განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
330100119002975762
ინსტანცია
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002975762

საქმე №1/ბ-1120-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით თბილისი

29 ივლისი, 2019 წელი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქის (----------------------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------------------------------------–----------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განაჩენით:

 

ვ--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ვ--------------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დაწესებული შეზღუდვა გაუქმდა;

 

ვ--------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 14 მარტს, ვ--------------–--ის მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა მეუღლესთან, მ-----–--------–--ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 4 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ---–--–---------------------------------------------–---------------------------------–ი მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, ვ--------------–--ემ პირადად დაამყარა კომუნიკაცია მ-----–--------–--ესთან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----–----–---–--ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ვ--------------–--ეს ჩადენილი დანაშაულისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;

 

ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასაჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი ქმედების ხასიათი და ხარისხი, ასევე დამნაშავის პიროვნება. აპელანტის პოზიციით, დანიშნული არასამართლიანი და მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ--------------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ--------------–--ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ვ--------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ - მ-----–--------–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ნ--------–---------------–----------------------------------- ვ--------------–--ის (შვილი), ვ---------------–---–-ს, შემაკავებელი ორდერით N-----------------------–--ის დაკავების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელი განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და მისი საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალტა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და ვ--------------–--ეს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელის სახე. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ ვ--------------–--ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განაჩენი ვ--------------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ვ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მხედველობაში იქნას მიღბული, რომ მსჯავრდებულ ვ--------------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო და დაწესებული შეზღუდვა გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი