განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
330100118002721149
ინსტანცია
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002721149

საქმე №1ბ/726-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-------------ის

მსჯავრდებულ: დ--------------ის

ადვოკატ: თ------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- მსჯავრდებულ დ--------------ის, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ.------–---------------------–----–------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–----------------------------------------------------------------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ--------------მა ჩაიდინა სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 24 სექტემბერს შ----------------------------“ წარმომადგენელ გ---------–------ა და შ-----------ს“ დირექტორ დ--------------ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დამკვეთმა დ--------------ის კომპანიას დაუკვეთა ქ.------–-----–-----------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 ოქტომბერი. ხელშეკრულებით შ-----------ს“ ვალდებულებაში შედიოდა სამუშაოთა წარმოება საკუთარი რისკის შესაბამისად, რა დროსაც უნდა უზრუნველეყო სამუშაოთა მაღალი ხარისხით შესრულება სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით. შ-----------ს“ დირექტორმა დ--------------მა სამუშაოების შესრულების მიზნით დაიქირავა ათკაციანი ხელოსნების ბრიგადა, მათ შორის ა-–------------------–----

 

2017 წლის 15 აგვისტოს ქ-------–--–---–-----------------------------ში მდებარე შ-----------ს“ სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რა დროსაც იქ იმყოფებოდა ა-–------------------–---, ამ უკანასკნელს წაქცევისას თავის არეში შეერჭო ლითონის ნაჭერი, რის შედეგადაც გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გარდაიცვალა 2017 წლის 29 აგვისტოს.

 

საქმეზე ჩატარებული საინჟინრო დასკვნის შესაბამისად, დარღვეული იყო „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*“-ის N2.1 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სამშენებლო მოედნების სამუშაო უბნების და სამუშაო ადგილების მოწყობის ორგანიზება უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო წარმოების ყველა ეტაპზე მომუშავე პერსონალის შრომის უსაფრთხოებას. ასევე, დარღვეული იქნა ამავე ნორმატივის N2.22. პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა გასასვლელები და სამუშაო ადგილები აუცილებელია გაიწმინდოს რეგულარულად, არ უნდა ჩაიხერგოს და ზამთრის პერიოდში შენობის გარეთ უნდა მოეყაროს ქვიშა ან წიდა. აგრეთვე დარღვეული იქნა ამავე ნორმატივის N1.11* პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სამშენებლო მოედანზე მყოფ პირს თავზე უნდა ეხუროს დამცავი ჩაფხუტი. ექსპერტიზის დასკვნით, რომ ყოფილიყო დაკმაყოფილებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მოთხოვნები, შესაძლებელი იქნებოდა, თავიდან აცილებულიყო დამდგარი უბედური შემთხვევა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვისთვის. ”უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*“-ის N1 დანართის N3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, ზოგადი ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ტექნიკაში მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ევალება უფროსს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელობა კი მთავარ ინჟინერს. მოცემულ შემთხვევაში უსაფრთხოების წესების დაცვაზე უშუალოდ კონტროლი ევალებოდა დ--------------ს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით:

 

დ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

დ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ დ--------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ--------------ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი შესაძლოა გახდეს წამახალისებელი. ასევე, პროკურორი მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გამოკვლეული იქნა სხდომაზე, მოწმეების - გ-------–-------------------------------------–--–---------, ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ხელშეკრულებით, მშენებარე სახლის უსაფრთხოების ჟურნალის გამოკვლევით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და თავად დ--------------ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ვინაიდან მსჯავრდებული დ--------------ი კვლავ სამშენებლო სფეროში აგრძელებს მუშაობას დანიშნული სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის, პალატა პროკურორის აღნიშნულ, ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ არ შეიძლება სასამართლომ დ--------------ის პიროვნება განიხილოს, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დ--------------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დ--------------ს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და დაზარალებულს გადაუხადა გარკვეული ფულადი კომპენსაცია;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დ--------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ დ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ დ--------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

ა-–------------------–---ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

მეტალის ნაჭერი, ერთი ცალი კენჭი, სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი