განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130100119002857309
საქმე №1 ბ/1098-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივლისი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
ხ-–-----------------–--------------------- პროკურორის რ----- ს----–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნ-----–---- კ--------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ-----–--------------------–-–--–-----–-, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით ნ-----–---- კ--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასაჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 14 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ ნ-----–---- კ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზრვრა 2350 (ორიათასსამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–---- კ--------ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 ნოემბერს, ღამის საათებში, ხ-–----–------------------------------–- მდებარე „გ---------ს“ ც--------–---- საავადმყოფოში, ნ-----–---- კ--------ემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----------------–--------------–----–-----–-------–-–--------------–--------------- ბ---- ჩ-----–--ეს და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ბ---- კ--–--ეს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის გამოყენებით, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; კერძოდ, ბ---- ჩ-----–--ეს თავი ჩაარტყა სახის არეში, ხოლო ბ---- კ--–--ეს მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ-–-----------------–--------------------- პროკურორმა რ----- ს----–--მ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად მსჯავრდებულისთვის დანიშნულია მსუბუქი სასჯელი, რაც შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან და პიროვნებასთან და იგი ვერ მოახდენს პრევენციული ხასიათის გავლენას. სააპელაციო საჩივარში პროკურორი აღნიშნავს, რომ მითითებული დანაშაულისთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასეთი ვითარებაში მსჯავრდებულსთვის სასჯელის სახედ და ზომად მინიმუმთან მიახლოებული ჯარიმის დანიშვნას რეალურად აღარ გააჩნია პრევენციის ზოგადი და სპეციალური მნიშვნელობა, რაც ზრდის მომავალში მსგავსი ქმედებების განმეორების რისკებს. ამავდროულად ასეთ სასჯელი დანიშნულია იმ ფონზე, როდესაც ჩადენილია პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რომელსაც ახასიათებს განმეორებითობა და დაკავშირებულია ძალადობასთან. გარდა ამისა დაზარალებულებს მსჯავრდებულის მიმართ გააჩნიათ პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი, მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. მტკიცებულებებთან დაკავშირებით იგივე პოზიცია უკავია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარესაც. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ-----–---- კ--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების წარდგენის მომენტიდან ნ-----–---- კ--------ე თავს დანშავედ ცნობს, მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.
ამდენად, საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობის, დაზარალებულების: ბ---- კ--–--ის და ბ---- ჩ-----–--ის, მოწმეების: გ-------------------------------------------------------------------------------------------------------–---–---------------- კ--------ის გამოკითხვის ოქმების, თვითონ ბრალდებულის გამოკითხვის ოქმის და აღიარების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–-----------------–--------------–----–-----–-- პოლიციის განყოფილების 2018 წლის 14 ნოემბრის მორიგეობის გრაფიკის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების (ამონაწერის) №-------, დათარიღებული 2017 წლის 7 დეკემბრით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების (ამონაწერის) №------ დათარიღებული 2018 წლის 10 იანვრით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების (ამონაწერის) №-------, დათარიღებული 2015 წლის 1 ოქტომბრით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის №------------------------ დასკვნების და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებების შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–---- კ--------ემ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, მას პალატა არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან და პიროვნებასთან და რომ მისთვის დანიშნული სასჯელის ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება.
მათ შორის სასჯელის ინდივიდუალურობის პრინციპის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ნ-----–---- კ--------ის მიმართ, სწორად დაადგინა პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოები. კერძოდ სწორად მიუთითა, რომ ასეთ გარემოებებს წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მოინანიება. გარდა ამისა კ--------ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
სააპელაციო პალატას აღნიშნავს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული იმ პირობებში, როდესაც იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. აღნიშნული დასტურდება ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით და სადავოდ არ გამხდარა მხარეების მიერ. სასამართლომ ასევე სავსებთ სწორად მიუთითა, რომ ამ გარემოების გათვალისწინებას სასამართლოს კანონი, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლი ავალდებულებს.
დადგენილია ისიც, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათავლისწინებით, რომ აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ-----–---- კ--------ეს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენი ნ-----–---- კ--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ-–-----------------–--------------------- პროკურორის რ----- ს----–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენი ნ-----–---- კ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ნ-----–---- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასაჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 14 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ ნ-----–---- კ--------ეს სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2350 (ორიათასსამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ-----–---- კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის შემტანს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი