განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100119002956105
საქმე №1/ბ-500-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ------ ნ--------ის
მსჯავრდებულის _ ზ----- ჩ-----ის
ადვოკატის _ რ----- გ----------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ----- ჩ-----ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- გ----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ----- ჩ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ ოზურგეთში, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), დაოჯახებულის, ნასამართლეობის არმქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ო------------------–----–----------------–------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით:
ზ----- ჩ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რისი ათვლაც უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
ზ----- ჩ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
ნივთიერი მტკიცებულება _ CD დისკი, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას მისი შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----- ჩ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლიდან ნ-----–- ჭ-----ე ცოლად გაჰყვა ო------------------–----–----------------–------------–- მცხოვრებ კ------- ჭ-----ეს, რომლებიც იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ისინი ერთიან საოჯახო თანაცხოვრებას ეწეოდნენ კ------- ჭ-----ის მშობლებთან ზ----- ჩ-----ესთან და ნ---- ჩ-----ესთან ერთად და ჰქონდათ ერთიანი საოჯახო მეურნეობა. დაოჯახების პირველი წლიდან ნ-----–- ჭ-----ეს და ზ----- ჩ-----ეს დაეძაბათ ურთიერთობა, რა დროსაც ზ----- ჩ-----ე, არასრულწლოვნების _ 2006 წლის 26 თებერვალს დაბადებული ზ----- ჭ-----ის და 2011 წლის 25 აგვისტოს დაბადებული ნ---- ჭ-----ის თანდასწრებით, ო-----------------–----–----------------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში სისტემატურად შეურაცხყოფდა ნ-----–- ჭ-----ეს, რაც გრძელდებოდა 2019 წლის 28 მარტამდე. მიუხედავად იმისა, რომ ნ-----–- ჭ-----ე დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით, ზრდიდა შვილებს, ზ----- ჩ-----ე იყო უკმაყოფილო და ნ-----–- ჭ-----ის მიმართ გამოხატავდა აგრესიას, ლანძღავდა, აგინებდა დედის მისამართით, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და ამადლიდა მის მიერ ოჯახში შეტანილ სარჩოს, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას, რისთვისაც დაზარალებული იძულებული იყო ზამთრის პერიოდში გასულიყო სხვა ოთახში და გაეძლო სიცივისთვის. მსგავსი ქმედებების სისტემატურობას განსაკუთრებით ადგილი ჰქონდა 2018 წლიდან 2019 წლის 28 მარტამდე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ----- ჩ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----- გ----------ემ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ----- ჩ-----ისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, იმ საფუძვლით, რომ ზ----- ჩ-----ე არის 70 წლის ასაკს მიღწეული, დაავადებულია გულის იშემიური დაავადებით, იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ----- ჩ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----- გ----------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს ზ----- ჩ-----ისათვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მ------ ნ--------ემ ითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–- ჭ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ზ----- ჭ-----ის, ნ---- ჭ-----ის, კ------- ჭ-----ის, ა---------ის, რ--- თ----ის, ა-----– ს-----ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ----- ჩ-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ----- ჩ-----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და პირობა დადო, რომ მისი მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი აღარ ექნება, ის არის 66 წლის პენსიონერი, დაავადებულია გულის იშემიური დაავადებით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ზ----- ჩ-----ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ----- გ----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3.ზ----- ჩ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.მსჯავრდებული ზ----- ჩ-----ე განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 29 ივლისამდე.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ზ----- ჩ-----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ზ----- ჩ-----ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ----- ჩ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულება _ CD დისკი, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/