განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.07.2019
საქმის ნომერი
060210018002691534
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060210018002691534

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-451-2019 17 ივლისი 2019 წელი

ქ .ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - ჟ---–--- ჩ----- ს------- გ-----–-–---–- ა------ ც-----–---–- ლ------ ყ----------

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 06 აგვისტოს დაბადებული გ------- ც-----–---–-ს სასარგებლოდ, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის-250 ლარით გაზრდა და მისი ყოველთვიური ოდენობის 400 ლარით განსაზღვრა. ასევე, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიზნით, ა------ ც-----–---–-სთვის, ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის იანვრიდან, 2018 წლის ივნისამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა------ ც-----–---–----. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - გ------- ც-----–---–-. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 05.04.2017წ. გადაწყვეტილებით, მოპასუხე ა------ ც-----–---–-, მცირეწლოვანი შვილის, გ------- ც-----–---–-ს რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტი 150 ლარის ოდენობით. გ------- იზრდება დედის ოჯახში. მოსარჩელე არ მუშაობს და შემოსავალი არ გააჩნია, ამასთან ცხოვრობს პენსიონერ დედასთან ერთად. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოპასუხის ეკონომიური მდგომარეობა შეიცვალა, კერძოდ, 12.06.2018წ. მოპასუხემ დაამთავრა სესხის გადახდა ბანკ ,,კრისტალში“, ხოლო 17.09.2018წ. ბანკ ,,რესპუბლიკაში“. მოპასუხის ხელფასი კი აღემატება 1000 ლარს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჟ.ჩ-----მ მოითხოვა, ალიმენტის 400 ლარამდე გაზრდა, ასევე, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება - ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 05.04.2017წ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მისი მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა იმგვარად, რომ გაიზარდოს სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა. მისი, ხელზე ასაღები სახელფასო თანხა, კვლავ შეადგენს 850 ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებების დაფარვას სჭირდება 155 ლარი. საბოლოოდ, განკარგვისათვის რჩება - 540 ლარი. გარდა ამისა, მან შექმნა ახალი ოჯახი, დაქორწინდა ე.მ-------–------, რომელიც ამ დროისთვის უმუშევარია. ასევე, მასთან ერთად ცხოვრობს მისი შვილი და მშობლები, რომლებიც მზრუნველობას საჭიროებენ. მოპასუხის მითითებით, გარდა დაკისრებული ალიმენტისა, იგი შეძლებისდაგვარად მზრუნველობას იჩენს შვილის-გ------- ც-----–---–-ს მიმართ. აღნიშნული გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ჟ---–--- ჩ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხე ა------ ც-----–---–- არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 06 აგვისტოს დაბადებული გ------- ც-----–---–-ს სასარგებლოდ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 150 ლარი გაიზარდოს 50 ლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 200 ლარით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან- 2018 წლის 24 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. 3. უარი ეთქვას მოსარჩელეს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით, ა------ ც-----–---–-სთვის ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრებაზე. 4. მოპასუხე ა------ ც-----–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ჟ---–--- ჩ-----ს და ა------ ც-----–---–- თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - გ------- ც-----–---–- (დაბადებული 2015 წლის 06 აგვისტო). 2.2. ა------ ც-----–---–- ჰყავს შვილი 2005 წლის 21 ივლისს დაბადებული ა---–-----–---–-, რომელიც ცხოვრობს მასთან. 2.3. 2017 წლის 05 აპრილს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე ა------ ც-----–---–-, არასრულწლოვანი შვილის - გ------- ც-----–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, ა------ ც-----–---–- გააჩნდა ფინანსური ვალდებულებები, კერძოდ, სს მ-----------------------------–--------------–-ს“ მიმართ, სესხად აღებული 3854.10 ლარის დაფარვის მიზნით, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 214 ლარს, ხოლო სს „ბ--------------–---ს“ მიმართ, სესხად აღებული 5 658.89 ლარის დაფარვის მიზნით ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 118 ლარს, ჯამში 332 ლარს. აღნიშნული ვალდებულებები მოცემული დავის განხილვის დროისათვის შესრულებულია (დაფარულია) 2.4. ა------ ც-----–---–- დასაქმებულია სს ”ს----------–----------------” სალოკომოტივო დეპოში ცვლის ოსტატის თანამდებობაზე, მისი საშუალო თვიური (დარიცხული) ხელფასი შეადგენს 1084.42 ლარს. 2.5. მოცემული დავის განხილვის დროისათვის, ა------ ც-----–---–- გააჩნია ფინანსური ვალდებულება სს მი--------------------------–--------------–--“ მიმართ 1069.97 ლარის ოდენობით, რომლისთვისაც, ყოველთვიური შესატანი თანხა შეადგენს 70 ლარს, ხოლო სს „თიბისი ბანკის“ მიმართ ფინანსური ვალდებულება - 1400 ლარის ოდენობით, სადაც, ყოველთვიური შესატანი თანხა შეადგენს 42 ლარს. ჯამში, ყოველთვიური შესატანი შეადგენს 112 ლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-1215-ე, 1221-ე, 1234-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემული დავის გადაწყვეტისას, წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთად, გაითვალისწინებული იქნა, ბავშვის ურთიერთობა მშობლებთან, ბავშვის დედასთან ცხოვრების ფაქტი, მისი ყოველთვიური დანახარჯები, ასევე მხარეთა ამჟამინდელი მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არ მუშაობს, ხოლო მოპასუხე მუშაობს და მისი შემოსავალი (დარიცხული ხელფასი) შეადგენს 1084.42 ლარს. ასევე გათვალისწინებული იქნა მოპასუხე ა------ ც-----–---–-ს ოჯახური და სხვა გარემოებები, მათ შორის ისიც, რომ მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს პენსიონერი მშობლების სახლში და რომ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე მისი სასესხო ვალდებულების ოდენობა შემცირდა 2469.97 ლარამდე, ხოლო ყოველთვიური შენატანი შემცირდა 332 ლარიდან-112 ლარამდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა------ ც-----–---–-ს მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა იმდაგვარად, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტი 150 ლარი გაზრდილიყო 400 ლარამდე. შესაბამისად, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გ------- ც-----–---–-ს ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ა------ ც-----–---–-სათვის დაკისრებული ალიმენტი - 150 ლარი უნდა გაზრდილიყო 50 ლარით. საბოლოოდ, ჯამში, ყოველთვიურად დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა 200 ლარით. 2.7. დამატებითი ხარჯის სახით მოთხოვნილი თანხის-150 ლარის დაკისრების ნაწილში სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არასრულწლოვანის გ------- ც-----–---–-ს მიმართ რაიმე განსაკუთრებული საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო ა------ ც-----–---–-სათვის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დავალდებულების საფუძველი. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეს ამ მოთხოვნას ეთქვა უარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, ა------ ც-----–---–- აქვს საკმარისი შემოსავალი, 1000 ლარზე მეტი, რათა მან სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა თავისი არასრულწლოვანი შვილის, გ------- ც-----–---–-ს აღზრდა-განვითარებაში, ხოლო აპელანტს არა აქვს არანაირი შემოსავალი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. 3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესები, რაც სამოქალაქო კანონმდებლობის გვერდის ავლაა. ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს პენსიონერ დედასთან ერთად, რომლის შემოსავალიც საკმარისი არ არის არათუ მის დასახმარებლად, არამედ თავის პირად საარსებო მინიმუმად, წარმოადგენდა საკმარისს, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ჟ---–--- ჩ-----ს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: 2018 წლის 12 ნოემბრიდან, ა------ ც-----–---–- შქმნილი აქვს ახალი ოჯახი და რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ე.მ-------–--------. (იხ. ქორწინების მოწმობა, ს/ფ 66). სამართლებრივი დასაბუთება 4.4. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.6-2.7 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-1215-ე, 1121-ე, 1234-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებიდან, რაც მდგომარეობს შვილის რჩენის მიზნით უკვე დაკისრებული ალიმენტის გაზრდას და დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღებაში. 4.5. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისა და მხარეთა პრეტენზიების მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, აქვს თუ არა ა------ ც-----–---–- შესაბამისი შემოსავალი, რომლიდან გამომდინარეც უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილისათვის გაზრილი ალიმენტის დაკისრების შესაძლებლობა; ასევე უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა, რაიმე ისეთი განსაკუთრებული გარემოება, რაც იქნება ალიმენტვალდებული პირისათვის ალიმენტის გარდა, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობის დაკისრების საფუძველი. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის, არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე დაკისრებული ალიმენტის შეცვლა (შემცირება-გაზრდა) ხდება ალიმენტვალდებული პირის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის ცვლილების გათვალისწინებით (სკ-ის 1221-ე, 1231-ე მუხლები). 4.6. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული, 2017 წლის 05 აპრილის სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე ა------ ც-----–---–-, არასრულწლოვანი შვილის - გ------- ც-----–---–-ს სასარგებლოდ, გადასახდელად დაკისრებული აქვს ალიმენტი, ყოველთვიურად 150 ლარი. იმისათვის, რომ სრულად დაკმაყოფილდეს უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, ჟ---–--- ჩ-----მ, სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს ა------ ც-----–---–-ს მატერიალური მდგომარეობის იმგვარად გაზრდის მტკიცებულება, რომ მოპასუხის ოჯახური მდგომარეობის შეცვლის გათვალისწინებით (დაქორწინება) შესაძლებელი იყოს, გ------- ც-----–---–-ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით 400 ლარის გადახდევინების დაკისრება. 4.7. აპელანტმა (მოსარჩელემ), მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის ამგვარად გაუმჯობესების დასადასტურებლად მიუთითა, მხოლოდ თავის სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში, რასაც მოპასუხე ა------ ც-----–---–- არ დაეთანხმა. პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ჟ---–--- ჩ-----ს ახსნა-განმარტება იმ ფაქტების დასადასტურებლად, რომ ა------ ც-----–---–-ს მატერიალური მდგომარეობა იმგვარად გაუმჯობესდა, რომ მისი ოჯახური მდგომარეობის შეცვლის მიუხედავად (კმაყოფაზე ჰყავს მასთან მცხოვრები შვილი და ახლად დაქორწინებული მეუღლე), შესაძლებელია გ------- ც-----–---–-ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდევინება დაეკისროს-სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო, საკმარისი და ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და სამოქალაქო კოდექსის 1222-ე, მუხლებით დადგენილ წესს და მოთხოვნებს. 4.8. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება ამასთან, თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის მიმღები მხარე, არასრულწლოვანი გ------- ც-----–---–- 4 წლისაა. მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება კი უნდა იყოს რეალურად აღსრულებადი და მშობელს არ უნდა დაეკისროს იმგვარი საალიმენტო ვალდებულება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წინასწარვე იყოს განწირული აღუსრულებლოსათვის. 4.9. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძოდ, როცა მისი შემოსავალი ყოველთვიურად ხელზე ასაღები შეადგენს 864 ლარს (1080 ლარს-20%=864 ლარი), ასევე კმაყოფაზე ჰყავს კიდევ ერთი შვილი, შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და ჰყავს მეუღლე, ხოლო საკრედიტო დაწესებულებების მიმართ ყოველთვიურად მისი ვალდებულება შეადგენს 112 ლარს, არასრულწლოვანი გ------- ც-----–---–-ს არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფის მიზნით, ა------ ც-----–---–-ს ყოველთვიურად უკვე დაკისრებული ალიმენტის - 150 ლარის, 200 ლარამდე გაზრდა, რაც მისი ყოველთვიური შემოსავლის 23%-ია, გონივრულია და ვერ გახდება ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ალიმენტის ეს ოდენობა ასევე შესაბამისობაშია საქსტატის მიერ დადგენილ, საშუალო მომხმარებლის ერთი თვის საარსებო მინიმუმთან, რაც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (28.02.2019წ.) შეადგენდა 179.1 ლარს. შესაბამისად, აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ შეძლო გაექარწყლებინა ალიმენტის გაზრდის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულად მიჩნეული ფაქტები და მისი სამართლებრივი დასაბუთება, რაც გამორიცხავს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით (400 ლარი) ალიმენტის გაზრდის თაობაზე, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. 4.10. პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტის მოთხოვნას იმ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დავალდებულების თობაზე. უნდა განიმარტოს, რომ სსკ-ის 1215-ე მუხლის საფუძველზე, არასრულწლოვნის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის, დამატებითი ხარჯის სახით თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია, მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასეთი ხარჯის გაწევის აუცილებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც თავისი პოზიციის დასამტკიცებლად არც კანონით გათალისწინებულ რომელიმე გარემოებაზე მიუთითა, შესაბამისად, არც რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ჟ---–--- ჩ-----ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ჟ---–--- ჩ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც გამორიცხავს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეთის სასარგებლოს თანხის დაკისრებას.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ჟ---–--- ჩ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე