განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
050100119002893487
ინსტანცია
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002893487

№1/ბ-418-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–------- დ------–---ის ძე წ--–-----ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ლანჩხუთი, სოფელი მ----------ი ბინა №11; ფაქტობრივად მცხოვრები: ლანჩხუთი, თ-----------ს ქუჩა № 46.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ი-–------- წ--–-----მა ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 1540 საათზე მთვრალი ი-–------- წ--–-----ი მივიდა ლანჩხუთში, თ-----------ს ქუჩა N44-ში მდებარე მეზობლის ა----- ჩ----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ უკანასკნელს, განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ მას წინა საღამოს, შემდეგ კი დილით, არ გაუღო კარი და შინ არ მიიპატიჟა, არასრულოვანი შვილის 02.06.2003 წელს დაბადებული ლ-- ჩ----ის თანდასწრებით დაუწყო გინება და ხელები მოუჭირა კისერზე, ამასთან მაგიდიდან აღებული დანით კისრის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, შემდეგ კი წააქცია საწოლზე და მუშტებით დაუწყო ცემა სახის არეში, რის შედეგად ა----- ჩ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულზე მიიღო დაზიანებები, კერძოდ მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში სისხლნაჟღენთი და ცხვირის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე შუა მესამედში ნაჭდევი, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო კისრის შუა მესამედში წინა კედელზე ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით ი-–------- წ--–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

ი-–------- წ--–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

ი-–------- წ--–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ი-–------- წ--–-----ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მ------ ნ--------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-–------- წ--–-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, ოქმით ი-–------- წ--–-----ის ალკოტესტით შემოწმების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით - დანა, 2019 წლის 17 იანვრის ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულ ა----- ჩ----ის და მოწმეების: დ------–--- წ--–-----ის, ა-–--------------–-------------–-------------–----------ის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ი-–------- წ--–-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ი-–------- წ--–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა და სამართლ--ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციის ფარგლებში, რაც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი ი-–------- წ--–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ი-–------- წ--–-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

ი-–------- წ--–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

ი-–------- წ--–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ი-–------- წ--–-----ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ ი-–------- წ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 7 თებერვლიდან - 2019 წლის 13 თებერვლამდე.

მსჯავრდებულ ი-–------- წ--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ი-–------- წ--–-----ის (პ/ნ 2----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული თ--------------–---–-------------------), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (კერძოდ, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 3--------------------------–-----–------------------------–------------------------------------ გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

დანა, ა----- ჩ----ის და ი-–------- წ--–-----ის სისხლის ნიმუშები, რომლებიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

ა----- ჩ----ის ტანსაცმელი (მოკლესახელოებიანი მაისური, სვიტერი, ზოლ--ნი სვიტერი და სპორტული შარვალი), რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა----- ჩ----ეს.

 

ი-–------- წ--–-----ის ტანსაცმელი (შარვალი და სვიტერი), რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ი-–------- წ--–-----ს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე