განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.04.2019
საქმის ნომერი
330210018002611351
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002611351

თ---–--ის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/7580-18 8 აპრილი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

მოსამართლეები - ვანო წიკლაური

გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ქ------–---ს მ----–----–------ის მ-----ს ნ----–-----ის რ-----ის გ-------ა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ნ---- რ---–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე – მ----- ბ-----ე, მ-----ა ქ---–--- (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - ზ------ ნ-–--–-–---–ი

 

დავის საგანი – დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულდ დაკმაყოფილდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე მ----- ბ-----ესათვის, ქალაქ თ---–--ის მ----–----–------ის მ-----ს ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სასარგებლოდ, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 87 135.2 ლარის ოდენობით;

 

1.2. მოპასუხე მ-----ა ქ---–---სათვის ქალაქ თ---–--ის მ----–----–------ის მ-----ს ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სასარგებლოდ, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 19 152.8 ლარის ოდენობით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თ---–--ის მ----–----–------ის მ-----ს ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სარჩელი მ----- ბ-----ისა და მ-----ა ქ---–--ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მ----- ბ-----ეს მოსარჩელე ქალაქ თ---–--ის მ----–----–------ის მ-----ს ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 10001 ლარის გადახდა; მ-----ა ქ---–---ს მოსარჩელე ქალაქ თ---–--ის მ----–----–------ის მ-----ს ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 10001 ლარის გადახდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

 

5. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს:

 

5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლი სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------- N1------- განაჩენით დადგენილი ზიანის ოდენობა, რომელიც მ----- ბ-----ის შემთხვევაში - 87 135.2 ლარს, ხოლო მ-----ა ქ---–--ის შემთხვევაში 19152.8 ლარს შეადგენს. თითოეული მსჯავრდებულის მიერ მოყენებული ზიანის მოცულობა მითითებულია განაჩენის როგორც აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში (გვ.N2), ისე მტკიცებულებათა გამოკვლევის ნაწილში (გვ. N5), რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს, ხოლო ზიანის ოდენობის ძირითადი ნაწილი გაანგარიშებულია განაჩენის მე-6 გვერდზე. აღნიშნული თანხა განსაზღვრულია სისხლი სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად (მოწმეთა ჩვენებები, დოკუმენტალური რევიზია, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა). შესაბამისად, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არამართებულად დააყენა ეჭქვეშ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლი სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი, რადგან თუ განაჩენი დაუსაბუთებელია აღწერილობით-სამოტივაციო და მტკიცებულებათა გამოკვლევის ნაწილში, თავისთავად დაუსაბუთებელია მისი სარეზოლუციო ნაწილიც, რაც ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესული განაჩენის კანონიერების პრინციპს.

 

5.2. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ზიანის ოდენობა 10 001 - 10 001 ლარით, რადგან განაჩენში განსაზღვრულია თითოეული ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დამდგარი, კონკრეტული ზიანის ოდენობა. სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა ზოგადსამართლებრივი პრინციპებით და საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 177-ე მუხლში მითითებული შენიშვნით, რამეთუ საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია ზიანის ზუსტი ოდენობა.

 

5.3. აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი მოცემულ სამოქალაქო საქმეზე არ ვრცელდება. აღნიშნული ნორმა მიმართულია სხვა კატეგორიის საქმეებზე, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, სადაც განაჩენით დგინდება მხოლოდ ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო ზიანის ოდენობა განაჩენით ვერ იქნება განსაზღვრული და მის დასადასტურებლად საჭიროა შესაბამისი სამედიცინო/სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი ისევე, როგორც - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ზიანის ოდენობა სასამართლო აქტით ვერ იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობის დასადასტურებლად საჭიროა შესაბამისი ავტოსერვისის მიერ გაცემული დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, სხვა უფლებამოსილი პირი/ორგანო არ არსებობს გარდა სისხლი სამართლის საქმის განმიხლველი ორგანოსი, თუმცა უფლებამოსილი ორგანოების მონაწილეობით საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ზიანის ოდენობა სამოქალაქო კოლეგიისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რაც ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. 2-------- წლებში მ-----ი ბ-----ემ და მ-----ა ქ---–---მ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ პროგრამის ფარგლებში, ქ. თ---–--ის ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის დაფინანსებით შეასრულეს თ----ს უბნის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები. შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, შემდგომში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ნ----–-----ის რ-----ის გ-------ა ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

9.2. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმე N1-------) მ-----ა ქ---–--- და მ-----ი ბ-----ე ცნობილი იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1---- მუხლის მესამე ნაწილის „ა------ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

9.3. 2----–-–------------------- ქ------–---ს მ----–----–------ის მ-----ს ნ----–-----ის რ-----ის გ-------ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და დანაშაულით მიყენებული ზიანის სახით, მოპასუხე მ----- ბ-----ისათვის - 87135.2 ლარის, ხოლო მოპასუხე მ-----ა ქ---–--ისათვის - 19152.8 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

 

10. სააპელაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

 

10.1. ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი) მოწესრიგებულია როგორც წმინდა პროცესუალური საკითხები (დასაშვებობა, განსჯადობა და ა.შ.), ასევე მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად: 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამდენად, ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად კანონმდებელი დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს განაჩენს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მართებულად მიიჩნია ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილად. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარდგენილი განაჩენი განიხილება, როგორც კონკრეტული გარემოებების ამსახველი წერილობითი მტკიცებულება და მასში ასახულ დასკვნებსა თუ დადგენილ გარემოებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის პრეიუდიციული ძალა აღარ ენიჭება.

 

10.2. ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებიდან 30917 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

10.3. აღნიშნული ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან ცალსახად დგინდება, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადგენად დასაშვები მტკიცებულებაა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, ამასთან, შესაძლებელია იგი საკმარისი აღმოჩნდეს, თუ განაჩენი შეიცავს შესაბამის გაანგარიშებას. იმ შემთხვევაში, თუ განაჩენი ზოგადად ადგენს ზიანის მიყენების ფატს და არ შეიცავს ოდენობის დასაბუთებას, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსარჩელეს ესაჭიროება დამატებითი მტკიცებულების წარდგენა.

 

10.4. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა შესაგებელით სადავოდ გახადეს განაჩენით დადგენილი ზიანის ოდენობა და მიუთითეს, რომ განაჩენი არ შეიცავდა ზიანის დაანგარიშებას და ფაქტობრივად მიყენებული ზიანის ოდენობის გაანგარიშებისათვის საჭირო იყო სისხლის სამართლის საქმიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა და ფინანსური ექსპერტიზის ჩატარება, რაც არ განხორციელებულა.

 

10.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ზიანის ფაქტის არსებობისა და მისი მოცულობის დადასტურება. განსახილეველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ზინის ოდენობის დადგენის მიზნით წარმოდგენილია მხოლოდ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენი.

 

10.6. მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. გამარტივებული წარმოებით საქმის განსახილველად კი, მოსარჩელეს კანონი ვალდებულებას აკისრებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (თუ დანაშაული გვაქვს სახეზე) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის 1-ლი ნაწილი).

 

10.7. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ „პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, მიიჩნევა თუ არა დადასტურებულად ზიანის ოდენობა და სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს თუ არა ზიანის ოდენობით, როგორც დადასტურებული ფაქტით. სსსკ-ის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ამავე კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

აღნიშნული ნორმები განხილულ უნდა იქნეს სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. „საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვვის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირიის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (საპროცესო კოდექსის 30917მუხლის მე-2 ნაწილი). (შდრ. სუსგ №ას-937-888-2012, 13 დეკემბერი, 2012.)

 

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა სისტემური და ლოგიკური ანალიზის საფუძველზე შეიძლება დასკვნის გაკეთება, იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ოდენობა განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვვის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ არის დადგენილი, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ამ ნაწილში მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე.

 

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რაც შეეხება განსხვავებას დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, აღნიშნულთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვვის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი. ასეთ დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსამარჩელემ უნდა წარადგინოს. ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს”. (საქმე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი)

 

10.8. უზენაესი სასმართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა აფასებს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენს და ადგენს, რომ იგი არ შეიცავს მოპასუხეთა მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამის გაანგარიშებას და შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტულ თანხებზე მითითებით. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ წარმოდგენილი განაჩენი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელის მიმართ, ჯამში,106 288 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. სხვა მხრივ კი, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ზიანი იქნებოდა დაანგარიშებული და დაადასტურებდა განაჩენში მითითებულ ზიანის ოდენობას.

 

10.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ და თითოეულ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით დააკისრა - სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით უდავოდ დადასტურებადი (1---- მუხლის მესამე ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის - 10001 ლარის ანაზღაურება.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

11. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

12. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ------–---ს მ----–----–------ის მ-----ს ნ----–-----ის რ-----ის გ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე

 

მოსამართლეები ვანო წიკლაური

 

გოდერძი გიორგიშვილი