განაჩენი

სისხლის სამართლის 15.07.2019
საქმის ნომერი
330100118002762027
ინსტანცია
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002762027

საქმე №1/ბ-844-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------–ის

ადვოკატ: დ--------------–----–--ის

მსჯავრდებულ: ნ-------------–---–-–---–ის

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის, აგრეთვე, მსჯავრდებულ ნ-------------–---–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--------------–----–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-------------–---–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ა--–------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–------------------------------–-----–---------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით:

ნ-------------–---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ-------------–---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და ნ-------------–---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 5 ნოემბრიდან.

 

ნ-------------–---–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ნ-------------–---–-–---–ი 2008 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ--–---------–---–თან. 2011 წლის 10 მაისს მათ დაარეგისტრირეს ქორწინება. 2018 წლის 31 იანვარს განქორწინდნენ, თუმცა აგრძელებდნენ თანაცხოვრებას. თანაცხოვრების განმავლობაში ნ-------------–---–-–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ლ--–---------–---–ს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

2018 წლის 5 ნოემბერს, ღამით, ქ--–--------–--–-------------–---------------------------–-----–----------------------------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ნ-------------–---–-–---–მა ლ--–---------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილების - 17 წლის ი-------------–---–----------–-–----–------------–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ლოყაზე და ორივე ხელი მოუჭირა კისერზე. ნ-------------–---–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ--–---------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–მა, აგრეთვე, მსჯავრდებულ ნ-------------–---–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ--------------–----–--ემ.

 

პროკურორმა ნ----------–ის სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ნ-------------–---–-–---–ს ჩადენილი დანაშაულის სანქციის ფარგლებში განესაზღვროს მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მსჯავრდებულ ნ-------------–---–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ--------------–----–--ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ნ-------------–---–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა; იმ საფუძვლით, რომ ნ-------------–---–-–---–ს ბრალად შერაცხული დანაშაულები არ ჩაუდენია. 2018 წლის 5 ნოემბერს კი ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის, აგრეთვე, მსჯავრდებულ ნ-------------–---–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--------------–----–--ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლ--–-დ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ნ-------------–---–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ლ--–---------–---–ის განმარტებით, ნ-------------–---–-–---–ი არის მისი ყოფილი მეუღლე, თუმცა ისინი განქორწინების შემდეგაც ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ნ-------------–---–-–---–ი არ მიდიოდა სახლიდან, რადგან სახლი მისიც იყო. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ჰყავს ხუთი შვილი, რომელთაგან ორი - ს------------- მისი (დაზარალებულის) და ნ-------------–---–-–---–ის საერთო შვილია. მისი შვილებიდან ე-–--- არის 18 წლის, ი----- - 17 წლის და ლ---- 13 წლის. 2018 წლის 4 ნოემბერს, დილის საათებში, ძმასთან - პ------თან და ნ-------------–---–-–---–თან ერთად იმყოფებოდა კახეთში, სადაც აღნიშნეს პ------ დაბადების დღე. კახეთში ნ-------------–---–-–---–ს მცდელობა ჰქონდა კომფლიქტის დაწყების, მაგრამ დაამშვიდეს. დაახლოებით 21:00 საათზე ისინი წამოვიდნენ თბილისში. სახლში რომ მივიდნენ, დაწოლამდე ნ-------------–---–-–---–მა ლ------------–---–ს დაუწყო კამათი გრძელი თმის გამო და მას ,,პიჟონი“ უწოდა. შემდეგ პ------ უთხრა, ჩემმა შვილებმა რომ ასე იარონ, თავებს დავაჭრიო. ლ--–---------–---–ის განმარტებით, ღამის 02:00 საათზე მოესმა ნ-------------–---–-–---–ის ღრიალის ხმა, რის გამოც გავიდა და სცადა ნ-------------–---–-–---–ის დაწყნარება, ნ-------ი აღნიშნულზე უფრო გაღიზიანდა, სახეში შემოარტყა ხელი და კისერში ხელები მოუჭირა. ამ დროს მან განიცადა ტკივილი. ამ ყვირილზე ასევე ი----- და ლ----ც გამოვიდნენ, რომლებიც შეესწრნენ დედამისის მიმართ გინებისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ნ-------------–---–-–---–ს პ----- და მეზობელი აკავებდნენ. შემდეგ ი-----მ გამოიძახა პოლიცია. პოლიციის მოსვლის შემდეგ მას სახე გაწითლებული ჰქონდა, ხოლო ნ-------------–---–-–---–ი ყვიროდა, ,,რამდენი ხანი უნდა ჩამსვათ?! რომ გამოვალ, მაინც თავებს დავაჭრიო.“ ნ-------------–---–-–---–ის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ხშირად ჰქონდა ადგილი. ნ-------ი ეუბნებოდა, ,,რახან გათხოვდი, მოითმინეო“. ნ-------------–---–-–---–ს მის შვილებთანაც ცუდი დამოკიდებულება აქვს, რომლებსაც ხშირად უყვირის. სიმთვრალეში იგი არაადეკვატური ხდება. ნ-------ის პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ ოჯახში თვითონ იყო უფროსი და ყველა მას უნდა დამორჩილებოდა. საზოგადოებაში, სუფრაზე ყოფნის დროსაც, როდესაც გაიცინებდა, ნ-------------–---–-–---–ი ეტყოდა, ,,ეხლა მოგხვდება ყურის ძირშიო“. იგი ხშირად ეძახდა მას ,,იდიოტს“, ,,დებილს“ და სხვა დამამცირებელ სიტყვებს და ამას არც სხვების თანდასწრებით ერიდებოდა. იგი ამის გამო დათრგუნული იყო და გარეთ გამოსვლაც აღარ უნდოდა. ჩხუბის გამო, იმის ენერგიაც აღარ ჰქონდა, რომ სახლი დაელაგებინა. ნ-------------–---–-–---–ის პატიმრობაში ყოფნის გამო, ბავშვები და თვითონ მშვიდად არიან. ნ-------------–---–-–---–ს გოგოებისთვისაც დაურტყამს ხელი და მეგობრების თანდასწრებით დაუყვირია. ნ-------------–---–-–---–ის მიმართ არაერთხელ გამოუციათ შემაკავებელი ორდერი. ბოლო ერთი წელი არ გასულა სახლიდან და არ მუშაობდა, მაგრამ მაინც მშვიდი იყო, რადგან განქორწინებულები იყვნენ, პატარ-პატარა ყვირილები კი იყო, მაგრამ იმდენად მიჩვეულები არიან ამას, რომ რაც იქამდე ხდებოდა, მასთან შედარებით არაფერი იყო. მისი პოზიციაა, რომ ნ-------ს მაქსიმალური სასჯელი განუსაზღვროს სასამართლომ, რათა მათ მშვიდად იცხოვრონ.

 

არასრულწლოვანი მოწმის ლ------------–---–ის განმარტებით, დაზარალებული ლ--–---------–---–ი დედამისია, ხოლო ნ-------------–---–-–---–ი - მამინაცვალი. ისინი ამჟამად განქორწინებულები არიან. ცხოვრობს დედასთან, დებთან და ძმებთან ერთად. 2018 წლის 4 ნოემბერს იყო ბიძამისის (დედამისის ძმის) - პ------ დაბადების დღე. ამის გამო მათ კახეთში დალიეს. შემდეგ დედამისი და ბიძამისი დაბრუნდნენ სახლში, ხოლო ნ-------------–---–-–---–ს ეძინა მანქანაში და მოგვიანებით ავიდა სახლში. ამ დროს პ----- ისევ სვამდა. მას ნ-------------–---–-–---–იც მიუჯდა და მანაც დაიწყო დალევა. ამის შემდეგ თვითონ, დედამისი და მისი და შევიდნენ დასაძინებლად. ღამით ნ-------------–---–-–---–ის ხმამაღალი ტონით საუბარი შემოესმა. საპირფარეშოში გასვლისას გაიგონა ნ-------------–---–-–---–ის ხმა, რომელიც მას თმის გამო ,,პიჟონს“ უწოდებდა. იგი ამბობდა, ,,ჩემმა შვილებმა ესე რომ ქნან, გადავაჭრი თავსო“. ამ ხმაურზე გაეღვიძა ლ--–---------–---–ს, რომელიც გავიდა ოთახიდან. მან ნ-------------–---–-–---–ს უთხრა, რომ დაეძინა. ამის პასუხად, ნ-------მა მას დაუყვირა, ,,შეეთრიე, შენ ვინ გეკითხება მე სად ვიქნებიო“. ცოტა ხნის შემდეგ ლ--–---------–---–მა კვლავ უთხრა ნ-------------–---–-–---–ს, რომ ხმადაბლა ესაუბრა, რადგან მეზობლებს აღვიძებდა. ამ ლაპარაკში ნ-------ი წამოუხტა და ლ--–---------–---–ს დაუდგა წინ, შემდეგ წვდა კისერში და ხელები მოუჭირა. მან გამოიყვანა დედამისი დერეფანში. ლ--–---------–---–ის ყვირილზე მეზობელი შევიდა, რომელიც გაშველებას ცდილობდა. შემდეგ მოწმესაც წვდა ნ-------------–---–-–---–ი, თუმცა დედამ და ბიძამ გამოიყვანეს იგი. ამ დროს ლ--–---------–---–მა ფრჩხილი გაჰკრა ნ-------ს. შემდეგ მისმა დამ ი-----მ დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. ნ-------------–---–-–---–ი პოლიციასაც ეუბნებოდა, ,,ვერაფერს ვერ მიზამთო“.ნ-------------–---–-–---–ი ლ--–---------–---–ს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი ასევე მას და მის დებსაც ეჩხუბებოდა. რამეს რომ გააკეთებდა დედა, ნ-------ი ამბობდა ჩემი გაკეთებულიაო, დედა რომ შეწინააღმდეგებოდა, ან ურტყამდა ან ეჩხუბებოდა. ერთხელ დედამ საღამოს ცხრა საათზე გაუშვა მისი დები მეგობრებთან. ამის გამო, ნ-------ი დედას შეუვარდა ყვირილით ,,შენ როგორ გაუშვი გოგოებიო“, ტელეფონი შემოუნარცხა კედელზე და რტყმევა დაუწყო. შემდეგ ისევ მეზობელი შემოვიდა და იმან გააშველა. ნ-------------–---–-–---–ი ლ--–---------–---–ს ხშირად ეძახდა ,,ძროხას“, ,,თხას“ და აგინებდა.

 

არასრულწლოვანი მოწმის ი-------------–---–ის განმარტებით, იგი არის ლ--–---------–---–ის შვილი, ხოლო ნ-------------–---–-–---–ი არის მისი მამინაცვალი. 2008 წლიდან იგი მათთან და და-ძმებთან ერთად ცხოვრობდა. მისი და არის 18 წლის, თვითონ - 17 წლის, ლ---- - 13 წლის, ს--- - 9 წლის და მ---- - 7 წლის. ს------------- ლ--–---------–---–ისა და ნ-------------–---–-–---–ის საერთო შვილები არიან. ნ-------------–---–-–---–ი ლ--–---------–---–ზე ხშირად ძალადობდა. 2018 წლის 4 ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე საგარეჯოდან ჩამოვიდნენ ლ--–---------–---–ი, ნ-------------–---–-–---–ი და ლ--–---------–---–ის ძმა პ-----------–---–ი. მას და მის ძმას - ლ------------–---–ს არ ეძინათ, ხოლო მისი და მუშაობდა. თავიდანვე ნ-------------–---–-–---–ი აგრესიული განწყობით იყო, თუმცა ამას არ მიაქციეს ყურადღება, რადგან მის ასეთ ქცევებს სისტემატური ხასიათი ჰქონდა და იცოდნენ, რომ უნდა მორიდებოდნენ. ის და ლ---- ოთახებში შევიდნენ, ლ--–---------–---–იც დაწვა. შემდეგ ხმამაღალი ყვირილი ატყდა და ის და ლ---- გავიდნენ ოთახებიდან და ნ-------------–---–-–---–ს მოუწოდეს დაწყნარებულიყო. ნ-------მა მათ არ მიაქცია ყურადღება. კამათის თემა იყო ლ----ს თმის სიგრძე. შემდეგ ლ--–---------–---–იც გავიდა ოთახიდან და მოუწოდა დამშვიდებისკენ, რადგან გვიანი იყო და მეზობლებიც შეწუხდებოდნენ, მაგრამ ნ-------მა ატეხა ყვირილი, რომ სახლში ის იყო უფროსი და ყველა მას უნდა დამორჩილებოდა. შემდეგ ნ-------------–---–-–---–ი უცებ ადგა და ყელში წვდა ლ--–---------–---–ს. ლ----მ გამოწია უკან ნ-------ი. ლ----ზე ყოველთვის აგრესია ჰქონდა ნ-------ს. იგი ამაზე გაბრაზდა და ლ----ს წვდა ყელში, მერე ლ--–---------–---–მა გამოწია ნ-------ი, რა დროსაც ფრჩხილი გაჰკრა ყელთან. ამ დროს პ-----ც ჩაერია გაშველებაში. ნ-------------–---–-–---–ი პ------აც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან გამოიძახა პოლიცია. პოლიცია რომ მივიდა, ნ-------------–---–-–---–მა პოლიციას განუცხადა, რომ იგი პ-----მ და ლ--–-მ სცემეს. ნ-------ი ლ--–-ს ემუქრებოდა, ,,პოლიცია ფეხებს ვერ მომჭამს, ციხიდან რომ გამოვალ მაინც თავებს დაგაჭრით სათითაოდო“. ნ-------------–---–-–---–ი სულ იმას იძახდა, რომ ოჯახის უფროსი იყო და ყველა მას უნდა დამორჩილებოდა. ამის გამო, იგი ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ლ--–---------–---–ს, რის გამოც ლ--–---------–---–ი ნერვიულობდა, ტიროდა და წნევები ჰქონდა. ერთხელ, როდესაც ლ--–- ორსულად იყო ნ-------------–---–-–---–ი მთვრალი დაბრუნდა სახლში, ნ-------ი გაბრაზდა ლ--–-ზე, რომ არ ელაპარაკებოდა და ლ--–-ს ბოთლის თავსახური ესროლა შუბლში.

 

მოწმე პ-----------–---–ის განმარტებით, იგი არის დაზარალებულ ლ--–---------–---–ის ნახევარი ძმა. 2018 წლის 4 ნოემბერს მასთან, საგარეჯოს რაიონში, სტუმრად იყვნენ ლ--–---------–---–ი და სიძე - ნ-------------–---–-–---–ი, სუფრასთან ყოფნის დროს შელაპარაკება მოუვიდათ ნ-------ს და ლ--–-ს. ამის გამო ადგნენ სუფრიდან და ლ--–-ს მანქანით წამოვიდნენ თბილისში. ნ-------ის მხრიდან ლ--–---------–---–ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფებს გზაშიც ჰქონდა ადგილი, რა დროსაც იგი ნ-------ს აწყნარებდა. როდესაც სახლში მივიდნენ, დახვდათ დისშვილები ე-–--- და ლ----. ნ-------მა ლ----ზე მის გასაგონად თქვა, რომ მას თმები ,,პიჟონივით“ ჰქონდა. ამის შემდეგ მას და ნ-------ს შელაპარაკება მოუვიდათ ერთმანეთთან. ლ--–---------–---–ი გავიდა ოთახიდან და ნ-------ს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან მეზობლები შეწუხდებოდნენ. ამის პასუხად, ნ-------------–---–-–---–ი წამოდგა სავარძლიდან, გაემართა ლ--–---------–---–ისკენ, რომელსაც ხელი დაარტყა და შემდეგ ორივე ხელი მოუჭირა ყელში. გასაშველებლად ლ---- მივიდა, თუმცა ნ-------მა მასაც დაარტყა. ამ მომენტში თვითონაც იქ იყო და მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ცოტა ხანში პატრული მივიდა ადგილზე, რადგან როგორც შემდეგ გაიგო, ი-----ს დაურეკავს 112-ში. ლ--–---------–---–ის ოჯახში პოლიცია მანამდეც ყოფილა არაერთხელ გამოძახებული ნ-------------–---–-–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე.

 

პატრულ-ინსპექტორ ვ-–--------------–-–---–ის განმარტებით, 2018 წლის 5 ნოემბერს მიიღეს შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, ინიციატორი იყო არასრულწლოვანი. მეწყვილე ზ-------------სთან ერთად გამოცხადდა თბილისში, ე-–------------------------------–-- სადაც ადგილზე დახვდათ რამდენიმე მოქალაქე და ორი არასრულწლოვანი. კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ ნ-------------–---–-–---–ი და ლ--–---------–---–ი, ხოლო სხვები იყვნენ გამშველებლები. ადგილზე მისვლის დროს, კვლავ იყო ხმამაღალი შელაპარაკება და კონფლიქტი, ქალბატონ ლ--–---------–---–ს ყელის არეში აღენიშნებოდა სიწითლე და იყო ძალიან აღელვებული. იგი ქმრისგან წამოსულ აგრესიას სიტყვიერად პასუხობდა სიტუაციის განმუხტვის მიზნით. მას რამდენჯერმე შეეწინააღმდეგა ნ-------------–---–-–---–ი, მისი მოთხოვნა იყო, რომ დაწყნარებულიყო და საშუალება მიეცა რათა გარკვეულიყო სიტუაციაში. პირველად ინიციატორ არასრულწლოვანს გაესაუბრა, ხოლო შემდეგ ლ--–---------–---–ს, რომელსაც როგორც შემდგომ გაირკვა, მისი მეუღლე ნ-------------–---–-–---–ი აყენებდა, როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას და აღნიშნულ ფაქტს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მან შემაკავებელი ორდერით მოახდინა ნ-------------–---–-–---–ის დაკავება. არასრულწლოვნის დაკითხვისას გაირკვა, რომ მის მშობლებს შორის მოხდა კომფლიქტი, რა დროსაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ნ-------------–---–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლ--–---------–---–ს. ამას ადასტურებდა ქალბატონი ლ--–---------–---–იც. მომხდარს ასევე ესწრებოდა მისი ძმა, რომელიც ასევე ადასტურებდა ძალადობის ფაქტს. სამსახურებრივი მოვალეობის დროს იმყოფებოდა თავის მეწყვილე ზ-------------სთან ერთად, შეტყობინების შემოსვლისთანავე მონაცემთა ბაზაში გადაამოწმა მოქალაქე ნ-------------–---–-–---–ი, რომელსაც უდასტურდებოდა რამოდენიმე შემაკავებელი ორდერის გამოცემა ოჯახური კონფლიქტთან დაკავშირებით. დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედების ოქმები მისი შედგენილია და დაეთანხმა მის სისწორეს. ვინაიდან ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ მას და მის მეწყვილეს, ალკოტესტზე შემოწმება მოახდინა მისმა მეწყვილემ. შემოწმებისას დადგინდა, რომ ნ-------ი იყო ნასვამი, რასაც არც თვითონ ნ-------------–---–-–---–ი უარყოფდა. მან აუხსნა ნ-------------–---–-–---–ს, რომ დასახმარებლად და ვითარების განსამუხტად იყვნენ მისულები, რის შემდეგაც მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ქალბატონი ლ--–- ადასტურებდა, რომ მას ხელი დაარტყა მეუღლემ და ყელში ხელის მოჭერით ცდილობდა მის გაგუდვას და რომ არა გამშველებლები, არ იცის როგორ დამთავრდებოდა ეს შემთხვევა. მას ასევე შესთავაზეს სასწრაფო სამედიცინო დამხმარება, მაგრამ ქალბატონმა უარი განაცხადა. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა ზ-------------მ.

 

მოწმის სახით დაკითხულ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოს მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებლის რ---------------–--ს განმარტებით, 2018 წლის 5 ნოემბერს ვარკეთილის ტერიტორიიდან მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ლ--–---------–---–ი იყო დაზარალებული, ხოლო შეტყობინება იყო შესული ი-------------–---–ისგან. შეტყობინება ეხებოდა მეუღლის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ადგილზე მისვლისას მას დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებსაც დაკავებული ჰყავდათ ნ-------------–---–-–---–ი. შემდეგ შევიდა ბინაში, სადაც დახვდა ლ--–---------–---–ი, მისი შვილები ი----- და ლ---- და ლ--–-ს ნახევარძმა - პ-----. იგი გაესაუბრა ლ--–---------–---–ს, რომელმაც განუცხადა, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ნ-------------–---–-–---–მა, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და აგრესიულად იქცეოდა, ვერ მოახერხეს მისი დაწყნარება და შელარაპარაკების დროს მისი მხრიდან გამოხატული აგრესია გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ყელზე წაუჭირა ხელები და სახეში დაარტყა. ამ ფაქტს შეესწრნენ ლ---- და ი-------------–---–ები. ლ---- პ------თან ერთად ცდილობდა ნ-------ის დაწყნარებას, ხოლო ი-----მ გამოიძახა პოლიცია. როდესაც ბინაში შევიდა, ლ--–---------–---–ი აღელვებული იყო, ტიროდა და უჭირდა სიტუაციის ახსნა. მას ყელზე სიწითლე აღენიშნებოდა. იგი აცხადებდა, რომ მისი მეუღლის მხრიდან მთელი დღე გრძელდებოდა აგრესია, რაც საღამოს საათებში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებული ნ-------------–---–-–---–ი საპატრულო ეკიპაჟს მანქანაში ეჯდა. მას ამ დროს ეტყობოდა, რომ არაფხიზელი იყო და აგრესიულად იქცეოდა. იგი აგრესიას გამოხატავდა ლ--–---------–---–ის მიმართ. ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, გამოიკითხა ლ--–---------–---–ი, პ----- და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. იმავე, ან მეორე დღეს საპროცესო წარმომადგენლის თანდასწრებით გამოიკითხნენ ბავშვები, რის შემდეგაც ლ--–---------–---–ი აღნიშნავდა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა. შემაკავებელი ორდერები გამოთხოვილ იქნა შეს---მისი სამსახურიდან. ლ--–---------–---–ი ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

 

2018 წლის 26 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის ჩანაწერების მიხედვით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოქ. ლ--–---------–---–თან გამოცხადდა 2018 წლის 5 ნოემბერს, 05:38 საათზე, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. მოქ. ლ--–---------–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა, დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2018 წლის 19 დეკემბრის ამბოლატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ლ--–---------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ--–---------–---–მა, ნ-------------–---–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა ექსპერტმა მ-------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ლ--–---------–---–ი და ნ-------------–---–-–---–ი დაქორწინდნენ 2011 წლის 10 მაისს.

 

განქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ 2018 წლის 31 იანვარს ლ--–---------–---–ი და ნ-------------–---–-–---–ი განქორწინდნენ.

 

2018 წლის 1 მაისის შემაკავებელი ორდერის ოქმის მიხედვით, მსხვერპლი ლ--–---------–---–ს მისი მეუღლე ნ-------------–---–-–---–ი სისტემატურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც იგი განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას (ს.ფ. 81-82).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა 2017 წლის 1 მაისის შემაკავებელი ოქმი და მოძალადე ნ-------------–---–-–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან ლ--–---------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ლ--–---------–---–ი იმყოფებოდა. ასევე მოხდა მოძალადე ნ-------------–---–-–---–ის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი - ლ--–---------–---–ი ცხოვრობდა;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების მიხედვით, 2017 წლის 1 მაისს ნ-------------–---–-–---–ი მივიდა ყოფილ მეუღლესთან ლ--–---------–---–თან საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ქმედებით მან დაარღვია 2017 წლის 1 მაისის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რის გამოც იგი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა ორი დღით;

 

2017 წლის 18 დეკემბრის შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ნ-------------–---–-–---–მა განახორციელა ოჯახური ძალადობა ლ--–---------–---–ის მიმართ, რაც კონკრეტულად გამოიხატა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში;

 

2018 წლის 5 ნოემბრის შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ნ-------------–---–-–---–მა მეუღლის ლ--–---------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით;

 

ნ-------------–---–-–---–მა არ აღიარა ბრალადშერაცხული ქმედება და განმარტა, რომ იგი 2008 წელს დაოჯახდა ლ--–---------–---–ზე, რომელიც გაიცნო მონასტერში. მ------–---–ი მანამდე ორჯერ იყო გათხოვილი და სამი შვილი ჰყავდა. ლ--–---------–---–ის შვილებთან მას ნორმალური და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ისინი 2009 წლიდან ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე, რომელიც ადრე სკოლა იყო. მას არასდროს განუხორციელებია ფიზიკური ძალადობა არც ლ--–---------–---–ზე და არც მის ბავშვებზე. ასევე არასდროს არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის. ბავშვები მარტოც რჩებოდნენ მასთან და ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. 2018 წლის 4 ნოემბერს, ლ--–---------–---–თან ერთად კახეთში წავიდა პ-----------–---–ის დაბადების დღეზე. იქ დალია ალკოჰოლური სასმელი და ჩაეძინა. თბილისისკენ მომავალ გზაზე მანქანაში ეძინა. სახლში რომ მივიდნენ, შელაპარაკება მოუვიდა პ-----------–---–თან ყოფით საკითხებზე. ლ--–---------–---–ი მის პროვოცირებას ცდილობდა. ლ--–---------–---–ი თავად ცდილობდა მის დაზიანებას და თავს ესხმოდა, ხოლო თვითონ მისთვის არც ყელში მოუჭერია და არც ხელი დაურტყამს. შეხლა-შემოხლის დროს ლ--–---------–---–მა მას ყელთან ფრჩხილი მოარტყა და გაკაწრა, თუმცა მას ამის გამო არ უჩივლია. მას ლ------------–---–ისთვის ,,პიჟონი“ არ უწოდებია პირდაპირ, მაგრამ თქვა, რომ მისნაირი ვარცხნილობით ,,პიჟონები“ დადიოდნენ. კარგი იქნებოდა, რომ ამ შეხლა-შემოხლას განრიდებოდა, მაგრამ ვერ განერიდა სიტუაციას. პატრული რომ მივიდა, მაგ დროს სიტყვიერი კამათი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ერთ-ერთი შემაკავებელი ოქმი მის მიმართ გამოიცა ი-------------–---–თან უთანხმოების გამო, რომელიც ღამე გვიან დაბრუნდა სახლში. ამის გამო მან შენიშვნა მისცა ი-----ს. ი----- შეეპასუხა, რაზეც იგი აღელდა, დაუყვირა და ხელით ცოტა შეაჯანჯღარა. ბავშვები სასამართლოში ცრუ ჩვენებებს აძლევენ მის წინააღმდეგ, რადგან მათთვის არასდროს დაურტყამს ხელი. ისინი სავარაუდოდ დარიგებულები არიან ლ--–---------–---–ისა და პ-----------–---–ის მხრიდან, რომლებსაც მისი მოცილების ინტერესი ამოძრავებთ, რადგან აღარ სჭირდებათ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ლ--–---------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიწოდებული თანმიმდევრული, უტყუარი და დამაჯერებლი ინორმაცია სრულ თანხვედრაშია შემთხვევის უშუალო მოწმეების - ლ------------–---–ის, ი-------------–---–ის და პ-----------–---–ის ჩვენებებთან; ხსენებულმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად განუმარტეს სასამართლოს თუ რა ვითარებაში ჩაიდინა ნ-------------–---–-–---–მა ლ--–---------–---–ის მიმართ ძალადობა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ თანაცხოვრების პერიოდში მსჯავრდებული დაზარალებულ, - ლ--–---------–---–ს უმნიშვნელო მიზეზის გამო, ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და უწოდებდა მას ,,იდოტს“, ,,დებილს“, ,,ძროხას“, ,,თხას“, რაც ცხადია იწვევდა ლ--–---------–---–ის დამცირებას. ლ--–---------–---–ის განმარტებით, შემთხვევის დღეს ნ-------მა შემოარტყა ხელი და კისერში მოუჭირა ხელები, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. მანვე აღნიშნა, რომ თანაცხოვრების პერიოდში ნ-------------–---–-–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო, გარეთ გასვლაც კი აღარ უნდოდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ლ--–---------–---–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ხორციელდებოდა არა მხოლოდ ოჯახში, - პრივატულ სივრცეში, არამედ საზოგადოების თანდასწრებითაც, რითაც კიდევ უფრო ილახებოდა დაზარალებულის პატივი და ღირსება. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ დაზარალებულის და შემთხევევის უშუალო თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებთან სრულ შეს---მისობაშია ლ--–---------–---–ის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები. კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #-----ის ჩანაწერების მიხედვით, ლ--–---------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. ამავე დასკვნით, ლ--–---------–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით დადგინდა, რომ ლ--–---------–---–მა, ნ-------------–---–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ლ--–---------–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენში (საქმე №117აპ-18), უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ ლ--–---------–---–ს სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა ამავე ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში, სადაც აღნიშნულია სამედიცინო დოკუმენტის მონაცემები მითითებულია, რომ ლ--–---------–---–ს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ლ--–---------–---–ი უჩიოდა ტკივილს, ფორიაქს. აქვე პალატა მიუთითებს, რომ ხშირ შემთხვევაში ცემის ან ძალადობის შედეგად სხეულს ზედაპირზე შეიძლება დაზარალებულს არანაირი კვალი არ დაეტყოს, სისხლნაჟღენთის ან დაბეჟილობის სახით. გარდა ამისა, სწორედ დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულის და შემთხვევის უშუალო თვითმხილველ პირთა ჩვენებები ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა საქმესთან დაკავშირებით დაკითხული პატრულ - ინსპექტორების, გამომძიებლის და მოწმის სახით დაკითხული ექპერტების ჩვენებებით. სამართლადამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს თუ რა ვითარება დახვდათ შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, აღნიშნეს, რომ მათი მისვლის დროს, დაზარალებული ლ--–---------–---–ი იყო აღელვებული, ტიროდა და მათ განუცხადა, რომ ნ-------------–---–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ნ-------------–---–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოთხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ნ-------------–---–-–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ) ჩადენა.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას ნ-------------–---–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ასეთს პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს დაენიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ამასთან, პროკურორის სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შეს---მისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.

აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შეს---მისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლ--–-დ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ნ-------------–---–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--------------–----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლ--–-დ.

 

ნ-------------–---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნ-------------–---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნ-------------–---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 5 ნოემბრიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყავისფერი ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათები და ოცთეთრიანი მონეტა (რომელიც ინახება საგამოძიებო სამმართველოში) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი