განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002750927
საქმე №1ბ/1151-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქ.თბილისის ი-----ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- ქ-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N0-----------) - დ----- ზ------ას ძე ბ-–----ის (დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–-------–-----------------ში) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, დ----- ბ-–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ------ ი-----–--ა და დ----- ბ-–----ე 2012 წლიდან 2014 წლამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი საერთო შვილი.
2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 02:03 სთ-ზე, ლ------ ი-----–--ას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე დ----- ბ-–----ე და მოსთხოვა შეხვედრა, ხოლო უარის მიღების შემდგომ გახდა აგრესიული, დაუწყო ლანძღვა და ტელეფონში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით:
დ----- ბ-–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი-----ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- ქ-------ამ, აპელანტმა ითხოვა დ----- ბ-–----ის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად არ შეამოწმა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, კერძოდ დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება დ----- ბ-–----ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტი, რაც შეეხება დ----- ბ-–----ის ახლო მეგობრების ჩვენებებს, აპელანტის პოზიციით ისინი არ უნდა იქნეს გაზიარებული ვინაიდან, გამოძიებაში მიცემული ჩვენებები რადიკალურად შეცვალეს სასამართლოში დაკითხვისას, რაც აღნიშნული მოწმეების ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ი-----ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- ქ-------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გამამართლებელი განაჩენი დ----- ბ-–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდაოდ ცნობილ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დ----- ბ-–----ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ----- ბ-–----ის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ვერ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-----ს--------ს მ---- განყოფილების გამომძიებელმა მ------- მ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ შედგენილი 2018 წლის 26 ოქტომბრის №------ შემაკავებელი ორდერის სისწორე, რომლის თანახმად, ყოფილი მეუღლის ლ------ ი-----–--ას მიმართ ტელეფონის საშუალებით განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტზე, გამოსცა შემაკავებელი ორდერი დ----- ბ-–----ის მიმართ და მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე მსხვერპლთან ყველა სახის კომუნ---ცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, 2019 წლის 18 იანვრის გაცემული სასამართლო- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად:
საქმის მასალების მიხედვით და ლ------ ი-----–--ას ექსპერიმენტულ- ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ------ ი-----–--ამ, დ----- ბ-–----ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ამავე დასკვნაში დაფიქსირებულია შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაცია: „ბრალდებული არ მეშვება და შერიგებას მთხოვს, რისი სურვილიც მე არ მაქვს. მე მხოლოდ ვითხოვ, რომ ჩემმა ყოფილმა ქმარმა თავი დამანებოს და ჩემს ცხოვრებაში აღარ ჩაერიოს. მისი მუქარა ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა და ძნელი მოსათმენი. მინდა აღარასოდეს მომიახლოვდეს და ჩემს პირად საქმეში აღარ ჩაერიოს, სხვას მისგან მე არაფერს არ მოვითხოვ. ამ ბოლო დროს მუქარაზე გადავიდა და იძულებული გავხდი პოლიციისათვის მიმემართა... ლ------ ი-----–--ას მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია კი ეყრდნობა მის ოჯახში წარმოშობილ უსიამოვნო სიტუაციის არათანმიმდევრულ და ამბივალენტურ ანალიზს“ (ექსპერტი მ----- ბ------ე).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ბ----–-------–---.ბ-–----ის მეგობრებმა: გ------ ძ---–---–მა და ნ--- ჯ----–---მ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ----- ბ-–----ესა და ლ------ ი-----–--ას ჰყავთ საერთო შვილი ა--------ა, რომლის ნახვის უფლებასაც არ აძლევდა დაზარალებული ბრალდებულს საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ და აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდათ უთანხმოება. 2018 წლის 25 ოქტომბერს, ერთად იმყოფებოდნენ გ------ ძ---–---–ი, ნ--- ჯ----–---, დ----- ბ-–----ე და გ------- ს------–---–ი, რა დროსაც ბრალდებულმა დაურეკა დაზარალებულს და სთხოვა ენახებინა შვილი, რაზეც მიიღო უარი. მოგვიანებით, გ------- ს------–---–ის სახლისაკენ მეგობრები გაემართნენ ერთი ა/მანქანით, გზად კი გაიარეს ლ------ ი-----–--ას სახლი, რა დროსაც დ-----მა კვლავ დაურეკა ქალბატონს და ეხვეწებოდა, რომ მიეცა შვილის ნახვის საშულება. დ-----ი საუბრისას იყო გაღიზიანებული, ვინაიდან დაზარალებული უარს ეუბნებოდა, თუმცა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას ლ------ ი-----–--ას მიმართ ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულისაგან უარის მიღების შემდეგ, დ-----ი მეგობრებთან ერთად წავიდა ერთ-ერთი მათგანის სახლში.
დაზარალებულ ლ------ ი-----–--ას ჩვენებით, არის ბ----–-------–---ავით ბ-–----ის ყოფილი მეუღლე. ბრალდებულთან ერთად ცხოვრობდა დაახლოებით 2,5 წელი და ჰყავთ საერთო შვილი ა--------ა. ერთმანეთს დაშორდნენ ხუთი წლის წინ, როდესაც მეუღლის ძარცვის ფაქტზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო დ----- ბ-–----ე. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ბრალდებულმა დაიწყო დაზარალებულის შეწუხება, აკითხავდა მას სახლში, ხოლო როდესაც შეიტყო, რ-----–-ი-----–--ას საქმრო ჰყავდა და ამერიკაში აპირებდა გამგზავრებას, გახდა აგრესიული, ემუქრებოდა როგორც პირადად, ისე სატელეფონო კომუნ---ციისას. დაზარალებულის ჩვენებით 2018 წლის 25 ოქტომბერს, გვიან ღამით, როდესაც ეძინა შვილთან ერთად, ბრალდებულმა დაურეკა, სთხოვდა სახლთან შეხვედრას და დალაპარაკებას რამდენიმე წუთით. უარის მიღების შემდეგ, დ----- ბ-–----ე ყოფილ მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, აფეთქებითა და სახლის გადაწვით, ამასთან უთხრა, რომ აჩერებდა ტაქსს და მიდიოდა მასთან. დაზარალებულმა საუბრისას გაიგო, თუ როგორ უთხრა ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს მისი მისამართი, რის გამოც მან დ-----ი გააფრთხილა, რომ დარეკავდა საპატრულო პოლიციაში, რაც შეასრულა. მალევე დაზარალებულის განმარტებით, დ----- ბ-–----ე იყო მისი სახლის კართან, თუმცა საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლამდე იგი მიიმალა. დაზარალებულის ჩვენებით, თანაცხოვრების პერიოდში ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, მისი გაძარცვისა და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, დ----- ბ-–----ის მიერ განხორციელებული მუქარა რეალურად აღიქვა.
მოწმე მ--–--- რ-–-------ას ჩვენებით, არის დაზარალებულ ლ------ ი------–--ას მეგობარი. მოწმის განმარტებით, თანაცხოვრების პერიოდში ბრალდებულსა და დაზარალებულს ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის ძარცვის გამო მოიხადა სასჯელი. საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ, დ-----ი მუდმივად ურეკავდა დაზარალებულს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის თაობაზეც არაერთხელ უამბო მეგობარმა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 26 ოქტომბერს მას დაუკავშირდა აღელვებული ლ------ ი-----–--ა და სთხოვა ვარკეთილში, პოლიციის განყოფილებაში მისვლა. მოწმემ მეგობრისაგან შეიტყო, რომ ბრალდებული ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ვინაიდან ლ-ი-----–--ა აპირებდა ამერიკაში საქმროსთან წასვლას.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს დ----- ბ-–----ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 133 2, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144 3, 149-ე−151 1, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში T-------------------------- განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბ---------------- თურქეთის წინააღმდეგ (------------------------, განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (F---------------a), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბ---–----- რუსეთის წინააღმდეგ (B-------------------- განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:
„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (ცალკეული კატეგორიების დანაშაულებში კი აღნიშნული სტანდარტი გაცილებით მაღალია და საჭიროა მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება) არსებობას უნდა გულისხმობდეს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი უთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დადგენილია დ----- ბ-–----ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების ფაქტი, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს ედავება დაზარალებულ ლ------ ი-----–--ას მიმართ, რომლის ჩვენების გარდა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ----- ბ-–----ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს. მოწმე მ--–--- რ-–-------ას ჩვენებიდან გამომდინარე, იგი თავად არ შესწრებია მუქარის განხორციელების ფაქტს, ამის შესახებ მხოლოდ დაზარალებულისგან შეიტყო. მოწმეების: გ------ ძ---–---–ის და ნ--- ჯ----–--ის ჩვენებები ადასტურებენ, რომ დ----- ბ-–----ის მიერ დაზარალებულის მიმართ არ განხორციელებულა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. მოცემული გარემოებების გაანალიზებით ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით პალატისთვის არ მომხდარა მუქარის ბრალდებით პირის ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არ არის დადგენილი ასეთის არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულების მისამართით ჰქონდა თუ არა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას (საქმეში არ მოიპოვება 2018 წლის 26 ოქტომბერს, ღამის საათებში, დ----- ბ-–----ესა და ლ------ ი-----–--ას შორის სატელეფონო კომუნ---ციის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება), ასევე, არ არის დადგენილი რაც მთავარია იმას ვისაც მსჯავრდებული ემუქრებოდა (მუქარის არსებობის შემთხვევაში) გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე დაზარალებულის აპელირება დ----- ბ-–----ის ნასამართლობასთან დაკავშირებით ვერ გახდება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პირის დამნაშავეობის - მსხვერპლში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევის - დადასტურების საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დ----- ბ-–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების კუთხით მუქარის განხორციელების დადასტურების თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ საქმეზე არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის ჩვენების (რომელიც ასევე არ დადასტურდა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გარდა არცერთი სხვა მტკიცებულება, რაც უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ მითითებული მუხლით წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების განახორციელებას. პალატამ შეფასა განსახილველ საქმეში არსებული გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები და იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ----- ბ-–----ის დამნაშავეობის დასადასტურებლად. მოწმე მ--–--- რ-–-------ას ჩვენებიდან გამომდინარე, იგი თავად არ შესწრებია მუქარის განხორციელების ფაქტს, ამის შესახებ მხოლოდ დაზარალებულისგან შეიტყო. მოწმეების: გ------ ძ---–---–ის და ნ--- ჯ----–--ის ჩვენებები ადასტურებენ, რომ დ----- ბ-–----ის მიერ დაზარალებულის მიმართ არ განხორციელებულა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლიოს საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ----- ბ-–----ის მიერ სსკ-ის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული არგუმენტებზე, კერძოდ ქ.თბილისის ი-----ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-----–- ქ-------ა სააპელაციო საჩივარში მიუთითებს რომ დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, დ----- ბ-–----ის მხრიდან განხორციელებული მუქარა მან აღიქვა რეალურად. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით დადგინდეს, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერიმენტულ- ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ------ ი-----–--ამ, დ----- ბ-–----ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, ლ------ ი-----–--ას მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია კი ეყრდნობა მის ოჯახში წარმოშობილ უსიამოვნო სიტუაციის არათანმიმდევრულ და ამბივალენტურ ანალიზს. დაზარალებულისათვის არასასურველი ვითარება შეიქმნა დ----- ბ-–----ის მხრიდან შვილის ნახვასთან დაკავშირებულ საკითხზე კომუნ---ციისას, რაც დასტურდება გ------ ძ---–---–ის და ნ--- ჯ----–--ის ჩვენებებით; „ ბრალდებულმა დაურეკა დაზარალებულს და სთხოვა ენახებინა შვილი, რაზეც მიიღო უარი. მოგვიანებით, გ------- ს------–---–ის სახლისაკენ მეგობრები გაემართნენ ერთი ა/მანქანით, გზად კი გაიარეს ლ------ ი-----–--ას სახლი, რა დროსაც დ-----მა კვლავ დაურეკა ქალბატონს და ეხვეწებოდა, რომ მიეცა შვილის ნახვის საშულება. დ-----ი საუბრისას იყო გაღიზიანებული, ვინაიდან დაზარალებული უარს ეუბნებოდა, თუმცა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას ლ------ ი-----–--ას მიმართ ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულისაგან უარის მიღების შემდეგ, დ-----ი მეგობრებთან ერთად წავიდა ერთ-ერთი მათგანის სახლში“. დ----- ბ-–----ის მხრიდან არასასურველი კომუნ---ციით შეწუხებული ლ------ ი-----–--ას დაეუფლა მისთვის უსიამოვნო ემოციები, ეს კი პირდაპირი ფორმით არ ქმნის ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდას, რაც ეჭვს ბადებს მუქარის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანის არსებობას - მსხვერპლში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოწმეები არიან დ----- ბ-–----ის ახლო მეგობრები, მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ისინი ვერ იქნებიან ობიექტურები და დამატებით პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ დ----- ბ-–----ესთან ახლო მეგობრობის ფაქტი ვერ გამოიწვევს მათი ჩვენებების სასამართლოს მიერ გაუზიარებლობის საფუძველს, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე სახის ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, მათი ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის ი-----ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- ქ-------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გამამართლებელი განაჩენი დ----- ბ-–----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ.თბილისის ი-----ს--------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- ქ-------ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი დ----- ბ-–----ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:
დ----- ბ-–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
დ----- ბ-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
განემარტოს დ----- ბ-–----ეს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი