განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100115001116388
საქმე №1ბ/182-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ლ-–----------–----
ადვოკატის: ბ--------------–---–--
მსჯავრდებულის: გ-------------------
მონაწილეობით,ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორის გ--------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------- მიმართ - საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------- დაბადებული 1----–-–------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------–--------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, გ------------------- საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ------------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი)ლარის ოდენობით, მასვე 2(ორი)წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, გ------------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
მანვე ჩაიდინა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------------------ მუშაობდა რა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძ---–- თბილისის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მ--- ნაწილის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძ---–- თბილისის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ------------------მ, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე 2013 წლის 3 აგვისტოდან 2014 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასამსახურებრივი დანიშნულებით, უნებართვოდ შეაღწია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე და დაცული კომპიუტერული ბაზიდან უკანონოდ მოიპოვა თ-------–--------------------–------–-------------–--------–--- და სხვა პირთა პერსონალური ინფორმაცია. აღნიშნულის შემდეგ, გ------------------მ გადაამეტა რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ხსენებულ პირთა პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ლ--------------- აღნიშნული ქმედებით გ------------------მ დაარღვია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 24 აგვისტოს N--- ბრძანება, რომლის თანახმადაც მას ეკრძალებოდა შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით.
გ------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------------------ მუშაობდა რა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძ---–- თბილისის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მ--- ნაწილის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძ---–- თბილისის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ------------------მ, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე 2013 წლის 3 აგვისტოდან 2014 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან მოიპოვა თ-------–--------------------–------–-------------–--------–--- და სხვა პირთა პერსონალური ინფორმაცია. აღნიშნულის შემდეგ გ------------------მ გადაამეტა რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ხსენებულ პირთა პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ლ--------------- აღნიშნული ქმედებით გ------------------მ დაარღვია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 24 აგვისტოს N--- ბრძანება, რომლის თანახმადაც მას ეკრძალებოდა შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის წარდგენილ ბრალდებაში გ------------------- გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შეღწევა არ იყო უკანონო, ხოლო ბაზიდან ინფორმაციის მოპოვება სამსახურებრივი საჭიროების გარეშე ვერ შეფასდებოდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ--------------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და გ------------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასევე, გ------------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, სამართლებრივ არგუმენტაციას არის მოკლებული უფლებამოსილების გადამეტების დადასტურების შემდეგ პირის გამართლება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისათვის მაშინ, როდესაც საქმე ეხება კომპიუტერული სისტემიდან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გავრცელებას. გ------------------- ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ნიშანი არის სახეზე არა იმიტომ, რომ ზოგადად სისტემაში შეღწევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაზე არის უკანონო, არამედ შეღწევა დანაშაულია მაშინ, როდესაც ბრალდებულმა შეაღწია კონკრეტულად იმ პირების პერსონალურ გვერდებზე, რომელთა მონაცემების მოპოვებაზეც მას დაშვება არ ჰქონდა. დაშვება კი გამომდინარეობს მოცემულ შემთხვევაში ამ კონკრეტული პირების: გ---------------------–--------–------------–--------------------------–----------------------------------–------–-----–-–----–-----------------------------------------------------–---–------------------------------–---–---------------------------–------–--–-–---–------–------------------------------–-----------------------------–---–------------------------------------–---–-------------------------------–---–------- და სხვათა მიმართ მიმდინარე გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის არსებობის, ადმინისტრაციული შემოწმების ან ოპერატიული პატაკის არსებობის დროს, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ დადასტურდა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------------------- ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
საქართველოს შსს მინისტრის 2011 წლის 10 ნოემბრის N------- ბრძანებით დასტურდება, რომ გ------------------ დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძ---–- თბილისის პოლიციის მ----- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა მოხელეს.
ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ლ---------------------------–---–----------------–---–----------------------------------------–---–--------------–-–---–-----–---------------------------------–---–-------------–--------------------------------–-–---------–----------------------------------------------–-–----------------------------–----–---------------------------------–--------------- მიერ წარდგენილი ფლეშ მეხსიერების ბარათის დათვალიერების ოქმით, 2015 წლის 11 სექტემბრის საქართველოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძ---–- თბილისის სამმართველოს მ--- განყოფილების წერილით, 2015 წლის 25 მაისის საქართველოს შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის წერილით და 2015 წლის 27 მაისის საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წერილით, უტყუარად დგინდება, რომ დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი გ------------------, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე 2013 წლის 3 აგვისტოდან 2014 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან ახორციელებდა თ-------–--------------------–------–-------------–--------–--- და სხვა პირთა პერსონალური ინფორმაციის მოპოვებას და ხსენებულ პირთა პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ლ---------------
რაც შეეხება გ------------------- ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, აღნიშნული ნორმით კრიმინალიზებულია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. იგი მიეკუთვნება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას, რომლის ჩადენაც ხდება კომპიუტერულ სისტემაში შესაბამის უფლებამოსილების გარეშე შეღწევის გზით.
აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც განმარტავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე შესვლისა და მისი მოხმარების პროცედურებს. კერძოდ,პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი---------–-–---–-- განმარტა, რომ იგი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოში. სამინისტროს აქვს მონაცემთა ბაზა, სადაც თავმოყრილია პერსონალური ინფორმაცია და მასზე დაშვება აქვთ სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს. ასევე საკანონმდებლო დონეზე არის დარეგულირებული, თუ ვის რა სახის ინფორმაციაზე შეიძლება ჰქონდეს წვდომა. აკრძალულია ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება ან სხვისთვის გადაცემა. პოლიციელს, რომელსაც აქვს „------------ მოწყობილობა, სისტემაში შესასვლელად ეძლევა ერთჯერადი კოდი. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ შესაძლებელია იმის გადამოწმება, თუ რომელმა მომხმარებელმა, როდის და რა სახის ინფორმაცია ნახა. პ---–-----ში შესაძლებელია პიროვნების დემოგრაფიული მონაცემების, საზღვრის კვეთის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევევის ნახვა, ავტომობილების გადამოწმება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ------------------- განაცხადა, რომ იგი 2013-2015 წლებში გ------------------სთნ ერთად მუშაობდა პოლიციაში განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. პოლიციის თანამშრომლებს აქვთ სამსახურებრივი „-------------- რომელიც დაცულია პინ-კოდით და რომლის მეშვეობით შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაზე - პ---–-----ზე წვდომა. აღნიშნულ ბაზაში დაცულია ინფორმაცია პიროვნების დემოგრაფიული მონაცემების, ოჯახური მდგომარეობის, საზღვრის კვეთის, სატრანსპორტო საშუალების კუთვნილების და სხვა მონაცემების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, ბაზიდან ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისათვის. ოპერატიული ინფორმაციის მიღებისას დგება სამსახურებრივი პატაკი, ამასთან, გამომძიებელს უფლება აქვს გამოძიების დაწყებამდეც გადაამოწმოს ოპერატიული ინფორმაცია პ---–-----ში, თუმცა ამ ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვს. თუ შემთხვევით მოხდება მონაცემთა ბაზაში სხვა პირის მონაცემების გახსნა-დათვალიერება, თანამშრომელს უნდა შეეძლოს, კონკრეტული სიტუაციით, ამის ახსნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ------------–---–-- განმარტა, რომ გ------------------ იყო მისი კოლეგა, 2014 წელს ისინი ერთად მუშაობდნენ პოლიციის განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, პ---–-----ზე წვდომა ხდება ოთხნიშნა კოდით დაცული „------------ მეშვეობით, რომელიც ჰქონდა გ------------------ს. პ---–----ს არასამსახურებრივი დანიშნულებით, პირადი მიზნებით გამოყენება აკრძალულია მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. შესაძლებელია მიღებული ინფორმაცია, რომელიც გადამოწმდა პ---–----ს მეშვეობით, არ დადასტურდა, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა იყოს ასახული პატაკში. პ---–----დან მიღებული ინფორმაცია არ უნდა გახდეს საჯარო.
ზემოთ აღნიშნული მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ------------------- თანამშრომლებმა ლ---------------------------------–---–-------------–--------------
2012 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შსს მინისტრის N--- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აეკრძალათ შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით.
ბრალდების მხარე მოცემულ შემთხვევაში გ------------------ს ედავება, რომ მან უნებართვოდ შეაღწია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე, საიდანაც უკანონოდ მოიპოვა თ-------–--------------------–------–-------------–--------–--- და სხვა პირთა პერსონალური ინფორმაცია. საქართევლოს სსკ-ის 284-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, უნებართვო შეღწევაში მოიაზრება უკანონო შეღწევა, აგრეთვე ისეთი შემთხვევა, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციას, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ------------------ზე სამსახურებრივად იყო განპიროვნებული მოწყობილობა „------------ რომლის საშუალებითაც ხდება წვდომა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე - პ---–-----ზე. ასევე, მოწმეებმა განაცხადეს, რომ პორტალზე შესვლა ხდება სპეციალური კოდის საშუალებით, რომელსაც ფლობდა გ------------------.
ამდენად, ვინაიდან გ------------------ს მიენიჭა სპეციალური კოდის საშუალებით „------------- სარგებლობის უფლება, მის მიერ პორტალ პ---–------- შესვლა ვერ იქნება მიჩნეული როგორც უნებართვო, უკანონო შეღწევა. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ბაზაში შესვლის შემდეგ, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვებას არასამსახურებრივი მიზნებისათვის, აღნიშნული არ ექცევა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის შემადგენლობაში, ვინაიდან თითოეული პიროვნების პერსონალურ გვერდზე შესვლისას გ------------------ს არ დაჭირვებია რაიმე დაბრკოლების გადალახვა, სპეციალური პაროლის ან მონაცემის დაფიქსირება, რომლით სარგებლობის უფლებაც მასზე არ იყო გადაცემული. იგი მხოლოდ საძიებო პირის პირადი მონაცემების მითითებით ეცნობოდა ინფორმაციას იმ სისტემაში, სადაც კანონიერი გზით იყო შესული. პ---–------- არსებული პიროვნების პირადი გვერდი კი წარმოადგენს არა კომპიუტერულ სისტემას, არამედ მასში დაცულ ინფორმაციას.
პალატა მიუთითებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას ადგილი ექნება იმ შემთხვევაში, თუ პირი გაცდა თავის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს და შევიდა ისეთ სისტემაში, რომელზე წვდომაც მას არ ჰქონდა და ეკრძალებოდა. გ------------------ს კი სამსახურებრივად ხელი მიუწვდებოდა კომპიუტერულ სისტემაზე და მასში შესასვლად რაიმე აკრძალვა არ ჰქონია დადგენილი.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გ------------------- ქმედებას მისცა სწორი კვალიფიკაცია, რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატა და აღნიშნავს, რომ აპელანტის პოზიცია გ------------------- კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისათვის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ გ------------------- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ვერ აკმაყოფილებენ აღნიშნული კვალიფიკაციით გამომატყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ასევე ითხოვა გ------------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: გ------------------- მიერ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედების რამდენიმე ეპიზოდი დროის დიდ მონაკვეთში და დანაშაულებრივ ქმედებათა განმეორებითობით. გასათვალისწინებელია თავად გ------------------- ქცევაც სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვების დროს, რომელმაც არ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ნაცვლად მონანიებისა, მან ლ----------------- და გამოძიების ორგანოზე გადაბრალებით სცადა თავის გამართლება და სიმართლის დამალვა მართლმსაჯულებისთვის. ასევე, შედარებით მძიმე სასჯელის განსაზღვრის კონტექსტში მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული გ------------------- სამსახურებრივი საქმიანობა. მის, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მოქმედი თანამშრომლის მოვალეობას წარმოადგენდა ადამიანის უფლებების დაცვა, გ------------------მ კი სრულიად უკანონოდ დაარღვია თითოეული ადამიანის პერსონალური მონაცემის არადანიშნულებისამებრ გამოყენების აკრძალვა, პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობა და გაავრცელა აღნიშნული მონაცემები.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არც სასჯელის ნაწილში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძ---–-, ვინაიდან სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა გ------------------- მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მისი ინტენსივობა და განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი.
მხოლოდ ის გარემოება, რომ გ------------------ არ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ვერ გახდება მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძ---–-. ჩადენილი დანაშაულის აღიარება პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მსჯავრდებულს, თუმცა აღიარებაზე უარის თქმა ავტომატურად პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება პროკურორის მითითებას გ------------------- სამსახურებრივ საქმიანობაზე, პალატა განმარტავს, რომ მას მსჯავრი დაედო სწორედ იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამომდინარეობდა მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან და სასჯელი განესაზღვრა ბრალად წარდგენილი ქმედების საქნციის ფარგლებში, ამდენად, დამატებით სასჯელის დანიშვნასთან მიმართებაში დაუშვებელია კვლავ მოხდეს მითითება მსჯავრდებულის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევაზე, როგორც სასჯელის დამამძიმებელ გარემოებაზე.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გ------------------- მიმართ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, არის მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. გ------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2(ორი)წლის ვადით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
5. ნივთიერი მტკიცებულებები:
-ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
-მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი