განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
020100118002695965
ინსტანცია
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002695965

საქმე №1/ბ-372-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ----- ჯ----- ძე ქ------ას მიმართ, დაბადებული: 197- წლის 2- ი------ს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზუგდიდის რაიონის სოფელი ო---–ი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ----- ქ------ამ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ. ასევე, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 აგვისტოს, საღამოს საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---–ში კ----- ქ------ამ ფიზიკურად იძალადა მ----- ჩ-------ე და მ------- ბ------ზე. კერძოდ, მ------- ბ------ს თმებში სტაცა ხელი და მოქაჩა, ასევე მიანარცხა ბუხარს მხრით, რა დროსაც მ------- ბ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ.

 

2018 წლის 4 აგვისტოს, საღამოს საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---–ში კ----- ქ------ამ ფიზიკურად იძალადა მ----- ჩ-------ე და მ------- ბ------ზე. აღნიშნულს თან ახლდა ხმაური, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდენ პოლიციის თანამშრომლები. კერძოდ, მ----- ფ---–---ია და ე-–------ ჭ-----–-ძე, რომლებიც კ----- ქ------ას მოუწოდებდნენ, შეეწყვიტა ლანძღვა-გინება, დამშვიდებულიყო და დაეცვა წესრიგი, რასაც არ დაემორჩილა კ----- ქ------ა, პოლიციის თანამშროლმებს ხელი შეუშალა წესრიგის დაცვაში, ამასთან შეაგინა პოლიციის თანამშრომელ მ----- ფ---–---იას და გინებით წავიდა მისკენ. აღნიშნულის დანახვაზე პოლიციის მეორე თანამშრომელმა ე-–------ ჭ-----–-ძემ ზურგიდან შემოხვია ხელები კ----- ქ------ას და სცადა მისი შეჩერება, რა დროსაც კ----- ქ------ამ მას უკბინა მარჯვენა ხელის მტევანზე და მიაყენა სხეულის მუსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენით კ----- ქ------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ კ----- ქ------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით.

კ----- ქ------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2-18 წლის 24 აგვისტოდან.

 

აპელანტი - მსჯავრდებული კ----- ქ------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ--------–- ჭ------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას. შემდეგ გარემოებებზე მითითებით: კ----- ქ------ას არ ჩაუდენია დანაშაული და იგი უკანონოდ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. დაზარალებულად ცნობილმა მ----- ჩ-----მ და მ------- ბ------მ განმარტეს, რომ კ----- ქ------ამ მათ მიმართ გამოიყენა ძალადობა, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ობიექტურად. ასეთ განმარტებას ისინი იძლევიან იმის გამო, რომ არ ჩაუთვალონ განსხვავებული ჩვენებების მიცემა დანაშაულად და არ გამოიყენონ მათ საწინააღმდეგოდ. ანალოგიური შეიძლება ითქვას პოლიციის მუშაკების მ----- ფ---–---იას და ე-–------ ჭ-----–-ძის ჩვენებებზე, რომ კ----- ქ------ამ მათ გაუწია წინააღმდეგობა, მოკლებულია დამაჯერებლობას, რადგან როგორ შეიძლება ფეხმოტეხილ კ. ქ------ას გაეწია მათვის წინააღმდეგობა. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულებს მიღებული აქვთ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, რომლებსაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, ყველა დაზიანება ისეთი სახისა, რაც შეიძლება ნებისმიერმა ადამინამა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ ნივთებთან შეხებისას მიიღოს. ხოლო თვითონ კ----- ქ------ას მიღებული აქვს წვივის მოტეხილობა და ტერფის ამოვარდნა, რაც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას, რასაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა მოყვა. ამდენად, მისი ჯანმრთელობის მდგო----ეობიდან გამომდინარე გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება და არა დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგო----ეობის გამო. განა ბრალდების მხარე ვალდებული არ იყო დაედგინა რა ვითარებაში და ვისგან მიიღო მან ეს დაზინაბა, ან როგორ შეეძლო ასეთი დაზიანების მქონე პიროვნებას, რომელიც ძლივს გაადაგილდებოდა, ოთხი კაცისთვის, მათშორის 2 პოლიციელისთვის გაეწია წინააღმდეგობა, ეცემა ისინი და მიეყენებინა სხეულის დაზიანებები. ამდენად საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება კ----- ქ------ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ----- ქ------ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დკითხული დაზარალებულ მ----- ჩ-----ს ჩვენების თანახმად, ჰყავს მეუღლე მ------- ბ------ და სამი შვილი - მ---, მ--- და თ----- ჩ-----ბი. 2018 წლის 4 აგვისტოს შვილთან მ---სთან ერთდა მაღაზიდან დაბრუნდა შინ. ეზოში შეხვდა მეზობელი დ----- ქ------ა, რომელმაც უთხრა, რომ მისი ძმა კ----- ქ------ა ნასვამ მდგო----ეობაში იმყოფედო მის სახლში და მ------ ჯ----თან მიდიოდა დახმარების სათხოვნელად, ძმის სახლში წასაყვანად. მოწმის მ----- ჩ-----ს განმარტებით სამზარეულო ოთახში იატაზე წამოწოლი დახვდა მეზობელი კ----- ქ------ა. მეუღლემ მ------- ბ-----მ უთხრა, რომ კ----- ნასვამ მდგო----ეობაში მივიდა მათან და სკამზე ჩამოჯდა, სადაც ჩაეძინა და გადავარდა სკამიდანო, დაახლოებით ხუთ წუთში დაბრუნდა დ----- ქ------ა და თქვა რომ მ------ სახლში არ იყო. ამის შემდეგ დ-----სთან ერთად სცადა კ-----ს წამოყენება, წამოყენების დროს კ-----მ დაუწყო გინება დედის მისამართით. მან და დ-----მ კ-----ს წამოყენება ვერ შეძლეს. დაახლოებით 10 წუთში კ----- წამოდგა თავისით და მისაღებ ოთახში გავიდა; მეუღლემ დაუწყო დამშვიდება. ამ დროს კ----- ყოველგვარი მიზეზის გარეშე მივარდა მის ცოლს და ორივე ხელი ჩავლო თმაზე და მოქაჩა, რის შედეგადაც მ------- ბ----- წაბორძიკდა და მარცხენა მხარით მიეხეთქა ბუხარზე, როდესაც ეს მოწმემ დაინახა მივიდა კ-----სთან მოსაშორებლად და დაუჯიკავა, რა დროსაც კ----- მიუბრუნდა და ორივე ხელის მუშტი ორჯერ დაარტყა სახის არეში. რის შედეგადაც წაბორძიკდა უკან. მუშტის დარტყმის დროს იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მ. ჩ---- გაეცალა იქაურობას. თუმცა კ----- ისევ მიუბრუნდა მის მეუღლეს მ------- ბ------ს საცემად, სანამ დარტყამდა მ------- ბ------ს მ----- ჩ-----მ მირბინა კ-----სთან და კრა ხელი, რათა არ დაერტყა მ-------ასთვის, რა დროსაც კ-----მ ისევ სახის არეში სამჯერ დარტყა მუშტი, მარცხენა წარბის მიდამოში მიიღო დაზიანება და წარბიდან წამოუვიდა სისხლი. ამასობაში კ-----ს ძმამ დ-----მ ძალის გამოყენებით გაიყვანა კ----- მათი სახლიდან. რამდენიმე წუთში მოწმის სიძესთან, ბ------ კ-------სთან ერთად მივიდა პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის მისვლისთანავე ეზოს ბუჩქებიდან კ----- გამოვარდა, მივარდა თავის ძმასთან და ისევ დაუწყო ჯიკავი. დ----- კონფლიქტის თავის არიდების მიზნით გაიქცა ჭიშკრის მიმართულებით, კ-----ც გაეკიდა, ამავე დროს მათ გაეკიდათ პოლიციის თანამშრომლები. შემდეგ რა მოხდა ჩ-----სთვის უცნობია.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ------- ბ------მ თავის ჩვენებაში და განმარტა, რომ კ----- ქ------ მას უცებ სტაცა ორივე ხელი თმებზე და ორჯერ მოქაჩა ძლიერ, რადროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. თმებზე მოქაჩვის შემდეგ კ-----მ ხელი კრა და მიახეთქა იქვე კედელში ჩაშენებულ ბუხარზე, მარცხენა მხრით, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი თუმცა დაზიანება არ მიუღია დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. მოწმის ბ------ს განმარტებით მის დაცვას ცდილობდა მეუღლე მ-----ი, რომელსაც კ----- მიუბრუნდა და სახის არეში ურტყა ხელები, რა დროსაც მ-----ს სახეზე სისხლის წამოუვიდა. კ----- ქ------ას ძმა შევიდა მათთან და ძალის გამოყენებით ცდილობდა მოძალადის გარეთ გაყვანას. მათი სახლიდან გასვლის შემდეგ ცოლ-ქმარმა ჩაკეტა კარები. ცოტა ხანში მინის ჩამტვრევის ხმა გაიგონეს. კ----- ქ------ას მათ სახლში ყოფნისას ვინმეს მხრიდან დაზიანება არ მიუღია.

 

მოწმის სახით დაკითხული ტ------– ს--------ს ჩვენების თანახმად, მისი მეზობელი კ----- ქ------ა მასთან მივიდა და მიულოცა რძლის მოყვანა, ნასვამი იყო და მათან მხოლოდ 2 ჭიქა ღვინო დალია და მალე წავიდა. შემდეგ გაიგო, რომ კ----- ქ------ას შელაპარაკება მოსვი-–-- მეზობელთან. მოწმის განმარტებით კ----- ქ------ასთვის ძაღლს არ უკბენია.

 

მოწმის სახით დაკითხული მ--- ჩ-----ს ჩვენების თანახმად, კ----- ქ------ამ მის დედას მ------- ბ------ს თმებზე მოქაჩა და მიაგდო ბუხართან, შემდეგ მამასაც მ----- ჩ-----საც დაარტყა ხელი ლოყაზე. შემდეგ კ----- ქ------ა ძალის გამოყენებით მისმა ძმამ დ-----მ ძალით გაიყვანა გარეთ. რის შემდეგაც მისმა მშობლებმა კარი მიხურეს. კ-----მ კარი ვერ გააღო, მაგრამ ფანჯრები ჩაამტვრია. მოწმის განმარტებით მან მეუღეს ბ------ კ-------ს დაურეკა და დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც ბ. კ------- მივიდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. პოლიციის მისვლისთანავე კ----- გამოვარდა ეზოს ბუჩქებიდან, მივარდა თავის ძმას და დაუწყო ჯიკავი. დ----- თავის არიდების მიზნით გაიქცა ჭიშკრის მიმართულებით, კ-----ც გაეკიდა, ამავე დროს მათ გაეკიდათ პოლიციის თანამშრომლებიც.

 

მოწმის სახით დაკითხული ბ------ კ-------ს ჩვენების თანახმად, რომ 2018 წლის აგვისტოში 9-10 საათისთვის მეუღლემ მ--- ჩ-----მ დაურეკა და უთხრა, რომ მათან სახლში მეზობელი კ----- ქ------ა მთვრალი იყო და ჩხუბობდა, რის გამოც თხოვა მას სახლში მისვლა. მოწმის განმარტებით მასთან ერთად იყვნენ პოლიციის თანამშრომლები მ----- ფ---–---ია და ე-–----- ჭ-----–-ძე, რომლებსაც შეატყობინა აღნიშნული გარემოების შესახებ. როდესაც ადგილზე მივიდნენ კ----- ქ------ა თავის ძმას დ-----ს ურტყამადა. მათ დანახვაზე კ. ქ------ა გაიქცა.

 

მოწმის სახით დაკითხული ო---- ს-----ს ჩვენების თანახმად, იგი გავიდა შემთხვევის ადგილზე ო---–ში სინწის უბანში. სადაც დათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო სისხლიანი ჯოხი, შუშის ნამსხვრევები, სისხლის ლაქა, რაც დალუქა.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ--–- მ----ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 5 აგვისტოს ღამით გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც სახლის მესაკუთრე აღმოჩნდა მ------- ბ------. დათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც ღია აივანზე ეგდო ხის ჯოხი სისხლიანი ლაქებით, იქვე იყო ლაქები, ასევე სკამზე იყო ლაქები, მინა იყო ჩამსხვრეული, ნატეხები იყო მიმოფანტული. ამოიღეს ჯოხი და ლაქები, ხოლო იატაკიდან და სკამიდან მინის ნამსხვრევები, რაც დაილუქა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ი-–-- ჯ----ს ჩვენების თანახმად, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. აივანზე იყო სისხლის ლაქები, სისხლიანი ჯოხი, მინის ნამსხვრევბი, რაც ამოიღო და დალუქა.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ----- ფ---–---იას ჩვენებით თანახმად, 2018 წლის 04 აგვისტოს საღამოს საათებში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას თანამშრომელ ე-–------ი ჭ-----–-ძესთან ერთად. დაახლოებით 22:00 საათზე, ესაუბრებოდა ბ------ კ-------ს, რომელსაც დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ მათან სახლში იმყოფებოდა კ----- ქ------ა, რომელიც ცემდა მის მშობლებს, და ჩაამტვრია ფანჯრები. ბ------ს მეუღლე თხოვა დაერეკა პოლიციაში და ითხოვდა დახმარებას. ამიტომ სამივე წავიდნენ ბ------ კ-------ს სახლში. ეზოში რომ შევიდნენ, სახლიდან გამოვიდნენ მ-----ი, მ------- და მ---. ეზოში სიბნელიდან კოჭლობით გამოვიდა კ----- ქ------ა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. ხელზე სისხლი ეცხო. მოწმის განმარტებით მან კ----- ქ------ას რამდენჯერმე მოუწოდა შეწყვიტა ლანძღვა-გინება, დამშვიდებულიყო დაეცვა წესრიგი, რაზედაც გაბრაზდა კ----- ქ------ა, არ დაემორჩილა და შეაგინა დედის მისამართით, თან წავიდა მისკენ, რა დროსაც ე-–------ ჭ-----–-ძემ კ----- ქ------ას უკნიდან შემოხვია ხელი, რომ შეჩერებინა, მაგრამ ამ დროს ქ------ამ დრო იხელთა და ე-–-----ს ხელზე უკბინა. მოწმის განმარტებით შემდეგ ქ------ა დააწვინეს გზაზე, რათა დამშვიდებულიყო. ათ წუთში სამედიცინო დახმარების მანქანა მივიდა და ეს უკანასკნელი გადაიყვანეს სავადმყოფოში. მოწმის განმარტების მასა და ე-–------საც ეცვათ უნიფორმა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ე-–------ ჭ-----–--ემ და განმარტა, რომ მის კოლეგას მ----- ფ---–---იას მსჯავრდებულმა კ----- ქ------ამ შეაგინა, იგი ცდილობდა მსჯავრდებულის დაკავებას, რა დროსაც ხელზე უკბინა. მასდა და მ----- ფ---–---იას პოლიციის ფორმები ეცვათ. მსჯავრდებული სახეზე სისხლიანი იყო, ხელიც სისხლიანი ჰქონდა, ფეხზე დაზიანება არ დაუნახავს. კ----- ქ------ა ძალიან მთვრალი იყო. ის დარბოდა და ფეხის მოტეხვა არ ეტყობოდა.

 

მსჯავრდებულ კ----- ქ------ას განმარტებით, 2018 წლის 5 აგვისტოს 12:30 საათზე წავიდა მეზობელთან სატირალში. საღამოს 5-6 საათისთვის ტ------– ს-----–--ს სახლში შეიარა და მიულოცა რძლის მოყვანა, სადაც 2 ჭიქა დალია. ჭიშკრიდან გამოსვლისას ტ------–ის ძაღლმა უკბინა და ფეხი მოამტვრია, რა დროსაც იგრძნო ტკივილი და მეზობლის სახლში ჩამოჯდა. ტკივილის გამო მ------- ბ------ს სახლში შეიარა, სადაც მ--- და ბ------ი იმყოფებოდნენ. მ------- ტელეფონზე საუბრობდა. კ. ქ------ას განმარტებით ფეხი ჰქონდა ნაღრძობი და სისხლი მოსდიოდა ძაღლის ნაკბენიდან. შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და წაიყვანეს.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ------ ნ-----–--ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ----- ჩ-----ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებთა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობთ არ წინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ე-–------ ჭ-----–-ძის სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას არ უძალადებია დაზარალებულების მ----- ჩ-----ს და მ------- ბ------ს მიმართ, და არც პოლიცის თანამშრომლებისათვის გაუწევია წინააღმდეგობა პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განაჩენი კ----- ქ------ას მიმართ დასაბუთებული კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ კ----- ქ------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------–- ჭ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

კ----- ქ------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მოსახდელად კ----- ქ------ას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.

 

კ----- ქ------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2-18 წლის 24 აგვისტოდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: შარვალი, ჯოხი, სისხლისმაგვარი ლაქები, მინის ნამსხვრევები განადგურდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე