განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2019
საქმის ნომერი
330210015001091706
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/68-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსნებელი) - ანა გოგიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - ვ--–---ი ბ-–----ე;

წარმომადგენელი - მ--------------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ--- მ----–--ე, ქ------- მ----–--ე-გ-----ია, ნ----- ზ------–---–ი;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ვ--–---ი ბ-–----ის სარჩელი ნ--- მ----–--ის, ქ------- მ----–--ე-გ-----იას და ნ----- ზ------–---–ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2005 წლის 27 ოქტომბერს, ვ--–---ი ბ-–----ემ მინდობილი პირის ჟ--- ბ-–----ის სახით ნ--- მ----–--ესთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ბინაზე, მდებარე თბილისში, ზ--------- ქ. N17-ში ¾ ნაწილზე. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ--- მ----–--ის სახელზე. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, როგორც მოჩვენებითი გარიგება, მიჩნეულ იქნა ბათილად. აღნიშნული გადაწვეტილების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში კვლავ ვ--–---ი ბ-–----ის სახელზე აღირიცხა.

 

2.2. 2009 წლის 9 ივნისს, ნ--- მ----–--ესა და ქ------- მ----–--ე-გ-----იას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ნ--- მ----–--ემ ისესხა 3500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ვადაგადაცილების შემთხვევაში გადასახდელ თანხაზე 0,3% პირგასამტეხლოს გადახდით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ხელშეკრულების დადების დროს ნ--- მ----–--ის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ზ--------- ქ. N17-ში ¾ ნაწილი.

 

2.3. სააპელაციო სასამართლოს 06.07.2011 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო უძრავი ქონების კვლავ ვ--–---ი ბ-–----ის სახელზე რეგისტრაციისას უძრავ ქონებაზე შენარჩუნდა მანამდე რეგისტრირებული იპოთეკა (იპოთეკარი - ქ------- მ----–--ე-გ-----ია, 09.06.2009 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება).

 

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ------- მ----–--ე-გ-----იას სარჩელი ნ--- მ----–--ის მიმართ, 09.06.2009 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, ნ--- მ----–--ეს ქ------- მ----–--ე-გ-----იას სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა.

 

2.5. 23.02.2011 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შედეგად განხორციელდა ვ--–---ი ბ-–----ის სახელზე რეგისტრირებული, თბილისში, ზ--------- ქ. N17-ში იპოთეკით დატვირთული ¾ ნაწილი უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. აღსრულება განხორციელდა იპოთეკარის ქ------- მ----–--ე-გ-----იას სასარგებლოდ და მესაკუთრე გახდა ნ----- ზ------–---–ი.

 

2.6. 2014 წლის 9 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება და 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებით ვაჟა მუხულიშვილს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით, 7 დღის ვადაში გადაიხადოს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ვალდებულება.

 

2.7. აუქციონის შედეგები და აღსრულების ეროვნული ბიუროს 06.09.2012 წლის განკარგულება გასაჩივრდა ვ--–---ი ბ-–----ის მიერ, რაზეც მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით უარი ეთქვა, ხოლო ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მისი საჩივრები.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს თბილისში, ზ--------- ქ. N17-ში ცხოვრობდა ნ--- მ----–--ე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.9. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რომ ნ--- მ----–--ე და ქ------- მ----–--ე-გ-----ია ნათესავები არიან და იპოთეკით ქონების დატვირთვის დროს მოპასუხე ქ------- მ----–--ე-გ-----იამ იცოდა სადავო ბინაზე ვ--–---ი ბ-–----ის პრეტენზიის თაობაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეებს აქვთ ერთი გვარი, რაც მათ ნათესაურ კავშირს ადასტურებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი გვარით ნათესაური კავშირი ვერ დადგინდება, ქ------- მ----–--ე-გ-----იამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს გახდა მისთვის ცნობილი, რომ მსესხებელიც გვარად მ----–--ე იყო. იმავეს განმარტავს ნ--- მ----–--ე თავის ახსნა-განმარტებაში. მოპასუხე ქ------- მ----–--ე-გ-----იამ მიუთითა, რომ ბინას იპოთეკით დატვირთვის დროს ფლობდა არა მოსარჩელე, არამედ მოპასუხე რომლის სახელზეც რეგისტრირებული იყო ქონება.

 

2.10. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ ქ------- მ----–--ე-გ-----ია არაკეთილსინდისიერი იპოთეკარია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქ------- მ----–--ე-გ-----იასთვის თავიდანვე ცნობილი იყო ნ--- მ----–--ის მხრიდან ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტი. გარდა ამისა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის განხილვისას შეგნებულად არ მოხდა ვ--–---ი ბ-–----ის სასამართლო სხდომაზე მოწვევა და სარჩელით იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა, რათა დავის შესახებ ვ--–---ი ბ-–----ისთვის ცნობილი არ ყოფილიყო. ასევე მოპასუხეები ერთმანეთის უწყებებს იბარებენ, რაც მათ ნათესაურ კავშირს ადასტურებს.

 

საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას თბილისში, ზ-------- ქუჩა N17-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა ნ--- მ----–--ე. აღნიშნულ თავად მოსარჩელემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოპასუხეებს შორის გაფორმდა 2009 წლის 9 ივნისს და მისი გაფორმების დროს უძრავი ქონება აღრიცხული იყო ნ--- მ----–--ის სახელზე. აღნიშნული გარიგების დადების შემდგომ მოსარჩელემ აღძრა დავა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა უძრავი ქონების ნ--- მ----–--ის სახელზე რეგისტრაცია, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით.

 

რაც შეეხება, მოსარჩელის მითითებას, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის განხილვისას მოპასუხეთა მხრიდან შეგნებულად არ მოხდა ვ--–---ი ბ-–----ის სასამართლო სხდომაზე მოწვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ 23.02.2011 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოხდა ქ------- მ----–--ე-გ-----იას მოთხოვნის განხილვა სესხის თანხის დაკისრების შესახებ და სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

ამდენად, სადავო გარიგების შედგენისას იპოთეკით დატვირთული ნივთი საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, ირიცხებოდა ნ--- მ----–--ის სახელზე და მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ქ------- მ----–--ე-გ-----იამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ უძრავი ქონება, რაზეც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ნ--- მ----–--ეს შეძენილი ჰქონდა ბათილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და თავდაპირველი მესაკუთრის - ვ--–---ი ბ-–----ის ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ დაიტვირთა იპოთეკით.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ნათესაური კავშირი ამ დავაში უწყებებით დასტურდება, მოპასუხეები ნ----- ზ------–---–ი და ქ------- მ----–--ე-გ-----ია არიან დედა-შვილი, რაც თავად ამ მხარეებმა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე. აუქციონზე ქ------- ზ------–---–მა შეიძინა ქონება. სწორედ ამ მხარეებს შორის ნათესაური კავშირის არსებობა არ ადასტურებს რომ სადავო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებიც ნათესავები არიან და იმავდროულად იცოდა მოპასუხემ ქ------- მ----–--ე-გ-----იამ მოსარჩელის პრეტენზიის თაობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს და სახეზე არ არის მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. გადაწყვეტილება მაშინ ითვლება კანონიერად და დასაბუთებულად, როდესაც მასში სწორად არის განსაზღვრული სადავო გარემოებების წრე და ეს გარემოებები დადგენილია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან იგი ემყარება არასწორად შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ 2005 წლის 27 ოქტომბერს აპელანტ ვ--–---ი ბ-–----ესა (ჟ--- ბ-–----ის წარმომადგენლობით) და ნ--- მ----–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ნ--- მ----–--ე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისი, ზ--------- (ყოფილი პროლეტარის) ქ.N17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 3/4 წილის მესაკუთრედ, ხოლო ვ--–---ი ბ-–----ის მიმართვის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი მასა და ნ--- მ----–--ეს შორის 2005 წლის 27 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვ.ბ-–----ეს დაუბრუნდა და მის საკუთრებაში აღირიცხა ქ.თბილისი, ზ--------- (ყოფილი პროლეტარის) ქ.N17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 3/4 წილი. მართალია სასამართლომ დაადგინა აღნიშნული გარემოება, მაგრამ მას არანაირი შეფასება არ მისცა, რადგან სწორედ მოჩვენებითი და თვალთმაქცური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, რომელიც შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი, მოახდინა ნ--- მ----–--ემ ასევე უკანონო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა ის გარემოება, რომ 23.02.2011 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოხდა ქ------- მ----–--ე-გ-----იას მოთხოვნის განხილვა სესხის თანხის დაკისრების შესახებ და სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რასთან დაკავშირებითაც არ გაიზიარა და არ დაადგინა საქმისათვის ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ქ------- მ----–--ე-გ-----ია არაკეთილსინდისიერი იპოთეკარია, რომ მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო ნ--- მ----–--ის მხრიდან ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტი, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის განხილვისას შეგნებულად არ მოხდა ვ--–---ი ბ-–----ის სასამართლო სხდომაზე მოწვევა და სარჩელით იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა, რათა დავის შესახებ ვ--–---ი ბ-–----ისათვის არ გამხდარიყო ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ "მოსარჩელე მხარე გარემოების დასადასტურებლად მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რასაც სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს." მითითებულ გარემოებასთან მიმართებაში სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს, კერძოდ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებას და 2009 წლის 9 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ქ------- მ----–--ე გ-----იამ სარჩელით მიმართვისას შეგნებულად არ მოითხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რითაც უდავოდ დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო ნ--- მ----–--ის მხრიდან სადავო ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტი.

 

სასამართლომ მართლია განმარტა სკ-ის 54-ე მუხლი, მაგრამ მას არანაირი შეფასება არ მისცა, სკ-ის 59-ე მუხლი კი საერთოდ არ გამოიყენა. სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადაგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს. 2009 წლის 9 ივნისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არის უკანონო, რადგან იგი შედგენილია უკანონოდ გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით მსგავსად ნასყიდობის ხელშეკრულებისა, იპოთეკის ხელშეკრულებაც ბათილია მისი დადების მომენტიდან. სადავო იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია იმ საფუძვლითაც, რომ იგი დადებულია ასევე კანონსაწინააღმდეგო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უკანონო რეგისტრაციის პერიოდში, რომელიც გააბათილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა: „...გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების /საქმე # ას-664-635-2016/ დასკვნები 231-233-ე პუნქტებში და დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის /საქმე # ას-121-117-2016/ განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174- 2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ).

 

აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

განსახილველი დავა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ეხება. აქვე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ არათუ მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნა იქნა წარმოდგენილი, არამედ სარჩელში ხაზგასმულია, რომ ნივთი განკარგულია იძულებითი აუქციონის წესით და მისი მესაკუთრე ნ----- ზ------–---–ზეა. ამდენად, გარიგებების ბათილობა მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი წინაპირობაა და არა დამოუკიდებელი მოთხოვნა, რადგანაც ამ გზით ის მიზანი ვერ მიიღწევა, რომელიც მოსარჩელეს სურს.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

 

სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს სსსკ-ის 372-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). (სუსგ #ას-91-91-2018)

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ვ--–---ი ბ-–----ის აღიარებითი სარჩელი მოპასუხეების ნ--- მ----–--ის, ქ------- მ----–--ე-გ-----იასა და ნ----- ზ------–---–ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით უნდა დარჩეს განუხილველი, იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ვ--–---ი ბ-–----ის სარჩელი ნ--- მ----–--ის, ქ------- მ----–--ე-გ-----იასა და ნ----- ზ------–---–ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვ--–---ი ბ-–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ვ--–---ი ბ-–----ის სარჩელი ნ--- მ----–--ის, ქ------- მ----–--ე-გ-----იასა და ნ----- ზ------–---–ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.

3. ვ--–---ი ბ-–----ეს დაუბრუნდეს მ--------------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 428 ლარის ოდენობით.

4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე