განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2019
საქმის ნომერი
330210118002719901
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002719901

საქმე №2ბ/3011-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ს----------–--------დაცვის ს----------ო

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ----

წარმომადგენელი - ნ-----–------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაუკმაყოფილებელ, პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2018 წლის 23 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N260 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–--------დაცვის ს----------ოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1 და N2 - ით განსაზღვრული საქონლის (მ–----–- უ-–-----) შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 181 130 ლარი. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში (2018 წლის 23 მაისის ჩათვლით) ს----------ოსთვის მიეწოდებინა საქონელი.

 

22.1 პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 23 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების 16-ე პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2. 2018 წლის 23 ივლისის შეთანხმების ოქმი N 260/1-ით შეიცვალა ხელშეკრულების 22-ე მუხლის 22.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით“. 2018 წლის 24 აგვისტოს შეთანხმების ოქმი N260/2-ით შეიცვალა ხელშეკრულების 22-ე მუხლის 22.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით“.

 

3. 2018 წლის 28 მაისის აქტი N 160 -ის თანახმად, პაკეტში, გარდა შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ-----ს მიერ წარმოებული პროდუქტებისა, აღმოჩნდა უცხოური წარმოების გამაგრილებელი სასმელის ფხვნილი, ყავა და საღეჭი რეზინი. მოთხოვნილი იქნა გამაგრილებელ სასმელის და საღეჭი რეზინის წარმოშობისა და შესაბამისობის სერთიფიკატები, საღეჭ რეზინზე მითითებულია მხოლოდ ვარგისიანობის ვადა, მაგრამ არ აქვს მითითებული გამოშვების თარიღი. რაც შეეხება ყავას, არ აკმაყოფილებდა ორწლიანი ვარგისიანობის ვადის მოთხოვნას, დარჩენილია ვარგისიანობის ერთი წელი. პროდუქტებზე: კრეკერი, შოკოლადი და ყველი, არა არის მითითებული მწარმოებელი, მ–----–- უ-–----ის შემადგენელ კომპონენტზე მითითებული არ არის ტემპერატურა, ხოლო პაკეტზე გამოყენების ინსტრუქცია. მ–----–- უ-–----- იქნა დაწუნებული და დაუბრუნდა მიმწოდებელს შესაცვლელად.

 

4. 2018 წლის 10 სექტემბერს შედგა მიღება - ჩაბარების აქტი N17, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 23 აპრილის N260 ხელშეკრულების, 2018 წლის 23 ივლისის N260/1 და 2018 წლის 24 აგვისტოს N260/2 შეთანხმების ოქმების საფუძველზე მომწოდებელი შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ-----ს მიერ მ/წლის 15 ივნისს ლოგისტიკის ცენტრის მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის საწყობში შეტანილ იქნა მ–----–- უ-–----- საერთო ჯამში 181 130 ლარის ღირებულებით. ამასთან, დადასტურდა, რომ მათი მხრიდან 2018 წლის 23 აპრილის N260 ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნას და ინტერესთა კონფლიქტში არ იმყოფებიან.

 

5. 2018 წლის 17 სექტემბრის აქტი N260-1-ით შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ-----იმ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება და შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 23 დღე. ხელშეკრულების 16.1 პუნქტის შესაბამისად, შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ-----ს დაეკისრა პირგასამტეხლო 8 331.98 ლარის ოდენობით.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს----------–--------დაცვის ს----------ომ და მოითხოვა შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ----“ მიმართ 23.04.2018 წლის N260 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს, 8331.98 ლარის დაკისრება.

 

11.1 სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის მითითებით მხარეებს შორის 2018 წლის 23 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 260 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–--------დაცვის ს----------ოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1 და N2 - ით განსაზღვრული საქონლის (მ–----–- უ-–-----) შესყიდვა. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში (2018 წლის 23 მაისის ჩათვლით) ს----------ოსთვის მიეწოდებინა საქონელი. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 181 130 ლარი, ხოლო ხელშეკრულების

 

მოქმედების ვადა, თავდაპირველად განისაზღვრა 2018 წლის 23 ივლისის ჩათვლით, რომელიც შემდგომ შეთანხმების ოქმებით N260/1 და N260/2-ით გაგრძელდა და განისაზღვრა ჯერ 2018 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო შემდგომ 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ გადააცილა საქონლის მიწოდების ვადა, კერძოდ, მისი მხრიდან მოხდა წუნდებული პროდუქციის მიწოდება ს----------ოსათვის, რის გამოც 2018 წლის 28 მაისის N160 აქტით მიწოდებული პროდუქცია უკან იქნა დაბრუნებული. ხელმეორე მიწოდება მოხდა 2016 წლის 15 ივნისს, ე.ი. 23 დღის დაგვიანებით, რის გამოც 2018 წლის 17 სექტემბრის N260-1 აქტით მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 8 331 98 ლარის ოდენობით. მოპასუხე პირგასამტეხლოს არ იხდის.

 

12. მოპასუხის შესაგებელი :

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაგებელში აღნიშნულია, რომ სატენდერო პირობაში და ასევე მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულების პირობაში არ იყო მითითებული რომ მისაწოდებელი საქონლის ეტიკეტირებისას უნდა მითითებულიყო გამოყენების ინსტრუქცია, ტემპერატურა და მწარმოებელი. თუმცა, აღნიშნული ინფორმაციის არ არსებობის გამო შემსყიდველმა არ მიიღო მიწოდებული პროდუქცია და მოითხოვა მისი შეცვლა. მიწოდებული პროდუქციის შესანახად გამოიყენება სპეციალური პარკები რომლის შეძენა ხდება თურქეთში, ვინაიდან აუცილებელი გახდა შეფუთული პროდუქციის გახსნა და მასში ცვლილების შეტანა, ეტიკეტირება, ამიტომ ასევე საჭიროება შეიქმნა ახალი შესაფუთი პარკის შეძენის. საქონლის მწარმოებელმა კომპანიამ აცნობა, რომ პარკებს დაამზადებდა შეკვეთიდან ორი კვირის ვადაში ამიტომ მისაწოდებელი საქონლის შემსყიდველისთვის მიწოდება მოხდა 23 დღის დაგვიანებით. საქონლის დაგვიანებით მიწოდება არ იყო მოპასუხის ბრალეულობით გამოწვეული ვინაიდან მხარე ვარაუდობდა, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი სრულად აკმაყოფილებდა სახელშეკრულებო პირობებს. მისთვის თავი იჩინა ახალმა გაუთვალისწინებელმა გარემოებამ და ამიტომ ვერ მოახდინა მიწოდებული საქონლის წუნის აღმოფხვრა. მოპასუხე მხარე არ ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხს, თანახმაა გადაიხადოს პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, თუმცა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გადახდას ვერ შეძლებს ვინაიდან, აღნიშნული თანხა მეტია იმ თანხაზე, რაც რეალურად მოგება დარჩა მიმწოდებელს საქონლის მიწოდებისას.

 

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ს----------–--------დაცვის ს----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილოვრივ; შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ-----“ ს----------–--------დაცვის ს----------ოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 2097.99 ლარის გადახდა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 62.93 ლარის გადახდა (იხ გადაწყვეტილება ტომი 1 სფ.104)

 

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასააჩივრა მოსარჩელე ს----------–--------დაცვის ს----------ომ.

აპელანტის განმარტებით სასამართლომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო 0.2%-იდან 0.0.5 პროცენტამდე შეამცირა, რაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამის გამო იგი სასამართლოს მსჯელობას არ ეთანხმება და თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სადაოდ არ ხდის მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს თუმცა უთითებს სსკ-ს 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით. აპელანტი მიუთითებს, რომ კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო: ა) მხარის ქონებრივი მდგომარეობა და ბ) დაზარალებულის ინტერესები. როგორც აპელანტი განმარტავს, სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დადებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დაკსირება, 0.2 %-ით სწორედ მხარეების მიერ მოხდა, შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება უსაფუძვლოა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

15. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

17. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამატეხლოს დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.) ამავე კოდექსის 418-ე მუხლი. (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).

 

18. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას:

 

18.1. 2018 წლის 23 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N260 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–--------დაცვის ს----------ოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1 და N2 - ით განსაზღვრული საქონლის (მ–----–- უ-–-----) შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 181 130 ლარი. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში (2018 წლის 23 მაისის ჩათვლით) ს----------ოსთვის მიეწოდებინა საქონელი. 22.1 პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 23 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების 16-ე პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

18.2. 2018 წლის 23 ივლისის შეთანხმების ოქმი N 260/1-ით შეიცვალა ხელშეკრულების 22-ე მუხლის 22.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით“. 2018 წლის 24 აგვისტოს შეთანხმების ოქმი N 260/2-ით შეიცვალა ხელშეკრულების 22-ე მუხლის 22.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით“.

 

18.3. 2018 წლის 28 მაისის აქტი N 160 -ის თანახმად, პაკეტში, გარდა შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ-----ს მიერ წარმოებული პროდუქტებისა, აღმოჩნდა უცხოური წარმოების გამაგრილებელი სასმელის ფხვნილი, ყავა და საღეჭი რეზინი. მოთხოვნილი იქნა გამაგრილებელ სასმელის და საღეჭი რეზინის წარმოშობისა და შესაბამისობის სერთიფიკატები, საღეჭ რეზინზე მითითებულია მხოლოდ ვარგისიანობის ვადა, მაგრამ არ აქვს მითითებული გამოშვების თარიღი. რაც შეეხება ყავას, არ აკმაყოფილებდა ორწლიანი ვარგისიანობის ვადის მოთხოვნას, დარჩენილია ვარგისიანობის ერთი წელი. პროდუქტებზე: კრეკერი, შოკოლადი და ყველი, არა არის მითითებული მწარმოებელი, მ–----–- უ-–----ის შემადგენელ კომპონენტზე მითითებული არ არის ტემპერატურა, ხოლო პაკეტზე გამოყენების ინსტრუქცია. მ–----–- უ-–----- იქნა დაწუნებული და დაუბრუნდა მიმწოდებელს შესაცვლელად.

 

18.4. 2018 წლის 10 სექტემბერს შედგა მიღება - ჩაბარების აქტი N17, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 23 აპრილის N260 ხელშეკრულების, 2018 წლის 23 ივლისის N260/1 და 2018 წლის 24 აგვისტოს N260/2 შეთანხმების ოქმების საფუძველზე მომწოდებელი შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ-----ს მიერ მ/წლის 15 ივნისს ლოგისტიკის ცენტრის მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის საწყობში შეტანილ იქნა მ–----–- უ-–----- საერთო ჯამში 181 130 ლარის ღირებულებით. ამასთან, დადასტურდა, რომ მათი მხრიდან 2018 წლის 23 აპრილის N260 ხელშეკრულების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნას და ინტერესთა კონფლიქტში არ იმყოფებიან.

 

18.5. 2018 წლის 17 სექტემბრის აქტი N260-1-ით შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ-----იმ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება და შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 23 დღე. ხელშეკრულების 16.1 პუნქტის შესაბამისად, შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ი ნ-----ს დაეკისრა პირგასამტეხლო 8 331.98 ლარის ოდენობით.

 

19. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე შპს „ნ-–------–----ი დ--–-------ები ნ-----ს მოსარჩელე ს----------–--------დაცვის ს----------ოსთვის უნდა მიეწოდებინა 181 130 ლარის ღირებულების პროდუქცია.

 

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, (იხ განჩინების 18.3 პუნქტი) რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015).

 

21. მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულების 16-ე პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მიწოდების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, პალატა იზიარებს პირველი ინსატანციის სასამართლოს დასკვნებს პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით შემდეგი გარემოებების გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015). ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ და სწორად განსაზღვრა იგი 2097.99 ლარით.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

23. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----------–--------დაცვის ს----------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი