განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/1721-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ე---------ე ცისკარიძე, ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - თ------------–---ი, ლ---------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე – ნ-----–---- ბ-----–--ე;
წარმომადგენელი - გ---------------–-–---–ი;
მესამე პირები - სს ”ს----–--------------ა”, (წარმომადგენელი - ი-----–-------------ი) ფ---- კ------ე, ზ----- დ------–---–ი, თ------- ჩ-------ე და მ----- კ------–ი;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა;
1. აპელანტის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ-----–---- ბ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 28 მარტს მიღებული NB12038333/8 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 25 მაისს მიღებული N8---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 ზ----- დ------–---–მა 2012 წლის 21 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სს ”ს----–--------------ის” (ს/ნ 206028207) რეგისტრირებულ მონაცემებში ცლილებათა რეგისტრაცია, კერძოდ, აღნიშნული საწარმოს დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილებათა რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა: ა) 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს ”ს----–--------------ა”-ს აქციონერთა რიგითი კრების ოქმი N22, რომელიც ხელმოწერილია კრების თავმჯდომარე თ---------- ი------–---–ისა და კრების მდივნის ზ----- დ------–---–ის მიერ და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 21 მარტს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1--------); ბ) 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს ”ს----–--------------ა”-ს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N1, რომელიც ხელმოწერილია კ------------ე მ-----------–ისა და ზ----- დ------–---–ის მიერ და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 21 მარტს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1--------); გ) 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს ”ს----–--------------ა”-ს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N2, რომელიც ხელმოწერილია კ------------ე მ-----------–ისა და თ---------- ი------–---–ის მიერ და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 21 მარტს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 120285279) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18-28).
2.2. 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს „ს----–--------------ას“ აქციონერთა რიგით N22 კრების ოქმი (ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების თარიღი 2012 წლის 21 მარტი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1--------, ნოტარიუსი) შემდეგი შინაარსისაა: კრებას ესწრებოდა აქციონერთაგან სს ,,ს----–--------------ას“ აქციათა 34,53328%-ის მფლობელი აქციონერის მ----- კ------–ის წარმომადგენელი ზ----- დ------–---–ი, ის ამ კრებაზე წარმოადგენდა ასევე აქციათა 12,31775%-ის მფლობელ აქციონერს ე---------ე შ--–--–---–ს, ხოლო რაც შეეხება სს ”ს----–--------------ას“ აქციათა 5,15374%-ის მფლობელ აქციონერ ფ---- კ------ეს, ის 2012 წლის 20 მარტის კრებაზე წარმოდგენილი გახლდათ წარმომადგენლის მიერ. კენჭისყრის შედეგად კრების თავმჯდომარედ არჩეული იქნა სს ს----–--------------ას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თ---------- ი------–---–ი, ხოლო მდივნად ზ----- დ------–---–ი. კრებაზე წარმოდგენილი აქციონერების წარმომადგენელთა ერთსულოვანი მხარდაჭერით დამტკიცდა კრების დღის წესრიგი - პირველ საკითხად განისაზღვრა დირექტორის გათავისუფლება, ხოლო მე-2 საკითხად უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა. კრებაზე წარმოდგენილ აქციონერთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სს „ს----–--------------ას“ დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლდა ნ-----–---- ბ-----–--ე, ხოლო დასახელებულ კანდიდატთაგან კრებაზე წარმოდგენილ აქციონერთა 100%-იანი მხარდაჭერით სს ,,ს----–--------------ას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩეულნი იქნენ თ---------- ი------–---–ი და ზ-----ი დ------–---–ი, ხოლო მესამე წევრად 95%-იანი მხარდაჭერით აღნიშნულ საბჭოში გამწესდა კ------------ე მ-----------–ი (იხ. ტ. 1, ს.ფ.19-22).
2.3. 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს ”ს----–--------------ა”-ს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N1 (ნოტარიუსი, ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების თარიღი - 2012 წლის 21 მარტი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1--------) შემდეგი შინაარსისაა: ზ----- დ------–---–ის, თ---------- ი------–---–ის და კ------------ე მ-----------–ის მონაწილეობით განხილული იქნა სს ,,ს----–--------------ა”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი და აღნიშნულ პირთა ერთსულოვანი მხარდაჭერით მიღებული იქნა გადაწყვეტილება სს ,,ს----–--------------ა”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კ------------ე მ-----------–ისა და სს ს----–--------------ა”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ თ---------- ი------–---–ის არჩევის თაობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 23-25).
2.4. 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს ”ს----–--------------ა”-ს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N2 (ნოტარიუსი, ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების თარიღი - 2012 წლის 21 მარტი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 120285279) შემდეგი შინაარსისაა: ზ----- დ------–---–ის, თ---------- ი------–---–ის და კ------------ე მ-----------–ის მონაწილეობით განხილული იქნა სს ,,ს----–--------------ა”-ს გენერალური დირექტორის დანიშვნის საკითხი და აღნიშნულ პირთა ერთსულოვანი მხარდაჭერით მიღებული იქნა გადაწყვეტილება სს ”ს----–--------------ა”-ს გენერალურ დირექტორად ზ----- დ------–---–ის დანიშვნის თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26-28).
2.5. უდავოა, რომ ზ----- დ------–---–ის 2012 წლის 21 მარტის განცხადებისა და მასზე თანდართული გარიგებების შესწავლის შედეგად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წლის 22 მარტს მიიღო NB12038333/5 გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ განმცხადებელ ზ----- დ------–---–ს განუმარტა რეგისტრაციის დამაბრკოლებელ შემდეგი სახის გარემოებათა არსებობის თაობაზე: ”სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია სს ”ს----–--------------ა”-ს აქციონერთა რიგითი კრების ოქმი N22, რომლის საფუძველზეც არჩეულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ კრებას ესწრებოდა აქციონერების - მეირი კ------–ის, ე---------ე შ--–--–---–ის და ფ---- კ------ის მინდობილი პირი ზ----- დ------–---–ი, თუმცა არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი. ასევე, წარმოდგენილ ოქმში არ არის მითითებული ახლად არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი). სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე საზოგადოების გენერალურ დირექტორად დაინიშნა ზ----- დ------–---–ი, თუმცა ოქმით არ არის განსაზღვრული მოქმედი დირექტორის ნ-----–---- ბ-----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლება. შესაბამისად ზ. დ------–---–ის დანიშვნით საზოგადოებას ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორი პირი. ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს, სარეგისტრაციო განაცხადში უნდა მიეთითოს ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს, თუ ცალ-ცალკე. ასევე, წარმოდგენილ ოქმში არ არის მითითებული ზ. დ------–---–ის პირადი ნომერი” (ციტატის დასასრული). ამ გარემოებებზე მითითებით მარეგისტრირებელმა ორგანომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და განსაზღვრა ვადა რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებათა აღმოფხვრისათვის (იხ. ს.ფ. ტ. 1, ს.ფ. 145-146).
2.6. 2012 წლის 27 მარტს ზ----- დ------–---–მა განმეორებით მიმართა განცხადებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ამ ორგანოს 2012 წლის 22 მარტის NB12038333/5 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით ზ----- დ------–---–მა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა შემდეგი გარიგებები: ა) ისევ 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს ”ს----–--------------ას” აქციონერთა რიგითი კრების ოქმი N22, რომელსაც ხელს აწერენ კვლავ თ---------- ი------–---–ი და ზ-----ი დ------–---–ი და ამჯერად მათი ხელმოწერების ნამდვილობა ნოტარიულად დამოწმდა 2012 წლის 26 მარტს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1--------); ბ) ისევ 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს ”ს----–--------------ას” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N1, რომელსაც იგივე თარიღისა და ნომრის ოქმისაგან განსხვავებით სხდომის მდივნის სტატუსით ამჯერად ხელს აწერს თ---------- კ--------ი და ოქმზე ხელმომწერ პირთა ნამდვილობა იგივე ნოტარიუსმა დაამოწმა 2012 წლის 27 მარტს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1--------); გ) ისევ 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს ”ს----–--------------ას” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N2, რომელსაც ამჯერად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით კ------------ე მ-----------–თან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით თ---------- ი------–---–თან ერთად სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით ხელს აწერს თ---------- კ--------ი. ამ პირთა ხელმოწერების ნამდვილობა ნოტარიულად დაამოწმა ნოტარიუსმა 2012 წლის 27 მარტს და ამ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრად განისაზღვრა 1-------- (იხ. ტ. 1, ს.ფ. 89-90, 108-119, 147-148).
2.7. 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული სს ”ს----–--------------ას” აქციონერთა რიგითი კრების ოქმი N22, რომელსაც ხელს აწერენ კვლავ თ---------- ი------–---–ი და ზ-----ი დ------–---–ი და ამჯერად მათი ხელმოწერების ნამდვილობა ნოტარიულად დამოწმდა 2012 წლის 26 მარტს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - 1--------), გარდა ცალკეული შინაარსობრივი განსხვავებისა, არსებითად განსხვავდება იგივე თარიღისა და იგივე ნომრის სს ”ს----–--------------ას” აქციონერთა კრების ოქმისაგან გარიგებითი მნიშვნელობის შინაარსითაც. მაგალითად, თუ პირველ შემთხვევაში (იგულისხმება 2012 წლის 21 მარტს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, 1-------- სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერის მქონე ოქმი) სს ”ს----–--------------ას” აქციონერთა კრებამ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად აირჩია ზ----- დ------–---–ი, თ---------- ი------–---–ი და კ------------ე მ-----------–ი, მეორე შემთხვევაში - 2012 წლის 26 მარტს იგივე ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, 1-------- სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერის მქონე ოქმით სს ”ს----–--------------ას” აქციონერთა კრებამ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად აირჩია თ---------- კ--------ი, თ---------- ი------–---–ი და კ------------ე მ-----------–ი. ე.ი. მე-2 შემთხვევაში ზ----- დ------–---–ი დარჩა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის მიღმა და მის ნაცვლად ამ საბჭოს წევრის ადგილი დაიკავა თ---------- კ--------მა (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-22, 115-119).
2.8. უდავოა, რომ არსებითი განსხვავებაა 2012 წლის 20 მარტით დათარიღებულ სს ”ს----–--------------ას” სამეთვალყურეო საბჭოს ერთი და იგივე ნომრის - N1 მქონე ოქმებს შორის. მაგალითად, თუ პირველ შემთხვევაში (იგულისხმება 2012 წლის 21 მარტს დამოწმებული და 1-------- სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე ოქმი) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ამ საბჭოს წევრების სტატუსით ესწრებოდნენ და გადაწყვეტილება მიიღეს ზ----- დ------–---–მა, თ---------- ი------–---–მა და კ------------ე მ-----------–მა, მეორე შემთხვევაში (იგულისხმება 2012 წლის 27 მარტს დამოწმებული და 1-------- სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე ოქმი) იგივე დღის სხდომას სს ”ს----–--------------ას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სტატუსით ესწრებოდნენ და გადაწყვეტილება მიიღეს თ---------- კ--------მა, თ---------- ი------–---–მა და კ------------ე მ-----------–მა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-25, 112-114).
2.9. ფაქტობრივი და შინაარსობრივი თვალსაზრისით არსებითი განსხვავებაა 2012 წლის 20 მარტით დათარიღებულ სს ”ს----–--------------ას” სამეთვალყურეო საბჭოს ერთიდაიგივე ნომრის - N2 მქონე ოქმებს შორის. მაგალითად, თუ პირველ შემთხვევაში (იგულისხმება 2012 წლის 21 მარტს დამოწმებული და 120285279 სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე ოქმი) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ამ საბჭოს წევრების სტატუსით ესწრებოდნენ და დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთადერთ საკითზე - სს ”ს----–--------------ას” გენერალური დირექტორის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს ზ----- დ------–---–მა, თ---------- ი------–---–მა და კ------------ე მ-----------–მა, მეორე შემთხვევაში (იგულისხმება 2012 წლის 27 მარტს დამოწმებული და 1-------- სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის მქონე ოქმი) იგივე დღის სხდომას სს ”ს----–--------------ას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სტატუსით ესწრებოდნენ და განსხვავებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომლებიც ამჯერად ითვალისწინებდა ჯერ მოქმედი გენერალური დირექტორის ნ-----–---- ბ-----–--ის გათავისუფლებას და შემდეგ ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნას, გადაწყვეტილება მიიღეს თ---------- კ--------მა, თ---------- ი------–---–მა და კ------------ე მ-----------–მა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26-28, 108-111).
2.10. უდავოა, რომ ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წინააღმდეგობათა მიუხედავად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია რა, რომ 2012 წლის 22 მარტის NB12038333/5 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი აღმოფხვრილია, 2012 წლის 28 მარტის NB12038333/7 გადაწყვეტილებით განაახლა სარეგისტრაციო წარმოება, იმავე დღეს მიიღო NB12038333/8 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-----–---- ბ-----–--ის ნაცვლად სს ”ს----–--------------ას” გენერალური დირექტორად დაარეგისტრირა ზ----- დ------–---–ი და ამ ცვლილების გათვალისწინებით 2012 წლის 28 მარტს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან გასცა ამონაწერი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 151-152).
2.11. უდავოა, რომ ნ-----–---- ბ-----–--ემ 2012 წლის 27 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა საჩივრით და მოითხოვა ამ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2012 წლის 28 მარტს რეგისტრაციის შესახებ მიღებული NB12038333/8 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. არც ის გარემოებაა სადავო, რომ 2012 წლის 25 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება N8----, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ხსენებული საჩივარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 153-157, 183-187).
2.12. დადგენილი სადავო გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე, სადავო და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.13. სასამართლოს მითითებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო). იგივე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსზღვრული მეწარმე სუბიექტების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. ამგვარი რეგისტრაციის სავალდებულო ხასიათს განაპირობებს ”მეწარმეთა შეასახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ნორმის შინაარსი. ამ ნორმის თანახმად, მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
გარდა ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის ამ ნორმებისა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პრინციპებს, მის არსს და შესაბამისად, ამგვარი რეესტრის წარმოებაზე კომპენტენციის მქონე მარეგისტრებელი ორგანოს პასუხსიმგებლობის მნიშვნელობას განსაზღვრავს ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი. ამ კანონის მე-201 მუხლის 1-4 პუნქტების თანახმად: 1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები; 2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 3. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან; 4. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე, გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის რეგისტრაციისა, მასში ცვლილებისა ან მისი შეწყვეტისა.
თუ გავითვალისწინებთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ანალოგიურ დანაწესთა შინაარს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ, მათ შორის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც არასწორად რეგისტრირებული მონაცემი ითვლება სწორად, ვიდრე კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდება უსწორობა - არასწორი მონაცემის განმაპირობებელი გარიგება ან თავად რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი, ცხადი ხდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გულისხმიერებისა და სკურპლუოზულობის მასშტაბურობა სამეწარმეო რეესტრის წარმოებისას.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
ამ ზოგადი დანაწესის გარდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სტრუქტურაში მოქმედ სამსახურს სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული იმ ინსტრუქციით, რომელიც განსაზღვრავს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეგისტრაციის წესს. ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადაგენის შესახებ, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში მათი კანონიერების შესწავლის მიზნით. ხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების კანონიერების შესწავლის მიზნით სამართალდამცავი ორგანოსათვის მიმართვის საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლის აღმოფხვრამდე.
ამდენად, უნდა ითქვას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს ვალდებულება დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ეჭვი შეიტანოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის კანონიერებაში, ამ ეჭვის დადასტურების ან გაქარწყლების მიზნით საეჭვო დოკუმენტები შესასწავლად გადასცეს სამართალდამცავ ორგანოს და საკითხის გარკვევმდე შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო ხარვეზის დადგენის შემდეგ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი აქციონერთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების ოქმები, რომლებიც მსგავსად პირველად წარდგენილი აქციონერთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების ოქმებისა დათარიღებულნი არიან 2012 წლის 20 მარტით და იმავდროულად ფაქტობრივი თვალსაზრისითა და სამართლებრივი მნიშვნელობით (გარიგებითი შედეგებით) განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რაც სრული სიცხადით გვაფიქრებინებს, რომ ხარვეზის დადგენის შემდეგ წარდგენილი ოქმები მხოლოდ ხელახლა მოწვეული აქციონერთა კრების თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების შედეგები უნდა ყოფილიყო და 2012 წლის 20 მარტს მათი შედგენა შუძლებელი იყო და ამ ოქმებში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებებს ადგილი ვერ ექნებოდათ 2012 წლის 20 მარტს. ასეთ ვითარებაში მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ უკანასკნელად წარდგენილი დოკუმენტები არ ასახავდნენ რეალობას. ამგვარი დასკვნის გაკეთება უფრო მეტი დამაჯერებლობით შესაძლებელი იყო ნ-----–---- ბ-----–--ის საჩივრის განხილვისას, თუმცა ამჯერადაც მარეგისტრირებელმა ორგანომ ვერ გამოიჩინა ელემენტარული გულისხმიერება და სრულიად უსაფუძვლოდ უარყო საჩივრის გონიერი და სამართლებრივად გამართული გადაწყვეტა.
მოპასუხე მხარე სარჩელის უარმყოფელი პოზიციის გასამყარებლად იშველიებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ნორმას. ამ ნორმის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი ნამდვილად ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი იმ ტიპის ბათილი გარიგებების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემებით დამდგარი ზიანისათვის, რომელთა ბათილობის (არანამდვილობის) განმაპირობებელ გარემოებათა აღქმა განსაკუთრებულ კვლევას, მაგალითად, საგამოძიებო მოქმედებებს ან სასამართლოში დავის განხილვას მოითხოვს, მაგრამ მაშინ, როდესაც დოკუმენტის სიყალბეზე ვარაუდი ელემენტარულად დროის აღქმის სიცხადითაა გამყარებული, ვერც მარეგისტრირებელი ორგანო და ვერც მისი თანამშრომელი დააღწევენ პასუხისმგებლობას თავს. სწორედ ამას გულისხმობს აღნიშნული ნორმის მე-2 წინადადება, რომლითაც მარეგისტრირებელი ორგანოს და მის თანამშრომელს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათთან დაცულ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე. მოცემული შემთხვევისათვის ეს ნორმა ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით მარეგისტრირებელ ორგანოს და მის კონკრეტულ თანამშრომელს ავალდებულებდა თავდაპირველად წარდგენილი ოქმები და ხარვეზის დადგენის შემდეგ წარდგენილი ოქმები შეედარებინა ერთმანეთისათვის, რაც მოპასუხეებს გაუჩენდა რწმენას, რომ 2012 წლის 20 მარტს შეუძლებელი იყო ჩატარებულიყო სხვადასხვა შინაარსისა და დღის წესრიგის აქციონერთა საერთო კრებები თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები. ამგვარი შედარების შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო დარწმუნდებოდა, რომ თავდაპირველად წარდგენილი, 2012 წლის 20 მარტით დათარიღებული ოქმებისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით არ მოწვეულა ახალი აქციონერთა საერთო კრება და ხელახლა არ გამართულა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები.
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ამ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას არ მოქმედებდნენ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე უფლება- მოვალეობებით ნაკარნახევი გულისხმიერების ფარგლებში, რამაც განაპირობა არანამდვილი (ბათილი) გარიგებების საფუძველზე სს ”ს----–--------------ას” გენერალური დირექტორის ნ-----–---- ბ-----–--ის ნაცვლად ზ----- დ------–---–ის რეგისტრაცია. ამგვარი რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები კი მათი კანონწინააღმდეგობის გამო ბათილია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას, უწინარესად, უნდა გამოიკვლიოს რა სამართლებრივი შედეგის მიღწევა სურს მოსარჩელეს მარეგისტრირებელი ორგანოს სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობით, ანუ რაში მდგომარეობს მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგან იმ დაშვებითაც, რომ სათანადოდ არ გამოიკვლია მარეგისტრირებელმა ორგანომ მისთვის საზოგადოების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, არ იმსჯელა ერთი და იმავე რიცხვით დათარიღებული კრების ოქმების შინაარსობრივ და ფაქტობრივ შეუსაბამობებზე, დასადგენიასამართლებრივად როგორ გაუმჯობესდება მოსარჩელის მდგომარეობა. იმ დაშვებითაც, რომ სადავო გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის შედეგად არასწორად რეგისტრირებული მონაცემები სამეწარმეო რეესტრში ამოიშალოს, საზოგადოებას სამეწარმეო კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მოიწვიოს პარტნიორთა კრება და მიიღოს გადაწყვეტილება დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (საკასაციო სასამართლოს ზემოხსენეული პრაქტიკა გახდა წინამდებარე საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების ერთ-ერთი საფუძველი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად). აქედან გამომდინარე, დასადგენია მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი განსახილველი დავის სამართლებრივი შედეგისადმი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის მასალებშია 2012 წლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ბათილად არის ცნობილი სააქციო საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, განსახილველი დავის მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საზოგადოების დირექტორად სხვა პირის დანიშვნის შესახებ (იხ. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ტ.1, ს.ფ.311-312), აქედან გამომდინარე, კვლავაც გაურკვეველია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ან უნდა დადგინდეს, ხომ არ არის შესაძლებლობა მოსარჩელის არსებული მოთხოვნა მოდიფიცირებულ იქნეს მიკუთვნებით მოთხოვნად, რაც გამორიცხავს აღიარებით სარჩელს და აღნიშნული სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე უნდა შეფასდეს... საქმის ხელახლა განხილვის ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნის შემოწმების დროს, თუკი სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება, ხოლო განსახილველი დავისადმი მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გამოიკვეთება, მაშინ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1 აპელანტმა მიუთითა, რომ 2012 წლის 21 მარტს სამსახურს წარედგინა ზ----- დ------–---–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სს „ს----–--------------ას“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. სამსახურს წარედგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ 20.03.2012წ. N73-589, N73-591 და M73-538 ამონაწერები რეესტრიდან; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 თებერვლის განჩინების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (საქმეზე M2/7985-11); სს „ს----–--------------ას“ აქციონერთა რიგითი კრების 20.03.2012წ. N22 ოქმი, დამოწმებული სანოტარო წესით (21.03.2012წ. №1--------); სს „ს----–--------------ას“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი 20.03.2012წ. M2, დამოწმებული სანოტარო წესით; სს „ს----–--------------ას“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი 20.03.2012წ. MI, დამოწმებული სანოტარო წესით (21.03.2012წ. №1--------); განცხადება ელექტრონული ფოსტის რეგისტრაციის შესახებ.
სამსახურის 2012 წლის 22 მარტის ხარვეზის დადგენის შესახებ N3---------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ აქციონერთა რიგითი კრების ოქმი №22-ის შესაბამისად, კრებას ესწრებოდა აქციონერების - მ----- კ------–ის, ე---------ე შ--–--–---–ისა და ფ---- კ------ის მინდობილი პირი ზ----- დ------–---–ი, თუმცა არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი. ასევე, წარმოდგენილ ოქმში არ არის მითითებული ახლად არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი). სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე საზოგადოების გენერალურ დირექტორად დაინიშნა ზ. დ------–---–ი, თუმცა, ოქმით არ არის განსაზღვრული მოქმედი დირექტორის – ნ-----–---- ბ-----–--ის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, ზ. დ------–---–ის დანიშვნით საზოგადოებას ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორი პირი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს, სარეგისტრაციო განაცხადში უნდა მიეთითოს ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე. ასევე, წარმოდგენილ ოქმში არ არის მითითებული ზ. დ------–---–ის პირადი ნომერი. საქმეში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, კერძოდ, წესდების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საზოგადოების დირექტორატის წევრი. დაინტერესებულ პირს განემარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე–2 პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. ამასთან, მიეთითა, რომ 2012 წლის 21 მარტს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია სასამართლო განჩინების ფოტოასლის იდენტურობა მის დედანთან, თუმცა, დოკუმენტი არ არის ბეჭედდასმული ნოტარიუსის მიერ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე–14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ნოტარიუსის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული სანოტარო მოქმედების დასამოწმებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს ეცნობა, რომ 30 კალენდარული დღის ვადაში დამატებით წარმოსადგენია კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
2012 წლის 27 მარტს, სამსახურს წარედგინა ზ. დ------–---–ისა და კ. მ-----------–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 თებერვლის განჩინების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (საქმეზე M2/7985–11); მ----- კ------–ისა და ე---------ე შ--–--–---–ის მიერ ზ----- დ------–---–ზე გაცემული მინდობილობები; ფ---- კ------ის მიერ თ---------- კ--------ზე გაცემული მინდობილობა; სს „ს----–--------------ას" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი 20.03.2012წ. №2, დამოწმებული სანოტარო წესით (27.03.2012წ. №1--------); სს „ს----–--------------ას“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი 20.03.2012წ. ML დამოწმებული სანოტარო წესით (27.03.2012წ. M1--------); სს „ს----–--------------ას“ აქციონერთა რიგითი კრების 20.03.2012წ. M22 ოქმი, დამოწმებული სანოტარო წესით (26.03.2012წ. M1--------).
სამსახურის 28.03.2012წ. N3---------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო რეგისტრაციის შესახებ M5---------- გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა სს „ს----–--------------ას“ რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, გენერალურ დირექტორად დარეგისტრირდა ზ----- დ------–---–ი.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2012 წლის 27 აპრილს გასაჩირებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული საჩივრით. სამსახურის მიერ განხილული იქნა ადმინისტრაცაციული საჩივარი და მასზე თანდართული და სარეგისტრაციო სამსახურში არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება M8---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-53 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო ამ კანონით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დადგენილ და ამ კანონის 142 მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს. საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
2012 წლის 21 მარტს წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სს .„ს----–--------------ას“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის პირობებს. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ პირს მოეთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
2012 წლის 27 მარტს დამატებით წარმოდგენლი დოკუმენტაციით სრულად აღმოიფხვრა 3---------- გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N3---- ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის (შემდგომში – ინსტრუქცია) მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ან/და შეიცავს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას. ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი რეგისტრაციას განმარტავს, როგორც სამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრირებულ მონაცემებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტებში ცვლილების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება (პირველი პუნქტი); საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოსლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (მე-2 პუნქტი).
სს „ს----–--------------ას“ აქციონერთა 20.03.2012წ. 18322 რიგითი კრების ოქმის (26.03.2012წ. M1--------) თანახმად, კრებას ესწრებოდა მეირი კ------–ი (წარმომადგენელი ზ----- დ------–---–ი) - აქციათა 34.533289/0, ე---------ე შ--–--–---–ი (წარმომადგენელი ზ----- დ------–---–ი) - აქციათა 12.31.775% და ფ---- კ------ე (წარმომადგენელი თ---------- კ--------ი) აქციათა 5.15374%· ამდენად, კრებას ესწრებოდა აქციონერთა საერთო რაოდენობის 52.00477%. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე კანონის 54–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილია ხმების ნახევარზე მეტის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). სს „ს----–--------------ას“ 2006 წლის 13 ოქტომბრის (ცვლილება შევიდა 2007 წლის 22 ოქტომბერს) წესდების 5.6 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას - მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი გენერალური დირექტორი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. 20.03.2012წ. #22 რიგითი კრების ოქმის (26.03.2012წ. M1--------) თანახმად, კრების თავმჯდომარედ არჩეული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - თ---------- ი------–---–ი, რაც შეესაბამება საზოგადოების წესდების მოთხოვნებს.
საზოგადოების წესდების 5.7 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის ნახევრის მფლობელები მაინც. აქედან გამომდინარე, კრება უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება. წესდების 5·8 პუნქტის მე–ნ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო კრება უფლებამოსილია აირჩიოს აქციონერთა წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოში ან/და გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან. გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა ხმის უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის 2/3-ზე მეტის შესაბამისი აქციების მფლობელთა ხმა. 20.03.2012წ. #22 რიგითი კრების ოქმის (26.03.2012წ. M1--------) თანახმად, არჩეულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა (]. თ---------- კ--------ი, 2. თ---------- ი------–---–ი, 3. კ------------ე მ-----------–ი), რასაც მხარი დაუჭირა დამსწრე კაპიტალის აქციონერთა 100%–მა·
20.03.2012წ. N2 რიგითი კრების ოქმი (26.03.2012წ. M1--------) ხელმოწერილია კრების თავმჯდომარის – თ---------- ი------–---–ისა და მდივნის – ზ----- დ------–---–ის მიერ, რაც შეესაბამება საზოგადოების წესდების 5,6 პუნქტსა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.
სს „ს----–--------------ას“ სამეთვალყურეო საბჭოს 20.03.2012წ. სხდომის ოქმით (27.03.2012წ. 1--------) სს „ს----–--------------ას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა კ------------ე მ-----------–ი, ხოლო მოადგილედ – თ---------- ი------–---–ი, რაც სრულ შესაბამისობაშია საზოგადოების წესდების 6.4 (სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს), (სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა ნახევარზე მეტი) და 6.7 პუნქტებს (საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს გამოცხადებულ ან წარმოდგენილ წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით).
„ს----–--------------ას“ სამეთვალყურეო საბჭოს 20.03.2012წ. N2 სხდომის ოქმით (27.03.2012წ. 1811--------) საბჭომ ერთხმად (სხდომას ესწრებოდა სამივე წევრი) გაათავისუფლა ნ-----–---- ბ-----–--ე გენ.დირექტორის თანამდებობიდან და მას ჩამოართვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ასევე ერთხმად სს „ს----–--------------ას“ გენ.დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ზ----- დ------–---–ი, რაც შეესაბამება საზოგადოების წესდების 6.6, 63, 11.1 პუნქტებს (ყველა საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე წესდებით, წყდება მეწარმე-თა შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად) და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55–ე მუხლის მე–7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს და ნებისმიერ დროს გამოიწვევს დირექტორებს) მოთხოვნებს.
სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ აქციონერთა კრების ოქმში მითითებულია, რომ კრება ჩატარდა 2012 წლის 20 მარტს, ქ. თბილისში, ჩოლოყაშვილის ქ, N3 შეს.4-ში, როგორც ეს გასაზღვრული იყო თბილისის საქალაქო სამართლოს განჩინების შესაბამისად.
312038333/8 გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ ამონაწერში აისახა სამსახურში წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამასთან, სააქციო საზოგადოების საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლო წესით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ვადებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა: „...გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების /საქმე # ას-664-635-2016/ დასკვნები 231-233-ე პუნქტებში და დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის /საქმე # ას-121-117-2016/ განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174- 2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ).
აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა სადავო აქტების ბათილად ცნობა და დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2012 წლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბათილად არის ცნობილი სააქციო საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, განსახილველი დავის მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საზოგადოების დირექტორად სხვა პირის დანიშვნის შესახებ (იხ. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ტ.1, ს.ფ. 311-312). ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ნ-----–---- ბ-----–--ემ, როგორც სს „ს----–--------------ის“ წარმომადგენელმა, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სხვადასხვა რეგისტრაციის განხორციელება. წარმომადგენლობა გაცემულია სს „საქელექტრომანქანის“ დირექტორის ზ----- დ------–---–ის მიერ. ამდენად, დგინდება, რომ მხარეებს შორის დავა აღმოფხვრილია და ისინი ურთიერთანამშრომლობის რეჟიმში არიან. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ასევე გამოიკვეთა, რომ სარჩელის აღძვრის მიზანია შესაძლო სამომავლო ინტერესი მასზე, რომ განხორციელდეს სადავო პერიოდში მოქმედი დირექტორისათვის გაცემული ხელფასის უკან დაბრუნება, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას.
რაც შეეხება, ნ-----–---- ბ-----–--ის მოსაზრებას, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესია ზიანის ანაზღაურება, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულის თაობაზე მხარეს არ მიუთითებია და მასზე, როგორც ცალკე აღებულ მოთხოვნაზე მსჯელობა მიმდინარე დავის ფარგლებში, მით უფრო, დავის სააპელაციო წესით განხილვისას, ვერ განხორციელდება. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამოიწვევს სარჩელის ფაქტობრივი ნაწილის შეცვლას და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროებას, რომლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, არ არსებობს. ამდენად, გადაწყვეტილებების ბათილობა მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი წინაპირობაა და არა დამოუკიდებელი მოთხოვნა, რადგანაც ამ გზით ის მიზანი ვერ მიიღწევა, რომელიც მოსარჩელეს სურს, ხოლო სარჩელის აღძვრის ეტაპზე განსაზღვრული იურიდიული ინტერესი კი, როგორც აღინიშნა მიღწეულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა საკასაციო სასამართლოს მითითების გათვალისწინებით თვლის, რომ ნ-----–---- ბ-----–--ის აღიარებითი სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი, იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.
სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს სსსკ-ის 372-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი) (სუსგ #ას-91-91-2018).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და ნ-----–---- ბ-----–--ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებისა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.
ამდენად, ნ-----–---- ბ-----–--ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 9 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის 70% - 70 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და ნ-----–---- ბ-----–--ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებისა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
3. ნ-----–---- ბ-----–--ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 70 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
ე---------ე ცისკარიძე