განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
110100119002977616
ინსტანცია
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119002977616

№1/ბ-409-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ ს-----ე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო-–--- დ-------ის ძე კ------–--ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: საჩხერის რაიონის სოფელ ს----ეში.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ო-–--- კ------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2019 წლის მარტის თვის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის აპრილში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----ეში მცხოვრებმა ო-–--- კ------–--ემ, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, არასრულწლოვან შვილს, 21.12.2003 წელს დაბადებულ მ------ კ------–--ეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, თავის არეში დაარტყა ხელი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2019 წლის 1 მარტს, დაახლოებით 0200 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ს----ეში მცხოვრებმა ო-–--- კ------–--ემ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, შელაპარაკებისას, არასრულწლოვან შვილს, 21.12.2003 წელს დაბადებულ მ------ კ------–--ეს ხელის გამოყენებით ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რამაც მ------ კ------–--ის სხეულის მსუბუქი ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად დაზიანების მიყენება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2015 წლიდან, 2019 წლის მარტამდე პერიოდში, ო-–--- კ------–--ე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის არასრულწლოვან შვილს მ------ კ------–--ეს, კერძოდ, ლანძღავდა, ეძახდა დამამცირებელ სიტყვებს, აგინებდა დედის მისამართით, რამაც გამოიწვია მ------ კ------–--ის ტანჯვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2019 წლის 8 მაისის განაჩენით ო-–-- კ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ო-–-- კ------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2019 წლის 8 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფ-------- ს-----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ო-–--- კ------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ კ------–--ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების: ი-----–--–---–--------–-----------------–-------------------------–--–--ის და დ-------ი კ------–--ის გამოკითხვის ოქმებით; მ------ კ------–--ის დაბადების მოწმობის ასლით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ------ კ------–--ის მიმართ; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დაკსვნით მ------ კ------–--ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ო-–--- კ------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ო-–--- კ------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის (3 ეპიზოდი) სანქციის ფარგლებში, რაც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საჩხერის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფ-------- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2019 წლის 8 მაისის განაჩენი ო-–--- კ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ო-–-- კ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას სხვა სასჯელები და საბოლოოდ ო-–-- კ------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

ო-–-- კ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 1 მარტიდან, 2019 წლის 8 მაისის ჩათვლით.

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: დანა, რომელიც ინახება საჩხერის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე