განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.07.2019
საქმის ნომერი
330310016001359336
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1037-17

N330310016001359336

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ნ-----–------–----ე, ლ---–---------–--ე, ლ-----–--–--------ე

წარმომადგენელი - თ---------–----ა

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ს----------–-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მესამე პირი) - ა----–---------–---–ი

წარმომადგენელი - მ-------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ნ-----–------–----ის, ლ---–---------–--ისა და ლ-----–--–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 2002 წლის 29 ივლისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ა----–---------–---–მა და რ------------–------მა ლ---–---------–--ისაგან ისესხეს 4800 აშშ დოლარი, ნ-----–------–----ისაგან 4450 აშშ დოლარი, ნ-----–--–--–--------ისაგან 1900 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სამი თვით, ყოველთვიური 2%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საცხოვრებელი ბინა, თბილისი, ჩ----------–-----------------–-------–--–--------------–----------- (ს.ფ. 52-54).

 

1.2.2. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლისის 2----- გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადახდათ ა----–---------–---–სა და რ------------–------ს სოლიდარულად ლ---–---------–--ის სასარგებლოდ 8098 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, აქედან 4800 ძირითადი თანხა, 288 პროცენტი, 3010 პირგასამტეხლო. ნ-----–------–----ისათვის 7507 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, აქედან 4450 ძირითადი თანხა, 267 პროცენტი, 2790 პირგასამტეხლო. ლ--–--–--------ისათვის 305 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, 1900 ძირითადი თანხა, 114 პროცენტი, 1191 პირგასამტეხლო. ვალის დაფარვის ანგარიშში საჭიროების შემთხვევაში იძულებით აუქციონზე რეალიზაციას მიექცა იპოთეკის საგანი, კერძოდ ბინა მდებარე ქ. თბილისი, ჩ----------–---------------–--–--------------–-------------.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 18 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 26-30).

 

1.2.3. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლისის 2----- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარმოებული იძულებითი აღსრულების საფუძველზე 2003 წლის 6 ოქტომბრის N0-------- განკარგულებით მოქ. რ------------–------ისა და ა----–---------–---–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ. თბილისი, ჩ----------–-----------------–------------------------------------ კვ.მ.) მესაკუთრე 2003 წლის 06 ოქტომბერს პირველ საჯარო აუქციონზე გახდენენ მოქალაქეები: ლ---–---------–--ე, ნ-----–------–----ე და ლ-----–--–--------ე.

 

აღნიშნული განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრეებად აღირიცხნენ ლ---–---------–--ე, ნ-----–------–----ე, ლ-----–--–--------ე (ს.ფ. 31-33).

 

1.2.4. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს N0----------------- განკარგულება (ს.ფ. 34-38).

 

1.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ნოემბრის N1-------- მიმართვით თბილისის სააღსრულებო ბიუროს საჭიროების განვლის შემდეგ დაუბრუნდა სააღსრულებო წარმოება N0------------, სადაც კრედიტორები არიან ლ---------–------------–--------–--–--–---------------–---------–-------------–---–-------------–------ი. აღნიშნული წერილი 2005 წლის 08 ნოემბერს სააღსრულებო ბიუროს კანცელარიის თანამშრომელს ჩაბარდა (ს.ფ. 71).

 

1.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს N8----------- გადაწყვეტილებით გაუქმდა ლ---–---------–--ის, ნ-----–------–----ისა და ლ-----–--–--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე, მდებარე თბილისი, ჩ----------–-----------------–-------–--–--------------–-----------. რეგისტრაციის გაუქმებას საფუძვლად დაედო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 იანვრის N8----------- გადაწყვეტილებით აღნიშნულ ბინაზე დარეგისტრირდა რ------------–------ისა და ა----–---------–---–ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1999 წლის 25 თებერვალს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 5 თებერვლის N8----------- გადაწყვეტილებით, საბოლოოდ სხენებულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრიდა რ------------–------ისა და ა----–---------–---–ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1999 წლის 25 თებერვალს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. რეგისტრირებულ მონაცემებში ასევე აისახა იპოთეკის უფლება, საფუძველი 2002 წლის 29 ივლისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 39; 41-43; 51).

 

1.2.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 1 მარტის N---- წერილით კრედიტორების: ნ-----–------–----ის, ლ---–---------–--ისა და ლ-----–--–--------ის რწმუნებულს ეცნობა, რომ ვინაიდან გასული იყო აღსასრულებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებითი აღსრულების გატარების - გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, არ არსებობდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლის N2----- გადაწყვეტილების ხელახლა აღსრულებისათვის საქმის განახლების სამართლებრივი წინაპიროებები (ს.ფ. 154).

 

1.2.8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 7 აპრილის N---- ბრძანებით, ნ-----–------–----ის, ლ---–---------–--ისა და ლ-----–--–--------ის საჩივარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 1 მარტის N---- წერილის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების განახლების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 102-103).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლო ასევე მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 183-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 აპრილის N---- ბრძანება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონსა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლისის 2----- გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადახდათ ა----–---------–---–სა და რ------------–------ს სოლიდარულად ლ---–---------–--ის სასარგებლოდ 8098 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, აქედან 4800 ძირითადი თანხა, 288 პროცენტი, 3010 პირგასამტეხლო. ნ-----–------–----ისათვის 7507 აშს დოლარის ექვივალენტი ლარში, აქედან 4450 ძირითადი თანხა, 267 პროცენტი, 2790 პირგასამტეხლო. ლ--–--–--------ისათვის 305 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, 1900 ძირითადი თანხა, 114 პროცენტი, 1191 პირგასამტეხლო. ვალის დაფარვის ანგარიშში საჭიროების შემთხვევაში იძულებით აუქციონზე რეალიზაციას მიექცა იპოთეკის საგანი, კერძოდ ბინა მდებარე ქ. თბილისი, ჩ----------–---------------–--–--------------–-------------. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 18 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლისის 2----- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარმოებული იძულებითი აღსრულების საფუძველზე 2003 წლის 6 ოქტომბრის N0-------- განკარგულებით მოქ. რ------------–------ისა და ა----–---------–---–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ. თბილისი, ჩ----------–-----------------–------------------------------------ კვ.მ.) მესაკუთრე 2003 წლის 6 ოქტომბერს პირველ საჯარო აუქციონზე გახდნენ მოქალაქეები: ლ---–---------–--ე, ნ-----–------–----ე და ლ-----–--–--------ე. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრეებად აღირიცხნენ ლ---–---------–--ე, ნ-----–------–----ე, ლ-----–--–--------ე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს N0----------------- განკარგულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 აგვისტოს N8----------- გადაწყვეტილებით გაუქმდა ლ---–---------–--ის, ნ-----–------–----ისა და ლ-----–--–--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე, მდებარე თბილისი, ჩ----------–-----------------–-------–--–--------------–-----------. რეგისტრაციის გაუქმებას საფუძვლად დაედო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 იანვრის N8----------- გადაწყვეტილებით აღნიშნულ ბინაზე დარეგისტრირდა რ------------–------ისა და ა----–---------–---–ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1999 წლის 25 თებერვალს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

1.3.3. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 7 აპრილის N---- ბრძანება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, მისი გამოცემისას არ დარღვეულა რაიმე წესი, იგი სრულად ასახავს სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. სადავო აქტი მართებულად დაეფუძნა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლსა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებს, რის გამოც მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

1.3.4. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-? ?????? ????? ??????? დადგენილი ხანდაზმულობა.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი ადგენს იმ იძულების ღონისძიებებს, რაც უნდა შესრულდეს თუ მოვალე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას ნებაყოფლობით არ აღასრულებს. ამასთან, ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, თუ მისი უფლება დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ათავისუფლებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვალდებულებისგან. ამგვარი უფლების ხანდაზმულობა მოსარჩელეს ართმევს უფლებას მოითხოვოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის პროცედურის შესაბამისად.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, ხოლო კანონში 2010 წლის 7 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების შემდეგ 25-ე მუხლის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ იძულებითი აღსრულება განკარგულების ბათილად ცნობის შემდეგ არ დაწყებულა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გამოყენება დაუშვებელია, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება. საქმეში დაცული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი აღმასრულებელს წარედგინა 2003 წლის 22 აგვისტოს. თბილისის სააღსრულებო ბიუროს N0-----------------წ. განკარგულების ბათილად ცნობით დადგა ის სამართლებრივი შედეგი, რომ ბათილად ცნობილი განკარგულების შედეგები სამართლებრივად გაუქმდა და კვლავ აღსასრულებელი იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლისის 2----- გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება თანხის გადახდევინების თაობაზე. ამ პირობებში, კვლავ კრედიტორს რჩება ექსკლუზიური უფლებამოსილება სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მოთხოვნისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში კრედიტორებს არ განუხორციელებიათ.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომ იძულებითი აღსრულების პროცედურის გაგრძელებას ხელი შეუშალა ბათილად ცნობილი სააღსრულებო განკარგულების საჯარო რეესტრში წარუდგენლობამ. სასამართლომ აღნიშნა, რომ იძულებით აღსასრულებლად მიქცეული ბინა, მდებარე თბილისი, ჩ----------–-----------------–-------–--–--------------–-----------, თბილისის სააღსრულებო ბიუროს N0-----------------წ. განკარგულების საფუძველზე 2003 წლიდან საჯარო რეესტრში ირიცხებოდა ლ---–---------–--ის, ნ-----–------–----ისა და ლ-----–--–--------ის საკუთრებად. "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. ამავე შინაარსის იყო 2008 წლის 19 დეკემბრამდე მოქმედი "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. ამდენად, კრედიტორები არ იყვნენ შეზღუდული წარდგენილი სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების მიზნით თავად წარედგინათ საჯარო რეესტრისათვის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება თბილისის სააღსრულებო ბიუროს N0-----------------წ. განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე. ამგვარად, კრედიტორები ხელს შეუწყობდნენ იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში. შესაბამისად, 2003 წლის 22 აგვისტოდან 10 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლისის 2----- გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მოთხოვნა ასევე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისათვის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების დავალდებულების თაობაზე, ვინაიდან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კანონით დადგენილი 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მართალია, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილებით (საქმე N3------) მოვალეების: რ------------–------ისა და ა----–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა (ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ N0-------- განკარგულება და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია), მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, ამ პირებს (კრედიტორებს) 2014 წლის 11 დეკემბრამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში არ წარუდგენიათ. მართალია, 21.05.2004წ. გადაწყვეტილების საფუძველზე 11.12.2014წ. განხორციელდა რეგისტრაციის გაუქმება, მაგრამ რ-----–------ისა და ა-------–---–ის მესაკუთრეებად (ან/და ამ უძრავ ნივთზე აუქციონის ჩატარებამდე არსებული სანივთო უფლების, იპოთეკის უფლების) აღდგენა არ მომხდარა.

 

აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ რ------------–------მა და ა----–---------–---–მა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, ძველი რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად, არ განახორციელეს თავიანთ სახელზე საკუთრების უფლების აღდგენა და კვლავ არ დაარეგისტრირეს ქ. თბილისში, ჩ----------–-------------–ში მდებარე უძრავ ნივთზე თავიანთი საკუთრების უფლება. სასამართლო გადაწყვეტილების ნაცვლად, მათ სარეგისტრაციოდ წარადგინეს 1999 წლის 25 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სარეგისტრაციო სამსახურის 23.01.2015წ. გადაწყვეტილებით მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ, მაგრამ ამავე გადაწყვეტილებით არ მოხდა ამ უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკის უფლების აღდგენა, რითაც უზრუნველყოფის გარეშე იქნა დატოვებული სასამართლო გადაწყვეტილებით მათთვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების შესრულება. საქალაქო სასამართლომ ასევე არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, კრედიტორების: კ------–-----------–------------–--–--------ის მიერ თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის მიმართვის შესახებ. კერძოდ, აღნიშნულმა პირებმა არაერთხელ მოითხოვეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 18.07.2003წ. გაცემული N2----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების გაგრძელება, მაგრამ კრედიტორების მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. სააღსრულებო ბიუროს განმარტებით, ეს სააღსრულებო საქმე არქივში არ მოიპოვება.

 

სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ 30.01.2015წ. ამ უძრავ ნივთზე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრედ დარეგისტრირდა ნ--------------–--ე, მაგრამ ნივთზე არსებული იპოთეკა არც ამ შემთხვევაში იქნა აღდგენილი. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.02.2015წ N2---- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრციის დეპარტამენტის N8------------03 (23.01.2015წ.) და N8-------------- (30.01.2015წ.) გადაწყვეტილებები, რეგისტრირებულ იქნა ა----–---------–---–ისა და რ------------–------ის საკუთრების უფლება, თბილისში, ჩ----------–--------------ში მდებარე უძრავი ნივთის 2-----------–--–ზე, ამასთან, აღდგენილ იქნა ამ უძრავ ნივთზე 2002 წლის 29 ივლისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისად, იპოთეკარებად კვლავ დარეგისტრირდნენ ლ---–---------–--ე, ნ-----–------–----ე და ლ-----–--–--------ე. მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.02.2015წ. N2---- გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის N8------------03 (23.01.2015წ.) და N8-------------- (30.01.2015წ.) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, გასაჩივრებულ იქნა ს-------–---------–-------------------–---–ის მიერ, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.04.2015წ. N----- გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ საქმეზე წარმოება დასრულდა.

 

აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ კრედიტორებმა 2015 წლის 3 ივნისს რწმუნებულის მეშვეობით განცხადებით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს (წერილის ნომერი 1----), თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. N0-------- განკარგულებით ნაწარმოები სააღსრულებო წარმოების მასალების გადაცემის შესახებ, რის პასუხადაც, 05.06.2015წ. N----- წერილით კრედიტორებს ეცნობათ, რომ აღნიშნული წარმოება აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივის მასალებში არ იძებნება. 2015 წლის 8 ივნისის განცხადებით კი, კრედიტორებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოსთხოვეს შემდეგი სახის ინფორმაციის გადაცემა: ,,როდის შევიდა თბილისის სააღსრულებო ბიუროში თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 18 ივლისს გაცემული N2----- სააღსრულებო ფურცელი? ვის მიერ იქნა ნაწარმოები თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 18 ივლისს გაცემული N2----- სააღსრულებო ფურცელზე წარმოება და რა ბედი ეწია ამ საქმეს, კერძოდ, განადგურდა, დაიკარგა, ამოღებულ იქნა თუ არა და სხვა. ასეთი შემთხვევის არსებობისას, გთხოვთ გადმოგვცეთ შესაბამისი მტკიცებულება". აღნიშნულ განცხადებაზე აღსრულების ეროვნულო ბიუროს მხრიდან კრედიტორებისთვის პასუხის გაცემას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მართალია, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 05.04.2004წ. N0------------- წერილით სააღსრულებო ბიუროს უფროსის ხელმოწერით, სააღსრულებო წარმოების მასალები მოსამართლის თანაშემწეს გაეგზავნა, მაგრამ კრედიტორების 04.11.2005წ. განცხადება, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოთხოვნით, 42 ფურცლად ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის განყოფილების უფროსის მიერ 07.11.2005წ. წერილით დაუბრუნდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და 08.11.2005წ. ჩაბარდა სააღსრულებო ბიუროს კანცელარიის მთავარ სპეციალისტს. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ 29.09.2015წ. კრედიტორებმა განცხადება შეიტანეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 18 ივლისს გაცემული N2----- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მოთხოვნით. 26.02.2016წ. კრედიტორებმა განცხადებით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 18 ივლისს გაცემული N2----- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დაჩქარების მოთხოვნით, რაზეც თბილისის სააღსრულებო ბიურომ 01.03.2016წ. N----1 გადაწყვეტილებით (წერილით) მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, არ არსებობდა საქმის განახლების სამართლებრივი წინაპირობები.

 

აპელანტები მიუთითებენ, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. მოცემულ შემთხვევაში, აღსასრულებლად წარდგენილია კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კანონით დადგენილი წესით ის ექვემდებარება აღსრულებას. მართალია, აღსასრულებლად წარდგენილია თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 18 ივლისს გაცემული N2----- სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ მისი იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაზე, იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობისა და თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე დადგენილ სააღსრულებო წარმოების ვადაზე საკანონმდებლო რეგლამენტაციას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 142–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, აღსრულება შეწყდება, თუ: (ე) ,,გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა“; (კ) ,,თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი...“. როგორც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „კ“ ქვეპუნქტების ციტირებული ნაწილებიდან ჩანს, ეს კანონი, რომელიც აღსრულების მიზნებისათვის სპეციალური კანონია, ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად პირველ შემთხვევაში ზოგადად ადგენს ,,იძულებითი აღსრულების“ დაწყების მომენტს, მეორე შემთხვევაში კი, ,,სააღსრულებო წარმოების დაწყები(დან)ს“ მომენტს. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის დაწყების, შეჩერების, მოთხოვნის წარმოშობის, ვადის დენის შეჩერების დროს, აღნიშნულ გარემოებათა განსაზღვრის საერთო წესი დადგენილია მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 121-ე მუხლით დადგენილია, რომ კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში გათვალისწინებული წესები. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორებს: ლ---–---------–--ეს, ნ-----–------–----ეს და ლ-----–--–--------ეს აღსრულების თაობაზე თავიანთი უფლების დარღვევის შესახებ საჯარო რეესტრის მეშვეობით შეეძლოთ შეეტყოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვალეებმა: ხ--–------------------–---–მა ნაწილობრივ აღასრულეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. NN0-------- განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მათ სასარგებლოდ თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 21.05.2004წ. გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება. ეს ქმედება, მოვალეებმა: ხ--–------------------–---–მა განახორციელეს (არასრულად) 11.12.2014წ., ვინაიდან სწორედ ამ დროს განხორციელდა ადრე არსებული (კრედიტორების) რეგისტრაციის გაუქმება, მაგრამ საჯარო რეესტრის მონაცემებით მესაკუთრეებად რ------------–------ისა და ა----–---------–---–ის აღდგენას და იპოთეკის უფლების აღდგენას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გამო, კრედიტორებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოთხოვნის რეალიზაციის უფლება სრულად მიეცათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იპოთეკით დატვირთულ ნივთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერით აღდგა ხ--–------ისა და ნ----–---–ის საკუთრების უფლება და იპოთეკის უფლება. ეს თარიღი არის 12.03.2015წ. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის მიზნებისათვის, კ------–--ისა და სხვათა მოთხოვნის წარმოშობის მომენტად, აღმასრულებლის 06.10.2003წ. N0-------- განკარგულების ბათილად ცნობის შემდგომ, ითვლება დრო 2015 წლის 12 მარტიდან. აღნიშნულ არგუმენტაციას ამყარებს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში, კოდექსის ამ ნორმაში მითითებულ კრედიტორ(ებ)ად თუ ნაგულისხმევი იქნება კ------–--ე-ტ--–----ე-შ--–--------ე და მათი მოთხოვნის წარმოშობა, როგორიცაა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების განახლების მოთხოვნა, თუ იქნება დამოკიდებული კრედიტორის მოქმედებაზე, ცხადია, ისინი ასეთ მოქმედებას რეალურად ვერ განახორციელებდნენ 2015 წლის 12 მარტამდე, ვინაიდან თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 18.07.2003წ. N2----- სააღსრულებო ფურცლისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. N0-------- განკარგულების საფუძველზე ისინი უკვე ისედაც აღრიცხულნი იყვნენ უძრავი ნივთის მესაკუთრეებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უფლება აღსრულებაზე რეალიზებული იყო, ასეთი უფლების დარღვევას მათ მიმართ ადგილი ფაქტობრივად არ ჰქონდა, ხოლო სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. N0-------- განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ რ------------–------ისა და ა----–---------–---–ის სასარგებლოდ 21.05.2004წ. გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პრეროგატივა და საჯარო რეესტრში კ------–--ე-ტ--–----ე-შ--–--------ის რეგისტრაციის გაუქმების უფლება მინიჭებული ჰქონდათ ამ საქმეში კრედიტორებს: ხ--–------სა და ნ----–---–ს, რომელთა მიერაც ეს უფლება სრულად და კანონიერად 2015 წლის 12 მარტამდე განხორციელებული არ ყოფილა. ამდენად, ვინაიდან კრედიტორებს სასამართლოს 18.07.2003წ. N2----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების განახლების მოთხოვნის შესაძლებლობა რეალურად მიეცათ 12.03.2015წ., მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი კრედიტორების მიერ აღსრულდა თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ გადაწყვეტილება, ანუ აღდგა აუქციონის ჩატარებამდელი თავდაპირველი მდგომარეობა და იპოთეკა, სამოქალაქო კოდექსის 131–ე მუხლის მიზნებისათვის, ხანდაზმულობის დაწყების მომენტად, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ეს თარიღი – 12.03.2015წ. (დრო, როცა კრედიტორებს კ------–--ეს და სხვებს შეეძლოთ განეხორციელებინათ ეს მოქმედება) უნდა იქნეს მიჩნეული.

 

აპელანტები მიუთითებენ, რომ სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლში მითითებულ კრედიტორებად თუ იქნება ნაგულისხმევი ხ--–------ი და ნ----–---–ი, არც ამ შემთხვევაში ექნება წინამდებარე სააღსრულებო ფურცლით დაწყებული აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლას ადგილი, ვინაიდან კრედიტორებს: ხ--–------სა და ნ----–---–ს ,,სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის“ აღსრულების მიზნით, უფლება ჰქონდათ მიემართათ ათწლიანი ხანდაზმულობის ვადაში, რაც 12.03.2015წ. სრულად იქნა განხორციელებული. შესაბამისად, ვინაიდან კრედიტორ(ებ)ს 2015 წლის 12 მარტამდე შეეძლოთ განეხორციელებინათ ეს მოქმედება, ამ საქმეში კრედიტორების (კ------–--ე, ტ--–----ე, შ--–--------ე) მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების შემდგომ მისი ხელახლა ათვლა, ანუ ხანდაზმულობის ვადის განახლება, იწყება სწორედ აღნიშნული დროიდან.

 

აპელანტების განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კ------–--ის, ტ--–----ისა და შ--–--------ის სახელზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების განახლების უფლება ანუ ,,მოთხოვნის უფლება" წარმოიშვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხ--–------ი–ნ----–---–ის მიერ აღსრულებულ იქნა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილება, ითვლება, რომ სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. NN0-------- განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანუ 2015 წლის 12 მარტამდე, თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 18.07.2003წ. NN2----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებული იყო. ეს იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სამოქალაქო კოდექსის 138–ე მუხლის დათქმას, რომლის მიხედვითაც, აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში კი, მართალია, აღმასრულებელი მოქმედება სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ NN0-------- განკარგულებით ერთხელ უკვე იყო განხორციელებული, მაგრამ ვინაიდან ეს განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო სააღსრულებო ბიუროს მხრიდან სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების განახლებას და გაგრძელებას, მის ჯეროვან აღსრულებას შემდგომში ადგილი არ ჰქონია, ითვლება, რომ აღმასრულებელი მოქმედება განხორციელებული არ არის და ის აღსრულების პროცესშია, რაც თავის მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ სააღსრულებო ბიუროს მხრიდან 18.07.2003წ. N2----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულებას ადგილი არა აქვს. შესაბამისად, ადგილი არა აქვს 18.07.2003წ. NN2----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისა და ამ სააღსრულებო ფურცლის მიმართ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას.

 

აპელანტების განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღსრულების სფეროში მოქმედი სპეციალური კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”, რომელიც აღსასრულებელი გადაწყვეტილების ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტად მიიჩნევს იძულებითი აღსრულების დაწყების მომენტს (კანონის 34.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) და სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტს (კანონის 34.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. N0-------- განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილების აღსრულებისა და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის შემდგომ, 18.07.2003წ. NN2----- სააღსრულებო ფურცლით იძულებითი აღსრულების დაწყებას ადგილი არ ჰქონია, რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ იძულებითი აღსრულების დაწყებიდან ან/და სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. სწორედ იმის გამო, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილებით აუქციონის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, აღსრულების ბიურომ კი რეაგირება არ მოახდინა კ------–--ე-ტ--–----ე-შ--–--------ის განცხადებებზე აღსრულების განახლების შესახებ და აღსრულების მიზნით არც ხელახალი აუქციონი დანიშნა, კრედიტორები იძულებულნი გახდნენ, რომ 16.12.2005წ. ადმინისტრაციული სარჩელი შეეტანათ სასამართლოში მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.2005წ. განჩინებით, საქმეზე N13799 დადგენილ იქნა ხარვეზი, შემდგომში კი ამ საქმეს გაგრძელება და დაკმაყოფილება არ მოჰყვა.

 

აპელანტები მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად, აქტის ბათილად ცნობა ამ აქტით დადგენილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებაა, ცხადი ხდება, რომ ის სამართლებრივი შედეგები, რაც დადგა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.2003წ. NN0-------- განკარგულებით, ამ განკარგულების ბათილად ცნობის გამო გაუქმებულად ითვლება. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ კრედიტორების დაკვეთა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, აღებული ვალდებულების შესრულების მიზნებისათვის, სწორედ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ვალდებულებაში (და არა კრედიტორის ვალდებულებაში) შედიოდა, ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების გაგრძელება და ამ მოვალეობის შესრულების შეხსენების მიზნით კრედიტორებს არ ევალებოდათ ბიუროსთვის ახალი განცხადების წარდგენა. მითუფრო, რომ ამ სააღსრულებო ფურცლის კრედიტორებისთვის დაბრუნებას ან/და აღსრულებისთვის კრედიტორების მიერ წინასწარ გადახდილი საზღაურის დაბრუნებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, საასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოს კვლავ კრედიტორებს რჩებათ ექსკლუზიური უფლებამოსილება სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მოთხოვნისათვის, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და გაზიარებული არ უნდა იქნას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ სააღსრულებო ფურცელი კვლავ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია და მასზე წარმოება არ შეწყვეტილა.

 

აპელანტების განმარტებით, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კანონი ადგენს აღსრულებისთვის ხანდაზმულობის ათწლიან ვადას, ამ ვადაში კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცელი წარდგენილია სააღსრულებო ბიუროში, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორის მხრიდან ეს ვადა დარღვეული არ არის. კანონი კი არ ავალდებულებს კრედიტორს, რომ მან ხელახლა წარადგინოს სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცელი და ხელახლა გადაიხადოს საზღაური იმ შემთხვევაში, როცა სააღსრულებო ბიურო აღსრულებას არაჯეროვნად, უკანონოდ განახორციელებს, რისი თანმდევი იურიდიული შედეგიც შეიძლება იყოს აღმასრულებლის განკარგულების ბათილად ცნობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. მართალია, თბილისის სააღსრულებო ბიურომ და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩათვალეს და სასამართლომ გაიზიარა, რომ მოცემულ შემთხვევაში თითქოს ადგილი აქვს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „კ“ ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევას, რომელთა მიხედვითაც, აღსრულება შეწყდება, თუ (ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; (კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, თუმცა მათ არ მიუთითებიათ, თუ რომელი პერიოდიდან მოახდინეს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. მითუფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორების მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი ეხება თანხის გადახდევინებას, რომელზეც სააღსრულებო წარმოება, აღმასრულებლის 06.10.2003წ. N0-------- განკარგულების ბათილად ცნობის შემდგომ, დაწყებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, ამ განკარგულების ბათილად ცნობის გამო, თავდაპირველი მდგომარეობაც კი არ იყო აღდგენილი, ანუ ხ--–------ისა და ნ----–---–ის საკუთრების უფლება არ იყო აღდგენილი იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე და მის მესაკუთრეებად აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, რომელიც შემდგომში ბათილად იქნა ცნობილი, კვლავ იყვნენ რეგისტრირებულნი კრედიტორები: კ------–--ე, ტ--–----ე და შ--–--------ე.

 

აპელანტების მოსაზრებით, არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ,,კრედიტორები არ იყვნენ შეზღუდული წარდგენილი სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების მიზნით თავად წარედგინათ საჯარო რეესტრისათვის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება, თბილისის სააღსრულებო ბიუროს N0-------- 06.10.2003წ. განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე". ასეთი ვალდებულების დაკისრება მათთვის, ყოველვარ საფუძველს არის მოკლებული, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის უფლება კანონით კრედიტორის პრეროგატივაა, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილების მიხედვით, კრედიტორებს სწორედ მოწინააღმდეგე მხარეები: ხ--–------ი და ნ----–---–ი წარმოადგენდნენ.

 

აპელანტები მიიჩნევენ, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ქმედების განუხორციელებლობით სახეზეა მოვალეთა: ხ--–------ისა და ნ----–---–ის სასარგებლო შემდეგი ქონებრივი შედეგი: კრედიტორებისგან სესხად აღებული თანხაც და იპოთეკის საგანიც მოვალეთა საკუთრებაში არის დატოვებული. ყოველივე აღნიშნული კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოწონებულია. ცხადია, რომ სასამართლომ დავის გადასაწყვეტად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 142-ე, 121-ე, 131-ე, 135-ე, 138-ე მუხლები, არასწორად განმარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „კ“ ქვეპუნქტები, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად კი, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის „ე“, „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - 2016 წლის 7 აპრილის N---- ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 18 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იძულებითი აღსრულების დავალება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის 20.1 მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, ხოლო 20.2 მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადება და სააღსრულებო ფურცელი. ამავე კანონის 34.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ხოლო ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-? ?????? ????? ??????? დადგენილი ხანდაზმულობა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ კანონით დადგენილია იძულებით ღონისძიებათა აღსრულების წესი, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას ნებაყოფლობით არ აღასრულებს. ამასთანავე, უფლების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილია ხანდაზმულობის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ათავისუფლებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვალდებულებისგან. ამგვარი უფლების ხანდაზმულობა მოსარჩელეს ართმევს უფლებას, მოითხოვოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პროცედურის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ განსახილველ საქმეზე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას წინ უძღვოდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.07.2003წ. 2----- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ---–---------–--ის, ნ-----–------–----ისა და ლ-----–--–--------ის სარჩელი. ა----–---------–---–სა და რ------------–------ს სოლიდარულად გადახდათ: ლ---–---------–--ის სასარგებლოდ 8098 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში (აქედან 4800 ძირითადი თანხა, 288 პროცენტი, 3010 პირგასამტეხლო); ნ-----–------–----ის სასარგებლოდ - 7507 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (აქედან 4450 ძირითადი თანხა, 267 პროცენტი, 2790 პირგასამტეხლო); ლ-----–--–--------ის სასარგებლოდ - 305 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (1900 ძირითადი თანხა, 114 პროცენტი, 1191 პირგასამტეხლო). ვალის დაფარვის ანგარიშში, საჭიროების შემთხვევაში, იძულებით აუქციონზე რეალიზაციას მიექცა იპოთეკის საგანი: თბილისში, ჩ----------–--------------ში მდებარე ბინა, წილობრივი მონაცემებით 2----. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 18.07.2003წ. გასცა სააღსრულებო ფურცელი. 06.20.2003წ. N0-------- განკარგულებით, პირველი საჯარო აუქციონის შედეგად, რ------------–------ისა და ა----–---------–---–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის (მდებარე: ქ. თბილისში, ჩ----------–-----------------–------------------------------------ კვ.მ.) მესაკუთრეები გახდნენ ლ---–---------–--ე, ნ-----–------–----ე და ლ-----–--–--------ე. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრეებად აღირიცხნენ ლ---–---------–--ე, ნ-----–------–----ე და ლ-----–--–--------ე. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს N0----------------- განკარგულება, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2014წ. N8----------- გადაწყვეტილებით გაუქმდა ლ---–---------–--ის, ნ-----–------–----ისა და ლ-----–--–--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თბილისში, ჩ----------–---------------ში მდებარე ბინაზე (ლიტ. „ა“, წილობრივი მონაცემები 2----). რეგისტრაციის გაუქმებას საფუძვლად დაედო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.05.2004წ. გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.01.2015წ. N8----------- გადაწყვეტილებით აღნიშნულ ბინაზე დარეგისტრირდა რ------------–------ისა და ა----–---------–---–ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1999 წლის 25 თებერვალს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N0-------- განკარგულების ბათილად ცნობის შემდეგ არ დაწყებულა, შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან დაუშვებელი იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის გამოყენება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N0-------- განკარგულების ბათილად ცნობით, გაბათილებული განკარგულების შედეგები სამართლებრივად გაუქმდა, შესაბამისად, კვლავ აღსასრულებელი იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.07.2003წ. 2----- გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება, თანხის გადახდევინების თაობაზე. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ამ პირობებში, კვლავ კრედიტორებს დარჩათ ექსკლუზიური უფლებამოსილება, მოეთხოვა სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება, თუმცა აღნიშნული კრედიტორებს არ განუხორციელებიათ, საქმეს არ ერთვის მტკიცებულება იმისა, რომ კრედიტორებმა აღნიშნულ ვადაში მიმართეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსრულების გაგრძელების თაობაზე განცხადებით.

 

პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება (ამავე შინაარსის იყო 2008 წლის 19 დეკემბრამდე მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი). საქმის მასალებით დადგენილია, რომ იძულებით აღსასრულებლად მიქცეული ბინა (მდებარე: თბილისში, ჩ----------–-------------- (ლიტ „ა“), წილობრივი მონაცემები 2----), თბილისის სააღსრულებო ბიუროს 06.10.03წ. N0-------- განკარგულების საფუძველზე, 2003 წლიდან საჯარო რეესტრში აღრიცხვული იყო ლ---–---------–--ის, ნ-----–------–----ისა და ლ-----–--–--------ის საკუთრებად. ამდენად, აღნიშნული პირები, როგორც კრედიტორები, არ იყვნენ შეზღუდულები, წარდგენილი სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თავად წარედგინათ საჯარო რეესტრში ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს N0-----------------წ. განკარგულება. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ამგვარად, კრედიტორები ხელს შეუწყობდნენ იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში. 2003 წლის 22 აგვისტოდან 10 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლისის 2----- გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 აპრილის N---- ბრძანება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისათვის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების დავალდებულების თაობაზე, ვინაიდან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კანონით დადგენილი 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–------–----ის, ლ---–---------–--ის და ლ-----–--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი