განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002509110
საქმე №1ბ/362-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ---------------–--ე, ი-----–-----------ს, ნ------------–---–ის
ადვოკატ: ზ----------–---ის
მსჯავრდებულ: ი-----------ის
მონაწილეობით,თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის და მსჯავრდებულ ი-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----------------------–---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–---------------–---–-----------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი-----------ემ ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით, ქ-------–--–---------------–---–-----------------------------------–- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი-----------ე არასრულწლოვანი შვილის - ნ-----------------–-–---–ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, რაც ნ-----------------–-–---–ის ფიზიკურ ტანჯვას იწვევდა.
ანალოგიური ქმედებები ი-----------ემ ნ-----------------–-–---–ის მიმართ განახორციელა: 2016 წლის აგვისტოს თვეში, დღის საათებში, ქ------–--–---------------–---–-----------------------------------–-- როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი-----------ემ არასრულწლოვან შვილს - ნ-----------------–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, ასევე, დაარტყა ფეხი ფეხებისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ნ-----------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.
ასევე, 2016 წლის სექტემბრის თვეში, დღის საათებში, ქ------–--–---------------–---–-----------------------------------–- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი-----------ემ არასრულწლოვან შვილს - ნ-----------------–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და ტანის არეში, რა დროსაც ნ-----------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.
ასევე, 2017 წლის იანვრის თვეში, დღის საათებში, ქ-------–--–---------------–---–-----------------------------------–-, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა - ი-----------ემ არასრულწლოვან შვილს - ნ-----------------–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი ზურგის არეში, რა დროსაც ნ-----------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.
ასევე, 2018 წლის 10 მაისს, ქ------–--–---------------–---–----------------------------------------–-- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა - ი-----------ემ არასრულწლოვან შვილს - ნ-----------------–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი ზურგის არეში, შემდეგ მოქაჩა მაისურით და ჰკრა ხელი, რა დროსაც ნ-----------------–-–---–მა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა, წაიქცა და ზურგი დაარტყა ოთახში განთავსებულ კარადას. ყოველივე აღნიშნულის შედეგად ნ-----------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.
ასევე, 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით, ქ------–--–---------------–---–-----------------------------------–-- ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი-----------ე არასრულწლოვანი შვილის - ნ-----------------–-–---–ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის ეუბნებოდა, რომ იყო საზიზღარი და დებილი. ანალოგიური ქმედებები ი-----------ემ ნ-----------------–-–---–ის მიმართ განახორციელა - 2016 წლის აგვისტოს თვეში, 2016 წლის სექტემბრის თვეში, 2017 წლის იანვრის თვეში, 2018 წლის აპრილისა და მაისის თვეში, რამაც გამოიწვია ნ-----------------–-–---–ის ტანჯვა.
სასამართლომ დადგენილიდან მიიჩნია, რომ ი-----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით:
ი-----------ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა და მსჯავრდებულ ი-----------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ----------–---მა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ------------–---–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ი-----------ე საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან ერთად ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულ ი-----------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ----------–---მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენის გაუქმება და ი-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის და მსჯავრდებულ ი-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------–---ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი ი-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ი-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ-----------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დედა - ი-----------ე თითქმის ყოველდღიურად სცემდა მას ხელებითა და ფეხებით, რის გამოც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, ასევე, ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც „გული სტკიოდა“, რადგან ფიქრობდა, რომ დედას არ უყვარდა. დედა მის ძმას - ნ-----–----------------–-–---–საც ხშირად სცემდა. ის და მისი ძმა დედას სთხოვდნენ, რომ აღარ ეცემა, თუმცა მაინც სცემდა. სხვაზე რომ გაბრაზდებოდა, მათ სცემდა. დაზარალებულის განმარტებით, დედა ხშირად სვამდა, თუმცა ფხიზელიც სცემდა მათ. იგი ქუჩაში სხვისი თანდასწრებითაც უცემია დედას, მას ეუბნებოდნენ, - ნუ სცემო, თუმცა დედა მაინც არ წყვეტდა ცემას და პასუხობდა: „თავი დამანებეთო“. დედას ხშირად დაუტოვებია ის და მისი ძმა საბავშვო ბაღში, იმის გამო, რომ ნასვამი იყო და არ მიუკითხებია. მას დედა ხშირად აგზავნიდა სპირტის საყიდლად, მოტანილს კი წყალში ხსნიდა და სვამდა. 2018 წლის 10 მაისს, დედამ სცემა და მაისური შემოახია, შემდეგ კი კარადის წვერზე მიარტყმევინა ზურგი, იმის გამო, რომ დედამ ათთეთრიანი მოსთხოვა, მან კი არ მისცა და უთხრა, რომ არ ჰქონდა, რადგან „სულ შენ წამართვი სასმელის გამოო“. კარადის წვერზე ზურგის მირტყმის გამო, განიცადა ძლიერი ტკივილი და ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ზურგზე შრამი დარჩა. როცა პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მათთან სახლში, - დედა ნასვამი იყო. ნ-----------------–-–---–ის განმარტებით, მათ (ბავშვებს) უმეტესად მამა აქცევდა ყურადღებას. მამა ამეცადინებდა მათ, სკოლაშიც უმეტესად მამას დაჰყავდა, რადგან დედა ნასვამი იყო და ვერ დადიოდა. ექსკურსიაზე მისი ძმა მამას ჰყავდა წაყვანილი, რადგან დედა ნასვამი იყო. საჭმელს ძირითადად მამა აკეთებდა, ყოფილა შემთხვევა, როცა დედას დაუწყია საჭმლის გაკეთება, თუმცა მიუტოვებია და მამას დაუსრულებია. ჭურჭელსაც მამა რეცხავდა, სახლს კი დედა მას ძალით ალაგებინებდა. მისი თქმით, როცა დედა დალევდა, - ძილი უნდოდა და დღის 12:00 საათზე მათაც (შვილებს) აიძულებდა დაძინებას, რაც მათ არ უნდოდათ, მაგრამ მეტი გზა არ ჰქონდათ. მისივე განმარტებით, მას დედა არ ენატრება, არ უნდა დედასთან ერთად ცხოვრება, რადგან კვლავ დალევს სასმელს და ეჩხუბება. დედასთან ერთად ცხოვრების დროს სულ ყვირილში და ჩხუბში იყვნენ, ახლა კი მის გარეშე, მამასთან ერთად, მშვიდად ცხოვრობენ.
არასრულწლოვანმა მოწმემ ნ-----–----------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დედა - ი-----------ე ხშირად სვამდა და მას და მის დას - ნ-----------------–-–---–ს (------) ხშირად სცემდა, უფრო ხშირად კი სცემდა მის დას. ბოლო შემთხვევის დროს, დედამ ნ---ას იმიტომ სცემა, რომ ნ---ამ მას ათთეთრიანი არ მისცა. დედამ ნ---ას მაისური შემოახია და კარადაზე მიარტყმევინა ზურგი. ნ---ას ძალიან ეტკინა და ტირილი დაიწყო, თვითონაც ტიროდა და დედას სთხოვდა, რომ აღარ ეცემა ნ---ა, მაგრამ დედა მაინც აგრძელებდა მის ცემას. მისი თქმით, დედა ნ---ას „ცუდ სიტყვებსაც“ ხშირად ეუბნებოდა: - „გველო“, „დეგენერატო“ და სხვა. მისი თანდასწრებით დედას ნ---ა ხშირად უცემია, ნ---ას ცემის შედეგად სახეზე სილურჯეები ემჩნეოდა ხოლმე. ის და მისი და დედას სთხოვდნენ, რომ აღარ დაელია, მაგრამ ის მაინც სვამდა. მამა სულ ეუბნებოდა, - არ დალიო და ბავშვები აღარ ცემოო, მაგრამ მაინც სცემდა მათ. ერთხელ ნ---ა სკოლიდან იყო წამოსაყვანი, მამამ ბევრჯერ დაურეკა დედას, რომ ნ---ა სკოლიდან მოეყვანა, მაგრამ მაინც არ მოიყვანა, რადგან ნასვამი იყო და საწოლზე იწვა. როცა მთვრალი იყო, დილით იძულებით აძინებდა მათ. ნ-----–----------------–-–---–ის განმარტებით, მას დედა არ უყვარს და არ ენატრება, იმიტომ, რომ მათი ერთად ცხოვრების დროს დედა სულ სვამდა, „ჩვენ თავსაც იფიცებდა და ღმერთსაც, რომ აღარ დალევდა“, მაგრამ მაინც სვამდა. მისი თქმით, რაც დედა დაკავებულია, ის და ნ---ა უფრო მშვიდად და კარგად ცხოვრობენ.
მოწმე ნ-----–----------------–-–---–მა (ი-----------ის ქმარმა) სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ი-----------ე არის მისი მეუღლე. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - ნ-----------------–-–---–ი და ნ-----–----------------–-–---–ი. 2009 წლიდან ი-----------ე სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. მისი თქმით, იგი ცდილობდა ემკურნალა მისთვის და ამ მიზნით მიყვანილი ჰყავდა კიდეც ექიმთან, რომელმაც გაუკეთა ალკოჰოლის საწინააღმდეგო აცრა და ერთი წლის განმავლობაში თავი უნდა შეეკავებინა ალკოჰოლის მიღებისაგან, თუმცა ი--- იმდენად დამოკიდებული იყო სასმელზე, რომ თავი ვერ შეიკავა და იგივე გააგრძელა. მან მეორედაც მიიყვანა იმავე ექიმთან, თუმცა ი---სთან გასაუბრების შემდეგ ექიმმა განაცხადა, რომ აზრი არ ჰქონდა განმეორებით აცრას, რადგან ი--- ძალიან დამოკიდებული იყო სასმელზე. ი---ს მშობლებიც და ოჯახის ახლობლებიც უშლიდნენ დალევას, მაგრამ უშედეგოდ. იგი ბავშვებს - ნ----- და ნ-----–----------------–-–---–ებს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბავშვებს ეუბნებოდა, რომ ცემის შესახებ მამისათვის არ ეთქვათ. მას არაერთხელ უნახავს ბავშვები დაშავებულები. ასევე, მეზობლებისაგან იცის, რომ საბავშვო ბაღიდან ბავშვები მოჰყავდა თმების თრევით. მისივე განმარტებით, სახლის საქმეების გაკეთება უმეტესად მას უწევდა, რადგან ი--- ნასვამ მდგომარეობაში იყო და არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ბავშვებსაც ყურადღებას თვითონ აქცევდა, ამეცადინებდა, სკოლაში დაჰყავდა, ექსკურსიაზეც კი თავად მიჰყვებოდა, რადგან ი---ს ნასვამობის გამო, სიარული არ შეეძლო.
მოწმე მა--------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის ი-----------ის მეზობელი. მას ი--- ხშირად უნახავს ნასვამ მდგომარეობაში. იგი უშუალოდ შეესწრო ორ შემთხვევას, როცა ი--- ქუჩაში თმებით ათრევდა და სცემდა ნ-----------------–-–---–ს. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, თმების თრევით მოჰყავდა ი---ს ნ-----, ხოლო მეორე შემთხვევა, საყიდლებიდან დაბრუნებულმა ი---მ ნ-----ს ძლიერად დაარტყა მხოლოდ იმის გამო, რომ ნ-----ს პარკი გაეხა და ხილი დაებნა. ი-----------ის დარტყმის შედეგად ბავშვმა ტირილი დაიწყო. მან ი---ს მოუწოდა, შეეწყვიტა ბავშვის ცემა, თუმცა ი---მ უთხრა, „თავი დამანებეო“.
მოწმე მ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის ოჯახის ნათესავი. მას ი-----------ესთან ურთიერთობა არ ჰქონდა, რადგან ი--- იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული. მან მეზობლებისაგან იცის, რომ ი--- ბავშვებს სისტემატურად სცემდა, ხოლო 2018 წლის 10 მაისს, ნ-----------------–-–---–მა პირადად მას უთხრა, რომ დედამ სცემა და დაზიანების კვალიც ეტყობოდა ბავშვს.
მოწმე ლ-------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის ექიმი-ნარკოლოგი. ი-----------ე მეუღლეს ორჯერ ჰყავდა მიყვანილი მასთან საკონსულტაციოდ. ქმარი ითხოვდა ცოლს დახმარებოდა ალკოჰოლური სასმელისაგან თავის დაღწევაში. ი---ს გაუკეთდა ალკოჰოლის საწინააღმდეგო აცრა, რის გამოც მას ერთი წლის განმავლობაში არ უნდა მიეღო სასმელი, თუმცა ეს პირობა ი---ს მხრიდან დაირღვა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა ვადაზე ადრე რეციდივს. მეორეჯერ იგივე მეთოდის გამოყენება ინექციაზე.
მოწმე ნ-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის რაიონის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკის პოზიციაზე. იგი იყო ნ----- და ნ-----–----------------–-–---–ების საპროცესო წარმომადგენელი და ესწრებოდა მათი გამოკითხვის პროცესს, რომელიც ჩატარდა მშვიდ ვითარებაში.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლები - შ---------------–---–----------–----------–---–-- რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
დაცვის მხარის მოწმე ნ-----–---------ემ განმარტა, რომ იგი არის ი-----------ის დედა. ი-----------ე სისტემატურად იყო ნაცემი, თუმცა, იმის გამო, რომ არ უნდოდა გამჟღავნება, იგი სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა (დაცემა, მირტყმა და სხვა). მიუხედავად აღნიშნულისა, მოგვიანებით ი-----------ემ თავად დაურეკა მშობლებს და უთხრა, რომ თუ არ წაიყვანდნენ თავისთან, ქმარი მოკლავდა. მათ დაურეკეს სიძეს - ნ-----–----------------–-–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ „მოსაკლავი უნდა მოეკლა“. იყო შემთხვევა, როდესაც თავადაც ჩაუდგა შუაში ცოლ-ქმარს, როცა ქმარი სცემდა ცოლს. ამ ჩხუბებს ბავშვებიც შეესწრნენ. მოწმის განმარტებით, ნ-----–----------------–-–---–ის მხრიდან ერთ-ერთი ცემის შედეგად, ი---ს ფეხი მოსტყდა, თუმცა, იგი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ წაიყვანა დედამ ექიმთან. ი-----------ეს თავისი შვილები არასდროს უცემია, იგი არც ალკოჰოლს მოიხმარდა. მისი თქმით, ქმარი აიძულებდა ალკოჰოლის მიღებას. მოწმემ გაიხსენა შემთხვევა, როცა ნ-----–----------------–-–---–მა ი-----------ე მანქანით ათრია, რაც შეატყობინეს პოლიციასაც, თუმცა მაშინ სიძე მხოლოდ გააფრთხილეს და ხელწერილის ჩამორთმევით გამოუშვეს. ბავშვებს ძირითადად მისი შვილი აქცევდა ყურადღებას, სკოლაში მიჰყავდა და მოჰყავდა. იგი შვილთან სახლში თვეში ერთხელ მაინც მიდიოდა და ი--- ნასვამი არასდროს დახვედრია. ამასთან, ალკოჰოლის საწინააღმდეგო აცრა ი---მ ქმრისგან იძულების გამო გაიკეთა, რაც ასევე მის ქმარსაც ჰქონდა გაკეთებული. მეორედ გაკეთება კი ი---ს არ დასჭირდა. მისი თქმით, რაც ი-----------ე დაკავებულია, შვილიშვილებთან ურთიერთობა არ ჰქონია.
დაცვის მხარის მოწმე თ----------ემ განმარტა, რომ იგი არის ბრალდებულის და. ი-----------ეს და მის მეუღლეს დაოჯახების დღიდან ჰქონდათ სისტემატური ჩხუბი. ხშირად მიდიოდა ი--- მათთან ნაცემი, თუმცა ცემაზე არაფერს ამბობდა და შემთხვევითობაზე უთითებდა. ნ-----–----------------–-–---–ი გარდა მეუღლისა, ასევე ძალადობდა შვილებზეც, რაც მისი თანდასწრებითაც განუხორციელებია. მოწმის თქმით, ი-----------ე ბავშვების მიმართ იყო ძალიან ყურადღებიანი დედა. ამასთან, რაც ი-----------ე დაკავებულია, დისშვილებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
დაცვის მხარის მოწმე რ-----------------მ განმარტა, რომ იგი არის ი-----------ის მამა. მისი შვილი - ი-----------ე 15 წელია, რაც დაოჯახებულია და ცხოვრობს ქმართან - ნ-----–----------------–-–---–თან ერთად. მას ი--- ხშირად უნახავს ნაცემი, თუმცა მას უმალავდნენ მეუღლის მხრიდან ძალადობის განხორციელებას და დაზიანებების მიზეზად ხან რას ასახელებდნენ და ხან რას. მოწმემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც სიძემ ი-----------ე მანქანით ათრია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, თუმცა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ი--- წინააღმდეგი იყო ემხილებინა ქმარი. მოწმის განმარტებით, ი-----------ეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, მამას კი - ცუდი, ძალადობდა ბავშვებზე და შეურაცხყოფდა მათ. იგი ბავშვებს არიგებდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ პოლიციაში, რათა პოლიციელებს შესცოდებოდა ბავშვები და მამა პასუხისგებაში არ მიეცათ. ნ-----–----------------–-–---–ი ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და იყო აგრესიული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი-----------ე ალკოჰოლს არ იღებდა, თუმცა იცის, რომ მას ორჯერ ჰქონდა ჩატარებული ალკოჰოლის საწინააღმდეგო აცრა. როგორც ი---სგან იცის, ქმარმა დააძალა აცრის ჩატარება.
საქმის არსებითი განხილვის დროს ი-----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან შვილების - ნ----- და ნ-----–----------------–-–---–ების მიმართ ხმამაღალი შენიშვნის მიცემას და საყვედურს ხშირად ჰქონდა ადგილი მათი სიცელქის გამო, თუმცა მისი მხრიდან შვილების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას არასდროს ჰქონია ადგილი. მისი თქმით, „არის არაჩვეულებრივი დედა და არაჩვეულებრივად ზრდიდა შვილებს, ასევე არის არაჩვეულებრივი დიასახლისი და უყვარს სამზარეულოში ტრიალი“. განსხვავებით მეუღლისაგან, რომელმაც არაფრის გაკეთება არ იცის და ხშირად ეჩხუბებოდა შვილებს და სცემდა მათ. მისი მეუღლე - ნ-----–----------------–-–---–ი არის მოძალადე და ნარკოდამოკიდებული პირი. იგი ნასამართლევია ძალადობისათვის. ი-----------ის განმარტებით, მან ვერ გაუძლო მისი მეუღლის უწესო ცხოვრებას - ნარკოდამოკიდებულებას (იგი ბავშვების თვალწინ მოიხმარდა ნარკოტიკს), ქმარს ურჩევდა ნარკოტიკისა და ალკოჰოლის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას, წაიყვანა კიდეც ექიმთან, თუმცა საბოლოოდ, მას გაუკეთეს აცრა, ქმარმა კი არ გაიკეთა. მართალია ექიმმა-ნარკოლოგმა - ლ-------------მ უთხრა, რომ ი---ს არ სჭირდებოდა ალკოჰოლის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთება, თუმცა მაინც გაუკეთა. ი-----------ის განმარტებით, მეუღლისაგან მუდმივი ძალადობის, შიშისა და მუქარის ქვეშ იყო. დაოჯახებიდან სამი კვირის თავზე ჩექმიანი ფეხით სცემა და ცხვირი გაუტეხა. იგი იმდენ ხანს ურტყამდა, სანამ არ დაიღლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო გაუსაძლის ყოფაში, შიშისა და მუქარის გამო, ვერ ბედავდა პოლიციაში დარეკვას. რაც შეეხება შვილების მხრიდან მისი საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას, მისი განმარტებით, ბავშვებს ეშინიათ მამის და მისი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ი-----------ემ დაადასტურა დაკავებისას ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენა და განმარტა, რომ მეუღლემ ძალით დაალევინა ალკოჰოლური სასმელი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხულმა ე-–-------------მ განმარტა, რომ მუშაობს ორგანიზაცია „საფარში“ იურისტის პოზიციაზე. ი-----------ისგან იცის, რომ ი--- იყო ძალადობის მსხვერპლი. მან (მოწმემ) ი-----------ეს გაუწია კონსულტაცია. მოწმის განმარტებით, ი-----------ე იყო ძალიან შეშინებული და დაბნეული, როგორც მსხვერპლების უმრავლესობა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მიუვიდა წერილი ციხიდან, სადაც ქალი წერდა რომ ის დააპატიმრეს და ითხოვდა დაცვას „საფარისგან“, შემდგომ ეს ქალი აღმოჩნდა ი-----------ე. იცოდა, რომ ი--- იყო ძალადობის მსხევრპლი და გაუკვირდა, რომ ი--- ბრალდებულის პოზიციაში ნახა. გადაწყვიტა მისი ადვოკატირება. ი---ს დაახლოებით 300 წერილი აქვს მისთვის მიწერილი და დეტეალურად აქვს ნათქვამი თუ რა ტიპის ძალადობას დაექვემდებარა, ეს იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მოწმის ჩვენებით ბოლო სამი წელია მუშაობს მხოლოდ ძალადობის მსხვერპლებთან და ი-----------ესთან შეხვედრის შემდეგ შინაგანი რწმენა გაუჩნდა, რომ ის იყო მსხვერპლი. ნუკრი სადღობელაშვილმა და მისმა ინტერესების დამცვლემა ადვოკატმა კონკრეტულად ჩამოუწერეს პირობები და უთხრეს, რომ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში ბავშვები სასამართლოში არ მისცემდნენ ჩვენებას, აღნიშნული პირობების შესრულებაზე ი-----------ემ განაცხადა უარი. მას შემდეგ რაც სასამართლომ ი-----------ე ცნო დამნაშავედ, ორგანიზაციაში გადაწყვიტეს, რომ ი-----------ის საქმე გამხდარიყო სტრატეგიული საქმე. მოწმე სრულად დაეთანხმა გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს.
2018 წლის 21 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ-------–--–----------------------------–- მდებარე ჯ----------------ს სახელობის სამედიცინო ცენტრიდან, კერძოდ, ლ------------ისაგან ამოღებულ იქნა ი-----------ის 2017 წლის 5 ივნისის და 2018 წლის 4 მაისის ხელწერილები, რომელთა თანახმად, იგი გაფრთხილებულ იქნა იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყოლოდა მის მიერ ნებისმიერი სახით და ნებისმიერი ფორმით ალკოჰოლის მოხმარებას.
2018 წლის 11 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, 1971 წლის 19 სექტემბერს დაბადებულ ნ-----–----------------–-–---–ისაგან ამოღებულ იქნა 2018 წლის 10 მაისს ნ-----------------–-–---–ისათვის შემოხეული ნაცრისფერი მაისური.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ნ-----------------–-–---–ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანება გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ლ-–------–------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ნ-----------------–-–---–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით ხსენებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 10 მაისს სცემა დედამ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ნ-----–----------------–-–---–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ხსენებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 10 მაისს სცემა დედამ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა თ----------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ი-----------ეს 15.05.18 წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე აღენიშნება ნაჭდევები და სისხლჩაქცევა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ასევე აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობების შეხორცების შემდგომი ნაწიბურები, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით; აღწერილობით ნაწილში პირობითი ნუმერაციის მიხედვით: #1 და 2 დაზიანებები ხანდაზმულობით დაახლოებით 6-7 დღისაა; #3 და 4 დაზიანებები - ხანდაზმულობით დაახლოებით 10-12 დღის; ხოლო #5, 6 და 7 დაზიანებები კი განვითარებული უნდა იყოს ერთ წელზე მეტი დროის პერიოდში.
ი-----------ის ალკოჰოლზე შემოწმების ტესტის თანახმად, დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისს, 17:05 საათზე შემოწმებულ იქნა და დაუდგინდა სიმთვრალე 2.353%.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია ი-----------ის მეუღლის, ნ-----–----------------–-–---–ის პიროვნულ თვისებებზე და მის დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ. კერძოდ, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ი-----------ე წლების განმავლობაში თავად იყო მსხვერპლი, რადგან მისი მეუღლის მხრიდან მასზე ხორციელდებოდა ძალადობა. ნ-----–----------------–-–---–ი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რაც უარყოფითად აისახებოდა მცირეწლოვან შვილებზე. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განიხილავს ი-----------ის მიმართ არსებული, მხარეთა მიერ გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებას და დასაბუთებულობას, შესაბამისად, ნ-----–----------------–-–---–მა ი-----------ის მიმართ განახორციელა თუ არა ძალადობრივი ქმედებები აღნიშნულზე სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან ხსენებულ საკითხზე მსჯელობა სცილდება სააპელაციო პალატის კომპეტენციის ფარგლებს. ადვოკატი აპელირებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ი-----------ე იყო კარგი დედა, მას შვილების მიმართ ძალადობრივი ქმედება არასოდეს განუხორციელებია და ის არ მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს. დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებები წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე დაკითხული ნეიტრალური მოწმის ექიმ-ნარკოლოგ ლ------------ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა რომ მასთან ვიზიტის დროს ქმარი ნ-----–----------------–-–---–ი) ითხოვდა ცოლის (ი-----------ის) დახმარებას ალკოჰოლური სასმლისაგან თავის დაღწევაში. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება არასრლწლოვანი მოწმეების - ნ-----------------–-–---–ის და ნ-----–----------------–-–---–ის ჩვენებებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ნ-----------------–-–---–ის მიმართ ი-----------ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას, ასევე მოწმეების მა--------------ის და მ------------–---–ის ჩვენებებს. მა--------------ის განმარტებით, იგი უშუალოდ შეესწრო ორ შემთხევას, როდესაც ი-----------ე ქუჩაში თმებით ათრევდა და სცემდა ნ-----------------–-–---–ს. ხოლო მ------------–---–ის განმარტებით, მან მეზობლებისგან იცის, რომ ი--- ბავშვებს სისტემატურად ცემდა. რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არასრულწლოვანმა მოწმეებმა
ნ----- და ნ-----–----------------–-–---–მა მამის ზეგავლენის გამო მისცეს სასამართლოს დედის საწინააღმდეგო ჩვენებები. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ ვარაუდზე დაყრდნობილ მოსაზრებას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს კანონით დადგენილი წესით არც გამოძიებისთვის და არც სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ხსენებულ მოწმეებზე არამარტო მამის არამედ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედება განხორციელდა. სააპელაციო პალატის შეფასებით, როგორც დაზარალებულ ნ-----------------–-–---–ის, ასევე, მოწმე ნ-----–----------------–-–---–ის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის დროს, ორივე არასრულწლოვანი იყო გულწრფელი. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მათი ჩვენებები სრულ თანახვედრაშია სამედიცინო ექსპერტიზის #--------- და #--------- დასკვნებთან. აღნიშნული დასკვნებით, დაზიანება დაუდგინდა, როგორც ნ-----–----------------–-–---–ს, ასევე ნ-----------------–-–---–ს და ორივე მათგანმა განმარტა, რომ დაზიანებები მიაყენა დედამ. ამდენად, დაცვის მხარის აპელირება, რომ ისინი მამის ზეგავლენით, უსაფუძვლოდ ამხელენ ი-----------ეს დანაშაულის ჩადენაში მოგონილია და ემსახურება მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანს.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი-----------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას, რომლის თანხმად ვინაიდან სისტემატური ძალადობის პარალელურად ი-----------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ-----------------–-–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის მიყენებას, მისი დაკვალიფიცირება დამოუკიდებლად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით საჭირო აღარ არის. ცემა და ძალადობა თავის თავად შეურაცხმყოფელი მოქმედებაცაა და სისტემატური ძალადობის შედეგად გამოწვეული ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა მოიცავს სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად გამოწვეულ ფსიქიკურ ტანჯვასაც. რაც შეეხება ი-----------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ი-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-----------ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ნ-----------------–-–---–ის მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ნ-----------------–-–---–ს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი