განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2019
საქმის ნომერი
330310018002316559
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2661-18

N330310018002316559

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე

დავით ახალბედაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - პ--------------ე

 

მესამე პირი - შპს „წ---------------–----------------–--------–---–------------------ი“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით პ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 07 თებერვლის MES 1------------ გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, პ--------------ის სახელზე გაცემული - G------------- (სარეგისტრაციო №---) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. პ--------------ემ 2017 წლის 05 დეკემბერს №1------ განცხადებით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა, მის სახელზე, შპს - წ---------------–----------------–--------–---–------------------ის მიერ 2010 წელს გაცემული უმაღლესი განათლების G------------- (სარეგისტრაციო №---) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება (ს.ფ. 14-18; 51-52).

 

1.2.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის გარკვევის მიზნით 2017 წლის 08 დეკემბერს M---------------- წერილით მიმართა შპს გ-------–--------------–---–------------------ს, დანართის სახით წარუდგინა საქართველოს წ---------------–----------------–-----------–--------------------ის მიერ პ--------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და გამოითხოვა ინფორმაცია დიპლომის მფლობელის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვირიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ (ს.ფ. 79).

 

1.2.3. შპს წ---------------–----------------–--------–---–------------------ის რექტორმა, 2017 წლის 15 დეკემბრის N 302/016 წერილით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აცნობა, რომ პ--------------ე წ---------------–----------------–--------–---–------------------ში გადავიდა 2009 წელს, დ--------------–---–--------–---------------–------------–----------–---------------------------------დან“. 2009 წლის 20 ივნისის სამართლის ფაკულტეტის გადაწყვეტილებით პ--------------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. პ--------------ის სახელზე გაცემულია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი G------------- სარეგისტრაციო ნომრით N--- (ს.ფ. 83).

 

1.2.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა 2017 წლის 26 დეკემბერს MES 5------------ წერილით მიმართა შპს დ--------------–---–--------–--------------–------------–---–--------------------------ას“ და გამოითხოვა ინფორმაცია პ--------------ის მიერ შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------აში“ სწავლის პერიოდის შესახებ (ს.ფ. 84).

 

1.2.5. დ--------------–---–-----------–------------–---–------------------ის რექტორმა, 2018 წლის 22 იანვრის წერილით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აცნობა, რომ 2007 წელს თსუ ქ-------------–-------–---–ის გაუქმებასთან დაკავშირებით პ--------------ემ სწავლა გააგრძელა დ---------–---–-----------------–------------–---------–---------------------------------ში’’ (ბრძ. N3-----, 17.06.08) იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე (ს.ფ. 95).

 

1.2.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის გარკვევის მიზნით 2018 წლის 25 იანვარს MES 1------------ წერილით მიმართა - თ---–---------–-----------------ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს და გამოითხოვა ინფორმაცია პ--------------ის 2003-2004 წლებში თ---–--------------------–-------------------------------ში ჩაირიცხვის ფაქტისა და მასში სწავლის პერიოდის შესახებ (ს.ფ. 78).

 

1.2.7. თ---–---------–-----------------ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, 2018 წლის 01 თებერვლის წერილით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აცნობა, რომ პ--------------ე 2003 წელს ჩაირიცხა (ბრძ.N2------------) თ---–--------------------–-------------------------------ის (ამჟამად თ---–---------–-----------------ი) ეკონომიკური ფაკულტეტის 1 კურსზე. 2004 წელს იგი ამოირიცხა სტუდენტთა აკადემიური ჯგუფის შემადგენლობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე (ს.ფ. 106).

 

1.2.8. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის გარკვევის მიზნით 2018 წლის 25 იანვარს MES 3------------ წერილით მიმართა საქართველოს სსიპ - საქართველოს ტ-------------------------ს და გამოითხოვა ინფორმაცია პ--------------ის მეორე სემესტრიდან შპს ჰ--------------–--------------------------------იდან საქართველოს ტ-------------------------ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ,,ეკონომეტრიკა და კომპიუტერული ინფორმატიზაციის“ სპეციალობაზე გადაყვანის ფაქტისა და საქართველოს ტ-------------------------ში სწავლის პერიოდის შესახებ (ს.ფ. 77).

 

1.2.9. სსიპ საქართველოს ტ--------------------------ის ფაკულტეტის დეკანმა, 2018 წლის 25 იანვრის წერილით (N3-----) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აცნობა, რომ პ--------------ე ჰ--------------–--------------------------------იდან 2004 წლის 20 მაისის N1------ ბრძანებით გადავიდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ეკონომეტრიკა და კომპიუტერული ინფორმატიზაციის სპეციალობაზე, საიდანაც აკადემიური მოუსწრებლობის გამო გაირიცხა საქართველოს ტ--------------------------იდან 2005 წლის 14 ივნისის N9----- ბრძანებით (ს.ფ.102).

 

1.2.10. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის გარკვევის მიზნით 2018 წლის 25 იანვარს MES 2------------ წერილით მიმართა საქართველოს სსიპ - ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ს და გამოითხოვა ინფორმაცია პ--------------ის საქართველოს ტ--------------------------იდან თსუს ქ-------------–-------–---–ის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე გადაყვანის ფაქტისა და აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის შესახებ (ს.ფ. 88).

 

1.2.11. სსიპ - ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსმა 2018 წლის 31 იანვრის წერილით (N1------------) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აცნობა, რომ თსუ არქივსა და თსუ ქ-------------–-------–---–ის იურიდიულ ფაკულტეტზე პ--------------ის სწავლის ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება (ს.ფ. 89).

 

1.2.12. საქართველოს განათლების სამინისტრომ, 1991 წლის 16 ივლისს შპს თ---–---------------------–-------------------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N0------------ ლიცენზია. ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის შპს თ---–---------------------–------------------------ის“ მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 08 აგვისტოს N1------- გადაწყვეტილებით, შპს თ---–---------------------–-------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე, თუმცა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე (ს.ფ. 75-76).

 

1.2.13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის N384 ბრძანებით უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც შპს თ---–---------------------–-------------------------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა დ--------------–---–--------–---------------–------------–----------–---------------------------------ა“. სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N1-- გადაწყვეტილებით შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------ას“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 18 აგვისტოს N1-- გადაწყვეტილებით შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------ას“ (ყოფილი შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–----------–---------------------------------ა“ ს/კ 2--------) გაუუქმდა ავტორიზაცია, შესაბამისად, მან დაკარგა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

 

ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პ--------------ის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამასთან, პ--------------ის მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ, სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში (ს.ფ. 14-18).

 

1.2.14. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 05 დეკემბერს შესული N1------ განცხადების საპასუხოდ 2018 წლის 07 თებერვალს პ--------------ეს MES 1------------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ცენტრმა მიუთითა, რომ პ--------------ე 2003 წელს ჩაირიცხა შპს თ---–--------------------–--------------------------------ი (ამჟამად თ---–---------–-----------------ი) ეკონომიკური ფაკულტეტის 1 კურსზე, 2004 წელს ამოირიცხა სტუდენტთა შემადგენლობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. პ--------------ის აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. პ--------------ე შპს თბილისის ჰ--------------–--------------------------------იდან 2004 წლის 20 მაისის N1------ ბრძანებით გადმოყვანილ იქნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე და ამოირიცხა 2005 წელს სსიპ - საქართველოს ტ--------------------------ის 2005 წლის 14 ივნისის N9----- ბრძანებით. შესაბამისად, მოპასუხემ დაადგინა გარემოება იმის შესახებ, რომ პ--------------ის სსიპ- საქართველოს ტ-------------------------ში სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2006-2007 სასწავლო წელს გადაყვანილ იქნა სსიპ-ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის ქ-------------–-------–---–ის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე და 2007 წელს აღნიშნული ფილიალის გაუქმებასთან დაკავშირებით სწავლა გააგრძელა შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------აში“, იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსზე ( ბრძ. N3-----, 17.06.2008 წელი). უნივერსიტეტის არქივსა და უნივერსიტეტის ქვემო ქართლის იურიდიულ ფაკულტეტზე პ--------------ის სწავლის ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

 

მოპასუხემ დაადგინა, რომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან 2009 წლის 30 დეკემბრამდე, შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------ის“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პ--------------ის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამასთან, პ--------------ის მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ, სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში. შესაბამისად, პ--------------ის მიერ შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------აში“ მიღებული განათლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, რის გამოც მოპასუხის მოსაზრებით, შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------აში“ არაღიარებული პროგრამის გავლის საფუძველზე, შპს წ---------------–----------------–--------–---–------------------ში პ--------------ის მიერ მიღებული განათლება, მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების , მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის საფუძველზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა უარი თქვა პ--------------ეს G-------------(სარეგისტრაციო №---) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე (ს.ფ. 14-18).

 

1.2.15. პ--------------ე 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2009 წლის 28 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს ს----–-–---------–-------–---–----------------------------------------------ში დაცვის თანამშრომლად და 2009 წლის 28 ივნისიდან 2010 წლის 19 დეკემბრამდე მსახურობდა საქართველოს ს----–-–---------–-------–---–-------------------------------------------------–-----------ში. მსახურობის პერიოდში პ--------------ის სპეციალური წოდება ,,-----–-–---------–-------–-----------–----ი’’ მინიჭებული აქვს 2009 წლის 28 ივნისს. 2015 წლის 16 სექტემბრიდან იგი მსახურობდა საქართველოს ს----–-–----------------------------------ში 2017 წლის 7 დეკემბრამდე. 2017 წლის 07 დეკემბრიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დ-–--------–-–--------------------------------------------------–ოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (ს.ფ. 149-151).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 07 თებერვლის MES 1------------ გადაწყვეტილებას, რომლითაც პ--------------ეს უარი ეთქვა G------------- (სარეგისტრაციო №---) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

 

ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

1.3.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ წ---------------–----------------–-----------–--------------------ის სამართლის ფაკულტეტის 2009 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით პ--------------ეს მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა დიპლომი G------------- (სარეგისტრაციო №---). ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 2017 წლის 05 დეკემბერს პ--------------ემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს მასზე გაცემული G------------- (სარეგისტრაციო №---) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, რაზედაც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.

 

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – 2018 წლის 07 თებერვლის MES 1------------ გადაწყვეტილებით, პ--------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 08 აგვისტოს N1------- გადაწყვეტილებით, შპს თ---–---------------------–-------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის N384 ბრძანებით უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც შპს თ---–---------------------–-------------------------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა დ--------------–---–--------–---------------–------------–----------–---------------------------------ა“. სსიპ-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N1--/ს გადაწყვეტილებით შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------ას“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. შესაბამისად, 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან 2009 წლის 30 დეკემბრამდე, შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------ის“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა მოპასუხემ არ მიიჩნია აღიარებულად სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, მოპასუხემ ჩათვალა, რომ ვინაიდან პ--------------ის მიერ შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------აში“ მიღებული განათლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, ამიტომაც შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------აში“ არაღიარებული პროგრამის გავლის საფუძველზე, შპს წ---------------–----------------–--------–---–------------------ში პ--------------ის მიერ მიღებული განათლება, მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ პ--------------ე 2003 წელს ჩაირიცხა შპს თ---–--------------------–--------------------------------ში (ამჟამად თ---–---------–-----------------ი) ეკონომიკური ფაკულტეტის 1 კურსზე, 2004 წელს ამოირიცხა სტუდენტთა შემადგენლობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. პ--------------ის აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, პ--------------ის სსიპ საქართველოს ტ-------------------------ში სწავლის პერიოდი ასევე აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ამდენად, მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ შპს თ---–--------------------–--------------------------------სა და სსიპ- საქართველოს ტ-------------------------ში სწავლების პერიოდში, აღნიშნული უნივერსიტეტები საქმიანობას ახორციელებდნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილი სტატუსით, იმ დროს მოქმედი საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე. ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ პ--------------ე შპს თ---–--------------------–--------------------------------ში ჩაირიცხა 2003 წელს, ანუ ეროვნული გამოცდების ჩაბარების სავალდებულოობის შესახებ რეგულაციების დაწესებამდე. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 08 აგვისტოს N1------- გადაწყვეტილებით, შპს თ---–---------------------–-------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ 2007 წელს სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის ქ-------------–-------–---–ის გაუქმებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ სწავლა გააგრძელა შპს დ----------–---–--------–---------------–------------–---------–---------------------------------აში’’ იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს წ---------------–----------------–-----------–--------------------ის სამართლის ფაკულტეტის მიერ პ--------------ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის - G------------- (სარეგისტრაციო №---) ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი, მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას, 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2009 წლის 28 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს ს----–-–---------–-------–---–----------------------------------------------ში დაცვის თანამშრომლად და 2009 წლის 28 ივნისიდან 2010 წლის 19 დეკემბრამდე იგი მსახურობდა საქართველოს ს----–-–---------–-------–---–-------------------------------------------------–-----------ში. მსახურობის პერიოდში პ--------------ის სპეციალური წოდება ,,-----–-–---------–-------–-----------–----ი’’ მინიჭებული აქვს 2009 წლის 28 ივნისს. 2015 წლის 16 სექტემბრიდან იგი მსახურობდა საქართველოს ს----–-–----------------------------------ში 2017 წლის 7 დეკემბრამდე. 2017 წლის 07 დეკემბრიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი-დ-–--------–-–--------------------------------------------------–ოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტა, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით. არ შეიძლება პირის ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოქცევა, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი.

 

კანონიერი ნდობის პრინციპის ინსტიტუტი სახელმწიფოსა და მისი სახით უფლებამოსილების განმახორციელებილი ადმინისტრაციული ორგანოების მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია და იგი წამოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან დადგენილ, ურთიერთობის განმსაზღვრელ ფუნდამენტური ღირებულებების წესებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ღერძია, რომელზედაც დგას სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს ავტორიტეტი და რომელიც განსაზღვრავს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის მიმართ განხორციელებული ქმედება იწვევს იურიდიულ შედეგს, ანუ ამ პირის გარშემო წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ განსაზღვრულობას, რომლის სფეროშიც მოქცეული ადამიანი იწყებს მთელი რიგი ქმედებების განხორციელებას, რომლის უფლებამოსილებითაც იგი სახელმწიფომ აღჭურვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გაცემული სასწავლო-საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში და რომლის საფუძველზე მოსარჩელე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივი წესრიგის დაცვას. შესაბამისად, სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმის გაუმართაობის გამო, მოსარჩელის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლის მიზეზსაც თავად მოსარჩელე არ წარმოადგენს. ასეთი სახის შედეგის დადგომა სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებდა არა მხოლოდ სუბიექტს, არამედ სახელმწიფოს სახელს მიაყენებდა ჩრდილს და ასევე, ეჭვქვეშ დააყენებდა თავად მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებს. ვინაიდან კანონიერი ნდობა ნიშნავს - პირს რწმენას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი არ დარჩება დაუცველი სახელმწიფოს მხრიდან და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიება არ დაკარგავს თავის სამართლებრივ ქმედით ძალას. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მოსარჩელე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა ინსტიტუტის დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთან, პირის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების შედეგის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის დაცვის გარდა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ინტერესების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დავის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, არამედ ამავდროულად სახელმწიფოსა და მესამე პირების ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში არ იკვეთება და არ დასტურდება სახელმწიფოსა თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი.

 

1.3.4. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებით განემარტა, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/დიპლომებით ან სერტიფიკატით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

1.3.5. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პ--------------ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 07 თებერვლის №MES 1------------ გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წ---------------–----------------–-----------–--------------------ის სამართლის ფაკულტეტის მიერ პ--------------ის სახელზე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - G------------- (სარეგისტრაციო №---) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტით დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,წ---------------–----------------–--------–---–------------------ის'' სამართლის ფაკულტეტის 2009 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით პ--------------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მართალია, სასამართლო მოცემულ ინფორმაციას ახსენებს, როგორც დაწესებულების მიერ ცენტრისათვის მიწოდებულ მონაცემებს, თუმცა, რამდენადაც იგი მათ არ აძლევს სამართლებრივ შეფასებას, ლოგიკურია, რომ ეთანხმება კიდევაც. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არ უნდა ყოფილიყო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეული, რამდენადაც, კვალიფიკაციის მინიჭება, როგორც სამართლებრივი შედგების გამომწვევი ქმედება, გულისხმობს არამხოლოდ უშუალოდ ფაქტის განხორციელებას, არამედ, ამ მოვლენის კანონმდებლობის დაცვის პირობებში დადგომას. კონკრეტული პირისათვის კვალიფიკაცია, სამართლებრივი გაგებით, მინიჭებულად ჩაითვლება, როცა პირისა თუ დაწესებულების მხრიდან დაცული იყო აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები. იმ პირობებში, როცა სახეზე არ იყო აღიარებულ რეჟიმში მიღებული განათლება (სრულად), ამასთან, დაცული არ იყო ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნები, უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ მოსარჩელეს მიენიჭა კვალიფიკაცია, რის საფუძველზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტიც დღეს ექვემდებარება ნამდვილობის დადასტურებას. მიუხედავად აღნიშნული ქმედების ტექნიკურად განხორციელებისა, იგი ვერ გახდება მოსარჩელის კუთნილი ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ ნაწილობრივ განათლება მიღებული და კვალიფიკაცია მინიჭებულია არაღიარებულ რეჟიმში. ამასთან, მოსარჩელემ ხუთჯერ შეიცვალა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რამდენიმე შემთხვევაში კი, ევალებოდა გაევლო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მხოლოდ მის საფუძველზე გადასულიყო სხვა დაწესებულებაში.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 881 მუხლის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661.2 მუხლით გათვალისწინებულ, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. 2005 წლიდან სავალდებულო ინსტიტუციის სახით შემოღებული ინსტიტუციური აკრედიტაციის ქონა (მინიმუმ აკრედიტებულად მიჩნევა საგამონაკლისო შემთხვევისას) წარმოადგენდა ერთადერთ გზას სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო საქმინობის განხორციელებისათვის, რაც დღევანდელი მოცემულობით, გახდებოდა პირის კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების საფუძველი (ცხადია, თუ სხვა სახის დაბრკოლება არ იარსებებდა, მაგ.: სხვა დაწესებულებაში გადასვლის წესის დაუცველობა).

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლო, გადაწყვეტილების 3.1.3 და 3.1.5 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს მოსარჩელის კონკრეტული დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის ფატებს. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებაში არ არის შეფასებული ამ ქმედებათა სამართლებრივი მხარე, რამდენადაც, განსახილველ პერიოდში მოქმედი ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N127 ბრძანების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, პ--------------ე ვალდებული იყო სხვა, აკრედიტებულ დაწესებულებაში ჩარიცხულიყო (სწავლა განეგრძო) ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, ,,საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ნებადართული იყო მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა''. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ ვრცელდებოდა პ--------------ეზე, შესაბამისად, მას სხვა აკრედიტებული საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსი უნდა მოეპოვებინა ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით, რაც არ იყო სახეზე. სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად თვითონვე ადგენს იმ მოცემულობას, რომ პ--------------ის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, მის თაობაზე მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში, ამასთან, აღნიშნული გარემოების იურიდიული მხარე, მისი სამართლებრივი შედეგები შეფასებულია სასამართლო გადაწყვეტილებაში. ხსენებული გარემოებები გამორიცხავდა მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არ იყო და არც არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველის ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ისე ზემოხსენებული ,,წესის'' არასწორ ინტერპრეტაციას, მისი რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ სცნო ბათილად ცენტრის 2018 წლის 7 თებერვლის №1----- ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და ცენტრს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, პ--------------ის სახელზე გაცემული G------------ ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომელიც აქტის ბათილად ცნობის პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლო თავად უთითებს, რომ დავის განხიილვისას უნდა შემოწმდეს აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადაო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამავდორულად, იმ მოცემულობით, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყველა საკანონმდებლო დანაწესი სრულყოფილადაა შესრულებული და დაცული, აქტი მაინც იქნა ბათილად ცნობილი, რაც ნიშნავს, იმას, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ეწინააღმდეგება მის მიერვე ხსენებულ ზოგად, მაგრამ ძირეულ დანაწესს.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით ,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონის რეგულაციებზე, მის მიზნებსა და ზოგადად, ცენტრის ფუნქციებზე. ამ ნაწილზე მსჯელობისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. სასამართლო სწორად უთითებს ზემოხსენებულ ნორმებზე, თუმცა არ ახდენს მათთან განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მისადაგებას, კერძოდ: პ--------------ის მიერ განათლების ნაწილი მიღებულია არაღიარებულ (არააკრედიტებულ რეჟიმში), ამასთან, მას რამდენჯერმე მოეთხოვებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა სხვა დაწესებულებაში კანონიერად გადასვლის მიზნით, აღნიშნულის განხორციელება კი საქმეში არსებული მასალებიდან არ დგინდება. ამავდროულად, სასამართლო არასწორად განმარტავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' რიგ დებულებებს, უსაფუძვლოა სასამართლო მსჯელობა ცენტრის მიერ მათ დარღვევასთან დაკავშირებითაც. სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - „წესის“ არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება. აღნიშნული ,,წესი'' განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, კერძოდ, 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. მთელი ზემოახნიშნული, მსჯელობა, ცხადია, წარმოადგენს ნორმატიულ სინამდვილეს, რომელთა საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ ხსენებული ,,წესი'' ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. სწორედ აღნიშნული ვალდებულებაა შესრულებული ცენტრის მიერ, როცა გამოიცა 2018 წლის 7 თებერვლის N1----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო თავადვე უთითებს იმ გარემოებაზე, რაც ცენტრის მხრიდან მიჩნეულია მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად, თუმცა არ მიიჩნევს მას საკმარის ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძვლად და აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას. ხსენებული წესის მოქმედების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე, როგორც სასამართლოა ვალდებული, მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო უგულებელყოფს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას: პ--------------ე 2003 წელს ჩაირიცხა შპს ,,თბილისის ჰ--------------–--------------------------------ის'' (ამჟამად შპს თ---–---------–-----------------ი) ეკონომიკური ფაკულტეტის I კურსზე, ხოლო 2004 წელს ამოირიცხა სტუდენტთა შემადგენლობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. პ--------------ის აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. წარმოების პროცესში, ცენტრში წარდგენილ იქნა სსიპ საქართველოს ტ--------------------------ის მიერ პ--------------ის სახელზე გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, პ--------------ე შპს ,,თბილისის ჰ--------------–--------------------------------იდან'' 2004 წლის 20 მაისის №1------ ბრძანებით გადაყვანილ იქნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე და ამოირიცხა 2005 წელს სსიპ საქართველოს ტ--------------------------ის 2005 წლის 14 ივნისის №9----- ბრძანებით. პ--------------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ირკვევა, რომ აღნიშნული დაწესებულებიდან მისი გარიცხვის მიზეზი გახდა აკადემიური მოუსწრებლობა. ამავდროულად, პ--------------ის სსიპ საქართველოს ტ-------------------------ში სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ცენტრში ასევე წარდგენილ იქნა შპს დ--------------–---–-----------–------------–---–------------------ ,,ი-----ის" მიერ, 2018 წლის 22 იანვარს, პ--------------ის სახელზე გაცემული №1-- ცნობა, რომლის თანახმადაც, იგი 2006-2007 სასწავლო წელს გადაყვანილ იქნა სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის ქ-------------–-------–---–ის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე და 2007 წელს, აღნიშნული ფილიალის გაუქმებასთან დაკავშირებით, სწავლა გააგრძელა შპს დ----------–---–--------–---------------–------------–---------–---------------------------------აში", იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსზე (ბრძანება №3-----, 17.06.2008 წელი). ამასთან, სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის მიერ, 2018 წლის 31 იანვარს №95335 (№1------------) წერილით მიწოდებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის არქივსა და იურიდიულ ფაკულტეტზე უნივერსიტეტის ქ-------------–-------–---–ში პ--------------ის სწავლის ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. (ეს უკანასკნელი მოცემულობა ცენტრს მხედველობაში არ მიუღია და სადაოდ არ გაუხდია ამ დაწესებულებაში მოსარჩელის უშუალოდ სწავლის ფაქტი, რადგან შესაძლოა საარქივო დოკუმენტაცია ყოფილიყო დაკარგული, ამდენად, ეს საკითხი მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდა). იმ მოცემულობითაც კი, რაზეც მოსარჩელე აპელირებდა, რომ იგი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, კერძოდ, სსიპ საქართველოს ტ--------------------------იდან გაირიცხა 2005 წლის 14 ივნისს და 2006 წლის 5 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა თსუს ქ-------------–-------–---–ის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-2 კურსზე, განსახილველ პერიოდში მოქმედი ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N127 ბრძანების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო სხვა, აკრედიტებულ დაწესებულებაში (როგორსაც, 2006 წლის მონაცემებით, წარმოადგენდა თსუს ქ-------------–-------–---–ი) ჩარიცხულიყო (სწავლა განეგრძო) ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. ხსენებული ნორმის მიხედვით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ნებადართულია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. (01.08.2006 წ.) ამ ნორმის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა არ ვრცელდებოდა პ--------------ეზე, შესაბამისად, მის მიერ სხვა, აკრედიტებული საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსი მოპოვებული უნდა ყოფილიყო ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით, რაც სახეზე არ არის.

 

აპელანტის განმარტებით, დადასტურებულია, რომ პ--------------ემ 2007 წელს თსუს ქ-------------–-------–---–ის გაუქმების გამო, 2008 წლის 17 ივნისიდან სწავლა გააგრძელა შპს დ----------–---–--------–---------------–------------–---------–---------------------------------აში", იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსზე. აღნიშნულთან მიმართებით, საყურადღებოა, რომ პ--------------ის მიერ ,,ი-----აში'' გადასვლის დროისათვის, ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება მიეღო ახალი სტუდენტი, რამდენადაც, 2005 წლის 8 აგვისტროს გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. (აღნიშნული უარიდან გამომდინარე, მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წლის, კერძოდ, 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე აღიარებული რეჟიმი ვრცელდებოდა მხოლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე). მეტიც, მოსარჩელემ, აღნიშნულ დაწესებულებაში სწავლა განაგრძო 2008 წლიდან, პერიოდიდან, როდესაც ,,ი-----აში'' მიღებული განათლება, არც ერთი სტუდენტისთვის არ ითვლებოდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულად, რადგან ამ საწესებულებას 2009 წლის 30 დეკემბრამდე არ გააჩნდა აკრედიტაცია. ამასთანავე, შპს ,,წ--------------–----------------–--------–---–------------------ის'' მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პ--------------ე აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდა 2009 წელს, შპს დ----------–---–--------–---------------–------------–---------–---------------------------------იდან", 2009 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე გაიცა ბაკალავრის G------------ დიპლომი. მოსარჩელის ,,ი-----იდან'' შპს ,,წ--------------–----------------–--------–---–------------------ში'' გადაყვანის დროს მოქმედი ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N127 ბრძანების 22 (2) მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, სწავლების მეორე წლიდან, თუ ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს ან იწყებს სწავლას (20.02.2009წ.). მოსარჩელის შემთხვევაში, სახეზე იყო აღნიშნული სამართლებრივი მოცემულობის იდენტური ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არააკრედტებული საგანმანათლებლო დაწესებულების (,,ი-----ის'') სტუდენტმა სწავლა განაგრძო აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, აღნიშნულს საფუძვლად უნდა დადებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა. რაც შეეხება უშუალოდ კვალიფიკაციის მიმნიჭებელი დაწესებულების - შპს ,,წ--------------–----------------–--------–---–------------------ის'' სამართლებრივ სტატუსს, აღნიშნულიც გამოკვლეულ იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ 2005 წლის 4 თებერვალს დაწესებულებას მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია, ხოლო 2007 წლის 22 ნოემბერს ინსტიტიუციური აკრედიტაცია მიენიჭა 5 წლის ვადით, რომელიც გაუუქმდა ვადაზე ადრე, კერძოდ, 2010 წლის 18 იანვარს. ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტებისთვის აკრედიტებულად ჩაითვალა 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე. მოსარჩელეს კვალიფიკაცია მიენიჭა 2009 წლის 20 ივნისს, აკრედიტაციის გაუქმებამდე, შესაბამისად, ეს პერიოდი, ცენტრის მხრიდან, სადავო არ არის. ამდენად, იმ მოცემულობით, როდესაც მოსარჩელესთან მიმართებით, მისი სწავლების პერიოდში, რამდენჯერმე არსებობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის აუცილებლობა, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პ--------------ის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამასთან, პ--------------ის მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილ მონაცემებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვების (სხვა დაწესებულებაში გადასვლის) გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი. ასევე, პ--------------ის მიერ შპს ,,დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------აში" მიღებული განათლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------აში" არაღიარებული პროგრამის გავლის საფუძველზე, შპს წ--------------–----------------–--------–---–------------------ში პ--------------ის მიერ მიღებული განათლება, მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომიც არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. პ--------------ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება სუბსუმციის ფაქტი, სასამართლო განმარტავს, რომ ეყრდნობა მოსარჩელის მიერ სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსის მოსარჩელის მიერ სრულად გავლის ფაქტს, ხოლო ზემოხსენებულ გარემოებებს არ აფასებს სამართლებრივად. მოცემულ დავაში ცენტრი სადავოდ არც ხდის სასწავლო კურსების ფაქტობრივად გავლას, არამედ სადავოა ამ ქმედებათა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის პირობებში განუხორციელებლობა. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' იმ ნორმათა შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვდილობის დადასტურების პროცედურა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა. საგულისხმოა, რომ ცენტრმა იმსჯელა ბაკალავრის G------------ დიპლომის მიმართ პ--------------ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. უპირველეს ყოვლისა, დიპლომი არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის იმ სამართლებრივ ფორმას, რომელთან მიმართებითაც, ფორმალურად მაინც, შესაძლებელია კანონიერი ნდობის საკითხზე მსჯელობა, კერძოდ, დიპლომს არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნება. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად (ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე) ადგენს, რომ კანონიერი ნდობის საკითხი მიემართება მხოლოდ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკითხის მომწესრიგებელი დანაწესებიდან ნათლად იკითხება კანონმდებლის ნება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ზემოაღნიშნულ საქმიანობის სამართლებრივ ფორმასთან მიმართებითაა შესაძლებელი დაცულ იქნეს აქტის ადრესატის კანონიერი ინტერესები კანონიერი ნდობის, როგორც დამცველობითი ფუნქციის მქონე ინსტიტუტის მეშვეობით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც პ--------------ემ მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა პ--------------ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. ამდენად, თუნდაც დავუშვებთ, რომ დიპლომთან მიმართებითაც ტექნიკურად, ნორმის გრამატიკული წაკითხვის უგულებელყოფის ფონზე, შესაძლებელია არსებობდეს კანონიერი ნდობა, მოცემულ შემთხვევაში კანონიერების პრინციპს, ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა მინიჭებოდა უპირატესი მნიშვნელობა კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვრცლად მსჯელობს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპის შეპირისპირებაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას. ამ პირობებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. (Nბს-143-137(კ-10), 6 ივლისი, 2010 წელი). შესაბამისად, იმ პირობებში, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ დიპლომთან (რომელიც არ არის ინდივიდიულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მიმართებითაც შესაძლებელია კანონიერი ნდობის პრინციპზე მსჯელობა, მას მყარად უნდა დაესაბუთებინა რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ კანონიერების პრინციპი მოცემულ შემთხვევაში არ იყო უპირატესი მნიშვნელობის მქონე. სასამართლო გადაწყვეტილებით გაბათილებული უნდა ყოფილიყო ცენტრის აქტში ასახული დასაბუთებული მსჯელობა, საიდან გამომდინარეც მოსარჩელეს არ გააჩნდა კანონიერი ნდობა. აღნიშნულის გარეშე, მხოლოდ კანონიერი ნდობის პრიმატზე მითითება და მასზე გადაწყვეტილების დაყრდნობა, კანონსაწინააღმდეგო შედეგის არსებობის წინაპირობაა. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივად გამართულ ფუნქციობირებას. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს ადმინისტრაციულ წარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს. ამასთან, ამ საკითხზე მსჯელობის დროს, სასამართლო განმარტავს, რომ არ შეიძლება პირის ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოქცევა, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი. ცენტრი მიუთითებს, რომ მის მიერ არც ერთი ნორმა არ გამოყენებულა კანონის უკუძალის პრინციპით.თითოეული მათგანი არსებობდა მოსარჩელის სწავლის პერიოდში და მას და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მოეთხოვებოდათ ხსენებულ ნორმათა დანაწესების დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები პ--------------ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. ამ მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში (ასევე, ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის წესის დაუცველობის პირობებში) განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფოს მხრიდან აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, არსებობს მყარი საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ იყო/არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით, შესაბამისად, არც ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების წინაპირობა არსებობდა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 5.1 მუხლის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა - ტექნოლოგიური ინსტიტუტისა; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“. აღნიშნული „წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 05.12.2017წ. პ--------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე შპს „წ---------------–----------------–--------–---–------------------ის“ მიერ 2010 წელს გაცემული G------------- უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 07.02.2018წ. MES 1------------ გადაწყვეტილებით პ--------------ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 08 აგვისტოს N1------- გადაწყვეტილებით, შპს თ---–---------------------–-------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 23 აპრილის N384 ბრძანებით უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც შპს თ---–---------------------–-------------------------ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა დ--------------–---–--------–---------------–------------–----------–---------------------------------ა“. სსიპ-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N1--/ს გადაწყვეტილებით შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------ას“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. შესაბამისად, 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან 2009 წლის 30 დეკემბრამდე, შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------ის“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა მოპასუხემ არ მიიჩნია აღიარებულად სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, მოპასუხემ ჩათვალა, რომ ვინაიდან პ--------------ის მიერ შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------აში“ მიღებული განათლება არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, ამიტომ შპს დ--------------–---–--------–---------------–------------–---------–--------------------------------აში“ არაღიარებული პროგრამის გავლის საფუძველზე, შპს წ---------------–----------------–--------–---–------------------ში პ--------------ის მიერ მიღებული განათლება, მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სააპელაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ პ--------------ე 2003 წელს ჩაირიცხა შპს თ---–--------------------–-------------------------------ში (ამჟამად თ---–---------–-----------------ი) ეკონომიკური ფაკულტეტის 1 კურსზე, 2004 წელს ამოირიცხა სტუდენტთა შემადგენლობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. პ--------------ის აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდი, ასევე სსიპ საქართველოს ტ-------------------------ში სწავლის პერიოდი, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ შპს თ---–--------------------–-------------------------------სა და სსიპ საქართველოს ტ-------------------------ში სწავლების პერიოდში, აღნიშნული უნივერსიტეტები საქმიანობას ახორციელებდნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილი სტატუსით, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთანავე, პ--------------ე შპს „თ---–--------------------–-------------------------------ში“ ჩაირიცხა 2003 წელს - ეროვნული გამოცდების ჩაბარების სავალდებულოობის შესახებ რეგულაციების დაწესებამდე. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 08 აგვისტოს N1------- გადაწყვეტილებით შპს თ---–---------------------–-------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. დადგენილია, რომ 2007 წელს სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის ქ-------------–-------–---–ის გაუქმებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ სწავლა გააგრძელა შპს დ----------–---–--------–---------------–------------–---------–---------------------------------აში’’, იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსზე.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს წ---------------–----------------–-----------–--------------------ის სამართლის ფაკულტეტის მიერ პ--------------ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის - G------------- (სარეგისტრაციო №---) ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი, მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას, 2007 წლის 28 დეკემბრიდან 2009 წლის 28 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს ს----–-–---------–-------–---–----------------------------------------------ში დაცვის თანამშრომლად და 2009 წლის 28 ივნისიდან 2010 წლის 19 დეკემბრამდე, იგი მსახურობდა საქართველოს ს----–-–---------–-------–---–-------------------------------------------------–-----------ში. მსახურობის პერიოდში, პ--------------ის სპეციალური წოდება ,,-----–-–---------–-------–-----------–----ი’’ მინიჭებული აქვს 2009 წლის 28 ივნისს. 2015 წლის 16 სექტემბრიდან იგი მსახურობდა საქართველოს ს----–-–----------------------------------ში 2017 წლის 7 დეკემბრამდე. 2017 წლის 07 დეკემბრიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი-დ-–--------–-–--------------------------------------------------–ოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

 

პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში, კანონიერი ნდობის პრინციპის დაცვის აუცილებლობის შესახებ. სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ არ შეიძლება პირის ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოქცევა, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი. კანონიერი ნდობის პრინციპის ინსტიტუტი სახელმწიფოსა და მისი სახით უფლებამოსილების განმახორციელებილი ადმინისტრაციული ორგანოების მთავარი სახელმძღვანელო პრინციპია და იგი წამოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან დადგენილ, ურთიერთობის განმსაზღვრელ ფუნდამენტური ღირებულებების წესებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ღერძია, რომელზედაც დგას სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს ავტორიტეტი და რომელიც განსაზღვრავს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის მიმართ განხორციელებული ქმედება იწვევს იურიდიულ შედეგს, ანუ ამ პირის გარშემო წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ განსაზღვრულობას, რომლის სფეროშიც მოქცეული ადამიანი იწყებს მთელი რიგი ქმედებების განხორციელებას, რომლის უფლებამოსილებითაც იგი სახელმწიფომ აღჭურვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ გაცემული სასწავლო-საგანმანათლებო დაწესებულების დიპლომი წარმოადგენს იმ სახის იურიდიულ შედეგს, რომლის მოქმედებაც განვრცობილია დროში და რომლის საფუძველზე მოსარჩელე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივი წესრიგის დაცვას. შესაბამისად, დაუშვებელია, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმის გაუმართაობის გამო, მოსარჩელის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომლის მიზეზსაც თავად მოსარჩელე არ წარმოადგენს. ასეთი სახის შედეგის დადგომა სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებდა არა მხოლოდ სუბიექტს, არამედ სახელმწიფოს სახელს მიაყენებდა ჩრდილს და ასევე, ეჭვქვეშ დააყენებდა თავად მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებს. კანონიერი ნდობა ნიშნავს პირს რწმენას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი არ დარჩება დაუცველი სახელმწიფოს მხრიდან და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიება არ დაკარგავს თავის სამართლებრივ ქმედით ძალას. მოცემულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო დიპლომის მიღებით მოსარჩელე აღჭურვილი იყო გარკვეული უფლებებით, რომლის განხორციელების ლეგიტიმურობა ინსტიტუტის დიპლომმა მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ უფლების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა, რაც კანონიერი ნდობის პრინციპის დოქტრინითაა გათვალისწინებული. ამასთანავე, მოსარჩელის ინტერესების დაცვის განხორციელების შემთხვევაში სამართლებრივი დავის მიღმა არ უნდა დარჩეს თავად სახელმწიფო ან ადგილი არ უნდა ჰქონდეს სხვა, მესამე პირთა კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევას. კანონიერი ნდობის უფლებით დაცვით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელის ნდობის უფლება კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, არამედ ამავდროულად სახელმწიფოსა და მესამე პირების ინტერესებთან, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირება. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, მოსარჩელისათვის დიპლომის დადასტურების შემთხვევაში, არ იკვეთება სახელმწიფოს თუ მესამე პირების კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევა და მათი კანონიერი ინტერესებისათვის არსებითი ზიანს მიყენების ფაქტი.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით, უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას, თუმცა, კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.

 

ამდენად, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ პ--------------ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 07 თებერვლის №MES 1------------ გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წ---------------–----------------–-----------–--------------------ის სამართლის ფაკულტეტის მიერ პ--------------ის სახელზე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - G------------- (სარეგისტრაციო №---) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლეები:

 

ხატია არდაზიშვილი

 

მირანდა ერემაძე

 

დავით ახალბედაშვილი