განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310014658127
საქმე №3ბ/282-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე- ნ---- ქადაგიძე
მოსამართლეები - გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი: შპს „რ------ ს---–--–----“;
წარმომადგენელი: რ------–--------;
მოწინააღმდეგე მხარე: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: თ--------–---;
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური;
მესამე პირები: შპს „გ-----–ი“, შპს „გ--------------ი“, შპს „ჯ---------ი“, გ---------------–---–ი, გ---------------–---–ი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „რ------ ს---–--–----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის მეშვეობით, 2014 წლის 05 სექტემბერს გამოცხადდა ქ. თბილისში, თ------ის ზედა ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონული ტენდერი (S-----------). აღნიშნული ტენდერის მონაწილე ერთ-ერთმა პრეტენდენტმა - შპს „რ------ ს---–--–--სმა“ სატენდერო წინადადებით წარადგინა მასსა და შპს „გ-----–ს“, შპს „გ--------------ს“, შპს „ჯ---------ს“, შპს „ბ--–-----ს“, ფიზიკურ პირებს: ბ---- ძ---–--–---–ს, გ---–- კ-----–---–--ს, გ------- მ------–---–ს, გ---------------–---–ს, შ--–-- დ---------–---–ს, ს---–------ გ-------–---–ს, ი----- ი-----–---–სა და ვ---- გ-------–---–ს შორის 2014 წლის 10 სექტემბერს დადებული განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, ზემოხსენებულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, შპს „რ------ ს---–--–----სთვის“ 2014 წლის 31 დეკემბრამდე იჯარით გადაეცათ რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა და ტექნიკური საშუალებები. სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების გზით, 2014 წლის 23 ოქტომბერს შპს „რ------ ს---–--–--სმა“ დამატებით წარადგინა შეთანხმებები, რომელიც ითვალისწინებდა განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებების ვადის გაგრძელებას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების სრულ დასრულებამდე, არანაკლებ 2015 წლის 28 თებერვლისა (ს.ფ. 85).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის მეშვეობით, 2014 წლის 03 სექტემბერს გამოცხადდა ქ. თბილისში, წ-----------–---–------------- ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონული ტენდერი (S-----------). აღნიშნული ტენდერის მონაწილე ერთ- ერთმა პრეტედენტმა - შპს „რ------ ს---–--–--სმა“ სატენდერო წინადადებით წარადგინა მასსა და შპს „გ--------------ს“, შპს „ჯ---------ს“, შპს „მ–------–ს“, შპს „უ---------–-------ს“, ფიზიკურ პირებს: გ---------------–---–ს, გ---------------–---–ს, ბ---- ძ---–--–---–ს, ა---------– წ----–-–---–ს, ს---–------ გ-------–---–ს, ვ---- გ-------–---–ს, შ--–-- დ---------–---–ს, ნ------- ა-–------ეს, ი----- ი-----–---–სა და გ---–- კ-----–---–--ს შორის 2014 წლის 10 სექტემბერს დადებული განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, ზემოხსენებულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, შპს „რ------ ს---–--–----სთვის“ იჯარით გადაეცათ რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა და ტექნიკური საშუალებები (ს.ფ. 102);
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ, ქ. თბილისში, თ------ის ზედა ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონულ ტენდერთან (S-----------) დაკავშირებით, შპს „რ------ ს---–--–----ს“ მიერ წარდგენილი განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებების მონაწილე მეორე მხარეებს, ხელშეკრულებებისა და ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებების ნამდვილობის დადგენის მიზნით, გაეგზავნათ წერილები და ეთხოვათ, წერილობით დაედასტურებინათ ზემოხსენებული დოკუმენტაციის ნამდვილობა (ს.ფ. 30-32, 86-98);
შპს „გ-----–მა“, შპს „გ--------------მა“, გ---------------–---–მა და გ---------------–---–მა, ქ. თბილისში, თ------ის ზედა ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონული ტენდერთან (S-----------) დაკავშირებით, შპს „რ------ ს---–--–--სთან“ ხელშეკრულებების არსებობა უარყვეს (ს.ფ. 30-32, 83-91);
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ, ქ. თბილისში, წ-----------–---–------------ ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონულ ტენდერთან (S-----------) დაკავშირებით, შპს „რ------ ს---–--–----ს“ მიერ წარდგენილი განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებების მონაწილე მეორე მხარეებს, ხელშეკრულებების ნამდვილობის დადგენის მიზნით, გაეგზავნათ შესაბამისი წერილები და ეთხოვათ, წერილობით დაედასტურებინათ ზემოხსენებული დოკუმენტაციის ნამდვილობა (ს.ფ. 33-34, 103-104, 112-113);
შპს „გ--------------მა“, შპს „ჯ---------მა“, გ---------------–---–მა და გ---------------–---–მა, ქ. თბილისში, წ-----------–---–------------ ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონული ტენდერთან (S-----------) დაკავშირებით, შპს „რ------ ს---–--–--სთან“ ხელშეკრულებების არსებობა უარყვეს (ს.ფ. 33-34, 105, 109-110, 112).
ქ. თბილისში, თ------ის ზედა ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ ვინაიდან შპს „გ-----–მა“, შპს „გ--------------მა“, გ---------------–---–მა და გ---------------–---–მა უარყვეს შპს „რ------ ს---–--–--სთან“ განზრახვათა ხელშეკრულებების არსებობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო მომხდარიყო შპს „რ------ ს---–--–----ს“ დისკვალიფიკაცია (ს.ფ. 30-32).
ქ. თბილისში, წ----------–---–------------ ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ ვინაიდან შპს „გ--------------მა“, შპს „ჯ---------მა“, გ---------------–---–მა და გ---------------–---–მა უარყვეს შპს „რ------ ს---–--–--სთან“ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებების არსებობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო მომხდარიყო შპს „რ------ ს---–--–----ს“ დისკვალიფიკაცია (ს.ფ. 33-34).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2014 წლის 05 სექტემბერს გამოცხადებულ ტენდერში (S-----------) მონაწილეობის მიზნით, შპს „რ------ ს---–--–----ს“ დოკუმენტაცია ელექტრონულად მოამზადა და ატვირთა შპს „რ------ ს---–--–----ს“ თანამშრომელმა - თ----- მ---–--ემ (ს.ფ. 37).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2014 წლის 03 სექტემბერს გამოცხადებულ ტენდერში (S-----------) მონაწილეობის მიზნით, შპს „რ------ ს---–--–----ს“ დოკუმენტაცია ელექტრონულად მოამზადა და ატვირთა შპს „რ------ ს---–--–----ს“ თანამშრომელმა - თ----- მ---–--ემ (ს.ფ. 39);
შპს „რ------ ს---–--–----ს“ დირექტორის - ნ---- მარღანიას 2014 წლის 14 ნოემბრის №- ბრძანებით შპს „რ------ ს---–--–----ს“ საწარმოო-ტექნიკური მენეჯერი თ----- მ---–--ე, ქ. თბილისში, თ------ის ზედა ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერში მონაწილეობის პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისას ჩადენილი ქმედებების გამო, რამაც გამოიწვია აღნიშნულ ტენდერში შპს „რ------ ს---–--–----ს“ დისკვალიფიკაცია, 2014 წლის 14 ნოემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ს.ფ. 40).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცდა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი.
სადავო პერიოდში მოქმედი „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
იმავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა არის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.procurement.gov.ge განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში (შემდგომში - სისტემა); გ) სისტემაში რეგისტრაცია - შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციის განაცხადის შევსების შედეგად შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება; ე) სისტემის რეგისტრირებული მომხმარებელი - შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია და ამით მიიღო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და ელექტრონული ტენდერის ჩატარების უფლება, ან მიმწოდებელი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა სისტემაში რეგისტრაცია და ამით მიიღო გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან/და ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის უფლება (შემდგომში - რეგისტრირებული მომხმარებელი); ზ) სატენდერო განცხადება – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ; ყ) სატენდერო დოკუმენტაცია – შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტების საკავალიფიკაციო მოთხოვნების აღწერის მიზნით სატენდერო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს და შედგენილი უნდა იქნეს კანონის 121 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და ამ წესის მოთხოვნათა დაცვით; ჩ) სატენდერო წინადადება - ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო წინადადების ფასი (შედგომში - წინადადება); ც) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით, გარდა ამ პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა.
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადება ძალაშია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „რ“ ან „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპის დადგომამდე.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. წინადადების წარდგენის დროს პრეტენდენტმა პირველ რიგში სისტემაში უნდა ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ აღწერას. ამის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი (ეროვნულ ვალუტაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულებას ან უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე სულ მცირე ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2014 წლის 05 სექტემბერს გამოცხადდა ქ. თბილისში, თ------ის ზედა ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონული ტენდერი (S-----------). აღნიშნული ტენდერის მონაწილე ერთ-ერთმა პრეტენდენტმა - შპს „რ------ ს---–--–--სმა“ სატენდერო წინადადებით წარადგინა მასსა და შპს „გ-----–ს“, შპს „გ--------------ს“, შპს „ჯ---------ს“, შპს „ბ--–-----ს“, ფიზიკურ პირებს: ბ---- ძ---–--–---–ს, გ---–- კ-----–---–--ს, გ------- მ------–---–ს, გ------- ს------–---–ს, შ--–-- დ---------–---–ს, ს---–------ გ-------–---–ს, ი----- ი-----–---–სა და ვ---- გ-------–---–ს შორის 2014 წლის 10 სექტემბერს დადებული განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, ზემოხსენებულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, მხარეები იღებდნენ ვალდებულებას შპს „რ------ ს---–--–----სთვის“ 2014 წლის 31 დეკემბრამდე იჯარით გადაეცათ რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა და ტექნიკური საშუალებები. სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების გზით, 2014 წლის 23 ოქტომბერს შპს „რ------ ს---–--–--სმა“ დამატებით წარადგინა შეთანხმებები, რომელიც ითვალისწინებდა განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებების ვადის გაგრძელებას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების სრულ დასრულებამდე, არანაკლებ 2015 წლის 28 თებერვლისა.
საქმეში არსებული მასალებით ასევე დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2014 წლის 03 სექტემბერს გამოცხადდა ქ. თბილისში, წ-----------–---–------------ ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონული ტენდერი (S-----------). აღნიშნული ტენდერის მონაწილე ერთ-ერთმა პრეტედენტმა - შპს „რ------ ს---–--–--სმა“ სატენდერო წინადადებით წარადგინა მასსა და შპს „გ--------------ს“, შპს „ჯ---------ს“, შპს „მ–------–ს“, შპს „უნივერსალი - 93“-ს, გ------- მ------–---–ს, გ---------------–---–ს, ბ---- ძ---–--–---–ს, ა---------– წ----–-–---–ს, ს---–------ გ-------–---–ს, ვ---- გ-------–---–ს, შ--–-- დ---------–---–ს, ნ------- ა-–------ეს, ი----- ი-----–---–სა და გ---–- კ-----–---–--ს შორის 2014 წლის 10 სექტემბერს დადებული განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, ზემოხსენებულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, მხარეები იღებდნენ ვალდებულებას შპს „რ------ ს---–--–--სთვის“ იჯარით გადაეცათ რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა და ტექნიკური საშუალებები.
სადავო პერიოდში მოქმედი „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, თ------ის ზედა ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს „გ-----–მა“, შპს „გ--------------მა“, გ---------------–---–მა და გ---------------–---–მა უარყვეს შპს „რ------ ს---–--–--სთან“ განზრახვათა ხელშეკრულებების არსებობა. ხოლო ქ. თბილისში, წ----------–---–------------ ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს „გ--------------მა“, შპს „ჯ---------მა“, გ------- ს------–---–მა და გ------- მ------–---–მა უარყვეს შპს „რ------ ს---–--–--სთან“ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებების არსებობა. აღსანიშნავია, რომ მითითებულ გარემოებებს მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ (02.03.2017 სხდომის ოქმი).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „რ------ ს---–--–----ს“ მხრიდან, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქმედებას. სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობდა სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების არარსებობა იწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს შპს „რ------ ს---–--–----ს“ თანამშრომლის ბრალეულ ქმედებაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს შპს „რ------ ს---–--–----სთვის“ პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმის ცვლილების საფუძველს.
სასამართლომ მიუთითა, რომ თ----- მ---–--ე სადავო პერიოდში იყო შპს „რ------ ს---–--–----ს“ თანამშრომელი - საწარმოო ტექნიკური მენეჯერი, რომელსაც, როგორც კომპანიის ნდობით აღჭურვილ პირს, გააჩნდა წვდომა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან. დადგენილია ასევე, რომ სადავო ტენდერებში თ----- მ---–--ე მონაწილეობდა შპს „რ------ ს---–--–----ს“ სახელით და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სადავო ტენდერების სატენდერო კომისიასთან ურთიერთობაში თ----- მ---–--ის მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა სრულად შპს „რ------ ს---–--–--სს“ ეკისრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ამდენად, კანონიერია ქ. თბილისში, თ------ის ზედა ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2014 წლის 11 ნოემბრის №- ოქმი და ქ. თბილისში, წ-----------–---–ის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2014 წლის 19 ნოემბრის №- ოქმი და არ არსებობს შპს „რ------ ს---–--–----ს“ დისკვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძვლის ნაწილში მათი ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რომლითაც დისკვალიფიკაციის საფუძვლად განისაზღვრება შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №- ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
შპს „რ------ ს---–--–--ის“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტენდერებში სატენდერო დოკუმენტაცია თ----- მ---–--ის მიერ იქნა მომზადებული და ატვირთული. სწორედ თ----- მ---–--ის მიერ იყო ხელმოწერილი ის დოკუმენტები რომლის არსებობაც კონტრაქტორმა კომპანიებმა უარყვეს და ამის გამო შპს „რ------ ს---–--–--ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია.
აპელანტის მითითებით, ზემოთხსენებული გარემოება გამორიცხავს შპს „რ------ ს---–--–----ს“ ბრალეულობას. სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაწყებულია თ----- მ---–--ის მიმართ გამოძება დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე. თ----- მ---–--ის ქმედებებთან კომპანიას შეხება არ ჰქონია. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს შპს „რ------ ს---–--–----სათვის“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №- 6 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დისკვალიფიკაციის მიცემისა და შავ სიაში შეყვანის თაობაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
დადგენილია, რომ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „რ------ ს---–--–----“ დისკვალიფიცირებული იქნა ტენდერიდან.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი (მოსარჩელე) მიიჩნევს, რომ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა კანონდარღვევით, რამდენადაც სსიპ შესყიდვების სააგენტოსთან სატენდერო საქმის წარმოებას მთლიანად უძღვებოდა კომპანიის თანამშრომელი თ----- მ---–--ე, რომლის მიმართაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაწყებულია გამოძიება დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე. ამდენად, ვინაიდან თ----- მ---–--ის ქმედებასთან შპს „რ------ ს---–--–--ის“ შემხებლობა არ იკვეთება, შპს „რ------ ს---–--–--ისათვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნული კი, აპელანტის მოსაზრებით, ქმნის სადავო აქტების ბათილობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის გარემოებების დამატებითი შესწავლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. მითითებული მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით. ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო განცხადებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში ასახულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2014 წლის 05 სექტემბერს გამოცხადდა ქ. თბილისში, თ------ის ზედა ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონული ტენდერი (S-----------). აღნიშნული ტენდერის მონაწილე ერთ-ერთმა პრეტენდენტმა - შპს „რ------ ს---–--–--სმა“ სატენდერო წინადადებით წარადგინა მასსა და შპს „გ-----–ს“, შპს „გ--------------ს“, შპს „ჯ---------ს“, შპს „ბ--–-----ს“, ფიზიკურ პირებს: ბ---- ძ---–--–---–ს, გ---–- კ-----–---–--ს, გ------- მ------–---–ს, გ---------------–---–ს, შ--–-- დ---------–---–ს, ს---–------ გ-------–---–ს, ი----- ი-----–---–სა და ვ---- გ-------–---–ს შორის 2014 წლის 10 სექტემბერს დადებული განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, ზემოხსენებულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, შპს „რ------ ს---–--–----სთვის“ 2014 წლის 31 დეკემბრამდე იჯარით გადაეცათ რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა და ტექნიკური საშუალებები. სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების გზით, 2014 წლის 23 ოქტომბერს შპს „რ------ ს---–--–--სმა“ დამატებით წარადგინა შეთანხმებები, რომელიც ითვალისწინებდა განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებების ვადის გაგრძელებას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების სრულ დასრულებამდე, არანაკლებ 2015 წლის 28 თებერვლისა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2014 წლის 03 სექტემბერს გამოცხადდა ქ. თბილისში, წ-----------–---–------------- ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე ელექტრონული ტენდერი (S-----------). აღნიშნული ტენდერის მონაწილე ერთ- ერთმა პრეტედენტმა - შპს „რ------ ს---–--–--სმა“ სატენდერო წინადადებით წარადგინა მასსა და შპს „გ--------------ს“, შპს „ჯ---------ს“, შპს „მ–------–ს“, შპს „უ---------–-------ს“, ფიზიკურ პირებს: გ---------------–---–ს, გ---------------–---–ს, ბ---- ძ---–--–---–ს, ა---------– წ----–-–---–ს, ს---–------ გ-------–---–ს, ვ---- გ-------–---–ს, შ--–-- დ---------–---–ს, ნ------- ა-–------ეს, ი----- ი-----–---–სა და გ---–- კ-----–---–--ს შორის 2014 წლის 10 სექტემბერს დადებული განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, ზემოხსენებულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, შპს „რ------ ს---–--–----სთვის“ იჯარით გადაეცათ რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა და ტექნიკური საშუალებები.
ქ. თბილისში, თ------ის ზედა ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „გ-----–მა“, შპს „გ--------------მა“, გ---------------–---–მა და გ---------------–---–მა უარყვეს მათსა და შპს „რ------ ს---–--–--სთან“ განზრახვათა ხელშეკრულებების დადების ფაქტი. რაც შეეხება, ქ. თბილისში, წ----------–---–------------ ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერს, სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს „გ--------------მა“, შპს „ჯ---------მა“, გ------- ს------–---–მა და გ------- მ------–---–მა ასევე უარყვეს შპს „რ------ ს---–--–--სთან“ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებების არსებობა.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
„გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2014 წლის 03 სექტემბერს გამოცხადებულ №S----------- და 2014 წლის 05 სექტემბერს გამოცხადებულ №S----------- ტენდერებში მონაწილეობის მიზნით, დოკუმენტაცია ელექტრონულად მოამზადა და ატვირთა შპს „რ------ ს---–--–----ს“ სახელით, მისი თანამშრომლის მეშვეობით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას თანამშრომლის ბრალეული ქმედების გამო შპს „რ------ ს---–--–----ს“ ტენდერიდან დისკვალიფიკაციის კანონშეუსაბამობის შესახებ და განმარტავს, რომ თ----- მ---–--ე არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დროს, წარმოადგენდა კომპანიის ნდობით აღჭურვილ პირს, შპს „რ------ ს---–--–----ს“ საწარმოო ტექნიკურ მენეჯერს, რომელიც მოქმედებდა შპს „რ------ ს---–--–----ს“ დირექტორის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გააჩნდა წვდომა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან და სადავო ტენდერებში მონაწილეობდა შპს „რ------ ს---–--–----ს“ სახელით.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საწარმოს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად ვერ გამოდგება ის გარემოება, რომ შპს „რ------ ს---–--–----ს“ დირექტორმა არ გამოიჩინა სათანადო წინდახედულება იმ თანამშრომლის შერჩევისას, რომელსაც ევალებოდა სადავო ტენდერებში შპს „რ------ ს---–--–----ს“ სახელით მოქმედება და ჰქონდა შეუფერხებელი წვდომა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დირექტორის მხრიდან საქმეთა კეთილსინდისიერად გაძღოლა გულისხმობს, როგორც კორპორაციის ხელმძღვანელობის მხრიდან დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელებას, ასევე მეწარმე სუბიექტისათვის დამახასიათებელი გონივრული მოქმედების სტანდარტის უზრუნველყოფას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „რ------ ს---–--–----ს“ ბრალი არასათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის შერჩევაში ვლინდება, საჭირო პესონალის შერჩევისას დაცული უნდა იქნეს არა მარტო საქმიანობის სფეროში მოქმედი ნორმატიული დანაწესები, არამედ საჭირო წინდახედულობის ყველა მოთხოვნა; ვინაიდან დამსაქმებელი განსაზღვრავს დასაქმებულის მოქმედების ფარგლებს და აქვს მისი კონტროლის ფაქტობრივი და სამართლებრივი შესაძლებლობა, შპს „რ------ ს---–--–----“ პასუხს აგებს თავისი და არა სხვისი ბრალისთვის, რადგან მუშაკის ქმედება აღიქმება დამსაქმებლის ქმედებად. პალატა მიუთითებს, რომ სწორედ შპს „რ------ ს---–--–----“ და არა საწარმოს პერსონალი იღებს ვალდებულებას ტენდერით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელების შესახებ და ამ ვალდებულების შესასრულებლად საწარმო იყენებს მის მიერვე შერჩეულ მესამე პირებს - მასთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ პირებს.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით შპს „რ------ ს---–--–----ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ასევე გახდა მისი ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი, სააპელაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის გაზიარებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ გადახილი სახელმწიფო ბაჟი 160 (ასსამოცი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „რ------ ს---–--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: ნ---- ქადაგიძე
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი