განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-40310018002785275
საქმე №3ბ/989-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
წარმომადგენელი - ზ-------------ე;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ი------------–---–ი, თ----- თ------ი, გ------ი თ------ი;
ი------------–---–ის წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ი------------–---–ის, თ----- თ------ისა და გ------ი თ------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მოსარჩელეებისათვის კ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე 4803 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. ი------------–---–ის, თ----- თ------ისა და გ------ი თ------ის სარჩელი კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების დავალდებულების შესახებ ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2-----–-–------------------ის №-------- წერილის საფუძველზე, ამავე სააგენტოს მიერ 2----–-–-----------------ს მომზადებულ №------------ სიტუაციურ ნახაზზე №------------ საკადასტრო კოდით მონიშნულ, კ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე 4803 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე, საკითხის ხელახლა განხილვისას გამოიკვლიოს ი------------–---–ის, გ------ი და თ----- თ------ების, ასევე სხვა პირთა უფლების არსებობა და ფარგლები, სათანადოდ დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, დადებით შემთხვევაში, თვითნებურად დამკავებელ პირთა ვინაობა და საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო მიწაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით და 800 (რვაასი) ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის, სულ 900 (ცხრაასი) ლარის გადახდა დაეკისრა ი------------–---–ის, გ------ი და თ----- თ------ების სასარგებლოდ. მოცემულ საქმეზე ი------------–---–ის მიერ 2----–-–----------------ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება №-, რეფერენსი-----------) დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. დადგენილია, რომ კ---ის რაიონის ლ-------ის სასოფლო - საბჭოს აღმასკომის სოფელ თ------ების 1-------- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ------ ვ-–--------ის ძე პ---–---–ი (ეწერა თ------ი და გადახაზულია); კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან თ----- პ---–---–ი (დედა), ე-–------- თ------ი (რძალი; გადახაზულია, წავიდა კ---ში), ი--------------ე (ბიძაშვილი; გადახაზულია გადავიდა ცალკე კომლად). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1-------- წლების ჩანაწერებით 50 მ2 საცხოვრებელი სახლი, 1-------- წლებში სახლი მითითებული არ არის და 1-------- წლების ჩანაწერებით - 0,39 ჰა მიწის ფართობი. (ტომი I, ს.ფ. 66-67).
2.2.2. ლ-------ის თემის საკრებულოს სოფელ თ------ების 1-------- წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ--–------ გ------ის ძე თ------ი (ეწერა გ------ ვ-–--------ის ძე პ---–---–ი და გადახაზულია, გარდაიცვალა); კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან თ----- პ---–---–ი (დედა; გადახაზულია, გარდაიცვალა), ვ--–------ გ------ის ძე თ------ი (შვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1--- წლის ჩანაწერით 50 მ2 საცხოვრებელი სახლი, მიწის ფართობი მითითებული არ არის; კ---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ლ-------ის თემის საკრებულოს სოფელ თ------ების 1--- წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით თ----- პ---–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართობი: არსებული - 0,71, დამატებითი - 0,29 (დოკუმენტი ხელმოწერილია ბეჭდის გარეშე); სოფელ თ------ებისა და ხ----ის 2--- წლის მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიაში სოფელ თ------ების სიით თ----- პ---–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,60 მიწის ფართობი (დოკუმენტი ქსეროასლია) (ტომი I, ს.ფ. 66-67).
2.2.3. ვ--–------ თ------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან ი------------–---–ი, თ----- თ------ი, გ------ი თ------ი (ტომი I, ს.ფ. 42-45).
2.2.4. ლ-------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის გასული კომლებისა და სოფელ თ------ების 1-------- წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებში არ ირიცხება ვ--–------ გ------ის ძე თ------ის კომლი და უძრავი ქონება, და არ ირიცხება არც სხვა კომლში წევრად; კ---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ლ-------ის თემის საკრებულოს სოფელ თ------ების 1--- წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიასა და სოფლების - თ------ებისა და ხ----ის 2--- წლის მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით სოფელ თ------ების სიაში ჩანაწერი ვ--–------ გ------ის ძე თ------ისა და გ------ პ---–---–ის მიწის ფართობის შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო სოფელ თ------ების 2--- წლის დოკუმენტები კ---ის არქივში დაცვაზე არ შესულა. (ტომი I, ს. ფ. 66-67).
2.2.5. კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობისა და 2----–-–-----------------ის №---------- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ი------------–---–ის, თ----- თ------ისა და გ------ი თ------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა: ა) კ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ თ------ებში მდებარე 5 555 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 6----------- (ტომი I, ს.ფ. 75-77); ბ) კ---ისმუნი ციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე 1 332 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 6----------- (წინა კოდი 6-----------); ამ რეგისტრაციას ასევე საფუძვლად უდევს სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა სია №---- (ს.ფ. 78-80); გ) კ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე 2 013 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 6----------- (ს.ფ. 72-74); დ) კ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე 1046 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 6----------- (ს. ფ. 85-87) (ტომი I, ს. ფ. 154-155).
2.2.6. ი------------–---–ი ფიქსირდება გ------ი თ--------–---–ის კომლის ერთ-ერთ წევრად კ---ის რაიონის სოფელ ლ-------აში (ტომი I, ს. ფ. 63).
2.2.7. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმებით კ---ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღიარებული იქნა კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთისა და ი------------–---–ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა №6----------- და № 6----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ 2 უძრავ ქონებაზე; № 6----------- საკადასტრო კოდით არსებულ სარეგისტრაციო მასალებში არსებობს კ---ის არქივის 2----–-–-----------------ის №---------- მიმართვაში ასახული მიწის ნაკვეთისა და ი------------–---–ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურების შესახებ კ---ის მუნიციპალიტეტის მერიის 2-----–-–----------–--ის №------ ოქმიც (ტომი I, ს. ფ. 154-156).
2.2.8. ი------------–---–მა 2----–-–---------------ს №------------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა კ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე იმ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რომლის მფლობელად, სისტემური აღწერის მონაცემებით, ფიქსირდება თ----- თ------ი; ეს აღწერა წარმოადგენს დაუზუსტებელ და დაურეგისტრირებელ საკადასტრო მონაცემებს და, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალებით, კერძოდ, კ---ის რაიონის სოფელ ლ-------ის მ----–----------------------------ის 1--- წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, ეს ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო სახნავი მიწის ფართს (ტომი I, ს. ფ. 21, 135-139).
2.2.9. კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობაში მითითებული გ------ ვ-–--------ის ძე პ---–---–ი (თ------ი) და სისტემური აღწერის მონაცემებში მითითებული თ----- თ------ი წარმოადგენს ერთი და იგივე პიროვნებას (ტომი I, ს.ფ. 141-142).
2.2.10. იმ მოტივით, რომ მოძიებული ინფორმაციით არ დადასტურდა ი------------–---–ის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–---------------ს წარდგენილი მასალები 2----–-–-----------------ს გადაუგზავნა კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას იმის დასადგენად, წარმოადგენდა თუ არა ეს მიწა ი------------–---–ის მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართს (ტომი 1, ს. ფ. 19).
2.2.11. გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია (ტომი I, ს. ფ. 90-98).
2.2.12. გ-–---- თ--------–---–ის, ბ--- ბ---–---–ისა და ა------ რ------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილების თანახმად (აქტი), ვ--–------ თ------მა 90-იანი წლებიდან თვითნებურად დაიკავა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2------–-–---------------------ს მომზადებულ №------------ სიტუაციურ ნახაზზე №------------- საკადასტრო კოდით მონიშნული 4803 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც იმავე პერიოდში ააშენა საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე - 2----–-–--------------–ამდე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული მიწის ნაკვეთითა და საცხოვრებელი სახლით დღემდე სარგებლობს ვ--–------ თ------ის მემკვიდრე ი------------–---–ი, რომელიც არის ვალოდი------------–---–ის მეუღლე და 2----–-–-----------იდან ვ--–------ თ------თან ერთად ცხოვრობდა. ი------------–---–ი მითითებულ სახლში ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან - თ----- და გ------ი თ------ებთან ერთად (ტომი I, ს.ფ. 40 - 41).
2.2.13. კ---ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მითითებით, მიწის ნაკვეთი, რაზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი ი------------–---–ის ოჯახის მხრიდან არ არის თვითნებურად დაკავებული; ამ ოჯახის გარდაცვლილი უფროსის მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართს წარმოადგენდა № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ტომი I, ს. ფ. 61).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონი, დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წინააღმდეგობრივად და ურთიერთშეუსაბამოდ მიიჩნია კ---ის მუნიციპალიტეტის მერიის ის პოზიცია, რომ ერთ შემთხვევაში კ---ის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადასტურა კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №-------- საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთისა და ი------------–---–ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, რითაც აღიარა ამ ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე მიწის ნაკვეთზე მიუთითებს, რომ არის თვითნებურად დაკავებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეთა სახელზე № 6----------- საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას, როგორც მართლზმოერ მფლობელობაში არსებული მიწა, საჯარო რეესტრის სამსახური დაეყრდნო სწორედ კ---ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის იდენტურობის ოქმს. ამ გარემოებათა გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასაკმარისადაა დასაბუთებული კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შესაბამისი კომისიის პოზიცია, რომ მიწის ნაკვეთი არის ი------------–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობაში მითითებული მიწა.
საქმის განმხილველი სასამართლოს განმარტებით, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაუფლებისა თუ მართლზომიერად ფლობის ფაქტის უფრო მეტად გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ კომისიაში წარდგენილი იქნა გ-–---- თ--------–---–ის, ბ--- ბ---–---–ისა და ა------ რ------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი (აქტი), რომ ვ--–------ თ------მა 90-იანი წლებიდან თვითნებურად დაიკავა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–-----------------ს მომზადებულ №------------- სიტუაციურ ნახაზზე №------------- საკადასტრო კოდით მონიშნული 4803 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც იმავე პერიოდში ააშენა საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე - 2----–-–--------------–ამდე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული მიწის ნაკვეთითა და საცხოვრებელი სახლით დღემდე სარგებლობს ვ--–------ თ------ის მემკვიდრე ი------------–---–ი, რომელიც არის ვალოდი------------–---–ის მეუღლე და 2----–-–-----------იდან ვ--–------ თ------თან ერთად ცხოვრობდა. ი--------------–---–ი მითითებულ სახლში ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან - თ----- და გ------ი თ------ებთან ერთად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ორგანოს იმ განმარტებაზე, რომ სადავო მიწა არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის ის პოზიცია, რომ კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №-------- საარქივო ცნობაში მითითებულია საცხოვრებელი სახლიც (შენობა-ნაგებობა), თუმცა მოსარჩელეების მიერ ამ ცნობის საფუძველზე რეგისტრირებულ არც ერთ მონაცემში შენობა - ნაგებობა არ ფიქსირდება. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალებით, კერძოდ, კ---ის რაიონის სოფელ ლ-------ის მ----–----------------------------ის 1--- წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო სახნავი მიწის ფართს.
ამ გარემოებათა გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს გულდასმით უნდა შეესწავლა წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, სათანადოდ გამოეკვლია, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელეების მართლზომიერ მფლობელობაშია, თუ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, ამ საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით მოეძიებინა და დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა მის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტა, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოსაზრებით არ მომხდარა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გარემოებების გამოკვლევით გაირკვეოდა, მოსარჩელეებმა მართლაც მიმართეს თუ არა იმგვარ ხერხს, რომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტით დაირეგისტრირეს მიწის ისეთი ფართები, სადაც მათ არ ჰქონდათ მართლზომიერი მფლობელობის უფლება (წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულ ფართს) და კომისიის მეშვეობით ცდილობენ ისეთ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებას (სახლსა და მიმდებარე მიწის ნაკვეთზე), რაც წარმოადგენს მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებას (რაზეც მიუთითებს თვით მოპასუხე მხარე).
პირველი ინსტანციის სასამართლომ, მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად მიიჩნია, რომ ერთი და იგივე მიწაზე მართლზომიერად ფლობისა და თვითნებურად დაკავებულობის შესახებ პოზიციების აღრევა და წინააღმდეგობრიობა გამოწვეულია თვით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რაც, საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე სასამართლოს მოსაზრებით არ იძლეოდა სადავო მიწის ნაკვეთზე ცალსახა პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას - თვითნებურად დაკავებულია ეს ფართი თუ წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში მყოფ მიწას, რომლის საფუძვლადაც არსებული კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობა (საკომლო წიგნის ჩანაწერი) გამოყენებულია სხვა მიწის ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელობის დადასტურებისათვის.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემობებზე და განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–------------------------- მომართვით და თანდართული დოკუმენტაციით მიმართა კ---ის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისას "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განხილვის თაობაზე. საქმის სირთულიდან გამომდინარე კომისიას საბოლოო გადაწყვეტილება არ ქონდა მიღებული და საქმისწარმოება განხილვის პროცესში იყო. აპელანტის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით კომისიამ გამოიკვლია დამატებითი გარემოებები და დადგინდა, რომ ასაღიარებელი მიწის ფართობი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი ასევე, მის მიმდებარედ არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები განაშენიანების მიხედვით წარმოადგენს ს------- ტიპის დასახლებას, რომელიც განაშენიანებულია სავარაუდოდ მე-19, მე-20 საუკუნეში, ასევე სისტემური რეგისტრაციის (ე.წ ყვითელი ფენების) მიხედვით ასაღიარებელი მიწის ფართობზე მესაკუთრედ მითითებულია თ-----ი თ------ი, რაც აპელანტის განმარტებით, თავის მხრივ დასტურდება 2----–-–------------–------------ საქართველოს ეროვნული არქივის ცნობით, სადაც აღნიშნულია, რომ კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა, რომ ასაღიარებელი მიწის ფართობი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგეს თ----- თ------ის იგივე, გ------ პ---–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებას. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მხარე ცდილობს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მეშვეობით ისეთი ფართის საკუთრების უფლების აღიარებას (მიწის ფართობი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი) რაც საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულს.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია განცხადებას განიხილავს მიღებიდან 2 თვეში. თუ საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი, კომისია უფლებამოსილია, განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვისა.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ასევე ყურადღებას ამახვილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის მითითებული კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს 2----–-–------------–------------- საქართველოს ეროვნული არქივის ცნობაზე, განმარტავს, რომ ცნობაში აღნიშნულია, რომ კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 50 კვ.მ საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის, როგორც თვითნებურად მითვისებულის აღიარებასაც ითხოვდა დაინტერესებული პირი. აპელირებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის შესაბამისად და საარქივო ცნობის მიხედვით, ასაღიარებელი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად წარმოადგენდა მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ ქონებას, რომლის საკუთრებაში რეგისტრაციაც მითითებული კანონის მე-41 მუხლის შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილებაა. შესაბამისად “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან არ საჭიროებს აღიარებას.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კ---ის მუნიციპალიტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკითხი სრულყოფილად გამოიკვლია და არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად წარმომადგენელს გაუგებრად მიაჩნია გორის რაიონული სასამართლოს მოტივაცია მასზედ, რომ კ---ის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საქმე სათანადოთ არ გამოიკვლია. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ისეთი გარემოება, რომლის გამოკვლევა და შეფასება სასამართლო წარმოებისისას შეუძლებელი იყო, ამასთან ამგვარი გარემოებების დადგენა და შეფასება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ დადგენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა გორის რაიონულ სასამართლოს სადაო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და უარი ეთქვა მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულიად. ასევე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაფუძნებულია არასწორ სამართლებრივ დასკვნაზე, არასწორად არის გამოყენებული სამართლებრივი ნორმები და არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების კანონით დადგენილი საფუძველი.
აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილებაში მითითებულ ხარჯების გადანაწილების საკითხზე და სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობას მიიჩნევს არაზომიერად დიდ ოდენობად. აპელირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლზე და განმარტავს, რომ პროცესის ხარჯები წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლების დასაცავად (აღსადგენად, მოსაპოვებლად) გაწეულ ხარჯებს, რაც შეიძლება ანაზღაურდეს დამდგარი შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა. მიუთითებს, რომ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამასთანავე, მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქმის სირთულესთან გონივრულ შესაბამისობაში და მომსახურების ღირებულების განსაზღვრისთვის. წარმომადგენლის განმარტებით, განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს მხარესა და იურიდიული დახმარების გამწევს შორის დადებულ ხელშეკრულებას. ამ საკითხის გადაწყვეტისთვის არც იმას აქვს მინიშვნელობა თუ რა თანხა გადაუხადა მხარემ ადვოკატს, ვინაიდან წარმომადგენლის განმარტებით, მითითებული გარიგება არ შეიძლება სავალდებულოდ იქცეს წაგებული მხარისთვის, რადგან იგი არ მონაწილეობდა ამ გარიგების დადებაში.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე თანდართული დოკუმენტები და კანონის ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების ოდენობა, მისი გონივრულობა განსახილველი საქმის მნიშვნელობის და სირთულის გათვალისწინებით ეწინააღმდეგენა საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 53-ე მუხლს.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლის მიერ, ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ი------------–---–ისათვის (პირ. №------------), თ----- თ------ისა (პირ. №-----------) და გ------ი თ------ისათვის (პირ. №-------------) მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------------- წერილის საფუძველზე, ამავე სააგენტოს მიერ 2----–-–-----------------ს მომზადებულ №------------ სიტუაციურ ნახაზზე №------------ საკადასტრო კოდით მონიშნულ, კ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე 4803 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების დავალდებულება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სისტემური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილზე რომლის თანახმად, კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კომისია უფლებამოსილია, გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინოს შუამდგომლობის ავტორის.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–---------------ს წარდგენილი მასალები 2----–-–-----------------ს გადაუგზავნა კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას იმის დასადგენად, წარმოადგენდა თუ არა ეს მიწა ი------------–---–ის მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართს, რაც განხორციელდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სისტემური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, თუმცა მერიის შესაბამის კომისიას არათუ 10 დღრიან ვადაში, არამედ 1 თვის ვადაშიც არ მიუღია ამ საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტზე, რომ გადატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე ვერ მოხდა თავის დროზე გადაწყვეტილების მიღება, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული არ ქმნის მისი უმოქმედობის გამართლების საკანონმდებლო საფუძველს. პალატა ასევე ყურდსაღებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ვადის დარღევისა და საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის ფაქტობრივი საფუძველი გარკვეული იქნა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის განმარტებით.
კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მითითებით, სადავო ტერიტორია წარმოადგენდა ი------------–---–ის მამაპაპისეულ ქონებას, იქ არსებულ საცხოვრებელ სახლში ისინი ოდითგან ცხოვრობდნენ, და ეს ტერიტორია იყო მათი საკუთრება და არა თვითნებურად დაკავებული ფართი. კონკრეტულად არნიშნული მიწის ნაკვეთი არის ი------------–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა და საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვერ აღიარებს მას, როგორც თვითნებურად დაკავებულ ფართს; სადავო ფართს ჰყავდა კერძო მესაკუთრე, თ----- თ------ი (იგივე გ------ პ---–---–ი (თ------ი)) - ი------------–---–ის მამკვიდრებელის მამა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოაღნიშნული მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებული პირია ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდნენ როგორც ვ--–------ თ------ის მემკვიდრე დაინტერესებული ფიზიკური პირები, რომელიც, მათივე განმარტებით, მითითებული კანონის ამოქმედებამდე (2--- წლამდე) თვითნებურად დაეუფლა სადავო მიწის ნაკვეთს და ააშენა საცხოვრებელი სახლი.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ლ-------ის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მითითებით, ზემოაღნიშნულ სოფელში მდებარე საკარმიდამო ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, არ არის თვითნებურად დაკავებული და თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია № 6-----------. ამავე დროს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმით თვით კ---ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღიარებული იქნა კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №-------- საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთისა და ი------------–---–ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა № 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ იმავე უძრავ ქონებაზე.
ამდენად პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმვითარებულ მსჯელობას, რომ წინააღმდეგობრივი და ურთიერთშეუსაბამოა კ---ის მუნიციპალიტეტის მერიის ის პოზიცია, რომ ერთ შემთხვევაში კ---ის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადასტურა კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №-------- საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთისა და ი------------–---–ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა №6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, რითაც აღიარა ამ ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე მიწის ნაკვეთზე მიუთითებს, რომ არის თვითნებურად დაკავებული.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა სახელზე №6----------- საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას, როგორც მართლზმიერ მფლობელობაში არსებული მიწა, საჯარო რეესტრის სამსახური დაეყრდნო სწორედ კ---ის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის იდენტურობის ოქმს. ამ გარემოებათა გამო, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არასაკმარისადაა დასაბუთებული კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შესაბამისი კომისიის პოზიცია, რომ მიწის ნაკვეთი არის ი------------–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობაში მითითებული მიწა.
მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაუფლებისა თუ მართლზომიერად ფლობის ფაქტის უფრო მეტად გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ კომისიაში წარდგენილი იქნა გ-–---- თ--------–---–ის, ბ--- ბ---–---–ისა და ა------ რ------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი (აქტი), რომ ვ--–------ თ------მა 90-იანი წლებიდან თვითნებურად დაიკავა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–-----------------ს მომზადებულ №------------- სიტუაციურ ნახაზზე №------------- საკადასტრო კოდით მონიშნული 4803 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც იმავე პერიოდში ააშენა საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე - 2----–-–--------------–ამდე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული მიწის ნაკვეთითა და საცხოვრებელი სახლით დღემდე სარგებლობს ვ--–------ თ------ის მემკვიდრე ი------------–---–ი, რომელიც არის ვალოდი------------–---–ის მეუღლე და 2----–-–-----------იდან ვ--–------ თ------თან ერთად ცხოვრობდა. ი------------–---–ი მითითებულ სახლში ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან - თ----- და გ------ი თ------ებთან ერთად. ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით კი, სადავო მიწა არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი.
პალატა მეტი სიცხადისთვის ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს იმ განმარტებაზე, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელეებს გააჩნიათ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობა, რომელიც არ არის ამოწურული. საარქივო ცნობის მიხედვით, ვ--–------ თ------ის კომლს ერიცხება 1 ჰა (10 000 მ2) მიწის ნაკვეთი (არსებული - 0,71, დამატებითი - 0,29). აქედან მოსარჩელეებზე რეგისტრირებულია 4 ნაკვეთად 9 946 მ2 და დარჩენილია 54 მ2. მოსარჩელეები ითხოვენ 4803 მ2 სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარებას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №-------- საარქივო ცნობაში მითითებული და დარჩენილი მიწის ფართი არ არის საკმარისი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში მართლზომიერი მფლობელობის დასადგენად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ადმინისტრაციული ორგანოს იმ პოზიციაზე, რომ კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობაში მითითებულია საცხოვრებელი სახლიც (შენობა-ნაგებობა), თუმცა მოსარჩელეების მიერ ამ ცნობის საფუძველზე რეგისტრირებულ არც ერთ მონაცემში შენობა - ნაგებობა არ ფიქსირდება.
ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალებით, კერძოდ, კ---ის რაიონის სოფელ ლ-------ის მ----–----------------------------ის 1--- წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო სახნავი მიწის ფართს.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს გულდასმით უნდა შეესწავლა წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, სათანადოდ გამოეკვლია, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელეების მართლზომიერ მფლობელობაშია, თუ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, ამ საკითხის სრულყოფილად გარკვევის მიზნით მოეძიებინა და დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა მის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
პალატის მოსაზრებით სწორედ, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევით გაირკვეოდა, მოსარჩელეებმა მართლაც მიმართეს თუ არა იმგვარ ხერხს, რომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტით დაირეგისტრირეს მიწის ისეთი ფართები, სადაც მათ არ ჰქონდათ მართლზომიერი მფლობელობის უფლება (წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულ ფართს) და კომისიის მეშვეობით ცდილობენ ისეთ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებას (სახლსა და მიმდებარე მიწის ნაკვეთზე), რაც წარმოადგენს მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებას (რაზეც მიუთითებს თვით მოპასუხე მხარე).
პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კ---ის მუნიციპალიტეტის მერიამ აღიარა №6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობის საფუძველზე, ხოლო შემდეგ იგივე ორგანო ამტკიცებს, რომ ეს ნაკვეთი არის თვითნებურად დაკავებული ფართი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მიიჩნევს აპელანტის პოზიციას იმთავითვე დამტკიცებულად, რომ იმავე კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობის საფუძველზე მოსარჩელეებს გააჩნიათ მართლზომიერი მფლობელობის უფლება სადავო ნაკვეთზე, ხოლო თვითნებურად დაკავებულს წარმოადგენს სხვა ფართი.
ერთი და იგივე მიწაზე მართლზომიერად ფლობისა და თვითნებურად დაკავებულობის შესახებ პოზიციების აღრევა და წინააღმდეგობრიობა პალატის მოსაზრებით გამოწვეულია თვით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი სადავო მიწის ნაკვეთზე ცალსახა პოზიციის ჩამოყალიბება - თვითნებურად დაკავებულია ეს ფართი თუ წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში მყოფ მიწას, რომლის საფუძვლადაც არსებული კ---ის არქივის 2----–-–-----------–ის №--------- საარქივო ცნობა (საკომლო წიგნის ჩანაწერი) გამოყენებულია სხვა მიწის ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელობის დადასტურებისათვის.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების მიღების დროს ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა არც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ”, არც ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის და არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებასა და არგუმენტს, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
პალატა აპელირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელეებთან მიმართებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების საკითხზე შეუძლებლად მიიჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, მართებულად განმარტა, რომ ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს მოპასუხე მხარეს. კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელეთა, ასევე სხვა პირთა უფლების არსებობა და ფარგლები სადავო მიწის ნაკვეთზე, სათანადოდ დაადგინოს ამ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, დადებით შემთხვევაში, თვითნებურად დამკავებელ პირთა ვინაობა და საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო მიწაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ. ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონების და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით” განსაზღვრული დებულებებით.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის აპელირებას იმ საკითხზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული სასამართლოს გარეშე ხარჯების ოდენობა არაზომიერია პალატა განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 800 ლარის გადახდის ქვითრები.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად მართებულად მიიჩნია, რომ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.
ასევე მართებულად გამახვილდა ყურადღება იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სრულად დაეკისრა გაწეული ხარჯები, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმ საკითხში, რომ საადვოკატო მომსახურების ხარჯის 800 ლარით განსაზღვრა, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1635-1589(კ-08)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ამდენად, ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
5. პროცესის ხარჯები:
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
აპელანტი - კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ---ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა