განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
110100118002614817
ინსტანცია
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-436-2019 წელი

№110100118002614817

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

19 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ო---- გ--–-–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ო---- გ--–-–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, მცხოვრები ხ---------–--------------------–-----------ში, ზესტაფონის რაიონუ-ლი სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გა-მართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

aRwerilobiTi nawili:

ო---- გ--–-–---–ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯა-ხის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 08:00 საათზე, ხ---------–--------------------–------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ო---- გ--–-–---–მა, განაწყენების ნიადაგზე, ორივე ხელი დაარტყა ზურგის არეში მეუღლეს, გ---–----- გ---–-–---–ს და წააქცია ძირს, რის შედეგადაც გ---–----- გ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ო---- გ--–-–----–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც ითხოვს ო---- გ--–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ ო---- გ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის მხო-ლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განა-ჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმას სტანდარტს.

საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენე-ბების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამარ-თლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პი-რის დაკითხვა, რომლის სიტყვასაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილე-ბელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ ო---- გ--–-–---–ის მეუღლემ, დაზარალებულმა გ---–----- გ--–-–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინი-ჭებული უფლება და არ ისურვა ჩვენების მიცემა ბრალდებულის წინააღმდეგ. ხოლო ფ-------- ბ--–--ის, მ----- ყ-------–ის, მ------ გ--–-–---–ის და ვ-–-------- შ--–-----ს ჩვენებები, რომლებიც გარკევეულწილად ემყარება გ---–----- გ--–-–---–ის მიერ გავრცე-ლებულ ინფორმაციას, შემოწმებულია სასამართლოს მიერ და ბრალდების მხარე მიიჩ-ნევს, რომ ეს ჩვენებები სარწმუნოა და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის სა-ფუძველი.

ასევე არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შე-დეგში, რომლის მიხედვითაც პირადი გასინჯვის დროს გ---–----- გ--–-–---–ს აღენიშ-ნებოდა დაზიანებები, რაც ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ძალადობის მომენტ-ში დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ო---- გ--–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----- ო-----------ემ, რომელიც შესაგებლით ით-ხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე მ------ გ--–-–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ო---- გ--–-–---–ი არის მისი მამა, ხოლო გ---–----- გ--–-–---–ი დედა. ისინი, ერთად ცხოვრობენ ზ------------------------------–-----------ში. 2018 წლის 23 ივლისს, როდესაც იმყოფებოდა ხაშურში, მას დაუკავშირდა მეუღლე და უთხრა, რომ მშობლებმა იკამათეს. აღნიშნულის შემდეგ, მას დაურეკა მ----- ყ-------–მა. ჩავიდა სოფელში, სადაც ყველა სახლში დახვდა. დე-დამ, გ---–----- გ--–-–---–მა განუმარტა, რომ ო---- გ--–-–---–ი შეეხო ხელით, ცემა. ხოლო მამამ, ო---- გ--–-–---–მა უთხრა, რომ შემთხვევით დაეჯახა გ.გ--–-–---–ს, რა დროსაც ის წაიქცა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ---- ს------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ხ---------–--------------------–-----------ში, მეუღლესთან და დედამთილ-მამამთილთან ერთად. 2018 წლის 23 ივლისს, როდესაც იმყოფებოდა სახლში, ოთახში და ეძინა, დაახლოებით დი-ლის 07:00 საათზე, მას კარებზე დაუკაკუნა მამამთილმა ო---- გ--–-–---–მა და სთხოვა ძირს ჩასვლა, ვინაიდან სალაპარაკო ჰქონდა. როდესაც ქვევით ჩავიდა, ო----- ანერვიუ-ლებული იყო, ხოლო ოთახში მყოფი დედამთილი გ---–----- გ--–-–---–ი ტიროდა და იძახდა „მეტი არ შემიძლია, უნდა წავიდე ჩემს ძმასთანო“. მის კითხვაზე, თუ რა მოხდა, პასუხი არ გასცა. ანერვიულებულმა ო---- გ--–-–---–მა სიგარეტს მოუკიდა და გავიდა გარეთ. ასევე, გარეთ გავიდა გ---–----- გ--–-–---–იც. რამდენიმე ხანში, როდესაც თვი-თონაც გავიდა გარეთ, დაინახა, რომ გ---–----- გ--–-–---–ი წაქცეული იყო ძირს, თუმცა, არ უკითხავს რა მოუვიდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ვ-–-------- შ--–-----მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ო---- გ--–-–---–ი არის მისი სიძე, კერძოდ დის - გ---–----- გ--–-–---–ის ქმარი. 2018 წლის 23 ივლისს, მას ტელეფონზე დაურეკა დამ გ---–----- გ--–-–---–მა და უთხრა, რომ სახლში ავიწროვებ-დნენ, ცემა მეუღლემ. აღნიშნულის საფუძველზე დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ამ დროს, თვითონ ქუთაისში იმყოფებოდა. როდესაც და მასთან ჩავიდა, არ ჩაძიებია დეტალებზე, არაფერი უკითხავს და არც დაზიანებები უნახავს. მან დაადასტურა გამო-ძიებაში მიცემულ ჩვენებაში მითითებული გარემოება, რომ ის დაელოდა თავის დას, რომელიც წაიყვანა სოფელში თავის სახლში და იქ დაჰყო რამდენიმე დღე. ასევე ის გა-რემოება, რომ ო---- გ--–-–---–ის გასამართლების შემდეგ, გ---–----- გ--–-–---–ს ყო-ველდღე უთქვამს მისთვის, ო----- გ--–-–---–ი სვამს სისტემატურადო და ნასვამ მდგო-მარეობაში ყოფნისას, მას ყოველდღე აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. თუმცა აღნიშ-ნული მას არ უნახავს და არც შესწრებია, მხოლოდ გ---–-----სგან იცის. მოწმემ არ დ-აადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენების ის ნაწილი, სადაც აღნიშნავს, რომ როდ-ესაც ძირს წაქცეული გ---–----- გ--–-–---–ი ააყენა, ის იტკიებდა მარცხენა ფეხს და მარცხენა ფეხზე, მუხლთან ეტყობოდა სისხლნაჟღენთი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ----- ყ-------–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს ბ-------ის პოლი-ციის განყოფილებაში, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 ივლისს, ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძ-ველზე, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ძალადობას, მეწყვილე ფ.ბ--–--ესთან ერთად გამო-ცხადდა სოფელ ნ---------ში. ადგილზე მისულებს, დახვდათ დაზარალებული გ.გ--–-–----–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლემ იძალადა მასზე. აღნიშნულის საფუძველ-ზე, სოფელში მოძიებული იქნა ო---- გ--–-–---–ი, რომელიც არ იმყოფებოდა არც სახლ-ში და არც სოფელში. შემდეგ, დაზარალებული გადაიყვანეს განყოფილებაში, გამოკით-ხვის მიზნით. ასევე, მოცემულ საქმეზე, მის მიერ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდე-რი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ფ-------- ბ--–--ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობდა ბ-------ის გან-ყოფილებაში, უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 ივლისს, ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ძალადობას, თანამშრომელ მ----- ყ-------–თან ერთად გამოცხადდა სოფელ ნ----------ში, სადაც დახვდათ დაზარალებული გ---–----- გ--–-–---–ი, რომელიც ტიროდა და განუცხადა, რომ იძალადა მეუღლემ. გ.გ--–-–---–ს, აღენიშნებოდა დაზიანებები. აღნიშ-ნულის საფუძველზე, გადაამოწმეს ო.გ--–-–---–ი, რომელიც არც სახლში იმყოფებოდა და არც მაღაზიაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე კ------- ზ-------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონული სამმართველოს ბ-------ის პოლიციის განყოფილებაში, დეტექტივის თანა-შემწე-გამომძიებლად. იყო ო---- გ--–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმე-დებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაზარალებულს გააცნო დადგენილება და უფლებები, დანიშნა ექსპერტიზები, დადგენილება ბრალდების შესა-ხებ გააცნო ო.გ--–-–---–ს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოით-ხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ო.გ--–-–---–ის მიმართ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა გ---–----- გ--–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის – მეუღლის ო---- გ--–-–---–ის წინააღ-მდეგ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ო---- გ--–-–---–მა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2018 წლის 23 ივლისის გარეგნული დათვალიერების ოქმით დას-ტურდება, რომ გამომძიებელ შ------- ც-–--–---–ის მიერ, განხორციელდა გ---–----- გ---–-–---–ის ვიზუალური დათვალიერება. ვიზუალური დათვალიერებისას, გ---–----- გ--–-–---–ს, მარცხენა ფეხზე, ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, აღენიშნება 02 სმ-მდე გემა-ტომა. ასევე, ამავე ფეხის მუხლზე, აღენიშნება სისხლნაჟღენთი, დაახლოებით 02 სმ დი-ამეტრის. მისი გადმოცემით, დაზიანებები არის მტკივნეული. დაზიანებები მან მიიღო 2018 წლის 23 ივლისს, სოფელ ნ---------ში, მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც იგი ცემა მეუღლემ, ო----- გ--–-–---–მა, რომელმაც ზურგში დაარტყა ხელები და წააქცია ბეტონის საფარზე.

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის №--------8 დასკვნით დგინდება, რომ 23.07.2018წ. 21:44-21:50სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ---–----- გ--–-–---–ს სხეულზე გა-რეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (მარცხენა მუხლის სახსრის გა-რეთა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 1.9×1.7სმ.). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვ-ნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზ-მულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა გ-- გ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩე-ნით დასტურდება, რომ ო---- გ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლე-ბის აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქმეში არსებული, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ეროვნული საა-გენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის №----------------- მომართვით დასტურდება, რომ ო---- გ--–-–---–ი აღრიცხვაზე იმყოფება და მასზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს შიდა ქართლის პრობაციის ბი-ურო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განაჩენის საფუძველ-ზე. გამოსაცდელი ვადის დასაწყისია - 05.05.2018 წელი, ხოლო დასასრული - 08.05.2019 წელი.

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხა-რის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკი-ცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ო---- გ--–-–----–ის მიერ გ---–----- გ--–-–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში და შესა-ბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

ო---- გ--–-–---–ის მიერ გ---–----- გ--–-–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - მ----- ყ-------–ის, ფ-------- ბ--–--ის, მ------ გ--–-–---–ის და ვ-–-------- შ--–-----ს ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვევის თვით-მხილველნი და გადმოსცემენ გ---–----- გ--–-–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები - ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ რამდენად უტყუარია მათთვის გ.გ--–-–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

თავად გ---–----- გ--–-–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ო---- გ--–-–---–ის წინააღმდეგ. შესაბამისად - სხვა პირ-დაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო---- გ--–-–---–ის მიერ დანაშა-ულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მარ-თალია დაადასტურა გ.გ--–-–---–ის სხეულზე დაზიანების არსებობა, მაგრამ თუ რა ვითარებაში მიიღო გ---–----- გ--–-–---–მა აღნიშნული დაზიანება, ო.გ--–-–---–ის ძა-ლადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურებელი მტკიცებულე-ბები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობი-სათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ო---- გ--–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალ-დების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ო---- გ---–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სა-ხელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი ო---- გ--–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის გამამართლებელი განაჩენი ო---- გ--–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

ო---- გ--–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ო---- გ--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნ-დეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ-ში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

გამართლებულ ო---- გ--–-–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხ-ლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

სსიპ 112-ის აუდიოჩანაწერი „CD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili