განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-475-2019 წელი
№240100119002900259
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
2 აგვისტო, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხი-ლე ი-----–- ჯ---–----ის ბრალდების №----------- სისხლის სამართლის საქმე.
ი-----–- ჯ---–----ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ვ---------------------–------–----ში, სენაკის რაიონული სა-სამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გა-მართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით წარდგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
ი-----–- ჯ---–----ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 00:23 საათზე, ქ. ს----–---–---–---ის ქუჩაზე, ი-----–- ჯ---–----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ს--–---- მ------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ორჯერ დაარტყა თავის, ხოლო შემდეგ ასევე ორჯერ და-არტყა ტანის არეში, რის შედეგადაც ს--–---- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკი-ვილი.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით ი-----–- ჯ---–----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარლდებაში.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გა-ასაჩივრა პროკურორმა გ------- კ-------მ, რომელიც ითხოვს ი-----–- ჯ---–----ის მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის აღნიშ-ნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. მოთ-ხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოში სამხედრო მოსამსახურეებმა – თ------ კ------მ, ა-----–--- ლ------------მ, ღ------–- ფ-----მ, ბ------- ო---–-----მ, მ------ ყ-----–---–მა და რ----- შ-----ემ უჩვენეს, რომ ცოლ-ქმარი ს--–---- მ------–---–ი და ი-----–- ჯ---–----ე იმყოფებოდნენ ისეთ ადგილას, რაც მათი თვალთახედვის არეალს სცდებოდა, ვინაიდან იმ ადგილას ხელოვნური განათება არ იყო. ჯარისკაცებმა ერთ-ხმად აღნიშნეს, რომ რამოდენიმე წუთში გაიგონეს ქალის კივილისა და ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას.
სასამართლოში დაკითხულმა ჯარისკაცებმა – ა-----–--- ლ------------მ და ღ------–- ფ-----მ, რომლებიც მივიდნენ ს--–---- მ------–---–ის საშველად იმ ღამეს გამშვებ პუნ-ქტთან, განმარტეს, რომ ხმა გაიგეს იქედან, საითკენაც ცოლ-ქმარი წავიდა და სხვა ვინმე იქ სირბილით მისვლისას მათ არც შეუმჩნევიათ და არც დახვედრიათ. სწორედ ს--–---- მ------–---–ი იყო ის ქალბატონი, რომელიც ითხოვდა შველას, რადგან სხვა ვინმე პირი იმ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. მათი განმარტებით ს--–---- მ------–---–ი იყო აღელ-ვებული და მასთან საშველად მისულ ჯარისკაცებს სთხოვდა დახმარებას, რადგან მისი განმარტებით მეუღლისაგან იყო ძლიერ ნაცემი. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ს--–---- მ------–---–ი ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას მეუღლის მისამართით და აღ-ნიშნავდა, რომ მას ი-----–- ჯ---–----ე გაუსწორდა ფიზიკურად. ასევე, დაზარალებული მისი მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა 112-ის სამსახურს და ით-ხოვდა დახმარებას მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავში-რებით, თან ამავე დროს სამხედრო მოსამსახურეებს ეკითხებოდა მისი ადგილსამ-ყოფელის ზუსტ მისამართს, რათა ეცნობებინა აღნიშნული 112-ის ოპერატორისათვის.
სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა ლ-–- გ------მ და დ----- ს-------მ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენეს, რომ ს--–---- მ------–---–მა მათ თანმიმდევრობით მოუყვა მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ და კატეგორიულად ითხოვა დაეკავებინათ მისი მეუღლე ი-----–- ჯ---–----ე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ჩატარებული პირადი შე-მოწმებისას მოქალაქე ს--–---- მ------–---–ის სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით და-უფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. . . ს--–---- მ------–---–ი უჩიოდა ტკივილებს დაზიანებათა მიდამოებში. . . დაზიანებები განვითა-რებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად.
ექსპერტმა სასამართლოში დისტანციურად დაკითხვისას განაცხადა, რომ შესამოწმებ-ლის, ანუ ს--–---- მ------–---–ის განმარტებით, მას 2019 წლის 11 თებერვალს დაახლოე-ბით 00:23 საათზე, ქალაქ ს----–--–---–---ის ქუჩაზე, მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება მეუღლესთან ი-----–- ჯ---–----ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას მიაყენა სიტ-ყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ასევე, სენაკის რაიონული სამმართველოს ყველა თანამშრომელი სასამართლოში ჩვენე-ბის მიცემისას უთითებდა აღნიშნული დაზიანების არსებობას ს--–---- მ------–---–ის ტუჩის მიდამოში და მეტიც, მათ განაცხადეს, რომ ბრალდებული ი-----–- ჯ---–----ე აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს და აცხადებდა, რომ მისმა ცოლმა გამოიყვანა მდგომარეობიდან და გამოსტყუა ხელი.
ბრალდებულმა ი-----–- ჯ---–----ემ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, განაცხადა, რომ პირზე ძალის გამო-ყენებით აფარებდა ხელს მის მეუღლეს, დაზარალებულ ს--–---- მ------–---–ს, რათა მას არ ეყვირა. მან ასევე დაადასტურა, რომ ს--–---- მ------–---–ს ტუჩზე აღენიშნებოდა და-ზიანება.
სასამართლომ განაჩენში მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვ-რის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტ-ყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც სასამართლომ მიიჩ-ნია, რომ ბრალდების მხარის მიერ გარდა ირიბი ჩვენებებისა, სხვა პირდაპირი მტკიცე-ბულება არ არის წარმოდგენილი.
თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში ირი-ბი ჩვენებების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვასაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილე-ბელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
სააპელაციო საჩივარზე გამართლებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე, სამხედრო მოსამსახურე რ----- შ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას ეძინა ინციდენტის დროს და არაფერი გაუგია, შემდეგ მორიგის – ბ------- ო---–-----ს-გან გაიგო, რომ ჯ---–----ეს მოაკითხა მეუღლემ და სიტყვიერი იჩხუბესო, კამათი ჰქონ-დათო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, სამხედრო მოსამსახურე თ------ კ------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს სენაკის ქვეითი ბრიგადის გამშვებ პუნქტთან მივიდა ქალბატონი ბავშვით და ითხოვდა მისი მეუღლის ი-----–- ჯ---–----ის ნახვას. წვიმდა და ბავშვს ზე-და მოსაცმელი დასველებული ჰქონდა, ამიტომ ბავშვი შიგნით შეიყვანეს, მორიგე დაუ-კავშირდა ზემდგომ მორიგეს, დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდა ი-----–- ჯულა-ყიძე და ცერცვაძის ქუჩის გასწვრივ გავიდნენ, საიდანაც არის სამხედრო გამშვები პუნქ-ტის შემოსასვლელი, მათ ვერ ხედავდნენ, ქალის ხმა ისმოდა ხმამაღალი კონფლიქტის, კონკრეტულად სიტყვები არ გაუგია, ჯარისკაცები ფ----- და ლ------------ წავიდნენ იმ მიმართულებით, საიდანაც ხმა ისმოდა, შემდეგ ისევ გამობრუნდა ქალბატონი და ი------–-ც. ქალბატონმა დარეკა პოლიციაში და მათ ეკითხებოდა ადგილმდებარეობას იმ მიზნით, რომ 112-ის სამსახურისთვის ეცნობებინა, ამას ალბათ კონფლიქტიდან გამომ-დინარე აკეთებდა, სხვა არაფერი არ უთქვამს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, გამომძიებელმა რ----- გ-----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იყო მორიგე გამომძიებელი. 00:25 საათზე სენაკის რაიონულ სამმართვე-ლოში მიღებულ იქნა შეტყობინება ს--–---- მ------–---–ის განცხადება ოჯახურ ძალა-დობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მორიგე ჯგუფი გავიდა გამოძახების ადგილას, ლ-–- გ------, ი-----–- ქ------ე და დ----- ს-------, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. ამ საქმეზე დაიწყო გამოძიება, გამშვებ პუნქტზე გაშვებულმა ჯგუფის წევრმა ლ-–- გ------მ მოახდინა ი-----–- ჯ---–----ის და-კავება. მის მიერ გამოკითხულ იქნა ს--–---- მ------–---–ი მოწმის სახით. ამის შემდეგ მიმართა მეორე ქვეითი ბრიგადის სამსახურს, საიდანაც გამოითხოვა საკონტროლო გამ-შვები პუნქტის ვიდეო სათვალთვალო ჩანაწერები. შემდეგ გამოითხოვა 112-ის დეპარ-ტამენტიდან შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, რითაც დაადგინა, რომ 2019 წლის 11 თე-ბერვალს ს--–---- მ------–---–ს მართლაც ჰქონდა დარეკილი, სადაც ფიქსირდებოდა მი-სი მობილური ტელეფონი და მისი აუდიო ჩანაწერიც იყო დაფიქსირებული. ს--–---- მ-------–---–ს შესთავაზა, რომ ეს აუდიო ჩანაწერი დაეთვალიერებინა მასთან ერთად, თუმცა ს--–----მ განუცხადა კატეგორიული უარი, რადგან გარკვეული პერიოდის შემ-დგე რადიკალურად შეცვლილი ჰქონდა წინა პოზიცია, პრეტენზია არ ჰქონდა მეუღლის მიმართ და იცვლიდა მის წინა პოზიციას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, სამხედრო მოსამსახურე მ------ ყ-----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა განწესში, იყო მორიგის თანაშემწე, მასთან ერ-თად მორიგეები იყვნენ ო---–-----, კ------, ლ------------ და ფ-----. სამორიგეო შენობა-ში არის მოსასვენებელი ოთახი და მაგ დროს ის იქ ისვენებდა, ძირითადი მორიგე იყო ბ------- ო---–-----, რომელიც პირველ საათამდე იმყოფებოდა გამშვებ პუნქტთან, პირ-ველ საათამდე ის ისვენებდა, დაახლოებით 00:30 წუთზე მივიდა მასთან ბ------- ო---–------ და გააღვიძა გარეთ ხმაურიაო და ოთახიდან რომ გავიდა მეორე ოთახში დაინახა პა-ტარა ბავშვი ღუმელთან ითბობდა, ბავშვი რომ დაინახა იკითხა ვისია ეს ბავშვიო, უთხ-რეს, რომ ჯარისკაცისააო, გარეთ წვიმს და შიგნით შემოვიყვანეთო, დედას მოჰყავდაო. შემდეგ გარეთ, რომ გაიხედა ერთი ქალბატონი იდგა მამაკაცთან ერთად, არაფერი არ ხდებოდა მშვიდად იყვნენ. შემდეგ პოლიციის მანქანა მოვიდა მაშინ გავიდა გარეთ და ქალბატონი აღელვებული ელაპარაკებოდა პოლიციელს ვერ ხედავთ ქურთუკი მაქვს დასვრილიო, სხვა არ გაუგია რას ელაპარაკებოდა, ამის შემდეგ ხედავს, რომ სასწრაფოს მანქანა იყო მოსული, პოლიციის პიკაპი, სასწრაფოს მანქანასთან მივიდა ქალბატონი და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს თუ არა ფაქტიურად ვერ ნახავდა იმიტომ, რომ მოშორებით გასვლის უფლება არ ჰქონდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, სამხედრო მოსამსახურე ღ------–- ფ-----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 10 თებერვლის 10 საათიდან 11 თებერვლის 10 საათამდე აწარმოებდა განწესს, 10 თებერვ-ლის ღამის საათებში ეძინა და ხმაურმა გააღვიძა, ქალბატონი ითხოვდა მეუღლესთან შეხვედრას, ბრიგადის მორიგესთან შეთანხმებით, მოიძია ბრიგადის მორიგემ ეს ჯარის-კაცი და გამოუშვა გარეთ, ამის შემდეგ გამოვიდა ეს ჯარისკაცი გარეთ ცოტა წინ გავიდ-ნენ, თვალთახედვის არეს მიეფარნენ, შემდეგ ქალის ხმა შემოესმა მიშველეთო, შემდეგ ისევ დაურეკეს ბრიგადის მორიგეს შეუთანხმდნენ, რომ ხმაურია გვიშველეს იძახიანო და ორ ჯარისკაცს მივაშველებო, ამის შემდეგ ის გავიდა ლ------------სთან ერთად, რომ მივიდა ქალი ცალკე იდგა, მამაკაცი ცალკე, ქალბატონი ეუბნებოდა დავაჭერინებ შენს თავსო, მერე ერთად გამობრუნდნენ უკან, შემდეგ დარეკა პოლიციაში განუცხადა, რომ მეუღლემ მცემა დამარტყაო და მიშველეთო და კითხულობდა ადგილმდებარეობას. ამ დროს უკვე გამშვებ პუნქტში იყო შესული, რამდენიმე ხანში მოვიდა პოლიცია, სასწრა-ფო სამედიცინო დახმარების მანქანა. პოლიციას ეუბნებოდა ხელი დამარტყა და მიშველეთო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, სამხედრო მოსამსახურე ბ------- ო---–-----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვლის 10 საათამდე იყო მორიგე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე. დაახლოებით 00:15 საათზე მოვიდა ქალბატონი აღელვებული, ბავშვთან ერთად და ით-ხოვდა მეუღლის – ი-----–- ჯ---–----ის გამოსვლას. შემდეგ მან დარეკა ბრიგადის მო-რიგესთან და უთხრა, რომ ქალბატონი იყო მოსული და ითხოვდა მეუღლის ნახვას, ბრი-გადის მორიგემ უთხრა, რომ ეკითხა ქალბატონისთვის რომელ ქვედანაყოფში იმყოფე-ბოდა მისი მეუღლე, რაზედაც ქალბატონმა ვერ უპასუხა, აქედან გამომდინარე ამას გარ-კვეული დრო დასჭირდა, როგორც კი გაარკვიეს რომელ ქვედანაყოფში მსახურობდა გა-მოშვებულ იქნა გამშვებ პუნქტზე. მორიგესთან შეთანხმებით სამხედრო პოლიციაც გა-მოსული იყო და იმყოფებოდა მათთან ერთად, ჯარისკაცის ი-----–- ჯ---–----ის გამოსვ-ლას ესწრებოდა მორიგე სამხედრო პოლიციის თანამშრომელი. ი-----–- ჯ---–----ემ მის მეუღლესთან ერთად გაიარა სამხედრო გამშვები პუნქტის შემოსასვლელი და მიეფარა მათ თვალთახედვის არეალს და მათ ვერ ხედავდნენ, რამდენიმე ხანში იყო ქალის კივი-ლი, ის თავისი სურვილით ვერ გაუშვებდა სამხედრო მოსამსახურეებს და დარეკა ბრი-გადის მორიგესთან, მორიგის ნებართვით ორი სამხედრო პიროვნება ფ----- და ლ------------- გაუშვა. როცა ჰკითხა მათ რა ხდებოდა, ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ ქალი იდგა ი-----–- ჯ---–----ესთან მოშორებითო, რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ აღ-ნიშნავდნენ, ეს ქალი კიოდა ჩემზე იძალადა და დაიჭირეთო, ამის მერე წამოვიდნენ ქალბატონი, ი-----–- ჯ---–----ე და ორი ჯარისკაცი, ჯარისკაცებმა მიაწოდეს მას ინ-ფორმაცია, რომ ქალბატონი რეკავდა 112-ში, ამის შესახებ მან დარეკა მორიგესთან და ჩააყენა საქმის კურსში. რამდენიმე ხანში მოვიდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომ-ლები ოპელ-ასტრას ავტომანქანით, შემდეგ მოყვა სასწრაფო სამედიცინოს დახმარების მანქანა და შემდეგ კრიმინალური პოლიციის პიკაპი, შემდეგ საპატრულო პოლიციის მანქანა. ეს ქალბატონი განერვიულებული იყო ეუბნებოდა პოლიციის თანამშრომლებს დაიჭირეთო იძალადაო ჩემზეო, შემდეგ სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში აიყვანეს. ბავშვი გამოიყვანა კ------მ და ჩააბარა დედას. ი-----–- ჯ---–----ე დააკავეს და გადაიყვა-ნეს პოლიციაში. ს--–---- მ------–---–ი რომ დაინახა არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა ლ-–- გ------მ, ი-----–- ქ------ემ და დ----- ს-------მ დაადასტურეს გამოძიების დაწყებისას და შემდეგ მათი მონაწილეობით გან-ხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, სამხედრო მოსამსახურემ ა-----–--- ლ------------მ განმარტა, რომ განწესში იმ-ყოფებოდა, პირველი ის შეეგება ს--–---- მ------–---–ს, რომელიც იყო ბავშვით, ეგონა რომ სამხედრო დასახლებაში ცხოვრობდა და საშვი მოსთხოვა, ის აღელვებული იყო და უთხრა, რომ მეუღლის ნახვა უნდოდა, მას ბავშვი მოყვებოდა, გარეთ წვიმდა და ბავშვი შიგნით შეიყვანეს, ხოლო ქალბატონი გარეთ ელოდებოდა მეუღლეს, შეატყობინეს ბრი-გადის მორიგეს და ცოტა ხანში გამოვიდა ი-----–- ჯ---–----ე. ი-----–- როდესაც გამო-ვიდა უთხრა იქეთ გავიდეთო და გამშვები პუნქტიდან გავიდნენ. შემდეგ მოესმათ ქა-ლის კივილი მიშველეთო, მათ არ აქვთ უფლება დაუკითხავად გავიდნენ, მოახსენეს ბრიგადის მორიგეს და მისი თანხმობით ის და ღ------–- ფ----- გავიდნენ. რომ მივიდნენ ქალბატონი და ი-----–- ჯ---–----ე ერთმანეთისგან შორს იდგნენ, ქალბატონი განერ-ვიულებული იყო და მეუღლის მისამართით ამბობდა დაგიჭერო, ხელი დამარტყაო იძახდა, შემდეგ მობრუნდნენ ესგეპესთან, სადაც ქალბატონმა 112-ში დარეკა და უთხრა მეუღლემ ხელი დამარტყაო. ამის მერე მოვიდა პოლიცია და სამედიცინო დახმარების მანქანა. სამედიცინო დახმარება გაუწიეს თუ არა ქალბატონს ეს არ უნახია. ქალბატონის-თვის რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა ს--–---- მ------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას ისარგებლა საქარ-თველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი მეუღ-ლის – ი-----–- ჯ---–----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ი-----–- ჯ---–----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგე-ნილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერ-ვალს იმყოფებოდა სამსახურში, კერძოდ თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში, დაახლოებით თერთმეტი საათისთვის დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ უნდოდა მასთან შეხვედრა და რაღაც საკითხთან საუბარი, ელოდებოდა მას და მან უთხრა, რომ მოდიოდა ს-----------დან, არ უხსენებია რომ ბავშვიც მოჰყავდა. შემდეგ არტილერიის მორიგემ შეატყობინა მას რომ სამსახურში მეუღლე იყო მასთან მოსული, მან შეათანხმა შიგნით, რომ გასულიყო გარეთ მეუღლესთან და გავიდა მას-თან. გარეთ დაინახა მეუღლე იდგა შემოსასვლელთან და უთხრა, რომ გასულიყვნენ მო-შორებით, რაზედაც დაეთანხმა მეუღლე და გაჰყვა, მეუღლე ესაუბრებოდა სხვა ქალთან დაკავშირებით ეჭვიანობდა და ესაუბრებოდა ხმამაღლა, ის მოუწოდებდა, რომ დაწყნა-რებულიყო და მეორე დღეს ოჯახში გაერკვიათ თავიანთი უთანხმოება, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა კიოდა, ყვიროდა რატომ გამცვალე სხვა ქალშიო, მათგან მოშორებით რა-მოდენიმე მეტრში ჯარისკაცები იდგნენ და არ უნდოდა მათ გაეგოთ მისი ოჯახური თე-მის შესახებ, წლებია ჯარში მსახურობს და თავმოყვარეობა აქვს და არ უნდოდა ეს გაეგო ხალხს და ამ მიზნით პირზე ააფარა ხელი, რათა დაწყნარებულიყო, მან ხელი გააშვებინა და დაეცა ძირს, შემდეგ როცა ესგეპესთან დაბრუნდნენ მაშინ დარეკა პოლიციაში და ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია დააკავეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ ს--–---- მ------–---–ს შემოწმებისას სხეულზე გარეგ-ნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენ-თების სახით, რაც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმე-დების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანე-ბათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ი-----–- ჯ---–----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ. საქმეში არ არის პირდაპირი მოწმე, რომელიც მიუ-თითებდა ი-----–- ჯ---–----ის მიერ მისი მეუღლის – ს--–---- მ------–---–ის მიმართ თითქოსდა განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე.
ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა, ი-----–- ჯ---–----ის ბრალეულობაში.
ი-----–- ჯ---–----ის მიერ ს--–---- მ------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელება-ზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების – რ----- შ-----ის, თ------ კ------ს, მ------ ყ-----–---–ის, ღ------–- ფ-----ს, ბ------- ო---–-----ს, ა-----–--- ლ------------ს, ლ-–- გ-------ს და დ----- ს-------ს ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ ს--–---- მ------–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ რამდენად უტ-ყუარია მათთვის ს. მ------–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
თავად ს--–---- მ------–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ი-----–- ჯ---–----ის წინააღმდეგ.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მარ-თალია დაადასტურა ს. მ------–---–ის სხეულზე დაზიანების არსებობა, მაგრამ თუ რა ვითარებაში მიიღო ს--–---- მ------–---–მა აღნიშნული დაზიანება, უტყუარად ვერ დგინდება. ამ ნაწილში საყურადღებოა ი-----–- ჯ---–----ის ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის განმარტავს, რომ მოუწოდებდა მეუღლეს, რომ ურთიერთობები გაერკვიათ სახლში და გაჩუმებულიყო. ის კი აგრძელებდა ყვირილს. არ უნდოდა თავმოყვარეობა შელახ-ვოდა, მისი ოჯახური თემის შესახებ გაეგოთ იქვე, ახლოს მყოფ ჯარისკაცებს და მე-უღლეს პირზე ააფარა ხელი. სააპელაციო პალატა არ გამორიცხავს, რომ ს--–---- მ-------–---–ის ტუჩებზე არსებული დაზიანება შეიძლებოდა მიეღო ტუჩებზე ხელის მიჭე-რის შედეგადაც.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ისმოდა ქალის ყვირილის ხმა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი - ს--–---- მ-------–---–ის ტუჩზე არსებული დაზიანება. ხოლო თუ რა ვითარებაში მიიღო ს--–---- მ------–---–მა ეს დაზიანება, ი-----–- ჯ---–----ის ძალადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარ-მოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ი-----–- ჯ---–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერე-ბელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ი------–- ჯ---–----ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენაში, არ არსებობს სახელ-მწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი ი-----–- ჯ---–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ი-----–- ჯ---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ი-----–- ჯ---–----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალ-დებაში.
გაუქმდეს მსჯავრდებულ ი-----–- ჯ---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღო-ნისძიება – გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.
გაუქმდეს ი-----–- ჯ---–----ის მიერ, დაზარალებულის ნებართვის გარეშე მასთან მიახ-ლოების აკრძალვა, ასევე დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალ-ვა.
გამართლებულ ი-----–- ჯ---–----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სის-ხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზ-ღაურება.
ნივთმტკიცება – 2 ცალი DVD დისკი, დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili