განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002562438
საქმე №1ბ/456-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვ------- ლობჟანიძისა და მ------ ნანეიშვილის
მდივნობით,პროკურორის: ა----------–---–ის
მსჯავრდებულის: ო----- გ-------ს
ადვოკატის: ი-–-- ნ-–--–-–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ო----- გ-------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-–-- ნ-–--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ო----- გ-------- გ-------ს მიმართ, დაბადებული 19----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–--------------------------------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით, ო----- გ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (მაღაზია „ე------- მ---------“ ეპიზოდი) 6(ექვსი)წლით და 1(ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „დ----“ კუთვნილი მაღაზია „ქ---–--------“ ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო----- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით და 1(ერთი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ო----- გ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 მაისიდან.
ო----- გ-------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ამ ძალადობის გამოყენების მუქარით(ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 მაისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ-–---------------------------ში, N------------------------------------–---–-- ქუჩაზე განთავსებულ შპს „ე-------ის“ კუთვნილ მაღაზია „ე------- მ-------ში“ ო----- გ------- თავს დაესხა მაღაზიის მოლარე - მ------ ჭ-------ეს, რომელსაც ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით - სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ო----- გ-------ს ქმედებით შპს „ე-------ს“ მიადგა ქონებრივი ზიანი 250 ლარის ოდენობით, ხოლო მ------ ჭ-------ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
- 2018 წლის 11 მაისს, 03:42-03:44 დროის შუალედში, ქ.თბილისში, გ-–-------------------------–----------------------- ქუჩების კვეთაზე მდებარე შპს „დ----“ კუთვნილ მაღაზია ,,ქ---–------ში“ ო----- გ------- თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-ოპერატორ ხ----- ც---–----ს, რომელსაც ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით - სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 690 (ექვსას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ო----- გ-------ს ქმედებით შპს „დ----“ მიადგა ქონებრივი ზიანი 690 (ექვსას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ხ----- ც---–----ს მიადგა მორალური სახის ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო----- გ-------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-–-- ნ-–--–-–---–მა, რომელებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, მოწმეთა ჩვენების ის ნაწილი, რომელიც არსებით გავლენას ახდენს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე განაჩენში არ იქნა ასახული.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა მძღოლი ვ--–---- ს---------, რომელმაც დეტალურად აღწერა არა მხოლოდ ო----- გ-------ს დაკავების, არამედ მისი დაკავების ფაქტიც, რითაც დაირღვა კანონი. შესაბამისად, სახეზეა საქმის მასალების ფაბრიკაცია ბრალდებულის დაკავების მომენტიდან. აღნიშნული კი საერთოდ არ აისახა განაჩენში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ვ--–---- ს---------მ განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს წითელი ფერის ავტომანქანა „ტ-------- პ-------“, სახ. N---, რომლითაც მუშაობს ტაქსზე. 2018 წლის 11 მაისს 04:00 საათიდან - 05:00 საათამდე შუალედში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა გ-–----–-----------უჩაზე, რა დროსაც გააჩერა პიროვნებამ, როგორც შემდგომ დადგინდა - ო----- გ-------მ, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ქურთუკი, იყო გამხდარი, თეთრი პირისახით, წვერით და ჭაღარა თმებით. ო----- გ-------მ სთხოვა დიდუბეში გაყვანა, რაზეც დათანხმდა და წაიყვანა. დიდუბეში მისვლისას ო----- გ-------მ ჰკითხა, შეეძლო თუ არა წაეყვანა სამტრედიაში 150 ლარად, რაზედაც დათანხმდა და წავიდნენ სამტრედიის მიმართულებით. შეიარეს ბენზინგასამართ სადგურზე, ჩაასხეს 50 ლარის საწვავი, რომლის ღირებულება გადაიხადა ო----- გ-------მ და გააგრძელეს გზა სამტრედიის მიმართულებით. ხ-–------ ცენტრში შესვლისას უკანა მხარიდან მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებმაც სთხოვეს მანქანის გადაყენება. დაემორჩილა და გადააყენა მანქანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ და სთხოვეს საბუთების წარდგენა. მან საბუთები წარუდგინა, რის შემდეგ სთხოვეს დალოდებოდნენ ცოტახანს. ის დაემორჩილა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას და ელოდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ შეჩერებიდან დაახლოებით 15-20 წუთში 4 ან 5 მანქანით, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა არ იცის ხ-–------ პოლიცია იყო თუ სხვა. ჩხრეკა უშუალოდ ჩაატარეს იმ საპარტრულო პოლიციის თანამშრომლებმა,რომლებმაც შეაჩერეს. რაც შეეხება თბილისიდან ჩამოსულ მანქანას, გარკვეული დროის განმავლობაში ელოდებოდნენ და როგორც ახსოვს მათი შეჩერებიდან 3 საათის შემდეგ ჩამოვიდა. ვ--–---- ს---------მ მიუთითა, რომ მასაც და ო----- გ-------საც ხელბორკილები დაადეს და მანქანიდან გადმოიყვანეს. მას არ დაუნახავს ო----- გ-------ს პირადი ჩხრეკა და არ ფლობს ინფორმაციას ამოიღეს თუ არა მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მაგრამ იცის რომ ჩხრეკისას ამოიღეს დანა, რის შემდეგ დააკავეს ო----- გ-------. შემდეგ, დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს გ-–----ის პოლიციის განყოფილებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ ო----- გ-------ს ჩხრეკისა და დაკავების უშუალოდ ჩამტარებელი პირები, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც განსხვავებულად აღწერენ ვ--–---- ს---------ს შეჩერებისა და ო----- გ-------ს დაკავების ფაქტს.
მოწმე გ------- შ-----–--მ სასამართლოში განმარტა, რომ 2018 წლის 11 მაისს თანამშრომელმა თ------ ა----–--ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ო----- გ-------ს მიერ ჩადენილი იქნა ყაჩაღობის ორი ეპიზოდი, რომელიც წითელი ფერის „ტ-------- პ-------ს“ მარკის ტაქსით გადაადგილდებოდა დასავლეთის მიმართულებით. მონაცემთა ბაზაში გადაამოწმეს ო----- გ-------ს საიდენტიფიკაციო მონაცემები და მისი დაკავების მიზნით გაემართნენ დასავლეთის მიმართულებით. გზაში ყოფნისას დაუკავშირდა უფროსი, რომელმაც აცნობა, რომ ხ-–------ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა წითელი ფერის „ტ-------- პ-------ს“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ო----- გ-------, მისულიყვნენ და დაეკავებინათ. შეტყობინებიდან დაახლოებით 10-15 წუთში ჩავიდნენ ხ-–----–-, რა დროსაც დაინახეს, რომ ო----- გ------- იჯდა მანქანაში მძღოლის გვერდით მარჯვენა მხარეს, ხოლო მძღოლი იჯდა საჭესთან. მიუახლოვდნენ მანქანას, წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ო----- გ-------ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, რის შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ხელის იდაყვიდან ამოღებული იქნა თეთრტარიანი საჭრელი დანა, ხოლო შარვლის ჯიბეებიდან 800 ლარზე მეტი ფულადი თანხა. ამოღებული ფულადი თანხა და დანა დაილუქა ცალ-ცალკე. მის მიერ შედგენილი იქნა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდგომ ო----- გ------- დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს ხ-–------ პოლიციის განყოფილებაში, სადაც უფროსს დაადასტურებინეს დაკავების ოქმი. დაკავების ოქმის ასლი გადასცეს ო----- გ-------ს, რომელმაც ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. მოწმემ დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ ადგილზე მისვლისას დახვდათ საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი, ასევე შეამჩნია სამოქალაქო პირები, რომლებიც იყვნენ ჯიპებით, თუმცა მათი ვინაობა მისთვის უცნობია, ასევე მან უშუალოდ დაადი ხელბორკილები ო----- გ-------ს, ხოლო ვ--–---- ს--------- არ დაუკავებიათ ,რადგანაც ამის საჭიროება არ არსებობდა. დაკავების შემდეგ ო----- გ------- გადიყვანეს ჯერ ხ-–------ რაიონულ განყოფილებაში, ხოლო იქიდან ქ.თბილისის გ-–----ის პოლიციის პირველ განყოფილებაში.
სასამართლოს ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე დ----- შ--------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ლ---- ბ--------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის განყოფილებაში. 2018 წლის 10 მაისს მეწყვილესთან ზ------ ლ-----–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თბილისის საავტომობილო გზის 125 კმ-დან 142 კმ-ის ჩათვლით, რომელიც მოიცავს ტერიტორიას ოსიაურის განყოფილებიდან რიკოთის გვირაბის ჩათვლით. გამთენიისას რადიოსადგური „ლ-----“-ს მეშვეობით გადაცემული იქნა შეტყობინება, რომ დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა „ტ-------- პ-------ს“ მარკის ავტომანქანა სახ. N---, რომლითაც მგზავრობდა სავარაუდოდ ყაჩაღობის ჩამდენი პირი. სწორედ ამ დროს გვერდით ჩაუარა წითელი ფერის „ტ-------- პ-------ს“ ავტომანქანამ, რომელსაც გაყვნენ და შეაჩერეს ქ.ხ-–----–-, ა----–-----–-- ქუჩაზე. მიუახლოვდნენ მანქანას, მძღოლს წარუდგინეს თავი და მოითხოვეს საბუთების გადაცემა. მძღოლმა მიაწოდა საბუთები, რომელიც აღმოჩნდა ვ--–---- ს---------, ხოლო მგზავრს საბუთები არ მიუწოდებია, თუმცა განუმარტა, რომ იყო ო----- გ-------. რაციით გადასცეს, რომ შეაჩერეს გადაცემული მანქანა, რის შემდეგ დაელოდნენ თბილისიდან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების ჩამოსვლას. მოწმემ დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანას მართავდა ზ------ ლ------–---–-. მათ ვ--–---- ს---------ს და ო----- გ-------ს უთხრეს, რომ მანქანიდან არ გადმოსულიყვნენ, რასაც აღნიშნული პირები დაემორჩილენ. თბილისიდან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მანქანის შეჩერებიდან მალე მოვიდნენ, ზუსტ დრო არ ახსოვს. მათ ვ--–---- ს--------- და ო----- გ------- გადააბარეს, რის შემდეგაც მან და მისმ მეწყვილემ ტერიტორია დატოვეს.
სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ზ------ ლ------–---–მა.
აღნიშნული მოწმეების ჩვენებები სრულ თანხვედრაშია 2018 წლის 11 მაისის ო----- გ-------ს პირადი ჩხრეკისა დადაკავების ოქმებთან.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ო----- გ-------ს დაკავებისას თითქოსდა ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არავითარი საფუძველი არ არსებობდა იმის, რომ ჩხრეკისა და დაკავების ოქმში მითითებულიყო არასწორი მონაცემები, ვინაიდან, როგორც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ისე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რეალურად ფლობდნენ ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ, ასევე თუ რა საშუალებით და რა მიმართულებით გადაადგილდებოდა იგი. აქედან გამომდინარე, არც ტაქსისი მძღოლის დაკავების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ დადასტურებულად მივიჩნევთ, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ვ--–---- ს---------სათვის ხელბორკილების დადების ფაქტს და მის მიმართ დაირღვა კანონი, ეს ცალკე შეფასების საგანია და ამ თვალსაზრისით პალატა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოცულობიდან გამომდინარე ვერ იმსჯელებს და რაც მთავარია ის არსებით გავლენას ვერ ახდენს ო----- გ-------ს ბრალეულობაზე.
2. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულ ხ----- ც---–---ის მიერ ო----- გ-------ს ამოცნობის ოქმი, ვინაიდან სასამართლოში დაზარალებულმა განმარტა, რომ მას არ შეეძლო პირის ამოცნობა, ასევე მას არ წაუკითხავს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და ისე მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. ამასთან, მაღაზიის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, მაღაზიაში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, კერძოდ სუნის ნიმუშების აღებისას, მათ მაღაზია არ დაუტოვებიათ, რაც თავის მხრივ ეჭვქვეშ აყენებს ამ მტკიცებულებების სანდოობას და შესაბამისად, ისინი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დადებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ხ----- ც---–----მ ნამდვილად განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს და ისე მოაწერა ხელი, ხოლო ამოცნობის დროს მიუთითა ო----- გ-------ზე და განაცხადა, რომ ჰგავდა და სავარაუდოდ ის იყო დანაშაულის ჩამდენი პირი. მისივე განმარტებით, ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ის იყო ძალიან ანერვიულებული და დაბნეული.
აპელანტი გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ მას შემდეგ, რაც დაზარალებულს გამოუქვეყნეს მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და წარუდგეინეს ამოცნობის ოქმი, მან დაადასტურა გამოკითხვისა და ამოცნობის ოქმების შინაარსის სისწორე, ასევე მისი ხელოწერების სინამდვილე.
დაზარალებულ ხ----- ც---–---ის ჩვენებით კი დგინდება, რომ ის მუშაობდა გ-–----ის „ა--------ში მდებარე მაღაზია „ქ---–------ში“ მოლარის პოზიციაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩაეძინა და გააღვიძა პიროვნებამ, როგორც გამოძიებით დადგინდა - ო----- გ-------მ, რომელსაც უნდოდა სიგარეტი. ო----- გ-------ს მიაწოდა სიგარეტი, რომელმაც მაგიდაზე დაყარა ხურდა ფული, რომელიც იყო სიგარეტის ღირებულებაზე მეტი და მოუწოდა, რომ აეღო ზედმეტი თანხა, რომელიც აიღო ო----- გ-------მ. სწორედ ამ დროს ო----- გ-------ს მარჯვენა ხელში დაინახა დიდი ზომის თეთრი ფერის პლასტმასის სახელურიანი ლესილი ხერხისებრი პირის მქონე დანა, რომლის გამოყენების მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა. დაიბნა და ვერ მიხვდა რაზე საუბრობდა. ო----- გ-------მ დაიწყო დანის მაგიდაზე კაკუნი და რამდენჯერმე გაუმეორა, რომ გადაეცა სალაროში არსებული ნავაჭრი თანხა. ო----- გ-------მ მარჯვენა ხელით, რომელშიც ეკავა დანა, გააღო სალარო და მოსთხოვა ამოეღო სალაროს უჯრიდან თანხა და გადაეცა მისთვის. ვინაიდან ო----- გ------- შეიარაღებული იყო, და დანის დემონსტრირებით ითხოვდა თანხის გადაცემას, შეეშინდა, რომ ზიანს მიაყენებდა. ანერვიულდა და დაიბნა, რის გამოც ო----- გ-------მ თავად აიღო თანხა უჯრიდან და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. შემდეგ მივიდნენ „ა-–-----“ დაცვის თანამშრომლები, ხოლო მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შემოსაზღვრეს ტერიტორია ლენტით. ასევე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს ნიმუშები. დაზარალებულმა მოსამართლის შეკითხვაზე განმრტა, რომ მის მიმართ ამოცნობისას რაიმე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია და მისთვის არავის არ უთქვამს, რომ ო----- გ-------სათვის დაედო ხელი. ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულები იყვნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს სუნის ნიმუშები, რომლის ცატარების პროცედურაში ვერ ერკვევა, ხოლო ძაღლი ჰყავდათ თუ არა მოყვანილი ამისთქმა უტუყუარად არ შეუძლია.
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას თითქოსდა შემთხვევის ადგილებზე სუნის ნიმუშიშების აღება მოხდა დარღვევით, ვინაიდან საგამოძიებო მოქმდებების ჩატარების დროს მაღაზიაში იმყოფებოდნენ თანამშრომლები.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ყელა ექსპერტმა, რომლებმაც სუნის ნიმუშები აიღეს მაღაზია „ე------- მ-------ში“( ლ----- კ-----–---–- და რ----- მ-----–-–---–ი) და მაღაზია „ქ---–------ში“(ა-----– წ----–-–---–-) ერთხმად განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას მათ ტერიტორია დაცული დახვდათ, რომელსაც ლენტი ჰქონდა შემოხვეული და მაღაზიაში ისინი შევიდნენ პირველები, თანმხლები პირების გარეშე. მოწმე რ----- მ-----–-–---–მა განმარტა, რომ დაზარალებული გოგონა ლენტის გარეთ იდგა და იქიდან აძლევდა მინიშნებებს, თუ რომელ ადგილზე იმყოფებოდა თავდამსხმელი თავდასხმის მომენტში. ამასთან, დაცვის მხარე ყურადღებას არ ამახვილებს „ე------- მ---------“ კონსულტანტის, მოწმე ზ----- ტ-------ის ჩვენების იმ ნაწილზე სადაც ის მიუთითებს, რომ ექსპერტების მოსვლის შემდეგ ისინი ყველა მაღაზიის გარეთ გაუშვეს და არა მისცეს შიგნით შესვლის შესაძლებლობა.
ამდენად დაცვის მხარის პოზიცია, რომ სუნის ნიმუშების აღება მოხდა კანონდარღვევით რეალობას არ შეესაბამება და ვერ იქნება გაზიარებული.
3. აპელანტის მტკიცებით, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დადებოდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან ის არის სავარაუდო და არა კატეგორიული ხასიათის. რაც შეეხება ფულად თანხის ოდენობას, რომლის ყაჩაღურად დაეუფლებასაც ედავებიან ო----- გ-------ს, ის არ ემთხვევა დაზარალებულების მიერ დათვლილ ზარალის ოდენობას, რაც ასევე არ აისახა განაჩენში.
2018 წლის 19 ივლისის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ფოტონიმუშებზე არსებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით: „D----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
A------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ _----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით:„D----------------------------------------------- D--------------------------------------------------------------------------------------------------------------------- C------------------------------------------------------------------------------------
S------------------------------------------------------------------------------------
5------------------------------------ ამოღებული ფოტოსურათები, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და გამოკვლევაზე წარდგენილ ო----- გ-------ს ფოტოსურათებზე, დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების ჩაცმულობის გამოსახულება (კერძოდ: ქურთუკი და შარვალი) და გამოკვლევაზე წარდგენილ ფუთაში მოთავსებული ჩასაცმელი (ქურთუკი და შარვალი) სავარაუდოდ ერთიდაიგივეა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ვ------- ბ----------ემ, რომელმაც განმარტა, რომ დასკვნაში მითითებული პირობითად ვარგისია ნიშნავს შემდეგს: ვიდეოგრამების გამოსახულებაზე კამერის ჩანაწერი არ იყო იმ ხარისხის, რომ ინდივიდუალური ნიშნები გამოკვეთილიყო, თან აღნიშნულ პიროვნებას ეხურა ე.წ. „კაპიშონი“ და არუჩანდა მთლიანი სახე. სავარაუდოდ ერთი და იგივე პირი ნიშნავს, რომ ალბათობის უფრო მეტი ხარისხით ჩანაწერზე დაფიქსირებულია - ო----- გ-------. დასკვნა არის სავარაუდოდ დადებითი, რაც ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდო კის ეს პიროვნებაა.
პალატის აზრით, ექსპერტის ასეთი განმარტების შემდეგ იმის მტკიცება, რომ აღნიშნული დასკვნა ცალსახად სავარაუდოა და ის არ უნდა დადებოდა გამამტყუნებელ განაჩენს არამართბულია.
- პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ო----- გ-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხის კუპიურები, სამი ცალი ასლარიანი კუპიურა, ხუთი ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა, სამი ცალი ოცლარიანი კუპიურა, ოთხი ცალი ათლარიანი კუპიურა, ოცდასამი ცალი ხუთლარიანი კუპიურა, ხოლო შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ოცდათვრამეტი ცალი ოცთეთრიანი მონეტა, სამოცდაერთი ცალი ერთლარიანი მონეტა, ოცდაცხრამეტი ცალი ათთეთრიანი მონეტა, ცხრა ცალი ხუთთეთრიანი მონეტა, ხუთი ცალი ორმოცდაათეთრიანი მონეტა, ერთი ცალი ორლარიანი მონეტა, რომელიც რაოდენობრივად დაემთხვა 2018 წლის 11 მაისის ო----- გ-------საგან პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული კუპიურებისა და თანხის ოდენობას, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 842 ლარი და 45 თეთრი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ო----- გ-------ს ქმედებით შპს „ე-------“ მიადგა 250 ლარის ქონებრივი ზიანი, ხოლო შპს „დ----“ - 690 ლარის ქონებრივი ზიანი. ამასთან, მოწმე ვ--–---- ს---------ს ჩვენების მიხედვით ო----- გ-------მ მას ჩაუსხა 50 ლარის საწვავი, ასევე იყიდა სიგარეტები და სასამელი.
ამდენად, საერთო ჯამში მიყენებული ზიანის, ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხის ოდენობისა და მოწმე ვ--–---- ს---------ს ჩვენების გათვალისწინებით ცდომილება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ თანხის ოდენობას და დაზარალებული მხარის მიერ დათვლილ ზარალს შორის არ არსებობს.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ ახსნა თუ საიდან შეიძლება ჰქონოდა ო----- გ-------ს ამ რაოდენობით და ერთი და იგივე სახის მონეტა(სამოცდაერთი ცალი ერთლარიანი, ოცდაცხრამეტი ცალი ათთეთრიანი, ოცდათვრამეტი ცალი ოცთეთრიანი მონეტები,). შესაბამისად, აპელანტის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა აანალიზებას, რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ო----- გ-------ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ დაზარალებულ მ------ ჭ-------ის ჩვენება, მოწმეების: ს-------------------- ზ----- ტ-------ის, თ------ ა----–--ის, გე---------------------–------------–---------------------------------------–---–------------------ ჩვენებებით, დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით, შპს „ე-------იდან“ და შპს „დ-------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, გონივრულ ეჭვსმიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ო----- გ-------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და მისი გამართლების ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ო----- გ-------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ო----- გ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (მაღაზია „ე------- მ---------“ ეპიზოდი) 6(ექვსი)წლით და 1(ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „დ----“ კუთვნილი მაღაზია „ქ---–--------“ ეპიზოდი) - 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო----- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით და 1(ერთი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ო----- გ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 მაისიდან.
5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ო----- გ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
6.საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- მაღაზია „ქ---–------იდან“ გამოთხოვილი, 2018 წლის 11 მაისის ყაჩაღობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- მაღაზია „ე-------მ-------იდან“ გამოთხოვილი, 2018 წლის 11 მაისის ყაჩაღობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
-შემთხვევის ადგილის (მაღაზია „ე------- მ-------ი“) დათვალიერების ერთი ცალი, კომპიუტერული დისკი და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი დალუქულ მდგომარეობაში 1 პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის (მაღაზია „ქ---–------ი“) დათვალიერების ერთი ცალი კომპიუტერული დისკი და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი დალუქულ მდგომარეობაში 1 პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილების დათვალიერებისას ამოღებული და ო----- გ-------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები 4 ქილად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს გ-–----ი-ნ----–------- სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
-2018 წლის 12 მაისს ო----- გ-------სგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
-2018 წლის 11 მაისს ო----- გ-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- 2018 წლის 11 მაისს ო----- გ-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა 842 ლარისა და 45 თეთრის ოდენობით დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს გ-–----ი- ნ----–------- სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული ხელის კვლები გადატანილი 19 ცალ დაქტილოფირზე, რომელიც ინახება ს----------–----–---------------- პოლიციის დეპარტამენტის გ-–----ი-ნ----–------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 18 ცალ ჩხირზე, 9 ნიმუშად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი პლასტმასის სადგამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ო----- გ-------სგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ს----------–----–---------------- პოლიციის დეპარტამენტის გ-–----ი-ნ----–------- სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი