განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117002236238
№1/ბ-380-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თ---------- სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ნ---- თ---–-------ს
მსჯავრდებულ - გ------- ა---–------ის
ადვოკატების - პ----- შ----ის, თ----- მ----–--ის, ტ------– კ------ის და გ------- ს------–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ბახვას ძე ა---–------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ცაგერი, ე------------–---–ის ქ.№53-ში.
აღწერილობით ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით გ------- ა---–------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 ნოემბერს გ------- ა---–------ი იმყოფებოდა სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის ტერიტორიაზე გამავალ ფოთი-სენაკის საავტომობილო გზაზე, რა დროსაც შეამჩნია გზაზე მოძრავი ,,მერსედეს ვიტოს” მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით Q-------, რომელსაც მართავდა ბ----- ს-----. გ------- ა---–------მა ხელის მინიშნებით გააჩერა ავტომანქანა და მძღოლს, ბ----- ს-----ს, თხოვა სენაკის მიმართულებით წაყვანა, რაზეც ის დათანხმდა. მგზავრობისას გ------- ა---–------მა ითხოვა ავტომანქანის გაჩერება, რის შემდეგ ჩავიდა მანქანიდან და უკან რამდენიმე წამში დანით შეიარაღებული დაბრუნდა. გ------- ა---–------ი დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაემუქრა ბ----- ს-----ს და მოთხოვა ავტომანქანიდან ჩასვლა. ბ----- ს-----მ ცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა სიცოცხლის მოსპობის რეალური საშიშროებიდან გამომდინარე, დაემორჩილა მას და ჩავიდა ავტომანქანიდან. გ------- ა---–------მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა ბ----- ს-----ს კუთვნილი ავტომანქანა და შეეცადა მიმალვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენით გ------- ა---–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გ------- ა---–------ის მიმართ სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 ნოემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ გ------- ა---–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ----- შ----ის მიერ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენის გაუქმება და გ------- ა---–------ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარის მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში ვერ დგინდება, რომ ბ----- ს-----ს ავტომანქანასთან საერთოდ შეხება ჰქონდა მსჯავრდებულ გ.ა---–------ს და იგი დაზარალებულის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე, გ.ა---–------ს ჰქონდა შესაძლებლობა, როგორც საკუთარი ისე განეკარგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა მოცემულ საქმეზე სახეზე არ გვაქვს.
მტკიცებულებათა ანალიზით, მათ შორის ერთადერთი ე/წ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით - დაზარალებულის ჩვენებით, დაცვის მხარეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად არ მიაჩნია გ------- ა---–------ის მხრიდან ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არსებობს გამატყუნებელი განაჩენის გამოტანის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინამძღვრები.
დაცვის მხარე დაზარალებულის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებს, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენებები, როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიების დროს, არსებითად წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია, რაც ბადებს ეჭვს მის გულწრფელობაში.
აპელანტი მხარე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე მიუთითებს მხოლოდ მისთვის სასარგებლო არგუმენტებზე, რაც შეუსაბამოა თავად მსჯავრდებულის ჩვენებასთან და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. ყველა მტკიცებულება საქმეზე უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
ამასთან, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ყოველგვარ დამაჯერებლობასაა მოკლებული პატრულ ინსპექტორთა ჩვენებებიც, ყოველივე ზემოაღნიშნული ბუნებრივ ეჭვს აჩენს ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების გულწრფელობასთან და სარწმუნობასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო ამყარებს რწმენას დაცვის მხარის პოზიციების უტყუარობასთან დაკავშირებით.
მოწმეთა სახით დაკითხული ყველა პირი არის პოლიციელები თუ შს ექსპერტები, ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ და არიან მსჯავრდებულ გ.ა---–------ის დასჯით. მათ მიერ მიცემული ჩვენებები, არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმ მიზნით, რომ გ.ა---–------ის მიმართ იარსებებს შემდგომში გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - გ------- ა---–------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს - პ----- შ----ეს, თ----- მ----–--ს, ტ------– კ------ეს და გ------- ს------–---–ს რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
მოწინააღმდეგე მხარეს - პროკურორ ნ---- თ---–-------ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვისა მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ბ----- ს-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს 1730 საათზე თავისი კუთვნილი ”მერსედეს-ვიტოს” მარკის ავტომანქანით ფოთიდან ბრუნდებოდა სენაკში. ჭალადიდის ტერიტორიაზე ახალგაზრდამ გააჩერა და სენაკამდე დაემგზავრა, რომელიც ქვალონის ტერიტორიაზე სოფელ ხორგასთან ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მოტივით ჩავიდა ავტომანქანიდან, ჩაჯდომისთანავე მოულოდნელად მუცელთან მიადო დანა და მოკვლის მუქარით, ძალის გამოყენებით მოთხოვა ავტომანქანიდან გადასვლა, შემდეგ დანა მიადო ნიკაპზე, რა დროსაც შეამჩნია, რომ დანა იყო დასაკეცი, მოყავისფრო ხით გაწყობილი ტარით, ჰქონდა წარწერა, შეეშინდა და ჩავიდა ავტომანქანიდან, დაძვრისას ჩაუქრა მას ავტომანქანა, რითაც ისარგებლა, გამოაღო კარი და შეეცადა ახალგაზრდის გადმოყვანას, მაგრამ მან დანის ქნევით დაძრა ავტომანქანა, რა დროსაც დანა ასფალტზე დაუვარდა. ის განერვიულებული აქეთ-იქეთ დარბოდა, დაინახა საპატრულო ეკიპაჟი, გადაუდგა წინ, ჩაუჯდა ავტომანქანაში და მოუყვა მათ მომხდარის შესახებ. წავიდნენ სენაკის მიმართულებით, დაახლოებით 5 კილომეტრის გავლის შემდეგ შენიშნა თავისი ავტომანქანა და პატრულმა ანიშნა გაჩერება, მაგრამ არ დაემორჩილა, შემდეგ გაჩერების მიზნით გზა გადაუჭრა. გ------- ა---–------მა გააჩერა, ხელი აწია, ის გადმოიყვანეს და ადგილზე დააკავეს, ხოლო თვითონ თეკლათში დაკითხეს, შემდეგ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, საიდანაც მისი მითითებით ამოიღეს დანა.
მოწმის სახით დაკითხული - პატრულ-ინსპექტორის, ვ-–- ძ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს ა------ რ-----სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მიუახლოვდნენ საგვიჩიოს უბანს, ხობის რაიონის სოფელ ქვალონის საზღვარს, შეამჩნიეს პიროვნება, რომელიც აქეთ-იქეთ აღელვებული დადიოდა და უცებ წინ გადაუდგა ავტომანქანას, გამოაღო კარი და უკანა სალონში ჩაჯდა, მათ უთხრა, რომ უცნობმა პირმა მისი კუთვნილი ,,მერსედეს ვიტოს“ მარკის ავტომანქანა დანის მუქარით, ყაჩაღობის გზით გაიტაცა და სენაკის მიმართულებით წავიდა, მათ შეატყობინეს ხელმძღვანელობას და წავიდნენ გატაცებული ავტომანქანის მოძრაობის მიმართულებით. დაახლოებით ხუთ კილომეტრში შეამჩნიეს აღნიშნული ავტომანქანა და ხმოვანი სიგნალით ანიშნეს გაეჩერებინა, მაგრამ ის არ დაემორჩილა. ამის შემდეგ გაუსწრეს მას და წინ გაჩერდნენ, იარაღით ხელში მივიდნენ მძღოლთან, გადმოიყვანეს და დააკავეს, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ეს პიროვნება აღმოჩნდა გ------- ა---–------ი. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ამ პიროვნებამ დანის მუქარით გაიტაცა მისი ავტომანქანა.
მოწმის სახით დაკითხული - პატრულ-ინსპექტორის, ა------ რ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს მეწყვილესთან ერთად პატრულირებდა ხობიდან სენაკის მიმართულებით, საგვიჩიოს და ქვალონის გასაყართან შეამჩნიეს ნერვიულად მოძრავი პიროვნება, რომელიც მათი დანახვისას მოულოდნელად გზაზე გადმოხტა, გააღო კარი და უკანა სალონში ჩაჯდა და თქვა, რომ უცნობმა პირმა დანის მუქარით წაართვა ,,მერსედეს ვიტოს“ მარკის მწვანე ფერის ავტომანქანა და წავიდა სენაკის მიმართულებით. ინფორმაცია გადასცა ხელმძღვანელობას და წავიდნენ გატაცებული ავტომანქანის მოძრაობის მიმართულებით, 4-5 კილომეტრში შეამჩნიეს ავტომანქანა, რომელიც ამოიცნო მეპატრონემ, მიუახლოვდნენ, ხმამაღალი მოლაპარაკით და ხმოვანი სიგნალით მოსთხოვეს გადაეყენებინა ავტომანქანა. დაზარალებულმა უთხრა, რომ საჭესთან მჯდომმა პიროვნებამ დანის მუქარით გაიტაცა მისი ავტომანქანა. ისინი წინ გადაუდგნენ, მანაც გააჩერა ავტომანქანა, მეწყვილესთან ერთად იარაღით მივიდნენ და დააკავეს. ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. გამომძიებლის მიერ შედგა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, მაგრამ გ.ა---–------მა ხელი არ მოაწერა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ამ პიროვნებამ დანა გადააგდო.
მოწმის სახით დაკითხული - გ------- ხ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს ასრულებდა ოცმეთაურის მოვალეობას, რადიოკავშირის საშუალებით ხობის რაიონის სოფელ ქვალონის ტერიტორიაზე ეკიპაჟი ითხოვდა დახმარებას, როდესაც მითითებულ ადგილზე მივიდნენ გაჩერებული დახვდათ ,,მერსედეს ვიტოს“ მარკის ავტომანქანა, დაკავებული იყო პირი, რომელიც იჯდა ეკიპაჟის ავტომანქანაში, ექსპერტებთან და დაზარალებულთან ერთად მიიღო მონაწილეობა ავტომანქანის დათვალიერებაში, შედგა დათვალიერების ოქმი.
მოწმის სახით დაკითხული - ი-----–- ფ---–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს ყაჩაღობის შესახებ გაიგო რადიოკავშირის მეშვეობით, გამოცხადდა მეწყვილესთან, გ------- ხ-----თან ერთად შემთხვევის ადგილზე. მონაწილეობა მიიღო ავტომაქანის დათვალიერებაში, ესწრებოდა დაზარალებული, რომელიც უთითებდა ფაქტის შესახებ. ექსპერტმა ავტომანქანიდან აიღო შესაბამისი კვლები, შედგა დათვალიერების ოქმი, რასაც მოაწერეს ხელი და ავტომანქანა გადაიყვანეს სენაკის საპატრულო პოლიციის ეზოში.
მოწმის სახით დაკითხული - ვ-–- მ--–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ყაჩაღობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე და როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც საპატრულო ეკიპაჟს გ------- ა---–------ი ფაქტობრივად დაკავებული ჰყავდა და პატრულ ინსპექტორისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმი. დაკავებულს კიდევ ერთხელ განუმარტა უფლებები, მაგრამ მან ოქმზე ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა, შესაბამისად მან უარი განაცხადა მის ჩაბარებაზეც.
მოწმის სახით დაკითხული - ექსპერტ თ---------- ბ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს გამოცხადდა ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში და მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ხელოვნური განათების გამოყენებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ბ----- ს-----, ხოლო შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პატრულ ინსპექტორები. შემთხვევის ადგილზე დახვდა საპატრულო ეკიპაჟი, ”მერსედეს ვიტო”-ს მარკის ავტომანქანა და დაკავებული გ------- ა---–------ი. შემთხვევის ადგილი იყო დაცული, მეორე გამომძიებელმა ვ-–- მ--–----მ შეადგინა დაკავების ოქმი, თვითონ დაათვალიერა ავტომანქანა ექსპერტის და დაზარალებულის მონაწილეობით, დაკითხა დაზარალებული და მისი მითითებით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ამოიღო დანა, რაზეც დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ეს დანა ჰქონდა გ------- ა---–------ს. დანა იყო გახსნილი, მოყავისფრო ჩანართებიანი ტარით და ადგილზე დალუქა.
მოწმის სახით დაკითხული - გ------- ლ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 ნოემბერს მან გ------- ა---–------ს თეკლათის მეორე სახაზო განყოფილებაში წარუდგინა ბრალდება, ბრალდების წარდგენის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში არ გადაუყვანია მისი მოთავსების შეუძლებლობის გამო.
2017 წლის 18 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ ხობის რაიონის სოფელ ქვემოქვალონში, საავტომობილო გზის მაგისტრალზე ქ.თბილისის მიმართულებით მარჯვენა სამოძრაო ზოლის გვერდულზე დგას მწვანე ფერის ”მერსედესის” მარკის სახელმწიფო ნომრით Q------ ავტომობილი, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გადაყვანილ იქნა ქ.სენაკის საპატრულო პოლიციის განყოფილების ეზოში.
2018 წლის 19 ნოემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადასტურებულია, რომ სოფელ საგვიჩიოს და სოფელ ქვემო ქვალონის გასაყარზე, ქალაქ ფოთის მიმართულებით მარცხენა მხარეს, გზის მიღმა, გვერდულზე მოწმე ბ----- ს-----ს მიერ მითითებული ადგილიდან ამოღებულია დასაკეცი დანა, რომელიც დაუვარდა ახალგზარდა მამაკაცს და რომლის ზედა ნაწილზე ამოტვიფრულია ლათინური ასოებით ”STAINLESSSTEL”, ასევე დანის ტარი არის მოყავისფრო ფერის ხის ნაკეთობით გაწყობილი და გაურკვევლად აქვს ნახატი წარწერით.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ გ------- ა---–------ს არ ჩაუდენია ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
პალატას, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს ერთ-ერთ უმთავრეს მტკიცებულებად მიაჩნია დაზარალებულ ბ----- ს-----ს ჩვენება, რომლის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, რადგან იგი დამარწმუნებლად და ვარაუდების გარეშე გადმოსცემს გ------- ა---–------ის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებულ ფაქტებს და გარემოებებს, რის გამოც მისი ჩვენება კატეგორიულია. ამასთან, გ.ა---–------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა პალატას დადასტურებულად მიაჩნია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული ვ-–- ძ--------ის, ა------ რ-----ს, გ------- ხ-----ის, ი-----–- ფ---–-----ს, ვ-–- მ--–----ს, ბექა ხაბურზანიას და გ------- ლ------ს ჩვენებებით, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტისა და დათვალიერების ოქმებით.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში როგორც დაზარალებული, ასევე საქმეზე მოწმედ დაკითხული პოლიციის თანამშრომლები თავიანთ ჩვენებებში ერთგვაროვნად გადმოსცემენ მათ მიერ შემთხვევის ადგილზე დანახულ გარემოებებსა და გ------- ა---–------ის მოქმედებას. საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები თავიანთ ჩვენებებში ნათლად მიუთითებენ, რომ დანაშაულის ჩადენიდან მალევე - დაზარალებულის მიერ მათი ინფორმირებისთანავე ისინი სწრაფად დაედევნენ გ.ა---–------ს, დაახლოებით ხუთ კილომეტრში დაეწიენ მას, გააფრთხილეს გაეჩერებინა ავტომობილი და ამ უკანასკნელის მხრიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ ავტომობილით გადაუკეტეს გზა, რის შემდეგაც იგი დაკავებულ იქნა. ამ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება და პოლიციელთა ჩვენებები ერთმანეთს ავსებენ და მომხდარი მოვლენის სრულ და ობიექტურ სურათს ქმნიან: შეიარაღებული თავდასხმა დაზარალებულზე, ავტომობილის გატაცება, პოლიციის თანამშრომლების დადევნება და მათი მოთხოვნა გ------- ა---–------ისადმი შეაჩეროს დაზარალებულ ბ----- ს-----ს კუთვნილი ავტომობილი. ის არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიციელები მას ავტომანქანით უკეტავენ გზას და აკავებენ. სწორედ ზემოაღნიშნული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებებია ურთიერთთავსებადი სახით წარმოდგენილი დაზარალებულისა და ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებში. მართალია, გამოკვლეული მტკიცებულებებიდან მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება ასახავს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, ვ-–- ძ--------ი და ა------ რ----- უშუალოდ ქმედების იმ მომენტში არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისაგან, რის გამოც ისინი ამ ნაწილში არიან ირიბი მოწმეები, მაგრამ მეორე მხრივ, დასახელებული პირები არიან გ------- ა---–------ის მიერ დაზარალებულ ბ----- ს-----ს ავტომანქანის მართვის პროცესის და დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის უშუალო შემსწრე თვითმხილველნი - პირდაპირი მოწმეები.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოცემულ საქმეში მოწმის სახით დაკითხული ყველა პირი პოლიციელები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებია - ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ და არიან გ------- ა---–------ის დასჯით, რის გამოც არ შეიძლება მათი ჩვენებები გამოყენებული იქნეს იმ მიზნით, რომ შემდგომში მსჯავრდებულის მიმათ იარსებებს გონივრული ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთებლიობა ხსენებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით დაცვის მხარის ხსენებული მოტივაცია შეუსაბამოა და თანხვედრაში არ მოდის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოეებებთან, ვინაიდან თუ კიდევ მიუბრუნდებით წინამდებარე, სასამართლოში გამოკვლეულ, საქმის მასალებს ნათლად დავინახავთ, რომ არ არსებობს მითითებულ რომელიმე მოწმეთა მხრიდან სუბიექტური მიკერძოების რაიმე ნიშანი და საფუძველი, რაც დააადასტურებდა მათ დაინტერესებას მოეწყოთ პროვოკაცია გ. ა---–------ის მიმართ, რომ ეს უკანასკნელი საბოლოოდ სისხლის სამართლებრივი წესით დასჯილიყო. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე სასამართლო განხილვის დროს დაკითხული პატრულ-ინსპექტორები ვ-–- ძ--------ი და ა------ რ----- ცალსახად მიუთითებენ თუ როგორ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და პატრულირებდნენ საავტომობილო გზაზე ხობიდან სენაკის მიმართულებით, როცა მათ მოულოდნელად გზაზე გადმოუხტათ დაზარალებული ბ----- ს-----. დაზარალებული ძლიერ აღელვებული იყო და მოუყვათ თუ როგორ წაართვა დანის მუქარით მისი კუთვნილი ავტომობილი უცნობმა ახალგაზრდამ. ხსენებულმა პოლიცფიელებმა მომხდარი ფაქტის თაობაზე დაუყოონებლივ შეატყობინეს ხელმძრვანელობას და დაზარალებულთან ერთად გაემართნენ გატაცებული ავტომანქანის კვალდაკვალ და ოთხი ხუთი კილომეტრის გავლის შემდეგ შენიშნეს ავტომობილი, რომელიც დაზარალებულმა იცნო. პოლიციელთა კანონიერ ხმოვანი სიგნალით მიმართვაზე მძღოლმა, რომელიც აღმოჩნდა გ------- ა---–------ი, ავტომანქანა არ გააჩერა, რის შემდეგ ისინი წინ გადაუდგენ ხსენებულ ავტომობილს და აიძულეს იგი გაეჩერებინა დაზარალებულ ბ----- ს-----ს კუთვნილი ავტომანქანა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა დაკავებული მსჯავრდებული. იქვე დაზარალებულმა დაზუსტებით მიუთითა, რომ სწორედ პოლიციელთა მიერ დაკავებული გ.ა---–------ი, რომელიც მართავდა მის კუთვნილ ავტომობილს იყო ის ახალგაზრდა, რომელმაც დანის მუქარით წაართვა იგი. ამასთანავე გ. ა---–------ის დაკავების შემდეგ საქმეზე ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებათა შინაარსი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ არც დაზარალებული, არც შემდგომში გამძიებაში ჩართული პოლიციელები და ექსპერტები არ იცნობდნენ მსჯავრდებულს და მის მიმართ რაიმე კერძო ინტერესი არ გააჩნდათ. არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია გამოსაკვლევად სასამართლოში რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელები ან შს ექსპერტები არიან დაინტერესებული პირები და აბრალებენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას. ვერსია, რომელიც მათ სააპელაციო პალატის სხდომაზე განაცხადეს - მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას.
სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს საპროცესო მოქმედებების კოდექსის არსებითი დარღვევით ჩატარების თაობაზე, ვინაიდან პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამომწურავი პასუხი გასცა აპელანტი მხარის მიერ მითითებულ აღნიშნულ გარემოებებს, რომლის მიხედვით განსახილველი შემთხვევები არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევებს, რაც გავლენას მოახდენდა გ------- ა---–------ის დამნაშავეობა /უდანაშაულობაზე. კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადასტურებულია დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რა დროსაც ნახეს და ამოიღეს დანაშაული ჩადენის იარაღი - დანა, რომლის ინდივიდუალური ნიშანიც ბ. ს-----მ აღწერა ჩვენების ჩამოყალიბებისას, დანაშაულის იარაღთან დაკავშირებული გარემოება ასევე დადასტურდა სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევით, ბრალდების მხარემ გამოსაკვლევად წარმოადგინა სწორედ ის დასაკეცი დანა მეტალის და ხის ჩანართებიანი ტარით და წარწერით ”STAINLESSSTEL”, როგორიც აღნიშნა დაზარალებულმა თავის ჩვენებაში, შესაბამისად არ არსებობს მისი ჩვენების უტყუარობასა და სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გ------- ა---–------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე დაცვის მხარის არგუმენტაციის არ გაიზიარებასთან დაკავშირებით. ამ საგამოძიებო მოქმედების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი არ არსებობდა ასევე, დაკავების კანონიერება გავლენას არ ახდენს პირის ბრალეულობაზე და შესაბამისად ის ვერ იქნება გ------- ა---–------ის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი.
პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, რადგან დაზარალებულ ბ----- ს-----ს, მოწმე ბექა ხაბურზანიას განმარტებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ღამის საათებში (00:05-დან 00:25 საათამდე), საავტომობილო მაგისტრალზე, ხელოვნური განათების პირობებში, რის გამოც არ იყო შესაძლებლობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ადგილზე შედგენისა და რაც შეეხება ოქმზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ადგილის მითითებას, ასევე დაზარალებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩვენებაში საგამოძიებო მოქმედების სახის და პროცესის მონაწილეთა თანამდებობის თუ სამართლებრივი მდგომარეობის ზუსტად ვერ ასახვას ან შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით ორიენტირების სრულყოფილად ვერ აღქმას და დავიწყებას (რასაც სადავოდ ხდის დაცვის მხარე), ვერ გახდება ამ საგამოძიებო მოქმედების საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებული დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი, რადგან განსახილველ შემთხვევაში საპროცესო კანონის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი სახის კანონდარღვევა გ------- ა---–------ის მიმართ საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.
სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა - გ------- ა---–------მა აღნიშნა, რომ უდანაშაულოა: ბ----- ს-----ს იგი დანით არ დამუქრებია და მანქანიდან ძირს არ ჩაუგდია, პირიქით - ბ. ს----- ემუქრებოდა დანით, რის გამოც გვერდიდან ფეხის დარტყმის შედეგად გადააგდებინა დანა, ხოლო ამ უკანასკნელის ძირს ჩასვლის შემდეგ გ. ა---–------ი გადაჯდა ავტომობილის საჭესთან და ბ.ს-----ს აგრესიისგან თავის დაღწევის მიზნით შემთხვევის ადგილიდან წავიდა. პალატას მიაჩნია, რომ გ.ა---–------ის მონათხრობი მოგონილია, მისი ამგვარი პოზიცია მიმართულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა-გან თავის არიდებისაკენ და აღნიშნული მონათხრობი სრულიად აცდენილია საქმეზე ხსენებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებბებთან. აქვე პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გ.ა---–------მა შემთხვევის ადგილიდან თითქმის 5 კილომეტრი გაიარა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანით და მისი შეჩერება მხოლოდ პოლიციელთა სპეციალური საპატრულო ავტომობილით დევნის შემდეგ იქნა შესაძლებელი. გ------- ა---–------ი ხმოვანი სალაპარაკო სიგნალით გაფრთხილების მიუხედავად არ ემორჩილებოდა მათ და არ აჩერებდა ავტომანქანას. საბოლოოდ იგი შეჩერებულ იქნა მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟის განსაკუთრებული ძალისხმევით - გზის გადაკეტვით.
ყოველივე გაცხადებული მიუთითებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემდეგ შეეცადა საპატრულო პოლიციელთა დევნისგან თავის დაღწევას და მიმალვას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს: დაზარალებულ ბ----- ს-----ს ასევე მოწმეების - ვ-–- ძ--------ის, ა------ რ-----ს, გ------- ხ-----ის, ი-----–- ფ---–-----ს, ვ-–- მ--–----ს, ბექა ხაბურზანიას და გ------- ლ------ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია; გ.ა---–------ის მიმართ საგამოძიებო ექსპერიმენტისა და დათვალიერების ოქმები, რომლებიც შედგენილია საპროცესო ნორმების დაცვით; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ------- ა---–------ის მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება, შესაბამისად ზემოაღნიშნული წარმოადგენს უპირობოდ გ------- ა---–------ის წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვების საფუძველს.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ------- ა---–------ის მიმართ, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------- ა---–------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი გ------- ა---–------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
გ------- ა---–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
გ------- ა---–------ის მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 ნოემბრიდან .
გ------- ა---–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება, ,,მერსედეს -ვიტოს” მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით Q-------- ავტომობილი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ ბ----- ს-----ს, შემდგომი განკარგვის უფლებით დაუბრუნდეს მას.
ავტომობილის წინა მარჯვენა სავარძლის გადასაფარებელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ბ----- ს-----ს.
გ------- ა---–------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, ლურჯი ფერის შარვალი და ქურთუკი, 01 კოლოფი სიგარეტი ,,Winston”, 4 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 01 ცალი ,,Criket” -ის ფირმის სანთებელა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, დაუბრუნდეს გ------- ა---–------ის ოჯახს.
ბ----- ს-----ს ავტომობილიდან აღებული ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე