთი თვე.

 

შ-- „ო-----–---სმა“, ზემოთხსენებული საქონლის ღირებულების ნაწილი - 30 000 აშშ დოლარი 2015 წლის 28 მაისსა და 22 ივნისს ორ ეტაპად გადაურიცხა „ქ------- ი-–---- ს---- ვ----------ეს“, ხოლო დარჩენილი ნაწილი 17 000 აშშ დოლარი, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა არ გადაუხდია.

 

ვ-----–- კ----–-ამ 2016 წლის ივლისის პერიოდში შეიტყო, რომ „ქ------- ი-–---- ს---- ვ----------------------“ წარმომადგენლები, ზემოთხსენებული თანხის შ-- „ო-----–---სისათვის“ დაკისრების მოთხოვნის მიზნით, აპირებდენენ სასამართლოში სარჩელის შეტანას, რის შემდგომაც შ-- „ო-----–---სს“ დაეკისრებოდა, „ქ------- ი-–---- ს---- ვ------------თის“ სასარგებლოდ უკვე არსებული დავალიანების 17 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

შ-- „ო-----–---სის“ 100% წილის მფლობელმა და დიექტორმა ვ-----–- კ----–-ამ განიზრახა უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით, ქონების გადამალვა, რადგან არ მომხდარიყო დაკისრებული თანხდების იძულების წესით ამოღება.

 

2016 წლის 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება სარჩელის უზურნველყოფის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო შ-- „ო-----–---სის“ საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს. ამავე თარიღში გაიცა სააღსრულებო ფურცელი. განჩინებაში და სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, შ-- „ო-----–---სის“ მიერ საქმიანობის განუხორციელებლობის გამო, ვერ აღსრულდა განჩინება. 2016 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შ-- „ო-----–---სს“, „ქ------- ი-–--- ს---- ვ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 17 000 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის 1344 ლარის, თარჯიმნის და სანოტარო მომსახურების 125 ლარისა და იურიდული მომსახურების 1600 ლარის ანაზღაურება.

 

უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, შ-- „ო-----–---სის“ ხელმძღვანელმა და წამომადგენელმა - ვ-----–ი კ----–-ამ 2016 წლის 16 აგვისტოს, 100% წილობრივი მონაწილეობით, დააფუძნა შ-- „ა----- ც------------“ (ს/ნ 4--------) და გახდა ამავე საწარმოს დირექტორი. 2016 წლის 24 აგვისტოს, 20 სექტემბერს და 18 ოქტომბერს, ვ-----–ი კ----–-ამ შ-- „ო-----–---სის“ საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 3 565 ლარის ღირებულების საქონლის ნაშთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა შ-- „ა-----ც-------------ის“ ბალანსზე და გააგრძელა საქმიანობა აღნიშნული საწარმოს სახელით, რითაც „ქ------- ი-–---- ს---- ვ-------------ს“ მოუსპო კანონისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს----------–------------–----- პროკურატურის პროკურორმა ი-----–- მ---–----–--ამ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიც არის სამართლიანობის აღდგენა, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ვ-----–- კ----–-ას მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება, ქმდების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი და ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. კერძოდ, ვ-----–- კ----–-ას გააჩნდა მტკიცე და ურყევა ნება ჩაედინა დანაშაული, მის მიერ ჩადენილია სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული თავით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული, უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე ქონების გადამალვა, ასევე ,,ქ------- ი-–---- ს---- ვ-------------------ის“ დღემდე არ არის ანაზღაურებული ზიანი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებით მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ცალსახად უსამართლოა და არ იკვეთება სასჯელის ინდივიდუალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპების გამოყენება.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი, მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. მტკიცებულებებთან დაკავშირებით იგივე პოზიცია უკავია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარესაც. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ-----–- კ----–-ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების წარდგენის მომენტიდან ვ-----–- კ----–-ა თავს დანშავედ ცნობს, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობის: მოწმეების - ი---------–------------–---–-–---–-----–--------------------------------------------------------------------------- გამოკითხვის ოქმების, დათვალიერების ოქმების, ოქმების დოკუმენტის დათვალიერებისა და საქმეზე დართვის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების, სააღსრულებო წარმოების მასალების და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებების შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ-----–- კ----–-ამ ჩაიდინა საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051 მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, მას პალატა არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფებას აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ვ-----–- კ----–-ას პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ მან, როგორც საქმის გამოძიების მსვლელობისას, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სააპელაციო პალატას აღნიშნავს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მის მიერ ჩადენილია არაძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ჰყავს ოჯახი და არის დასაქმებული, ამასთან მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ამ გარემოებების გათვალისწინებით სწორად შეარჩია სასჯელის სახე და ზომა.

ამავდროულად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში, სასჯელის დამძიმების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებულ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს არ აუნაზღაურა ზიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). ამდენად, აღნიშნული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგ. იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). ამასთან საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნას მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

აღნიშნულის, ასევე იმის გათავლისწინებით, რომ აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ-----–- კ----–-ას განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის განაჩენი ვ-----–- კ----–-ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს----------–------------–----- პროკურატურის პროკურორის ი-----–- მ---–----–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის განაჩენი ვ-----–- კ----–-ას მიმართ დარჩეს უცვლელი.

ვ-----–- კ----–-ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვ-----–- კ----–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი