განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2019
საქმის ნომერი
330310117001685997
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310117001685997

საქმე №3ბ/604-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - თ----------–-------

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

შპს ,,კ-----------------------–--ს“ დირექტორმა მ--–-------–------–---–მა 2016 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს ,,კ-----------------------–--ს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით (საქმე №2---------) შპს ,,კ-----------------------–--ს“ დირექტორს მ--–-------–------–---–ს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. განმცხადებელს განემარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამასთან განიმარტა, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებული იყო თავისი მოთხოვნის კანონით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეეძლია სასამართლოში კანონით დადგენილი წესით შეეტანა განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდებოდა განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო (ს.ფ. 18-20).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს ,,კ-----------------------–--ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს ,,კ-----------------------–--ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად. 2016 წლის 10 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით კი, არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი (ს.ფ. 22-24).

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინების (საქმე №2---------) თანახმად, შპს ,,კ-----------------------–--“ (ს/კ 2--------) გამოცხადდა გაკოტრებულად და განისაზღვრა სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.

 

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება (საქმე №2---------) საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2016 წლის 29 ნოემბერს. კანონით დადგენილ ვადაში განჩინება არ იქნა გასაჩივრებული, შესაბამისად განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში (ს.ფ. 21-24);

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის N------------ წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა შპს ,,კ-----------------------–--ს“ გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ.

 

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 20 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტს წარედგინა პირობითი განცხადება და იმავე დღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №----------- გადაწყვეტილება შპს ,,კ-----------------------–--ს“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (ს.ფ. 72-78);

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-201 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის №----------- გადაწყვეტილებას, რომლითაც სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინების (საქმე №2---------) საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,კ-----------------------–--ს“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

საქმეზე დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ,,კ-----------------------–--ს“ დირექტორმა მ--–---- ა-–------–---–მა და მოითხოვა შპს ,,კ-------------------------–ოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით (საქმე№2---------) შპს ,,კ-----------------------–--ს“ დირექტორს მ--–-------–------–---–ს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. განმცხადებელს განემარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამასთან განიმარტა, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებული იყო თავისი მოთხოვნის კანონით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეეძლია სასამართლოში კანონით დადგენილი წესით შეეტანა განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდებოდა განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს ,,კ-----------------------–--ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს ,,კ-----------------------–--ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად. 2016 წლის 10 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით კი, არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად კი, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს: ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ამასთან, კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სხვა არც ერთ კრედიტორს არ მიუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინების (საქმე №2---------) თანახმად, შპს ,,კ-----------------------–--“ გამოცხადდა გაკოტრებულად და განისაზღვრა სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.

 

სასამართლოს მითითებით, სადავო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის №----------- გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 19 დეკემბრის N------------ წერილი, რომლითაც აცნობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს ,,კ-----------------------–--ს“ გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს მიერ ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება - მიიღოს გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად კი, განცხადებაზე განმცხადებლის მიერ ხელმოწერა უნდა შესრულდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. განცხდების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ ინსტრუქციით და საქართველოს კანონმდებლობით გასაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი, ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, იგი შესაძლებელია გახდეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის №----------- გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება (საქმე №2---------), რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის დარღვევით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და დაეყრდნო მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებას (საქმე №2---------), რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა დადგენილი ფორმისა და ზემოაღნიშნული წესის დარღვევით.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის №----------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადება წარმოდგენილია ფოსტის ან კანცელარიის მეშვეობით, ან არსებობს სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება. პირობითი განცხადების მიმართ არ მოქმედებს ამ ინსტრუქციის ის ნორმები, რომლებიც სავალდებულოა დაინტერესებული პირის განცხადების მიმართ.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო აქტით დაეკისრა ვალდებულება განეხორციელებინა შპს "კ-----------------------–--ს" რეგისტრაციის გაუქმება სამეწარმეო რეესტრში, რაც იძლეოდა პირობითი განცხადების მიღებისა და რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მომართვიდან მიღებული ინფორმაცია ქმნიდა სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველს "მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე–10 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

აპელანტი დოკუმენტის სათანადო წესით წარდგენასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ან/და შეიცავს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა თავის მომართვას დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება (საქმე №2---------), რომელიც ასევე გამოქვეყნებული იყო საკანონმდებლო მაცნეში. მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახამად, მისი გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრით.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ სისტემაში განთავსდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მიღებული ყველა სასამართლო განჩინება მათი გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ითვლება შესაბამისი ადრესატისათვის ჩაბარებულად/შესაბამისი ადრესატის მიერ მიღებულად მისი სისტემაში განთავსების მომენტიდან.

 

ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინება სასამართლომ გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა უნდა გამოაქვეყნოს ელექტრონულ სისტემაში. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს განჩინების დამატებით ბეჭდვით ორგანოში, მათ შორის, საერთო - სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში, გამოქვეყნება.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული.

 

ამდენად, აპელანტის მითითებით საქმის მასალებით დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განჩინება შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ფორმასა და წესს და არ არსებობდა ამ კუთხით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასების საფუძველზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის №----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვეზე დავის გადაწყვეტის შესაძლებლობას და თვლის, რომ საქმეზე დადგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

საპელაციო პალატა მიუთიტებს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს ,,კ-----------------------–--ს“ დირექტორმა მ--–---- ა-–------–---–მა და მოითხოვა შპს ,,კ-------------------------–ოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით (საქმე№2---------) შპს ,,კ-----------------------–--ს“ დირექტორს მ--–-------–------–---–ს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. განმცხადებელს განემარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამასთან განიმარტა, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებული იყო თავისი მოთხოვნის კანონით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეეძლო სასამართლოში კანონით დადგენილი წესით შეეტანა განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდებოდა განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად კი, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს: ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება; ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ამასთან, კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სხვა არც ერთ კრედიტორს არ მიუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინების (საქმე №2---------) თანახმად, შპს ,,კ-----------------------–--“ გამოცხადდა გაკოტრებულად და განისაზღვრა სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლზე, რომლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადება წარმოდგენილია ფოსტის ან კანცელარიის მეშვეობით, ან არსებობს სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება. პირობითი განცხადების მიმართ არ მოქმედებს ამ ინსტრუქციის ის ნორმები, რომლებიც სავალდებულოა დაინტერესებული პირის განცხადების მიმართ.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და თვლის, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა სამეწარმეო რეესტრში შპს ,,კ-----------------------–--ს" რეგისტრაციის გაუქმების ვალდებულება, ამასთან არ არსებობს ნორმა, რომელიც რეგისტრაციის გაუქმებას დააბრკოლებდა, მითითებული მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ქმნიდა პირობითი განცხადების მიღებისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე–10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაადასტურებს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტების მართებულობას იმის თაობაზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან სადავო გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის მოცემული ნორმა არეგულირებს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესს, როდესაც აღნიშნული ხორციელდება პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადება და მისი რეგისტრაციის გაუქმება სამეწარმეო რეესტრში სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საფუძველზე, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, რასაც არეგულირებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-142 მუხლის 11 პუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს განჩინებას მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული ნორმა (,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი) ვერ გავრცელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაკოტრებულად გამოცხადებული შპს „კ-----------------------–--ს“ რეგისტრაციის გაუქმებაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შესაბამის არგუმენტაციასა და სამართლებრივი ნორმაზე მითითებით ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, ვერ იქნა მითითებული კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება,სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახალი განხილვისათვის და ახალი გადაწყვეტილების მიღებისათვის დაბრუნების შესაძლებლობის დასაბუთებას. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი გადაწყვეტის დაკისრების აუცილებელი პირობათაგანია ადმინისტრაციული წარმოების ახლიდან ჩატარების სამართლებრივი შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე : ნინო ქადაგიძე