განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
020100118002333085
ინსტანცია
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-319-2019 წელი

№020100118002333085

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ანა ა-------ს,ადვოკატის – ი----- ჯ---–--ს,მსჯავრდებულის – გ--- თ-------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხი-ლა გ--- თ-------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ--- თ-------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზ-----------------------------–------ში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გა-ნაჩენით ცნობილია უდანაშაულოდ და გამართლებულია საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერ-თი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ--- თ-------ს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 8 თებერვალს, საღამოს საათებში გ--- თ-------, ზ----------------------------–------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, განაწყენებული იმით, რომ ა--- თ-------მ დაიცვა დედა ლ--–- ჭ------- და მას საყვედური უთხრა დედის მიმართ განხორციელე-ბული ქმედების გამო, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს ა--- თ-------ს, რა დროსაც მას გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 8 თებერვალს, საღამოს საათებში, გ--- თ-------მ, ზ----------------------------–------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს ა--- თ-------ს ორჯერ დაარტყა ფეხი მუცლის არეში და რამდენჯერმე მოქაჩა თმა-ზე, რის შედეგადაც ა--- თ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მათ გასაშველებ-ლად მისულ მეუღლეს - ლ--–- ჭ-------ს გ--- თ-------მ სახით არეში ერთჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ლ--–- ჭ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით გ--- თ------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მსჯა-ვრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანა ა-------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ--- თ-------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა სარწმუნო, ობიექტური, უტყუარი და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ-ლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ--- თ-------ს მიერ მუქარის განხორციელებას.

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „გ“ ქვეპუნქტით გ--- თ-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, აღნიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზ-ნების განხორციელებას.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულმა გ--- თ-------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ი----- ჯ---–--მ და ი--- შ-----მ, რომლებიც შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარე-მოებათა გამო:

ლ--–- ჭ-------ს ჩვენების თანახმად, გ--- თ-------მ დაუწყო ლანძღვა, მიმართავდა უცენ-ზურო სიტყვებით. გული აუჩუყდა და დაიწყო ტირილი. სახლში მისვლის დროს შვილმა - ა--- თ-------მ ჰკითხა ტირილის მიზეზი. უთხრა, რომ მამამისის ბრალი იყო ყველაფე-რი. საუბრის დროს სახლში შემოვიდა გ--- თ------- და შევიდა სამზარეულო ოთხში. ა--- მივიდა გ---სთან და მკაცრი ტონით ჰკითხა, რატომ ატირებდა დედას და ამხელა კაცს თავში ჭკუა როგორ არ ჰქონდა. ამ სიტყვების გაგონებაზე გ--- გაბრაზდა, შეაგინა, ეუბნე-ბოდა დედაშენს მოვკლავო და ხელში აიღო მაგიდაზე მოთავსებული დანა. ა--- მივიდა მასთან და დააპირა წართმევა. დანის წართმევის დროს დანის წვერი მოხვდა მარცხენა ხე-ლის გულზე, საიდანაც წამოუვიდა სისხლი. ამ დროს მამასა და შვილს შორის დაიწყო გა-წევ-გამოწევა. ა--- წვდა მამამისს ყელში, გ---მ კი თმებში ჩაავლო ხელი და მარჯვენა ფე-ხი ორჯერ დაარტყა მუცლის არეში. გ--- როდესაც არ შეეშვა ა---ს, ჩადგა მათ შორის და შეეცადა მათ გაშველებას. გაშველების დროს გ---მ ხელი გაუშვა ა---ს და მასაც გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში. დაიყვირა, რომ ა---ს დაერეკა პოლიციაში. პოლი-ციის გაგონებაზე გ--- გაჩერდა. ადასტურებს, რომ გ--- ა---ს კი არ ემუქრებოდა მოკვ-ლით, ა---ს ემუქრებოდა დედშენს მოვკლავო.

ითხოვს გ--- თ-------სათვის მინიმალური სასჯელის შეფარდებას. ბრალდებულის ხელი შემთხვევით რომ მოხვედროდა, არ ეტკინებოდა, რადგან ეტკინა, ე.ი. დაარტყა. რომ აშველებდა, ამიტომ დაარტყა. შემთხვევითი დარტყმა არ იყო.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ--–- ც-------ს ჩვენების თანახმად ლ--–- ჭ-------მ უთხრა, რომ გ--- თ------- დანით თავის საცხოვრებელ სახლში მოკვლით დამუქრებია თავის შვილს ა---ს. გ--- თ-------ს მარჯვენა ფეხი ორჯერ დაურტყამს მუცლის არეში, თმებში ჩაუვლია ხელი და რამდენიმეჯერ მოუქაჩავს, ხოლო მისთვის გაშორების დროს გაშლილი ხელი დაურ-ტყამს სახის არეში. გაშველების დროს მომხვდაო ხელი და მეტკინაო. ქორწინების სააქ-ტო ჩანაწერის მიხედვით, გ--- თ------- და ლ--–- ჭ------- არიან მეუღლეები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულ გ--- თ-------ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, მეუღლესთან იკამათა. მეუღლე არიდებდა თავს. გაბრაზებული იყო, ეზოში შევიდა, გაიხადა მანტო. მეუღლე სამზარეულოში იყო ატირებული. შვილმა მისკენ გამოიწია, დედას რატომ აწყენინეო. გადაიზარდა კამათში. შვილმა გამოიტანა კომპოტის გამხსნელი, დედაც ჩაერთო. დაუჯიკავა, წაართვა გამხსნელი, დანა ნახა მის ხელში, წა-ვართმევო, იფიქრა, ნასვამი იყო. შვილს უთხრა, დედაშენი მოსაკლავია შვილს რომ ანერვიულებს თავისი სიმულაციითო. შეხლა-შემოხლა იყო. დანა წაართვა და შეაგდო ოთახში. შვილს არ დამუქრებია. შვილს დაარტყა ფეხი ორჯერ, მოქაჩა თმაზე, რადგან გაბრაზებული იყო, მეუღლესაც გაარტყა ხელი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ა--- თ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა მამის – გ--- თ--------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

ა--- თ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა მამის – გ--- თ--------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

ლ--–- ჭ-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ბრალდებული ა--- თ-------ს კი არ ემუქრებოდა მოკვლით, არამედ ემუქრებოდა მისი, ე.ი. დედის, მოკ-ვლით.

მოწმე ლ--–- ც-------, რომელიც არ არის ფაქტის თვითმხილველი, ის ფაქტებს გად-მოსცემს ლ--–- ჭ-------ს მონაყოლიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განად-გურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

განსახილველი ნორმის შემადგენლობა სახეზე გვაქვს მაშინ, როდესაც პირი ემუქრება კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩენს საფუძლიან შიშს.

შესაძლოა მუქარა არც იყოს რეალური და დამნაშავეს არც ამოძრავებდეს მუქარის გან-ხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს მხოლოდ დაშინება. ამ დანაშაულის შემადგენლობის ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორ-ციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში მას არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

სუბიექტური კრიტერიუმის, კერძოდ იმის დასადგენად, გაუჩნდა თუ არა ა--- თ-------ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სასამართლოს არ შეუძლია იმსჯელოს, რადგან თავად ა--- თ-------ს ჩვენება არ მიუცია სასამართლოსთვის. აღნიშნულის დად-გენის გარეშ კი, როგორი შიშის მომგვრელიც არ უნდა იყოს მუქარა, არ არსებობს საფუძ-ველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისათ-ვის.

ამდენად, არ არსებობს საფუძველი გ--- თ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობისათვის.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ--- თ-------ს მიმართ საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტან-ციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმ-დეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმე-დების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვ-რული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცი-ლება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე გაითვალისწინა გ--- თ-------ს მიმართ პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, კერ-ძოდ ის, რომ მან იძალადა იმ პირების მიმართ, ვისზე ზრუნვაც მას ევალებოდა, დაზა-რალებულებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი, ასევე ის გარემოება, რომ გ--- თ-------მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არაა წარსულში ნასამართლევი, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--- თ-------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით დაუნიშნა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელსაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენი გ--- თ-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ--- თ-------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასა-მართლოს 2019 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ--- თ------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ--- თ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 ივნისამდე მოქმედი რე-დაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერ-თი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გ--- თ-------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 9 თებერვლიდან 2018 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გ--- თ-------ს ყო-ფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გაუქმდეს გ--- თ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მო-ეხსნას ყადაღა გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის №------------------, 1-------- განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზ----------------------------–-------–------------------------------------------------ში (საკადასტრო კოდი –-------------), განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.

ნივთმტკიცებები – დანა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ნერწყვის ნიმუშები განად-გურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili