განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
080100119002828532
ინსტანცია
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119002828532

საქმე №1/ბ-493-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------------- რ-----ის ძე ს---–-------ის მიმართ, დაბადებული: 06.07.1984წ. პირადი ნომერი: 6----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქუთაისი, შ----------------–--–---------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, დ-------–-----–--------------------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ------------- ს---–-------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქუთაისში, ა---–--------------------------------------ში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კ------------- ს---–-------ე ყოფილ მეუღლეს, მ------ ღ------ეს შერიგების მოთხოვნით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მ------ ღ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით კ------------- ს---–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებული კ------------- ს---–-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი და იგი გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი. გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულს მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, საქმეში არ არსებობს ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ რაიმე სახის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტანჯვის ფაქტს. სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს, ვინაიდან მათში ასახული ინფორმაცია ეფუძნება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც არ მისცა ჩვენება, ამავე მოტივით სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე ზ--- ხ----–--–---ს ჩვენებაც.

 

მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე პროკურორს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯვარდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ------------- ს---–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა მ------ ღ------ემ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).

 

მოწმეებმა ი-----–- ღ------ემ და მ------ ღ------ემ ასევე ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მამა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ--- ხ----–--–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ მ------ ღ------ე არის მისი შვილი, ხოლო კ------------- ს---–-------ე არის სიძე, თუმცა მეუღლეები ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ და ბოლო ერთი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. მოწმის განმარტებით შემთხვევის დღეს ღამის საათებში, კ------------- ს---–-------ე მათთან სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, მ------ ღ------ემ და კ------------- ს---–-------ემ იკამათეს, თუმცა თავად ზ--- ხ----–--–--- ამ კამათში არ ჩარეულა. მისი განმარტებით მ------ კ-------------ს სთხოვდა წასულიყო და ნუ მიდიოდა ნასვამ მდგომარეობაში. კ------------- ს---–-------ე მეუღლეს თხოვდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მის საყვარელს მოკლავდა, ამან მ------ს შეშინება გამოიწვია, სახეზე ფერი აღარ ედო. მ------ ძალიან გაღიზიანდა და რაღაც საგანი ესროლა ფანჯარას და ჩაამტვრია, შემდგომ პოლიცია მივიდა და მოწმის სახით გამოკითხეს.

 

საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მოქალაქე მ------ ღ------ის განცხადების საფუძველზე, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების N------- თანახმად: 2018 წლის 26 დეკემბერს 03:57 საათზე 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ა---–-------------------------------ში მ------ ღ------ეს, ყოფილმა მეუღლემ კ------------- ს---–-------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, კ------------- რ-----ის ძე ს---–-------ე დაკავებულ იქნა 2018 წლის 26 დეკემბერს 04:15 საათზე.

 

საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად: დათვალიერება მიმდინარეობდა 2018 წლის 26 დეკემბერს 07:30 საათიდან 07:50 საათამდე დროის მონაკვეთში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, ახ--–----------------------------------ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოწმე მ------ ღ------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მან ჩაამსხვრია სამზარეულოს ფანჯარა.

 

საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული ამბულატორიული სასამართლო- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად: მ------ ღ------ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ კ------------- ს---–-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირების და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და მ------ ღ------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედებები არ გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული შემაკავებელი ორდერით N------ ირკვევა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს მოძალადე კ------------- ს---–-------ემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა მსხვერპლს მ------ ღ------ეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგრეთვე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში გამართლების თაობაზე, იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი ქმედებაა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ფაქტის შემსწრე, თვითმხილველ მოწმე ზ--- ხ----–--–---ს ჩვენებას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს კოსნტანტინე ს---–-------ე მათთან სახლში მივიდა ღამე ნასვამ მდგომარეობაში, იგი შერიგებას სთხოვდა ყოფილ მეუღლეს მ------ ღ------ეს, რომელიც კ------------- ს---–-------ეს წასვლას თხოვდა, რის გამოც ეს უკანასკნელი გაღიზიანდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც მ------ ღ------ე ძალიან შეაშინა და სახეზე ფერი აღარ ედო, იყო ძალიან გაღიზიანებული, რის გამოც ჩაამტვრია სამზარეულოს ფანჯარა და მანვე გამოიძახა პოლიცია. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მ------ ღ------ემ მიუთითა სწორედ იმ ფანჯარაზე, რომელიც ჩაამტვრია კონფლიქტის დროს. საქმეში ასევე წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს 03:57 საათზე 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად ქუთაისში, ა---–-------------------------------ში მ------ ღ------ეს, ყოფილმა მეუღლემ კ------------- ს---–-------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ შემაკავებელი ორდერს N------, რომლის თანახმად 2018 წლის 26 დეკემბერს მოძალადე კ------------- ს---–-------ემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა მსხვერპლს მ------ ღ------ეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგრეთვე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევისას მ------ ღ------ე დეტალურად გადმოსცემს ფაქტობრივ გარემოებებს და უთითებს, რომ შემთხვევის დღეს კ------------- ს---–-------ე მივიდა მასთან მოულოდნელად სახლში ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც დაემუქრა, რომ თუ მასთან არ იცხოვრებდა მოკლავდა, მან მუქარის განხორციელების შიშით და ასევე კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით სთხოვა წასულიყო და თავი დაენებებინა მისთვის, ითხოვა დახმარება პოლიციაში და ასევე შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

 

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თავად დაზარალებულმა სასამართლოში არ მისცა ჩვენება კ. ს---–-------ის წინააღმდეგ, პალატას ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ კ. ს---–-------ემ ჩაიდინა მ. ღ------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

ამასთან, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ მ------ ღ------ის მხრიდან კ------------- ს---–-------ის მიერ განხორციელებული მუქარის რეალურად აღქმას ადასტურებს მოწმე ზ--- ხ----–--–---ს ჩვენება, რომელმაც დეტალურად გადმოსცა მ------ ღ------ის ემოციური მდგომარეობა და განმარტა, რომ სწორედ ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის გამო მ------მ რაღაც საგანი ესროლა ფანჯარას, ამასთან მეუღლის მხრიდან მუქარის გამო იყო შეშინებული და სახეზე ფერი აღარ ედო.

 

სააპელაციო პალატას აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ მიჩნეული ზემოაღნიშნულ მტკიცებულებები თანმიმდევრული, ურთიერთთავსებადი და სარწმუნოა და სასამართლოს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

 

აქვე პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს სააპელაციო საჩივრით რაიმე ახალი გარემოება ან არგუმენტი, რაც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულ კ------------- ს---–-------ის ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მისი გამართლების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ კ------------- ს---–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი კ------------- ს---–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

კ------------- ს---–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ------------- ს---–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 26 დეკემბრიდან - დღიდან დაკავებისა.

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე