განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002380938
საქმე N3ბ/844-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი
აპელანტი: საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
წარმომადგენელი: ნ-----–--------–-
მოწინააღმდეგე მხარე: ნ-------- გ-----ე;
წარმომადგენელი: ე----------–---–-
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ-------- გ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ ბრძანება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - ნ-------- გ-----ის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო- ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) I სამმართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფორმაციის მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის განყოფილების (ცენტრი) მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსი) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 სექტემბრის №087 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივლისის №1------ ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–-----------------–-------------–--------------–-------------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–-------–--–--------------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში. (ს.ფ. 15-16).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 36-ე (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) მუხლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ლ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №24197 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–------------------------------------- (----------------------–------------------–-----------–--------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–-------–--–--------------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.(ს.ფ. 17).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 14 თებერვლის №----------------- წერილით ნ-------- გ-----ეს ეცნობა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანების საფუძველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება, რომელიც საიდუმლოა. შესაბამისად, საიდუმლოა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–------------------------------------- (მთავარი სამმართველო) საშტატო ნუსხაც და მისი გაცემა მათ კომპეტენციას სცილდებოდა.(ს.ფ. 107).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 თებერვლის №----------------- წერილით დგინდება, რომ ნ-------- გ-----ის მიერ სამინისტროში გასაჩივრებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ და 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანება და სამსახურში აღდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით მითითებული წერილით მხარეს განემარტა, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გადასაწყვეტიად მხარეს შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის.(ს.ფ. 43).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას, ხოლო მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება“ აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ-------- გ-----ეს გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–------------------------------------- (მთავარი სამმართველო) I-------------–----------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–--------–--–--------------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორის თანამდებობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული და სამართლებრივი აქტებით.
აღნიშნული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, უწყების საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ უფროსის მოადგილეები, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია - საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო (მთავარი სამმართველო).
ამავე დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან ერთად; სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, საჯარო მოხელეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (მხოლოდ ფულადი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის№1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 სექტემბრის №087 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივლისის №1------ ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–-------- მთავარი სპეციალისტი (ცვლის უფროსი), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი - ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 36-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, საჯარო მოხელისა დათხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 36-ე (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) მუხლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №24197 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–------------------------------------- (----------------------–------------------–-----------–--------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–-------–--–--------------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი - ნ-------- გ-----ე (პ/ნ:0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, მის კადრების განკარგულებაში აყვანას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული სადავო ბრძანებებით დგინდება, რომ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველს, რომელსაც შემდგომი მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა, წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის (საქმე №ბს-449-442(კ-15)) გადაწყვეტილებაზე, სადაც აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას იმ თანამდებობაზე (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო- ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) I სამმართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფორმაციის მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის განყოფილების (ცენტრი) მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსი)), საიდან განთავისუფლებული იქნა მოსარჩელე მხარე. სასამართლომ აღნიშნულის გათვალისწინებით უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - ნ-------- გ-----ის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–------------------------------------- (მთავარი სამმართველო) I სამმართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფორმაციის მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის განყოფილების (ცენტრი) მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსი) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–------------------------------------- (----------------------–------------------–-----------–--------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–-------–--–--------------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი - ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან. ამდენად, ნ-------- გ-----ე უფლებამოსილია მიიღოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი აღნიშნული პერიოდიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს ნ-------- გ-----ის მიმართ ყოველთვიური იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც მიიღებდა ის შესაბამის ანაზღაურებას, რომ არ მომხდარიყო მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა და შემდეგ დათხოვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ გვერდი აუარა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასებას, რომლითაც დასტურდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–-------- მთავარი სპეციალისტის შტატის გაუქმება. ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების გამოტანისას ობიექტურად შეისწავლა და შეაფასა გარემოებები და მოახდინა სამართლებრივ საფუძვლებზე მითითება.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის N2------ ბრძანებით მოსარჩელე ნ-------- გ-----ე "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1014 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის" 33-ე მუხლის მე-3 პუქნტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო 2018 წლის 22 იანვრის N1----- ბრძანებით კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1014 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი" განსაზღვრავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, აღნიშნული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, საჯარო მოხელე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მასთან სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გავლის წესის 34-ე მუხლი განსაზღვრავს ამ საფუძვლებს, კერძოდ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძვლად 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლას. კერძოდ: საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
კანონმდებლობა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ანიჭებს უფლებამოსილებას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ გაათავისუფლოს კადრების განკარგულებაში აყვანილი თანამშრომელი, თუ მის შრომითი მოწყობის საკითხს დადებითად ვერ გადაწყვეტს, რომლის გადაწყვეტაც მთლიანად მისსავე დისკრეციულ უფლებაზეა დამოკიდებული.
აპელანტის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.“ სააპეალციო საჩივრის ავტორის მითითებით, უდავოა, რომ სარჩელით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის არცერთი წინაპირობა, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოა.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 სექტემბრის №087 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივლისის №1------ ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–-----------------–-------------–--------------–-------------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–-------–--–--------------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში. (ს.ფ. 15-16).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–------------------------------------- (----------------------–------------------–-----------–--------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–-------–--–--------------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.(ს.ფ. 17).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 14 თებერვლის №----------------- წერილით ნ-------- გ-----ეს ეცნობა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანების საფუძველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება, რომელიც საიდუმლოა. შესაბამისად, საიდუმლოა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–------------------------------------- (მთავარი სამმართველო) საშტატო ნუსხაც და მისი გაცემა მათ კომპეტენციას სცილდებოდა.(ს.ფ. 107).
სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო ბრძანების, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომი საშტატო განრიგების შემოწმების საფუძველზე არ უარყოფს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგში განხორციელებული ცვლილებების ფაქტს, თუმცა, ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო სტრუქტურულ ერთეულში კადრების შემცირებას ადგილი არ ჰქონია, ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად, არ შეცვლილა არც საინფორმაციო - ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს ფუნქციები.
საგულისხმოა, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ასევე დადასტურდა სააპელაციო სასამართლოზე საქმის ზეპირი განხილვის პროცესში. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეორგანიზაცია ქმნიდა მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების შეჯერება აძლევს საფუძველს დაადასტუროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და თვლის, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონს, ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესს.“ საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი შეიცავს იმ შემთხვევათა ამომწურავ ჩამონათვალს, რაც შეიძლება იქცეს პოლიციელის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისი კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძვლად. კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. ამავე წესის 36-ე მუხლით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, საჯარო მოხელის დათხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 103-ე მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, რეორგანიზაციისას საჯარო მოხელის გათავისუფლება შტატების შემცირების მოტივით დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა და მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
აღნიშნული ხასიათის საკანონმდებლო შეზღუდვების არსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მიღებული აქტების კანონიერების თაობაზე. როგორც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსი ცხადყოფს, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები ამომწურავად განსაზღვრავენ იმ შესაძლო შემთხვევებს, როცა რეორგანიზაცია იქცევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის, მათ შორის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძვლად და ასეთად მიიჩნევა - დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. რასაც, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 14 თებერვლის M---------------------- მიმართვაზე, რომლის თანახმადაც, ნ-------- გ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული საიდუმლო საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება. როგორც აღინიშნა, მითითებული საიდუმლო ბრძანების საფუძველზე შტატების შემცირება არ შეხებია საინფორმაციო - ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს, ისევე როგორც არ შეცვლილა მისი ფუნქციები. ამდენად, წარმოდგენილი მასალებით ვერ დასტურდება, რომ არსებობდა ნ-------- გ-----ის სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, ხოლო შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის კანონისმიერი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცებულებათა გადანაწილების ტვირთზე და სსსკ-ის მე-4 და ასკ-ის მე-17 მუხლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ აპელანტი, როგორც სარჩელზე მოპასუხე მხარე, გათავისუფლებული არ არის მტკიცების ტვირთისგან და ეკისრება საპროცესო ვალდებულება წარმოადგინოს ან გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ვერ წარმოადგინა და ვერ მიუთითა ვერცერთ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურებოდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში შტატების შემცირების ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო ნ-------- გ-----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–--------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–-------- მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსი) თანამდებობიდან განთავისუფლებას.
სააპელაციო სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას, აძლევს საფუძველს, დაადასტუროს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ნ-------- გ-----ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობის შესახებ, რაც ქმნის მათი ბათილობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილ საფუძვლებს და როგორც თანმდევ შედეგს იწვევს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენას და მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებას. შესაბამისად, არ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის გაზიარების, მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე