განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002978726
საქმე №1/ბ-430-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ჯ----–ის ძე ბ----–---–ის (დაბადებული: 01-------- წელი, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ა-–-------ი.) და გ------ი ო----ის ძე რ-------ის მიმართ, დაბადებული: (0--------- წელი, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ტყიბული, გ--–---ის ქუჩა N24.)
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით დ----- ბ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118- ე და 120-ე მუხლებით გათვალიწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო გ------ი რ-------ემ ჩაიდინა ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 1900 საათზე, ქუთაისში, ი.ჯავახიშვილის ქუჩა N16-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, დ----- ბ----–---–მა და გ------ი რ-------ემ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლ---- ჯ--–--–---–ს კერძოდ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ სახისა და თავის არეში. აღნიშნული ქმედებებით ლ---- ჯ--–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 1900 საათზე, ქუთაისში, ი.ჯავახიშვილის ქუჩა N16-ის წინამდებარე ტერიტორიაზე, დ----- ბ----–---–მა ყოფილ მეუღლეს ორსულ მ-------- ნ--–-----ეს, არასრულწლოვანი შვილის (ხუთი წლის) ჯ---- ბ----–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ქმედებით მ-------- ნ--–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით გ------ი რ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დ----- ბ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დ----- ბ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - გ-------- ტ---–--ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ი რ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მსჯავრდებულ დ----- ბ----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულთა აღიარებითი ჩვენებებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: მ-------- ნ--–-----ის, ლ---- ჯ--–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ტანისამოსის ამოღების ოქმით, ამოღებული დაზიანებული ტანისამოსით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ გ------ი რ-------ის ქმედებას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დ----- ბ----–---–ის ქმედებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელების გამკაცრებას.
მსჯავრდებულ გ------ი რ-------ისა და დ----- ბ----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულთა პიროვნებები, მათი წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელები, რაც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი გ------ი რ-------ისა და დ----- ბ----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
გ------ი რ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ------ი რ-------ის მიმართ, შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
დ----- ბ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვროს 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განესაზღვროს 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ დ----- ბ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ დ----- ბ----–---–ის მიმართ, შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
დ----- ბ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 2 აპრილიდან - 2019 წლის 29 მაისის ჩათვლით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: დაზარალებულ ლ---- ჯ--–--–---–ისაგან ამოღებული ქურთუკი და მაისური, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა - განადგურდეს.
ფოტოები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე