განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200100119003013819
საქმე № 1ბ/1191-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივლისი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
კ-------------–--- პროკურატურის პროკურორის ე-–---- ტ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბ------ დ----ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, მცხოვრები: თ--–-------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით, ბ------ დ----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 5 მაისიდან 2019 წლის 5 ივნისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1500 (ათასხუთასი) ლარით და საბოლოოდ ბ------ დ----ეს მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ დ----ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქალაქ თ--–--–------------------------–- მდებარე კორპუსში, ყოფილი მეუღლის, ხ------- გ--------–---–ის საცხოვრებელ ბინასთან მისულმა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა, ბ------ დ----ემ დაიწყო ყვირილი და სახლში მყოფი ხ------- გ--------–---–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ასევე, ახდენდა ბინის კარზე მუშტებისა და ფეხების მრავალჯერად დარტყმას, რა დროსაც დაჟინებით მოითხოვდა კარის გაღებას და შვილის გ--- დ----ის ნახვას. ბ------ დ----ემ არ დაიჯერა ხ------- გ--------–---–ის განმარტება, რომ გ--- დ----ე სახლში არ იმყოფებოდა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა ხ------- გ--------–---–ის მიმართ, შედეგად ხ------- გ--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური სახის ზიანი.
თელავის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ-------------–--- პროკურატურის პროკურორმა ე-–---- ტ-----–---–მა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. საჩივრის თანახმად, ბ------ დ----ის მიმართ სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. აპელანტის მოსაზრებით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაცია, რომ ბ------ დ----ე განქორწინებულია მეუღლესთან და რამდენიმე წელია ახორციელებს მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც ადასტურებს ბრალდება და მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. პროკურორის მითითებით, ბ------ დ----ე ადრეც იყო პასუხისგებაში მიცემული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუქნტით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ განსაზღვრული ჰქონდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. მიუხედავად ამისა ვერ მოხდა მისი რესოციალიზაცია, კვლავ განაგრძო ფსიქოლოგიური ძალადობა და შვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რისთვისაც მის მიმართ შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. ასევე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ალკოჰოლის სისტემატური მომხმარებელია და დანაშაულსაც ამ მდომარეობაში ჩადიოდა, რაც ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მის მიერ კვლავ იქნება მსგავსი დანაშაული ჩადენილი.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი არაა ასევე შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ-------------–--- პროკურატურის პროკურორის ე-–---- ტ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ------ დ----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.
ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ: დაზარალებულ ხ------- გ--------–---–ის, ასევე მოწმეების: ქ------- გ--------–---–ის, ბ---------------–---–------------–----–-–---–------------------------------ გამოკითხვის ოქმების, ალკოტესტით შემოწმების ოქმის და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ------ დ----ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კ-------------–--- პროკურატურის პროკურორის ე-–---- ტ-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
დასახელებული მოთხოვნების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება.
მათ შორის სასჯელის ინდივიდუალურობის პრინციპის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ბ------ დ----ის მიმართ, სწორად დაადგინა პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოები. კერძოდ, სწორად მიუთითა, რომ შემამსუბუქებელ გარემოებებს წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მოინანიება; გარდა ამისა ბ------ დ----ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, ბ------ დ----ის ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის, რაც ჩადენილი იყო ოჯახის წევრის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელ რაიმე ახალ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრის ხარსხთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა ზოგად მიდგომას, არამედ კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკას.
განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეაფრდებული ჰქონდა პატიმრობა რაც გაგრძელდა ერთი თვის განმავლობაში. ეს მოცემულობა ტოვებს საფუძველს დასკვნისათვის, რომ როგორც ზოგადი, ისე კერძო პრევენციის მიზნებისათვის დანიშნული სასჯელი არ წარმოადგენს მსუბუქს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ სეციფიკიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელი არ ტოვებს განცდას, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში გამოყენებული არ იქნება სასჯელის მკაცრი სახე და ზომა, მათ შორის თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ დანიშნული საბოლოო სასჯელი, პატიმრობაში გატარებულ დროსთან ერთად, იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და სიმძიმე.
რაც შეეხება ბ------ დ----ის მიდრეკილებას ალკოჰოლის მოხმარებისადმი - პალატის ყურადღების გარეშე ვერ დარჩება ის გარემოება, რომ პირველი ინსტანცის სასამართლოს წარედგინა შპს „თ--–------------------------–----------–--------“ ცნობა, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულმა ჩაიტარა ალკოჰოლური კოდირება ერთი წლის ვადით. აღნიშნული ცალსახად უთითებს, რომ მსჯავრდებულმა გააცნობიერა ეს პრობლემა და ცდილობს გათავისუფლდეს ამ მავნე ჩვევისაგან. ამ დასკვნის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ბრალდებას არა თუ არ წარმოუდგენია, არამედ ამ საკითხს საერთოდ არ აქვს ბრალდების მხარის მიერ შეფასება მიცემული სააპელაციო საჩივარში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ------ დ----ეს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი. დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენი ბ------ დ----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ-------------–--- პროკურატურის პროკურორის ე-–---- ტ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 12 ივნისის, განაჩენი ბ------ დ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ბ------ დ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 5 მაისიდან 2019 წლის 5 ივნისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1500 (ათასხუთასი) ლარით და საბოლოოდ ბ------ დ----ეს მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი