განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.07.2019
საქმის ნომერი
060310919003051224
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060310919003051224

საქმე N3/ბ-243-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ნანა კალანდაძე, ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

საჩივრის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება

წარმომადგენლები - ნ------–--–-----, ნ-------------------, ე------------–---

 

საჩივრის ავტორი - დ-------–--------

წარმომადგენლები - ც-–------------–---–-, ს--–-------------, მ-----–--–--------

 

მსხვერპლი - ლ------–--------

წარმომადგენელი - თ------------------

 

მესამე პირი - ნ-----–-------–---–-

წარმომადგენელი - ი--------------

 

დავის საგანი - დამცავი ორდერის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

საჩივრის ავტორების მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

საქმე განხილულია დახურულ სასამართლო სხდომაზე

 

1. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:

 

1.1. 2019 წლის 18 ივნისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულმა განყოფილებამ დ-------–--------- მიმართ. განმცხადებელმა მოითხოვა დამცავი ორდერის 6 თვის ვადით გამოცემა და მსხვერპლის ლ------–--------- გარიდება მასზე დამოკიდებული პირის, მამის დ-------–--------- საცხოვრებლიდან. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა დ-------–--------ს აკრძალვოდა არასრულწლოვან ლ------–--------სთან მიახლოება; კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელ ფართთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (დაწესებულებაში), ქუჩაში გადაადგილების დროს, ასევე მასთან ურთიერთობა ნებისმიერი ფორმით.

 

განმცხადებლის მითითებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ლ------–--------- საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის ნ-----–-------–---–-ს საცხოვრებელი ადგილი. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე 2014 წლის 26 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2014 წლის 28 თებერვლიდან დაიწყო აღსრულება, რომელიც მიმდინარეობს დღეის მდგომარეობითაც. საქმეში ფსიქოლოგი გარკვეული პერიოდულობით იყო ჩართული აღსრულების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, რამდენადაც მამის დ-------–--------- მხრიდან იკვეთებოდა შვილზე - ლ------–--------ზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების/ზეგავლენის ფაქტები, რაც ხელს უშლიდა სააღსრულებო პროცესის მიზანმიმართულად წარმართვას. ასეთ ვითარებაში კი საფრთხე ექმნებოდა ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.

 

განცხადებაში ფსიქოლოგის მიერ აღინიშნა, რომ ლ----- არ ჰქონდა დედის მხრიდან ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან რაიმე ტიპის ძალადობის გამოცდილება. ნეგატიური და აგრესიული დამოკიდებულების მიზეზად ის ასახელებდა ფაქტს, რომელიც მოხდა მაშინ, როცა ის იყო სამი წლის და ამ ფაქტის ინტერპრეტაციის კოგნიტური უნარი არ ჰქონდა 3 წლის ასაკში მყოფ მცირეწლოვანს, თუ მის ინტერპრეტირებაში მას უფროსები არ დაეხმარებოდნენ და მისი ასეთი მკვეთრად გამოხატული ნეგატიური კოგნიციები და ქცევები იყო ხანგრძლივი ზეგავლენის შედეგი, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მამა ვერ აცნობიერებდა და ვერ აკმაყოფილებდა შვილის ემოციურ საჭიროებებს, ის უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა ბავშვის ბიოლოგიურ დედას შვილის თანდასწრებით, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა ლ----- ემოციურ ფონს. ლ----- ჯანსაღი განვითარებისთვის უნდა შეწყვეტილიყო მსგავსი ტიპის ზეგავლენები და დაუყონებლივ დაწყებულიყო მუშაობა დედის პოზიტიური ხატის ჩამოყალიბების მიზნით, შესაბამისად ლ----- ინტერესის დაცვა ვერ მოხერხდებოდა, თუ ის არ იქნებოდა გარიდებული ოჯახიდან.

 

განმცხადებლის აღნიშვნით, სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11981 მუხლის პირველი წინადადებით გათვალისწინებული ბავშვის უფლების დაცვის საჭიროება, რადგან დ-------–--------- მიერ შვილთან ლ------–--------სთან მიმართებაში განხორციელებული იქნა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რის გამოც არსებობდა დამცავი ორდერის გამოცემის საჭიროება ექვსი თვის ვადით.

 

1.2. მოწინააღმედე მხარის, დ-------–--------- წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს მოთხოვნას და განმარტეს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არასრულწლოვან ლ------–--------სთან მიმართებაში იყო უკანონო და დანაშაულებრივი, რადგან ემსახურებოდა ლ----- სრულ ფსიქოემოციურ განადგურებას, ხოლო სოციალური სამსახურის მიერ გეგმის შესრულებას. აღსრულების პროცესში სოციალური მომსახურების სამსახურმა უხეში ფორმით სცადა სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულება, ამ სცენარის შემსწრე ბავშვი ჩავარდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. სოციალური მომსახურეობის სააგენტო ნაცვლად იმისა, რომ ემუშავა პრობლემატურ ბავშვთან, რათა აღედგინა მშობელსა და შვილს შორის გაწყვეტილი ურთიერთობები, მუდმივად ძაბავდა სიტუაციას, შემდეგ კი ცდილობდა პასუხისგებლობა გადაებარებინა ბავშვის მამასათვის. აღსრულების მიზნით ლ------–-------- მამის მიერ წარდგენილი იქნა დედის საცხოვრებელ ადგილზე, მაგრამ ბავშვმა უარი განცხადა იქ დარჩენაზე. 2014-2016 წლებში 20-მდე სააღსრულებო მოქმედება განხორციელდა, რაც ყოველ ჯერზე იწვევდა ლ----- გაღიზიანებას. ბავშვთან დ-------–--------- გარეშე კონტაქტის დამყარება რამდენჯერმე სცადა დედამ და სოციალურმა მუშაკებმა, ისე რომ არც ლ---- და არც დ-------–-------- არ იყვნენ გაფრთხილებულები ვიზიტის შესახებ, მაგრამ არასრულწლოვანთან ურთიერთობა ვერ შედგა მისივე კატეგორიული უარის გამო.

 

1.3. მესამე პირმა ნინო ცაგარეიშვილმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა განცხადებაში მითითებულ მოთხოვნას და განმარტა, რომ ლ------–-------- იზრდებოდა დედის ოჯახში დაბადებიდან და მამამ დ-------–--------მ წაიყვანა მასთან სახლში, მაშინ, როდესაც მშობლები ერთად აღარ ცხოვრობდენ. მას შემდეგ დღემდე არ დაუბრუნებია და არ შეუსრულებია სასამართლო გადაწყვეტილება, პირიქით ბავშვზე ახორციელებს ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აძულებს დედას, არ აძლევს საშუალებას ურთიერთობა ჰქონდეს ლ-----თან, რის გამოც ვერ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება. წარმოუდგენელია მამის მხრიდან ფსიქოლოგიური იძულების გარეშე შვილს არ სურდეს დედასთან ურთიერთობა და მის დანახვაზე კივილი დაიწყოს, ესროდეს სხვადასხვა ნივთებს. სასამართლო დავის პროცესში, როდესაც დედა მამის მალულად ხვდებოდა შვილს, მათ შორის იყო ძალიან თბილი დამოკიდებულება, შვილი დედის მიმართ გაუცხოვდა და აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც დაიწყო აღსრულების პროცესი. ბიოლოგიური დედის მიმართ ლ----- უარყოფითად განაწყობს არა მარტო მამა, არამედ მისი ოჯახის წევრი, ბავშვის ბებიაც, რაც ხელს უშლის ლ------–--------- ნორმალური განვითარების პროცესს და არღვევს მის ფსიქიკას. ნ-----–-------–---–- დაეთანხმა თავის წარმომადგენელს და განმარტა, რომ დედასა და შვილს შორის თბილი დამოკიდებულება გრძელდებოდა მეორე სააღსრულებო მოქმედების ჩატარებამდე. მამის ფსიქოლოგიური იძულების შედეგი იყო ლ----- ნეგატიური დამოკიდებულება დედის მიმართ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მოსმახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების შუამდგომლობა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არასრულწლოვან ლ------–--------- დაცვის მიზნით გამოიცა დამცავი ორდერი დ-------–--------- მიმართ 3 თვის ვადით შემდეგი პირობით:

- ლ------–-------- გარიდებულ იქნა მასზე დამოკიდებული პირის მოძალადის - დ-------–--------- (პ/ნ 5----------, მის: ხონი, ჭ--------- ქუჩა N3-, ხონი ვ--------------------) საცხოვრებლიდან;

- აეკრძალა დ-------–--------ს არასრულწლოვან ლ------–--------სთან მიახლოება; კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელ ფართთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (დაწესებულებაში), ქუჩაში გადაადგილების დროს, ასევე აეკრძალა მასთან ურთიერთობა ნებისმიერი ფორმით.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.1. სასამართლომ მიუთითა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოთაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

ამავე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა. ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით ამ კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრად მოიაზრება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ხოლო მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ძალაში შედის გამოცემისთანავე. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 4 ივნისს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ლ------–--------მ დედის ნ-----–-------–---–-ს მიმართ გამოავლინა აგრესია, ასევე აგრესიას ავლენდა დედის ოჯახის წევრების და ნათესავის მიმართ.

2.2. სასამართლომ ფსიქოლოგის ნ. ვ-------------- მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ----- არ ჰქონდა დედის მხრიდან ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან რაიმე ტიპის ძალადობის გამოცდილება. ნეგატიური და აგრესიული დამოკიდებულების მიზეზად ის ასახელებდა ფაქტს, რომელიც მოხდა მაშინ, როცა ის იყო სამი წლის და ამ ფაქტის ინტერპრეტაციის კოგნიტური უნარი არ ჰქონდა 3 წლის ასაკში მყოფ მცირეწლოვანს, თუ მის ინტერპრეტირებაში მას უფროსები არ დაეხმარებოდნენ და მისი ასეთი მკვეთრად გამოხატული ნეგატიური კოგნიციები და ქცევები იყო ხანგრძლივი ზეგავლენის შედეგი, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მამა ვერ აცნობიერებდა და ვერ აკმაყოფილებდა შვილის ემოციურ საჭიროებებს, ის უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა ბავშვის ბიოლოგიურ დედას შვილის თანდასწრებით, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა ლ----- ემოციურ ფონს. ლ----- ჯანსაღი განვითარებისთვის უნდა შეწყვეტილიყო მსგავსი ტიპის ზეგავლენები და დაუყონებლივ დაწყებულიყო მუშაობა დედის პოზიტიური ხატის ჩამოყალიბების მიზნით, შესაბამისად ლ----- ინტერესის დაცვა ვერ მოხერხდებოდა, თუ ის არ იქნებოდა გარიდებული ოჯახიდან.

 

2.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ლ------–-------- ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არაა. ლ------–--------ს მცირეწლოვანი ასაკისა და ასკობრივი იმფანტილიზმის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს ფაქტები და მისცეს ჩვენება. ამავე ექსპერტიზის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად ვლინდება სიტუაციის პესიმისტური შეფასება, გამოუვალი მდგომარეობის, გადაულახავი სირთულის შეგრძნება, პროტესტი გარემოს ზეწოლასა და სუბიექტური შეფასებით თავსმოხვეული, არასასურველი გარემოებების მიმართ. გამოხატული ემოციური გადაღლა, დაურწმუნებლობა, აწეული მგრძნობელობა, შფოთვა. პროტესტი ვლინდება ქცევის და გამონათქვამების ფორმით. დაუკმაყოფილებლობა, გადაღლა, ძლიერი გარე გამაღიზიანებლის აუტანლობა, აწეული მგრძნობელობა გარე გავლენებზე ქმნის ფეთქებადი, რისხვითი რეაქციების, ნევროტიზაციის საფუძვლებს: შესაძლოა დეზადაპტაციის ფიზიოლოგიური ვარიანტის გამოვლენა ტრემორის, სუნთქვის გაძნელების, თავბრუსხვევის სახით. მოტივაციის სფეროში ვლინდება დაძაბულობისაგან გათავისუფლების, სიმშვიდის, უსაფრთხოების, დასვენების, განტვირთვის მოთხოვნილებები, ასევე თავისუფლების, რაიმე სახის შეზღუდვისაგან, დაუკმაყოფილებლობის გამომწვევი მიზეზებისაგან გათავისუფლების მოთხოვნილებები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ასაკის შესაბამისად არამდგრადია ნებითი სფერო, ჩამოყალიბების პროცესშია ქცევის მოტივები, ფასეულობათა სისტემა, პიროვნული მახასიათებლები, რის გამოც საჭიროებს სხვებთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას, სტაბილურ გარემოს.

სასამართლომ ზემოთაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებით დაასკვნა, რომ არასრულწლოვან ლ------–--------- მიმართ, ოჯახში, სადაც ის ცხოვრობდა, ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ნეგატიური ზეწოლა, რამაც საბოლოო ჯამში მის წარმოდგენაში შექმნა ბიოლოგიური დედის მიმართ სიძულვილი და უარყოფითი ხატის ჩამოყალიბება.

 

2.4. სასამართლოს მითითებით, 2012 წლამდე ლ---- ცხოვრობდა დედასთან. სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდგომ (საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ) დ-------–--------მ, ლ----- დედის დაუკითხავად ლ---- საცხოვრებლად წაიყვანა მასთან. აღნიშნული საკითხის სასამართლოში განხილვამდე და სააღსრულებო საქმის დაწყებამდე, ნ-----–-------–---–- სოფელ ახალშენში დ-------–--------- სახლში ნახულობდა შვილს, ლ---- პოზიტიურად იყო განწყობილი დედის მიმართ. აღსრულების პროცესის დაწყების შემდგომ, ლ---- გაუცხოვდა დედის მიმართ და რაც დრო გადიოდა, მის მიმართ გახდა აგრესიული, ასევე აგრესიას იჩენდა დედის მშობლების მიმართ, ურთიერთობა დაეძაბა თანასკოლელთან იმ მიზეზით, რომ ის იყო დედის ბიძაშვილი, რაც ფსიქოლოგის აზრით ლ----- მიმართ ოჯახის წევრების მიერ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგს წარმოადგენდა, რაც სასამართლომაც გაიზიარა, რადგან ლ----- მიერ დასახელებული მიზეზი, რომ ,,როცა სამი წლის ვიყავი დედამ მიმატოვა“, სასამართლოს მოსაზრებით შეუძლებელია ლ----- ახსოვდეს, თუ არ მოხდებოდა ოჯახის წევრების მიერ არაერთხელ გახსენება ნეგატიურ კონტექსტში. ეს გარემოება იქედანაც დგინდებოდა, რომ თუ ახსოვდა ლ----- დედის წასვლა და ამის გამო იყო ნაწყენი, გულმოსული და ასე შემდეგ, ის თავიდანვე არ მიიღებდა დედას და მათი შეხვედრების დროს, რომელიც წელიწად ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოხატავდა უარყოფით დამოკიდებულებას, არ დაელოდებოდა აღსრულების დაწყებას დედის მიმართ აგრესიის გამოსავლენად. თუ დღესაც ამ ფაქტს ლ---- იხსენებდა უარყოფით კონტექსტში, არ სურდა დედასთან ურთიერთობა, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი იყო. ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებული ფაქტი იმის შესახებ, რომ დედამ მიატოვა, ლ----მ გაითავისა, მის აზრად მიიჩნია, რაც სასამართლოს აზრით რეალობას იყო მოკლებული, რადგან 3 წლის ბავშვს, ფაქტი რომელიც არ ახსოვს, შეუძლებელია გარკვეული წლების გასვლის შემდგომ თავის აზრად მიეღო. აღსრულების პროცესში დედა-შვილის დაახლოების მიზნით განხორციელდა ოცამდე შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში არ გამოუმჟღავნებია ლ----- დედის მიმართ აგრესია და მის მიმართ იჩენდა ინტერესს, ერთ შემთხვევაში შეხვედრა ჩაიშალა დ-------–--------- გაღიზიანების გამო, თუ რატომ აჩვენა დედამ ლ----- გარდაცვლილი ძმის სურათი. მეორე შეხვედრა, რომელიც შედგა დ-------–--------- ძმის ოჯახში, დედა-შვილს შორის შედგა კომუნიკაცია, ლ---- იჩენდა დედის მიმართ ინტერესს, მაგრამ როცა ოთახში შემოვიდა მამა დ-------–--------, ლ----მ დედის მიმართ გამოავლინა გაუცხოება. ამ შეხვედრების შეფასებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ---- ისე კი არ იქცეოდა, როგორც სურდა, არამედ იქცეოდა ისე, როგორც მამას სურდა, ამ დროს ბავშვის ქცევის მოტივს მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ რის გამო აკეთებდა ასე, მაგრამ ამ შემთხვევაში მის ფსიქიკაზე ხდებოდა ზეწოლა და დროთა განმავლობაში ის კარგავდა ინდივიდუალიზმს - ის იმას კი არ ფიქრობდა მას რა უნდოდა, მოსწონდა ან სურდა, არამედ ფიქრობდა რა მოეწონებოდა და სურდა მამას.

 

მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობდა პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ მამა ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, შესაბამისად არ არსებობდა ოჯახური ძალადობის ფაქტი, სასამართლოს აზრს მოკლებულად მიიჩნია, რადგან ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე სასამართლო ხედავდა ოჯახურ ძალადობას არა ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით, არამედ ფსიქოლოგიური საჭიროების დაუკმაყოფილებლობას და ამ კუთხით მსჯელობდა ფსიქოლოგიურ ზეწოლაძე და არა ძალადობაზე. რადგან პირველ შემთხვევაში, როცა დედამ აჩვენა ლ----- გარდაცვლილი ძმის სურათი და მამის პროტესტის შემდგომ ლ----მ დედის მიმართ შეცვალა დამოკიდებულება ნეგატიური კუთხით, ან მეორე შემთხვევაში მამის ოთახში შესვლამ შეცვალა ლ----- დამოკიდებულება დედის მიმართ ნეგატიური კუთხით, ეს იმის მტკიცებას წარმოადგენდა, რომ ლ---- მამის მხრიდან განიცდიდა ფსიქოლოგიურ-ემოციურ ზეწოლას და იქცეოდა ისე, როგორც მამას სურს.

 

სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის ფსიქოლოგიურ ჭრილში დადგენისთვის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენდა არასულწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, ასევე თუ რა კანონიერი ინტერესი უგულველყო მშობელმა. ოჯახური ძალადობა შეიძლება განხორციელებულიყო ისე, რომ ბავშვს ეს ქმედება ძალადობად არ აღექვა. უფრო მეტი იყო შემთხვევები იმისა, რომ მოძალადეც ვერ აცნობიერებდა, რომ ჩადიოდა ძალადობას, მას მიაჩნდა, რომ ბავშვისთვის კარგს აკეთებდა, მაგრამ მისი ქცევა ფსიქოლოგის მიერ შეფასებული იყო ოჯახურ ძალადობად. ოჯახური ძალადობა შეიძლება იყოს განხორციელებული უმოქმედობით, როცა მშობლის მიერ ხდება არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური საჭიროების დაუკმაყოფილებლობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამასთან ცხოვრების პერიოდში ლ----- ფსიქოემოციური მდგომარეობა დამძიმდა; კერძოდ, მის გონებაში დედისგან შეიქმნა მტრის ხატი, დაკარგა ინდივიდუალურობა - სხვისი აზრი მის აზრად მიიჩნია, ფიქრობდა და აკეთებდა იმას, რაც მამას გაუხარდებოდა და არა იმას, რაც მას სურდა, რასაც ხელს უწყობდა მამის მოქმედება, შესაბამისად დ-------–--------- მოსაზრება, რომ ლ----- ფსიქოლოგიური მგომარეობის ნეგატიური კუთხით ცვლილება უკავშირდებოდა დედის ნ-----–-------–---–-ს ქცევას და სოციალური სამსახურების მუშაკების მოქმედებას, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, კონსტიტუციური უფლებაა, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1198 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. იბადება კითხვა, რა გააკეთა და რა არ უნდა გაეკეთებინა დ-------–--------ს შვილის, რომელიც მასთან ოჯახში იზრდება ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? 1) ფსიქოლოგიური ზეწოლა არ უნდა მოეხდინა ლ------–--------ზე, პირიქით უნდა განერიდებია ბავშვი ისეთ გარემოზე, სადაც ლ----- დედაზე საუბრობდნენ უარყოფით კონტექსტში; 2) უნდა გაეაზრებია, რომ მშობლების კომფლიქტურ სიტუაციაში ყოფნა დააზარალებდა ლ----- ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, გააზრების შემთხვევაში ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იმ შედეგებამდე ვერ მივიდოდა, რაც ფსიქოლოგის მოხსენებით ბარათში და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული ფსიქოლოგიურ გამოკვლევაში იყო მითითებული. დ-------–--------- მხრიდან იმის მტკიცება, რომ ის ვერ წავიდოდა ბავშვის ნების წინააღმდეგ, იყო საფუძველს მოკლებული; 3) დ-------–--------ს, რომლისთვისაც ცნობილი იყო მისი შვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, უნდა გაეთვალისწინებინა და შეესრულებინა სოციალური მომსახურების სამსახურის რეკომენდაციები; 4) უნდა უზრუნველეყო ლ------–--------- მიყვანა ფსიქოლოგთან, რაც არ გააკეთა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები, უნდა შეფასებულიყო დ-------–--------- მხრიდან ლ------–--------- მიმართ, არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესის უგულებელყოფად - მშობლის მიერ ფსიქოლოგიური საჭიროების დაუკმაყოფილებლობად.

 

საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებების შეფასების, ლ------–--------- ჯამრთელობის (ფსიქოლოგიური) მდგომარეობის გათვალისწინების, ასევე დ-------–--------- საკითხისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ბავშვის მამისგან 3 თვით განცალკევების საფუძვლები, რათა სახელმწიფოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მეშვეობით მოეხდინა იმ სახის პოზიტიური ჩარევა, რაც გათვალისწინებული იყო შიდა თუ საერთაშორისო კანონდებლობით და მიემართ ყველა აუცილებელი ღონისძიება ბავშვის მშობლების, როგორც მამის, ისე დედის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე, აღეკვეთა მშობლების ნეგატიური ფსიქო-ემოციური გავლენა არასრულწლოვანის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე და ხელი შეეწყოს მის ნორმალურ, მავნე ზეგავლენებისგან თავისუფალ განვითარებას.

 

3. საჩივრის საფუძვლები:

 

3.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა დ-------–--------- მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

 

3.1.1. საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 10 წლის ლ------–-------- უკანონოდ ცნო მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად და გადაწყვეტილება დაასაბუთა ფსიქოლოგის მოსაზრებით, რომელმაც მხოლოდ ერთხელ შეხედა ბავშვს და თავადვე განმარტა სასამართლო პროცესზე კითხვების ეტაპზე, რომ ერთი შეხვედრა საკმარისი არ იყო დასკვნის წარმოსადგენად ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რაც ამგვარი გადაწყვეტილების რელევანტური მტკიცებულება იქნებოდა და სასამართლომ მისი 5 წუთიანი შეფასების განმარტება უკანონოდ გაიზიარა სრულად. ასევე სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას გამოიყენა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ექსპერტი დასკვნის სახით წერს, რომ არ შეუძლია პასუხი გასცეს დასმულ კითხვას მოძალადეა თუ არა დ-------–--------.

 

დ-------–--------- წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ლ------–--------- აზრი მიუხედავად იმისა, რომ ის 10 წლისაა და საკუთარ აზრს გადმოსცემდა მკაფიოდ, ამასთან სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა და პირიქით შეფასების დროს გამოიყენა ლ-----ა და დ------ წინააღმდეგ საქმის მასალები, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა და რომლის მიხედვითაც 2018 წელს ჯერ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ და შემდგომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად იქნა შესწავლილი განვლილი 5 წელი და მამის მხრიდან ბავშვზე ძალადობა არ დასტურდებოდა, ხოლო გადაწყვეტილებები შესული იყო კანონიერ ძალაში.

 

3.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება ასევე გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების მიერ, რომელმაც დამცავი ორდერის გაცემის ვადის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა მოითხოვა ექვსი თვის ვადით, შემდეგი საფუძვლით:

 

3.2.1. საჩივრის ავტორის განმარტებით, არასრულწლოვანი ლ------–-------- მამის, დ-------–--------- მხრიდან წარმოადგენდა ძალადობის მსხვერპლს, რაც დასტურდებოდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის N 3/53-19 გადაწყვეტილების საფუძველზე და ბავშვი დაუყოვნებლივ იქნა გარიდებული მოძალადის საცხოვრებელი სახლიდან, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ლ------–--------მ მაღალი დონის ფსიქოლოგებთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტებთან გაიაროს სრული რეაბილიტაცია, რათა მას ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი ფსიქიკა და სამომავლოდ აღიზარდოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მოძალადე დ-------–---------გან სამი თვით განცალკევებისა და მასთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობის აკრძალვით ვერ იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, უნდა მოხდეს დამცავი ორდერის გამოცემის ნაწილში ვადის გაზრდა, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში მამამ დ-------–--------მ უნდა გაიაროს ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რათა ისწავლოს შვილთან ჯანსაღი კომუნიკაციის მეთოდები.

 

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალ----- საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 3-3-ე და 3-4-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას (გამოკითხვისას), გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. დამცავ ორდერში მიეთითება: ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას; გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს (2115.2 მუხლი). დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის (2115.3 მუხლი). დამცავ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი ან ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის ადეკვატურად. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით (2115.4 მუხლი). დამცავი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე (2115.7 მუხლი).

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა დათავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტების მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობაა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; იძულებაა – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. 14.2 მუხლით, არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

პალატა განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ანუ ემოციური (მორალური) ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და იგი ხშირად შეფარვით ხასიათს ატარებს. იგი ყველაზე ძნელად ამოსაცნობი ძალადობის ფორმაა, რადგან არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი. ამ ტიპის ძალადობა დამახასიათებელია ძალაუფლების დისბალანსის სიტუაციებში, როგორიცაა ძალადობრივი ურთიერთობები, ძალადობა, განსაკუთრებით სამუშაო ადგილებზე და ბავშვთა ძალადობა. ძალადობის ეს ფორმა აზიანებს მთლიანად პიროვნებას, შესაბამისად ცალკეულ შემთხვევებში სიმძიმის თვალსაზრისით უსწრებს ძალადობის სხვა ფორმის გამოვლინებით დამდგარ შედეგებს.

 

კონფლიქტის ტაქტიკების სკალის (CTS) მიხედვით, ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხყოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა, მუდმივად გაკრიტიკება, მუდმივი დამცირება, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი. ამგვარი სახის ძალადობამ მისი ინტენსივობისა და ემოციური ზეწოლის სიმწვავის გათვალისწინებით შეიძლება გამოიწვიოს: დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, შფოთვა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, ქცევითი პრობლემები სკოლაში, ბავშვსა და მშობელს შორის კავშირის შესუსტება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა.

 

ზემოაღნიშნულზე კიდევ უფრო დამძიმებულია ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგი არასწრულწლოვან შვილებთან მიმართებაში, რადგანაც ისინი სრულწლოვნებთან შედარებით უფრო მოწყვლადნი არიან. ამგვარი სტრესული გარემო იწვევს არასრულწლოვნის ფსიქიკისა და ცნობიერების დამახინჯებას, რაც მთლიანად საზოგადოებაში არაჯანსაღი სიტუაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მრავალი რისკი არსებობს იმ ბავშვების ჯანსაღ განვითარებასთან დაკავშირებით, რომლებიც განმეორებადი ცოლ-ქმრული კონფლიქტის მომსწრენი არიან და შესაბამისად ამ ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანი მსხვერპლად მოგვევლინება.

 

პალატა მიუთითებს, რომ ზოგადად ბავშვისთვის ოჯახი არის შესაძლებლობა, რომლის საშუალებითაც ყალიბდება მისი ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების პირობები, ანუ მიმდინარეობს მისი სოციალიზაცია. მეუღლეებს, მათ შორის ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ბავშვი აკვირდება ქცევის ფორმებსა და ნიმუშებს, რომლებსაც შემდგომ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისათვის იყენებს. მშობლებთან ურთიერთობისას, ბავშვი იძენს ცოდნასა და წესებს, რომელიც მომავალში მის მიერ მშობლის როლის შესრულებას განსაზღვრავს. ფაქტობრივად, ის ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან მათ შორის განქორწინებულ მშობლებს შორის უსიამოვნების შემცველი ინტერაქციის მომსწრენი, ხდებიან უფრო სენსიტიურნი ცოლ-ქმრული კონფლიქტის მიმართ, რაც მათ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ამ ზეგავლენებისადმი. ბავშვებს, რომლებიც სენსიტიურნი არიან კონფლიქტის მიმართ, ნაკლებად ძალუძთ გაუმკლავდნენ დარდსა (პრობლემებს) და აგრესიას, რომელიც უმცირესი უთანხმოებების შემთხვევაშიც კი განაპირობებს მათში ფიზიოლოგიურ აღგზნებას და ემოციურ დისტრესს, რომელსაც შიშის, ბრაზისა და სევდის ფორმით გამოხატავენ. ბავშვები, რომლებიც ხდებიან საკუთარ მშობლებს შორის განმეორებადი დესტრუქციული კონფლიქტის მაგალითების მომსწრენი, აგრეთვე ავლენენ მცდელობებს, რომ თვითონ ჩაერთონ კონფლიქტში, ან ექომაგებიან ერთ-ერთ მშობელს, რომ შეაჩერონ მათ შორის მიმდინარე დაპირისპირება.ის არასრულწლოვნები, რომლებიც თავიანთი მშობლების მიერ კონფლიქტური შემთხვევების კონსტრუქციულად გადაჭრის მექანიზმებს ხედავენ, რეალურად იღებენ ძალიან დიდ სარგებელს იმის ნახვით, თუ როგორ უმკლავდებიან კონფლიქტს მათი მშობლები. ისინი სწავლობენ პრობლემის კონსტრუქციულად მოგვარების უნარებს, რომელსაც მომავალში, საკუთარი კონფლიქტების გადასაჭრელად გამოიყენებენ. კონსტრუქციული კონფლიქტი აგრეთვე აძლიერებს ბავშვის დაცულობის გრძნობას ოჯახში და იგი აღიქვამს ოჯახს, როგორც სტაბილურობის, თანაგრძნობისა და სიყვარულის წყაროს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად „ძალადობის მსხვერპლი ბავშვი“ განმარტებულია როგორც არასრულწლოვანი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა). ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით ძალადობა არის პირის მიერ ბავშვის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება განხორციელდა/ხორციელდება განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე. ძალადობად მიიჩნევა: „თ.გ“ - ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, მათ შორის, ოჯახის წევრის მიერ/მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლში მითითებული ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას ბავშვის მიერ განცდილი ძლიერი ემოციური სტრესი, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას ან დაშინებას; „თ.ე“ - იძულება - ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, მათ შორის, იძულებითი ქორწინება, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა ან/და თანამონაწილეობა, ნივთიერებათა ავად მოხმარების, მოწყალების თხოვნის, აგრეთვე ბავშვის ჩართვას შრომით საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, რომელიც იწვევს მისი საბაზისო უფლებების (განათლების, ჯანსაღ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებას) შეზღუდვას. იძულებად ჩაითვლება ბავშვის შრომის შედეგად მოპოვებული თანხის მთლიანი ან/და ნაწილობრივი მითვისება; „თ.ვ“ - „უგულებელყოფა“ ნიშნავს მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის ფიზიკური (მათ შორის, კვება, ჰიგიენა, საცხოვრისი), ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვას, საფრთხისაგან დაუცველობას, დაბადების რეგისტრაციის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის, აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობას, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

 

დადგენილების მე-8 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან ბავშვთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისგან ბავშვის განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა, მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება და ამ ნაკლებად მკაცრმა ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რაც გამოიწვევს ბავშვის გარდაუვალ დაღუპვას ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას. მე-8 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ბავშვის აზრი იმის შესახებ, თუ სად განთავსდება იგი, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ასაკის და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

,,მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის კონვენციის მიხედვით ,,მშობლის პასუხისმგებლობის“ მოიცავს მშობლის უფლებამოსილებას ან სხვა ანალოგიურ დამოკიდებულებას, რომელიც განსაზღვრავს მშობლების, მეურვეების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უფლებებს, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ბავშვის პიროვნებასთან ან ქონებასთან მიმართებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და განსაზღვრულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალ---- იძლევა ცალსახა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ., სუსგ №ას-602-570-2015, 20.11.2015წ.).

 

პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი წერილობითი მტკიცებულება (ექსპერტის დასკვნა, ფსიქოლოგის დასკვნა, მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხვა), რაც მათი საკმარისობისა და პრიორიტეტულობის თვალსაზრისით სასამართლოს აძლევს არასრულწოვან ლ------–--------- ფსიქო-ემოციური პორტრეტის და ბიოლოგიური დედის მიმართ ქცევის მიზეზებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას ლ------–--------სა და მის ბიოლოგიურ დედას შორის ურთიერთობის დაძაბვაში მამის მხრიდან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის შესახებ და აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში მამის ოჯახში ცხოვრებამ გამოიწვია ერთ-ერთი მშობლის (მამის) მიმართ ცალმხრივი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, რაც ხელს უშლის მის სრულფასოვნად განვითარებას, ინდივიდად ჩამოყალიბებას. ცალსახაა, რომ შვილს პოზიტიური ემოციური კავშირი უნდა ჰქონდეს ორივე მშობელთან, რაც ეხმარება მას დაძლიოს შიში, შფოთვა, გაუმკლავდეს სტრესს და შეიმეცნოს სამყარო. პოზიტიური მიჯაჭვულობა ბავშვის ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ემოციური იმპულსების კონტროლის უნარის ფორმირებას, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გაჩენას, საკუთარი და სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარის გამომუშავებას, სხვა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას უწყობს ხელს. მიჯაჭვულობის დარღვევა ზეგავლენას ახდენს არა მარტო სოციალურ კონტაქტებზე, სინდისზე, პირადი ღირსების გრძნობების ჩამოყალიბებაზე, ემპათიის უნარზე, არამედ ის ბავშვის ემოციური, სოციალური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს, რასაც მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი ლ------–-------- განიცდის. პალატის მოსაზრებით, შეუძლებელია მას უარყოფითი ემოციები გააჩნდეს ბიოლოგიური დედის მიმართ, თუ არა მის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირის, მამის უარყოფითი ზეგავლენა. ამ გარემოებას კიდევ უფრო ამყარებს ლ------–--------სთან გასაუბრება, რომლის მიხედვითაც ლ---- დედასთან თავს გრძნობს კომფორტულად, არის მშვიდი, გაწონასწორებული, თუმცა აცხადებს, რომ კარგად არ იცნობს დედას. პალატის მოსაზრებით, დედასთან გაუცხოვება სწორედ ლ------–--------- გარემოცვის დამსახურებაა, შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ სახეზეა არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესის უგულებელყოფა - მშობლის მიერ ფსიქოლოგიური საჭიროების დაუკმაყოფილებლობა დედასთან ბუნებრივი კავშირის აღდგენის თვალსაზრისით, რაც არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების სამართლებრივ პრეტენზიას დამცავი ორდერის ვადის ექვსი თვით განსაზღვრასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

არასრულწლოვან ლ------–--------- მის ბიოლოგიურ დედასთან დამოკიდებულების გათვალისწინებით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მას ჩამოუყალიბდა, პალატა დამცავი ორდერის სამი თვით გამოცემას ამ ეტაპისთვის საკმარისად მიიჩნევს. საჭიროების შემთხვევაში საჩივრის ავტორს გააჩნია ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციით სარგებლობის უფლება.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც აპელანტების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. სასამართლო ხარჯები

 

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 2113-15 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 3-0-ე, 3-1-ე, 3-7-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილებისა და დ-------–--------- საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ნანა კალანდაძე

 

ხათუნა ხომერიკი