განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
050100119002890933
ინსტანცია
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002890933

საქმე №1/ბ-395-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- ნ---------ს ძე ჭ--–--ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 6 ა--------ს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი ბ----.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---- ჭ--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის დამცირება, ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ; ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2006 წლის 20 მარტს ზ---- ჭ--–--ემ ცოლად შეირთო ნ---- თ------ე, რომლებიც იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2017 წლის შემდგომ ნ---- თ------ემ თავის მეუღლეს შეამჩნია გულგრილი დამოკიდებულება, ეჭვიანობა, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ უპატივცემულობა. ნ---- თ------ეს და ზ---- ჭ--–--ეს შორის არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ გამოიწვია არაერთი ურთიერთკამათი, რა დროსაც ზ---- ჭ--–--ე ნ---- თ------ეს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, კერძოდ: 2017 წლიდან 2019 წლის 07 თებერვლამდე პერიოდში, ოზურგეთის მუნიპალიტეტის სოფელ ბ---ში, საცხოვრებელ სახლში იმ მოტივით, რომ ზ---- ჭ--–--ე ეჭვიანობდა თავისი მეუღლის მიმართ, ეკამათებოდა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, არასრულწლოვანი შვილების 1--------- წელს დაბადებულ ზ---- ჭ--–--ის და 1--------- წელს დაბადებულ ლ---- ჭ--–--ის თანდასწრებით გამოხატავდა ნ---- თ------ის მიმართ უპატივცემულობას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა დედის მისამართით, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა დამცირებას და ტანჯვას.

 

2019 წლის 06 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---ში, საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ზ---- ჭ--–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - ზ---- ჭ--–--ეს, კერძოდ: თავისი მეუღლის ნ---- თ------ის სახლში მისული ზ---- ჭ--–--ე ეკამათა ნ---- თ------ეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ, უმიზეზოდ გაბრაზებულმა, ერთხელ დაარტყა ხელი თავში ზ---- ჭ--–--ეს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით ზ---- ჭ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" "გ" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" "გ" ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" "გ" ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" "გ" ქვეპუნქტებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ზ---- ჭ--–--ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ზ---- ჭ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ზ---- ჭ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 თებერვლიდან.

 

აპელანტი - მსჯავრდებული ზ---- ჭ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას, ვინაიდან აღიარებს და ინანიებს მის მიერ უეცარი აღელვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს მისი ოჯახის წევრების მიმართ. პირველი ინსტანციის განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწლში არის მკაცრი და არ ეთანხმება.

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის რამაზ შანიძის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას ითხოვს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---- ჭ--–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ---- თ------ის, ზ---- ჭ--–--ის გამოკითხვის ოქმებით, ზ---- ჭ--–--ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად,მსჯავრდებულ ზ---- ჭ--–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებას.

 

მსჯავრდებულ ზ---- ჭ--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---- ჭ--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ზ---- ჭ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ზ---- ჭ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ ზ---- ჭ--–--ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ზ---- ჭ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ზ---- ჭ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 თებერვლიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

ნივთმტკიცება - აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე