განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
130100118002527686
ინსტანცია
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002527686

საქმე №1/ბ-1062-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივლისი 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ბ----------------–---–ის,ადვოკატ: გ-----------------–---–ის,მსჯავრდებულ: ი-------------–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი------------------–----------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ქ-----–--------------------–------–ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ხ-–------------------------------–---------------------------–-“, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენით ი-------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

ი-------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 16 მაისს, შუადღის საათებში, ხ-–------------------------–----------–---–-------------------–----------------------------“ შენობის ეზოში მყოფმა ი-------------–-–---–მა, იმ საბაბით, რომ რამდენიმე დღის უკან დაზარალებულის მცირეწლოვანმა შვილმა თამაშის დროს მას შემთხვევით მოარტყა ბურთი, წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ზურგის არეში ხელის ერთი დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ-------–------------–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-------------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-----------------–---–მა, რომელთაც მოითხოვეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენის გაუქმება და ი-------------–-–---–ის გამართლება წარდგენილ ბრალდებაში.

აპელანტები აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ გამოტანილ განაჩენში მსჯელობის გარეშეა დატოვებული სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს წამოჭრილი გარემოებები, რომელთა ერთობლიობაც ეჭვქვეშ აყენებს იმ მტკიცებულებათა უტყუარობას, რომლებზეც სასამართლომ გასცა დეტალური პასუხი. კერძოდ, მოწმე მ--------------–---–მა დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ თ-------–------------–სა და ი-------------–-–---–ს შორის ჩხუბი არ მომხდარა, მეტიც მან აღნიშნული აღიქვა როგორც ხუმრობა. იგივე გარემოებებზე საუბრობს მოწმე რ------------------–ი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ირმა დურგლიშვის მიერ განხორციელებულ ქმედებას. აპელანტების პოზიციას, ი-------------–-–---–ის გამათლებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ი-------------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვისას, ი-------------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ცხოვრობს ხ-–------------------------–----------–---–-------------------–----------------------------’’ შენობაში. აღნიშნული შენობა დაკავებული აქვთ დევნილებს. მეზობლებს მის მიმართ აქვთ აგრესიული დამოკიდებულება და ხშირად არის კონფლიქტური სიტუაცია. 2018 წლის 16 მაისს, როდესაც ეზოში იმყოფებოდა, კვლავ მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება თ-------–------------–ს და მას, რა დროსაც ყელთან მიუტანა ორივე ხელი მაგრამ არ მოუჭერია. მხოლოდ თმაზე შეახო ხელი.

მანვე განმარტა, რომ მისი მხრიდან ასეთი სახის მოქცევა განაპირობა იმ შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა, რაც თ-------–------------–მა მისი მისამართით გამოთქვა.

 

დაზარალებულმა თ-------–------------–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ხაშურის რ---------------–----------–---–-------------------–--------------------------–--- მის მეზობლად ასევე ცხოვრობს ი-------------–-–---–ი. შემთხვევამდე გარკვეული პერიოდის უკან მისმა მცირეწლოვანმა შვილმა თამაშის დროს ი-------------–-–---–ს შემთხვევით მოარტყა ბურთი. აღნიშნულზე ი-------------–-–---–სა და თ-------–------------–ს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. შემთხვევის შემდგომ ი-------------–-–---–ი მას სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თუმცა შემთხვევის დღეს 2018 წლის 16 მაისს, მოულოდნელად, ზურგის არეში დაარტყა ხელი, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. იძულებული გახდა მომხდარი ფაქტის შესახებ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის. დაზარალებულმა ისიც აღნიშნა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღის წინაც ი-------------–-–---–მა სცადა ხელის კვრა და მისი კიბეებზე დაგორება.

 

მოწმე მ--------------–---–მა განმარტა, ი-------------–-–---–იც და დაზარალებულიც მისი მეზობლები არიან. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 16 მაისს, ის, სხვა მეზობლებთან ერთად, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ აივანზე, რომელიც მიწიდან ოთხი საფეხურის სიმაღლეზეა, ესაუბრებოდა თ-------–------------–ს, რა დროსაც თ-------–------------–ის უკნიდან მივიდა ი-------------–-–---–ი, რომელმაც ხელი დაარტყა ბეჭების არეში. დარტყმის დროს თ-------–------------–ი იდგა საცხოვრებელ კორპუსში შესასვლელ აივანზე და კედელზე დამაგრებულ სარეცხის საფენ რკინის ჯოხს რომ არ დაყრდნობოდა, ძირს დავარდებოდა. მოწმემ ისიც განმარტა, რომ ხელჩართული ჩხუბი ი-------------–-–---–სა და დაზარალებულს შორს არ მომხდარა.

 

მოწმე რ------------------–მა განმარტა, რომ არის დაზარალებულის დედამთილი. მათ მეზობლად ცხოვრობს ი-------------–-–---–ი. 2018 წლის 16 მაისს, როდესაც შედიოდა საცხოვრებელ სახლში, გაიგონა ხელის დარტყმის ხმა, როდესაც მოიხედა დაინახა, თ-------–------------–ი ეუბნებოდა ი-------------–-–---–ს რატომ დამარტყიო. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ კედელზე დამაგრებულ სარეცხის საფენ რკინის ჯოხს რომ არ მოჭიდებოდა ძირს გადავარდებოდა. მოწმემ ისიც განმარტა, რომ წარსულში რამდენიმე დაპირისპირება მოუვიდათ დაზარალებულს და ი-------------–-–---–ს. მიზეზი იყო ბავშვის მიერ ბურთის მორტყმა. ამ ფაქტის შემდგომ ი-------------–-–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თ-------–------------–ის ოჯახს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ასევე დაიკითხა გამომძიებელი გ--------------–--ე, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა მითითებული საგამოძიებო მოქმედება და შეადგინა სათანადო ოქმი. მან განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამოღებული არ ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი დ-----------------ე, რომელმაც განმარტა, რომ შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა თ-------–------------–მა. გამოძიების პროცესში გამოიკითხნენ მოწმეები, ასევე თ-------–------------–ი და ი-------------–-–---–ი. თ-------–------------–მა დაადასტურა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ხოლო ი-------------–-–---–მა განმარტა, რომ მხოლოდ თმები მოქაჩა, რომელსაც დანაშაულად არ მიიჩნევდა. მოწმემ განმარტა, რომ მის მიერ დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დასკვნის შესაბამისად თ-------–------------–ს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოწმეთა გამოკითხვის დროს ცნობილი გახდა დაზარალებულსა და ი-------------–-–---–ს შორის წარსულში არსებული დაპირისპირების თაობაზე. რა დროსაც ი-------------–-–---–ი მიიჩნევდა, რომ თ-------–------------–ის ბავშვმა განზრახ გაარტყა ბურთი. პოლიციის განყოფილებაში წარსულშიც იყო შემოსული შეტყობინება ამ კონკრეტული კორპუსიდან. თუმცა არც ერთი მათგანი არ შეიცავდა სისხლის სამართლის ნიშნებს.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი მ--–-----------------, რომელმაც განმარტა, რომ შიდა ქართლის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2018 წლის 18 მაისს შევიდა ექსპერტიზის მოთხოვნა ამბულატორიული წესით. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო კითხვები: აღენიშნება თუ არა თ-------–------------–ს სხეულზე დაზიანების ნიშნები, დადებით შემთხვევაში რით არის მიყენებული, როგორია მათი სიმძიმის ხარისხი, ხასიათი და ხანდაზმულობა. როგორც დადგენილებიდან, ასევე თ-------–------------–თან გასაუბრების პროცესში, გაირკვა, რომ 2018 წლის 16 მაისს, ი-------------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ხელის ბეჭებში დარტყმით. ამ პერიოდში ტკივილის ჩვილები არ ჰქონია. მოქალაქე თ-------–------------–ს, სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკური დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ი-------------–-–---–ის და მის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-----------------–---–ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს წამოჭრილი გარემოებები, ეჭვქვეშ აყენებს მტკიცებულებათა უტყუარობას და მოწმეთა განმარტებით დაზარალებულსა და ი-------------–-–---–ს შორის ჩხუბი არ მომხდარა. სააპელაციო პალატა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულებრივ და შესაბამისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის.

 

სასამართლო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სასამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან შეთანხმებულია, მტკიცებულებებს შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს ი-------------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-------------–-–---–ის მიერ, თ-------–------------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია დასტურდება, როგორც დაზარალებულის ისე მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ: დაზარალებულმა თ-------–------------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა და დეტალურად აღწერა კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა ი-------------–-–---–მა მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რაც გამოიხატა ზურგის არეში ხელის ერთი დარტყმით, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ი-------------–-–---–ის მხრიდან თ-------–------------–ის მიმართ განხორციელებული ძალადობა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სრულად დადასტურდა მოწმის სახით დაკითხულ მ--------------–---–ის და რ------------------–ის ჩვენებებით. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი-------------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ი-------------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი-------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი-------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი ი-------------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი-------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

ი-------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია.

 

კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ი-------------–-–---–ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი