განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-373-2019 წელი
№060100119002868042
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
4 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – მ------ მ--–--ის,ადვოკატის – მ------- ა----------ის,მსჯავრდებულის – კ---- ჩ------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა კ---- ჩ------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
კ---- ჩ------–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ქ. ს-----------–---------------------------ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვა-დით.
aRwerilobiTi nawili:
კ---- ჩ------–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120- ე მუხლით გათვალისწინებული შედე-გი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
კ---- ჩ------–---–ი სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს ლ--–- ჩ--------ს. 2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, მთვრალ მდგომარეო-ბაში მყოფმა კ---- ჩ------–---–მა ქ. ს-----------–---------------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელ სახლში კვლავ იძალადა მეუღლეზე ლ--–- ჩ--------ზე, რომელ-საც არასრულწლოვანი შვილების მ------ ჩ------–---–ისა და დ----- ჩ------–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით დაზარალებულმა ლ. ჩ--------მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ---- ჩ------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვო-კატმა მ------- ა----------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს კ---- ჩახუნაშ-ვილის გამართლებას და მის პატიმრობიდან გათავისუფლებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მოწმე ი--- კ-–--–---–ის ჩვენება ვერ გამოდგება კ---- ჩახუნაშ-ვილის ბრალდების დასადასტურებლად, რადგან იგი ჩვენებაში არსად არ მიუთითებს, რომ კ---- ჩ------–---–მა იძალადა მეუღლეზე და არასდროს არ შესწრებია მათ შორის ჩხუბს და კ----ს ახასიათებს დადებით, შრომისმოყვარე და მეოჯახე ადამიანად.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ლ--–- ჩ--------ს რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენი-შნება.
სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმეების გ--- მ------–---–ის, ნ----- ნ--------ისა და სხვა მოწმეთა ჩვენებები, რადგან მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია ეფუძნება დაზარალებულისა და კ---- ჩ------–---–ის არასრულწლოვანი შვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი თქვეს კ---- ჩ------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ კ---- ჩ------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს მ------- ა----------ეს, რომლებიც ითხოვენ კ---- ჩ------–---–ის მიმართ გამამართ-ლებელი განაჩენის გამოტანას და მის გათავისუფლებას პატიმრობიდან.
– პროკურორ მ------ მ--–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე ლ--–- ჩ--------მ და არასრუწლოვანმა მოწმეებმა მ------ ჩ------–---–მა და დ----- ჩ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - კ---- ჩ------–---–ის მიმართ.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ი--- კ-–--–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ კ---- ჩ------–---–ი არის მისი მეზობელი, მათი სახლები ერთმანეთის პირისპირ დგანან. 2019 წლის 15 იანვარს, კ---- ოყო მათთან, დალია ორი ჭიქა ღვინო და წავიდა სახლში. ცოტა ხანში მათთან მივიდა კ----ს შვილი მ------ი, რომელმაც უთხრა, რომ დედა და მამა ჩხუბობდნენ. სთხოვა წაყოლოდა მას და გაეშველებინა. მიატოვა სადილობა და გაიქცა ჩ------–----–ებთან. სახლში შესულმა დაინახა რომ კ. ჩ------–---–ს ხელი ჰქონდა აღმართული და უნდა დაერტყა ლ. ჩ--------სათვის. იგი ჩაუდგა მათ შუაში და არ მისცა დარტყმის საშუალება. გაბრაზებულმა კ. ჩ------–---–მა იქვე მდგარ ტუმბოს დაარტყა ხელი და დაიზიანა. იგი ამშვიდებდა კ. ჩ------–---–ს და ეკითხებოდა თუ რა მოხდა, რაზეც კ.ჩ------–---–ი პასუხობდა, შენ არაფერი იციო. რამოდენიმე ხანში კ. ჩ------–---–ი დაწყნარდა და დაიძინა. მან ჩ------–---–ების ოჯახში დაჰყო ერთი საათი და შემდეგ წავიდა სახლში. რამოდენიმე ხანში გამოიხედა სახლიდან, აინტერესებდა, სიმშვიდე იყო თუ არა და დაინახა პოლიციის მანქანა. პოლიციელებმა ლ. ჩ-------- წაიყვანეს ექსპერტიზაზე. მისივე განმარტებით, კ. ჩ------–---–ს და ლ. ჩ--------ს აქვთ ნორმა-ლური ურთიერთობა, თუმცა ჯამში, კონფლიქტი და შელაპარაკება ხდება ყველა ოჯახ-ში.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმემ, სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ-მა გ--- მ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან გამოკითხა კ. ჩახუნაშ-ვილის არასრულწლოვანი შვილი, რომელმაც განუცხადა, რომ მან მიიყვანა მეზობელი დასახმარებლად როდესაც კ. ჩ------–---–ი ცემდა ლ. ჩ--------ს.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმემ, სამტრედიის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ნ----- ნ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ლ. ჩ--------მ მას აცნობა ტელეფონის მეშვეობით, რომ კ.ჩ------–---–ი მასზე ძალადობდა, რაც შეატყობინა ხელმძღვანელობას. მისივე განმარტებით, წარმოებაში აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმე, ლ. ჩ--------ს მიმართ ძალადობის ფაქტზე და აქედან გამომდინარე, ამ უკანასკნელისათვის ცნობილია მისი ტელეფონის ნომერი.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ დადასტურებულად მიიჩნია კ---- ჩ------–---–ის მიერ მეუღლის – ლ--–- ჩ--------ს სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ამ უკა-ნასკნელის ტანჯვა. კერძოდ: საქმეში არსებული, 2019 წლის 17 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლ--–- ჩ--------ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში რაიმე სახის მექანიკუ-რი დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
2019 წლის 13 თკებერვლის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ლ--–- ჩ--------მ კ---- ჩ------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
კ---- ჩ------–---–მა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მეუღლის – ლა-ლი ჩ--------ს მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქ-ტები და უარყო ამ უკანასკნელის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
ლ--–- ჩ--------სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაადასტურა მოწმე ი--- კ-–--–---–მაც.
ამდენად, თავად მსჯავრდებულ კ---- ჩ------–---–ის ჩვენებით, სასამართლო-ფსიქო-ლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმე ი--- კ-–--–---–ის ჩვენებით სააპელაციო პა-ლატას დადგენილად მიაჩნია კ---- ჩ------–---–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხუ-ლი დანაშაულის ჩადენა და ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას კ---- ჩ------–---–ის გამართლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასა-მართლოს მსჯავრდებულ კ---- ჩ------–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ამასთან, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისებს - დანაშაულის მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედე-ბის შემდეგ და მიიჩნევს რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია შესაძლოა მიღწეულ იქნეს კ---- ჩ------–---–ისათვის არასაპატიმრო სასჯელის პირობებშიც და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კ---- ჩ------–---–ს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათ-ვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრო-მა 300 (სამასი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე 2019 წლის 15 იანვრიდან პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
კ---- ჩ------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიო-ნული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
კ---- ჩახუნაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძ-ველზე კ---- ჩ------–---–ს დანიშნული სასჯელი, 2019 წლის 15 იანვრიდან პატიმრო-ბაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლოს სხდომის დარბაზში განაჩენის გამო-ცხადებისთანავე.
კ---- ჩ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქ-მებულია.
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili