განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100118002432755
საქმე № 1ბ/1700-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე, ნანა გიგიტაშვილი, სოფიკო კ------ე
ბრალდების მხარე:
პროკურორები: ნ-------------–---–ი, გ----------------–---–ი, შ------------–----–-–---–ი, მ-----–-------–---–ი, გ-------------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ-- ც-–--–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ხ-–--------–-----------------
ადვოკატი - ნ-----------–-----–-.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ-------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ მოითხოვა, გ-- ც-–--–---–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა გ-- ც-–--–---–-- ბრალეულობას. აპელანტის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 14 იანვარს სსიპ 112-ის სამსახურში შესული შეტყობინება, რომლის თანახმად ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „--–--------- ჩხუბის დროს დაიჭრა ორი მამ---ცი. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, თეთრი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, რუხი ფერის ქუდი და ხელსახოცები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები, ჩვენების მიცემისას, დაადასტურეს მოწმეებმა გ-------------ემ, ვ----------------–---–მა და ვ-–-------------------ემ. მათი ჩვენებით, დათვალიერების ოქმი შედგენილ იქნა ადგილზე, ამასთან, ტერიტორია იყო საკმარისად განათებული და არ საჭიროებდა დამატებით განათებას. ჩვენების მიცემისას მოწმეებმა ნ-----–--–---–-–---–მა და ქ---------------–-–---–მა დაადასტურეს, რომ ქ---–----ში მდებარე კაფე-ბარ „--–----–-- სკოლის მოსწავლეები აღნიშნავდნენ თანაკლასელების დაბადების დღეს. დაახლოებით 23:30 საათზე ატყდა ხმაური, გავიდნენ გარეთ, თუმცა ვერ იცნეს მოჩხუბრები. შემდეგ კი, ნახეს დაჭრილი ნ-------- მ------–---–ი და ნ--- რ----ე. მოწმეთა განმარტებით, დანა მათ სუფრაზე მყოფთაგან არავის ჰქონია. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ზ----- ბ---------ემ განმარტა, რომ კაფე-ბარის ტერიტორიაზე დაინახა ხ-–----ელი მამ---ცები, რომლებთან ერთად იყო მისი ნაცნობი შ----- დ----------–---–ი. დაახლოებით 23:30 საათზე, მან დაინახა რომ კუპეს უკანა კარიდან გარეთ გავიდნენ გ------- მ-----–----ე და ნ--- რ----ე. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში, გაიგო ჩხუბის და გინების ხმა. ხმაურზე გავიდა გარეთ და დაინახა, რომ ერთმანეთში ჩხუბობდნენ ა---–------–ები და ხ-–----ლები, რომლებსაც აშველებდნენ ნ--- რ----ე და გ------- მ-----–----ე. იგი მივიდა მათთან, რათა გაეშველებინა, თუმცა მასაც ურტყამდნენ თავში და ფეხებში. მოწმე დ----- ბ---------ემ განმარტა, რომ ჩხუბის ხმაზე გავიდა ფოიეში, სადაც დაინახა ნ-------- მ------–---–ი, რომელიც შეეცადა მოჩხუბრების გაშველებას. მოგვიანებით შეიტყო, რომ გაშველების დროს დაჭრეს ნ-------- მ------–---–ი და ნ--- რ----ე. მოწმე გ------- მ-----–----ის ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ ის და ნ--- რ----ე მივიდნენ მოჩხუბრების გასაშველებლად, რა დროსაც მას დაარტყეს. მის დასახმარებლად მივიდა თანაკლასელი ა-–---- ე-------ე, რა დროსაც გაიგო, რომ ნ--- რ----ე იყო დაჭრილი. მოწმეებმა მ-------- ა---–--–მა, რ--------- ძ---–--–---–მა, მ------ მ------–---–მა, მ------ გ--–-----ემ, ზ------ ნ-----–-ამ, ა----------–---–მა, ც---- მ------–---–მა, დ----- მ------–---–მა, ს----- ბ-----ემ, ნ------------–---–მა, ხ----- თ----–---–მა და სხვა პირებმა ასევე დაადასტურეს 2018 წლის 14 იანვარს, კაფე „--–----–-- ყოფნისას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბის ფაქტი, რა დროსაც დაიჭრნენ ნ-------- მ------–---–ი და ნ--- რ----ე. მოწმე რ---- ლ------ემ დაადასტურა, რომ მის კუთვნილ რესტორან „--–----–-- დაჭრეს ო--------- სკოლის ორი მოსწავლე. მისივე განმარტებით, კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორია არის საკმაოდ განათებული და შესაძლებელია ადამიანის გარჩევა. მოწმეებმა ნ-----------–---–----------–---–მა, ბ--–--------------–---–მა, თ----- ო-----–---–მა, ქ------- ლ-----ემ, კ-–------ ღ---–--ემ და ზ----- ა-----–---–მა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 14 იანვარს კაფე-ბარის ტერიტორია იყო განათებული. აპელანტმა ასევე განმარტა, რომ მოწმე შ--–-- ჩ--------–მა აღნიშნა, რომ მას ეძინა კუპეში და გააღვიძა ქალის ყვირილმა „ვიღაც დაჭრესო“, შემდეგ სკვერში ნახა ნ-----–---- ქ--------ე, რომელსაც გატეხილი ჰქონდა თავი. ასევე შეიტყო, რომ ჩხუბის დროს დაჭრილა ორი პირი. დილით ნ-----–---- ქ--------ემ უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდა ხ-–----ელ ახალგაზრდასთან, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ჩატარდა სახლის ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ნ-----–---- ქ--------ის ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ქამარი და ქურთუკი, რომლებიც მოსვრილი იყო წითელი და მუქი ფერის ლაქებით. აღნიშნული გარემოებები ასევე დაადასტურეს მოწმეებმა ნ-----–---- ქ--------ემ, ვ--–---- ჩ--------–მა და ზ------ წ------–-–---–მა. დაზარალებულმა ნ--- რ----ემ კი აღნიშნა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, კლასელებთან ერთად იმყოფებოდა კაფე-ბარ ,---–----–--. დაახლოებით 23:30 საათზე გაიგო ჩხუბის და გინების ხმა და გ------- მ-----–----ესთან ერთად მივიდა მოჩხუბრების გასაშველებლად, რა დროსაც მათ ჯერ გ------- მ-----–----ეს დაარტყეს, შემდეგ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაინახა კაფე-ბარიდან გამოსული მისი კლასელი ნ-------- მ------–---–ი, რომელიც მოქცეული იყო რამდენიმე მოჩხუბარ პირს შორის. მანვე დაინახა გ-- ც-–--–---–ი, რომელსაც მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც ოთხჯერ დაარტყა ნ-------- მ------–---–ს. იგი მივიდა გ-- ც-–--–---–ითან და დაუჭირა დანიანი ხელი, ნ-------- მ------–---–მა კი შეძლო გაცლოდა იქაურობას. აღნიშნულის შემდეგ გ-- ც-–--–---–მა გაითავისუფლა დანიანი ხელი და დაარტყა მუხლის ზემოთ და მენჯის არეში. რის გამოც დაეცა, შემდეგ კი, თ----- ბ-----ის დახმარებით შევიდა კაფე-ბარში, საიდანაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით ნ--- რ----ემ ამოიცნო გ-- ც-–--–---–ი. აპელანტის განმარტებით, 2018 წლის 16 იანვარს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც გ-- ც-–--–---–მა მიუთითა ადგილზე სადაც დანით დაჭრა ორი პირი, ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გადააგდო სისხლიანი დანა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. არასრულწლოვანმა ნ-------- მ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაახლოებით 23:00 საათზე ჩხუბის ხმაზე გავიდა კაფე-ბარის გარეთ სადაც დაინახა რამდენიმე ადამიანი, რომელთა შორის იყო ნ--- რ----ე და ცდილობდა მოჩხუბრების დამშვიდებას. იგი მივიდა ნ--- რ----ესთან, რათა ეკითხა რა ხდებოდა. დაახლოებით ერთ წუთში დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება. ვინაიდან მასაც აყენებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფას, არ დაუნახავს რა ხდებოდა ნ--- რ----ესთან. მოგვიანებით გაიგო, რომ მას და ნ--- რ----ეს დაზიანებები მიაყენა გ-- ც-–--–---–მა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დ------ ქ--------ის, შ----- დ----------–---–ის, ნ-----–---- ქ--------ის და ზ------ წ------–-–---–ის ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ ნ-----–---- ქ--------ეს, დ------ ქ--------ეს, ნ--- რ----ეს და ნ-------- მ------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებები, ხოლო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით განსაზღვრული იქნა დაზიანებების ხარისხი. ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი, დადგენილ იქნა, რომ გ-- ც-–--–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის და ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტ მ--–---- მ----------ის განმარტებით, გასაუბრებისას მას გ-- ც-–--–---–მა უთხრა, რომ რამდენიმე ადამიანთან მოუვიდა ჩხუბი, რა დროსაც მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გ-- ც-–--–---–ს სხეულზე არსებული დაზიანებები შესაძლოა მიეღო ნებისმიერი მკვრივი ბლაგვი საგნით, მათ შორის ხელით, მუშტით, დაცემით და ასე შემდეგ. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ გ-- ც-–--–---–ს შესაძლოა დაზიანებები მიაყენა შ----- დ----------–---–მა. მოწმეებმა შ----- დ----------–---–მა და დ------ ქ--------ემ სამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები და შეცვალეს გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, მათ განმარტეს, რომ არ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ გამოკითხვის ოქმის შინაარსს და მათზე ზეწოლის შედეგად მოაწერეს ხელი. სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა გ-- ც-–--–---–-- ცრუ ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა მოწმე ც---- ქ--------ის ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობაშია მოწმეთა ჩვენებებთან და მიმართულია გ-- ც-–--–---–--თვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ. ამასთან, მოწმეების შ----- დ----------–---–ის და დ------ ქ--------ის გამოკითხვის ოქმებსა და ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა, რის გამოც მათი ჩვენებები დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. ნ--- რ----ის ჩვენება თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, მოწმეთა ჩვენებებთან და ექსპერტიზის დასკვნებთან. აპელანტის განმარტებით, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ გ-- ც-–--–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მან არ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ ითანამშრომა გამოძებასთან, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და გაანადგურა დანაშაულის ჩადენის იარაღი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა გ-- ც-–--–---–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-- ც-–--–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----------–-----–მა. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ-- ც-–--–---–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასმართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მოცემულ საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის შ--–-- ჩ--------–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა ნ-----–---- ქ--------ის ტანსაცმელი, კერძოდ ქამარი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი, რომელზეც იყო სისხლის კვალი. ასევე ჩატარდა გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა აგრეთვე სისხლიანი ტანსაცმელი, თუმცა მსჯავრდებულის სკამზე აღმოჩნდა უდანაშაულო გ-- ც-–--–---–ი. ნ--- რ----ის ჩვენება, წინააღმდეგობაშია მისი კლასელების და კაფე-ბარის თანამშრომლების ჩვენებებთან, რომლებმაც აღნიშნეს რომ კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ძალიან ცუდი განათება და ადამიანის თმის ფერის გარჩევა შესაძლებელი არ იყო. მოწმე გ------- მ-----–----ემ ასევე განმარტა, რომ იგი მივიდა მოჩხუბრების გასაშველებლად, რა დროსაც მას დაარტყეს ა---–------–-- გ--–-მ და შ--–-- ჩ--------–მა. მანვე განმარტა, რომ კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ისეთი სიბნელე, რომ ადამიანის ვიზუალის გარჩევა იყო რთული. ნ--- რ----ემ იცრუა, როდესაც თქვა, რომ გ-- ც-–--–---–ს ეჭირა დანა, რომლის პრიალა პირიც დაინახა. ნ--- რ----ის მიერ მითითებული ლამპიონი არც მოწმეებს უხსენებიათ და არც საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებულ ფოტოებშია ასახული. ის რომ ნ--- რ----ემ შეძლო დაენახა დანა, დანის პრიალა პირი, თმის ფერი, წარბის სიხშირე, ტუჩის სისქე წინააღმდეგობაშია მოწმეთა ჩვენებებთან. ნ--- რ----ემ ასევე იცრუა როდესაც თქვა, რომ სამი მეტრიდან დაინახა, როგორ ურტყამდნენ დანას ნ-------- მ------–---–ს, რადგან ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ იგი მოქცეული იყო მოჩხუბრების წრეში. აპელანტის განმარტებით, გ-- ც-–--–---–ი ამოსაცნობად წარადგინეს მისგან მკვეთრად განსხვავებულ პირებთან ერთად, რის გამოც ამოცნობის ოქმი არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლო სხდომაზე ნ-------- მ------–---–მა აღნიშნა, რომ იგი გ-- ც-–--–---–ს ხედავს პირველად. ნ--- რ----ე კი არის მისი ახლო მეგობარი, რის გამოც შეძლო მისი დანახვა. სხვა პირები კი ვერ დაინახა, რადგან არ იყო კარგი განათება. ნ--- რ----ის ჩვენება ასევე წინააღმდეგობაშია ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებთან. ნ-------- მ------–---–მა განმარტა, რომ ერთადერთი განათება, რაც კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა იყო აბრა. გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა საოჯახო დანა, რომელზეც სისხლის კვალი არ აღმოჩნდა. ექსპერტმა კი, კატეგორიულად ვერ მიუთითა, რომ დაზიანებები დაზარალებულს აღნიშნული დანით ჰქონდა მიყენებული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტებმა განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილი არ ნათდებოდა ავტომანქანის ფარებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ფოტოებში ჩანს, რომ ანთებულია ფარები. სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა განათებასთან დაკავშირებით მოწმე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები. აპელანტის განმარტებით, გ-- ც-–--–---–-- და ნ--- რ----ის სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა, არ გამორიცხა, რომ ნ--- რ----ე და გ-- ც-–--–---–ი შესაძლოა დაჭრილიყვნენ ერთი და იგივე საგნით. მოცემულ საქმეზე ამოღებულია ერთი დანა, თუმცა დაჭრილია სამი ადამიანი, მათ შორის გ-- ც-–--–---–ი, რაც ბადებს ეჭვს. აპელანტის განმარტებით, გ-- ც-–--–---–-- მაისურს შესაძლოა შეხებით გადადებოდა სისხლი. გ-- ც-–--–---–-- ჩხრეკისას ამოღებულ ქურთუკზე არ აღმოჩნდა სისხლის კვალი, ხოლო შ--–-- ჩ--------–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ქურთუკზე აღმოჩნდა გ-- ც-–--–---–-- სისხლი. ამასთან, შ--–-- ჩ--------–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ შარვალზე აღმოჩნდა როგორც ნ-------- მ------–---–ის, ასევე გ-- ც-–--–---–-- სისხლის ლაქები, რომლებიც განლაგებულია წინა მარჯვენა და მარცხენა ტოტის ზედაპირებზე. თუმცა შ--–-- ჩ--------–ის განმარტებით მას ჩხუბის დროს ეძინა, შესაბამისად გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მის ტანსაცმელზე სისხლის კვალი. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რადგან აღნიშნული მოპოვებულია ზეწოლის შედეგად. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რაც დაადასტურებდა იყო თუ არა ადგილზე სათანადო განათება. ამასთან, მოწმეთა ნაწილმა განმარტა, რომ ჩხუბი მოხდა მშენებარე შენობასთან, შესაბამისად საავტომობილო გზაზე სისხლის ლაქების არსებობა არ ნიშნავს, რომ დაჭრა მოხდა გზაზე. აპელანტის განმარტებით გ-- ც-–--–---–ი არ არის ნასამართლევი და ხასიათდება დადებთად, ა---–------–ების მიმართ კი, ყველა გამოთქვამდა საყვედურს. შემთხვევის ადგილზე მყოფმა არცერთმა მოწმემ არ იცის ვინ დაჭრა ნ-------- მ------–---–ი და ნ--- რ----ე. უშუალოდ ფაქტის დროს გ-- ც-–--–---–ი იმყოფებოდა მიმტანთან ერთად და სვამდა ყავას. შ----- დ----------–---–ი არის პირადპირი მოწმე იმისა, რომ გ-- ც-–--–---–ს არავისთვის მიუყენებია დაზიანება, პირიქით თავად მიიღო დაზიანება თავის არეში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გ-- ც-–--–---–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ-- ც-–--–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----------–-----–მა მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ-- ც-–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა. მასვე ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ხ-–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე გ-- ც-–--–---–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული ბასრი საგნის - დანის გამოყენებით ნ-------- მ------–---–ს მიაყენა ჭრილობები - მუცლის წინა კედელზე მარცხნივ, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით, სწორკიდეებიანი ჭრილობა ქვედა ყბის არეში მარცხნივ და ორი ასეთივე ხასიათის ჭრილობა მარცხენა ბარძაყის მიდამოზე. გ-- ც-–--–---–მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მიყვანა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ნ-------- მ------–---–ი გადარჩა.
2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ხ-–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე გ-- ც-–--–---–მა შურისძიების მოტივით, თანნაქონი ბასრი საგნის - დანის გამოყენებით ნ--- რ----ეს განზრახ მიაყენა თეძოს მიდამოს და ბარძაყის ღია ჭრილობები, რამაც ნ--- რ----ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
გ-- ც-–--–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. ხ-–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე გ-- ც-–--–---–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული ბასრი საგნის - დანის გამოყენებით ნ--- რ----ეს განზრახ მიაყენა თეძოს მიდამოს და ბარძაყის ღია ჭრილობები, რამაც ნ--- რ----ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გ-- ც-–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ-- ც-–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა გ-- ც-–--–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კაფე-ბარ „--–----–--, ხოლო უშუალოდ კონფლიქტის დროს იმყოფებოდა კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისთვის ცნობილი არ არის ვინ მიაყენა დაზარალებულებს დაზიანებები. მისივე განმარტებით, იმ ადგილზე სადაც მოხდა ინციდენტი არ იყო განათება, ბნელოდა და მან შ----- დ----------–--–ის დახმარებით, ხელჩაკიდებულმა გაიკვლია გზა მოჩხუბრების მიმართულებით, სადაც თავად მიიღო დაზიანებები თავის არეში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
უდავო მტკიცებულებით, მოწმე თ------ კ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–----–-- მუშაობდა მზარეულ-მეხინკლედ. 2018 წლის 14 იანვარს, დილიდან იმყოფებოდა სამსახურში და ამზადებდა ხინკალს. ვინაიდან დანადგარებს აქვს დიდი ხმა, მას ჩხუბის ან რაიმე უთანხმოების ხმა არ გაუგ--. დაახლოებით ღამის თერთმეტიდან თორმეტ საათამდე პერიოდში, კაფე-ბარში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რა დროსაც შეიტყო, რომ კაფე-ბარში მყოფ ბიჭებს შორის, კაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარა ჩხუბი, რა დროსაც დაჭრილა სოფელ ო--------- სკოლის ორი მოსწავლე, თუმცა მისთვის დეტალები ცნობილი არ არის.
უდავო მტკიცებულებით, მოწმე ზ----- ა------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–----–-- მუშაობს მზარეულად. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე დატოვა კაფეს ტერიტორია, მეორე დღეს კი შეიტყო, რომ კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარა ინციდენტი, რა დროსაც დაჭრილან სოფელ ო--------- სკოლის ორი მოსწავლე, რომლებიც ქეიფობდნენ ერთ-ერთ კუპეში.
უდავო მტკიცებულებით, მოწმე რ----- მ------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–----–-- მუშაობს მუსიკოსად. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:15 საათზე ზ----- პ------–-–---–თან ერთად დატოვა კაფეს ტერიტორია და წავიდა სახლში. მეორე დღეს კი შეიტყო, რომ კაფე-ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარა ინციდენტი, რა დროსაც დაჭრილა სოფელ ო--------- სკოლის ორი მოსწავლე, რომლებიც ქეიფობდნენ მესამე კუპეში.
ანალოგიური დასტურდება უდავო მტკიცებულებით მოწმე ზ----- პ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით, სადაც ეს უკანასკნელი დამატებით განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს რესტორანში იმყოფებოდა გ-- ც-–--–---–ი, რომელმაც შეუკვეთა მუსიკა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ კაფეს აქვს თავისი განათება, რაც საკმარისია ადამიანის დანახვისთვის, ხოლო ქუჩის მეორე მხარეს მდებარე მშენებარე შენობას განათება არ აქვს.
მოწმე ბ--–--------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–----–--. 2018 წლის 14 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც პირველ კუპეში ქეიფობდნენ სოფელ ა---–----ის მაცხოვრებლები, დაახლოებით რვა ბიჭი. მეორე კუპეში აღნიშნავდნენ დაბადების დღეს, მესამე კუპეში იყვნენ ბავშვები, რომლებსაც ახლდათ ორი მშობელი, ხოლო მეხუთე კუპეში იმყოფებოდა დაახლოებით 15 ახალაგაზრდა, რომლებიც აღნიშნავდნენ დაბადების დღეს, მათ შორის იყო გ-- ც-–--–---–იც. როგორც მისთვის არის ცნობილი, კაფეს ტერიტორიაზე მოხდა ჩხუბი, თუმცა თავად აღნიშნულს არ შესწრებია. იგი იმყოფებოდა დარბაზში, როდესაც ერთ-ერთი დაჭრილი ბავშვი, რომელსაც მოსდიოდა სისხლი შევიდა კაფეში და წავიდა პირდაპირ საპირფარეშოსკენ, მას გაჰყვა მიმტანიც, მალევე შეიყვანეს მეორე დაჭრილი ბავშვიც. ამ დროს ყველა დარბოდა აქეთ-იქით და ცდილობდნენ დაჭრილების დახმარებას, მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება. გ-- ც-–--–---–ი საუბრობდა მიმტანთან - თ----- ო-----–---–თან, თუმცა კონფლიქტის დროს სად იყო არ დაუნახავს. იმ დროს როდესაც მივიდა სასწრაფო დახმარება გ-- ც-–--–---–ი სხვა ბიჭებთან ერთად იყო კაფეში, ბიჭების ნაწილი, კი გარეთ იყო გასული. მოწმის განმარტებით, კაფეში კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. როდესაც ის გავიდა გარეთ ჩხუბი უკვე დასრულებული იყო. მას ვინმეს ხელში დანა არ დაუნახავს და არც შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს შესწრებია.
მოწმე თ----- ო-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი კაფე-ბარ ,---–----–-- მუშაობს მიმტანად. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შიგნიდან დაინახა, რომ ტრასის შუა ნაწილში ჩხუბობდნენ კაფე-ბარის პირველ და მეხუთე კუპეში მყოფი მოქეიფეები, რა დროსაც დაიჭრა ორი მოსწავლე. მოწმის განმარტებით, კაფის ტერიტორია ნათდება ნათურით და არის ისეთი ხილვადობა, რომ დაკვირვების შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანის გარჩევა.
მოწმე კ-–------- ღ---–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მიმტანად მუშაობს კაფე-ბარ ,---–----–--. 2018 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ემსახურებოდა კაფეში მისულ სტუმრებს. მისთვის ცნობილია, რომ პირველ კუპეში ქეიფობდნენ სოფელ ა---–----ის ახალგაზრდები, რომლებიც შევიდნენ მე-5 კუპეში მყოფ პირებთან, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს. მისთვის ცნობილია, რომ იმ დღეს მომხდარი ინციდენტის გამო დაიჭრა სკოლის ორი მოსწავლე, თუმცა მას დაჭრილები არ უნახავს. მოწმის განმარტებით, კაფეს გარეთ აქვს განათება, თუმცა განათება იყო სუსტი, რის გამოც ადამიანის სახის გარჩევა არ შეეძლო. ამასთან, მას აქვს ცუდი მხედველობა.
მოწმე ქ------- ლ-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს კაფე-ბარ ,---–----–--. შემთხვევის დღეს მას კონფლიქტის ხმა არ გაუგ--. სამზარეულოდან გამოვიდა იმ დროს, როდესაც მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სამზარეულოდან გამოსვლისას დარბაზში დახვდნენ მომსახურე პერსონალი და პატრულის თანამშრომლები. მას დაჭრილი ბავშვები არ უნახავს, რადგან სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი. პოლიციის თანამშრომლების მისვლისას გ-- ც-–--–---–ი სად იყო არ დაუნახავს. მისთვის ცნობილია, რომ გ-- ც-–--–---–ი არის მშვიდი და უკონფლიქტო ადამიანი. მოწმის განმარტებით, კაფეს წინ არის ნათურა, თუმცა იმ ადგილას, სადაც ინციდენტი მოხდა არის მკრთალი განათება.
მოწმე ნ------------–---–----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ინციდენტის დღეს ნახა გ-- ც-–--–---–ი, ხმაურის გამო სხვებთან ერთად გავიდა გარეთ და დაინახა, რომ დაახლოებით ხუთი ადამიანი გარბოდა. ასევე აღნიშნა, რომ კაფის მიმდებარე ტერიტორია ნათდება ნათურით და ფანჯრებიდან გამომავალი შუქით, შესასვლელთან განთავსებული აბრა არ ანათებს, შუქი ტროტუარს მიღმა სავალი გზის ნაწილსაც ანათებს, რომლის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის გარჩევა.
მოწმე რ---- ლ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–------- მეპატრონე. შემთხვევის დღეს მან თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ კაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე დაუჭრიათ სკოლის ორი მოსწავლე, თუმცა ვინ დაჭრა ისინი არ იცის. ამის შემდეგ მისი მონაწილეობით და თანხმობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, კაფის მიმდებარე ტერიტორია ნათდება ნათურით და ფანჯრებიდან გამომავალი შუქით, რაც იძლევა ადამიანების გარჩევის შესაძლებლობას.
უდავო მტკიცებულებით, მოწმე მ-------- ა---–--–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, კლასელებთან ერთად იმყოფებოდა ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–----–--, სადაც აღნიშნავდნენ კლასელების დაბადების დღეს. დაახლოებით 23:30 საათზე, ისინი ცეკვავდნენ კუპეში, რა დროსაც გარედან მოესმა ხმაური, აღნიშნულზე მის კუპეში მყოფ პირთა უმრავლესობა გავიდა გარეთ რათა გაერკვიათ რა ხდებოდა, თუმცა თავად არ გასულა, რადგან შეეშინდა. მალევე მოესმა ხმა ,,სასწრაფოში და პოლიციაში დარეკეთო“. დაახლოებით 3-4 წუთში, კუპეში შევიდა მისი კლასელი ნ--- რ----ე, რომელსაც მარჯვენა გვერდიდან მოსდიოდა სისხლი. შემდეგ გაიგო, რომ ასევე დაჭრილი იყო მისი თანაკლასელი ნ-------- მ------–---–ი. მისთვის ცნობილი არ არის ვინ ჩხუბობდა გარეთ, ან ვინ დაჭრა ნ--- რ----ე და ნ-------- მ------–---–ი. მოწმის განმარტებით, კაფის წინ იყო სუსტი განათება.
მოწმე გ---–----- ე-------ე-ძ---–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულები ნ-------- მ------–---–ი და ნ--- რ----ე არიან მისი შვილის - რ--------- ზ-----–---–ის კლასელები. 2018 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა სახლში, ხოლო რ--------- ზ-----–---–ი იმყოფებოდა დაბადების დღეზე. 23:30 საათზე დაურეკა შვილს და უთხრა, რომ იყო გვიანი ამიტომ მიაკითხავდა მამასთან ერთად და წამოიყვანდა, რაზეც გოგონამ უთხრა რომ იყო კარგი სიტუაცია და ელოდებოდნენ 12 საათის შესრულებას, რათა შეხვედროდნენ კლასელის დაბადების დღეს. დაახლოებით 15 წუთში მან კვლავ დარეკა შვილთან, თუმცა გოგონამ ტელეფონს არ უპასუხა, არც მისი კლასელები პასუხობდნენ ზარს. ამიტომ იგი მეუღლესთან ერთად წავიდა კაფე-ბარში. გზად მათ დაინახეს შვილის კლასელი გოგონები. მათთან მისვლისას შეიტყო, რომ ნ-------- მ------–---–ი და ნ--- რ----ე იყვნენ დაჭრილები, თუმცა მისთვის უცნობია ვინ დაჭრა ისინი.
მოწმე ა----------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულები ნ-------- მ------–---–ი და ნ--- რ----ე არიან მისი თანაკლასელები, გ-- ც-–--–---–ს არ იცნობს. 2018 წლის 14 იანვარს, კლასელებთან ერთად იმყოფებოდა ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–----–--, რა დროსაც კაფის შესასვლელის წინ მოხდა ჩხუბი. მას შეეშინდა ამიტომ გარეთ არ გასულა და არაფერი დაუნახავს, თუმცა იცის, რომ ნ--- რ----ე და ნ-------- მ------–---–ი იყვნენ დაჭრილები, მაგრამ ვინ დაჭრა მისთვის უცნობია. მოწმის განამრტებით, კაფის ტერიტორიაზე იყო სუსტი განათება, თუმცა ადამიანის რამდენიმე მეტრში დანახვა შეეძლო.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა რ--------- ზ-----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ კაფე-ბარის გარეთ იყო სუსტი განათება, რის გამოც გზას ინათებდა ტელეფონით.
მოწმე დ----- ბ---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს, საღამოს შვიდი საათისთვის, მეგობრებთან ერთად მივიდა კაფე-ბარ ,---–----–--, სადაც აღნიშნავდნენ მეგობრის დაბადების დღეს. მათ ახლდათ ორი მშობელი. ისინი ისხდნენ ერთ კუპეში, რა დროსაც მათთან სხვა სუფრიდან შევიდა სამი ა---–------–ი ახალგაზრდა, დალოცეს ისინი და გავიდნენ. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. მოგვიანებით გარედან შემოესმა ყვირილი, გავიდა კუპედან და დაინახა, რომ ფოიეში სიგარეტს ეწეოდა ნ-------- მ------–---–ი, რომელიც წავიდა იმ მხარეს საიდანაც ისმოდა ხმაური. მას შენობიდან გარეთ გასვლა, რამდენიმე ნაბიჯით, დაასწრო ნ-------- მ------–---–მა. მოწმის განმარტებით, ხმაურის გაგებამდე ნ--- რ----ე იყო კუპეში, თუმცა შემდეგ მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. გარეთ გასვლისას ნახა, რომ ჩხუბობდა 15-25 ადამიანი. ნ-------- მ------–---–ი კი იდგა კაფედან დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით, ორ პირს შორის და ცდილობდა მათ გაშველებას, მოუწოდებდა დაწყნარებისკენ, თუმცა ისიც ჩაითრიეს ჩხუბში. სხვა პირები იყვნენ ნ-------- მ------–---–ისგან დაახლოებით ერთი მეტრით ან მეტრანახევრით დაშორებულები. ამ დროს მან უკან შეაბრუნა კაფედან გამოსული გოგონები, რის შემდეგაც ნ-------- მ------–---–ი ვეღარ დაინახა, რადგან იყო ხელჩართული ჩხუბი და ვერ განსაზღვრა ვინ ვის ურტყამდა. ჩხუბის მომენტში ნ--- რ----ე არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით კაფე-ბარის შესასვლელიდან დაახლოებით ერთ მეტრ მანძილს ანათებდა ბანერი, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე საკმარისი ნათება არ იყო და თუ ადამიანთან ახლოს არ მივიდოდა ვერ არჩევდა ვინ იყო. მას ჩხუბის დროს არ გაუგ-- რომ ვინმე მოკვლით იმუქრებოდა. კაფის შესასვლელში დაინახა სისხლის კვალი, რომელიც მიდიოდა მათ კუპესთან, კუპეში შესვლისას კი ნახა რომ დაჭრილი ნ--- რ----ე იწვა სკამზე, შემდეგ კი შეიტყო, რომ ასევე დაჭრილი იყო ნ-------- მ------–---–ი, თუმცა მისთვის უცნობია ვინ დაჭრა ისინი. მოგვიანებით გაიგო, რომ ჩხუბი მომხდარა ა---–------–ებსა და ხ-–----ლებს შორის. მოწმის განმარტებით, იგი გ-- ც-–--–---–ს არ იცნობს.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დ----- მ------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ ინციდენტის დროს დაინახა ნ--- რ----ე, რომელმაც უცნობს მოუქნია ხელი. მიუხედავად იმისა, რომ კაფის ტერიტორიას აბრა ანათებდა სუსტად, მან 10 მეტრის მანძილზე შეძლო ნ--- რ----ის გარჩევა.
მოწმე ზ----- მ------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი შემთხვევის დროს იმყოფებოდა კაფე-ბარ ,---–----–--, რა დროსაც კაფის შესასვლელი კარებიდან 7-8 მეტრში დაინახა მოჩხუბრები, რომელთა შორის ამოიცნო ნ--- რ----ე, რომელიც იმყოფებოდა განათებიდან ერთ მეტრში. მოწმის განმარტებით, შუქი გამოდიოდა რესტორნის ფანჯრებიდანაც.
მოწმე მ------ მ------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ოჯახის წევრებთან - ი----- მ------–---–თან, ნ---- წ--–----–---–თან, ც---- მ------–---–თან და ზ---- მ------–---–თან ერთად მივიდა კაფე-ბარ „--–----–--, სადაც უნდა აღენიშნათ მისი დაბადების დღე. მათთან ერთად კაფე-ბარში იყვნენ მისი მეგობრებიც. ისინი ისხდნენ პირველ კუპეში და იყვნენ დაახლოებით 25 ადამიანი. ცეკვის დროს გაიგო მშობლების ხმა ,,ვაიმე ბავშვებიო“, რის შემდეგაც გავიდა ფოიეში და დაინახა ნ-------- მ------–---–ი, რომელიც ლოყაზე იყო დაჭრილი. მანვე ნახა დაჭრილი ნ--- რ----ეც, რომელსაც ხელი ედო ჭრილობაზე. მასთან ერთად იყო ზ----- ბ---------ე, რომელმაც გაიხადა ზედა და ჭრილობაზე შემოახვია ნ--- რ----ეს. მისთვის არ არის ცნობილი რა ადგილზე მოხდა ჩხუბი, სადაც დაიჭრნენ ნ--- რ----ე და ნ-------- მ------–---–ი. თავად ჩხუბს არ შესწრებია და არც ის დაუნახავს, რომ მისი სუფრის წევრებს რამე საგანი გაეტანათ გარეთ.
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე მ------ გ--–-----ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ კაფე-ბარის გარეთ იყო მკრთალი განათება და თმის ფერის, სახის ოვალის და ასეთი დეტალების დანახვა შესაძლებელი არ იყო. თავად კი, ჩხუბს და დაჭრის ფაქტს არ შესწრებია.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმედ დაკითხულმა ც---- მ------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ კაფის მიმდებარე ტერიტორიას ანათებდა მხოლოდ შიგნიდან გამომავალი შუქი, ადამიანის გარჩევა არ შეიძლებოდა. ჩხუბის დროს თავად არ გაუხედავს გარეთ, თუმცა ყველამ თქვა რომ არაფერი ჩანდა და არავის დაუნახავს ვინ ვის სცემდა. შემდეგ როდესაც გამოვიდა გარეთ ნახა, რომ იყო ცუდი განათება და შეუძლებელი იყო მაისურის ფერის, წარბის სიხშირის და თმის ფერის გარჩევა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ხ----- თ----–---–მა, ქ---------------–-–---–მა და ნ-----–--–---–-–---–მა.
მოწმე გ------- მ-----–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 იანვარს იგი კლასელებთან ერთად იმყოფებოდა ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–----–--, რა დროსაც კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ჩხუბი. იგი ნ--- რ----ესთან ერთად გავიდა მოჩხუბრების გასაშველებლად. გაშველების დროს მას შ--–-- ჩ--------–მა დაარტყა რამდენჯერმე, რის გამოც თავადაც განახორციელა რამდენიმე დარტყმა ამ უკანსკნელის მიმართ. ამ დროს გაიგო, რომ დაიჭრა ნ--- რ----ე, რის გასარკვევადაც შებრუნდა კაფეში. კაფეში შესვლისას კი, შეიტყო, რომ დაჭრილი იყო ნ-------- მ------–---–იც, თუმცა ვინ დაჭრა ისინი არ იცის. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კაფის ტერიტორია ნათდებოდა ნათურით და ფანჯრებიდან გამომავალი შუქით, თუმცა ადამიანებს სრულყოფილად ვერ არჩევდა.
უდავო მტკიცებულებით მოწმე გ------- გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, იგი მეგობრებთან ნ-----–---- ქ--------ესთან, ზ------ წ------–-–---–თან, შ---- ლ-----ესთან, გ---- ბ-–---ესთან, შ--–-- ჩ--------–თან, ვ--–---- ჩ--------–თან ერთად იმყოფებოდა ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–----–-- და აღნიშნავდნენ ძველით ახალ წელს. დაახლოებით 21:30 საათზე, შ---- ლ-----ესთან და გ---- ბ-–---ესთან ერთად დატოვა კაფე და წავიდა სახლში. მოგვიანებით შეიტყო, რომ მათი წასვლის შემდეგ კაფე-ბარში მომხდარა ჩხუბი, თუმცა ვინ იჩხუბა არ იცის. როგორც მისთვის არის ცნობილი ჩხუბის დროს დაუჭრიათ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ქეიფობდნენ გვერდით კუპეში.
მოწმე გ---- ბ-–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, დახლოებით შუადღის პერიოდში ნ--- ქ--------ესთან, ზ------ წ------–-–---–თან, გ------- გ--–-–---–თან, შ--–-- ჩ--------–თან, ვ--–---- ჩ--------–თან და შ---- ლ-----ესთან ერთად, ძველით ახალი წლის აღსანიშნად მივიდა კაფე-ბარ ,---–----–--. დაახლოებით ღამის სამ საათზე მან, გ------- გ--–-–---–მა და შ---- ლ-----ემ დატოვეს იქაურობა, ხოლო სხვებმა განაგრძეს ქეიფი. მოწმის განმარტებით, მისი იქ ყოფნის პერიოდში რაიმე კონფლიქტურ სიტუაციას ადგილი არ ჰქონია. შემდეგ კი, მეგობრებისგან გაიგო, რომ ნ--- ქ--------ეს ვიღაცასთან მოსვლია ჩხუბი. კონფლიქტის დროს კი დაჭრილა სოფელ ო-------ში მცხოვრები ორი ბიჭი. იგი არ დაკვირვებია რითი ნათდებოდა კაფის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ახსოვს, რომ იყო სუსტი განათება.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ---- ლ-----ემ და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს არ შეუმჩნევია, რომ მისი სუფრის წევრებს დანა ან რაიმე ბასრი საგანი ჰქონოდათ.
მოწმე ზ------ წ------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს, ნ-----–---- ქ--------ესთან, შ---- ლ-----ესთან, ვ--–---- ჩ--------–თან, შ--–-- ჩ--------–თან, გ---- ბ-–---ესთან და გ------- გ--–-–---–თან ერთად იმყოფებოდა კაფე-ბარ ,---–----–--, რა დროსაც კაფის გარეთ სიგარეტის საშოვნელად გასულ ნ-----–---- ქ--------ეს უცნობ პირთან მოუვიდა კონფლიქტი. თავად ვ--–---- ჩ--------–თან ერთად იმყოფებოდა ფოიეში, რა დროსაც მოესმათ ჩოჩქოლი, გავიდნენ გარეთ და ნახეს, რომ ჩხუბობდნენ ნ-----–---- ქ--------ე და უცნობი პირი. ამ დროს ბავშვებმა დაიყვირეს ,,ბიჭი დაიჭრაო“. ის და ვ--–---- ჩ--------–ი კუპეში შეყვნენ დაჭრილს, რომელსაც ვ--–----მ ჭრილობაზე დაადო ქუდი. შემდეგ გამობრუნდნენ გარეთ და ნახეს, რომ შ--–-- ჩ--------–ი ცდილობდა წაქცეული ნ-----–---- ქ--------ის წამოყენებას. მას არ დაუნახავს როდის დაეცა ნ-----–---- ქ--------ე და არც ის დაუნახავს ვინ ვის დაარტყა, რადგან იყო ჩოჩქოლი და ამის გარჩევა იყო რთული. მას მეორე დაჭრილი არ უნახავს. მოწმის განმარტებით კაფის შესასვლელი იყო განათებული, თუმცა გარეთ ხილვადობა იყო მკრთალი, ამიტომ შესაძლოა იქ ვინმე მდგარიყო და მას ვერ დაენახა. მას და მისი სუფრის წევრებს დანა ან რაიმე ბასრი საგანი არ ჰქონიათ. ნ-----–---- ქ--------ეს თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მეორე დილით იმყოფებოდნენ შ--–-- ჩ--------–ის სახლში, სადაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ნ-----–---- ქ--------ის სისხლიანი ტანსაცმელი. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს შ--–-- ჩ--------–ს ეძინა კუპეში და გაეღვიძა ხმაურზე. მანვე განმარტა, რომ გ-- ც-–--–---–ს ხედავს პირველად.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-- ჩ--------–მა და დამატებით განმარტა, რომ ინციდენტის დროს ეძინა კუპეში, რა დროსაც გაიგო ქალის ყვირილი ,,დაჭრესო“. იგი გამოვიდა გარეთ და დაინახა რესტორნის გარეთ წაქცეული ნ-----–---- ქ--------ე, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი, თუმცა მასთან ახლოს არავინ დაუნახავს, რადგან ყურადღება მასზე ჰქონდა გადატანილი. მან წამოაყენა ნ-----–---- ქ--------ე და გაიყვანა გვერდზე, თავად კი შეტრიალდა რესტორანში ამბის გასაგებად, რა დროსაც ქალები ყვიროდნენ ,,ესეც იქ იყოო“. მას შეეშინდა და გამობრუნდა უკან. მან გაიგო, რომ ვიღაც იყო დაჭრილი, თუმცა დაჭრილი არ დაუნახავს. მას არც დანა დაუნახავს ვინმეს ხელში. მისთვის ნ-----–---- ჩ--------–ს არ უთქვამს ვინ მიაყენა დაზიანება. მეორე დღეს პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს მისი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ნ-----–---- ქ--------ის ტანსაცმელი.
მოწმე ნ-----–---- ქ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს, მეგობრებთან შ--–-- ჩ--------–თან, ვ--–---- ჩ--------–თან, ზ------ წ------–-–---–თან, გ---- ბ-–---ესთან და გ------- გ--–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. ხ-–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–----–--. იგი ორჯერ გავიდა გარეთ სიგარეტის საყიდლად. მას კაფის გარეთ ტერიტორიაზე დაახლოებით 25-30 წლამდე ასაკის უცნობ მამ---ცთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, კერძოდ ხელით ეჯიკავებოდნენ ერთმანეთს, რა დროსაც დაეცა და გაუტყდა თავი. ამის შემდეგ რა მოხდა არ ახოვს, გონზე რომ მოვიდა უთხრეს, რომ ბიჭები იყვნენ დაჭრილნი. მას ასევე ესმოდა სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომანქანების ხმები. გონზე მოსვლისას, მის გვერდით იყო მხოლოდ შ--–-- ჩ--------–ი. ისინი ჯერ საავადმყოფოში წავიდნენ, რომ გაერკვიათ რა მოხდა, შემდეგ კი შ--–-- ჩ--------–ის სახლში, სადაც მოგვიანებით მივიდნენ ვ--–---- ჩ--------–ი და ზ------ წ------–-–---–ი და მიუტანეს ტანსაცმელი. ამის შემდეგ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს მისი ტანსაცმელი. მან მეორე დღეს შეიტყო, რომ ნ-------- მ------–---–ი და ნ--- რ----ე იყვნენ დაჭრილები. მოწმის განმარტებით, გარეთ იყო ლამპიონის განათება. არც მას და არც მის მეგობრებს ბასრი საგნები არ ჰქონიათ. პირი ვისთანაც მას შელაპარაკება მოუვიდა არ იყო გ-- ც-–--–---–ი.
უდავო მტკიცებულებით, მოწმე შ----- ფ--–------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 იანვარს, იგი მ------ მ------–-–---–თან და ნ--- კ-–----–---–თან ერთად სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან - კ------- პ------------თან და აღნიშნავდნენ ძველით ახალ წელს. დაახლოებით 19:30 საათზე კ------- პ------------ს დაურეკა მათმა მეგობარმა გ-- ც-–--–---–მა და ყველანი დაპატიჟა ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–- მდებარე კაფე-ბარ „--–----–--. ისინი ტაქსით მივიდნენ მითითებულ ადგილზე, სადაც გ-- ც-–--–---–თან ერთად იმყოფებოდნენ დ------ ქ--------ე და შ----- დ----------–---–ი. შემდეგ კი შეუერთდნენ ლ---- და ლ-–- გ--–-–---–ები, ასევე გ------- ც-–---ე. დაახლოებით 22:30 საათზე, მათ დაასრულეს ქეიფი და გამოვიდნენ გარეთ. ის და მ------ მ------–-–---–ი მანქანაში ჩასხდნენ ლ---- და ლ-–- გ--–-–---–ებთან ერთად და დატოვეს იქაურობა, ხოლო გ-- ც-–--–---–ი, დ------ ქ--------ე და შ----- დ----------–---–ი დარჩნენ კაფეში. მეორე დღეს ტელევიზიით შეიტყო, რომ წინა ღამეს კაფე-ბარ ,---–----–-- მომხდარა ჩხუბი, რა დროსაც დაუჭრიათ ახალგაზრდები. მოგვიანებით ასევე შეიტყო, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაუკავებიათ გ-- ც-–--–---–ი. იგი კაფე-ბარში ყოფნის დროს რაიმე ინციდენტს არ შესწრებია.
ანალოგიური გარემოებები დასტურდება უდავო მტკიცებულებებით მოწმეების: ლ-–- გ--–-–---–ის, კ------- პ------------ის, ლ---- გ--–-–---–ის, გ------- ც-–---ის, ნ--- კ-–----–---–ის, მ------ გ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით.
სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას, დაზარალებულმა ნ--- რ----ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, კლასელებთან ერთად იმყოფებოდა ქ---–----ში მდებარე კაფე-ბარ ,---–----–--. რესტორნის შესასვლელში არის ადგილი, სადაც იღებენ სტუმრებს. შემდეგ კი არის გამოყოფილი ოთახები. იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სავარაუდოდ მეორე ოთახში. სხვა სტუმრები კი იმყოფებოდნენ სხვა ოთახებში. მათ გვერდით მდებარე ერთ ოთახში ქეიფობდნენ სოფელ ა---–------–ები, ხოლო მეორე ოთახში ხ-–----ლები. მათთან შევიდა ორი ა---–------–ი, რომლებმაც დაილოცეს და მალევე გავიდნენ, რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მოგვიანებით ის და გ------- მ-----–----ე იდგნენ ოთახის უკანა კართან, რა დროსაც გაიგეს ხმაური. მათ შეიხედეს ოთახში, თუმცა მათი მეგობრები იქ აღარ იყვნენ. იგი გ------- მ-----–----ესთან და თუ სწორად ახსოვს თ----- ბ-----ესთან ერთად, წავიდა მთავარი შესასვლელი კარისკენ, საიდანაც ისმოდა ხმაური. კარიდან გასვლისას დაინახა, რომ იქ მყოფები სავარაუდოდ 4-5 კაციან ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი და ჩხუბობდნენ. ზოგი მათგანი იდგა შედარებით ნათელ ადგილას, ზოგი კი - სიბნელეში, სადაც ადამიანთა გარჩევას ვერ მოახერხებდა. შენობის შესასვლელიდან ცოტა ქვემოთ, მარცხენა მხარეს, იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ ნათდებოდა, მისგან დაახლოებით 7-8 მეტრის მოშორებით, მისი ბავშვობის მეგობარი ნ-------- მ------–---–ი ყვიროდა და ითხოვდა შველას. იგი წავიდა მის დასახმარებლად, დაახლოებით ორი მეტრის მანძილზე მიახლოებისას კი დაინახა, რომ ნ-------- მ------–---–ს ვიღაც, სავარაუდოდ დანით, აყენებდა დაზიანებებს, თუმცა ვინ იყო არ დაუნახავს, რადგან იყო სიბნელე და აღნიშნული პირი იდგა მისგან ზურგით. მან ივარაუდა, რომ თავდამსხმელს ხელში ეკავა დანა, რადგან მისი პირი იყო დაახლოებით 6-7 სანტიმეტრი და პრიალებდა. მან დაინახა, რომ ამ პირმა სამი დაზიანება მიაყენა ნ-------- მ------–---–ს. იგი მივიდა მათთან და შეეცადა თავდამსხმელი გაერიდებინა ნ-------- მ------–---–ისგან, კერძოდ დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში დაჭერილი ჰქონდა ამ პირის დანიანი ხელი და ცდილობდა მისკენ წაყვანას, რათა ნ--------ს დაეღწია თავი. ამ დროს სახეში მოხვდა ხელი, რის გამოც გაეშვა ხელი და მამ---ცი გაიქცა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მისთვის უცნობია ვინ დაარტყა სახეში ხელი. ამ დროს დაინახა, რომ დაჭრილი ნ-------- მ------–---–ი ცდილობდა რესტორანში შესვლას. ხელის სახეში დარტყმიდან დაახლოებით 10 წამში, მას მარჯვენა ფეხისა და მენჯის არეში მიაყენეს ჭრილობები, თუმცა ვინ დაჭრა არ დაუნახავს. აღნიშნულის გამო წაბარბაცდა და წაიქცა, შემდეგ კი, დაახლოებით 2-3 წუთში, თ----- ბ-----ის დახმარებით შევიდა რესტორანში, რათა ეშველა თავისთვის. დაჭრის შემდეგ ნ-------- მ------–---–ი ნახა სასწრაფო დახმარების მანქანაში. მას არ დაუნახავს შენობიდან ნ-------- მ------–---–ის გამოსვლა, იმ დროს როდესაც თავად გამოვიდა კაფე-ბარიდან, ნ-------- მ------–---–ი უკვე გარეთ იყო. პირს, რომელმაც მას დაზიანებები მიაყენა ეცვა შავი ქურთუკი. მისივე განმარტებით შესაძლოა მას და ნ-------- მ------–---–ს ერთი და იგივე პირმა მიაყენა დაზიანებები, თუმცა ამის თქმა დაზუსტებით არ შეუძლია. რა ეცვა იმ პირს, ვინც ნ-------- მ------–---–ს მიაყენა დაზიანებები არ ახსოვს. თუმცა ახსოვს, რომ ჰქონდა შავი ფერის თმა, იყო დაახლოებით მისი სიმაღლის და ჰქონდა „ნაპარსი წვერი“. იმ დროს როდესაც იგი შეიყვანეს ოთახში, მათ დასახმარებლად შესული იყო ორი ადამიანი, თუმცა მათ ჩაცმულობას არ დაკვირვებია და არ იცის იგივე ტანსაცმელი ეცვათ თუ არა, რაც მათზე თავდამსხმელს. რესტორანში შესვლის შემდეგ გაიგო როგორ ყვიროდნენ მისი მეგობრები დაჭრილები არიანო. იგი რესტორნის გარეთ იმყოფებოდა დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში. რესტორნის მიმდებარე ტერიტორია ნათდებოდა ნაწილობრივ ნათურით და თუ სწორად ახსოვს აბრით, რაც საკმარისი იყო დაახლოებით 3-4 მეტრის მანძილის გასანათებლად. დაზარალებულმა განმარტა, რომ მან გამოძიებისთვის ჩვენების მიცემისას მისთვის დაზიანებების მიმყენებელ პირად იმიტომ დაასახელა გ-- ც-–--–---–ი, რომ იგი სიმაღლით, თმის ფერით და „ნაპარსი წვერით“ მიამსგავსა იმ ადამიანს, რომელმაც მიაყენა დაზიანებები. მანვე დააზუსტა, რომ გ-- ც-–--–---–თან ერთად ამოსაცნობად ისეთი პირები იყვნენ წარდგენილნი, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ მის მიერ აღწერილ პირს. ამიტომ მიუთითა გ-- ც-–--–---–ზე, რადგან წააგავდა იმ პირს, რომელიც მან აღწერა, თუმცა ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ მას ამ ადამიანმა მიაყენა ჭრილობები. აღნიშნულის შესახებ გამოძიებისთვის არ განუმარტავს, რადგან ფიზიკურად არ შეეძლო, იყო დაჭრილი, ამოსაცნობად მიყვანისას გაეხსნა ჭრილობა და გახდა შეუძლოდ, თუმცა მაინც მიაღებინეს ამოცნობაში მონაწილეობა. აღნიშნულის მითითება გამორჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, ვინაიდან დიდი დრო იყო გასული. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ იგი გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს ადასტურებს ნაწილობრივ, კერძოდ, 2018 წლის 16 იანვრის გამოკითხვის ოქმში არასწორად არის მითითებული, რომ 15-20 კაცი ჩხუბობდა ჯგუფ-ჯგუფად. ასევე არასწორად არის მითითებული, თითქოსდა მან დაინახა, რომ მამ---ცმა ხელის მრავალჯერ მოქნევით ნ-------- მ------–---–ს მიაყენა დაზიანებები მარჯვენა ლოყის, წელის, ფეხისა და მუცლის არეში, რადგან მას მუცლის არეში დაზიანების მიყენება არ დაუნახავს. ასევე არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მან ხელი ჰკრა აღნიშნულ მამ---ცს, მან დაადასტურა, რომ ხელი დაუჭირა, რათა ნ--------ს შეძლებოდა თავის დაღწევა. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ მას შემდეგ, რაც მამ---ცმა მისგან გაითავისუფლა დანიანი ხელი, ორჯერ მოიქნია მისი მიმართულებით. მანვე მიუთითა, რომ არ იცის ამ პირმა მიაყენა თუ არა მას ჭრილობები. ასევე არ ეთანხმება 2018 წლის 16 იანვრის გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებას, რომ თითქოსდა მას ჰქონდა საკმარისი დრო დაკვირვებოდა ჭრილობების მიმყენებელ პირს. დაზარალებულის განამრტებით, მის დაკითხვებს ესწრებოდა მშობელი, თუმცა იგი იყო დაბნეული და არეული, აწუხებდა ტკივილები და არ ფიქრობდა რას წერდა. შემდეგ კი არ მიეცა საშუალება ამის შესახებ ვინმესთვის ეცნობებინა. მართალია ამოცნობისას მიუთითა გ-- ც-–--–---–ზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ყველაფერი გააანალიზა მიხვდა, რომ ხსენებული პირი გ-- ც-–--–---–ი არ იყო. ამასთან, არც გამორიცხავს და არც უარყოფს რომ ეს პიროვნება იყო გ-- ც-–--–---–ი. მანვე აღნიშნა, რომ იგი გააფრთხილეს ცრუ დასმენასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა არ განუმარტავთ, რას ნიშნავდა ცრუ დასმენა და რა შედეგები მოჰყვებოდა, დღეს კი მისთვის აღნიშნული ცნობილია. ამასთან, მან გამოძიებაში მიცემული ჩვენებები წაიკითხა და ხელიც მოაწერა, თუმცა ყველა სიტყვა დეტალურად არ წაუკითხავს. დაზარალებულის განმარტებით, უახლოესი ჯგუფი, კაფეს შესასვლელიდან ორ მეტრში ჩხუბობდა, მათ შორის იცნო ა---–------–ი შ--–-- ჩ--------–ი, რომელმაც დაარტყა ხელი გ------- მ-----–----ეს. აღნიშნული ტერიტორია უკეთ იყო განათებული ვიდრე სხვა ტერიტორია. თავად წაიქცა იმ ადგილას, სადაც დაიჭრა, კაფედან 6 მეტრში. პირს, ვინც მას დაზიანებები მიაყენა, ეცა შავი დუტის ქურთუკი, ხოლო რა ეცვა პირს, რომელმაც დაჭრა ნ-------- მ------–---–ი არ ახსოვს, რადგან ყურადღება ნ-------- მ------–---–ზე ჰქონდა გადატანილი.
სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას, დაზარალებულმა ნ-------- მ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 იანვარს, კლასელებთან და იუბილარების მშობლებთან ერთად იმყოფებოდა ქ---–----ში მდებარე კაფე-ბარ ,---–----–--. ვინაიდან სხვა სასმელს არ სვამს, იგი ლუდის საყიდლად მივიდა ბართან, სადაც იმყოფებოდნენ მხოლოდ მიმტანები. ამ დროს გარედან მოესმა ხმაური. მან გააღო რესტორნის მთავარი შესასვლელის კარი და გავიდა გარეთ, თუმცა ყველაფერი ჩანდა ბუნდოვნად. მან ტროტუარის იქით, ტრასაზე დაინახა რამდენიმე მამ---ცი, რომლებიც საუბრობდნენ ხმამაღლა, თუმცა საუბრის შინაარსი არ ესმოდა. მან აღნიშნულ პირებს შორის იცნო ნ--- რ----ე, ამიტომ წავიდა მათკენ, მაგრამ ნ---მდე მისვლა ვერ შეძლო, რადგან აღმოჩნდა გაწევ-გამოწევაში. ამ დროს სხეულზე იგრძნო შეხება, შესაძლოა ეს ყოფილიყო დარტყმებიც, თუმცა იმის განსაზღვრა, რამდენი ადამიანი ეხებოდა არ შეუძლია. ამ გაწევ-გამოწვეის დროს შემთხვევით დაეცა. როდესაც წამოდგა იქ ხალხი არ იყო, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო არ დაუნახავს რა მიმართულებით წავიდნენ იქ მყოფები. იგი შევიდა რესტორანში. შემდეგ კი, გამოსაფხიზლებლად და ხელ-პირის დასაბანად წავიდა საპირფარეშოსკენ, რა დროსაც შეხვდა კლასელის დედა, რომელმაც ჰკითხა რატომ ჰქონდა სახეზე სისხლი, რაზეც უპასუხა, რომ შესაძლოა ტუჩი გაუსკდა. საპირფარეშოში შესვლისას სცადა ხელ-პირის დაბანა, თუმცა თავბრუ დაეხვა და დაჯდა. ამ დროს აღმოაჩინა რომ სხეულზე ჰქონდა დაზიანებები. მეგობრებმა სცადეს მისი წამოყენება, რა დროსაც მუცელზე იგრძნო სითბო, აიწია მაისური და დაინახა რომ ჰქონდა ერთი დაზიანება, სასწრაფო დახმარების მანქანასთან მიყვანამდე კი ფეხზეც შენიშნა სისხლი. მას ორი ჭრილობა მიყენებული ჰქონდა ფეხზე, ერთი მუცელში და ერთი დაზიანება სახეზე. მან დაინახა, რომ ნ--- რ----ე იწვა საკაცეზე, თუმცა მისი დაზიანებების შესახებ მაშინ არაფერი იცოდა. დაზარალებულის განმარტებით, მას ვინმეს ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს, ხელსაც კი ვერ ხედავდა. ნ--- რ----ე იცნო იმიტომ, რომ მასთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა. მისთვის დაზიანებების მიყენების მოტივი უცნობია. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას გ-- ც-–--–---–მა მიაყენა თუ არა დაზიანება არ იცის. მანვე მიუთითა რომ გ-- ც-–--–---–ი იქ რომ ყოფილიყო შესაძლებელია დაენახა, თუმცა არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ ნ--- რ----ე. განათება, რომელიც მან შენიშნა იყო აბრა, სხვა განათება არ ახოვს, ამიტომ ხილვადობის გამო ვერ გაარჩია იქ მყოფები.
სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მოწმე თ----- ბ-----ემ განმარტა, რომ გ-- ც-–--–---–ს არ იცნობს და პირველ ინსტანციაში დაკითხვამდე არ უნახავს. დაზარალებულები ნ-------- მ------–---–ი და ნ--- რ----ე არიან მისი კლასელები და მეგობრები. შემთხვევის დღეს, კლასელებთან ერთად იმყოფებოდა კაფე-ბარ ,---–----–-- და აღნიშნავდნენ კლასელის დაბადების დღეს. კაფეში ყოფნის პერიოდში, მისი კლასელების გარდა სხვა ადამიანები არ შეუმჩნევია. კაფეში არის ოთხი კუპე, გარეთ კი არის გაშლილი ტერიტორია და ტრასა, გვერდით არის მაღაზია. სუფრაზე იყვნენ დაახლოებით 25 ადამიანი. სუფრაზე ან მის შემდეგ რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ქეიფის დროს მისი კლასელები მუსიკის ხმის გაგონებაზე გავიდნენ ფოიეში, უკან დაბრუნებულებს შეყვათ სამი უცნობი პირი, რომლებმაც იკითხეს მათი შეკრების მიზეზი, დალოცეს იუბილარი, შემდეგ მიიპატიჟეს სუფრასთან და მალევე და დაბრუნდნენ უკან. ამის შემდეგ კუპეში შეირბინა მათმა კლასელებმა, რომელბიც იძახდნენ ,,დაჭრილიაო“. აღნიშნულზე ნ--- რ----ე გაიქცა გარეთ, მას გაჰყვა თავადაც, თუმცა იგი მხედველობის არედან დაკარგა. ამის შემდეგ ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რის გამოც ყველა დაიშალა, შემორჩნენ მხოლოდ მათი სუფრის წევრები. კლასელების შემოსვლამდე რაიმე ხმაური, კონფლიქტი, ჩხუბი ან თავდასხმა, რაც მის ყურადღებას მიიქცევდა არ გაუგ--. იმ დროს, როდესაც მისი კლასელები იძახდნენ დაჭრილიაო, ვინ იყვნენ კუპეში მასთან ერთად არ ახსოვს. მათ კუპეს ჰქონდა ორი გასასვლელი, ერთი გასასვლელი გადიოდა უკანა მხარეს, მეორე წინ - ტრასის მხარეს. ნ--- რ----ე გავიდა წინა მხრიდან, რა დროსაც გაირეს დარბაზი, თუმცა იქ არავინ იყო. გარეთ ჯგუფ-ჯგუფად, სხვადასხვა ადგილზე იყო ჩხუბი, თუმცა რამდენ ადგილზე იყო არ იცის. ყველაზე ახლოს იყვნენ კაფეს შესასვლელიდან 3-4 მეტრში. მართალია თავიდან ნ--- რ----ე დაკარგა მხედველობის არედან, თუმცა შემდეგ ნ--- ისევ მის გვერდით იდგა. როგორ აღმოჩნდა ნ--- რ----ე მის გვერდით არ დაუნახავს. ამ პერიოდში მას არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია, შესასვლელიდან 1-2 ნაბიჯით უკან იდგა და უყურებდა მისი კლასელები ხომ არ იყვნენ იქ, თუმცა ვინ იყვნენ ვერ გაარჩია. მას არც ის დაუნახავს რამე დაზიანება ხომ არ მიიღო ვინმემ. ნ--- რ----ეს მისთვის არაფერი უთქვამს, უბრალოდ დაინახა რომ დაჭრილი იყო და მან და მისმა მეგობრებმა შეიყვანეს კუპეში. მალევე მოვიდა სასწრაფო დახმარებაც და დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ნ--- რ----ის დაჭრის შემდეგ ნ-------- მ------–---–ი აღარ უნახავს. შემდეგ შეიტყო, რომ ნ-------- მ------–---–იც დაჭრილი იყო, თუმცა ვინ დაჭრა არ იცის. არც ის იცის სად ან რა დროს მიიღეს ნ--- რ----ემ და ნ-------- მ------–---–მა დაზიანებები. დიდი ხანია გასული და დეტალები არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, კაფის წინ ტერიტორია აბრის გარდა არაფრით ნათდებოდა. აბრის განათებით მაქსიმუმ 3-4 მეტრის მანძილზე იყო შესაძლებელი რამის დანახვა. გ-- ც-–--–---–ი შემთხვევის დღეს კაფე-ბარში არ უნახავს.
სს----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–---------------–---------------------------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ „წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მიხედვით, დასტურდება რომ ნ-------- მ------–---–ს 2018 წლის 14 იანვარს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს სწორკიდეებიანი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე მარცხნივ, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით. სწორკიდეებიანი ჭრილობა ქვედა ყბის არეში მარცხნივ და ორი ასეთივე ხასიათის ჭრილობა მარცხენა ბარძაყის მიდამოზე. ყველა ეს დაზიანებები მიყენებულია, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელის თვისებების მქონე საგნის მოქმედებით. აქედან მუცლის მიდამოს ჭრილობა, ვინაიდან იგი შემავალია მუცლის ღრუში და აზიანებს შინაგან ორგანოებს ეკუთვნის სიცოხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ყველა სხვა დაზიანებები როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
▪ მუცლის წინა კედელზე არსებული ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ. ქვედა ყბის არეში არსებული ჭრილობის მიმართულებაა ზემოდან ქვემოთ. რაც შეეხება ბარძაყის არეში არსებული ჭრილობათა არხების მიმართულებას, მისი დადგენა სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების მიხედვით ექსპერტიზას არ შეუძლია.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ-----------–--ემ და დამატებით განმარტა, რომ დაზიანებები განლაგებულია სხეულის სხვადასხვა ნაწილებში და მათი დანის ერთჯერადი მოქნევით განვითარება შეუძლებელია. ყველა დაზიანება ერთმანეთისგან იზოლირებულია. ადამიანი ერთი დარტყმის შედეგად ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მუცლის არეში არსებული ჭრილობა განხორციელებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, შესაძლოა აღნიშნული პირს მიეღო გადაადგილების შედეგადაც.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 16 იანვარს, გ-- ც-–--–---–-- ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიბო ექსპერიმენტი, რა დროსაც გ-- ც-–--–---–მა მიუთითა ადგილზე, სადაც მან დანით დაზიანებები მიაყენა ორ პირს. საგამოძიებო მოქმედების სისწორე და შინაარსი დაადასტურეს მოწმეებმა - შ--------- კ------ემ, რ---- ნ------ემ და მ-----– ლ-----ემ.
ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------------–-–------------------------------------------ დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ 1 (27) ნ--- (ნ-----–----) რ----ის ტანსაცმლიდან (პერანგი, მაისური, ჯინსის შარვალი, ქამარი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი - ე. წ. ,,კედები“) მხოლოდ პერანგზე, მაისურზე და შარვალზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთებში, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: პერანგზე ღილის აწყვეტით და ჭრით, მაისურზე და შარვალზე ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. ხსენებული თვისება ახასიათებს წარმოდგენილ დანასაც (-----------, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს დაზიანებების განვითარების შესაძლებლობას, როგორც გამოსაკვლევი დანის პირით (-----------, ასევე მსგავსი კონსტრუქციის და თვისების მქონე საგნითაც. კატეგორიულად საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია, დაზიანებებში დამაზიანებელი ობიექტის კერძო ნიშანთა კომპლექსის არ არსებობის გამო. ▪ნ--- რ----ის 27.02.2018 წ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის ქსეროასლში მითითებულ სხეულზე არსებული ჭრილობები, ლოკალიზაციის არით, შეესაბამება ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. გარკვეული სხვაობა შესაძლებელია აიხსნას დინამიკით - ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით.
▪ 2 (28) ნ-------- მ------–---–ის ტანსაცმლიდან (მაისური, ჯინსის შარვალი, სამი ცალი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი ე. წ. ,,კედები“) მხოლოდ მაისურზე მუცლის არეში მარცხნივ და შარვალზე, მარცხენა ტოტზე, ბარძაყის მიდამოში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისააა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით, რომლის მორფოლოგიური მახასიათებლები ემსგავსება წარმოდგენილი დანის (----------- პირის კონსტრუქციულ მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს როგორც წარმოდგენილი დანის პირით მათი განვითარების შესაძლებლობას, ასევე მსგავსი თვისების და კონსტრუქციის მქონე საგნითაც. საკითხის კატეგორიული გადაწყვეტა შეუძლებელია დაზიანებებში დამაზიანებელი ობიექტის კერძო (ინდივიდუალურ) ნიშანთა კომპლექსის არ არსებობის გამო.
▪ ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ლოკალიზაციის არით შეესაბამება ნ-------- მ------–---–ის სასამართლო სამედიცინო ესქპერტიზის N--------- (13.02.2018) დასკვნის ქსეროასლში მითითებულ სხეულზე არსებულ ჭრილობებს. სხვაობა შესაძლებელია აიხსნას, როგორც ტანსნაცმლის სხეულთან გადაადგილებით - დინამიკაში, ასევე ადგილმდებარეობით (სახის არე).
▪ 10 (38) გამოსაკვლევი დანა (-----------, დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების დანას, რასაც გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები, რის გამოც, საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 18 ივნისის N35 განკარგულების შესაბამისად, მიჩნეულია ცივ იარაღად.
აღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- შ--–----–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ნ--- რ----ის და ნ-------- მ------–---–ის ტანსაცმელზე მიყენებული დაზიანებები განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანება შესაძლებელია მიყენებული იყოს გასმით. იგი არის ზედაპირული ხასიათის, რადგან დაზიანებულია მხოლოდ ქსოვილი და არ არის ღრმად შესული. ეს დაზიანებები შესაძლებელია მიყენებული იყოს როგორც ამ დანით, ასევე მსგავსი ხასიათის და კონსტრუქციის მქონე სხვა საგნებითაც.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 15 იანვარს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ---–----ში, ლ----–--ის ქუჩა N--–-, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი ,,ხ-–----ი“. შენობის წინ, ქუჩის მეორე მხარეს განთავსებულია მშენებარე სავაჭრო ცენტრი. რესტორნის შენობამდე საავტომობილო გზა მოასფალტებულია. რესტორანს გზის მხარეს აქვს სამი დიდი ზომის მეტალოპლასტმასის ფანჯარა და შემინული რკინის კარი. აღნიშნული კარი შედის რესტორნის დარბაზში. დარბაზში არის ე.წ. ლამინატის იატაკი, რომლის შუა ნაწილში კარიდან მაგიდებამდე შეიმჩნევა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. კარის მარცხნივ, კედელზე არსებულ ელექტროჩამრთველზე ასევე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. სიგრძეზე გაშლილ მაგიდებთან მდგარ ხის სკამზე დევს თეთრი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, რომელზეც აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ასევე დევს მოშავო და მორუხო ფერებში გაწყობილი ნაქსოვი ქუდი. საპირფარეშოს ჰოლში და მამ---ცების საპირფარეშოში, მეტლახის იატაკზე და ხელსაბან ნიჟარაზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქების დიდი ოდენობის კვლები. რესტორნის გარეთ, კარების მარცხენა მხარეს, ბორდიურზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების კვალი, რომელიც ზიგზაგისებურად მიემართება გზის სავალი ნაწილის სიღრმისაკენ და წყდება ალაგ-ალაგ, კვეთს ქუჩას და მთავრდება გზის მეორე მხარეს, მშენებარე სავაჭრო ცენტრის შენობის წინ არსებულ გვერდულზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, თეთრი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, რუხი ფერის ქუდი და ხელსახოცები, ანაწმენდები, სისხლისმაგვარი ლაქებით დასვრილი ქაღალდის ნაჭერი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო მასალა, რომლითაც ირკვევა, რომ რესტონის შესასვლელში, შემინული კარის თავზე განთავსებულია ნათურა, რომელიც არის ანთებულ მდგომარეობაში. ნათურით ნათდება ტერიტორია. გზის მეორე მხარეს ჩანს მშენებარე ობიექტი, რომლის გვერდზე არის მცირე ზომის შენობა, რომლის წინა მხარეს განთავსებული ნათურაც არის ანთებულ მდგომარეობაში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------ემ, ვ----------------–---–მა და ვ-–-------------------ემ. ამასთან. გ-------------ემ დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შედგენილ იქნა ადგილზე, სადაც ხილვადობისთვის იყო საკმარისი განათება. აღნიშნული ასევე დადასტურებული იქნა მოწმეების ვ----------------–---–ის და ვ-–-------------------ის მიერ.
პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 16 იანვარს, ნ--- რ----ემ ამოსაცნობად წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო მარცხნიდან მესამე პირი - გ-- ც-–--–---–ი და აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს აღნიშნულმა პირმა ჯერ ნ-------- მ------–---–ს, შემდეგ კი მას დანით მიაყენა ჭრილობები.
მოწმე გ---- ღ--------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ პირის ამოცნობა მიმდინარეობდა ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რა დროსაც დაზარალებულმა ნ--- რ----ემ ამოიცნო გ-- ც-–--–---–ი. აღნიშნულის შესახებ შედგა ოქმი, რომლის შინაარსიც დადსტურებულ იქნა ამოცნობაში მონაწილე პირთა, ასევე გ-- ც-–--–---–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ხელმოწერით.
მოწმე მ--- რ----ის ჩვენებით ირკვევა, რომ როგორც მისთვის მისი შვილისგან - ნ--- რ----ისგან არის ცნობილი, მას დაზიანებები მიაყენა გ-- ც-–--–---–მა. მოწმის განმარტებით, იგი დაესწრო შვილის მიმართ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებს, კერძოდ გამოკითხვას და პირის ამოცნობას, რა დროსაც რაიმე კანონსწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 თებერვლის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ნ--- (ნ-----–----) რ----ეს სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუმართავს 14.01.18 წელს და დატოვა 15.01.18 წელს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: თეძოს მიდამოს და ბარძაყის ღია ჭრილობები - განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს.
▪ ორივე ჭრილობის არხის მიმართულებაა: უკნიდან - წინ.
აღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--–---- მ----------მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ჭრილობათა ხასიათიდან გამომდინარე, ზიანი მიყენებულია რამდენიმე მოქმედებით, ან შესაძლოა ყოფილიყო ისეთი იარაღი, რომელიც უნდა მისწვდომოდა ორივე ადგილს - როგორც თეძოს მიდამოს, ასევე ბარძაყს, რაც ჩვენებათა მოცემულობიდან გამომდინარე, დაუშვებელია. ორივე ჭრილობის არხის მიმართულებაა - უკნიდან წინ, აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა მდგომარეობაში იყო მიმყენებელი საგანი და თვითონ როგორ პოზაში იყო დაზარალებული. მოწმემ განმარტა, რომ მოძრაობაში იყო თუ არა ნ-----–---- რ----ე დაზიანების მიყენების დროს ამის განსაზღვრა არ შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტი ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციით.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მარტის ექსპერტის N001884318 დასკვნით დასტურდება, რომ გ-- ც-–--–---–ი ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს გ-- ც-–--–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ-- ც-–--–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ-- ც-–--–---–ი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. გ-- ც-–--–---–ი იძულებით და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა: დ----- მ-------ემ, ა------------–--ემ, მ---------------–--------------------------
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 15 იანვარს 15:15-17:30 საათზე გაჩხრეკილ იქნა ქ---–----ი, მ–-----------------ში მდებარე გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებული იქნა გ-- ც-–--–---–-- მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით, ხისტარიანი დანა, „სანტავიკის“ ქაღალდის ნაგლეჯები, „სანტავიკის“ ქაღალდის შიგთავსი, საბნის გამოსაკრავი, ზეწარი და ბალიშის პირი, ჯემპრი, მონაცრიფრო ჯინსის შარვალი და ქურთუკი. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საგამოძიებო მოქმედების სისწორე და ოქმის შინაარსი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----------------ემ, რ---- ნ------ემ, დ----- მ------–---–მა და გ------- კ-----------ემ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა: მ--- კ------ემ, ა------------ემ, დ-------- ქ-------ემ, დ----- ჩ----–---–მა, ა-–------------------–--ემ, დ----- კ--–------ემ, თ------ ბ------–---–მა, თ----------------ემ, დ----- მ------–---–მა, ზ------ ო-----------ემ, ზ----- ხ-------მა, ა-–-------------------ემ, ლ---- ბ--–--ემ, გ---- ღ--------–---–მა და ლ--------- ი-----იძემ დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გ-- ც-–--–---–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ.
პალატა იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ-- ც-–--–---–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა. ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისთვის კი, აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისთვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. რაც შეეხება მოტივის დაუდგენლობას, აღნიშნული ასევე არ წარმოადგენს სავალდებულო გარემოებას მკველობის ბრალდების დასადასტურებლად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობას წარმოადგენს განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კი, დასჯად ქმედებად წარმოადგენს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც მის ხანმოკლე მოშლას ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 14 იანვარს, კაფე-ბარ ,,ხ-–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბის დროს ნ-------- მ------–---–მა ბასრი საგნის გამოყენებით მიიღო დაზიანებები. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-------- მ------–---–ს მიყენებული ჰქონდა სწორკიდეებიანი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე მარცხნივ, შემავალი მუცლის ღრუში, კუჭისა და წვრილი ნაწლავის დაზიანებით. სწორკიდეებიანი ჭრილობა ქვედა ყბის არეში მარცხნივ და ორი ასეთივე ხასიათის ჭრილობა მარცხენა ბარძაყის მიდამოზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით. მუცლის მიდამოს ჭრილობა ეკუთვნის სიცოხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ყველა სხვა დაზიანებები როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, ხოლო ნ--- რ----ეს აღენიშნებოდა თეძოს მიდამოს და ბარძაყის ღია ჭრილობები, რამაც გამოიწვია ნ--- რ----ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს დაზარალებულებისთვის აღნიშნული დაზიანეების გ-- ც-–--–---–-- მიერ მიყენების ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, ასევე უდავოდ ცნობილ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, დადგენილ იქნა, რომ შემთხვევის დღეს კაფე-ბარ ,,ხ-–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე კაფე-ბარში მყოფ პირებს შორის მოხდა დაპირისპირება. მართალია მოწმეთა ნაწილის განმარტებით კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო საკმარისი განათება, რათა გაერჩიათ ადამიანთა სახეები, თუმცა მოწმეთა ნაწილმა აღნიშნა, რომ სუსტი განათების გამო ვერ შეძლეს ადამიანების გარჩევა. ამ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და მასზე დართულ ფოტოილუსტრაციასთან, რომლითაც დასტურდება, კაფე-ბარში შესასვლელი ნათდება კარს ზემოთ დამონტაჟებული ნათურით. აღსანიშნავია მოწმე რ--------- ზ-----–---–ის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო იმდენად ცუდი ხილვადობა, რომ იგი გზას იკვლევდა ტელეფონის საშუალებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ განათებასთან დაკავშირებით განსხვავებული ჩვენებების არსებობა დაკავშირებულია მოწმეთა ინდივიდუალურ შეფასებასთან, რაც კავშირშია შესაბამის უნარ-ჩვევებთან, მხედველობასთან, აღქმასთან, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი იღებს ინფორმაციას გარემოში არსებულ ობიექტებზე (ზომა, ფორმა, ფერი, ნათება, სიბნელე და ა.შ.).
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ მათ ცუდი ხილვადობის გამო არ დაუნახავთ ვინ დაჭრა დაზარალებულები. სააპელაციო სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა ნ-------- მ------–---–მა განმარტა, რომ როდესაც დაინახა რამდენიმე მამ---ცი, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ და მათ შორის იცნო ნ--- რ----ე, იგი წავიდა მათკენ, თუმცა ნ---მდე მისვლა ვერ შეძლო, რადგან გაწევ-გამოწევაში სხეულზე იგრძნო შეხება, შესაძლოა ეს ყოფილიყო დარტყმებიც, თუმცა იმის განსაზღვრა, რამდენი ადამიანი ეხებოდა არ შეუძლია. მას შემდეგ კი, რაც დაბრუნდა კაფე-ბარში აღმოაჩინა, რომ სხეულზე ჰქონდა დაზიანებები, თუმცა გ-- ც-–--–---–მა მიაყენა თუ არა აღნიშნული დაზიანება არ იცის, არ დაუნახავს. მოწმე თ----- ბ-----ემ კი განმარტა, რომ გ-- ც-–--–---–ს არ იცნობს და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვამდე არ უნახავს. მისთვის ცნობილია, რომ შემთხვევის დროს დაიჭრნენ ნ--- რ----ე და ნ-------- მ------–---–ი, თუმცა ვინ ან რატომ დაჭრა არ იცის. გ-- ც-–--–---–ი შემთხვევის დღეს კაფე-ბარში არ უნახავს. სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას ნ--- რ----ემ კი დაადასტურა შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი და განმარტა, რომ დაინახა, როგორ აყენებდა ერთი პირი დანით ნ-------- მ------–---–ს დაზიანებებს, რომლის ხელიც დაიჭირა, რის შედეგადაც ნ-------- მ------–---–მა შეძლო თავდამსხმელისგან თავის დაღწევა. აღნიშნულის შემდეგ კი, მას მიაყენეს დაზიანებები მარჯვენა ფეხისა და მენჯის არეში, თუმცა ვინ დაჭრა არ დაუნახავს. მანვე აღნიშნა, რომ ამოცნობისას იმიტომ მიუთითა გ-- ც-–--–---–ზე, რომ ამ უკანასკნელთან ერთად ამოსაცნობად წარდგენილი სხვა პირები მკვეთრად განსხვავდებოდნენ მის მიერ აღწერილი პირისგან. მის მიერ აღწერილ პირს მხოლოდ გ-- ც-–--–---–ი წააგავდა, თუმცა ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ მას ამ ადამიანმა მიაყენა ჭრილობები. მანვე განმარტა, რომ მართალია ამოცნობისას მიუთითა გ-- ც-–--–---–ზე, როგორც თავდამსხმელზე, თუმცა არ შეუძლია ცალსახად განაცხადოს, გ-- ც-–--–---–მა მიაყენა თუ არა დაზიანებები მას ან ნ-------- მ------–---–ს.
პალატა განმარტავს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით ირკვევა, ორივე ბრალდებასთან მიმართებით, გ-- ც-–--–---–-- მიმართ არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ნ--- რ----ის მიერ გ-- ც-–--–---–-- ამოცნობის ოქმი, რომლის უტყუარობასთან დაკავშირებით შეიქმნა ეჭვი სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულ ნ--- რ----ის მიერ მიცემული ჩვენებით.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ნ--- რ----ის სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უტყუარად არ დაადასტურა გ-- ც-–--–---–-- მხრიდან ნ-------- მ------–---–ის და ასევე მის მიმართ დაზიანებების მიყენების ფაქტი. თუმცა კატეგორიულად არც გამორიცხა ასეთის არსებობა. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ იმის მხედველობაში მიღებით, რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა ისეთ ადგილას, სადაც არსებულ ხილვადობას იქ მყოფები არაერთგვაროვნად აფასებენ, ამასთან იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საქმეზე დაკითხულ არაერთ მოწმეთაგან ვერც ერთი ვერ უთითებს დაზარალებულებისთვის დაზიანების მიყენების დეტალებს, პალატა ნ--- რ----ის ჩვენებას პირის ბრალეულობის დასადასტურებლად არასაკმარისად მიიჩნევს.
პალატა თვლის, რომ 2018 წლის 16 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმად, გ-- ც-–--–---–მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მან დანით დაჭრა ორი პირი, არ შეიძელება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ ბრალდებული წინააღმდეგ--, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.“
პალატა თვლის, რომ ის გარემოება, რომ გ-- ც-–--–---–-- მაისურზე აღმოჩნდა ნ-------- მ------–---–ის სისხლი თავისთავად არ მიუთითებს ამ უკანასკნელის მხრიდან მკვლელობის მცდელობის ჩადენაზე, ვინაიდან ზემოხსენებული ორივე პირი ადასტურებს ჩხუბში მონაწილეობას და სხვა პირებთან ფიზიკურ შეხებას, რაც თავისთავად არ გამორიცხავს სისხლის მოხვედრას ჩხუბში მონაწილე სხვა პირების ტანსაცმელზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ-- ც-–--–---–-- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-- ც-–--–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ-- ც-–--–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------–-----–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი გ-- ც-–--–---–-- მიმართ.
გ-- ც-–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ-- ც-–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ-- ც-–--–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმებულია.
გ-- ც-–--–---–ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „--–------- მე-3 კუპეში სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები 4 (ოთხ) ფუთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „--–------- საპირფარეშოს სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები 6 (ექვს) ფუთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „--–------- საპირფარეშოს კარიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქა და ანაწმენდი 1 (ერთ) ფუთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „--–------- შესასვლელ დარბაზში სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები 5 (ხუთ) ფუთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები 3 (სამ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ხისტარიანი დანა 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. „სანტავიკის“ ქაღალდი 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. „სანტავიკი“ 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–--გან აღებული ანაწმენდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–--გან აღებული ფრჩხილების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–--გან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–--გან აღებული ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–--გან აღებული თმის ნიმუში 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–--გან აღებული სისხლის ნიმუში 1 (ერთ) ფუთად, ნ--- რ----ისგან აღებული სისხლის ნიმუში 1 (ერთ) ფუთად, ნ--- რ----ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, ნ--- რ----ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, ნ-------- მ------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში 1 (ერთ) ფუთად, ნ-------- მ------–---–ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, ნ-------- მ------–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, კ------- პ------------ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, შ----- ფ--–------–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, ლ-–- გ--–-–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, დ------ ქ--------ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, შ----- დ----------–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, ლ---- გ--–-–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, მ------ გ-------–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, გ------- ც-–---ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, ნ--- კ-–----–---–ისგან აღებული ანაბეჭდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად, შ----- დ----------–---–ისგან ამოღებული „ოპელ-ვექტრას“ მარკის, F-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები 1 (ერთ) ფუთად - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოკლესახელოებიანი მაისური, რუხი ფერის ქუდი და ხელსახოცები 1 (ერთ) ფუთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კაფე-ბარ „--–------- მე-5 კუპედან ამოღებული ჭიქები 10 (ათ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მოთეთრო ფერის მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საწოლიდან ამოღებული საბნის შალითა 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საწოლიდან ამოღებული ზეწარი 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საწოლიდან ამოღებული ბალიშის შალითა 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „LENOVO-ს“ და „NOKIA-ს“ ფირმის მობილური ტელეფონები 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მოწითალო ფერის ჯემპრი 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მოცისფრო ჯინსის შარვალი 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი 1 (ერთ) ფუთად, ბრალდებულ გ-- ც-–--–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ქურთუკი 1 (ერთ) ფუთად, მოწმე შ--–-- ჩ--------–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შარვალი და ქამარი 1 (ერთ) ფუთად, მოწმე შ--–-- ჩ--------–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი 1 (ერთ) ფუთად, მოწმე შ----- დ----------–---–ისგან ამოღებული „ოპელ-ვექტრა-ს“ მარკის, F-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანა (ინახება შსს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს ავტოსადგომზე), ნ--- რ----ისგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი 1 (ერთ) ფუთად, შ.პ.ს. „ახალი კლინ---“ ხ-–----ის საავადმყოფოს მედდა თ----- თ---–---–ისგან ამოღებული ნ-------- მ------–---–ის კუთვნილი ტანსაცმელი 1 (ერთ) ფუთად - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
გამართლებულ გ-- ც-–--–---–ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი