განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2019
საქმის ნომერი
080100119002899455
ინსტანცია
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-474-2019 წელი

№080100119002899455

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

1 აგვისტო, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბ----- ხ----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ბ----- ხ----–--ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–-----------–-------------ში, ქუთაისის საქალაქო სა-სამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამარ-თლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით (2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნა-წილით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

aRwerilobiTi nawili:

ბ----- ხ----–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მი-მართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალის-წინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

– ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მი-მართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალის-წინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ბ----- ხ----–--ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

– 2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ანა ჭ--–---–ს მეუღლემ - ბ------ ხ----–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტებით სცემა სხეულის სხვადასხვა არეში და ფეხი დაარტყა მუხლის არეში, რის გამოც ანა ჭ--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

– 2018 წლის 31 დეკემბერს, ქ-------–-----------–-------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ანა ჭ--–---–ს მეუღლემ - ბ------ ხ----–--ემ არასრულწლოვანი შვილების გ--- და ნ-- ხ----–--ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი გაარტყა სახის არეში, რის გამოც ანა ჭ--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

– 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ-------–-----------–--–---–ის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ჭ--–---–ს მეუღლემ - ბ------ ხ----–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა კისრის არეში, რის გამოც ანა ჭ--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენით ბ----- ხ----–--ე ცნო-ბილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზო-დი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 დეკემბრის ეპიზო-დი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) წარდგე-ნილ ბრალდებებში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ქ------- უ-----ემ, რომელიც ითხოვს ბ----- ხ----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 31 იანვრის ეპი-ზოდი) და მისთვის სასჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ისე გამოიტანა ბ----- ხ-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი, რომ ობიექტური შეფასება არ მისცა ბრალდე-ბის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს – გ--------- ბ--------ის, ბ---- ც-------ისა და პ----- კ---------ის ჩვენებებს, №------ შემაკავებელ ორდერს, რომლითაც ბ----- ხ----–--ეს აეკრძალა ყოფველგვარი კომუნიკაცია ანა ჭ--–---–თან.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ბ----- ხ----–--ის ინ-ტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---- ჭ--–---–მა, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლე-ლი.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე გ--------- ბ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის პატრულ ინსპექტორად. 2019 წლის 31 იანვარს იმყოფებოდა ფ--–--–---–ის ქუჩაზე, თა-ვის მეწყვილე ბ---- ც------ესთან ერთად, რა დროსაც ავტომანქანას აჯარიმებდნენ და საჯარიმო სადგომზე აპირებდნენ გადაყვანას. მათ გვერდზე გამოიარა ატირებულმა გო-გონამ, რომელსაც პირადად მან ჰკითხა, თუ რატომ ტიროდა, დახმარება ხომ არ ესაჭი-როებოდა. გოგონამ დახმარებაზე უარი განაცხადა და წავიდა. დაახლოებით 15-20 მეტ-რი მანძილის გავლის შემდეგ მასთან მივიდა ორი მამაკაცი, რომლებთანაც ხმამაღალი შელაპარაკება ჰქონდა. გოგონას განმარტებით ერთ-ერთი პირი იყო მისი მეუღლე, რომე-ლიც მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. კერძოდ, მისმა მეუღლემ ხე-ლი დაარტყა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თუმცა, უშუალოდ ძალადობის ფაქტს მოწმე და მისი მეწყვილე არ შესწრებიან. ბრალდებულმა ბ----- ხ----–--ემ, მას განუც-ხადა, რომ მისი საქმე არ იყო თუ როგორ მოექცეოდა მის მეუღლეს. მისმა მეწყვილემ შეადგინა შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც საქმე გადაიბარა კრიმინალურმა პოლიციამ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანი იყო, რომ აღარ განმეორებულიყო მსგავსი ქმედება დაზარალებულის მიმართ, მისი მეუღლის მხრიდან. აღნიშნული ორ-დერი გადაცემული იქნა დაზარალებულისათვის, მოძალადისათვის და ქუთაისის საქა-ლაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებისთვის. მოწმის განმარტებით, მოძა-ლადესთან დაკავშირება მოხდა ტელეფონის საშუალებით, გააგებინეს შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ, უთხრეს, რომ მასთან შეხვედრა სურდათ, თუმცა ბ------ ხ----–--ემ შეხვედრაზე უარი განაცხადა. მოწმის განმარტებით, საუბრის დროს ახსოვს, რომ დაზარალებულს შეწითლებული ჰქონდა კისერი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ბ---- ც------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე პ----- კ---------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით (უდავო მტკიცებუ-ლება) ირკვევა, რომ 2019 წლის 31 იანვარს, ფეხით მოძრაობდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რა დროსაც ფ--–--–---–ის ქუჩაზე შეხვდა მისი მეგობარი ბ------ ხ----–--ე, მეუღლესთან ანა ჭ--–---–თან ერთად. მათ ერთად გააგრძელეს მოძრაობა, რა დროსაც ბ------ ხ----–--ე და მისი მეუღლე კამათობდნენ საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავ-შირებით, ხოლო თავად კი ცდილობდა მათ დაწყნარებას. როდესაც ისინი მიუახლოვდ-ნენ ფ--–--–---–ის ქუჩას, იმყოფებოდნენ საჯარო ბიბლიოთეკის შენობის მოპირდაპი-რედ, ის ჩამორჩა მეუღლეებს, რადგანაც რაღაცას ნახულობდა ტელეფონში, რის შემდე-გაც დაინახა, რომ ანა ჭ--–---–ი გადავიდა გზის მეორე მხარეს და მას ასევე გაჰყვა უკან ბ------. ცოტა ხანში შეამჩნია, რომ ანა მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომ-ლებს, ის ტიროდა. მოწმის განმარტებით მან ჰკითხა ანას თუ რა მოხდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ბ------ ხ----–--ემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გაუკვირდა, რადგანაც აღნიშნული ფაქტი არ დაუნახავს. მას არც სხვა დროს უნახავს მეუღლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი და არც გინების ფაქტს შესწრე-ბია, თუმცა კამათის შემსწრე ყოფილა ბ------ ხ----–--ის სახლში ყოფნის დროს.

(ს.ფ. 9-11)

საქმეში არსებული №------ 31/01/2019 15:35 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-სა-პატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) „1--“ საპატრუ-ლო ეკიპაჟიდან ბ. ც------ემ ტელეფონით 5---------ით აცნობა იმერეთის რაჭა-ლეჩხუ-მისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართვე-ლოს პოლიციის მე-2 განყოფილების უფროს დეტექტივ-გამომძიებელ ბ------- კ---------ეს, რომ მეუღლემ ანა ჭ--–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

(ს.ფ. 2)

საქმეში არსებული, №------ შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდე-რი გაცემულია 2019 წლის 31 იანვარს, რომლის შედგენის საფუძველი გახდა შემდეგი: ბ------ ხ----–--ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ანა ჭ--–----–ს, რაც გამოიხატა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვასა და სახეში ხელის გარ-ტყმაში. ორდერის თანახმად ბ------ ხ----–--ეს აეკრძალა ანა ჭ--–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

(ს.ფ. 36-42)

საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თა-ნახმად - „31.01.2019 წელს 23:07-23:25 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქალაქე ანა ჭ--–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - დაზარალებულ ანა ჭ--–----–ის განმარტებით აღნიშნული დაზიანებები მიღებული აქვს რამდენიმე დღის წინ სახ-ლში ძაღლის ფეხების ფრჩხილების მოხვედრით. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშ-ნება“.

(ს.ფ. 50-53)

ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწო-რე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა ანა ჭ--–---–მა და ბ------ ხ----–--ის მამამ გ---–---- ხ----–--ემ გამოი-ყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესა-ვის (შესაბამისად მეუღლის და შვილის) წინააღმდეგ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ბ----- ხ----–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხა-რის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკი-ცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბ----- ხ----–---ის მიერ ანა ჭ--–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში და შესაბამისად ერთ-მნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

ბ----- ხ----–--ის მიერ ანა ჭ--–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთი-თებს მხოლოდ ირიბი მოწმეების – ბ---- ც------ის, გ--------- ბ--------ისა და პ----- კ---------ის ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ ანა ჭ--–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები - ირიბი ჩვე-ნებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ რამდენად უტყუარია მათთვის ა. ჭ---–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

თავად ანა ჭ--–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მის-ცა სასამართლოს ჩვენება ბ----- ხ----–--ის წინააღმდეგ. შესაბამისად - სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ----- ხ----–--ის მიერ დანაშაულის ჩადე-ნას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბ----- ხ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალ-დების დასადასტურებლადб (ბრალდების არცერთ ეპიზოდში) არ არსებობს ურთი-ერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობი-ექტურ პირს დაარწმუნებდა ბ----- ხ----–--ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ და-ნაშაულის ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განაჩენი ბ----- ხ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გამამართლებელი განაჩენი ბ----- ხ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

ბ----- ხ----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს ბ------ ხ----–--ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 08 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განჩინებით ბ------ ხ----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად გ---–---- ხ----–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრე-ბაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ-------–-----------–--------------ში (ფართი – 162,65 კვ.მ, საკადასტრო კოდი – №------------), 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებუ-ლების წილზე დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

გამართლებულ ბ------ ხ----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესა-ხებ უფლების თაობაზე.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili