განაჩენი

სისხლის სამართლის 15.07.2019
საქმის ნომერი
330100118002325059
ინსტანცია
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100118002325059

საქმე №1ბ/1535-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ბესიკ ბუგიანიშვილი

მანუჩარ კაპანაძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: კ--------------–-–----

ადვოკატების: ვ------------–---------------–---------------------------------------------------

 

მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის ირინე ჩოჩიას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ მ-----–------------------------–---–-- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- დაბადებული 1----–-–------------------ ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------–--–---------------- დანაშაულები გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით;

გამართლებულ ზ---–----–---------–---- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- დაბადებული 1----–-–-------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;

გამართლებულ პ---–------------------–------- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- დაბადებული 1----–-–-------------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით;

გამართლებულ ს------------–--------------–---–-- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ დაბადებული 1----–-–------------------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-------------------------–-–---–---------------–----- დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით;

გამართლებულ ი-----–----------------------–--- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- დაბადებული 1----–-–----------------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ---------------------–----------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------ დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, მ-----–------–---–- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

მ-----–------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 8 იანვრიდან - 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, მ-----–------–---–- შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ-----–------–---–- 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

ზ---–-----–--- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

პ---–-----–------ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ს--------------–---–- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ი-----–---------–-- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

მ-----–------–---–- მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

ასევე მ-----–------–---–- ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

ზ---–----–---- ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

პ---–-----–------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

ს--------------–---–- ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

ი-----–---------–--ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით ნასამართლევმა ს--------------–---–--- საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით ნასამართლევ პ---–-----–------სთან, ი-----–---------–--სთან, მ-----–------–---–---- და ზ---–-----–---სთან წინასწარი შეთანხმებით ა-–-------------–---- მოტყუებით მ---------------–------–------------------------ში მდებარე კ-------- ბარში, სადაც ელოდებოდნენ ზემოთ აღნიშნული პირები.

ა-–-------------–----ს პ---–-----–------მ, ს--------------–---–--- ი-----–---------–--მ, მ-----–------–---–-- და ზ---–-----–---- ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რასაც თან ახლდა იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირება, მოსთხოვეს 20 000 ლარის გადაცემა, ვინაიდან ა-–-------------–----ს მოთხოვნილი რაოდენობით თანხა თან არ ჰქონდა და მან თავდამსხმელებს განუცხადა, რომ დაუყოვნებლივ აღნიშნული რაოდენობის თანხის მობილიზებას ვერ შეძლებდა, გარდა 1500 ლარისა, პ---–-----–------მ, ს--------------–---–--- ი-----–---------–--მ, მ-----–------–---–-- და ზ---–-----–---- ა-–-------------–----ს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ადგილზევე წაართვეს თან ნაქონი საფულე, საიდანაც ამოიღეს მასში არსებული თანხა 280 ლარის ოდენობით და ა-–-------------–----- სახელზე რეგისტრირებული ს----------–---------- „------------------ის ბარათი, საიდანაც სს „ს----------–----------“ ბანკომატში ზ---–-----–---- გაანაღდა თანხა 650 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის შემდეგ პ---–-----–------მ, ს--------------–---–--- ი-----–---------–--მ, მ-----–------–---–-- და ზ---–-----–---- ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა-–-------------–---- აიძულეს წაყოლოდა მათ მიერ მითითებულ ლომბარდში, სადაც 10.000 ლარის სანაცვლოდ უნდა დალომბარდებინა მის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „---------------------------------------- და თანხა გადაეცა თავდამსხმელებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა მ-----–------–---–-- უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ და „მეტამფეტამინი“, რაც 2016 წლის 30 მარტს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ი-------------- რომელმაც მოითხოვა ზ---–-----–----------–-----–-------- ს--------------–---–-ს, ი-----–---------–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ხოლო მ-----–------–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ მ-----–------–---–-ს, პ---–-----–-------- ს--------------–---–-ს, ი-----–---------–--სა და ზ---–-----–---- ბრალეულობას და მათი გამართლების საფუძველი არ არსებობდა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ მ-----–------–---–-ს, ზ---–-----–----- პ---–-----–-------- ს--------------–---–-ს და ი-----–---------–--ს მიერ იმ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რაშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ისინი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ა-–-------------–----მ განაცხადა, რომ ს--------------–---–- იცნობს დიდი ხანია, რომელთანაც მეგობრობდა, ხოლო პ---–-----–------ გაიცნო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ერთად იხდიდნენ სასჯელს. 2017 წლის 1 ნოემბერს დაუკავშირდა ს--------------–---–-, განუმარტა, რომ მისი მეუღლე იყო ცუდად და სთხოვა მიეკითხა თ---------–---- მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში. მისვლისას ს--------------–---–- დახვდა გარეთ და ჩაიყვანა ბარში, სადაც იჯდა დაახლოებით ექვსი მამაკაცი და მიირთმევდნენ ლუდს, ხოლო მუსიკა იყო მაღალ ხმაზე ჩართული. ჩასვლის შემდეგ ს--------------–---–- ავიდა კიბეზე და კარი გარედან გაიხურა, ასევე ბარიდან გავიდა ერთ-ერთი პირი. ვინაიდან ს--------------–---–-ს მეუღლე ვერ დაინახა ბარში, სიტუაცია მოეჩვენა საეჭვოდ და უნდოდა ტელეფონით დაკავშირებოდა თავის მეგობარს, თუმცა ამ დროს ი-----–---------–--მ გამოართვა მობილური ტელეფონი და იქ მყოფმა პირებმა დაუწყეს ცემა. მ-----–------–---–-- თავში ჩაარტყა გასაშლელი დრეკადი „დუბინკა“, რომელსაც თავზე ბურთულა ჰქონდა დამაგრებული. დარტყმის შედეგად ორ ადგილას გაუტყდა თავი და სდიოდა სისხლი. იკითხა, რა ხდებოდა, რაზეც უპასუხეს, რომ ს--------------–---–- მივიდოდა და გაარკვევდა სიტუაციაში. ს--------------–---–- შევიდა მეორე კარიდან, რომელმაც გაარტყა და ჰკითხა, მიხვდა თუ არა, რაზე იყო მისული, რაზეც უპასუხა, რომ ვერ მიხვდა. ს--------------–---–-- და პ---–-----–------მ განუმარტეს, რომ ფული უნდა მიეცა და ჰკითხეს, რამდენის მიცემა შეეძლო. ასევე, უთხრეს, რომ ამოელაგებინა ყველაფერი, რაც ჯიბეში ჰქონდა. აპირებდა ამოლაგებას, მაგრამ პ---–-----–------მ ამოუღო საფულე, საიდანაც დაეუფლა 280 ლარს და პლასტიკურ ბარათებს. ასევე თავდამსხმელებმა გამოართვეს ოქროს ცეპი და სამაჯური. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ პ---–-----–------ს ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა ხელში, რომლის მჭიდი გამოიღო და დაინახა, რომ საბრძოლო ტყვიები იდო მასში. შესაბამისად, მიხვდა, რომ იარაღი ნამდვილი იყო. გ--–------ უმიზნებდა იარაღს და ეუბნებოდა, რომ „გაგიხვრიტავ შუბლს, თუ არ მოიტან თანხასო“. მიხვდა, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა და უთხრა 1500 ლარს გადმოგცემთო. აღნიშნულზე უპასუხეს, რომ „1500 რა არის, დაგვცინიო? მინუმუმ 10000-15000 ლარი უნდა გადმოგვცეო“. დაზარალებულმა განუმარტათ, რომ ამხელა თანხა არ ჰქონდა. თავდამსხმელები კი ეუბნებოდნენ, რომ დაერეკა ვინმესთვის და მიეტანა თანხა. მან შესთავაზა, რომ ავტომანქანას დაალომბარდებდა და გადასცემდა თანხას. ამასთანავე, ს--------------–---–-- საფულიდან ამოიღო ბარათი, მიაწოდა ერთ-ერთ პირს და მოსთხოვეს ეთქვა პინ-კოდი. მან ზ---–----–---- უკარნახა კოდი, რომელიც წავიდა, ბანკომატიდან მოხსნა თანხა 650 ლარი და გადასცა ს--------------–---–-. ამის შემდეგ მან ბრალდებულებს უთხრა, რომ თუკი უნდოდათ ავტომანქანის დალომბარდება, ნივთები უკან დაებრუნებინათ, რომლებიც პ---–-----–------მ და ს--------------–---–-- დაუბრუნეს. ა-–-------------–---- ბრალდებულებთან ერთად წამოვიდა ბარიდან, მის კუთვნილ ავტომანქანაში წინ მარჯვენა მხარეს ჩაჯდა ი-----–---------–--, ხოლო უკან მ-----–------–---–-, რომელთა ვინაობაც ბარში ყოფნის დროს არ იცოდა, ავტომანქანაში საუბრისას გაიგო. ი-----–---------–--ს ხელი ჰქონდა უბეში ჩადებული, რომელზეც დაფარებული ჰქონდა ნაჭერი და განუმარტა, რომ არასწორი მოძრაობა არ გააკეთო, თორემ „იარაღი მაქვს და გაგიხვრიტავ შუბლსო.“ ვინაიდან პ---–-----–------- ხელში დანახული ჰქონდა იარაღი, დარწმუნებული იყო, რომ ი-----–---------–-- ეუბნებოდა სიმართლეს. დანარჩენები ჩასხდნენ ს--------------–---–-ს ავტომანქანაში და წავიდნენ საბურთალოზე ავტომანქანის დასალომბარდებლად, თუმცა ადგილზე მივიდნენ ფეხით. ს--------------–---–-- განუმარტა, რომ ლომბარდი არ აძლევდა იმ ოდენობის თანხას, რამდენიც სჭირდებოდათ. ამის შემდეგ მან უთხრა ს------- რომ მას ჰყავდა ნაცნობი, რომელიც მეტს გადაუხდიდა. როგორც დაზარალებულმა განმარტა, მან თავდაპირველად ლომბარდისკენ მიმავალ გზაზე დაინახა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ამიტომ გადაწყვიტა, იგივე მიმართულებით წაეყვანა ბრალდებულები და იქ ჩამოესვა. ისინი იმავე განლაგებით ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ. როდესაც მიუახლოვდნენ კაზინო „-------- ტერიტორიას, შენიშნა საპატრულო პოლიცია. დაზარალებულმა გააჩერა მისი კუთვნილი ავტომანქანა, ი-----–---------–--ს და მ-----–------–---–- უთხრა, რომ ჩასულიყვნენ და წასულიყვნენ თავის გზაზე. ამ დროს მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა, ბრალდებულებმა დატოვეს მისი ავტომანქანა, ხოლო მან პატრულის თანამშრომელს უთხრა, რომ არაფერი არ ხდებოდა, ჩამოვიდნენ და მივდივარ ჩემს გზაზეო. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მას გამოკითხვისას ბრალდებულთა ვინაობების დასახელებისას მოუვიდა შეცდომა, რაც მოგვიანებით გაახსენდა და დააფიქსირა 2017 წლის 30 ნოემბერს დამატებითი დაკითხვისას. ბრალდებულების ქმედებით მას მიადგა ზიანი - 930 ლარის ოდენობით.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ჩვენება ერთი შეხედვით არის თანმიმდევრული, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია აშკარად შეუსაბამოა, როგორც მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან.

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის გამოვლენილი ურთიერთწინააღმდეგობების შეფასებასთან დაკავშირებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმე №6-------- - „შეუძლებელია მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში ვიგულისხმოთ აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით“. პალატა იზიარებს ზემოაღნიშნულ განმარტებას, თუმცა ბუნებრივია, რომ მოწმის მიერ თუნდაც სხვადასხვა დროს მიცემული ჩვენებები ერთიანობაში უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს.

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა იმ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით დაიბარა იგი ს--------------–---–-- ბარში; იცნობდა თუ არა იქ მყოფ ყველა პირს და როდის გახდა მისთვის ცნობილი ბრალდებულთა ვინაობები; რომელი ბრალდებულები იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით და „დუბინკით“ შეიარაღებულები და ყველა მათგანმა მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა; ასევე, ვინ განახორციელა მისი ბარათიდან თანხის მოხსნა და ვისი იდეა იყო მისი კუთვნილი ავტომანქანის დალომბარდება.

ბრალდების მხარე დაზარალებულ ა-–-------------–----- ჩვენებებს შორის გამოვლენილი ურთიერთწინააღმდეგობების დაძლევას ცდილობს იმის წარმოჩენით, რომ არც ბრალდებულთა ჩვენებებია ერთმანეთთან თანხვედრაში, რაც, რა თქმა უნდა, დაზარალებულის ჩვენებას ვერ შესძენს დამაჯერებლობას. როდესაც დანაშაულებრივი ქმედება არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით და სახეზეა ორი ერთნაირი ძალის მქონე, ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულება - ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენება, პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს თავად დაზარალებულის ჩვენებაზე, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობაზე საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. მოცემულ შემთხვევაში კი ზემოაღნიშნულ არსებითი სახის წინააღმდეგობებთან მიმართებაში აპელანტის მხრიდან რაიმე დამაჯერებელი ახსნა ვერ მოისმინა სასამართლომ, რის გამოც დაზარალებულ ა-–-------------–----- ჩვენება ვერ იქნება შეფასებული, როგორც მ-----–------–---–-, ზ---–----–----------------–-------- ს--------------–---–-ს და ი-----–---------–--ს ბრალეულობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ--------------- განაცხადა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა თბილისში, ლ------------------------------ ქუჩების კვეთაზე მდებარე კ-------- ბარში. 2017 წლის 1 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პ---–-----–------ ბარში ჩავიდა 3-4 ბიჭთან ერთად. მათ მოითხოვეს ჩილიმი და შეუკვეთეს ლუდი. მოგვიანებით ბარში ჩავიდა ერთი „პუტკუნა“ ბიჭი, რომელსაც შეხვდა სუფრის ერთ-ერთი წევრი და ცალკე საუბრობდნენ ცოტახანს. მათი საუბრის შინაარსი არ გაუგონია, თუმცა მათ შორის მოგვიანებით დაიძაბა საუბარი. ამ დროს მოწმე გავიდა თანამშრომლების სანახავად და თან გააფრთხილა ისინი, რომ არ გასულიყვნენ დარბაზში. დაახლოებით 15 წამში დაბრუნდა დარბაზში და დაინახა, რომ მის მიერ ხსნებეული ორი პირი დანარჩენმა ბიჭებმა ერთმანეთისგან გაწიეს, თუმცა სუსტ ბიჭს თავზე ჰქონდა სისხლი, ხოლო მეორეს გაფხაჭნილი. მოწმემ ჰკითხა, ხომ მშვიდობა იყო და ხომ არაფერი სჭირდებოდათ. ორივე პირმა დაუდასტურა, რომ მშვიდობა იყო, რის გამოც მან მუსიკას აუწია და გადაჯდა მოშორებით. ბიჭები ჩვეულებრივად საუბრობდნენ და იცინოდნენ. მოგვინებით დაინახა, რომ „პუტკუნა“ ბიჭმა გახსნა საფულე, ამოიღო ბარათი და გადასცა ერთ-ერთ იქ მყოფთაგანს, რის შემდეგაც აღნიშნული პირი გავიდა ბარიდან, ხოლო დანარჩენები ისხდნენ ჩვეულებრივად, მათ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიათ. ის პირი, ვისაც ბარათი გადასცა, მალევე დაბრუნდა, რის შემდეგაც ყველა ერთად გავიდა. მას ბრალდებულების ხელში ე.წ. „დუბინკა“ ან იარაღი არ დაუნახავს. შემთხვევის დროს კარის საკეტი გაფუჭებული იყო, კარი ჩაკეტილი არ ყოფილა, უბრალოდ დახურული იყო, ვიდეოსათვალთვალო კამერები ჩვეულებრივად მუშაობდა.

ქ.თბილისში, ლ------------------------ში მდებარე კ-------- ბარის ვიდეოკამერების ნორმალურ რეჟმში ფუნქციონირების ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა მოწმე გ-------------------- რომელმაც დამატებით განმრატა, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც წარადგინა ვიდეოკამერების ჩანაწერები. ვიდეოკამერის ჩანაწერი ინახება ერთი თვის განმავლობაში და ისინი გამომძიებელს მანამდე რომ მოეთხოვა, გადასცემდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ კ-------- ბარის თანამშრომლები - ნ-----–--–-------–---–-----------–----------–-–---–-- რომლებიც დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით არ ფლობენ არანაირ ინფორმაციას. ნ----–----------–-–---–- შემთხვევის დღეს არ იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო ნ-----–--–-------–---–-- მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მათთან სამზარეულოში შევიდა მენეჯერი ნ-------------- და სთხოვა არ გასულიყვნენ ბარში, ვინაიდან საუბრობდნენ ბიჭები. მას საუბრის შინაარსი არ გაუგია.

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს მოწმე ნ--------------ს ჩვენების შეფასების ნაწილში, ვინაიდან აპელანტი ცალმხრივად ახდენს მოწმის ჩვენების წარმოჩენას. მან ნათლად განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დაზარალებულს და ბრალდებულებს თვალყურს ადევნებდა საკმაოდ ვრცელი პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც დაძაბული სიტუაცია წარმოიშვა მხოლოდ დაზარალებულსა და ერთ პირს შორის, დანარჩენები კი კონფლიქტში არ ჩარეულან, მათ ხელში ე.წ. „დუბინკა“ ან იარაღი არ დაუნახავს, ისინი ჩვეულებრივ საუბრობდნენ. ამის შემდეგ კი ნ--------------- დაინახა, რომ ა-–-------------–----მ ნებაყოფლობით ამოიღო საფულე და ბარათი გადასცა იქ მყოფ ერთ-ერთ პირს. ბრალდების მხარე სათანადოდ ვერ ასაბუთებს, თუ რატომ იყო შეუძლებელი ყოველივე აღნიშნულის დანახვა მოწმის მხრიდან და ასევე რატომ იყო გამორიცხული კუთხეში მჯდომი პირის მარცხენა და მარჯვენა გვერდით მსხდარიყვნენ სხვა პირები. რაც შეეხება ბარიდან სამზარეულოში გასვლისა და უკან დაბრუნების შესაძლებლობას, ნ-----–--–-------–---–------------–----------–-–---–- არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა დროა ამისათვის საჭირო და არ გამოურიცხავთ 15 წამში ნ--------------ს ბარში დაბრუნების შესაძლებლობა. ამასთან ამ საკითხში თავად ნ--------------ც არ არის კატეგორიული და უთითებს დაახლოებით პერიოდზე. ასევე, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის აპელირება, რომ ნ-------------- წარმოადგენს საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს და იცრუა სასამართლოს წინაშე, ვინაიდან აღნიშნული ვერ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის საფუძველზე.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ი-–-------------------------------–---------------------–----------------------------------------------------------------------------------------- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. აღნიშნული პირები, ისევე როგორც ნ-----–--–-------–---–-----------–----------–-–---–-- არ არიან უშუალო ფაქტის შემსწრეები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და სასამართლოსათვის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბი ხასიათის მტკიცებულებას.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, 2017 წლის 30 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ა-–-------------–----სთან ერთად თეთრი ფერის „V---------------“-ს ფირმის ავტომანქანით სახ. N-----------------–---- ქუჩიდან გაემართნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ციხიდან აუხვიეს კ---------------- ყოფილი ლ----–---- ქუჩაზე, საიდანაც ავიდნენ თ---------–---- მოედანზე, საიდანაც ა----–----- მითითებით ავიდნენ ლ-------- ქუჩაზე, შეუხვიეს მარცხნივ მ-----–-- ქუჩაზე და გავიდნენ ლ------------ ქუჩაზე, სადაც ჩაუხვიეს მარცხნივ, გააგრძელეს გზა და შეუხვიეს შ------------ ქუჩაზე. ა---–----- მითითებით გაჩერდნენ დ---------------–-------------- ქუჩების კვეთაზე, სადაც ა---–----- მიუთითა ორ-სართულიანი შენობის სარდაფის მაგვარ ჩასასვლელზე, რომელიც მდებარეობს აღნიშნული შენობის კუთხეზე, რომლებსაც ერთის მხრივ ესაზღვრება შ------------ ქუჩა, მეორე მხარეს ლ-------------- ქუჩა, საიდანაც კედელზე არის აბრა „ლ-------------- ქუჩა N---------–----- განმარტებით, სწორედ აღნიშნულ სარდაფში არის ბარი, სადაც ჩადიხარ კიბის მეშვეობით. ჩასასვლელი გაფორმებულია წითელი აგურის და რკინის მოაჯირებით. ბარში შესასვლელს აქვს მოყავისფრო რკინის კარი, რომლის თავზეც დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერა. კარი არის მიხურულ მდგომარეობაში. შესასვლელი ,,არკის'' თავზე არის ორი აბრა, ერთზე არის წარწერა „------------ და მეორეზე ქართული და ინგლისური ასოებით არის წარწერები „-–--–------------------. ა----–----- განმარტებით, აღნიშნული სარეკლამო აბრები 2017 წლის 1 ნოემბერს მისი ბარში ყოფნისას არ იყო და დამონტაჟებულია მას შემდეგ. აღნიშნული შენობის მეორე მხარეს შ------------ ქუჩის მხრიდან არის მარკეტი „ს-------

2017 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ლ------------------------ში განთავსებული კ-------- ბარიდან ამოღებული იქნა ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული მასალის ჩამწერი მოწყობილობა.

2018 წლის 8 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ს--------------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შავი ფერის სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა „ა-----------ის ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად N-- ლუქით.

2018 წლის 17 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობ პირს - ა-–-------------–----ს წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე და მარცხნიდან მეორე პიროვნება - ზ---–-----–---, რომელზეც განაცხადა, რომ არის სწორედ ის პირი, რომელმაც 2017 წლის 1 ნოემბერს წაიღო მისი ბარათი, საიდანაც მოხსნა ფული და მიუტანა უკან, არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ა-–-------------–----- განმარტებით, დარწმუნებულია ამოცნობაში, ზ---–-----–--- იმყოფებოდა ბარში და უყურებდა მოვლენებს.

2018 წლის 09 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით, 03.11.2017 წ-ს ა-–-------------–----ს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღენთები, ცხვირის ზურგის მარჯვენა გვერდზე ზედაპირზე ზედა მესამედში, ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ, სისხლჩაქცევით ზედა ტუჩის ლორწოვანში; ასევე სისხლნაჟღენთი მარჯვენა თხემის მიდამოში და კეფის მიდამოში მარჯვნივ ზედა მესამედში. სისხლნაჟღენთი და დაჟეჟილი ჭრილობა მარჯვენა შუბლ-თხემის მიდამოების საზღვარზე; დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა საფეთქლის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარიხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 01.11.17წ-ის თარიღს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ს------------–-------

2018 წლის 5 თებერვლის კომპიუტერული ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ვიდეოჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებაში ფიქსირებული ყველაზე ძველი ჩანაწერი თარიღდება 2017 წლის 4 დეკემბრით. შესაბამისად, მის მეხსიერებაში 2017 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული ვიდეოჩანაწერები არ ფიქსირდება. ვიდეოჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებიდან 2017 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული ვიდეოჩანაწერების აღდგენა ვერ მოხერხდა. კვლევის პროცესში ვიდეოჩამწერი მოწყობილობის ოპერატიულ სისტემაში ავტორიზაცია განხორციელებული იყო მომხმარებლით: „------- რომელსაც გააჩნია შეზღუდული უფლებები და მისი საშუალებით ე.წ. „---- ინფორმაციის დათვალიერება ვერ მოხდა. შესაბამისად, ვერ დადგინდა 2017 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული ვიდეოჩანაწერების მეხსიერებაში არ არსებობის მიზეზი.

2018 წლის 22 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N---------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტოსურათებს და ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებზე ს--------------–---–-ს (პ/ნ: 3-----------, ზ---–-----–---- (პ/ნ: 6------------ მ-----–------–---–-ს (-------------------------–---------–-------------------------------–-----–-------------------------- პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი გამოსახულება არ ფიქსირდება. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათზე სახელწოდებით „-------------------- და მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ზ---–----–---------–---- სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ--------------------

2018 წლის 2 თებერვლის კომიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზის დამნიშნავის მიერ მითითებული საქმისათვის საჭირო მასალები, კერძოდ: 11 (თერთმეტი) ცალი მოკლე ტექსტური შეტყობინება გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით „SMS“ და დაარქივებულ იქნა პროგრამა „--------ის გამოყენებით ფაილის სახელწოდებით „---------------------- ბაიტი) აღნიშნული შემდგომ ჩაწერილი იქნა „V---------ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით „------------------- დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ--------------–---–---

2018 წლის 22 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ს--------------–---–-ს მობილური ტელეფონიდან „აიფონ 5s“-დან ამოღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ჩაწერილი დისკზე. დისკზე არსებული ინფორმაცია იქნა წაკითხული, კერძოდ 11 ცალი მოკლე-ტექსტური შეტყობინება. დისკზე ასახულია ორი ტელეფონის ნომრიდან მიმოწერა, კერძოდ ს--------------–---–-ს (----------------------------–-------------–----------------------------------------------------------–--–------------------------------------------------------–------------------------------–-----------------------------–--–------------------------------------------------------–---------------------------------–----–------------–--------------------------–-----------------------------–------------–-----------------------------–--–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------–------–--–-------------------------------------------------------–-----------------------------------------------------–--–---------------------------------------------------------------------------------–--------------------–------–--–-----------------------------------------------------------------------------------------------–------–--–-----------------------------------------------------------------------------------------------–------–--–---------------------------------9 01/11/2017 18:19:47 წ-ზე იკითხება „დამავიწყდა მეთქვა ზუსტად 15 წუთში 700 ლარი და 260 ლარი დაურიცხე საკუთარ ანგარიშზე თუ გინდა დღევანდელი დღე შეგერგოს რაც გააკეთე ისე ჩემი ნება, რომ იყოს დღესვე დაგიმთავრებდი ყველაფერს ა-–----- ხათრით არაფერს არ ვმოქმედებ ველოდები თანხას თუ არა და შენ თავს დააბრალე დავწევ გვერდზე ა-–----- და მე მოგხედავ“,-----------ზე შემავალი შეტყობინება ნომრიდან 5-------- 01/11/2017 18:21:41 წ-ზე იკითხება „იცოდე თმის ღერიც, რომ ჩამოუვარდეს თუნდაც სხვისგან მაინც შენ მოგაკითხავ გელოდები ეხლავე ჩარიცხეთ ის თანხა რაც წაიღეთ“, 5----------დან გამავალი შეტყობინება ნომერზე 5-------- 01/11/2017 18:47:14 წ-ზე იკითხება „ეხლა ჩემი სათქმელიც მოისმინეთ. პირველ რიგში მე არავისზე ლარიანიც არ გამომირთმევია მითუმეტეს ვისზეც თქვენ მეუბნებით და მაგას ვისზეც თქვენ მესაუბრებით აქეთ აქვს ჩემი ვალი დაახლოებით 5000 ლარი წვრილწვრილად ხან 330 ლარი ხან მეტი და ხან ნაკლები მაქვს ჩერიცხული მაგის ანგარიშზე რომ იცოდეთ დაჟე, რომ ვურიცხავდი მე პირადად იმ ჩარიცხული თანხის ქვითრებიც მაქვს ზოგის და თუ დაგჭირდებათ ქვითრებს გამოგიგზავნით, რომ დარწმუნდეთ, რომ მაგას ჩემი ვალი აქვს და ველოდები როდის დამიბრუნებს ჩემს ფულს. მე დავამტკიცებ ქვითრებით, რომ მე ვურიცხავდი მაგას თანხებს. მე არასდროს მინდა სხვისი ფული. ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა მყავს ოჯახი და პატიოსან ცხოვრებას ვეწევი, რომ იცოდეთ. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. კარგად ბრძანდებოდეთ.“, 5----------ზე შემავალი შეტყობინება ნომრიდან 5-------- 01/11/2017 19:02:36 წ-ზე იკითხება „გელოდები ერთი საათი და დანარჩენი შენ თავს დააბრალე მეტს არაფრის მოწერას აღარ ვაპირებ თან ის არ დაგავიწყდეს ამას ან ამის ოჯახს ერთი თმის ღერიც, რომ ჩამოუვარდეს დანარჩენი მერე ვნახოთ“.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს წარმოადგენენ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, კამერების ჩანაწერები, ტელეფონის ნომრების დეტალური ამონაწერი და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალები.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ინფორმაციას იძლევა მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ და შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ვითარებაში მიიღო ა-–-------------–----მ ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დაზიანებები. ასევე, გამართლებულების მხრიდან ა-–-------------–----ზე ყაჩაღური თავდასხმის დადასტურებულად მიჩნევისათვის არ არის რელევანტური სატელეფონო ნომრების ამონაწერი და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა. ვინაიდან დაზარალებულთან ერთად გადაადგილებისა და მათ შორის შემდგომში სატელეფონო კომუნიკაციის მცდელობის ფაქტს არ უარყოფენ თავად გამართლებულებიც, უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ კი აღნიშნული მტკიცებულებებიდან არ იკვეთება არანაირი სახის ინფორმაცია.

რაც შეეხება ქ. თბილისში ყ-------------------დან გამოთხოვილ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და მასზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, პალატა ერთის მხრივ ეთანხმება ბრალდების მხარეს რომ აღნიშნული ჩანაწერები ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნისაგან დამოუკიდებლადაც წარმოადგენენ მტკიცებულებას. თუმცა მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი ჩანაწერებიდან შეუძლებელია მასზე ასახული პირების იდენტიფიცირება. სწორედ ამ მიზნით იყო მნიშვნელოვანი, რომ ბრალდების მხარის ვერსია ყ-------- გამზირზე გამართლებულების დაზარალებულთან ერთად გადაადგილების თაობაზე დადასტურებული ყოფილიყო უშუალოდ ექსპერტიზის დასკვნით, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა უზრუნველყოფილი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა პ---–-----–------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს დილიდან შუადღემდე იმყოფებოდა ზ---–----–----თან ერთად ქ.თბილისში, ლ----–---- ქუჩაზე მდებარე ღვინის მაღაზია შპს „----------–--- ამ დროს დაუკავშირდა მეგობარი - ი-----–---------–--, რომელმაც მიაკითხა მაღაზიაში მ-----–------–---–---- ერთად და განუმარტეს, რომ ს--------------–---–-ც მივიდოდა და სადმე დამსხდარიყვნენ. მივიდნენ კ-------- ბ------------------ში, რა დროსაც, ს--------------–---–-- უთხრა, რომ ა-–-------------–---- აპირებდა მისვლას. შეუკვეთეს სასმელი, ჩილიმი და მიწის თხილი. ცოტახანში მივიდა ა-–-------------–----, რომელსაც ბიჭების ნაწილი იცნობდა, ნაწილი კი მაშინ გააცნეს. ს--------------–---–-- იგი გვერდზე გაიყვანა და ჰკითხა ფული თუ მიუტანა, რაზეც ა-–-------------–----მ უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა. ს--------------–---–- ა. ბ-–----ს ეუბნებოდა, რომ ის თანხა, რაც მას მისცა, ოჯახს მოაკლო, ხოლო ბ-–---- ამ თანხას ნარკოტიკულ საშუალებებს ახმარდა. ხმამაღალი ლაპარაკის ფონზე მათ შორის მოხდა გაწევ-გამოწევა. ა-–-------------–----ს და ს--------------–---–- მაისურებით ეჭირათ ერთმანეთი, ძიძგილაობდნენ და შეაგინეს ერთმანეთს. ა-–-------------–----ს მხოლოდ განაკაწრი ჰქონდა, რომელიც გაწითლებული იყო, ასევე, გაფხაჭნილი ჰქონდა ს--------------–---–-. მათ ა-–-------------–---- და ს--------------–---–- გააშველეს. თუმცა ორივეს გაუფუჭდა ხასიათი და წასვლა გადაწყვიტეს. ა-–-------------–----მ ს--------------–---–- უთხრა, რომ პლასტიკურ ბარათზე რაღაც თანხა ჰქონდა, მოეხსნა და აეღო, ხოლო დანარჩენს მიუტანდა მოგვიანებით. ზ---–----–---- განაცხადა, რომ იცოდა ბანკომატის ადგილმდებარეობა, გავიდოდა და მოხსნიდა თანხას. ზ---–----–--- დაბრუნდა დაახლოებით 15 წუთში და ბარათი და თანხა გადასცა ა-–-------------–----ს, რომელმაც თანხა გადასცა ს--------------–---–-. ამის შემდეგ მან ბიჭებს უთხრა გაყოლოდნენ და აჩვენებდა მაღაზიას, რომლის გახსნასაც აპირებდა. მაღაზიის დათვალიერების შემდგომ მ-----–------–---–- და ი-----–---------–-- ავტომანქანით გაყვნენ ა-–-------------–----ს, ხოლო ს--------------–---–-, ზ---–----–--- და თავად წავიდნენ „-------------- მარკის მოყვითალო ფერის ავტომანქანით ვ---------------–--- რაიონში. მოწმის განმარტებით, შეხვედრისას მას იარაღი არ ჰქონდა, არც მისი მეგობრების ხელში უნახავს იარაღი ან/და ე.წ. „დუბინკა“.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ს--------------–---–-- განაცხადა, რომ ა-–-------------–---- გაიცნო ბ---------–-- რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა, ხოლო 2004 წელს მასთან ერთად სასჯელს იხდიდა საპყრობილეში. 2017 წლის სექტემბერში სახლში მეგობრებთან ერთად მიირთმევდა ლუდს, რა დროსაც დაუკავშირდა და სტუმრად მივიდა ა-–-------------–----, რომელსაც ესაუბრა ავტომანქანის ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ა-–-------------–---- შეპირდა, რომ მას ჰყავდა ნაცნობი, რომელიც დაეხმარებოდა ავტომანქანის ჩამოყვანაში. სამ დღეში დაუკავშირდა ა-–-------------–----, რომელმაც უთხრა, რომ 2500 აშშ დოლარი უნდა გადაერიცხა მისი მეგობრისთვის და სთხოვა მიეწოდებინა. აღნიშნულზე განუმარტა, რომ მხოლოდ 4000 ლარი ჰქონდა, რამდენიმე დღეში შეაგროვებდა თანხას და მიაწვდიდა. ა-–-------------–----მ უთხრა, რომ რამდენიც ჰქონდა, იმას გადაურიცხავდა და დანარჩენი მერე მიეწოდებინა. ა-–-------------–----ს გადასცა მისი კუთვნილი 4000 ლარი, ხოლო მოგვიანებით დამატებით სამ ეტაპად გადაურიცხა 1000 ლარი. 2017 წლის 1 ნოემბერს შუადღისას დაუკავშირდნენ მ-----–------–---–- და პ---–-----–------, რომლებსაც შეუთანხმდა საღამოს შეხვედრაზე და ლუდის დალევაზე. დასხდნენ კ-------- ბარში, სადაც მივიდა ა-–-------------–----ც. ს--------------–---–-- ჰკითხა როდის ჩამოვიდოდა ავტომანქანა, რაზეც ა-–----------- უპასუხა, რომ ერთ კვირაში გამოუგზავნიდა. მოწმემ უთხრა ა-–-----------, რომ ის პირი ატყუებდა და სთხოვა თანხის დაბრუნება. ა-–-------------–---- აღნიშნულმა საუბარმა გააღიზიანა, რის გამოც, მათი საუბარი ხმამაღალ კამათში გადაიზარდა. ერთმანეთს ხელი მოჰკიდეს მაისურებში, მეორე ხელით კი დისტანციას იჭერდა, რომ მათი კამათი ჩხუბში არ გადაზრდილიყო და ა-–----------- ხელი გააშვებინა. პ---–-----–------მ დაინახა მათი ქმედება და გაიგონა ხმამაღალი საუბარი, რის გამოც მივიდა და გაიყვანა ა-–-------------–----, ხოლო თვითონ ი-----–---------–--მ გაიყვანა. დასხდნენ მაგიდასთან, თუმცა აღელვებულები იყვნენ და დალევის სურვილი აღარ ჰქონდათ. ა-–-------------–----მ საფულე ამოიღო, მიაწოდა ბარათი და ხმამაღალი ტონით უთხრა, რომ შეეძლო ბარათიდან მოეხსნა თანხა. ზ---–----–--- გავიდა და დაბრუნდა დაახლოებით 5-7 წუთში, რომელმაც ა-–----------- ბ-–----ს დაუბრუნა ბარათი და მოხსნილი თანხა. ა-–-------------–----მ გადასცა 700 ლარი და უთხრა, რომ დარჩენილი იყო 4300 ლარი, რომელსაც იმ დღეებში მიაწვდიდა. ა-–-------------–---- მიდიოდა დიღომში, რომელსაც სთხოვა და გააყოლა მ-----–------–---–- და ი-----–---------–--, ხოლო თვითონ წაიყვანა პ---–-----–------ და ზ---–----–---, რომლებიც დატოვა საბურთალოზე. სახლში მისვლიდან საათი-საათნახევრის განმავლობაში ა-–----–----- კუთვნილი ნომერიდან მისდიოდა მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ სასწრაფოდ უნდა მიეცა 700 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდ დღეში აღმოჩნდებოდა. ბრალდებულის ჩვენებით, მას და მის მეგობრებს ბარში ყოფნისას არც იარაღი და არც ე.წ. „დუბინკა“ არ ჰქონიათ.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ი-----–---------–--მ განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს გვიან გაიღვიძა და მეუღლისგან გაიგო, რომ რამენჯერმე დაუკავშირდა მ-----–------–---–-. გადაურეკა მ-----–------–---–-, რომელმაც უთხრა, რომ ბიჭები აპირებდნენ შეკრებას და სთხოვა მისულიყო. შეხვდნენ ერთმანეთს, დასხდნენ კ-------- ბარში. მოგვიანებით მივიდა ა-–-------------–----, რომელიც ს------ გადაკოცნა, მიესალმა პ---–---– და გააცნეს მას და ზ---–----–----. დაახლოებით მისვლიდან 5-6 წუთში ს--------------–---–-- უთხრა ა-–-------------–----ს, რომ საუბარი უნდოდა, ადგნენ და ბარის მეორე ნაწილში გავიდნენ. მის გვერდით იჯდა მ-----–------–---–-, რომელსაც ესაუბრებოდა და ს--------------–---–-სთვის და ა-–-------------–-----თვის ყურადღება არ მიუქცევია. დაახლოებით 10-15 წუთში გაიგონა პ---–-----–------- ხმა, „ბიჭო რას შვებითო“, შემოტრიალდა და დაინახა ს--------------–---–- და ა-–-------------–---- იდგნენ თაღთან და ერთმანეთი ჰყავდათ დაჭერილი. მივიდნენ მათთან, თვითონ გამოიყვანა ს--------------–---–-, ხოლო პ---–-----–------მ ა-–-------------–----. ამის შემდეგ შენიშნა, რომ ა-–-------------–----ს წარბის ზემოთ ჰქონდა სისხლი და ივარაუდა, რომ ბარის კედელს მიარტყა, რადგან ძიძგილაობისას ახლოს იდგნენ. ს--------------–---–-აც გაკაწრული ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა. ს--------------–---–-- უთხრა ა-–-------------–----ს, ამდენი ხანია ფული გასესხე და არც დაბრუნებას აპირებ და არც საქმე გააკეთეო. ა-–-------------–----მ უპასუხა, რომ თანხას დაუბრუნებდა ნელ-ნელა. ამ დროს დაახლოებით წუთი-წუთნახევარი ორივე გაჩერდა, შემდეგ ა-–-------------–----მ საფულიდან ამოიღო პლასტიკური ბარათი, ს--------------–---–- უთხრა, რომ წასულიყო და მოეხსნა თანხა. ზ---–----–--- წავიდა, მოხსნა თანხა და ბარათთან ერთად დაუბრუნა ა-–-------------–----ს, რომელმაც ბარათი ჩაიდო საფულეში, ხოლო თანხა გადასცა ს--------------–---–-, თან განუმარტა, რომ დანარჩენს მოგვიანებით გადასცემდა. ს--------------–---–-- თანხა ჩაიდო ჯიბეში და გააგრძელეს ლუდის დალევა. ბარიდან წასვლის შემდეგ ს------ ა-–-------------–----ს სთხოვა, რომ მოწმე და მ-----–------–---–- გაეყვანა. ი-----–---------–-- ჩაჯდა წინ, ხოლო მ-----–------–---–- უკან და წავიდნენ. მივიდნენ სპორტის სასახელსთან და ჩამოვიდნენ ავტომანქანიდან. ბრალდებულის ჩვენებით, კ-------- ბარში ყოფნისას არც მას და არც მის მეგობრებს არც იარაღი და არც ე.წ. „დუბინკა“ არ ჰქონიათ. მათ შორის მანქანის დალომბარდებაზე საუბარი არ ყოფილა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ზ---–----–---- განაცხადა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს შუადღის საათებში პ---–-----–------სთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ლ----–---- ქუჩაზე მდებარე ალკოჰოლური მაღაზია „ვ------------ში“. პ---–-----–------ს დაუკავშირდნენ ი-----–---------–-- და მ-----–------–---–- და შესთავაზეს დასალევად წასვლა. მივიდნენ კ-------- ბარში, შეუკვეთეს ლუდი და საუბრობდნენ. რამდენიმე წუთში ბარში მივიდა მისთვის უცნობი პირი. ს--------------–---–-- იგი გააცნოთ როგორც ა-–-------------–----. მათ გააგრძელეს საუბარი, რამდენიმე ხნის მერე კი ს--------------–---–- მივიდა ა-–-------------–----სთან და უთხრა, რომ მასთან დალაპარაკება უნდოდა, ადგნენ და გვერდზე გავიდნენ. რამდენიმე წუთის საუბრის შემდეგ პ---–-----–------მ დაიძახა „რას შვებითო“. მოწმემ სწორედ მაგ დროს მიაქცია ყურადღება და დაინახა, რომ ს--------------–---–- და ა-–-------------–----ს ერთმანეთისთვის მაისურში ჰქონდათ ხელი მოკიდებული და ძიძგილაობდნენ. ს--------------–---–-- ი-----–---------–-- გამოიყვანა, ხოლო პ---–-----–------მ ა-–-------------–----. დაინახა, რომ ს--------------–---–- სახეზე ჰქონდა ნაკაწრი, ხოლო ა-–-------------–----ს თმაზე ეტყობოდა ნახეთქივით, მისი ვარაუდით ძიძგილაობის დროს თაღთან ახლოს იდგნენ და თავი მიარტყა. შემდეგ დასხდნენ მაგიდასთან და გააგრძელეს საუბარი. ა-–-------------–----მ ამოიღო საფულიდან ბარათი და უთხრა ს--------------–---–-, რომ გამოეტანა თანხა. აღნიშნულზე ს------ უპასუხა, რომ არ იცოდა სად იყო ბანკომატი. ვინაიდან მათ შორის ისევ დაძაბული ვითარება წარმოიშვა, მოწმემ შესთავაზა, რომ თავად გამოიტანდა თანხას. ა-–-------------–----მ გაუწოდა ბარათი, გამოართვა პინ კოდი და წავიდა, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სს „-----------–--------–--- მოხსნა თანხა, დაბრუნდა ბარში და ა-–-------------–----ს დაუბრუნა როგორც თანხა, ისე ბარათი. ა-–-------------–----მ თანხა გადასცა ს--------------–---–- და უთხრა, რომ დანარჩენს შემდეგ დაუბრუნებდა. ამის შემდეგ პ---–-----–------სთან და ს--------------–---–---- ერთად წავიდა საბურთალოზე. ა-–-------------–----- ავტომანქანაში კი ჩასხდნენ ი-----–---------–-- და მ-----–------–---–-. ბრალდებულის ჩვენებით, ბარში ყოფნის დროს მას და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონიათ და არც ავტომანქანის დალომბარდებაზე საუბარი არ გაუგია.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში აპელირებს, რომ სასამართლო შეეცადა წარმოეჩინა დაზარალებულის გამოძიებისა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობები, მაშინ, როდესაც ყურადღება არ გაუმახვილებია ბრალდებულთა მიერ მიცემული ჩვენების არცერთ ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებაზე. მოცემულ შემთხვევაში პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი ცდილობს ბრალდების მტკიცების ტვირთი გადაიტანოს დაცვის მხარეზე და დაცვის მხარისაგან ითხოვს სათანადოდ დაასაბუთოს ბრალდებულთა უდანაშაულობა. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაძლოა გამართლებულთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ჩვენებებს შორის მართლაც გამოიკვეთა გარკვეული სახის შეუსაბამობები, თუმცა პირის დამნაშავედ ცნობისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა იმ გარემოებას, თუ როგორ წარმოადგენს დაცვის მხარე თავის პოზიციას, არამედ იმ გარემოებას, თუ რამდენად მყარი, უტყუარი და მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაფუძნებულია ბრალდების მხარის ვერსია ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით კი სახეზეა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით შექმნილი ეჭვი, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება.

ასევე, ეჭვს ბრალდებულთა მხრიდან ა-–-------------–----- დაყაჩაღების შესახებ აბათილებს ს--------------–---–- მობილურ ტელეფონიდან ამოღებული მოკლეტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმიც, საიდანაც ნათლად დასტურდება, რომ ს--------------–---–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ ა-–-------------–-----ათვის სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნას.

გარდა აღნიშნულისა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას უკვე 2017 წლის 2 ნოემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიღებული ჰქონდა თავად დაზარალებილისაგან და მოწმე ნ--------------ს ჩვენებიდან გამომდინარე ასევე ცნობილი იყო, რომ ბარში ვიდეო სათვალთვალო კამერები შეფერხების გარეშე მუშაობდა, ბრალდების მხარის მიერ 2017 წლის 15 დეკემბრამდე ადგილი არ ჰქონია კამერებზე დაფიქსირებული ინფორმაციის ამოღების მცდელობას.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. მხოლოდ დაზარალებულის დამაჯერებლობას მოკლებული ჩვენება, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს მ-----–------–---–-ს, ზ---–----–---- და ი-----–---------–--ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო პ---–-----–------- და ს--------------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისათვის.

პალატა აანალიზებს რა, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიან უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ისინი იძლევიან მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი მ-----–------–---–-ს, ზ---–----–----, პ---–-----–-------- ს--------------–---–- და ი-----–---------–--ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. მ-----–------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

მ-----–------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 8 იანვრიდან - 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, მ-----–------–---–- შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

4. ზ---–-----–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

5. პ---–-----–------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

6. ს--------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

7. ი-----–---------–-- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

9. გამართლებულებს განემარტოთ, რომ მათ უფლება აქვთ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

10. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ლომბარდიდან გამოთხოვილი ინფორმაცია DVD დისკზე, კაზინო ა--------- გამოთხოვილი ინფორმაცია ორ DVD დისკზე, სს „-----------–-------------- გამოთხოვილი ინფორმაცია CD დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, 2018 წლის 1 იანვრის N--------- წერილით მიღებული ორი ცალი CD დისკი, 2017 წლის 5 დეკემბრის N----------- წერილით მიღებული ოთხი ცალი CD დისკი და ერთი ცალი CD დისკი სასამართლო სხდომის ოქმი, შპს „---------–--------–------------–------ გამოთხოვილი ინფორმაცია ორ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- კ-------- ბარიდან ამოღებული ჩამწერი მოწყობილობა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ს--------------–---–-ს კუთვნილი ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ი-----–---------–--ს და პ---–-----–------- კუთვნილი ტელეფონები, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

11. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ბ.ბუგიანიშვილი

 

მ.კაპანაძე