განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100117002133174
საქმე №1b/826 -18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლემ: კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორების: ლ-–----------–-------------------------
ადვოკატების: მ--–--------–----------------–--–------------–-–---–---–----------------–-------------------–----
მსჯავრდებულების: ვ--–------------–---–--------–-------------
მონაწილეობით,ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ---------------–---–--- ასევე მსჯავრდებულების ვ--–------------–---–--------–------------- ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–-------------------------–---–-- მიმართ, (პ/ნ 0----------- - დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: თ---–--------------–--------–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
ლ-------------–-------------- მიმართ (პ/ნ 0----------) - დაბადებული 1----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: თ---–--------–----------------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------–---–---------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის
განაჩენით, ვ--–------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 30 000(ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 30 აგვისტოდან 2018 წლის 22 მარტის ჩათვლით პატიმრობაში გატარებული ვადის გათვალისწინებით, ვ--–------------–---–- დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 25.000(ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ლ------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის „ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 20 000(ოცი ათასი)ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 30 აგვისტოდან პატიმრობაში გატარებული ვადის გათვალისწინებით, ლ------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 10 000(ათი ათასი)ლარის ოდენობით.
ვ--–------------–---–- და ლ------------ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს თაღლითობის მცდელობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ--–-------------–---–-- ქ.თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან - ლ------------სთან შეთანხმებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2016 წლის ივლისის თვეში მოქალაქე ი-----–---–- შესთავაზა, რომ ისინი შეძლებდნენ ქ-------–--–------------------ ტერიტორიაზე მდებარე ოთხ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებას, რისთვისაც ი----–---–- მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში 38.000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.
2016 წლის 11 აგვისტოდან 2017 წლის 30 აგვისტოს პერიოდში ქ------–--–---------------------------–--------–---–-- ეტაპობრივად გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 15.000 აშშ დოლარი, რასაც ლ------------ და ვ--–------------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ და ცდილობდნენ შეთანხმებული თანხის დარჩენილი ნაწილის მოტყუებით მიღებასაც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ---------------–---–--- ასევე მსჯავრდებულების ვ--–------------–---–--------–------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირფველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმება და მათთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ორივე მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში დეტალურად არის გადმოცემული ყველა გამოკვლეული მტკიცებულება და ამდენად, პალატა ხელმეორედ აღარ შეაფასებს ყველა მათგანს და ყურადღებას გაამახვილებს იმ მტკიცებულებებზე და აპელანტების იმ პოზიციებზე, რომელიც სააპელაციო საჩივარშია მოყვანილი.
უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ დაცვის მხარე სადაოდ არ ხდის მსჯავრდებულ ვ--–------------–---–-- მიერ დაზარალებულ ი----–---–-------- თანხის აღების ფაქტს, თუმცა მას აძლევს თავისებურ შეფასებას, კერძოდ, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, აპელანტის- მსჯავრდებულ ვ--–------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატების - დაცვითი ტაქტიკა აგებულია ერთი ძირითადი მიმართულებით, რომ ვ--–------------–---–-- დაზარალებულისაგან თანხა აიღო, როგორც მისი მიერ შესრულებული სამუშაოს გასამრჯელო, კერძოდ, მსჯავრდებულის მტკიცებით, განაშენიანების რეგულირების გეგმა ე.წ „----- მთლიანად შეასრულა მან, დამტკიცდა მისი სახელით და სწორედ ამ სამუშაის შესრულებისთვის, დაზარალებულისაგან გასამრჯელოს სახით მიიღო თანხა. გარადა აღნიშნულისა, აპელანტის მტკიცებით, დაზარალებულის ჩვენება სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, ვინაიდან მასში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, არასანდოა და წინააღმდეგობაში მოდის სხვა მოწმეების ჩვენებებთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ი----–---–-- განმარტა, რომ არის შპს „------------------ მოწილის - მ--------------–---- დედა და ამ წილის ფაქტობრივი მფლობელი. 2015 წელს შპს „------------------ და „კოოპერატივებით დაზარალებულთა ასოციაციას“ შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საზოგადოებას ქ--------–--–-------------------–- მდებარე 38 500 მ2 მიწის ნაკვეთზე უნდა განეხორციელებინა დეველოპერული პროექტი - აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსები. მის მიერ მოძიებული იქნა ინვესტორი, არქიტექტორი და სამშენებლო კომპანია. არქიტექტორების - თ----------------–-------------–------------- მიერ შემუშავებული იქნა განაშენიანების რეგულირების გეგმა (------ რომელსაც ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში შეტანის შემდეგ აღმოაჩნდა ხარვეზები. „კოოპერატივებით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტმა, ნ----–------–---–-- შესთავაზა, რომ „------ს დამტკიცებაში დასახმარებლად საქმეში ჩაერთოთ შპს „ა კლასი ჯგუფის“ არქიტექტორი ვ--–------------–---–-, რომელსაც იცნობდა სხვა პროექტიდან, სადაც იგი საკუთარ ვალდებულებას კეთილსინდისიერად და დიდი პროფესიონალიზმით ასრულებდა. პირველი შეხვედრა ვ--–------------–---–---- გაიმართა გ-------------–---------- საკუთრებაში არსებულ ოფისში და მასში ასევე მონაწილეობდნენ ნ-----–------–---–------------------------------------------–---–---------------------–-----------------–--------- და ამხანაგობის რამდენიმე წევრი. ნ----–------–---–-- შეკრებილ პირებს გააცნო ვ--–------------–---–-, როგორც ქალაქის მერიაში კარგი კავშირების მქონე პიროვნება. თ----------------–---- შეკითხვაზე ვ--–-------------–---–-- თქვა, რომ მერიის არქიტექტორული სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორება საქმეს არ უშველიდა, თუ მერიაში კონტაქტები არ ჰქონდათ და 40 000 აშშ დოლარი ითხოვა მათთვის სასურველი შედეგის მიღწევაში რომ დახმარებოდა. ამაზე თ----------------–--- გაბრაზდა, ყველაფერი კანონიერად კეთდება და ეს თანხა რაში უნდა გადავიხადოო, რაზეც ვ--–------------–---–-- უპასუხა - მერიაში მიმაქვს, მაგრამ ვისთან - საიდუმლოაო. მათ შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ბილწსიტყვაობას და ფიზიკურ გაწევ-გამოწევასაც ჰქონდა ადგილი. მან გაიგონა, როგორ დაიქადნა ვ--–------------–---–-, რომ მის გარეშე ვერაფერს მიაღწევდნენ. ამ ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ ნ----–------–---–-- სთხოვა საერთო ენა გამოენახა ვ--–------------–---–----, რადგან ის, მისი განმარტებით, ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტი და საქმის საუკეთესოდ მომგვარებელი იყო. ნ----–------–---–---- ერთად შეხვდა ვ--–-----------–---–----–----------- გამზირზე მდებარე კაფე „------–--- სადაც ეს უკანასკნელი დაპირდა საკუთარი კავშირების გამოყენებით დახმარებას. დაზარალებულის განმარტებით, ორი შეხვედრის მანძილზე ვ--–------------–---–-- ქცევა საეჭვოდ ეჩვენა, იფიქრა, რომ იგი „მოგზავნილი“ იყო და უკანონობაში ჩათრევით მისთვის ზიანის მიყენება სურდა. აღნიშნულის გამო, მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და დანაშაულში ვ--–------------–---–-- მხილების მიზნით, თანხმობა განაცხადა მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. მას შემდეგ, არაერთხელ შეხვდა ვ--–------------–---–- და გადასცა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი. ვ--–------------–---–-- უთხრა, რომ მასთან ხელშეუხებელმა მაღალჩინოსანმა გამოგზავნა შეტყობინებით, რომ თუ შეთანხმებულ თანხას არ გადაიხდიდა, „----- დაიბლოკებოდა და არ დამტკიცდებოდა. მანვე ითხოვა, რომ 38 000 აშშ დოლარი გადახდილიყო სამ ეტაპად, ორჯერ 5 000-5 000 და ბოლოს - 28 000 აშშ დოლარის ოდენობით. შეხვედრებისას ვ--–-------------–---–- ეუბნებოდა, რომ თანხა სრულად მიჰქონდა იმ გავლენიან პირთან, თავად საქმეში არანაირი მატერიალური დაინტერესება არ გააჩნდა. მისივე დაპირებით „----- დამტკიცდებოდა სამ თვეში, მაგრამ, რეალურად, დაშვებული უამრავი ხარვეზის და საქმეზე მის მიერ მოგონილი სხვადასხვა მიზეზით (ხან მაღალჩინოსნის, ხან კი თავად ვ--–------------–---–-- საზღვარგარეთ ყოფნა, გულის ოპერაცია, საბჭოს შემადგენლობის შეცვლა და ა. შ) თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჭიანურდა ეს პროცესი. ამხანაგობის წევრებს ეჭვიც კი შეეპარათ იმაში, რომ საქმის გაჭიანურება განპირობებული იყო მის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობით - ვ--–------------–---–--თვის თანხის გადაუცემლობით. აღნიშნულის გამო, იმავე ოფისში, იმავე შემადგენლობით, შედგა შეხვედრა, სადაც ვ--–------------–---–-- ქ---------------–---–-- შეკითხვაზე დააფიქსირა, რომ ი----–---–-- მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა. ამავე შეხვედრაზე ვ--–------------–---–-- განაცხადა, რომ საკუთარი გასამრჯელოს სახით 130 მ2 ფართს ითხოვდა, რასაც დასთანხმდა. დაზარალებულის განმარტებით, მან ორჯერ გადასცა ვ--–------------–---–- 5000-5000 აშშ დოლარი, ხოლო „----- პროექტის დამტკიცებისა და ოფიციალურად ვებგვერდზე ატვირთვის შემდეგ, ბოლოჯერ შეხვდა მას დარჩენილი თანხის გადასაცემად, თუმცა, მხოლოდ ოპერატიული თანხა - 5. 000 აშშ დოლარი მიუტანა, დარჩენილი თანხის მოგვიანებით გადახდის შეპირებით, რაც, ცხადია, ვ--–------------–---–- არ მოეწონა, მაგრამ თანხა გამოართვა, რა დროსაც მოხდა კიდეც მისი დაკავება. ი----–---–-- ჩვენების მიცემისას რამდენჯერმა განმარტა, რომ გენერალური რეგულირების გეგმა შეადგინა თ----------------–---მ, ხოლო ვ--–------------–---–-- მათგან 40000 აშშ დოლარის გადაცემა მოითხოვა ქ.თბილისის მერიაში მაღალჩინოსანზე გადასაცემად „გ---’’-ს დამტკიცებისთვის დახმარების გაწევის მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობას ღებულობდნენ იმ მოლაპარაკებებში, სადაც დაფიქსირდა, თუ რისთვის და რა რაოდენობის თანხას მოითხოვდა ვ--–------------–---–-. სწორედ ამ მოწმეებთან მიმართებაში მიუთითებს დაცვის მხარე, რომ დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მათ ჩვენებებთან.
პალატა აღნიშნავს, ასეთი წინააღმდეგობების რსებობის შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენებისაგან განსხვავებით მოწმე უნდა ადასტურებდეს თავად აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა მის მიერ „------ პროექტის შესრულების სანაცვლოდ, გასამრჯელოს სახით მოითხოვა თანხა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ----------------- ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის ზაფხულში შპს „------------------ და „კოოპერატივებით დაზარალებულთა ასოციაციას“ შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „-------- ვალდებულებას წარმოადგენდა სამშენებლო საძიებო დოკუმენტაციის და პროექტის მომზადება, ინვესტორის მოძიება, მშენებლობის განხორციელების მიზნით, რათა დაახლოებით 14 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გადასცემოდა ასოციაციას. ქ------–--–---------------------ში ჰქონდა ოფისი, რომელიც უსასყიდლოდ დაუთმო ამხანაგობას. 2016 წლის ზაფხულში ოფისში შედგა შეხვედრა, სადაც ნ----–------–---–-- ვ--–------------–---–- გაუწია რეკომენდაცია, როგორც კარგ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც შეეძლო მასშტაბურ „------ზე მუშაობა და მათ დაეხმარებოდათ „------ს დამტკიცებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ თ----------------–---, ოჯახის ახლობელი და მინდობილი პირი - ზ----------–----------------–------–---–--------–---–---------------------–---–-- თავად და კიდევ რამდნიმე პიროვნება. ვ--–------------–---–-- თქვა, რომ „------ს გააკეთებდა, რაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო იყო. როცა თ------------–---- ჰკითხა გასამრჯელოს სახით რას ითხოვდა, ვ--–------------–---–-- უპასუხა, რომ 40 000 დოლარი უნდა გადაეცათ მისთვის, რაც არ იქნებოდა მისი გასამრჯელო, რადგან „ზევით“ უნდა მიეტანა და მის წილზე მოგვიანებით ისაუბრებდნენ. თ----------------–--- დაინტერესდა, ვისთან აპირებდა თანხის მიტანას, თუმცა ვ--–------------–---–-- უარი უთხრა იმ პირის ვინაობის გამხელაზე. აღნიშნულის თაობაზე მათ შორის კონფლიქტი მოხდა. ზ----------–---------- აივანზე გაიყვანა თ----------------–---, ხოლო ნ----–------–---–-- ვ--–------------–---–-. მან პირადად სთხოვა ვ--–------------–---–- მორიგებაზე წამოსულიყო, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო. მოწმის განმარტებით, ვ--–------------–---–- იგინებოდა და იმუქრებოდა - „ვნახოთ, როგორ გავა საკითხი ხუთშაბათის სხდომაზეო“, რაზეც თავის მხრივ ნ----–------–---–- უსაყვედურა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 09:02:18; 13:18:04). მოწმემ დაადასტურა, რომ იმავე ოფისში გამართულ მეორე შეხვედრას არ დასწრებია, მაგრამ გადმოცემით იცის, რომ ვ--–------------–---–- გასამრჯელოს სახით 130 მ2 ფართი მოუთხოვია.
მოწმე ნ----------------- მოსამართლის შეკითხვაზე განმარტა, ვ--–------------–---–-ა და თ----------------–---ს შორის დაპირისპირება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ვ--–------------–---–-- უარი განაცხადა იმ პირის დასახელებაზე, რომელთანაც თანხა უნდა მიეტანა.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეებმა: თ----------------–---მ და ზ----------–----------.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე თ----------------–---მ დაადასტურა მის მიერ შეტანილი ქ.თბილისის მერიაში განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის ელექტრონულად შეტანის ფაქტი, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ „------ში იყო მცირედი ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. პროექტის დახარვეზების შემდეგ დაუკავშირდა ი----–---–-, რომელმაც უთხრა, რომ კოოპერატივებით დაზარალებულთა ასოციაციის წევრებს სურდათ მასთან და სხვა დამფუძნებლებთან შეხვედრა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, - საპროექტო დავ--–-ბის დახარვეზების მიზეზებზე სასაუბროდ. შეხვედრა შედგა კოსტავას ქუჩაზე არსებულ ოფისში, სადაც გაიცნო ვ--–------------–---–-, რომელმაც პროექტის დამტკიცებაში დახმარებისთვის 40 000 აშშ დოლარი მოითხოვა. როცა ვ--–-------------–---–- უთხრა, რომ დახმარების გარეშე შეძლებდა პროექტის გაკეთებას, ამ უკანასკნელმა უპასუხა არ დაგიმტკიცებენო, რაზედაც მოუვიდათ კამათი. პროექტი თავად შეადგინა, ვ--–------------–---–- არანაირი მონაწილეობა მასში არ მიუღია. მოწმემ განმარტა, რომ ვ--–------------–---–-- თანხა მოითხოვა „------ს დამტკიცებისთვის და ეს თანხა უნდა მიეტანა მერიაში ვიღაც მაღალჩინოსნისთვის, რომლის ვინაობა არ გაამხილა. ამ შეხვედრის შემდეგ მას ვ--–------------–---–- აღარ უნახავს. მისივე თქმით, თუკი ვ--–------------–---–- დაურეკავდა და შესთავაზებდა „------ს პროექტის მომზადებას, შეიძლება მოლაპარაკებულიყვნენ კიდეც და გადაერიცხა მისთვის შესრულებული სამუშაოსათვის განკუთვნილი თანხა და არა ისე, რომ მისი მოთხოვნით აეღო და ისე მიეცა მისთვის 40000 აშშ დოლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ზ----------–---------- რამდენჯერმე განაცხადა, რომ ვ--–------------–---–-- თანხა მოითხოვა „------ს დამტკიცებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დამტკიცდებოდა. მოსამართლის შეკითხვაზე კი განაცხადა: „ჩვენ გვინდოდა „------ს დამტკიცება და ამაში უნდა დაგვხმარებოდა ვ--–-რი და აქედან გამომდინარე ეს თანხა თქვა ამ ადამიანმა“ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 07.03,18; 16:57:28; 17:09:42-17:11:54).
ამასთან, დაცვის მხარე შეეცადა ხაზი გაესვა თ----------------–---- არაპროფესიონალიზმისათვის და სააპელაციო სასამართლოში განაცხადეს, რომ ის პროფესიით გვირაბების მშენებელია და შესაბამისად, „------ს პროექტს ვერ შეასრულებდა. პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში თავად მსჯავრდებულის შეკითხვაზე მოწმემ განაცხადა, რომ ის არის ინჟინერ-მექანიკოსი და გავლილი აქვს მშენებლის კვალიფიკაცია, რაც შეეხება „------ს პროექტს, მასზე მუშაობდნენ მისი საპროექტო ფირმის ორი არქიტექტორტი.
2016 წლის ივლისის თვეში, ქ-------–--–---------------------ში მდებარე ოფისში შეხვედრის ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა ნ----–------–---–-- და ქ---------------–---–-- იმ განსხვავებით, რომ ისინი თითქოს არ შესწრებიან თ------------–----- და ვ--–------------–---–-- საუბარს და არ იციან, რატომ წარმოიშვა კონფლიქტი მათ შორის. მათივე თქმით, ვ--–------------–---–--აგან გაიგეს, რომ მას ანაზღაურების ნაწილი შესთავაზეს თანხის სახით, ხოლო ნაწილი ფართების სახით, რაზედაც არ დათანხმდა.
პალატას ლოგიკურად უჩნდება კითხვა, თუ მართლაც შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ეხებოდა მოთხოვნილი თანხა, მატერიალური თვალსაზრისით რატომ უნდა ეთქვა ვ--–------------–---–- უარი შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურება მიეღო ნაწილი თანხის, ხოლო ნაწილი ფართების სახით, ან რა პირადი დაინტერესება ჰქონოდა, თუნდაც ნ---------------- დაედასტურებინა შეხვედრაზე ნ----–------–---–-- მონაწილეობის ფაქტი. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნ----–------–---–-- ჩვენების თანახმად, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მისთვის უცნობია, თუ რაზე შეთანხმდნენ ვ--–------------–---–- და ი----–---–-, რა ფინანსური მოლაპარაკება იყო მათ შორის. მისივე განმარტებით, იმავე ოფისში მეორედ მოხდა შეხვედრა იმ მიზეზით, რომ ვინაიდან ჭიანურდებოდა „------ს დამტკიცება, ქ---------------–---–- გაუჩნდა ეჭვი, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის ვალდებულებას ი----–---–- ვ--–------------–---–-- მიმართ. შეხვედრისას კი გაირკვა, რომ ვ--–------------–---–- ი----–---–-- მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა და ამავე შეხვედრაზე ვ--–------------–---–-- დამატებით მოითხოვა 130 კვ.მ. ფართი. რა ვალდებულებებზე იყო საუბარი, მისთვის უცნობია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 09-02-18; 12:23:34;). იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ქ---------------–---–--–-
ამასთან, მოწმე ნ----–------–---–-- დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ კონკრეტულად რა შეთანხმება იყო ვ--–------------–---–-ა და ი----–---–- შორის, მისთვის უცნობია, ასევე მან არ იცოდა „------ს პროექტის ღირებულება რას შეადგენდა, მისთვის ცნობილია, რომ მოთხოვნილი იყო 40000 აშშ დოლარი“ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 09-02-18; 12:29:52-12:31:06).
აღნიშნული მოწმეების ჩვენებების ანალიზით დასტურდება, რომ ვ--–------------–---–-- თანხა მოითხოვა არა შესრულებული სამუშაოს -„------ს მომზადების - ანაზღაურების მიზნით, არამედ იმ მიზნით, რომ აღნიშნული თანხა უნდა გადაეცა მერიის მაღალჩინოსნისათვის, რომელიც უზრუნველყოფდა „------ს დამტკიცებას. ხოლო ნ----–------–---–--ა და ქ---------------–---–-- ჩვენებების მიხედვით, მათთვის უცნობია, თუ რა ფინანსური გარიგება შედგა მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის, ან რა ფინანსური ვალდებულებები გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ.
ამდენად, აპელანტის მტკიცება, რომ დაზარალებულის ჩვენება რაიმე ფორმით წინააღმდეგობაში მოდის მოწმეების ჩვენებებთან და თავის მხრივ ამ მოწმეების ჩვენებები გარკვეულწილად ადასტურებენ დაცვის მხარის პოზიციის რეალურობას, ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
- აპელანტი ეჭვ ქვეშ აყენებს დაზარალებულ ი----–---–-- ჩვენების სანდოობას და ამის დასადასტურებლად მოჰყავს ის ფაქტი, რომ დაზარალებულის განმარტებით მან განიცადა 12.000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ი----–---–--, დაცვის მხარის შეკითხვაზე ნამდვილად განაცხადა, რომ მან განიცადა, როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანი 12.000 აშშ დოლარის ოდენობით. მორალური - ვინაიდან ვ--–------------–---–- ამყოფებდა ტყუილში, რაც მასზე ფსიქოლოგიურად მოქმედებდა, ხოლო მატერიალური თვალსაზრისით, ვინაიდან „------ს დამტკიცება გაჭიანურადა ერთი წლის განმავლობაში. დაცვის მხარე დაკმაყოფილდა დაზარალებულის მხოლოდ ამ განმარტებით და არ დაინტერესებულა რას წარმოადგენდა დაზარალებულის მიერ დასახელებული 12.000 აშშ დოლარი და რატომ თვლიდა დაზარალებული სწორედ ამ თანხის ფარგლებში თავს დაზარალებულად. ცხადია, აღნიშნული თანხა პირდაპირ კავშირში არ არის ვ--–------------–---–-- ბარლდებაში მითითებულ თანხასთან და არც რაოდენობრივად შეესაბამება დაზარალებულის მიერ მსჯავერდებულისთვის გადაცემული თანხის ოდენობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს დაუმთავრებელ დანაშაულს.
ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს მარტივი მოცემულობა, დაცვის მხარე რა შინაარსით და მოცულობით შეეცადა მიეღო პასუხი დაზარალებულისაგან მისთვის საინტერესო საკითხზე, ამ უკანასკნელისგან იმავე შინაარსით და მოცულობით მიიღო პასუხი. შესაბამისად, ამ საფუძვლით დაზარალებულის ჩვენების, როგორც მტკიცებულების არასანდოდ მიჩნევა, პალატის აზრით გაუმართლებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულ ვ--–------------–---–-- და მისი ადვოკატების მიერ მოწმეების მიმართ დასმული შკითხვების უმეტესი ნაწილი ემსახურებოდა იმ ფაქტის დადასტურებას, რომ „----- შესრულებული იყო თუ არა თავად ვ--–------------–---–-- მიერ, საბოლოოდ, დამტკიცდა თუ არა „------ს პროექტი, ამხანაგობას ჰქონდა თუ არა რაიმე პრეტენზია ვ--–------------–---–----, ვისი ინიციატივით წარიმართა მოლაპარაკებები ერთი მხრივ მსჯავრდებულსა და მეორეს მხრივ ამხანაგობასა და შპს „----------------“ შორის.
პალატა განმარტავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს, რომ უშუალოდ ვ--–------------–---–-- მიერ იქნა შესრულებული გენერალური რეგულირების გეგმა, ამასთან, მხედველობაში მიიღებს, რომ დღეის მდგომარეობით „----- დამტკიცებულია და ამხანაგობას პრეტენზია არ გააჩნია ვ--–------------–---–----, ამ ფაქტებს არავითარი სამართლებრივი შემხებლობა არ გააჩნია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, ვინაიდან ვ--–------------–---–- ბრალდება წარდგენილი აქვს არა იმისთვის, რომ მან რეალურად შეასრულა თუ არა გ-----ს დავ--–-ბა, ან თუნდაც პროექტი, ან დამტკიცდა თუ არა „----- და ვისი სახელით დამტკიცდა, ან მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია გააჩნიათ თუ არა ამხანაგობის წევრებს, არამედ იმისთვის, რომ მან თანხა მოითხოვა მერიის მაღალჩინოსნისათვის გადასაცემად, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფდა „------ს დამტკიცებას და სწორედ ამ მიზნით შევიდა კონტაქტში დაზარალებულთან, რომლისგანაც თანხა მიიღო.
აღნიშნული უტყუარად დგინდება, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის შეხვედრების ამსახველი ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერებით, რომლებიც ერთი მხრივ სრულ შესაბამისობაშია ი----–---–-- მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან და მეორე მხრივ, სრულად აბათილებს დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის შემოთავაზებულ ვერსიას. ამის დასადასტურებლად პალატა განაჩენში მოიყვანს ზოგიერთ მათგანს.
2016 წლის 1 აგვისტოს ჩანაწერი 16:24:03 საათიდან 17:18:15 საათმდე - ი-- „38000 დოლარზე მე მომაკითხავენ დასაბრუნებლად, მე პასუხისმგებელი, ჩემს რისკ ფაქტორებს... მე არ ვკითხულობ, არ მაინტერესებს ვინაა შენს უკან. მაგრამ შენ რამდენის ატვეჩაი შეგიძლია გახდე...ალალად მითხარი რამდენს იღებ ფულად?“
ვ--–----- მე აქედან ვიღებ 0“
ი-- „სულ იქ მიგაქ“
ვ--–----- „მთლიანად........ ამ ობიექტზე ამ ეტაპზე არანაირი ინტერესი არ გამაჩნია, იმიტომ, რომ მე სხვა თემაზე მაქვს ინტერესი და იქიდან უფრო“. – „ არაფერი პრობლემა რაც არ უნდა მოხდეს, დაახლოებით 99 პროცენტი, მე იმიტომ მოვითხოვე თავიდანვე, რომ ისინი მეუბნებიან, რაც გინდა შემოიტანე და დავამტკიცებთო, მაგრამ, მაგრამ....“
ი-- „ეს რა ღორობაა, აქედან მინიმუმ რვა ათასი მაინც უნდა მოგცენ, ოცდაათი არ ყოფნით?
ვ--–----- „ისინი რეებს გადაწყვიტავენ, მე არ ვიცი? ჯერ არ მიკითხია......... პირველი ეტაპი არის ხუთი ათასი, დაუვიწყარება, ოღონდ ერთი თემა მე არ მინდა, რომ შეკრულები დამხვდეს, სანამ გ------ დავ--–-ბის ასაღებად გავლენ...“
ი-- თანხა როდის უნდა იყოს ეს ხუთი ათასი“.
ვ--–----- წინაწარ არავინ არაფერს არ ითხოვს, თავის საქმეს ასრულებენ და მერე ითხოვს“.
ი-- „გასაგებია, ანუ ხუთი ათასი უნდა ორშაბათს“.
ვ--–----- „ ორშაბათს არა, ანუ იქეთა კვირაში“.
ი-- „ მეორე ნაწილი როდის უნდა იყოს და რა რაოდენობით“.
ვ--–----- „ მეორე ნაწილი, გავა თუ არა საბჭოზე“.
ი-- „ჰო რამდენი უნდა იყოს“.
ვ--–----- „ ისევ ხუთი....... და დამტკიცებულ გეერგეზე დანარჩენი“.
ი-- „ანუ პროექტის დამტკიცებაზე კი არა გეერგე რო დამტკიცდება ბოლომდე, შეივსოსო ეს ოცდათვრამეტი“.
ვ--–----- „ჰო“.
პალატა აღნიშნავს, რომ თუნდაც ამ ერთი ჩანაწერიდან, რომ არაფერი ვთქვათ, სხვა ფარულ ჩანაწერებზე, აშკარად ჩანს, რომ დაცვის მხარის ვერსია თითქოს ვ--–------------–---–-- თანხა აიღო მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესრულებისათვის, ყოველგვარ დამაჯერებლობას და რეალობას მოკლებულია. არანაირ საღ მსჯელობაში არ ჯდება ის, რომ პიროვნებამ თანხა აიღო გასამრჯელოს სახით შესრულებული სამუშაოსათვის და ამ თანხიდან რჩება „0“, როგორც თავად აღნიშნავს. მსჯავრდებული არც ამ აღნიშნულ და არც სხვა ჩანაწრეში არსად არ უთითებს, რომ თანხა წარმოადგენს მის მიერ შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოს.
გარდა აღნიშნულისა, 2016 წლის 11აგვისტოსა და 13 ოქტომბრის ჩანაწერებით დასტურდება ვ--–------------–---–-- მიერ ი----–---–--აგან ორ ეტაპად შეთანხმებული 5000-5000 აშშ დოლარის აღების ფაქტი.
ამდენად, პალატა აღნიშნული მტკიცებულებებეის შეფასების საფუძველზე, ცალსახად მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პოზიაცია არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, არსებით წინააღმდეგობაში მოდის მათთან და ვერ იქნება გაზიარებული.
2. აპელანტის - მსაჯავრდებულ ლ------------- ინტერესების დამცველი ადვოკატების - მტკიცებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, მასში წარმოდგენილი დასკვნები არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ვერ იქნა დადასტურებული ვ--–------------–---–--ა და ლ------------- მიერ ერთიანი განზრახვით დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ლ------------ ვ--–------------–---–- უწევდა მხოლოდ კონსულტაციას და ამაში იღებდა შესაბამის ანაზღაურებას.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ლ------------- ბრალეულობაზე მსჯელობისას უპირველესად, ყურადღება უნდა გამახვილდეს ბრალდების ფორმულირებაზე, კერძოდ იმაზე, რომ მას მსჯავრი დაედი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობაში.
სასამართლო პრაქტიკაში იშვიათია შემთხვევა, როდესაც ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილენი აღიარებდნენ დანაშაულს და დეტალურად აღწერენ, თუ კონკრეტულად რომელმა მათგანმა რა ქმედება განახორციელა. ასეთ შემთხვევაში კრიტიკულად უნდა შეფასდეს პირის მოქმედება და ის ფაქტობრივი გარემოება, რომელშიც ის მონაწილეობს.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, მსჯავრდებულმა ლ------------მ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ 38 000 აშშ დოლართან დაკავშირებით მან პირველად სასამართლოში გაიგო. ის მხოლოდ კონსულტაციას უწევდა ვ--–------------–---–- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, მისივე თქმით, ის 2016 წლის მარტიდან უკვე აღარ მუშაობდა ქ.თბილისის მერიაში. თუმცა შეკითხვაზე , თუ მერიაში აღარ მუშაობდა, ასეთ შემთხვევაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით როგორ უწევდა კონსულტაციას ვ--–------------–---–-, მან უკვე განაცხადა, რომ ვ--–------------–---–- მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ინფორაციას აწვდიდა.
მსჯავრდებულის ეს პოზიცია არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან, რომლებიც ასახავს ვ--–------------–---–--ა და ლ------------- საუბრებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რომელთა სინამდვილეც დაცვის მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
2016 წლის 8 აგვისტოს ი----–---–-ა და ლ------------- შეხვედრის შემდეგ, იმავე დდღეს 18:29:00–18:29:40სთ. ვ--–------------–---–-ა და ლ------------ს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის თანახმად, ვ--–------------–---–-- ლ------------ს აცნობა, რომ თანხა ჩაირიცხებოდა ხუთშაბათს (11 აგვისტოს).
2016 წლის 10 აგვისტოს, 18:26:17 – 18:27:05 სთ. ვ--–-------------–---–-ა და ლ------------ს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის თანახმად, ვ--–------------–---–-- ლ------------ს სთხოვა - „გაუშვი ის თემა...“ „ხვალ დაგირეკავ და რომელ იმაზე ჩავრიცხო, ის მითხარი. ორ საათზე უნდა მოიტანონ ხვალ, ეგრე მითხრეს ეხლა“, რაზეც ლ------------ დაპირდა, რომ ეტყვის და გაუშვებენ“.
იმავე დღეს, 19:28:59 სთ.-ზე ვ--–------------–---–--ათვის ლ------------- მიერ გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინებით დგინდება, რომ ამ უკანასკნელმა ვ--–------------–---–- გაუგზავნა პირადი მონაცემები და „---------- ბანკში გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.
მას შემდეგ, რაც ვ--–------------–---–-- 2016 წლის 11 აგვისტოს ი----–---–--აგან მიიღო პირველი 5000 აშშ დოლარი, იმავე დღეს, 14:32:01 – 14:32:50 სთ.-ზე ვ--–------------–---–-ა და ლ------------ს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერით ირკვევა, რომ ვ--–------------–---–-- ლ------------ს აცნობა საბანკო ანგარიშზე სამჯერადად 600 აშშ დოლარის დარიცხვის შესახებ და დაპირდა დარჩენილი 200 აშშ დოლარის ჩარიცხვასაც.
„-------------- ბანკიდან გამოთხოვილი, ლ--------------- ანგარიშის ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 11 აგვისტოს ლ------------ს მართლაც დაერიცხა სამჯერ 600 აშშ დოლარი და 200 აშშ დოლარი, ჯამში - 2 000 აშშ დოლარი.
2016 წლის 24 აგვისტოს, 14:44:52 – 14:49:58 სთ. ინტერვალში ვ--–------------–---–-ა და ლ------------ს შორის წარმოებული მიმოწერის ამსახველი მოკლეტექსტური შეტყობინებების თანახმად, ლ------------ დაინტერესდა, თუ როდის ჩარიცხავდნენ თანხის მეორე ნაწილს - „მეორე ნაწილს როდის იძლევიან“, რაზედაც ვ--–------------–---–- პასუხობსა: „------ზე რომ შეიტანენ და მინდა რო დავ--–-ბა მალე გამოვიდეს რო ავატვირთინო.“ ლ------------ ვ--–------------–---–- პირდება, რომ საკრებულოში გაარკვევს გადაგზავნილი აქვთ თუ არა პროექტი არქიტექტურის სამსახურში.
2016 წლის 7 სექტემბერს, 13:45:56 სთ.-ზე ვ--–--------------–---–-- და ლ------------ს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრის თანახმად ვ--–------------–---–- ლ-------------- ეუბნება: „იმ თემაზე ხომ არაფერი არ არის ახალი. საკრებულოდან წესით გუშინ წინ უნდა წამოსულიყო“, „აბა მოიკითხე, რომ მეორე ეტაპიც მოვაყომაროთ ბარემ და მერე მესამე ეტაპი დავიწყოთ...”, რაზეც ლ------------ დაპირდა არქიტექტურის სამსახურში საკითხის გარკვევას.
2016 წლის 7 სექტემბერს, 13:56:14-13:58:21 სთ.-ზე განხორციელებული სატელეფონო საუბრის თანახმად, ლ--------------- დაუკავშირდა ნ--------------- - „ამას წინათ რომ გკითხე, თუ გახსოვს, აი დიღომში რომ არის გ----ს დავ--–-ბა, დიდი ტერიტორიები...“, რაზეც ნ--------------- მიუგო - „ახლა ჩამოვიდა, დღეს მოვიდა საკრებულოდან და ახლა ჩამოწერენ“, მანვე დაუდასტურა, რომ პასუხი იყო დადებითი.
2016 წლის 15 სექტემბერს 13:33:16-13:35:12 სთ.-ზე ვ--–------------–---–-ა და ლ------------ს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრის თანახმად, ვ--–-------------–---–- ლ------------ს ეუბნება: „ვეჭიდავები, რომ შეიტანონ და ამ დეგენერატებს ვერტიკალები არ აქვთ გაკეთებული. მაგრამ არასრულყოფილია პროექტი კიდე და დღეს ამზადებენ რაღაცეებს, რომ ხვალ უნდა გავუშვა...“; „დღეს რაღაცეებს ამზადებენ, ამ საღამოს უნდა ვნახო ეგ პროექტი და ხვალ ყველა ვარიანტში ავატვირთინებ რა, როგორიც არ უნდა იყოს“; „ხვალ გავაშვებინებ ყველა ვარიანტში და ისინი მზად არიან, რო... ანუ როგორი თემაა იცი? საპროექტო ერთი ნაწილის არის და მეორე ნაწილი არის, ვინც იხდის რა და ისინი მზად არიან, რომ გადაიხადონ, „პროსტა“ ამათ ელოდებიან, რომ ატვირთონ“. ლ------------ ვ--–------------–---–-, თავის მხრივ, ეუბნება: „შუალედურის თემა შეიძლება იყოს-თქო მანამდე, სანამ იმას გაიტანენ, მარა მე დაველაპარაკე მაგათაც, თუ რამე ისეთი არ იქნება, არ არის პრობლემაო რა, რამე სერიოზული დასახარვეზებელი თუ არ იქნება...“;„რომ ატვირთავ, მითხარი, რო დაველაპარაკო ამათაც.“
2016 წლის 20 სექტემბერს, 11:52:09-11:54:38 სთ-ზე ვ--–------------–---–-ა და ლ------------ს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის თანახმად, ვ--–------------–---–-- ლ------------ს უთხრა, რომ ბათუმელებმა სათანადოდ ვერ გააკეთეს განაშენიანების რეგულირების გეგმა - „შაბლონი მივეცი... უფლებრივი ზონები დავუთვ--–-, კოეფიციენტებიც დავუთვ--–- და ტიპმა გამოაგზავნა ისეთი სისულელე, რომ მეტი არ შეიძლება“, რაზეც ლ------------- პასუხობს -„იცი, რა ქენი? ეს დრაფტი რომ გექნება, მაინც გადამახედე, რაღაც დონეზე მაინც გადავხედავ უცებ, რა“... „ნახევარფაბრიკატები არ შეიტანოთ, თორემ არ გაიტანენ იმაზე ვაფშე, საბჭოზე.“
2016 წლის 27 სექტემბერს 18:50:23 საათზე ლ-------------ათვის გაგზავნილ მოკლეტექსტური შეტყობინების თანახმად, ვ--–------------–---–- ატყობინებს: „ხვალ ვტვირთავ გ----ს.“, რაზეც ლ------------ პასუხობს: „რო ატვირთავ, მითხარი...“
2016 წლის 29 სექტემბერს, 11:50:40 - 11:57:24 სთ. ინტერვალში ვ--–------------–---–-ა და ლ------------ს შორის წარმოებული მიმოწერის ამსახველი მოკლეტექსტური შეტყობინებების თანახმად, ლ------------მ შეატყობინა - „მართლა ვ--–- გ----ზე, დროის ამბავში როგორ ხართ? მე-7-ში იქით პარასკევს მივდივარ. 10 დღე არ ვიქნები სამშობლოში.“ „და გ--- როდის შეგაქვთ? ამ კვირაში ასწრებთ?“, „რო ვუთხრა იქაც“, „აქ რო არ ვიქნები დაიკიდებენ“, რაზედაც ვ--–------------–---–-- უპასუხა - „4-ში ფულს მოიტანენ“, „კი გავამზადე.“
2016 წლის 3 ოქტომბერს, 19:52:35 – 19:57:58 სთ. განხორციელებული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის თანახმად, ვ--–--------------–---–-- ლ------------ს შეატყობინა - „ხვალ ის არის, ხვალ დიდი დღე გვაქვს“, „არ აუტვირთავთ, ეხლა ტვირთავენ, ეხლა ზიან და ტვირთავენ და ვნახოთ, რა იქნება“.
2016 წლის 4 ოქტომბერს ი----–---–---- შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, 13:36:16 – 13:38:10 სთ. განხორციელებული სატელეფონო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის თანახმად, ვ--–------------–---–-- ლ------------ს აცნობა- „ეხლა ვიყავი შეხვედრაზე, ჰოდა, ამ /.../ პროექტი ვერ დაამთავრეს... ჰოდა, ორშაბათს იქნება თანხაო. მეთქი, არ მაინტერესებს ეგენი პროექტს დაამთავრებენ, თუ არ დაამთავრებენ, იქ მეთქი, თანხა მისაცემია-მეთქი, მკიდია-მეთქი. ჰოდა, კაიო, ორშაბათს მოგცემთო თანხასო ყველა ვარიანტშიო, უსიკვდილოდო.“ როცა ლ------------მ ვ--–------------–---–- უთხრა - „ორშაბათს არ ვიქნები მე აქეთ“-ო, ვ. მიმინოშვილმა უპასუხა- „ჰოდა, ჩაგირიცხავ, მაშინ როგორც ჩაგირიცხე“-ო.
2016 წლის 7 ოქტომბერს, 19:57:11 - 19:58:12 სთ. განხორციელებული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერით დგინდება, რომ ლ------------ უკავშირდება არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელს გ--------------–---–------------- მე ველაპარაკე, აქ გ--- შეგვაქვს და იმის გატანა გვინდა ხუთშაბათს, გაიგე და ველაპარაკე, იცის მეთქი და შეგაწუხებ მეთქი რა.“
2016 წლის 13 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ი----–---–-- ქ------–--–-----–----------------------- მდებარე კაფე-ბარ „------–-- შეხვედრისას ვ--–------------–---–- გადასცა შეთანხმებული თანხა - 5 000 აშშ დოლარი, „-------------- ბანკიდან გამოთხოვილი ლ--------------- ანგარიშის ამონაწერის თანახმად დგინდება, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს ლ------------ს ოთხჯერადად ჩაერიცხა 600 აშშ დოლარი და 100 აშშ დოლარი ანუ ჯამში 2500 აშშ დოლარი.
2016 წლის 27 ოქტომბერს, 15:35:28 – 15:38:34 სთ. განხორციელებული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის კრებსით დგინდება, რომ ლ------------ დაუკავშირდა ვ--–------------–---–- და შეატყობინა: „---–---- ველაპარაკე რა იქ... რაღაც ესენია. ძირითადად არის უფრო გრაფიკული ტიპის ისენი, რა, შენიშვნები გასაკეთებელი... ბევრი რაღაცეები ჩანს, რაღაცეები გამოსაყოფია და რაღაცა. ეხლა ჩამომიწერა ყველაფერი, რა, და ამ ჩამოწერილს გამომიგზავნის მეილზე და უკვე რომ დააწყებინო მაგას გაკეთებ...„ეხლა მანდ რაღაც ცვლილებებია, ის განყოფილების უფროსი წასულა, ეხლა სხვა არის მოვ--–-ობის შემსრულებელი და მაქსიმუმ შაბათ-კვირას, ან მაქსიმუმ ორშაბათს დაახარვეზებენ და ეგრევე რომ შევიტანოთ, რა“, „ჰო, მანამდე გადავხედავთ კიდეც და თუ რაღაცაა დავურეკავთ კიდეც. ის არის ლ---- იხილავს. ხომ იცი ლ----, მ-------- ქმარი?“, „ჰოდა, პრობლემა არ არისო, რა. ამ ყველაფერს აგზავნის, მოგცემ მე შენ.“ როცა ლ-------------- დაინტერესდა თუ ვინ აკეთებდა პროექტს, ვ--–-------------–---–- პასუხობს: -„ბათუმელები არიან და...“ „... და ჩემი სახელით გადის.“ ... საბოლოოდ, ლ------------ ვ--–------------–---–- უთანხმდება:“ იცი რა ვქნათ, „ვაფშე“? მაგეებს გამოგიგზავნი, რაღაცეებს რომ გამომიგზავნიან და სანამ ატვირთავ, რომ შევახედოთ, რა, „ვაფშე“... გამომიგზავნე, მეც გადავხედავ და ლ----საც ვთხოვ, რომ გადაავლოს თვალი, რომ მერე საბჭოზე რომ იმასა ვქნა, რა...“
პალატა აზრით, აღნიშნული საუბრებიდან აშკარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულები ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ და ლ------------- მოქმედებები არ წარმოადგენს კონსულტაციებს და ინფორმაციის მიწოდებას. ასევე საგულისხმოა, რომ ლ------------ ინტერესდება თუ, როდის გადაიხდიან თანხის მეორე ნაწილს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მსჯავრდებულის პოზიციას, რომ ის კონსულტაციის გაწევაში იღებდა ვ--–------------–---–--აგან თანხას.
დაცვის მხარე ლ------------- უდანაშაულობის დამადასტურებელ არგუმენტად ასახელებს იმ ფაქტს, რომ მას არანაირი შეხება არ ჰქონია დაზარალებულთან, რაც თავის მხრივ დაადასტურა ამ უკანასკნელმაც.
პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის არგუმენტაცია დაუსაბუთებელია, ვინაიდან ლ------------- ბრალეულობის დასადასტურებლად მისი დაზარალებულთან ნაცნობობის ფაქტს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, არ არის აუცილებელი, რომ რაიმე პირობის შესრულების სანაცვლოდ ორივეს მოეთხოვა დაზარალებულისთვის თანხის გადაცემა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულები მოქმედებდნენ შეთანხმებულად, მორგებული ფუნქციების მიხედვით, რაც დასტურდება ზემოაღნიშნული ფარული ჩანაწერებით.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოცემულ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს დანაშაულის - თაღლითობის შემადგენლობა და სახეზე არ არის თაღლითობის აუცილებელი ნიშანი - მოტყუება. განაჩენის მე-15; მე-16 გვერდი სწორედ ამ დასაბუთებას აქვს დათმობილი, რასაც პალატა სრულად ეთანხმება.
ამდენად, პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასმართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ ისინი პირდაპირ მიუთითებენ ლ------------სა და ვ--–------------–---–---- როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ადასტურებენ მათი მხრიდან საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
3. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არასამართლიანია, ვინაიდან დანიშნული სასჯელის სახე არ შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებას და ჩადენილი ქმედების ხასიათს, ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველა გარემოების და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით მათ განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელი. ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმეში მსჯავრდებულების მიერ აღებული ფულადი თანხები განკუთვნილი იყო ოპერტიული დანიშნულებისათვის, ვერ გახდება მსჯავრდებულების საზოგადოებისაგან იზოლაციის საფუძველი. მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით დარეგულირებულია სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, რაც მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად იქნა დაცული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გიორგი კრავეიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულების ვ--–------------–---–--ა და ლ------------- ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
4. ვ--–------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის „ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 30 აგვისტოდან 2018 წლის 22 მარტის ჩათვლით პატიმრობაში გატარებული ვადის გათვალისწინებით, ვ--–------------–---–- დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვ--–------------–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის განჩინებით, გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (მესაკუთრე: რუსიკო მიმონოშვილი, პ/ნ 01015017479; მდებარე მისამართზე: თბილისი, გორგასლის მე-4 შესახვევი N9; საკადასტრო კოდი 01.18.04.015.010.01.505).
6. ლ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის „ბ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 30 აგვისტოდან 2018 წლის 28 მაისის ჩათვლით პატიმრობაში გატარებული ვადის გათვალისწინებით, ლ------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლ------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
8. ნივთიერი მტკიცებულებები:
-. DVD და CD დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით;
- საფულე მასში მოთვსებული ნივთებით, მეხსიერების ბარათი და კუთვნილი მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს ლ--------------;
-ე.წ. „ლეპტოპები“, ადაპტორი, შარვალი და კუთვნილი მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს ვ--–------------–---–-;
- დაზიანებული სპეცპაკეტი, ანაწმენდები და ბამბის ტამპონები - განადგურდეს.
- ი----–---–-- კუთვნილი მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მასვე;
-50 (ორმოცდაათი) ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა - დაუბრუნდეს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს.
9. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე კ.მაჭავარიანი