განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2019
საქმის ნომერი
330310019002957889
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1655-19

N330310019002957889

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ-----------–-–---–ი

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით გ-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გ-----------–-–---–ის სასარგებლოდ მისთვის 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების - 1071.17 ლარის ანაზღაურება; გ-----------–-–---–ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი, ულუფა) შეადგენს 1025.86 ლარს, ხოლო 2003 წლის (მე-12 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს: თანამდებობრივ სარგოს - 30.40 ლარს, წოდებრივ სარგოს - 9.01 ლარს, წელთა ნამსახურობის დანამატს - 5.91 ლარს, ულუფას - 46.90 ლარს, სულ 92.21 ლარს. გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული 1998-1999-2000-2003 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი, ულუფა) ჯამში შეადგენს 1118.07 ლარს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 10 აპრილის N912257 წერილით, გ-----------–-–---–ს მისი 2019 წლის 27 თებერვლის N5----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების გაცემა ვერ ხერხდება, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროზე სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებში არ არის წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები. აღნიშნულის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე არ შეუძლია დააკმაყოფილოს შს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ გ-----------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 1998-2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება მის სასარგებლოდ, რაც შეადგენს 1118.07 ლარს.

 

სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული წარმოადგენს დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის N655 დადგენილებით, აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

სასამართლოს განმარტებით, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენდა, რომ ?? ??????? ?? 9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი, ულუფა) შეადგენს 1025.86 ლარს, ხოლო 2003 წლის (მე-12 თვე) ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს: თანამდებობრივ სარგოს - 30.40 ლარს, წოდებრივ სარგოს - 9.01 ლარს, წელთა ნამსახურობის დანამატს - 5.91 ლარს, ულუფას - 46.90 ლარს, სულ 92.21 ლარს. გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული 1998-1999-2000-2003 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო, წელთა ნამსახურების დანამატი, ულუფა) ჯამში შეადგენს 1118.07 ლარს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 10 აპრილის N912257 წერილით, გ-----------–-–---–ს მისი 2019 წლის 27 თებერვლის N5----- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ გ-----------–-–---–ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების გაცემა ვერ ხერხდება, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროზე სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებში არ არის წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები. აღნიშნულის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე არ შეუძლია დააკმაყოფილოს შს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე.

 

ამდენად, სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები, რის გამოც სამინისტრო ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნას თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა რა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მისთვის სახელფასო დავალიანების გაუცემლობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც მოიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა, სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის, №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანაშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდა), რაიონული კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო, დანამატს დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს, კომპენსაციებს და ფორმის ტანსაცმელს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით, ისევე როგორც ”საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. იმავე კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

 

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ხანაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 27 თებერვალს, როდესაც გ-----------–-–---–მა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოახდინა უფლების რეალიზაცია. სარჩელი შეტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2019 წლის 22 აპრილს. წერილის მიღებიდან სარჩელის აღძვრამდე გასული არ არის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ-----------–-–---–ის მოთხოვნა 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების ანაზრაურების მოთხოვნის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (მოსარჩელის სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, ამდენად, დასახელებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება - 1071.17 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს. გასაცემი ულუფა, ხელფასისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, სასარჩელო განცხადებაში მითითებული ერთ-ერთი მოთხოვნა - 2003 წლის (მე-12 თვე) გასაცემი ულუფა 46.90 ლარი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი, ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის გასაცემი ულუფის ანაზღაურების ნაწილში არის ხანდაზმული - გ-----------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა 2003 წლის გასაცემი გასაცემი ულუფის (46.90 ლარი) ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2017 წლის პირველ ივლისს ძალაში შევიდა "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონი და ძალადაკარგულად გამოცხადდა ძველი კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით, შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო, თუმცა ახალი კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნულ დანაწესს და შესაბამისად აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლად არის დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონდებლობა ვადებით ზღუდავს გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადების უგულებელყოფა და ზოგადი პრინციპებით ხელმძღვანელობა აზრს უკარგავს სამართლებრივ სტაბილურობას და პირის უფლებების დროულად განხორციელების შესაძლებლობას, რადგან ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში, უფლება უსასრულოდ იქნება გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არამარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგება. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს, დროულად იზრუნონ მათი უფლებების განხორციელებაზე და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გ-----------–-–---–მა სარჩელი თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეიტანა 2019 წლის 22 აპრილს, მასზე ვრცელდება ახალი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, რომელშიც ძველი სახელფასო დავალიანებები აღარ არის აღიარებული, შესაბამისად აღნიშნულ უფლებაზე ვრცელდება საერთო ხანდაზმულობის ვადები. აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს 1998-1999-2000, 2003 წლების პერიოდის მიუღებელ ხელფასს, შესაბამისად, გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ გ-----------–-–---–ის მოთხოვნა ხანდაზმულია და შესაბამისად, მას უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლები მოიცავს საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის საფუძვლიანობის შემოწმებას, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გ-----------–-–---–ის სასარგებლოდ, მისთვის 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების - 1071.17 ლარის ანაზღაურება.

 

პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ?? ??????? ?? 9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად. გ-----------–-–---–ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 1998-2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება, 1118.07 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუძლებლად მიიჩნევს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში არ არის წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხები, ამდენად, სამინისტროს ამ ეტაპზე არ შეუძლია დააკმაყოფილოს შს ორგანოებიდან დათხოვნილ ყოფილ თანამშრომელთა მოთხოვნა თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი დაფინანსების მიღებამდე.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში და წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, შესაბამისად, მისთვის სახელფასო დავალიანების გაუცემლობა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.

 

საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში სწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. იმავე კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. მოცემულ შემთხვევაში, ხანაზმულობის ვადის დენა დაიწყო 27.02.2019წ., როდესაც გ-----------–-–---–მა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოახდინა უფლების რეალიზაცია. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 22.04.2019წ. წერილის მიღებიდან სარჩელის აღძვრამდე გასული არ არის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ გ-----------–-–---–ის მოთხოვნა 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ, საფუძვლიანია, ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქმედების განუხორციელებლობა - მოსარჩელის სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, ამდენად, სამინისტრო ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება - 1071.17 ლარის ოდენობით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი