განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210018002273123
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/2568-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე, ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - დ----- გ-------–---–-
წარმომადგენელი - ქ------- გ-----–---
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ჩ------------------------------------------ი’’
წარმომადგენლები - ო-–--- გ-----–---, მ------ რ------
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის საოქმო განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------------–----–-----------------–-----–----ში მდებარე უძრავ ნივთზე - 575,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით 6-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.17);
2.2. დ----- გ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, ხოლო სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის და ღობის ბეტონის ზეძირკვლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 18-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით და ზიანის ოდენობაა 40 401 ლარი და 92 თეთრი.
მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, ხოლო სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის და ღობის ბეტონის ზეძირკვლის ტექნიკუროი მდგომარეობა არდამაკმაყოფილებელია;
დასკვნაში აღნიშნულია, რომ მობინადრეების განცხადებით, სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის, ღობის ბეტონის ზეძირკვლის და საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----ში გვირაბის მშენებლობის დაწყების შემდეგ, სახლში აღინიშნებოდა ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. ამდენად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე მეწყერული პროცესების გააქტიურება და შენობა-ნაგებობების დაზიანებები ძირითადად, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით;
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ განმარტა: ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ მოსარჩელის ნივთის დაზიანება გვირაბის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებებით არის გამოწვეული, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ე---------ის“ დასკვნა, რომელიც გამორიცხავს მოპასუხის ბრალით მოსარჩელის სახლის დაზიანებას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს; 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა; მოსარჩელეს ევალება, სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც, სარჩელში მითითების საწინააღმდეგოდ, არ არის აღნიშნული, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება მოპასუხის ბრალით არის გამოწვეული, - ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია: გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მობინადრეების განცხადებით, სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის, ღობის ბეტონის ზეძირკვლის და საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქ--–----ში გვირაბის მშენებლობის დაწყების შემდეგ, სახლში აღინიშნებოდა ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. ამდენად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურება და შენობა-ნაგებობების დაზიანებები ძირითადად, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით; იმის დასადგენად, დ----- გ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნება სარკინიგზო გვირაბის და დ----- გ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა.
ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის აღნიშნული, რომ უძრავი ნივთის დაზიანება მოპასუხის ბრალით არის გამოწვეული, - როგორც მოსარჩელე მიუთითებს. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ კითხვაზე პასუხის გასაცემად ექსპერტის მიერ მოთხოვნილი საჭირო მონაცემები არ წარდგენილა;
სასამართლო თავისი ინიციატივით არ დანიშნავს ექსპერტიზას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
იგივე ეხება დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესაძლებლობას. აღნიშნულის და სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, თვითონ მოსარჩელეა ვალდებული სასამართლოს წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები იმ გარემოებათა დასამტკიცებლად, რომლებზედაც თავის მოთხოვნებს ამყარებს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული დებულებების დარღვევა იქნებოდა; მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2009-2016 წლებში საქართველოში მოხდა ონის, ვანის, ამბროლაურის, დმანისის მიწისძვრები, რომელთაც, შესაძლოა, გარკვეული ეფექტი მოეხდინა ამ ტერიტორიაზე, თუმცა, მათი მოსაზრებით, სერიოზული ზიანის ან ნგრევის მიზეზი ვერ გახდებოდა (ს.ფ.53);
ეს მიმართვა არ გამოდგება ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იმ გარემოების უარსაყოფად, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის დაზიანების შესაძლო მიზეზთა შორის არის მიწისძვრები, რადგან მიმართვა, როგორც მასშია აღნიშნული, ვარაუდს ემყარება, ექსპერტზის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ დაზიანების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებია. დასკვნაში აღნიშნულია ასევე, რომ მოსარჩელის განმარტებით, სახლი 2000 წელს არის აშენებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიმართვა კი მხოლოდ 2009-2016 წლებს შეეხება; ქსპერტზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ სახლის დაზიანება მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული; ოპასუხემ წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ე---------ის“ დასკვნა, რომელიც გამორიცხავს მოპასუხის ბრალით მოსარჩელეთა სახლის დაზიანებას; ხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სხვა მტკიცებულებით დადასტურებული არ არის და მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის; მდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა მისი უძრავი ნივთის მოპასუხის ბრალით დაზიანება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით სარჩელში და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად მოპასუხე მხარემ წარადგინა აფეთქების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ე---------ის’’ დასკვნა, რაც სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად ჩათვალა უძრავი ნივთის დაზიანებაში მოპასუხის პასუხისმგებლობის გამოსარიცხად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, სსიპ ლევან სამხარაულის დასკვნაში ექსპერტის მიერ დასახელებული მტკიცებულებები, რაც ასახულია კომპანია ე---------ის დასკვნაში მოპასუხე მხარე 08.02.2018 წელს წარადგინა, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ე---------ის დასკვნა 02.02.2018 წელსაა შედგენილი. ლ. სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნის ჩატარების და კომპანია ე---------ის მიერ დასკვნის შედგენის პერიოდების გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, რომ როგორც მოსარჩელე, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მოკლებული იყო სრულყოფილი დოკუმენტების მოპოვების და მასზე დაყრდნობით დასკვნის მომზადების შესაძლებლობას, შესაბამისად სახეზე იყო ექპერტიზის დანიშვნის წინაპირობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე უძრავ ნივთზე - 575,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 6----------- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის საკუთრების (თანასაკუთრების) უფლებაა რეგისტრირებული (ტომი I, ს.ფ. 17).
4.1.2. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.
4.1.3. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანი მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებებით არის გამოწვეული.
2017 წლის 18 სექტემბერს შედგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად:
- ექსპერტის წინაშე დასმული კითხვა იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები.
ზოგადად და ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები დაიწყო და პროგრესირება გაგრძელდა სოფელ ქ--–----ში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. ამდენად, დ----- გ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული არსებულ მიწის ნაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურება და მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობების დაზიანებები ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით.
ხ-–---------------------------–----ში მდებარე დ----- გ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, ხოლო სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის და ღობის ბეტონის ზეძირკვლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
აუცილებელია სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლის, ღობის ბეტონის ზეძირკვლის და საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება. ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით.
იმის დასადგენად დ----- გ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, ექსპერტმა საჭიროდ მიიჩნია სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი ტექნიკური დოკუმენტაციის და ტოპო გეოდეზიური სქემის, სარკინიგზო გვირაბის და დ----- გ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობის მითითებით წარდგენა.
2018 წლის 30 ოქტომბრის შედგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად:
ექსპერტის წინაშე დასმული კითხვა იყო დამატებით წარდგენილი მასალის საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ტექნიკური მდგომარეობის და დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა
სოფელ ქ--–----ში, დ----- გ-------–---–-ს ეზოს გასწვრივ მდებარე, მსხვილი სამშენებლო ბეტონის ბლოკებით მოწყობილი გრავიტაციული საყრდენი კედელი მთლიანად დეფორმირებულია. კერძოდ, კედლის ნაწილი მთლიანად გადახრილია ვერტიკალური სიბრტყიდან, გატეხილია ბეტონის შემკრავი სარტყელი, ცალკეული ბლოკები დაძრულია, ბლოკების შეპირაპირების ადგილებში გაჩენილია ღრეჩოები და ამოსულია მცენარეულობა. გრავიტაციული საყრდენი კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
სოფელ ქ--–----ში დ----- გ-------–---–-ს ეზოს გასწვრივ მდებარე, მსხვილი სამშენებლო ბეტონის ბლოკებით მოწყობილი საყრდენი კედლის დაზიანებები მაკროსეისმური შკალის (EMS-98) მიხედვით მიეკუთვნება მე-3 ხარისხს.
ექსპერტის განმარტებით გათვალისწინებით იმისა, რომ 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხ-–------------------------–----–----ში მდებარე შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ქ--–----ში მდებარე დ----- გ-------–---–-ს ეზოს გასწვრივ მსხვილი სამშენებლო ბეტონის ბლოკით მოწყობილ გრავიტაციულ საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს შესაძლებელია დასკვნის გაკეთება მასზედ, რომ ხ-–------------–----–----------------–----–----ში მდებარე დ----- გ-------–---–-ს ეზოს გასწვრივ მსხვილი სამშენებლო ბეტონის ბლოკებით მოწყობილ გრავიტაციულ საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა #- სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია #- სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დამკვეთის მიერ წარდგენილი იქნა შ-- ,,ჩ------------------------------------------ის მ---------------------–---–ის’’ დირექტორის ჩ----------ის წერილი, სსიპ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი და სამთო-სამონტაჟო აფეთქებითი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ე---------ის’’ მიერ შესრულებული დასკვნა, ,,აფეთქებითი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ქ--–----ში მდებარე მ--- გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის’’.
დასკვნის კვლევით ნაწილში შ-- ,,ჩ------------------------------------------ის მ---------------------–---–ის დირექტორის წერილზე დაყრდნობით მითითებულია, რომ სოფელ ქ--–----ის ტერიტორიაზე #- სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის ივლისიდან დაიწყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილის საფუძველზე აღნიშნულია, რომ 2011-2016 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრები დაფიქსირდა 2011 წლის 18 აგვისტოს (ამბროლაური 5.2 მაგნიტუდა) და 2016 წლის 12 ივლისს (დმანისი, მაგნიტუდა 5.0)
სამთო-სამონტაჟო-აფეთქებითი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ე---------ის’’ მიერ შესრულებულ ,,აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ქ--–----ში მდებარე მ--- გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისთვის’’ დასკვნის თანახმად ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია, რომ აფეთქების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიზნით სადამკვირვებლო სამუშაოები მიმდინარეობდა 09.10.2012-13.10.2012, 01.03.2013-16.06.2013 და 29.07.2015-06.06.2016 პერიოდებში. დასკვნაზე დაყრდნობით ექსპერტი აღნიშნავს, 01.03.2013-16.06.2013; 29.07.2015-06.06.2016 პერიოდებში არ მიმდინარეობდა უწყვეტი მონიტორინგი. გარდა ამისა, ორივე პერიოდში მრავალჯერ ფიქსირდება 2, 3 , 4 და 5 დღიანი გამოტოვებული შუალედები.
ექსპერტის განმარტებით კომპანია ,,ე---------ის’’ მიერ შესრულებულ დოკუმენტში გამოყენებულ თეორიულ მიდგომაში (მათემატიკურ მოდელში), რომელიც გამოყენებულია აფეთქებით გამოწვეული მანძილის დასადგენად, უგულვებელყოფილია ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრი როგორიცაა რხევის სიხშირე. ამ მათემატიკური მოდელის გამოყენებით დადგენილია, რომ რისკის ზონა შეადგენს 29 მეტრს. შენობები რომლებიც განთავსებულია აფეთქების ადგილიდან ამ მანძილზე მეტი დაშორებით ზიანის თვალსაზრისით მიიჩნევა დაბალი რისკის შემცველად. ამ მიდგომით ზემოქმედების ზონაში მდებარეობს მხოლოდ 4 სახლი, ხოლო იმ სახლების რიცხვი რომლებიც მდებარეობენ ზემოქმედების ზონიდან ახლო მანძილზე 5-ს შეადგენს. კომპანია ,,ე---------ის’’ მიერ შესრულებულ დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ კარების მიჯახუნება, ქარი, წვიმა, მანქანების მოძრაობა, ბავშვების სირბილი და ლურსმნის ჩაჭედება ჩაქუჩით უფრო მეტ ვიბრაციას (რხევას) გამოყოფს ვიდრე განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოები.
დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი განმარტავს, რომ ზუსტი მოდელი, რომელიც უტყუარად შეაფასებს აფეთქებით გამოწვეულ ზიანს მიმდებარედ არსებულ გარემოზე არ არის შემუშავებული. ცნობილია შემთხვევები როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად ზიანდება, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, რადგან აფეთქებით გამოწვეული ზონის ზონის და სიმძლავრის დასადგენად, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, კერძოდ, აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზის ჩატარება და სხვა ფაქტორების გათვალისწინება (რასაც არ ითვალისწინებს კომპანია ე---------ის’’ დასკვნა) ექსპერტის განმარტებით თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი) რაც გამოყენებული კომპანია ,,ე---------ის’’ მიერ შესრულებულ დოკუმენტში არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას სოფელ ქ--–----ში მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია ასზე მეტი შენობა-ნაგებობა.
უდავოა, რომ ზემოაღნიშნულ დასკვნებში მითითებული დ----- გ-------–---–- უძრავ ნივთთან მიმართებით მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედია.
4.1.4. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ 30.10.2018 წლის დასკვნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ტექნიკური მდგომარეობის და დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის თაობაზე იმპერატიული ხასიათისაა. ექსპერტი მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების უშუალო მიზეზზე და აღნიშნავს, რომ გრავიტაციულ საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია #- სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.
4.1.5. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გასაბათილებლად მოპასუხემ რაიონულ სასამართლოში კომპანია ,,ე---------ის“ მიერ გაცემული დასკვნა წარადგინა.
4.1.6. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია ,,ე---------ის“ დასკვნა ვერ აქარწყლებს სსიპ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ ზემოთ აღნიშნულ იმპერატიულ დასკვნას. კერძოდ, კომპანია ,,ე---------ის“ მიერ გაცემული დასკვნა „აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება სოფელ ქ--–----ში მდებარე მ--- გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (E-----------) ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ,,ე---------ის“ დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მითითება მასზედ, რომ კომპანია "ე---------ის" დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული გრავიტაციული საყრდენი კედლის დაზიანება - ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, მოპასუხე საზოგადოების მიერ წარმოებული აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას. ამასთან, კომპანიის დასკვნის თანახმად (ტომი 2; ს.ფ. 5), დ----- გ-------–---–-ს სახლი მდებარეობს N- გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოესი წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 83 მ., ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი არის 281 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე, რაც ზემოქმედების არეალის უშუალო სიახლოვეზე მიუთითებს. საგულისხმოა აღინიშნოს ისიც, რომ დასკვნაში მითითებული გარემოებები არ აქარწყლებს უშუალოდ დ----- გ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დათვალიერების და ნივთზე არსებული დაზიანებების შესწავლის საფუძველზე, შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა და იმპერატიული შინაარსის დასკვნას მასზედ, რომ გრავიტაციულ საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით.
„ე---------ის“ დასკვნის უარსაყოფად, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.10.2018 წლის დასკვნის ავტორის განმარტებაზე მასზედ, რომ თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), რომელიც წარმოდგენილია კომპანია "ე---------ის" მიერ შესრულებულ დოკუმენტში (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას სოფელ ქ--–----ში მდებარე შენობების აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანებების შესახებ, რადგან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა შეადგენს 9-ს, ხოლო რეალურად დაზიანებულია რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (ქ--–----ის ტერიტორიაზე N- სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 06 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მიმდინარეობდა მხოლოდ 09.10.2012 - 13.10.2012, 01.03.2013- 16.06.2013 და 29.07.2015 - 06.06.2016 პერიოდებში (გამოტოვებული 2,3,4 და 5 დღიანი შუალედებით. ამასთან, არ არის მოწოდებული ინფორმაცია ქ--–----ის ტერიტორიაზე N- სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრულის შესახებ). ანუ გამოტოვებული პერიოდებში თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა მონაცემები არ არსებობს. ნიშანდობლივია აღინიშნოს ისიც, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ქ--–----ის ტერიტორიაზე N- სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის აფეთქებები 2012 წლის ივლისიდან დაწყების ფაქტს, „ე---------ის“ დასკვნა კი აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 09.10.2012 წლიდან ასახავს. ამდენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან - 2012 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით.
4.1.7. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. ამდენად, მოპასუხე ორგანიზაციას, ვიდრე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია, თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება; აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნება.
4.1.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, მოპასუხე მხარემ კი სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნებით დადგენილი ფაქტების უარყოფა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები).
4.1.9. ინდ. მეწარმე „ზ----- გ------–--ის“ მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ღირებულება 40 401.92 ლარია (ტომი 1, ს.ფ. 38-49).
საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ჩ------------------------------------------ი სადავოდ ხდის ასევე უძრავი ნივთის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის - 40 401.92 ლარის ოდენობას. სააპელაციო პალატა მოპასუხის ამ პოზიციასთან დაკავშირებით პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის ზეპირი განხილვისას მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული და დაკმაყოფილებული იქნა მოსარჩელე/აპელანტი მხარის შუამდგომლობა, მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარეს მიეცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაახლოებით თვენახევრის ვადა მიეცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, მას საქმეში უკვე წარმოდგენილი მტკიცებულების (კომპანია ,,ე---------ის’’ დასკვნა) გარდა, რაზეც ზემოთ უკვე იმსჯელა პალატამ სხვა მტკიცებულებებზე მითითებული არ ყოფილა. გათვალისწინებით იმისა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.10.2018 წლის დასკვნის საფუძველზე წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზიანების ფაქტი, საქმეში წარმოდგენილია ასევე უძრავი ნივთის აღდგენის საპროექტო-სახართაღრიცხვო დოკუმენტაცია, საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზიანებული უძრავი ნივთის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ღირებულება 40 401.92 ლარია, მიუხედავად საკმაოდ დიდ დროის მიცემისა მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებზე მითითებით გაბათილებული ვერ იქნა დაზიანებული ნივთის აღდგენისთვის საჭირო ხარჯის დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტში მითითებული ზიანის ოდენობა, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზიანებული უძრავი ნივთის აღდგენას 40 401.92 ლარი ესაჭიროება.
საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიყენებული ზიანის დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ მის მტკიცების საგანში შემავალი ყველა ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა, ხოლო მოპასუხემ მიუხედავად იმისა, რომ მას სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც მიეცა ზიანის ოდენობის შესახებ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლებლობა, მან ვერ უზრუნველყო ვერც მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებების დადასტურება და ვერც ზიანის ოდენობის გამაქარწყლებელი მტკიცებულების წარმოდგენა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სარწმუნოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე მხარე, აგრეთვე მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებულმა სამშენებლო სამუშაომ (აფეთქებებმა) მოსარჩელის კუთვნილი საყრდენი კედლის დაზიანება გამოიწვია სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ოდნეობასთან დაკავშირებით გაზიარებული უნდა იქნეს მოსარჩელის მტკიცება და მტკიცებულებები, მითუფრო, რომ მოპასუხემ მისთვის მიცემული შესაძლებლობის მიუხედავად, ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის მოცულობის გასაბათილებლად.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, ააიპ თბილისის განვითარების ფონდის სააპელაციო საჩივარი ზიანის ნაწილში არ კმაყოფილდება იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მან ვერ გასწია.
ამგვარად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის საფუძველზე საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარეს 40 401.92 ლარის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს.
4.1.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. აღნიშნული მუხლის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი საკითხი კომპლექსური სამართლებრივი საკითხების შეფასების შედეგია. აღნიშნული შეფასება კი, სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის კონტექსტში, განსახილველი საკითხია. ამიტომ, ამგვარ დავაზე, სადაც არსებითად შესაფასებელი სამართლებრივი კატეგორიებია, მიზანშეწონილია, რომ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიექცეს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მხარის არგუმენტი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით იმდენად დასაბუთებული იყოს, რომ გადასწონიდეს მეორე მხარის უფლებას, მის მიმართ სააღსრულებო წარმოება დაიწყოს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საჭიროება. საქმეში არ მოიპოვება მხარის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება.
4.1.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის საოქმო განჩინებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა გზავნილის მოპასუხისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დართვაზე. საგულიასხმოა აღინიშნოს, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული შუალედური განჩინების გაუქმებს ფაქტობრივ საფუძვლებს და დავის გადაწყვეტის მიზნით შუამდგომლობაში მითითებული გზავნილის საქმეზე დართვის მნიშვნელობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ შუალედური განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დ----- გ-------–---–- სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1212 ლარის (40 401.92/100*3), ხოლო სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 1616 ლარის (40 401.92/100*4) უნდა დაეკისროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები წარმოადგენს. ამიტომ, 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გაწეული არასასამართლო ხარჯის ნაწილი, კერძოდ, საექსპერტო მომსახურებისთვის გაწეული 1100 ლარის, საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი 300 ლარისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის გადახდილი 300 ლარი, დ----- გ-------–---–-ს სასარგებლოდ, ასევე შ-- „ჩ------------------------------------------ს“ უნდა დაეკისროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ----- გ-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განჩინების გაუქმების ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. დ----- გ-------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა ზიანის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს, შ-- „ჩ------------------------------------------ს“ დ----- გ-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 40 401.92 ლარის გადახდა;
5. დ----- გ-------–---–-ს მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. შ-- „ჩ------------------------------------------ს“ დ----- გ-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს საექსპერტო მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის ანგარიშში 1100 ლარის, საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში 300 ლარის, ხარჯთაღრიცხვის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში 300 ლარი გადახდა;
7. შ-- „ჩ------------------------------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით 1212 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით 1616 ლარის გადახდა დაეკისროს.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /