განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
010142219700087815
ინსტანცია
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 010142219700087815

საქმე №1ა/გ92-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ბესიკ ბუგიანიშვილი

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------------------------------------- (დაბადებული: 1----–-–--------–--------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის თ-------------------–---–-- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განაჩენით, გ-------------------ნასამართლობის არმქონე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ხ------------------- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ნ----------------–---–-- ეპიზოდი) - 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი)ლარის ოდენობით ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და გ------------------ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ'' საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ------------------ ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ხ------------------- ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 5(ხუთი)წელი და 3(სამი)თვე.

ასევე ¼-ით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ნ----------------–---–-- ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 5(ხუთი)წელი და 3(სამი)თვე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, გ------------------ მოსახდელად განესაზღვრა 10(ათი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2019 წლის 5 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ გ------------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც 2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენის გადასინჯვა.

დაცვის მხარე შუამდგომლობაში ასევე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს ორივე დაზარალებულის მიმართ მიყენებული ზიანი სრულად აქვს ანაზღაურებული, თუმცა, შუამდგომლობას თან ერთვის მხოლოდ ერთი დაზარალებულის ხ------------------- ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა იმის თაობაზე, რომ მას გ------------------- მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა გ------------------- მიმართ გამოყენებული იქნას ამინისტიის აქტი. თუმცა დაცვის მხარეს შუამდგომლობაში აღნიშნულის თაობაზე მოთხოვნა ჩამოყალიბებული არ აქვს.

პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა შუამდგომლობა, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს. ამასთან ერთად, საქართველოს სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად აღნიშნულ ცვლილებას აქვს უკუძალა და შესაბამისად ამსუბუქებს იმ მსჯავრდებულის მდგომარეობას, რომელსაც საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე, რასაც ადგილი აქვს კონკრეტულ შემთხვევაში.

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული განაჩენის გამოტანამდე არ იყო ნასამართლევი და აქედან გამომდინარე, მას საბოლოოდ სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენში მხოლოდ სასჯელის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საბოლოოდ სასჯელის დადგენისას ცვლილება უნდა შევიდეს, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 314-ე, 3321-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ------------------- ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინებაში შეტანილ იქნეს ცვლილება;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით დანიშნულმა თანაბარმა სასჯელმა (ხ------------------- ეპიზოდი) (ამნისტიის გათვალისწინებით) 5(ხუთი) წლით და 3 (სამი)თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ნ----------------–---–-- ეპიზოდი)დანიშნული სასჯელი (ამნისტიის გათვალისწინებით) 5(ხუთი)წელი და 3(სამი)თვე და საბოლოოდ, გ------------------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.მსჯავრდებულ გ------------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავებიდან, ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან;

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მაისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: მ. კაპანაძე

 

ბ.ბუგიანიშვილი