განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
010100115001160848
ინსტანცია
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-250-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ა----–--- წ---------ს

ადვოკატის - თ--------------–----ს

გამართლებულის - ლ-–- გ--------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- ა---------–-ს ძე გ--------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ქობულეთი, ნ----–---–------- -ში.

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-–- გ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანის ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევი ლ-–- გ--------ე, 2015 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 1830 საათზე, ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის ქ-----ში, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის დაეუფლა გ------ ს-----ის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას - ავტომანქანას ,,FORD MONDEO’’-ს, სახ. ნომრით T------ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ლ-–- გ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,დ”ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა----–--- წ---------ს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ-–- გ--------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,დ”ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტ მხარეს, პროკურორ ა----–--- წ---------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ლ-–- გ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - თ--------------–----ს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ------ ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში, შემთხვევის დღეს სამსახურეობრივად გასული იყო სოფელ ლეღვაში. დაამუშავეს ინფორმაცია და მიიტანეს ოფისში გადასაცემად, სადაც ჟურნალისტმა დააგვიანა გამოსვლა, მან შეაკითხა შენობაში. როდესაც დაბრუნდა შუა ოთახში იყო გამოსული - კიბის თავთან, როდესაც დაინახა, თავისი მანქანის უკანა ნაწილი, 60 მეტრში, რომელმაც დაახლოებით 120 მეტრის მანძილის გავლის შემდეგ შეუხვია. მანქანაში ჩაჯდომის პროცესი არ დაუნახავს, მარტო იყო თუ არა ისიც არ იცის. გაიარა 40 მეტრი, შეუხვია ეზოში და როდესაც მობრუნდა უკვე ნ---------–---–ი უკავშირდებოდა 112-ს. მას უთხრეს, რომ მისი ა/მანქანა დამტვრეული იყო. მანქანის ღირებულება 4300 აშშ დოლარია. მსჯავრდებულისაგან მოითხოვს 3000 აშშ დოლარს. მანქანის უკანა ნაწილი დაინახა, მანქანამ

2015 წლის 30 სექტემბერს გ------ ს-----ის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ქობულეთში აღმაშენებლის ქ-----თან გაჩერებული ავტომანქანის გატაცების ფაქტზე, გ------ ს-----ის შეტყობინებით მის კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა და მოახდინა სხვა ავტომანქანაზე შეჯახება.

მოწმის სახით დაკითხული გ------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ავტომანქანები და გადაიყვანა ქობულეთის რაიონულ სამმართველოში. ჩატარდა დათვალიერება, რასაც ესწრებოდა ექსპერტი გ----------–-----ე და ავტომანქანების მფლობელები.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქობულეთში დ.აღმაშენებლის გამზირი N-- საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც დგას მუქი ფერის ,,მერსედესის’’ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B------. აღნიშნულ ავტომანქანას დაზიანებული აქვს მარცხენა უკანა და წინა კარი, უკანა ბამპერი მთლიანად, მარჯვენა უკანა კარი და უკანა მარჯვენა ფრთა. აღნიშნული ავტომანქანიდან წინ დაახლოებით 7 მეტრში გაჩერებულია ავტომანქანა ,,ფორდ მონდეო’’ სახელმწიფო ნომრით T------, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა კუთხე, ასევე წინა ბამპერი მარჯვენა კუთხეში. ავტომანქანა ფორდი სახელმწიფო ნომრით T------ ექსპერტის მიერ. ავტომანქანას სალონში წინა მარცხენა მხარეს საჭის ქვემოთ სამუხრუჭე ხუნდთან ელაგა ერთი წყვილი საზაფხულო ფლოსტები ,,ადიდასის’’ ფირმის. აღნიშნული ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ, რომელიც ჩაიდო პოლიეთილენის სპეციალურ გამჭვირვალე პარკში და დაილუქა ლუქით F---------. ასევე დამუშავებული იქნა ავტომანქანის სალონი სპეციალური დაქტილოფხვნილით, რა დროსაც რაიმე სახის კვლები ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. ავტომანქანაში რაიმე სახის ლაქები ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. აღნიშნული ავტომანქანის სალონი, კერძოდ სავარძლები არ აქვს. აღნიშნული ავტომანქანები ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს და გადაყვანილი იქნენ ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე საგანი, ნივთი ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა მობილური ტელეფონის მეშვეობით.

2015 წლის 23 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად გ------ ს-----ემ წარმოადგინა ავტომანქანა ფორდ მონდეოს სახელმწიფო ნომრით T-------ის სარეგისტრაციო მოწმობა, გამოშვებული 2--- წელს, რომელიც გაცემულია ს---–---- ს-----ის სახელზე 13.08.2013 წელს. გ------ ს-----ის განმარტებით ს---–---- ს-----ე არის თავისი შვილი და აღნიშნული ავტომანქანა არის რეგისტრირებული თავისი შვილის სახელზე, მაგრამ არის თავისი კუთვნილება.

2015 წლის 28 ოქტომბრის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის ს---------- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის.

მოწმის სახით დაკითხული გ----------------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა მერსედესის მარკის და „ფორდ მონდეოს“ მარკის ავტომანქანები. კითხვები დასმული იყო დაზიანებებთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ რა სახის დაზიანებები ჰქონდა ა/მანქანებს მიღებული. შემთხვევა აღწერილი იყო იმ სახით, რომ ლ-–- გ--------ე ფარულად დაეუფლა გ------ ს-----ის ავტომანქანას და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შეეჯახა ეზოში შესული მერსედესის მარკის ავტომანქანას. ავტომანქანების შესწავლის შედეგად გააკეთა შესაბამისი დასკვნა. დასკვნის გასაცემად გამოიკვლია მხოლოდ შეკითხვების შესაბამისად დაზიანებები. ავტომობილს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების კვალი.

2015 წლის 31 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით N359/ს დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოგდენილი ავტომანქანის Mercedes-Benz 1--------, სახელმწიფო ნომრით B------ საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 3800 (სამიათასრვაასი) ლარს, ხოლო დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 650 (ექვსასორმოცდაათ) ლარს. ხოლო წარმოდგენილი ავტომანქანა ,,FORD MONDEO’’-ს, სახ. ნომრით T------ საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 3100 (სამი ათასი) ლარს, ხოლო დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 160 (ასსამოც) ლარს.

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი გ------ ს-----ის მფლობელობაში არსებული 2--- წელს დამზადებული ავტომობილი ,,FORD MONDEO’’, სახ. ნომრით T------, საიდენტიფიკაციო N(VIN): W----------------, ტექნიკური თვალსაზრისით იმყოფება გამართულ მდგომარეობაში, გარდა სამუხრუჭე სისტემისა, რომელიც დაზიანდა ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, ხოლო რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებას, გატეხილია წინა ბამპერის მარჯვენა გვერდი და დეფორმირებულია წინა მარჯვენა ფრთის წინა ნაწილი.

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2--- წელს დამზადებული ავტომობი-ლი ,,FORD MONDEO’’, სახ. ნომრით T------, საიდენტიფიკაციო N(VIN): W----------------, ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, მასზე ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად განვითარებული დაზიანებები, არ წარმოადგენს იმ კატეგორიის დეფექტს, რომელიც განაპირობებს ავტომობილის მსგავსი სახით დაზიანების შემთხვევაში მის უსაფრთხო ექსპლუატაციას ან/და ექსპლუატაციის პირობებში სვლის შეფერხებას. აღნიშნული ავტომობილი ავტო-საგზაო შემთხვევის შემდგომ, იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისად შეძლებდა გადაადგილებას, ექსპლუატაციის პირობებისა და ხანდაზმულობის გათვალისწინებით, განცდილი ცვეთის ზემოქმედებით არსებული ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისი სიჩქარით, ქარხანა დამამზადებლის მიერ, მოცემული მარკა მოდელის მოდიფიკაციის მქონე ავტომობილებისათვის კონსტრუქციულად გათვალისწინებული სიჩქარის ფარგლებში.

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ---------–--ემ და ე-----–--–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

მოწმის სახით დაკითხული ბ-------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ-–-სთან ცხოვრობდა 2012 წლიდან 2014 წლამდე ქირით. მამამისთან მეგობრობდა, ლ-–-ს პატარა ბავშვი ყავდა, რომელიც დაყავდა ბაღში. ტაქსების გაჩერების ადგილია მუზეუმის გვერდით და ანეტის ოფისიც არის მიმდებარედ. მას წესი აქვს რომ გასაღებს მანაქანაში ტოვებს, იყო შემთხვევები, როცა ლ-–-ს მიყავდა მისი ა/მანქანა, მას შეეძლო, რომ ემართა ეს ა/მანქანა. ზოგჯერ არც იყო მაქანასთან, ზოგჯერ ეძინა და მანქანა გასაღებით იდგა იმავე ადგილზე სადაც აჩერებდა. იყო შემთხვევები, როცა თავად გაატანა ა/მანქანა ლ-–-ს. ლ-–-ს ენდობოდა, ვინაიდან ლ.გ--------ე ცუდს არ იკადრებდა, რაშიც დარწმუნებულია. აღნიშნულ დღეს დამსვენებლები ყავდა წაყვანილი და გვიან დაბრუნდა.

მოწმის სახით დაკითხული ლ---------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქობულეთი აღმაშენებლის ქ, #---ში. 30 სექტემბერს იყო მეუღლის მამასთან აღმაშენებლის ქ----- ნომერში, რა დროსაც დაუკავშირდნენ მას და აცნობეს, რომ მის მანქანას ეზოში გაჩერებულს სადგომის წინა დაეჯახა მანქანა. მივიდა, ნახა, რომ მანქანაზე შეჯახებული იყო ავტომანქანა ფორდი. ფორდის მეპატრონემ უთხრა, რომ მისი მანქანა მოიპარეს, ეზოში შემოვიდა და დაეჯახა მის მანქანას. მოგვიანებით გაიგო, რომ საჭესთან ლ-–- გ--------ე მჯდარა - მისი მეზობელი და ის დაეჯახა მის მანქანას. მას ლ-–-ს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვს. მას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. არ იცის როგორ და რა ფორმით მოხდა შემთხვევა.

მოწმის სახით დაკითხული გ------ დ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს დილიდან იყო შპს უნიმედი აჭარის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მორიგე ექიმი, დაახლოებით 19:30 საათზე მიმღებ განყოფილებაში შემოიყვანეს ერთი მამაკაცი, როგორც შემდეგ გაიგო - ლ-–- გ--------ე. მას ახლდა რამდენიმე მამაკაცი. აუხსნეს, რომ ლ-–- წაიქცა და მიიღო ხელზე დაზიანება. ლ-–- გ--------ეს აშკარად ეტყობოდა, რომ იყო მთვრალ მდგომარეობაში. გადაუღეს რენდგენი, მოტეხილობა არ დაფიქსირდა. თავად ლ-–- იყო გაღიზიანებული, მან ისე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, რომ რაიმე სახით მისთვის სხვა სახის სამედიცინო მომსახურების გაწევა ვერ მოხერხდა.

მოწმის სახით დაკითხული ღ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. წარმოდგენილი იყო ამბულატორიული ბარათი და მის საფუძველზე მის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა ლ-–- გ--------ის მიმართ. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დგინდებოდა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს 19:55 საათზე იყო მიყვანილი ლ-–- გ--------ე არაფხიზელ მდგომარეობაში, დაესვა დიაგნოზი მარჯვენა იდაყვის დაჟეჟილობა. აღნიშნული მონაცემებით ლ-–- გ--------ეს მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა. ლ-–- გ--------ე მას პირადად არ უნახავს, მხოლოდ და მხოლოდ შეამოწმა სამედიცინო დოკუმენტაცია და დასკვნა გასცა წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე - მასალების საფუძველზე. შემთხვევიდან უკვე გასული იყო დაახლოებით 23 დღე და ამ დროს უკვე ობიექტური მონაცემების მიღება ისედაც შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ პიროვნების წარდგენაც რაიმე სახის ობიექტურს სურათს ვერ მისცემდა. სამედიცინო დოკუმენტაციით რაიმე სახის ტრამვა - მოტეხილობა დაფიქსირებული არ იყო.

მოწმის სახით დაკითხული ნ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ამ დღეს მუშაობდა, მთელი დღის განმავლობაში გადაღებულ მასალას აგზავნიან ტელევიზიაში. დაახლოებით ქობულეთის ოფისიდან გადაინაცვლეს ანეტის ოფისისკენ, სადაც უნდა მოეხდინათ მასალის გადაგზავნა, მთელი მასალის ტელევიზიაში მძღოლთან ერთად მივიდა, ინტერნეტ პროვაიდერის შენობაში შევიდა, დაახლოებით 15 წუთი იყო ოფისში შეაკითხა მძღოლმა და ამ დროს მოხდა მათი მანქანის წაყვანა, რაც მძღოლმა დააფიქსირა პირველად, გამოიძახა პოლიცია. პოლიციის მისვლამდეც გაიგეს, რომ მათი მანქანა იმყოფებოდა იქვე ახლოს ეზოში და შეჯახებული იყო სხვა ავტომანქანაზე. ანეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული ავტომანქანა, მძღოლმა შემოაკითხა და იდგა კარებთან. პირველად თავად გაიგონა მანქანის გასვლის ხმა რადგან იჯდა ახლოს ფანჯარასთან. ვინ დაჯდა ავტომანქანაში არ დაუნახავს, დაინახა, მხოლოდ შავი მაისური ეცვა. ლ-–- გ--------ესთან პირადი ნაცნობობა არ აკავშირებს, დაახლოებით სამი წელი ერთად სწავლობდა ლ-–- გ--------ის მეუღლესთან და მას იცნობს, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. ავტომანქანა იყო ფორდ მონდეოს მარკის მუქი ფერი, წინ და გვერდზე ჰქონდა აჭარის ტელევიზიის პატარა ლოგო. არ ახსოვს სმს-ების მიწერა ს--–----ზე - ლ-–-ს მეუღლეზე, არც ტექსტები ახსოვს.

მოწმის სახით დაკითხული გ----------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ პროკურორის სიტყვიერი დავალებით ჩართული იყო საგამოძიებო ჯგუფში, ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაკითხული ყავს მოწმის სახით ბრალდებული და ასევე სხვა პირები; საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ლ-–- გ--------ის და ადვოკატის მონაწილეობით და ასევე მონაწილოებას იღებდა გარეშე პირი, რადგან ლ-–- გ--------ეს დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა ხელი. გარეშე პირი ასევე მონაწილეობას იღებდა მის დაკითხვისას.

მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ა----------------ემ, ზ--------------ემ, გ-----------------ემ და ო-–-- გ--------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა, ასევე განმარტეს, რომ რაიმე სახის პრეტენზია საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა.

მოწმის სახით დაკითხული მ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არ ახსოვს დაიკითხა თუ არა პოლიციის განყოფილებაში ლ-–- გ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 30 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რაც შეეხება ხელის მოწერას კონკრეტულ საქმეზე დაკითხვის ოქმში განმარტა, რომ მას არ სმენია ლ-–- გ--------ის მიერ ავტომანქანის გატაცებასთან დაკავშირებით.

მოწმის სახით დაკითხული რ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს კერძო დაცვის სამსახურიდან მოდიოდა სახლში ოჯახური პრობლემა ჰქონდა, ელოდებოდა მიკროავტობუსს, დაახლოებით 1825 საათი იქნებოდა სს ,,პროკრედიტ ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ნასვამ მდგომარეობაში იყო ლ-–- გ--------ე, აარიდა თვალი. დაახლოებით 20-25 მეტრში იდგა ანეტის ოფისთან მუქი ფერის ავტომანქანა. ლ-–- წავიდა პირდაპირ მანქანისკენ ჩაჯდა გაიარა ცოტა და შეუხვია კორპუსისკენ. დაინახა იმ მანქანიდან, რომელშიც შემდეგ ლ-–- ჩაჯდა, მძღოლი გადმოვიდა, მანქანა მუშა მდგომარეობაში დატოვა მანქანის კარები ღია იყო. ამ დროს სამსახურის მანქანამ მიაკითხა და წავიდა სახლში. ლ-–-ს ეცვა შორტი მაისური და ფლოსტები.

მოწმის სახით დაკითხული ს---–---- ბ-–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იმ დღეს ქუჩის მხარეს გავიდა ანეტის ოფისისკენ, ავტომანქანა შემოვიდა და მასში იჯდა ჟურნალისტი ნ---------–---–ი, მას ხელში ნოუთბუქი ეჭირა. მათ ოფისი მიასწავლა, შემდეგ წამოვიდა მაღაზიისკენ. ლ-–- დაინახა ბოძზე მიყუდებული გამოელაპარაკა, ძალიან მთვრალი იყო, უნდოდა სახლში წაეყვანა, ამ დროს მუზეუმთან არ მისული, ახლობელმა დაურეკა და მოიკითხა სად ხარო, ლ-–-მ უთხრა რომ თავისი ფეხით წავიდოდა. 50 60 მეტრი ჰქონდა გასავლელი სახლამდე და დატოვა, თავად წავიდა ნაცნობთან შესახვედრად. მოტრიალდა ანეტის ოფისისკენ მანქანა მათი იდგა და მანქანის კარი იყო ღია. ნაცნობთან საუბრისას დაინახა სანაპიროს მხრიდან შემოვიდა მანქანა, შეუხვია ეზოში, პირველივე კორპუსის ეზოში და შეეჯახა მეორე ავტომანქანას. მანქანასთან მივიდა და ლ-–- აღმოჩნდა შიგ, ბ------ დავღუპეო იძახდა. იქ ხალხმა შეიყარა თავი, მიატოვა ის ადგილი და ბ------ს მოსაძებნად გავიდა. ბადრო ვერ მოძებნა, უთხრეს, რომ კლიენტი ყავდა წაყვანილი და მაშინ მიხვდა, რომ ბ------ს მანქანა არ იყო იქ, რომელშიც ლ-–- იჯდა და რომლითაც შემთხვევა მოუვიდა. ამ დროს მათი ეზოს შუქების რემონტი მიმდინარეობდა და გათიშული იყო შუქი, მაგრამ არც ისე ბნელოდა. ბ-------–-----ეს იცნობს იქ დგას ტაქსით. ლ-–- დაუნახავს ბ------ს მანქანით არაერთხელ. ლ-–-, რომ იძახდა ბ------ დავღუპეო და მანქანა როგორც დააკვირდა უკვე არ იყო ბ------ს მანქანა - გავდა მაგრამ სულ იმდაგვარი ფერის არ იყო. ლ-–-ს რომ დაცილდა დაახლოებით 15 წუთში მოხდა ეს ამბავი. ანეტის წინ იდგა ეს მანქანა. შეჯახების შემდეგ, რომ მივიდა მანქანასთან, კარი თავად გააღო და ბ------ მომიძებნეო მანქანა მისია და წამოვიყვანეო - ასე ეუბნებოდა. თავადაც ამიტომ გაემართა ბ------ს მოსაძებნად და მოიკითხა.

მოწმის სახით დაკითხული მ-----– გ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს დასვენების დღე იყო და სახლში იმყოფებოდა. შუადღის შემდეგ ჩავიდა სადარბაზოში სიგარეტს ეწეოდა, გაიგონა ეზოში ავტომანქანის შეჯახების ხმა და წავიდა ინსტიქტურად იმ ადგილისკენ, სიდანაც ხმა მოესმა, რადგან ადგილს ვერ ხედავდა ეზოში არსებული მცენარეების გამო. დახვდა შემდეგი სურათი: ავტომანქანიდან გადმოდიოდა მისი მეგობარი ლ-–- გ--------ე, რომელსაც პირიდან ამოდიოდა ალკოჰოლის სუნი, ის ხელს იტკიებდა, იძახდა, რომ ეს რა მოუვიდა, ბ------ს დავუმტვრიე მანქანაო, ბ------ მათთვის ნაცნობი პიროვნებაა იქვე უბანში ცხოვრობს, ის ტაქსის მძღოლია. ჩათვალა რომ ხელი მოტეხილი ჰქონდა და რამდენიმე მეტრში სამანქანო გზისკენ წავიდა, როგორც ახსოვს ფორდის მარკის ავტომანქანა გაჩერდა და იქედან გადმოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, ლ-–-ს შეეკითხა თუ რა მოუვიდა, ჩათვალა, რომ იცნობდა და თხოვა გადაეყვანა ლ-–- საავადმყოფოში, რაზეც დათანხმდა, მას როგორც იცის გაყვა რამდენიმე პირი. ის საავადმყოფოში ლ-–-ს არ გაჰყოლია. მისი ადგილზე დარჩენის მიზეზი იყო ის, რომ გაერკვია რა მოხდა სინამდვილეში. ბ-------–-----ის ავტომანქანა მერსედესის მარკისაა მუქი ლურჯი ფერის, ის მანქანა რომლითაც შეეჯახა ლ-–-, - ფერი ერთი აქვთ. შემდეგ კი აღმოაჩინა ნამდვილად სხვა მანქანა იყო, მაგრამ იმ დროს, როცა მივიდა და თან ლ-–- იძახოდა, ჩათვალა, რომ ბ-------–-----ის მანქანა იყო. ბ-------–-----ის მანქანას ლ-–-ც და თავადაც იყენებდა, უმეტესად მას ჭირდებოდა ბავშვის წასაყვანად. მანქანა, რომლითაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა მარტო იყო. შემდეგ ავტომანქანაში რამდენიმე პიროვნება შენიშნა, უკვე საავადმყოფოსკენ წასული. ბ-------–-----ეს ავტომანქანაზე ტაქსის ტრაფარეტი ყოველთვის არ აქვს, შესაძლებელია ის მოხსნა.

მოწმის სახით დაკითხული ი-----–- ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს ჩამოვიდა ეზოში, მეგობრებმა შეკრიბეს თანხა და დაიწყეს დალევა, ლ-–- ამოვიდა მათთან ის უკვე იყო ნასვამი და შემოუერთდა მათ, კარგად დალიეს. თავად დატოვა სუფრა, რადგან მიდიოდა მამის სანახავად საავადმყოფოში, ოჯახიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს მომხდარის შესახებ. ლ-–-ს როგორც გაიგო, აერია მანქანები, ბ-------–-----ის მანქანას ლ-–- იყენებდა და ეს არაერთხელ დაუნახავს, ადასტურებს, რომ მანქანა არ გაუტაცებია. ბ-------–-----ე ანეტის წინ აყენებს ავტომანქანას. ბ------ ხშირად აძლევდა ლ-–-ს მანქანის მართვის უფლებას. რასაც ხშირად იყენებდა, ლ-–- ხან სხვებსაც ისვამდა და იყენებდნენ, ბ------ გასაღებს მანქანაში ტოვებდა სულ. თავად შემთხვევას არ შესწრებია, მანქანები ერთმანეთს ნამდვილად წააგავს, წინა მაშუქი ფარებით უფრო გავს, ეზოში დაახლოებით 12:00 საათი იქნებოდა, ეზოში იყვნენ, ვინც ახსოვს ბ---- მახარაძე, გ------- ბ--–--- და სხვ.

მოწმის სახით დაკითხული ჯ--- კ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბ-------–-----ეს იცნობს, არაერთხელ უნახავს, რომ ლ-–- გ--------ე მართავს მის ავტომანქანას, არც არასდროს არ ექმნებოდა პრობლემა, როგორც გაიგო ეს შემთხვევა მოხდა იმის გამო, რომ ბ-------–-----ის მანქანის მსგავსია, ლ-–-ც ნასვამი იყო აერია და დაჯდა ავტომანქანაში და გადაწყვიტა ალბათ ეზოში შესვლა. მსგავსება არის ის, რომ ერთი და იგივე ფერის ავტომანქანებია და ბ------ს სწორედ იმ ადგილზე აჩერებდა ავტომანქანას სადაც ეს მანქანა იდგა. ანეტის ოფისის წინ. ლ-–-ს სახლი იქ ახლოსაა. იცის, რომ ანეტის ოფისის უკან არსებულ კორპუსების ეზოში მოხდა შემთხვევა, 50 მეტრის მოშორებით იყო შესაძლებელი მანქანით ეზოში შესვლა, ფეხით მოძრაობისას კი იქვეა და შესასვლელი, მაქსიმალური მანძილი არის 100 მეტრი. ეზოში მხოლოდ შესასვლელია. შემთხვევის შესახებ მეორე დღეს შეიტყო. თავიდან ეგონათ ბ------ს მანქანა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ იყო აღნიშნული ა/ მანქანა ბ------ს. ლ-–-ს როცა შეეკითხა მან უთხრა, რომ ნასვამი იყო, ისედაც არ უნდა დამჯდარიყო საჭესთან და მეორე შეეშალა ავტომანქანა და ამის გამო პრობლემები შეექმნა.

მოწმის სახით დაკითხული ნ------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ-–- არის მისი შვილის მეუღლე. ადვოკატს წარუდგინა თავისი კუთვნილი ტელეფონი, რომლითაც ხდებოდა მიმოწერები, ლ-–- გადამალეთო, ამათმა ყველაფერი იციანო. პოლიციის თანამშრომლებს გულისხმობდა. შეტყობინებებს აგზავნიდა ნ---------–---–ი. ლ-–- იყო ნასვამ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ ის თქვას, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და ვერც გაათვითცნობიერა რა მოიმოქმედა და მოხდა გაუგებრობა. მანქანა მასაც ყავს და ოჯახსაც ყავდა.

მოწმის სახით დაკითხული ს--–---- ყ---–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ-–- გ--------ე არის მისი მეუღლე. სამსახურიდან წავიდა ბავშვი მოიყვანა, მეზობელმა უთხრა, რომ მისი მეუღლე ლ-–- იყო ეზოში ნასვამ მდგომარეობაში, რამოდენიმე წუთში სხვა მეზობლებმაც უთხრეს, რომ ლ-–- გადაიყვანეს საავადმყოფოში. რადგან ბავშვი ყავდა სახლში ვერ დატოვა. გაიგო რომ ლ-–-ს მიერ აჭარის ტელევიზიის მანქანა იყო წაყვანილი, ნ---------–---–ი იყო ახლობელი, გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, მან აცნობა რომ აჭარის ტელევიზიის ოფისში იმყოფებოდა - ქობულეთში და ლ-–-ს მიერ განხორციელებული იყო ხუმრობა და არაფერი სერიოზული არ ხდებოდა. იქ ყოფნის დროს შემოვიდა ავტომანქანის მძღოლი და უთხრეს, რომ პოლიციაში უნდა წასულიყვნენ. ნ----ს როცა შეეკითხა, მან უპასუხა, რომ უკვე სიუჟეტი იყო გასული ტელევიზიით და ის ვეღარ წავიდოდა ტელევიზიის წინააღმდეგ, ვერ იტყოდა სიმართლეს. ლ-–- კი დაემალათ. ნ---- თავად უხსნიდა, რომ არანაირი გატაცება არ ყოფილა, თავად ამშვიდებდა, რომ სანერვიულო არ იყო რაიმე და პოლიციის განყოფილებაში ამას აუხსნიდა მათ, მაგრამ რადგან აჭარის ტელევიზიაში სიუჟეტი გავიდა არასწორად, რომ თითქოს მათი მანქანა გაიტაცეს, უკვე ვეღარ წავიდოდა თავისი სამსახურის წინააღმდეგ. ლ-–- როცა გამოფხიზლდა, აუხსნა, რომ მანქანა შეეშალა უბრალოდ.

მოწმის სახით დაკითხული თ----- მ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ----- ო-----------ესთან იმყოფებოდა სტუმრად საღამო ხანს ეზოში გაიგონა ძლიერი შეჯახების ხმა. ჩავიდა ეზოში, იქ ლ-–- გ--------ე იძახდა ეს რა დამემართაო, ჩემი მეგობრის მანქანა დავამტვრიეო და თან ხელს იტკიებდა. იგი გადაიყვანეს ავტომანქანით საავადმყოფოში. ეზოში რომ ჩავიდა ლ-–- ავტომანქანიდან გადმოდიოდა, ის თანმხლები პირებიდან იცნობდა მხოლოდ ნ--- ყ---–----–---–ს. შემდეგ გაიგო რეალურად რაც მოხდა, ეგონა თავისი მეგობრის მანქანა, რომელიც გავდა ავტომანქანა აღმოჩნდა ტელევიზიის მანქანა ეგონა გაეხუმრებოდა და ეზოში შემოიყვანა ეს მანქანა.

მოწმის სახით დაკითხული ი-----–- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ლ-–-ს ძმა, აღნიშნულ დღეს იყო რესტორან „კაპუჩინოში“ მეგობართან ერთად. დაუკავშირდნენ, რომ საავადმყოფოში მისულიყო. იქ ლ-–- დახვდა ნ--- ყ---–----–---–თან ერთად. ექიმის გადმოცემით, რაღაც ჩანდა სურათზე და სასურველი იქნებოდა ბათუმის საავადმყოფოში გადაეყვანათ, რის გამოც დატოვეს საავადმყოფო. ბ-------–-----ე ადრე მათ სახლში ცხოვრობდა, თავად ლ-–- ამბობდა, რომ შეეშალა, ადრე მანქან არ ყავდათ და თავადც სარგებლობდა ბ------ს მანქანით. ამჟამად მათი სახლის გვერდით ცხოვრობს, იგი ტაქსაობს, და იმავე ადგილზე - ანეტის ოფისის წინ აყენებს ავტომანქანას.

მოწმის სახით დაკითხვისას გ------- მ------–--ემ განაცხადა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს სამსახურიდან გავიდა ლ-–-სთან ეზოში ფეხბურთის თამაშს აპირებდა, ნახა, რომ იყო ძალიან ნასვამი, აზრი არ ჰქონდა უკვე მის წამოსვლას, დატოვა და თავად წავიდა და მეორე დღეს გაიგო ამის შესახებ. ოჯახთან ახლო ურთიერთობა აქვს.

მოწმის სახით დაკითხული ი-----–- ვ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იმყოფებოდა სახლში, იქნებოდა დაახლოებით 17:00 საათი, მეგობარმა მიაკითხა და ჩამოვიდა ეზოში, სუფრასთან ისხდნენ ბიჭები და სვამდნენ, თავად მეგობარს ჩაუჯდა მანქანაში და წავიდა. მოსვლისას უკვე ჩოჩქოლი და ხმაური იყო. ორი მანქანა შეჯახებული იყო ერთმანეთზე, ხოლო ლ-–- ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მასთან აზრი არ ჰქონდა საუბარს. ბ-------–-----ეს იცნობს, რომელიც ცხოვრობს აღმაშენებლის ქუჩაზე, იგი ტაქსაობს, ლ-–- ცხოვრობს ნ----შვილის ქუჩაზე, თუმცა სახლები ერთმანეთთან ახლოსაა. შემთხვევის დროს იქ არ იმყოფებოდა, ზუსტად არ იცის რა მოხდა.

მოწმის სახით დაკითხული ნ--- ყ---–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს იყო ქალაქიდან გასული, როცა დაბრუნდა, დაურეკა ლ-–-ს, რომელმაც უპასუხა, რომ ნახავდა მალე. ეზოში სვამდნენ 5 წუთით დაშორდნენ ერთმანეთს, რომ დაბრუნდა უკვე შემთხვევა მომხდარი იყო, ლ-–- კი ხელს იტკიებდა. მათი მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მანქანაში რა ისაუბრეს დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე არ ახსოვს. შემდეგში კი უთხრა, რომ ნასვამი მდგომარეობის გამო მოხდა შემთხვევა. ამჟამადაც და იმ დროსაც მანქანა ყავდა საკუთრებაში, სადღაც 5 წუთი იქნებოდა მისი გასვლიდან დაბრუნებამდე გასული და ვერც წარმოედგინა თუ ლ-–- მოახდენდა რაიმეს. ბ-------–-----ეს იცნობს თავადაც უსარგებლია, ადრე ლ-–-სთან ჰქონდა ნაქირავები და იქ აჩერებდა ა/მანქანას, ამის შემდეგ სხვა ადგილზე გადაინაცვალა.

მოწმის სახით დაკითხული დ----- ა---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს იმყოფებოდა რესტორანში თამარ მეფის სანაპიროზე. ამ დროს სიგარეტის შესაძენად წავიდა მაღაზიაში და გზად ბინის ეზოში დაინახა ხალხმრავლობა, ლ-–- ხელს იტკიებდა და გადაწყვიტეს წაეყვანათ საავადმყოფოში. შეიყვანა საავადმყოფოში, მის ძმა მოვიდა და შემდეგ დატოვა ისინი და წამოვიდა. ლ-–- ხელს იტკიებდა, თუმცა საავადმყოფოში არ გაჩერებულა. ბ-------–-----ეს იცნობს ყავს ავტომანქანა მერსედესის მარკის, ლურჯი ფერის.

მოწმის სახით დაკითხული ბ---- ჯ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს საღამოს სასტუმრო სანაპიროსთან იდგა მეგობართან ერთად, მანქანა დაინახა მომავალი, რომელიც შევიდა ეზოში და დაეჯახა იქვე მდგომ მანქანას. საჭესთან იჯდა მისი მეგობარი ლ-–- გ--------ე, რომელიც იძახდა ეს რა ვქენიო, ხელი ჰქონდა ნატკენი, იმდენად ნასვამი იყო რომ ვერ წამოაყენა თან ხელი ტკიოდა. ტელევიზიის მანქანაში კი იყო მაგრამ ბ------ს მანქანა ეგონა. ბ------ გვარს ვერ იხსენებს, ტაქსაობს, ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ შეუკითხავადაც წაუყვანიათ მანქანა. ლ-–- გ--------ეც ყოფილა მის მანქანაში და სარგებლობდა ამ მანქანით. ბ------ს მანქანაც და ტელევიზიის მანქანაც მოლურჯო ფერისაა, თითქმის ერთნაირი ფერია, ბ------ს ყავს მერსედესი ც კლასის. მანქანა აჩერებდა ყოველთვის ინტერნეტ კაფეს „ანეტის“ ეზოში. ის ხშირად სვამდა და მანქანა ყოველთვის იქ იდგა, თავად თუ დაჭირდებოდათ, ამ მანქანით სარგებლობდნენ და შემდეგ ეტყოდნენ ხოლმე; „ბ------ს მანქანა დავამტვრიეო“ ასე იძახდა, „ეს რა დამემართაო“; ბ------ ცხოვრობს ახლოს მესამე სახლში, დაახლოებით 10 წელია იქ ცხოვრობს. მას ლ-–- გ--------ის ავტომანქანაში ჩაჯდომის მომენტი არ დაუნახავს, არც მისცემდა უფლებას, ასეთ მდგომარეობაში ემართა ავტომანქანა. სწრაფად არ მოდიოდა როცა დაინახა, ეზოში შესვლის მომენტი.

მოწმის სახით დაკითხული ჯ--- ჯ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ დღეს იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით 1600 საათისთვის ჩამოვიდა სახლში, მეუღლესთან ერთად ასეირნებდა ბავშვს, ამ დროს ეზოდან მოესმათ ჩოჩქოლი, ხმაური; შესვლისას შეხვდა ლ-–- გ--------ე, გაურკვეველი გამომეტყველებით, რომელსაც შეეკითხა თუ რა მოხდა, მაგრამ პასუხი მიიღო მხოლოდ ის, რომ ბ------ს მანქანა გატეხა და სხვას არაფერს ამბობდა. მიხვდა, რომ ბ-------–-----ის მანქანას გულისხმობდა, როცა მოიკითხა სწორედ ეს ბ------ აღმოჩნდა. ბიჭებმა ჩასვეს ლ-–- მანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სასწრაფოც უკან გაყვა. როგორც გაიგო ბ------ს მანქანა გავტეხეო, რომ იძახდა, გაიგო, რომ ლ-–-ს ბ------ს მანქანა ეგონა. მანქანა იყო ლურჯი ფერის. ბ------ მათ ქუჩაზე ცხოვრობს ქირით და ტაქსაობს აღამშენებელის ქუჩაზე, ანეტის მოპირდაპირე მხარეს აყენებს მანქანას. ბ------სთან უბანში თითქმის ყველას აქვს ურთიერთობა. ბ------ არის შაინიძე ის წლებია უკვე ამ უბანში ცხოვრობს. ანეტის ოფისიდან ის ადგილი სადაც ლ-–-მ შეჯახება მოახდინა, არის 30-50 მეტრი. მანქანა არი ლურჯი ფერის. ავტომანქანა რომელზეც ლ-–- ფაქტიურად ყოფილა და ბ------ს მანქანა არის ერთი დაიგივე ფერის თითქმის და ვიზუალითაც გავს ერთმანეთს. ლ-–- უნახავს ამ მანქანაში იქედან გამომდინარე, რომ ბ-------–-----ე აძლევდა ამის ნებას. მანქანის კარები ყოველთვის ღია იყო.

მოწმის სახით დაკითხული ზ------ შ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს იმყოფებოდა მეგობრებთან მ-----– გ--------–---–თან და ბ---- ჯ--------ესთან ერთად, სადაც შემოვიდა მუქი ლურჯი ფერის ავტომანქანა და შეეჯახა იქვე მდგომ მერსედესს. ლ-–- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მანქანიდან გადმოსვლასაც ვერ ახერხებდა, გადმოიყვანეს მანქანიდან ბ------ს მანქანა დავამტვრიეო ეს რა მომივიდაო, - იძახდა, გადმოიყვანეს და იქვე დასვეს, იტკიებდა ხელს, შემდეგ წაიყვანეს საავადმყოფოში. უნდოდა ეკითხა რაში იყო საქმე, მაგრამ თვალებზე ეტყობოდა და სახეზე, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს. ბ------ს, რომ ახსენებდა მიხვდა, - თან შაინიძესო იძახდა, ლ-–- ხშირად უნახავს ბ------ს მანქანაზე, ბავშვი დაყავდა ხოლმე მანქანით, ხშირად ბ------ს გარეშეც მართავდა ავტომანქანას, მას ეს მომენტები თავად დაუნახავს, ბ-------–-----ე მათთან ახლოს ცხოვრობს უბანში, აღმაშენებლის 100 ნომერში, ლ-–-ს სახლის გვერდით, ავტომანქანას აჩერებდა ანეტის ოფისის წინ, სადაც ტაქსაობდა. მანძილი იმ ტერიტორიიდან საიდანაც წამოვიდა კორპუსამდე არის მცირე, ახლოსაა კორპუსის ეზო. მანქანით გასავლელი იქნება ალბათ 200 მეტრამდე, ხოლო ფეხით - 50 მეტრი, მანძილის გავლას 2 წუთი დაჭირდება ჩვეულებრივი სიარულით. ბიჭები იმ ეზოში ხშირად იკრიბებიან, სადაც ლ-–- შევიდა მანქანით. ბ------ს მანქანა ეგონა, როგორც ჩათვალა. მანქანებს საერთო აქვთ ფერი. ფერიც მსგავსი იყო და ადგილი, სადაც ბ-------–-----ე აჩერებდა ავტომანქანას. თავად ლ-–- ამბობდა, რომ ბ------ს მანქანა წამოიყვანა და სავარაუდოდ ჩათვალა რომ იქ იქნებოდა გაჩერებული. ლ-–- იმ ეზოში ხშირად შემოდიოდა. შეჯახების მომენტი მას არ დაუნახავს. ავტომანქანის სიჩქარე შეიძლებოდა ყოფილიყო 30-40 კმ/სთ, რადგან მანქანა იქ მაღალი სიჩქარით ვერც გაივლის, ავტომანქანის დამორჩილებაც ვერ მოხდება იქ ისეთი ჩიხია, ასევე არის გზაზე ბარიერებიც. ბ------ ყოველთვის ტოვებდა გასაღებს მანქანაში, უბანია და არც კეტავდა. ზოგჯერ მაღაზიაში მიდიოდა, ზოგჯერ მეორე მხარეს იდგა.

მოწმის სახით დაკითხული ლ-–- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. განმარტა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს გამოვიდა სახლიდან, იყო ნასვამ მდგომარეობაში, გადავიდა იქვე მის უბანში ეზოში ანეტის ოფისთან, სადაც იკრიბებიან მეგობრები, გადაწყვიტეს მოეკრიბათ თანხა და იმ დღესაც დაელიათ. გადათვრნენ, მასთან ერთად იყვნენ ბ---- მახარაძე გ------- ბ--–--- და სხვები. ძალიან მთვრალი იყო, გამოვიდა ეზოდან, ფეხით გამოსასვლელით ანეტის ოფისთან დაინახა ნაცნობი მანქანა ნაცნობ სიტუაციაში, მთვრალი იყო და ვერ გაამახვილა ყურადღება დეტალებზე. იქვე ეზოში შეუხვია საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შეეჯახა ავტომანქანას. ხშირად დადიოდა ამ მანქანით ეზოში, შევიდა რომ მუსიკას მოუსმენდნენ, მანქანა წაიყვანა და იმავე ეზოში შევიდა. მცდელობაც არ ჰქონია მოპარვის, უბრალოდ მანქანა შეეშალა, სხვა არაფერი არ იყო. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევაც რომ ეზოში მანქანიდან მუსიკებს ისმენდნენ. ბ-------–-----ესაც აღნიშნულზე არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონია, არასდროს მას პრეტენზია არ გამოუთქვამს, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ს---–---- ბ-–-----ე დაინახა, აღიდგინა, თორემ იქ ეზოში ბევრი ხალხი იყო და შემდეგ მოვიდა აზრზე. მანქანა ჩვეულებრივი მერესედესის მარკისაა, ტაქსის აბრა ყოველთვის არ აქვს. ის ეზოდან გამოვიდა და იმავე ეზოში შევიდა. ეზოს სამანქანო გზით ერთი გამოსასვლელი აქვს. მაქსიმალური მანძილი იმ ეზომდე ანეტის ოფისიდან 100 მეტრი იქნება. მოპარვის განზარხვა რომ ჰქონოდა იმავე ეზოში იმავე უბანში რატომ შევიდოდა. იმდენად მთვრალი იყო, რომ არ ახსოვს;

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ არსებული მასალების მიხედვით ვერ დგინდება ლ-–- გ--------ის მირ ქურდობის ჩადენის ფაქტი, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, მათი რაოდენობის მიუხედავად ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლით, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენისათვის განსაზღვრულ იმ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დადასტურებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განზრახვა არ წარმოადგენს ბრალის ფორმას, არამედ იგი ქმედების შემადგენლობის ელემენტია ეს იმას ნიშნავს, რომ ქმედების შემადგენლობის დადგენის დროს დგინდება განზრახვა ფაქტობრივი გარემოებების ცოდნისა და სურვილის სახით, რაც შეეხება მართლწინააღმდეგობის შეგნებას, რომელიც ასევე განზრახვის კომპონენტია, დგინდება ბრალის ეტაპზე. განზრახვა ბრალის ეტაპზე წარმოადგენს არა ფსიქიკურ დამოკიდებულების მომენტს, არამედ მხოლოდ ინდივიდუალ-ური გაკიცხვის კრიტერიუმს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით განზრახვა სამი კომპონენტიანია, რომელიც ზოგადად შეიძლება შემდეგი ფორმულით გამოიხატოს; ცოდნა იმისა რასაც სუბიექტი აკეთებს, სურვილი იმისა რასაც აკეთებს და მართლწინაარმდეგობის შეგნება. ამ სამი კომპონეტიდან პირველი ორი დგინდება ქმედების შემადგენლობის ეტაპზე, რადგან ცოდნა და სურვილი ფაქტობრივი გარემოებისადმი გააჩნია არა მარტო დამნაშავეს, არამედ პირს, ვინც მოქმედებს მართლზომიერად. პირდაპირი განზრახვისათვის დამახასიათებელია ის, რომ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მალთწინა-აღმდეგობა და სურვილი აქვს ასეთი შედეგის დადგომისა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ქურდობა, არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების დროს ყურადღებას მიაპყრობს როგორც ლ-–- გ--------ის ასევე მოწმეთა: მ-----– გოგოლაშვილის, ი-----–- ქ-------ის, ი-----–- გ--------ის, ბ---- ჯ--------ის, ჯ--- ჯ--------ის, ზ------ შ------–---–ის და თვით ბ-------–-----ის ჩვენებებს, რომელთა ანალიზითაც ირკვევა, რომ ლ-–- გ--------ე ხშირად სარგებლობდა მათ ოჯახში ადრე მდგმურად მყოფ - ბ-------–-----ის ავტომობილით, რომელსაც ეს უკანასკნელი მათ ეზოში აყენებდა. მომხდარი ფაქტის დროს ლ.გ--------ე იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და იქვე გაჩერებული გ------ ს-----ის ავტომობილი შეეშალა ბ.შაინიძის ავტომანქანაში, ჩაჯდა შიგ და შევიდა ეზოში არსებულ ჩიხში, საიდანაც გასასვლელი არსად არ იყო და დაეჯახა სადგომის წინ გაჩერებულ ლ---------–----ის ავტომობილს. იმავე მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ავტომანქანიდან გადმოყვანილი მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლ.გ--------ე დარწმუნებით ამბობდა, რომ ის ბ-------–-----ის ავტომობილში იმყოფებოდა და ნანობდა, რომ ამ უკანასკნელს ავტომობილი დაუზიანა.

სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით ლ-–- გ--------ის საქციელი არ უნდა ჩაითვალოს მართლსაწინაღმდეგო და ბრალეულ ქმედებად, რადგან თუ გავითვალისწინებთ გამართლებულის და აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს, რისი გაბათილება ბრალდების მხარემ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო, მისი ქმედება ვერ იქნება შესაბამისობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საკანონმდებლო კონსტრუქციით განსაზღვრულ ქურდობის ნორმის განმარტებასთან, რომლის მიხედვით ხსენებული დანაშაულის ჩადენის დროს სახეზე უნდა იყოს სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამასთან ამ დანაშაულისათვის უპირობო მოცემულობაა ქმედების სუბიექტის განზრახვაში მართლწინააღმდეგობის შეგნების არსებობა. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში ლ-–- გ--------ის ქმედებაში არ იკვეთება ქურდობის ჩადენის ყველა ობიექტური და სუბიექტური ნიშნები და მისი განზრახვა უნდა ჩაითვალოს მართლწინააღმდეგობის შეგნების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ლ-–- გ--------ეს ჰქონდა განზრახვა ავტომანქანა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა და ფარულად დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს. მოცემული სახის დანაშაულისათვის აუცილებელ მახასიათებელს წარმოადგენს როგორც აღნიშნული პირის სუბიექტური განზრახვა და მოქმედება განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მაშინ როდესაც საქმის განხილვისას დაკითხული ხსენებული მოწმეები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ლ-–- გ--------ე შემთხვევის შემდეგ ნანობდა მხოლოდ იმას, რომ მის მეგობარს ბ------ს დაუმტვრია მანქანა. ბ-------–-----ის მანქანით სარგებლობის არაერთი შემთხვევა და ნება ავტომანქანის მფლობელისაგან - ბ-------–-----ისაგან, რომ არსებობდა აღნიშნულიც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ლ-–- გ--------ის ნაცნობებიდან, მეზობლებიდან და თავად ბ-------–-----იდან, რომელთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და არცერთი მათგანი არ გამორიცხავს ან არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების, ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არარის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლის-სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურატურის ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ლ-–- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ლ-–- გ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

გამართლებულ ლ-–- გ--------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევასი.

ლ-–- გ--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ნოდარ ნიჟარაძის (პ/ნ 61004046240), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქN140ვ, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1197.00 კვ.მ (ს/კ 20.42.05.287.01/012), სართული მე-4, ბინა N12, ფართი 62,51 კვ.მ (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - 42, კვარტალი - 05, ნაკვეთი -287, კოდი 01/012) – 35 000 /ოცდათხუთმეტი ათასი/ლარის წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება - 30.09.15წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფლოსტები (adidas), რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - 30.09.15წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანა ,,MERSEDES-BENZ 1-------- 1992“ და ავტომანქანა ,,FORD MONDEO 2---’’, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ ეზოში დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი, ფოტოცხრილი 02 ცალი CD/DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს და ქობულეთის რაიონულ სამმართველოს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე